თეგი: ჯარი
დიდი ბრიტანეთი ლიეტუვა-ბელორუსის საზღვარზე ჯარებს გზავნის
გაერთიანებული სამეფო გზავნის „მცირე რაოდენობის“ ჯარს ლიეტუვაში, რათა დაეხმაროს მას ბელორუსთან საზღვარზე არსებული მიგრანტების კრიზისის მოგვარებაში, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ბენ უოლესის თქმით, „სოლიდარობის სულისკვეთებით“ დიდი ბრიტანეთი მხარს დაუჭერს ლიეტუვას. „ეს განლაგება ხელს შეუწყობს ლიეტუვის შესაძლებლობას, ბელორუსთან თავის საზღვარზე ზეწოლას გაუმკლავდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალებმა მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას წვრთნების შემდეგ იწყებენ. „სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების დანაყოფები, რომლებმაც თავიანთი ამოცანები შეასრულეს, დღეს თავიანთი სამხედრო გარნიზონებისკენ მოძრაობას დაიწყებენ“, - განაცხადა კონაშენკოვმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე გაანცხად რომ რუსი სამხედროები წვრთნებს რიგ მიმართულებაზე აგრძელებენ. 14 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი, ლავროვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არსებობს მზადყოფნა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები დასავლეთთან რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე. ლავროვმა აღნიშნა, რომ შეთანხმების შანსი არსებობს. 14 თებერვალს, გვიან ღამით, ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის. უფრო ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“. რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი მას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ზომებით ემუქრება.
გერმანიის კანცლერი რუსეთს ეწვია
დიპლომატიური ძალისხმევა გრძელდება, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მოსკოვში ჩადის, სადაც ის პრეზიდენტ ვალდიმერ პუტინს შეხვდება. შეხვედრის დაწყებამდე ის უცნობი ჯარისკაცის საფლავზე გვირგვინით შემკობის ცერემონიას დაესწრო. ოლაფ შოლცის ვიზიტი მანამდე უკრაინაში, 14 თებერვალს განხორციელდა. ამავე თემაზე: დმიტრო კულება: როდესაც დავინახავთ ჯარის გაყვანას, დავიჯერებთ დეესკალაციას ლიზ ტრასი: უკრაინაში რუსეთის შეჭრა საფრთხედ რჩება, ვიდრე საზღვარს ჯარი სრულად არ დატოვებს რუსეთის განცხადებით სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. 14 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი, ლავროვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არსებობს მზადყოფნა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები დასავლეთთან რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე. ლავროვმა აღნიშნა, რომ შეთანხმების შანსი არსებობს. 14 თებერვალს, გვიან ღამით, ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის. უფრო ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“. რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი მას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ზომებით ემუქრება.
ლიზ ტრასი: უკრაინაში რუსეთის შეჭრა საფრთხედ რჩება, ვიდრე მოსკოვი ჯარს სრულად არ გაიყვანს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, იმისათვის, რომ დაიჯეროს რუსეთის დაჟინებული მტკიცება, რომ არ აპირებს უკრაინაში შეჭრას, მან უნდა გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი, რომელიც დაგროვილია ქვეყნის საზღვართან. „რუსები აცხადებდნენ, რომ მათ არ აქვთ გეგმები უკრაინაში შეჭრაზე, უნდა დავინახოთ ჯარების სრულმასშტაბიანი გაყვანა, რათა დავამტკიცოთ, რომ ეს სიმართლეა”, - განუცხადა ლიზ ტრასმა LBC რადიოს. როდესაც ჰკითხეს მედიის ცნობების შესახებ, რომ ზოგიერთი რუსული ჯარი ბაზას სასაზღვრო ტერიტორიიდან ტოვებს, ტრასმა უპასუხა, რომ მას მეტი დეტალი სჭირდება, რათა გაიგოს, მოაქვს თუ არა ამ ნაბიჯს მნიშვნელოვანი შედეგები. ამავე თემაზე: დმიტრო კულება: როდესაც დავინახავთ ჯარის გაყვანას, დავიჯერებთ დეესკალაციას რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. 14 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი, ლავროვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ არსებობს მზადყოფნა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები დასავლეთთან რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე. ლავროვმა დაამატა, რომ შეთანხმების შანსი არსებობს. 14 თებერვალს, გვიან ღამით, ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის. უფრო ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“. რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი მას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ზომებით ემუქრება.
