თეგი: ცეცხლი
Reuters-ი: რუსეთში, ბრიანსკში ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა
ჩრდილო-აღმოსავლეთ რუსეთში, ქალაქ ბრიანსკში მდებარე ნავთობის საცავში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. „არ არსებობს პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ ხანძარი უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება, თუმცა რუსეთის ოფიციალურმა პირებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ უკრაინულმა ვერტმფრენებმა იერიში მიიტანეს ამ ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებზე, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაშავდა“, - წერს სააგენტო Reuters-ი. ამასთან, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო და სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, საბძოლო მასალების საცავი იწვის
რუსეთში, ბელგოროდის ოლქის სოფელ სტარაია ნელიდოვკასთან საბძოლო მასალების საცავი იწვის. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „წინასწარი ინფორმაციით, სოფელ სტარაია ნელიდოვკას მახლობლად საბრძოლო მასალის საცავი იწვის. საცხოვრებელი კორპუსები და სახლები არ დაზიანებულა. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის", - განაცხადა ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვიმ. ამასთან, რუსული მედია წერს, რომ ბელგოროდის ოლქის სოფლის მიმართულებით, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, 24 თებერვლიდან არაერთხელ გაიხსნა ცეცხლი უკრაინის მხრიდან. ასევე წაიკითხეთ: რუსეთში, საბავშვო ბაღში სროლისას ბავშვები დაიღუპნენ ოლექსი არესტოვიჩი: განცდა მაქვს, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო
შსს: ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ბორჯომის ხეობაში დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები დამონტაჟდა მათივე ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, კვლავ აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისსამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. "დილიდან მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის რესპუბლიკის სამმა სპეციალიზებულმა სახანძრო თვითმფრინავმა. ხეობაში პერიოდულად ისევ ფიქსირდება ძლიერი ქარი, რაც ხელს უშლის ხანძრის ქრობის პროცესს, თუმცა მეხანძრე-მაშველები, სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლების დახმარებით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ მოხდეს ხანძრის გავრცელების არეალის გაფართოება და დროულად შეძლონ ყველა არსებულ კერაზე ცეცხლის ლოკალიზება-ლიკვიდაცია. ასევე, აქტიურად ტარდება შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიებები, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიუვალ რელიეფზე, სადაც ცოცხალი ძალის მეშვეობით შეუძლებელია სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება, ხანძრის ქრობის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებენ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი.მიუხედავად რთული სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისა, ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
თბილისში, მუხადგვერდის სასაფლაოს ტერიტორიაზე, ბალახს ცეცხლი გაუჩნდა
თბილისში, მუხადგვერდის სასაფლაოს ტერიტორიაზე, ფერდობზე ბალახს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვეცელდება. როგორც ცნობილია, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზების პროცესი.
თბილისში, სასაზღვრო პოლიციის ამორტიზირებული ავტომობილების სადგომის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა
თბილისში, კაიროს ქუჩაზე, სასაზღვრო პოლიციის ამორტიზირებული ავტომობილების სადგომის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ცნობილია, ცეცხლი ბალახს და ძველ ავტომანქანებს გაუჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. ასევე წაიკითხეთ: თბილისში, მუხადგვერდის სასაფლაოს ტერიტორიაზე, ბალახს ცეცხლი გაუჩნდა
ავჭალაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ავჭალაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლის ლიკვიდირებამდე ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. როგორც ცნობილია, ცეცხლი ბუჩქებს, ბალახსა და ხეებს გაუჩნდა. ასევე წაიკითხეთ: დიდუბეში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის საწყობში ხანძარია ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ფაზაშია გადასული
თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ფაზაშია გადასული. კულტურის სამინისტრო: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრისას კვირიკეწმინდის ტაძარი არ დაზიანებულა „მეხანძრე-მაშველების მიერ სრულად კონტროლირებადია ხანძრის ქრობის პროცესი და მიმდინარეობს უწყვეტი სამუშაოები ხანძრის ლიკვიდაციისთვის“, - აცხადებს მუსელიანი. შსს: ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია შსს: ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას
მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია
მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია. როგორც ცნობილია, ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ავიაციაც მონაწილეობს. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად ცეცხლის კერა დასახლებიდან მოშორებით გაჩნდა. მიმდინარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. ქუთაისში, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში ხანძარია ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ასევე წაიკითხეთ: დიდუბეში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის საწყობში ხანძარია ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარია
