თეგი: ჯეიმს აპატურაი
20 აპრილს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ჯეიმს აპატურაის მოუსმენს
20 აპრილს, უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯეიმს აპატურაის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მოუსმენენ. პარლამენტის ცნობით, აპატურაის მოხსენების თემა იქნება NATO-ს თანამშრომლობა საქართველოსთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა 10:30 საათზე გაიმართება. ცნობისათვის, 2010-2019 წლებში, ჯეიმს აპატურაი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს იკავებდა.
რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები და NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავება - რა საკითხები განიხილა აპატურაიმ თავდაცვის სამინისტროში
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების მიმართულებით, ჯეიმს აპატურაის მასპინძლობს. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომზე და მის შედეგად რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების რთულ გარემოზე. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს, მასთან გამკლავების საშუალებებს და ამ კონტექსტში NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, რაც საქართველოს მდგრადობასა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ემსახურება. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ლელა ჩიქოვანმა და დავით სუჯაშვილმა ისაუბრეს თავდაცვის ტრანსფორმაციის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და განხორციელებულ რეფორმებზე. ხაზგასმით აღინიშნა კიბერთავდაცვის შესაძლებლობების განვითარების კუთხით მიღწეული პროგრესი და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის კიბერუსაფრთხოების ინიციატივაში NATO-ს და წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი როლი. გამოიკვეთა განგრძობითი და მზარდი თანამშრომლობის აუცილებლობა, როგორც NATO-ს, ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში. NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის რეფორმები და NATO-სთან პრაქტიკული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მზადყოფნა საქართველოსთვის პრაქტიკული თანამშრომლობის მხარდაჭერის გაძლიერების მიმართულებით, მათ შორის ჰიბრიდული და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების კიდევ უფრო გაუმჯობესების კუთხით. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აპატურაი შეხვედრებს მართავს პარლამენტში, იუსტიციის სამინისტროში, თავდაცვის უწყებაში, ასევე - უშიშროების საბჭოში. ამასთან, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ელჩებთან გამართავს შეხვედრას. ამავე თემაზე ჯეიმს აპატურაი: რუსეთის ომმა უკრაინაში ევროპის უსაფრთხოების რუკა ფუნდამენტურად შეცვალა ჯეიმს აპატურაი ენერგოუსაფრთხოებაზე: საქართველოს როლი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსებზე უარს ამბობენ
ჯეიმს აპატურაი ენერგოუსაფრთხოებაზე: საქართველოს როლი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსებზე უარს ამბობენ
საქართველოში ვიზიტისას, უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე კიბერუსაფრთხოების, ჰიბრიდული უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, ენერგოუსაფრთხოების მიმართულებასაც განიხილავს. 20 აპრილს, პარლამენტში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში მოსმენამდე, აპატურაიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიბერთავდასხმა რუსეთის მიერ უკრაინაზე შეტევის ნაწილია, ამიტომ, ეს საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მათ შორის საქართველოსთვისაც, გააძლიეროს კიბერუსაფრთხოება. „ჩვენ გვინდა, საქართველოსთან ერთად ვიმუშაოთ და ჩვენ გვაქვს იდეები, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება. რაც შეეხება ჰიბრიდულ თავდასხმებს, ეს არის კოორდინირებული შეტევები დეზინფორმაციით, ენერგეტიკული კუთხით და სხვა. ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს იდეები, რომლებსაც უფრო დეტალურად სპეციალისტებთან ერთად განვიხილავ. როდესაც საქმე ეხება ენერგოუსაფრთხოებას, ევროპის ენერგომომარაგებას, საქართველოს როლი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, იმ ფონზე, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთიდან ენერგიის მიღებას აჩერებენ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც აქ განვიხილავთ, კერძოდ, თუ როგორ შეუძლია საქართველოს უკეთ დაიცვას ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა კიბერთავდასხმებისგან, ფიზიკური თავდასხმებისგან და ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ თანამშრომლობას ვაპირებთ წელს, მადრიდის სამიტისთვის, სადაც ველი, რომ NATO-ს მთავრობები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, NATO-ს ღია კარის პოლიტიკას საქართველოსთვის. ამასთან, გვექნება კონკრეტული იდეები, რათა მეტი გავაკეთოთ საქართველოს დასახმარებლად“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის განცხადებით, რუსეთის ომმა უკრაინაში, ფუნდამენტურად შეცვალა ევროპის უსაფრთხოების რუკა გრძელვადიან პერსპექტივაში. პარლამენტში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით გამოსვლამდე, აპატურაიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ რთულ გარემოში საჭიროა უფრო მეტის გაკეთება NATO-ს პარტნიორებისთვის. ამავე თემაზე ჯეიმს აპატურაი: რუსეთის ომმა უკრაინაში ევროპის უსაფრთხოების რუკა ფუნდამენტურად შეცვალა
NATO და საქართველო ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ურთიერთობებს აძლიერებენ
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები საქართველოში ვიზიტით მყოფ, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯეიმს აპატურაის შეხვდნენ. პარლამენტის ცნობით, ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს NATO-ს გაფართოების გადაწყვეტილების გადაუდებელ საჭიროებაზე და მასში საქართველოს ინტეგრაციაზე. „შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმეთ NATO-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკულ განზომილებას, განსაკურებით, ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა, კიბერუსაფრთხოება და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა. ხაზი გავუსვით, რომ ამ მიმართულებით ურთიერთობების გაძლიერება და გაღრმავება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ. ჯეიმს აპატურაისთან გამართულ შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე და თავმჯდომარის მოადგილეები თეონა აქუბარდია და ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. დღესვე, თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს, მასთან გამკლავების საშუალებებს და ამ კონტექსტში NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, რაც საქართველოს მდგრადობასა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ემსახურება. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აპატურაი შეხვედრებს მართავს პარლამენტში, იუსტიციის სამინისტროში, თავდაცვის უწყებაში, ასევე - უშიშროების საბჭოში. ამასთან, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ელჩებთან გამართავს შეხვედრას. 20 აპრილს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ჯეიმს აპატურაის დახურულ ფორმატში მოუსმინა. ამავე თემაზე რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები და NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავება - რა საკითხები განიხილა აპატურაიმ თავდაცვის სამინისტროში ჯეიმს აპატურაი: რუსეთის ომმა უკრაინაში ევროპის უსაფრთხოების რუკა ფუნდამენტურად შეცვალა ჯეიმს აპატურაი ენერგოუსაფრთხოებაზე: საქართველოს როლი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსებზე უარს ამბობენ
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ჯეიმს აპატურაის დახურულ ფორმატში უსმენს
უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი საქართველოს პარლამენტში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგება. პარლამენტის ცნობით, აპატურაის მოხსენების თემა იქნება NATO-ს თანამშრომლობა საქართველოსთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში. Europetime-ის ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აპატურაი შეხვედრებს გამართავს პარლამენტში, იუსტიციის სამინისტროში, თავდაცვის უწყებაში, ასევე - უშიშროების საბჭოში. ამასთან, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ელჩებთან გამართავს შეხვედრას. ცნობისათვის, 2010-2019 წლებში, ჯეიმს აპატურაი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს იკავებდა. 20 აპრილს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ჯეიმს აპატურაის მოუსმენს
ჯეიმს აპატურაის ვიზიტი მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო იმის დასადასტურებლად, რომ NATO-საქართველოს პარტნიორობა ურყევია - NATO
NATO უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის ჯეიმს აპატურაის საქართველოში ვიზიტს Europetime-თან აჯამებს. NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა, რომ აპატურაის ბოლო ვიზიტი საქართველოში, NATO-ს ოფიციალური პირების მხრიდან მათ ქართველ კოლეგებთან რეგულარული კონსულტაციების ნაწილია და რომ NATO-საქართველოს პარტნიორობა მტკიცეა და ურყევია. „ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი პლატფორმა იმის დასადასტურებლად, რომ NATO-საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული პარტნიორობა ეფუძნება ძალიან მყარ გზას და NATO დიდად აფასებს საქართველოს მრავალწლიან წვლილს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და უკანონო შეჭრის ფონზე, NATO-ს მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, დაეხმარონ იმ პარტნიორების მდგრადობის გაძლიერებას, რომლებიც რუსეთის ჩარევის რისკის ქვეშ და მისგან მომდინარე საფრთხეების წინაშე არიან, მათ შორის არის საქართველო, ასევე, ბოსნია და ჰერცოგოვინა. საქართველოსთვის მხარდაჭერის გაზრდა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საფუძველზე შეგვიძლია, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა, სიტუაციური ცნობიერება, უსაფრთხო კომუნიკაციები და კიბერუსაფრთხოება“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა. შეგახსენებთ, უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი საქართველოში გასულ კვირას იმყოფებოდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს აპატურაიმ შეხვედრები გამართა პარლამენტში, იუსტიციის სამინისტროში, საგარეო საქმეთა და თავდაცვის უწყებებეში, ასევე - უშიშროების საბჭოში. ამასთან, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე შეხვდა ელჩებსაც. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ჯეიმს აპატურაის დახურულ ფორმატში მოუსმინეს. ცნობისთვის, 2010-2019 წლებში, ჯეიმს აპატურაი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს იკავებდა. ჯეიმს აპატურაი ენერგოუსაფრთხოებაზე: საქართველოს როლი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსებზე უარს ამბობენ ჯეიმს აპატურაი: რუსეთის ომმა უკრაინაში ევროპის უსაფრთხოების რუკა ფუნდამენტურად შეცვალა სტოლტენბერგი: უმჯობესია, საქართველოს ადრე დავეხმაროთ, ვიდრე გვიან
ჯეიმს აპატურაი საქართველოს ეწვევა
უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი საქართველოს ეწვევა. Europetime-ის ინფორმაციით, აპატურაი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს ოთხშაბათს, სამ მაისს დაიწყებს. ცნობისთვის, 2010-2019 წლებში, ჯეიმს აპატურაი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს იკავებდა. ჯეიმს აპატურაი საქართველოს გასული წლის აპრილშიც სტუმრობდა. NATO-ს ოფიციალურ პირს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე მოუსმინეს. მაშინ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს როლი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსებზე უარს ამბობენ. უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის შეფასებით, რუსეთის ომმა უკრაინაში, ფუნდამენტურად შეცვალა ევროპის უსაფრთხოების რუკა გრძელვადიან პერსპექტივაში. პარლამენტში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით გამოსვლამდე, აპატურაიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ რთულ გარემოში საჭიროა უფრო