NATO-ში ამერიკის ელჩი: უნდა გადავამოწმოთ, ნამდვილად დგამს თუ არა რუსეთი ნაბიჯებს დეესკალაციისკენ
NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯულიან სმიტი რუსეთის წარმომადგენლის განცხადებას აფასებს. როგორ უპასუხებთ რუსეთის განცხადებას, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას წვრთნების შემდეგ იწყებენ, ამ შეკითხვით მიმართეს ელჩს ჟურნალისტებმა. „რაც შეეხება ცნობებს, რომლებსაც რუსები ავრცელებენ; მათ განცხადებებს, რომ დეესკალაციას ახდენენ. მხოლოდ ის შემიძლია გითრათ, რომ ჩვენ უნდა გადავამოწმოთ ეს. შეიძლება გახსოვთ, დეკემბრის ბოლოსაც იყო მსგავსი განცხადებები, რომ ისინი დეესკალაციას ახდენდნენ და რეალურად, ადგილზე არსებული ფაქტები ამას არ ადასტურებდა. ასე რომ, ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ გვესმის, რაზე საუბრობენ, როდესაც ამბობენ დეესკალაციას, და გვინდა გადავამოწმოთ, რომ ეს სინამდვილეში ხდება. იმედი მაქვს, მომდევნო დღეებში უფრო მეტს გავიგებთ“, - აღნიშნა ჯულიან სმიტმა. რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ.
დიდი ბრიტანეთი ესტონეთში დამატებით ჯარს გზავნის, გერმანული კონტინგენტი ლიეტუვაში ჩავიდა
უკრაინის საზღვრის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების ფონზე, დიდი ბრიტანეთი ესტონეთში დამატებით ჯარს გზავნის. გაერთიანებულ სამეფოს ასევე ჰყავს 1000 პერსონალი, რომელიც მზად არის ჰუმანიტარული რეაგირებისთვის, საჭიროების შემთხვევაში. დიდი ბრიტანეთი დამატებით ჯარებს ზავნას ესტონეთში, იმის შიშით, რომ რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებამ უკრაინის საზღვართან შეიძლება, გამოიწვიოს უფრო ფართო კონფლიქტი ევროპაში. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დიდი ბრიტანეთი გააორმაგებს პერსონალის რაოდენობას ესტონეთში. ის ასევე გაგზავნის დამატებით სამხედრო აღჭურვილობას, როგორიცაა, ტანკები და ჯავშანტექნიკა. ესტონეთში ჯარების და მასალების გადასროლის პროცესი უკვე დაწყებულია. დიდმა ბრიტანეთმა ასევე გაგზავნა ოთხი დამატებითი თვითმფრინავი Typhoon კვიპროსში. ეს თვითმფრინავები მალე დაიწყებენ საჰაერო პატრულირების ოპერაციებს NATO-ს მოკავშირეებთან ერთად აღმოსავლეთ ევროპაში. „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ევროპული თავდაცვა უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების საპასუხოდ“, - განაცხადა ბენ უოლესმა. 130 ჯარისკაცისა და 60 მანქანისგან შემდგარი გერმანული კონტინგენტი ლიეტუვაში, NATO-ს საბრძოლო ჯგუფის დაგეგმილი გაძლიერების ფარგლებში ჩავიდა. ლიეტუვაში ალიანსის საბრძოლო ჯგუფების გაძლიერების ოპერაცია კვირის ბოლომდე გაგრძელდება. საერთო ჯამში, ქვეყანაში 350-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 100 მანქანა ჩავა.