ბორჯომში ხანძრის რამდენიმე მცირე კერა ისევ რჩება
ბორჯომში ხანძრის რამდენიმე მცირე კერა ისევ რჩება. დარჩენილია ცეცხლის რამდენიმე მცირე კერა, რომლის დამუშავებასაც ცოცხალი ძალა ავიაციასთან ერთად ცდილობს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის სრული ლიკვიდაცია მოკლე დროში მოხდება. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად ცნობისთვის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში რამდენიმე ხანძრის კერა 21 აგვისტოს, დილიდან გაჩნდა. ასევე წაიკითხეთ: თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია
ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარია
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარია. ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად როგორც ცნობილია, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე მაშველები. ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ბორჯომში ხანძრის რამდენიმე მცირე კერა ისევ რჩება
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტყეში, ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა
ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდას მიმდებარედ ტყეში ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად როგორც ცნობილია, ცეცხლი ალპურ ზონასთან ახლოს ფოთლოვანი ხის ქვედა საფარს უკიდია. ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ. ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ბორჯომში ხანძრის რამდენიმე მცირე კერა ისევ რჩება
ლიკანის მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენია ჩართული
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი ამ დრომდე გრძელდება. ხანძრის ქრობის პროცესში, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენია ჩართული. ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარია "ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები მონაწილეობენ", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძარი ლიკვიდირებულია
"ორი კვირის წინ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევსა და სოფელ აწყურს შორის მდებარე ფერდზე ხანძარი ლიკვიდირებულია", - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. თბილისი-გორის ავტობანზე ხანძარია ამასთან, მისივე თქმით, ლიკანთან არსებული კერა სრულად ლოკალიზებულია და კონტროლს ექვემდებარება. "ფაქტობრივად, აქტიური კერა აღარ გვაქვს და ეს ზუსტად ნიშნავს იმას, რომ სალიკვიდაციო სამუშაოები მიდის მხრჩოლავი კერების დამუშავებით და ღია ცეცხლი არსად აღარ გვაქვს. თუ ამინდმა და კლიმატურმა პირობებმა ხელი არ შეგვიშალა, დღის ბოლოს სავარაუდოდ ამ ლოკაციაზეც გამოვაცხადებთ ლიკვიდირებას. რთულს ვერ ვიტყოდი, ალბათ იყო ურთულესი. ხედავთ, რა რთული რელიეფია, ფიზიკურად მისვლა ძალიან ჭირდა, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფმა, ოპერატიულმა მოქმედებამ, ასევე მუნიციპალიტეტის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან ტრაქტორებისა და მძიმე ტექნიკის მობილიზებამ მოგვცა საშუალება, გზები გაგვეყვანა. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა და შედეგი სახეზეა“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად
ყვარლის მუნიციპალიტეტში, ხანძრის ქრობის პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. შესაბამის დოკუმენტს მთავრობის მეთაურმა ხელი უკვე მოაწერა. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტყეში, ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა „საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები", - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად
სვანეთში, სოფელ ლატალში, ტყეს ცეცხლი გაუჩნდა
სვანეთში, სოფელ ლატალში, ტყეს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც ცნობილია, ადგილობრივები ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენს ელოდებიან. რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა ამ ეტაპზე უცნობია. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად
ბორჯომში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია
ბორჯომში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების მონიტორინგი. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად ამასთან, ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც. ცნობისთვის, ბორჯომში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. ასევე წაიკითხეთ: სვანეთში, სოფელ ლატალში, ტყეს ცეცხლი გაუჩნდა
შსს: სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
კახეთის რეგიონში, ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტყეში, ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, მობილიზებულია, სახანძრო-სამაშველო და სხვა ტიპის სპეციალური ტექნიკა და ყველა შესაბამისი სამსახური. „ხანძრის ქრობის პროცესის პარალელურად მიმდინარეობს გზების მიყვანა ცეცხლის კერებამდე. სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაცია“, – აცხადებენ შსს-ში. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად
ჩრდილოეთ კალიფორნიაში, ტყის ხანძრიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ჩრდილოეთ კალიფორნიაში გაჩენილი ტყის ხანძრის გამო ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა. ამასთან ცეცხლი 400 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოედო. ხანძარმა სისკიუს ოლქში მრავალი სახლი გაანადგურა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. როგორც ცნობილია, ხანძარი რეგიონში ძლიერ სიცხეს მოჰყვა. ადგილზე მეხანძრეები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: სოფელ შილდაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში, 200-მდე მეხანძრე-მაშველი და 3 ვერტმფრენია ჩართული
ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ შილდაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში, 200-მდე მეხანძრე-მაშველი, თავდაცვის სამინისტროს გვარდიის დანაყოფი და 3 ვერტმფრენია ჩართული. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განცხადა. შსს: სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს „ჩართულია 200-მდე მეხანძრე-მაშველი და ამდენივე რაოდენობის თავდაცვის სამინისტროს გვარდიის დანაყოფი. დამატებით მუშაობს 3 ერთეული ვერტმფრენი და მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა გზების გაყვანა ტყის მასივში, რათა სახანძრო ავტოტექნიკის შეყვანა მოხდეს", - მღებრიშვილმა. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად
ნაფეტვრებში ხანძარი გაჩნდა
ნაფეტვრებში ხანძარი გაჩნდა. როგორც ცნობილია ცეცხლი ხეებს, ბუჩქებს და ტყის მასივს გაუჩნდა. ამასთან, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები და ცეცხლის ლიკვიდაცია მიმდინარეობს. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად
წავკისში ხანძარი ლიკვიდირებულია
წავკისში ხანძარი ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველებს ცეცხის ჩაქრობად დაახლოებით 10 საათი დასჭირდათ. თბილისის შემოგარენში, ერთდროულად რამდენიმე ადგილას ხანძარია ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შეგახსენებთ, რომ წავკისში ხანძარი გუშინ, დაახლოებით საღამოს 7 საათისთვის, ტყეში შენიშნეს.
წავკისში, წყნეთსა და ნაფეტვრებში ხანძარი ლიკვიდირებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის მიმდებარედ, ტყის მასივებში გავრცელებული ხანძრები ლიკვიდირებულია. წავკისში ხანძარი ლიკვიდირებულია როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სამივე ლოკაციაზე ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობდა ძლიერი ქარი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გუშინ შემოსული შეტყობინებების თანახმად, თბილისის მახლობლად, ტყის მასივებში: ნაფეტვრების დასახლებასთან, წავკისის მიმდებარედ და თბილისი-წყნეთის დამაკავშირებელ გზასთან ხანძრები გაჩნდა. სამივე ლოკაციაზე ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობდა ძლიერი ქარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უმოკლეს დროში მოახდინა ხანძარზე მორეაგირე ძალების მობილიზება. თავდაპირველად, საფრთხის მაღალი ხარისხის გამო, ნაფეტვრების დასახლების მიმდებარედ არსებული ცეცხლის კერის ლოკალიზება მოხდა. პარალელურად მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის ღონისძიებები წყნეთსა და წავკისთან. მეხანძრე-მაშველთა სწრაფი და ეფექტიანი მოქმედების შედეგად, დროულად მოხდა ხანძრების ლოკალიზება და შემდეგ – ლიკვიდაცია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. თბილისის შემოგარენში, ერთდროულად რამდენიმე ადგილას ხანძარია
სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ცნობილია, ტერიტორიაზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. პარალელურად, სტიქიის ზონაში მუშაობას აგრძელებს ავიაცია, სპეციალური ტექნიკა და ცოცხალი ძალა. ცნობისთვის, ხანძარი სოფელ შილდის ტყეში პირველ სექტემბერს გაჩნდა. წავკისში, წყნეთსა და ნაფეტვრებში ხანძარი ლიკვიდირებულია
შალვა პაპუაშვილმა ხანძრებთან ბრძოლაში ჩართულ სამსახურების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხანძრებთან ბრძოლაში ჩართული სამსახურების წარმომადგენლებს - მეხანძრე-მაშველებს, ჯარისკაცებს, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს და რეზერვისტებს მადლობას უხდის, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „ეს დღეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და გუშინ, დედაქალაქის შემოგარენში იყო ხანძრები და მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს მეხანძრეებს, ჯარისკაცებს, მაშველებს, რეზერვისტებს, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში. მადლობა მინდა მათ გადავუხადო, რომ ასეთი შრომა გაწიეს და დაიცვეს როგორც ჩვენი ბუნება, ისე მოსახლეობა ამ საფრთხისგან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე, სტიქიის ზონაში ადგილზე რჩებიან მონიტორინგის ჯგუფები. შეგახსენებთ, რომ ხანძარი სოფელ შილდის ტყეში პირველ სექტემბერს გაჩნდა. წავკისში, წყნეთსა და ნაფეტვრებში ხანძარი ლიკვიდირებულია
თემქაზე, ზღვისუბნის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია
თემქაზე, ზღვისუბნის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. როგორც ცნობილია, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. „კვამლი შევნიშნეთ და მაშინვე დავრეკეთ სამაშველო სამსახურში. ახლა სპეციალური კიბით არიან შესული და აქრობენ ცეცხლს. როგორც ვიცი, სახლში არავინ იმყოფებოდა“, – აცხადებენ ადგილობრივები. რამ გამოიწვია ხანძარი ამ ეტაპზე უცნობია.
აგარის შაქრის ქარხნის ტერიტორიაზე ნედლეულის გადამამუშავებელი საწყობი იწვის
აგარის შაქრის ქარხნის ტერიტორიაზე ნედლეულის გადამამუშავებელი საწყობი იწვის. როგორც ცნობილია, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ხუთი სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული და ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ხანძარი იყო
გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ხანძარი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ცნობილია, მონასტერში დღეს გაჩენილი ხანძრის შედეგად, დამწვარია მთავარი ტაძრის ჩრდილო დასავლეთით მდებარე შენობის ნაწილი, რომელსაც მონასტრის წინამძღვრის კელიის დანიშნულება ჰქონდა. ამასთან, კონკრეტულად რამდენი კვ. მეტრი ფართობი დაიწვა, ამ ეტაპზე უცნობია.
რუსეთში, ერთადერთ ავიამზიდ „ადმირალ კუზნეცოვს“ ცეცხლი მეორედ გაუჩნდა
რუსეთის ქალაქ მურმანსკში ავიამზიდს „ადმირალ კუზნეცოვს“ ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „ხანძარი ლიკვიდირებულია. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის", - თქვა გემთმშენებლობის კორპორაციის ხელმძღვანელმა. „ადმირალი კუზნეცოვი“ ერთადერთი ავიამზიდია რუსეთის საზღვაო ძალებში, რომელიც ექსპლუატაციაში სსრკ-ს დროს შევიდა. მისი მშენებლობა 80-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. რუსული ავიამზიდი რამდენიმე წელია, რემონტზეა. 2018 წელს კრეისერს ამწე დაეცა, რის შედეგადაც გემზე 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და ერთი მექანიკოსიც დაიღუპა. 2019 წელს კრეისერზე დაგროვილი ნარჩენების გამო ფართომასშტაბიანი ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.
თელავის სოფელ ართანის ტყეში, ხანძარი ლიკვიდირებულია
თელავის სოფელ ართანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად დაიწვა ტყის ქვედა საფარი. ქრობის პროცესში ჩართული იყო როგორც სახანძრო-სამაშველო სამსახური, ასევე, მოხალისეთა რამდენიმეკაციანი ჯგუფი. ცეცხლი სოფლიდან დაახლოებით 20 კილომეტრში ალპურ ზონაში, გუშინ საღამოს ადგილობრივებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს. ხანძარის გაჩენის კონკრეტული მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
თბილისში, ისნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, ისანში, ყოფილი ტროლეიბუსების ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი, ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. როგორც Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ღია სივრცეში საბურავებს გაუჩნდა. ამასთან, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თბილისში, სამარშრუტო ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა
თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში ხანძარი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სამარშრუტო ტაქსს ეკიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. რა გახდა შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
თბილისში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცლებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ასაკოვანი ქალია, რომელიც ხანძრის გაჩენისას სახლში მარტო იმყოფებოდა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.
თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. როგორც ცნობილია, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ, რომლებიც ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია
თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ თბილისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა განაცხადა. თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა „მეხანძრე მაშველების დროული რეაგირების შედეგად, დროულად მოხდა ხანძრის ლოკალიზება. ვინაიდან, არსებობდა ხანძრის უფრო დიდ მასშტაბზე გავრცელების საშიშროება. შესაბამისად, ხანძარიც დროულად იქნა ლოკალიზებული და ამ ეტაპზე როგორც მოგახსენეთ, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დაშავებულებზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს. ფართობსა და ხანძრის გავრცელების ალბათობას დაადგენს შესაბამისი სამსახური“, – განაცხადა ლევან მუსელიანმა.