მეტის გაკეთება NATO-ს პარტნიორებისთვის. აპატურაიმ ასევე გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ალიანსში ქვეყნის გაწევრიანებას, ეს ფართოდ არის გამოხატული პოლიტიკურ სისტემაშიც, ჩაწერილია კონსტიტუციაშიც. „NATO-ს ასევე სურს, იხილოს საქართველოს მხრიდან რეფორმების გაგრძელება, გვსურს, ვიხილოთ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. გვინდა ვნახოთ, რომ მთავრობა და ოპოზიცია ერთად მუშაობენ, რომ გადაწყვეტილებები პოლიტიკური უთანხმოების მიღმა მიიღება. საკმაოდ პოლარიზებული გარემოა და ვფიქრობ, NATO-ს წევრი ქვეყნების მთავრობები ამას სიფრთხილით ეკიდებიან“, - აცხადებდა აპატურაი მედიასთან. ჯეიმს აპატურაის ვიზიტი მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო იმის დასადასტურებლად, რომ NATO-საქართველოს პარტნიორობა ურყევია - NATO
ჯეიმს აპატურაი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს დღეს გამართავს
უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი საქართველოში ვიზიტს დღეს იწყებს. Europetime-ის ინფორმაციით, აპატურაი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს გამართავს. ცნობისთვის, 2010-2019 წლებში, ჯეიმს აპატურაი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს იკავებდა. ჯეიმს აპატურაი საქართველოს გასული წლის აპრილშიც სტუმრობდა. NATO-ს ოფიციალურ პირს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე მოუსმინეს. მაშინ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს როლი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსებზე უარს ამბობენ. უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის შეფასებით, რუსეთის ომმა უკრაინაში, ფუნდამენტურად შეცვალა ევროპის უსაფრთხოების რუკა გრძელვადიან პერსპექტივაში. პარლამენტში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით გამოსვლამდე, აპატურაიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ რთულ გარემოში საჭიროა უფრო მეტის გაკეთება NATO-ს პარტნიორებისთვის. აპატურაიმ ასევე გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ალიანსში ქვეყნის გაწევრიანებას, ეს ფართოდ არის გამოხატული პოლიტიკურ სისტემაშიც, ჩაწერილია კონსტიტუციაშიც. „NATO-ს ასევე სურს, იხილოს საქართველოს მხრიდან რეფორმების გაგრძელება, გვსურს, ვიხილოთ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. გვინდა ვნახოთ, რომ მთავრობა და ოპოზიცია ერთად მუშაობენ, რომ გადაწყვეტილებები პოლიტიკური უთანხმოების მიღმა მიიღება. საკმაოდ პოლარიზებული გარემოა და ვფიქრობ, NATO-ს წევრი ქვეყნების მთავრობები ამას სიფრთხილით ეკიდებიან“, - აცხადებდა აპატურაი მედიასთან. ჯეიმს აპატურაის ვიზიტი მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო იმის დასადასტურებლად, რომ NATO-საქართველოს პარტნიორობა ურყევია - NATO
აპატურაი: საქართველოს აქვს დიდი ენერგეტიკული პოტენციალი და მისი რესურსები იძლევა დადგმული სიმძლავრეების ზრდის საშუალებას
NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს აქვს დიდი ენერგეტიკული პოტენციალი და მისი რესურსები იძლევა დადგმული სიმძლავრეების ზრდის საშუალებას, რაც ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. მან მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ენერგეტიკული დარგის მიმართ და აღნიშნა, რომ მუდმივად მზადაა, საკუთარი რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს ამ მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებას საქართველოში. საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ და NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ომარ წერეთელი, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინნიკოვი, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი გვანცა ლოლაძე, NATO-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე დავით ნარდაია და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველოს მესამე მდივანი მარიამ ჯანელიძე ესწრებოდნენ. მხარეებმა დეტალურად განიხილეს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები და ისაუბრეს იმ მიმართულებებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის ფარგლებში ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება. ამ მხრივ ჯეიმს აპატურაიმ ხაზი გაუსვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის განვითარებისთვის. რომეო მიქაუტაძემ სტუმრებს ასევე გააცნო ის შედეგები, რაც განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში გამოცხადებულ პირველ აუქციონზე დაფიქსირდა. მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა ძალიან წარმატებით ხორციელდება, რაც, საბოლოოდ, ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის“, - წერია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯეიმს აპატურაი: გვაშფოთებს, რომ მაღალი პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ზოგიერთ რეფორმას
NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმ აპატურაიმ მედიასთან ისაუბრა მისი ვიზიტის ძირითად სამ მიზანზე. მისი თქმით, პირველი არის ის, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მნიშვნელოვნად შეცვალა რეგიონი და უფრო ფართოდ, ევროატლანტიკური სივრცე. აპატურაის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამოაზრე დემოკრატიული ქვეყნები ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობდნენ, უფრო აქტიურად მუშაობდნენ უსაფრთხოებისა და ღირებულებების დასაცავად. ჯეიმს აპატურაის საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა NATO-ს ყველა მოკავშირისთვის. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ დროში უფრო მჭიდროთ ვიმუშაოთ სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. ამ კონტექსტში ვიმყოფები აქ. ბოლო კვლევებმაც აჩვენა, რომ ქართველი ხალხი მტკიცედ იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისწრაფებას. ასე რომ, თავს სახლში ვგრძნობ, როგორც ყოველთვის. მეორე მიზანი, რისთვისაც ჩემს გუნდთან ერთად ჩამოვედი, არის იმის განხილვა, რა შეგვიძლია, ერთად გავაკეთოთ უფრო მეტად. უკვე მეტი NATO- საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში, მაგრამ ორივეს გვსურს მეტი. ასე რომ, ამ დილით ინფორმაციული დღე იყო სამეცნიერო მშვიდობის პროგრამაში, ქართველი მეცნიერები NATO-ს მეცნიერებთან თანამშრომლობენ, ვფიქრობ, ეს არის წარმატება და ინტერესის შემთხვევაში, უფრო მეტის მიღწევაა შესაძლებელი. შეხვედრებზე ვიმსჯელეთ ასევე სხვადასხვა სფეროში პრაქტიკულ თანამშრომლობაზეც. ერთ-ერთი მიმართულებაა ენერგოუსაფრთხოება. NATO-ს წევრმა ქვეყნებმა მოახერხეს დივერსიფიცირების გზების მოძებნა რუსული გაზისა და ნავთობისგან, საქართველო და ეს რეგიონი უფრო მნიშვნელოვანი გახდა ევროატლანტიკური ენერგოუსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს დაცული იქნება. ვიცი, რომ მნიშვნელოვანი პროექტებია მიმდინარეობს, რომელიც გაზრდის საქართველოს ტრანზიტულ როლს ენერგო და ციფრულ მიმართულებებში შავი ზღვის გავლით. გვინდა, ერთად ვიმუშაოთ შავი ზღვის ქვეშ კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის, რომელიც რისკის ქვეშაა და უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ მისი დაცულობისთვის. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ პრაქტიკული თანამშრომლობაზე, როცა საქმე კიბერ თავდაცვას ეხება. ვიმყოფებოდი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ამ მიმართულებით მუშაობის კოორდინირებაში. ამ თემაზე საუბარი შედგა თავდაცვის სამინისტროშიც, რომ დავეხმაროთ საქართველოს პრაქტიკული მექანიზმების დანერგვაში, რომ თავადაც იმუშაოს კიბერუსაფრთხოებაზე, რომელიც ასევე ფართო კიბერუსაფრთხოების ნაწილია“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. ჯეიმს აპატურაის თქმით, საქართველოში ჩამოსვლის მესამე მიზანი რეფორმების განხილვაა. „ვიყავი პარლამენტში, შევხვდი საპარლამენტო ჯგუფს, სამთავრობო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, გზავნილი, რომელიც გადავეცი, ძალიან მარტივია და საიდუმლოს არ წარმოადგენს. რეფორმები უნდა გაგრძელდეს. დიდი პროგრესია მიღწეული, მაგრამ ასევე შეშფოთებული ვართ, რომ მაღალი პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ზოგიერთი რეფორმის განხორციელებას. გასულ კვირას NATO-ს გენერალურმა მდივანმა პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრისასაც გამოხატა კმაყოფილება, რომ ძალიან სადავო კანონი გაწვეულ იქნა. ბევრი ძველი მეგობარი ვნახე, რომელთაც მითხრეს, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია გრძელდება ბევრი წელია და ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ ამ მხრივ ვითარება არ გაუმჯობესებულა. ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ პროგრესი განხორციელდეს, განსაკუთრებით, როდესაც ივლისში NATO-ს სამიტს ველოდებით. ალიანსის დღის წესრიგში ბევრი საკითხი იქნება, მაგრამ ასევე როგორია ჩვენი ჩართულობა საქართველოსთან, როგორ ვუყურებთ ფართო ინტეგრაციის თემებს, რომელზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური სიგნალი იყოს აქედან გაგზავნილი. ძალიან ბევრი უკვე განხორციელებული რეფორმით კმაყოფილი ვარ, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ერთად. NATO-ს კიდევ ბევრ მაღალი დონის ვიზიტს იხალავთ საქართველოში, რადგან ჩვენ მოწოდებულნი ვრჩებით, ეს ქვეყანა NATO-ს კიდევ უფრო მეტად დავუახლოვოთ“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. აპატურაის თქმით, NATO საქართველოსთან თანამშრომლობას ზრდის. „შემიძლია, სრულიად ნათლად და დარწმუნებით ვთქვა, რომ NATO-ს დღის წესრიგში საქართველო ყოველდღიურად ძალიან მაღლა დგას - საბჭოს დონეზე ყველა შეხვედრაზე, როდესაც ჩართულობაზე ვსაუბრობთ, მათ შორის მეზობლებზე რუსეთის ცუდი გავლენის კონტექსტში. უკვე გადავწყვიტეთ, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა გავზარდოთ, ამას ვაკეთებთ. ვიცი, რომ მიდის საუბარი, ამ გაძლიერებული თანამშრომლობის პროგრამას მეტი ხორცი შეესხას. როგორი პოლიტიკური ენა იქნება [ვილნიუსის სამიტზე], რომელიც ღია კარის პოლიტიკას შეეხება, გულწრფელად არ ვიცი. დოკუმენტის წინასწარი ვარიანტიც არ არის წარდგენილი, მაგრამ ნათელია, ბუქარესტის სამიტის პირობა, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება, რჩება და ამის არანაირ ცვლილებას არ ველი. ასე რომ, დაველოდოთ და ვნახოთ როგორი ენა იქნება”, - განაცხადა აპატურაიმ.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად დავუპირისპირდეთ რუსულ დეზინფორმაციას - აპატურაი
„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად დავუპირისპირდეთ რუსულ დეზინფორმაციას“, - განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმ აპატურაიმ მედიასთან შეხვედრაზე 3 მაისს, როდესაც ჰკითხეს „ომში საქართველოს ჩათრევის დეზინფორმაციულ კამპანიაზე“. „ვიცი, რომ უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც. რუსეთის მიერ შთაგონებული დეზინფორმაციის გავრცელება გაიზარდა, უკრაინაში აგრესიის დაწყების შემდეგ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად დავუპირისპირდეთ ამ სახის ინფორმაციას“, - აცხადებს ჯეიმს აპატურაი.
NATO და საქართველო უსაფრთხოების ახალ გამოწვევებთან ბრძოლისთვის სამეცნიერო თანამშრომლობას აძლიერებენ
NATO და საქართველო უსაფრთხოების ახალ გამოწვევებთან ბრძოლისთვის სამეცნიერო თანამშრომლობას აძლიერებენ. ამის შესახებ Europetime-ს NATO-ს პრესსამსახურიდან აცნობეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას 50-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, როგორც საჯარო, ასევე არასამთავრობო კვლევითი ინსტიტუტებიდან. ღონისძიებაზე NATO-ს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის” (SPS) პროგრამის ფარგლებში ბოლო დროს განხორციელებული აქტივობები აღინიშნა, მათ შორის კვლევები მდგრადობისა, და გეოლოგიური საფრთხისგან და მიწისქვეშა აფეთქებებისგან ინფრასტრუქტურის დაცვის შესახებ. „მოხარული ვართ, რომ წარმოვაჩინოთ SPS პროგრამა თბილისში. ვიმედოვნებ, რომ ეს საინფორმაციო დღე საშუალებას მისცემს საქართველოს უფრო მეტი მონაწილეობა მიიღოს კვლევით საქმიანობაში, რომელიც ჩვენს საერთო უსაფრთხოების გამოწვევებსა და პრიორიტეტებს შეესაბამება”, - განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმს აპატურაიმ, რომელიც ასევე ესწრებოდა ღონისძიებას.