პუტინის განკარგულებით ჯარში 134 500 ახალ წვევამდელს გაიწვევენ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ყოველწლიური საგაზაფხულო გაწვევის ფარგლებში, ჯარში 134,500 ახალ წვევამდელს იწვევს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გაწვევას უკრაინის ომთან კავშირი არ აქვს. მინისტრმა სერგეი შოიგუმ 29 მარტს თქვა, რომ არც ერთი გამოძახებული ცხელ წერტილებში არ გაიგზავნება. 9 მარტს თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ ზოგიერთი ახალწვეული უკრაინაში გააგზავნეს. მანამდე ინფორმაციას რუსეთი უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ უკრაინაში მხოლოდ პროფესიონალი ჯარისკაცები და ოფიცრები ჰყავდა. პუტინის სპიკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სამხედრო პროკურორებს უბრძანა, გამოეძიებინათ და დაესაჯათ ის თანამდებობის პირები, რომლებიც ახალწვეულების გაგზავნაზე არიან პასუხისმგებლები.
ყაზახეთი სამხედრო ტექნიკის განახლებას 2030 წლამდე გეგმავს
ყაზახეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის რუსლან ჟაკსილკოვის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ტექნიკის განახლებას 2030 წლამდე გეგმავს. თოყაევმა ყაზახეთის არმიის განვითარების კონცეფცია განიხილა მისი თქმით, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2021 წლის 20 აგვისტოს ბრძანებულებით, შეიქმნა შეიარაღებული ძალების, სხვა ჯარების და სამხედროების მშენებლობისა და განვითარების კონცეფციის ახალი ვერსია. რომლის შედეგადაც ყაზახეთის რესპუბლიკის ჯარის რეფორმა 2030 წლამდეა განაზღვრული. „ეს კონცეფცია განსაზღვრავს მიზნებსა და ამოცანებს, თავდაცვის ინდუსტრიის განვითარების ძირითად მიმართულებებს და ეტაპებს შეიარაღებული ძალების, სხვა ჯარების და ყაზახეთის რესპუბლიკის სამხედრო ფორმირებების გადაიარაღების ინტერესებიდან გამომდინარე. სამშენებლო კონცეფციის საქმიანობის პრაქტიკულად განსახორციელებლად, 2021 წლის 30 სექტემბერს თავდაცვის მინისტრმა შეიმუშავა და დაამტკიცა გეგმა 2030 წლამდე შეიარაღებული ძალების ახალი, კაპიტალური რემონტით და მოდერნიზებული იარაღით და სამხედრო ტექნიკით აღჭურვის შესახებ“, - აცხადებს ყაზახეთის თავდაცვის მინისტრი. შეგახსენებთ, 15 ივლისს, ყაზახეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის თავმჯდომარეობით ყაზახეთის არმიის განვითარების კონცეფცია განიხილეს.
მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა სიტუაციური სწავლება ჩაატარა
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის “ბრავო” ასეულმა სიტუაციური საველე სწავლება დაასრულა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „წვრთნა ორი კვირის განმავლობაში ვაზიანში მიმდინარეობდა და ასეულის დონეზე ამოცანაზე ორიენტირებულ მომზადებას ისახავდა მიზნად. სწავლების განმავლობაში “ბრავო” ასეულმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პრაქტიკული მეცადინეობები გაიარა. სიმულაციური სცენარის მიხედვით, ასეულმა დასახლებულ პუნქტში შეტევითი ოპერაცია და დაზვერვის ინფორმაციის საფუძველზე, შენობაში განლაგებული მოწინააღმდეგის განადგურების მიზნით რეიდი განახორციელა. სწავლებაში ჩართული იყო სნაიპერთა ჯგუფი, რომელსაც ოპერაციის რაიონის იზოლირება დაევალა. წვრთნებში გამოყენებული იყო საცეცხლე მხარდაჭერის, გამრღვევი და მოიერიშე ელემენტები, ასევე დრონი, სსსტც “დელტას” წარმოების ხელყუმბარები და სხვა შეიარაღება,“- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
პუტინი ცდილობს, თავი აარიდოს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას - ISW
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებულება ჯარის 2 მილიონამდე გაზრდის შესახებ მიუთითებს იმაზე, რომ კრემლის ხელმძღვანელი ცდილობს, თავი აარიდოს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას. პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების გაზრდაზე ბრძანებას მოაწერა ხელი ამის შესახებ ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ (ISW) წერს. ISW აღნიშნავს, რომ კრემლი დიდი ალბათობით ვერ შეძლებს, პუტინის ბრძანებით განსაზღვრული საბოლოო მიზნობრივი რაოდენობის - 1 150 000 სამხედროს მობილიზებას, როგორც ეს პუტინის ბრძანებითაა გათვალისწინებული. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ისტორიულად რუსეთი სამხედრო ძალის საბოლოო სამიზნე ოდენობამდე გაზრდის მიზანს ვერ აღწევდა. 2022 წელს, რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე, აქტიურ სამხედრო სამსახურში სულ 850 000 სამხედრო მოსამსახურე ჰყავდა, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნომინალურ საბოლოო ძალას - 1 000 000 -ზე მეტს. შეგახსენებთ, რომ პუტინმა 25 აგვისტოს შეიარაღებული ძალების გაზრდაზე, ბრზანებას მმოაწერა ხელი. ბრძანების მიხედვით, სამხედრო პერსონალი 137 000 ადამიანით გაიზრდება. ეს მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის ხარჯზე მოხდება - ჯარში სამოქალაქო პერსონალის რაოდენობა უცვლელი დარჩება.
რუსი სამხედროების იარაღით აღჭურვისთვის საჭირო მარშრუტების გასანადგურებლად უკრაინა HIMARS-ებს წარმატებით იყენებს - ბრიტანელი ექსპერტი
უკრაინულმა მედიამ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სამხრეთით შეტევის დაწყების შესახებ ორშაბათს გაავრცელა ინფორმაცია. თავის მხრივ, CNN იუწყებოდა, რომ უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში 4 დასახლებულ პუნქტზე აღადგინა კონტროლი. გვიან ღამით, ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა ტერიტორიებს უბრუნებს და დროა, რუსი სამხედროები გაიქცნენ. ფაქტების შეფასებისას, BBC-სთან ბრიტანელი ექსპერტი ამბობს, რომ უკრაინა განაგრძობს დარტყმებს და გამოიყენებს HIMARS-ებს, რადგან ეს შეიარაღება უკრაინამ რუსეთის ჯარის მომარაგებისთვის საჭირო მარშრუტების გასანადგურებლად წარმატებით უკვე გამოიყენა. როგორც გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის კვლევის ინსტიტუტის (RUSI) ექსპერტი ჯასტინ ბრონკი აღნიშნავს, უკრაინა ხერსონის შემოგარენში შეტევისთვის ემზადება. CNN: უკრაინა რუსეთთან ომში იყენებს ამერიკულ დოქტრინას, რომელიც რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ განვითარდა „რა თქმა უნდა, ამ თვენახევარში რუსეთმა შეძლო დონბასიდან ხერსონის მიმართულებით დიდი ძალების გადმოსროლა. თუმცა უცნობია, როგორია ამ სამხედროების მორალური მდგომარეობა“, - ამბობს ბრონკი. მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან „მოლაპარაკებები“ ფრონტის ხაზზე, სამხრეთის მიმართულებით კარგად მიმდინარეობს მისი პროგნოზით, უკრაინა განაგრძობს დარტყმებს და გამოიყენებს HIMARS-ებს, რადგან ეს შეიარაღება უკრაინამ რუსეთის ჯარის მომარაგებისთვის საჭირო მარშრუტების გასანადგურებლად წარმატებით გამოიყენა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ უკრაინა რუსეთის ჯარის წინააღმდეგ „გადაღლის სტრატეგიას“ იყენებს, „ახდენს ზეწოლას ფართო ფრონტზე და ცდილობს გატეხოს რუსეთის ჯარის სულისკვეთება“.
ISW: რუსეთის ჯარი ხერსონის ოლქში, ოპერატიულად მნიშვნელოვანი პუნქტიდან გავიდა
ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) ახალ ანგარიშში წერს, რომ რუსეთის ჯარი ხერსონის ოლქში, ოპერატიულად მნიშვნელოვანი პუნქტიდან გავიდა. ISW სატელიტის ფოტოებზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქ ხერსონიდან 15 კმ.-ში მდებარე კისელივკაში რუსული პოზიციებიდან საბრძოლო ტრანსპორტი, 4 დანადგარის გარდა, გასულია, რაც თანხმობაში მოდის რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ცნობებთან, რომ ე.წ. დსრ-ს ძალებმა კისელივკა დატოვეს და მდინარე დნეპრამდე უკან დაიხიეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ხერსონთან კონტრშეტევისას, 500 კვ. კმ ტერიტორია გაათავისუფლეს როგორც ISW წერს, კისელევკა ოპერაციულად მნიშვნელოვანი დასახლებაა ხერსონის მახლობლად, [რადგან ბოლო დიდი დასახლებაა E58 გზატკეცილის გასწვრივ და რკინიგზის ხაზთან,] უკრაინის ამჟამინდელ პოზიციებსა და ჩერნობაევკას შორის, რომელიც ხერსონის გარეუბანში მდებარეობს. „ამ პოზიციიდან რუსული ძალების გასვლა, შესაძლოა, მეტყველებდეს იმაზე, რომ რუსეთს ხერსონის ჩრდილო-დასავლეთ მისადგომების დაცვა გაუჭირდება და რუსი სამხედროები ამ ზონაში საკუთარ პოზიციებზე პირდაპირ საფრთხეს გრძნობენ“, - ნათქვამია ISW ანგარიშში.
ბელორუსში, მინსკის მახლობლად მდებარე სამხედრო ნაწილის საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო
ბელორუსში, მინსკის მახლობლად მდებარე სამხედრო ნაწილის საბრძოლო-სამობილიზაციო მზადყოფნის უეცარი შემოწმება დაიწყო. ინდორმაციას ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „დღეს, საჰაერო ძალების და საჰაერო თავდაცვის ძალების მომზადების გეგმის შესაბამისად, 06752 სამხედრო ნაწილის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უეცარი შემოწმება დაიწყო, რომელიც ერთი თვე გაგრძელდება“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. ეს სამხედრო ნაწილი მინსკის მახლობლად სოფელ მაჩულიშჩში მდებარეობს. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შემოწმების დროს შეიმუშავებენ „რიგ საკითხებს, რომელთაგან მთავარი იქნება სამხედრო სამსახურში პასუხისმგებელ პირთა გაწვევა და კვალიფიკაციის აღდგენა, სამხედრო და სპეციალური ტექნიკის შესანახად გატანა“. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო, ვლადიმერ პუტინს 26 სექტემბერს სოჭში შეხვდა.
ჯუანშერ ბურჭულაძე: გარკვეული ჯგუფები, ჯარში შუღლის გაღვივებას ცდილობენ
"პარადოქსია, რომ ჯარის პოპულარიზაციისა და ჯარისკაცის დაფასების, მისი მუნდირის ღირსების გაფრთხილების ნაცვლად, გარკვეული ჯგუფების მხრიდან ინსტიტუციის დისკრედიტაციასა და ჯარში შუღლის გაღვივების მცდელობას აქვს ადგილი", - ამის შესახებ ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. „ჩემს დისკრედიტაციას ავიტან, მაგრამ ჯარის დისკრედიტაციას ნამდვილად არ შევეგუებით. ბოროტის მოსურნეებმა ინდივიდუალურ დონეზეც ვერ ნახეს ჯარისკაცები, რომლებიც ინტერვიუს მისცემდნენ და რაიმე პრეტენზიას გამოთქვამდნენ. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ავღანეთში, დამოუკიდებელ უბანზე 1000-კაციან შემადგენლობაში, პრემიერ-მინისტრის თავდაცვის მინისტრობის დროს ხმათა 96% მივიღეთ. ეს ხომ იმის გამოხატულებაა, რომ ჯარისკაცი გვიფასებს, რომ ჩვენ მას ვაფასებთ“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
სი ძინპინი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას გეგმავს
ჩინეთი, მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი არასტაბილური ვითარების გამო, ჯარის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას აპირებს. მედიის ცნობით, სერბეთმა შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა ამის შესახებ Reuters-ი ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება. „ჩინეთი გააძლიერებს თავისი არმიის წვრთნასა და მომზადებას ნებისმიერი ომისთვის“, - განაცხადა სი ძინპინმა. ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი მისივე თქმით, „ჩინეთის უსაფრთხოება სულ უფრო გაურკვეველი და არასტაბილური ხდება“. NATO მაღალ მზადყოფნაში მყოფი სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობას 40,000-დან 300 000-მდე გაზრდის
ხერსონიდან გასვლის შემდეგ, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკების მზადყოფნის შესახებ აცხადებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა და ეს პოზიცია უცვლელი რჩება. „რუსული მხარე კვლავ ღიაა უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის, მზად არის წარმართოს მოლაპარაკებები იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ამ მომენტში ვითარდება“, - აღნიშნა ზახაროვამ. მისივე თქმით, რუსეთს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე.
რუსეთიდან ჯარები შემოსვლას განაგრძობენ - ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო
ბელორუსის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, ბელორუსისა და რუსეთის ჯარების რეგიონალური დაჯგუფების გაძლიერების შესახებ განაცხადა. „საკავშირო სახელმწიფოს სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გრძელდება ბელორუსის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ჯარების (ძალების) რეგიონული დაჯგუფების გაფართოება“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბელორუსში რუსეთიდან პერსონალი, იარაღი და სამხედრო ტექნიკა განაგრძობს ჩამოსვლას. „ბელორუსის რესპუბლიკის საწვრთნელ პოლიგონზე ჩამოსულ ქვედანაყოფებთან შემდგომი საბრძოლო კოორდინაციის ღონისძიებებია დაგეგმილი“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ყველა სტუდენტი არ დაექვემდებარება გაწვევას და ისინი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევიან
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებზე ისაუბრა, რომლის ამოქმედებაც 2025 წლიდან იგეგმება. მან იმ პირობებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, სავალდებულო სამხედრო სამსახური 4 წლის განმავლობაში ისე გაიარონ, რომ მათ სწავლის პროცესში ხელი არ შეეშალოთ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ახალი სისტემა მოქნილია სტუდენტებისთვისაც და მათი გადამზადება 4 წლის განმავლობაში არდადეგების ხარჯზე მოხდება: „ეს გულისხმობს, რომ 4 წლის განმავლობაში, ყოველ წელიწადს, წელიწადში ერთხელ არდადეგების ხარჯზე მოხდეს მათი გადამზადება, წვრთნა - შეკრება და 4 წლის თავზე, როდესაც ისინი დიპლომს აიღებენ, ჩაირიცხებიან რეზერვში. ეს პროგრამა ისეა შედგენილი, რომ სტუდენტები შეიძენენ მინიმალურ და აუცილებელ საბაზისო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს“. გრიგოლ გიორგაძის თქმით, ყველა სტუდენტი არ დაექვემდებარება გაწვევას და სტუდენტების შერჩევა მოხდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. „ყოველწლიურად დგინდება გასაწვევ პირთა ოდენობა მთავრობის აქტით და რა თქმა უნდა, თავდაცვის ძალები, იმის მიხედვით, თუ როგორ არის შესავსები სხვადასხვა ქვედანაყოფი, ადგენს კონკრეტულ ციფრს. ასევე, ეს დაკავშირებულია შესაბამის რესურსთან - გაწვრთნას სჭირდება შესაბამისი ინსტრუქტორები, ოფიცრები, სერჟანტები და ბუნებრივია, ეს ციფრი სწორედ ამ რეალობიდან გამოდის“, - აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ 6-თვიანი, 8-თვიანი, 11-თვიანი თუ სწავლასთან ერთად 4 - წლიანი პროგრამა. „სტუდენტს ექნება 4 არჩევანი - შეუძლია, აიღოს აკადემიური ან 6-თვიანი, 8-თვიანი, 11-თვიანი გაიაროს, მაგრამ დასჭირდება აკადემიური. თუ მას უნდა შეუთავსოს სწავლას, მაშინ არის ოფცია 4-წლიანის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ნებაყოფლობითი პროგრამა, რომელიც შემოგვაქვს. ეს არის რეზერვის ოფიცრის პროგრამა. აქაც შეუძლიათ სტუდენტებს, მონაწილეობა და არ შეეშლებათ ხელი სწავლაში იმიტომ, რომ ესეც უქმეების პერიოდზეა აგებული. გარდა სტუდენტებისა, ვისაც აქვს უმაღლესი განათლება, მათაც შეუძლიათ, ამ პროგრამით ისარგებლონ“, - აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, სტუდენტის სტატუსი ავტომატურად გადავადების საფუძველი რეფორმის შემდეგ აღარ იქნება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, სტუდენტი შესაძლოა, გაწვევას დაექვემდებაროს. „დღეს გვაქვს სტუდენტის სტატუსი როგორც გადავადების საფუძველი, ვიდრე მას აქვს სტუდენტის სტატუსი. შემოთავაზებული ცვლილებით, სტუდენტის სტატუსი არ არის გადავადების ავტომატური საფუძველი. ეს იმ შემთხვევაში, თუ მე 7 ათასი ადამიანი უნდა გავიწვიო მიმდინარე წელს და სხვა არა სტუდენტი ადამიანი შევაგროვე 6500, მე მჭირდება უკვე 500 სტუდენტით შევავსო. შერჩევის პრინციპით, პირველი ხუთასი ვინც იქნება, მათ შევთავაზებთ ამ ოპციებს“ - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ პირველი არხის ეთერში. ასევე წაიკითხეთ სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების საფუძველი უქმდება
IRI-ის კვლევა: გამოკითხულთა 77%-ს ჯარის საქმიანობა მოსწონს, საპატრიარქოს - 72%-ს, პოლიციის - 63%-ს
RI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად ჯარის საქმიანობა მოსწონს. შესაბამის რეიტინგში ჯარი 77 %-ით ლიდერობს, რომლის საქმიანობასაც დადებითად სწორედ გამოკითხულთა აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი აფასებს. პატრიარქი გამოკითხულთა 91%-ს მოსწონს, 53%-ს კალაძე, 48%-ს ზურაბიშვილი, 43%-ს ღარიბაშვილი - IRI რეიტინგში მეორე ადგილი უკავია საქართველოს საპატრიარქოს, რომელიც გამოკითხულთა 72 %-ს მოსწონს, მესამე კი 63 %-ით ქართულ პოლიციას. შემდეგ 62 %-ით მოდის მედია, 57%-ით ადგილობრივი ხელისუფლება. 48 %-ს განათლების სამინისტროს საქმიანობა მოსწონს, 43 %-ი დადებითად ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას აფასებს, 41 % - პრემიერ-მინიტრის ოფისს, 39 % - პრეზიდენტის ადმინისტრაციას, 39 % - სასამართლოებს, 36% - ეროვნულ ბანკს, 36% - პარლამენტს, 36% - პროკურატურას, 32 % კი - პოლიტიკურ პარტიებს. კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.
დანია თავდაცვის ხარჯებს $6 მილიარდით გაზრდის და სამხედრო სამსახურში ქალების გაწვევას დაიწყებს
დანიის მთავრობამ თავდაცვის ხარჯების 6 მილიარდი აშშ დოლარით გაზრდის გეგმა წარმოადგინა და განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურში ქალების გაწვევას დაიწყებს. შეიარაღებული ძალების ზომა 2026 წლიდან ქალთა სავალდებულო სამხედრო გაწვევით გაიზრდება, რაც ასევე შეესაბამება ქვეყნის გენდერული თანასწორობის ღირებულებებს, ამჟამად, ქალებს არმიაში გაწევრიანება ნებაყოფლობით შეუძლიათ. სკანდინავიური ქვეყანა უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დონორად იქცა და ბოლო ორი წლის განმავლობაში სამხედრო ხარჯები რამდენიმე ნაბიჯით გაზარდა. „ახალი ბიუჯეტი ნიშნავს, რომ დანია წელს თავდაცვაზე თავისი მშპ-ს 2.4%-ს დახარჯავს, უკრაინის დახმარების ჩათვლით, ხოლო მომავალი წლიდან 2%-ს - შემოწირულობების გარეშე,“ აღნიშნა ქვეყნის პრემიერმა მეტე ფრედერიკსენმა. 2023 წლის მონაცემებით, ქალების წილი, რომლებიც ნებაყოფლობით მსახურობდნენ არმიაში, 25%-ს შეადგენდა. სამხედრო სამსახურის ვადის 4-დან 11 თვემდე გაზრდა იგეგმება. წვევამდელთა წლიური რაოდენობა 5 ათას კაცამდე გაიზრდება.