თუ უკრაინა დამარცხდება, უსაფრთხოების საკითხები საქართველოსთვის და ჩვენთვის იქნება უკიდურესად რთული - აპატურაი
აქვთ თუ არა NATO-ში კითხვის ნიშნები საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებასთან დაკავშირებით და ჰქონდა თუ არა აღნიშნულ საკითხზე საუბარი ქართველ მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას. აპატურაიმ მედიის ამ შეკითხვასაც უპასუხა. მისი შეფასებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს და გაგებული უნდა იყოს ის რთული ვითარება, რომელშიც საქართველო არის და საჭიროება, რომ ვითარება არ გაუარესდეს ქართველებისთვის, მაგრამ, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ „ჩვენ გავუწიოთ უკრაინას მაქსიმალური მხარდაჭერა, მაშინაც კი, როდესაც ეს არის გამოწვევებით სავსე და რთული რუსეთთან ურთიერთობის კუთხით“. აპატურაი ამბობს, რომ NATO გაგებით ეკიდება იმ უნიკალურ და რთულ ვითარებას, რომელშიც საქართველოა განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რუსული ჯარი დედაქალაქიდან არც თუ ისე შორს დგას, თუმცა ასევე აღიარებს, რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოს უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია.„ჩვენ განვიხილეთ მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას და უკრაინელებს. პარლამენტში დელეგაციამ, რომელსაც მე შევხვდი, ჩამოგვითვალა ბევრი ის ნაბიჯი, რომელსაც საქართველო დგამს უკრაინის დასახმარებლად, მათ შორის, პოლიტიკურად. ამ კონტექსტში საუბარია, მაგალითად, ყველა პოლიტიკურ დეკლარაციაზე, მათ შორის, ზოგიერთი მათგანის თანადაფინანსებაზე. ასევე, მოგვაწოდეს ინფორმაცია უკრაინელების მიღებაზე, რომ რამდენიმე ათასი უკრაინელია ახლა საქართველოში და საქართველოს ხელისუფლება აწვდის მათ შვილებს განათლებას უკრაინულ ენაზე. როგორც მე ვიცი, უკრაინამ, ასევე, მიიღო რამდენიმე ათეული გენერატორი საქართველოსგან.ჩვენ ვაღიარებთ, რომ საქართველო არის უნიკალურ და რთულ ვითარებაში, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ რუსული ჯარები არც თუ ისე შორსაა საქართველოს დედაქალაქიდან. საგულისხმოა რუსეთის დამაშინებელი პოზიცია, როცა საქმე ეხება ღია კარის პოლიტიკასა და საქართველოს მისწრაფებას, შეუერთდეს NATO-ს. ცალსახად ვაღიარებთ პოზიციის სენსიტიურობას, რომელშიც საქართველო ხედავს საკუთარ თავს. ასევე, საკითხია ის, რომ ბევრი ქვეყანა, რომელიც ემეზობლება რუსეთს ან მისგან მოშორებითაა, საკუთარ თავს ხედავს რთულ, შესაძლოა განსხვავებულ, მაგრამ ასევე რთულ ვითარებაში და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რაც მათ შესაძლებლობებშია, უკრაინის დასახმარებლად. რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა გამახვილდეს და გაგებული უნდა იყოს ის რთული ვითარება, რომელშიც საქართველოა და საჭიროება, რომ ვითარება არ გაუარესდეს ქართველებისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივაწოდოთ უკრაინას მაქსიმალური მხარდაჭერა, მაშინაც კი, როდესაც ეს არის გამოწვევებით სავსე და რთული რუსეთთან ურთიერთობის კუთხით. საკვანძოა, რომ უკრაინა არამხოლოდ არ დამარცხდეს ამ ომში, არამედ მან გაიმარჯვოს, რადგან თუ უკრაინა დამარცხდება, უსაფრთხოების საკითხები საქართველოსთვის იქნება უკიდურესად რთული და ასევე, ყველა დანარჩენი ჩვენგანისთვის“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
NATO-ს დღის წესრიგში საქართველო ყოველდღიურად ძალიან მაღლა დგას - ჯეიმს აპატურაის გზავნილები თბილისში
„შემიძლია სრულიად ნათლად და დარწმუნებით ვთქვა, რომ NATO-ს დღის წესრიგში საქართველო ყოველდღიურად ძალიან მაღლა დგას - საბჭოს დონეზე ყველა შეხვედრაზე, როდესაც ჩართულობაზე ვსაუბრობთ, მათ შორის მეზობლებზე რუსეთის ცუდი გავლენის კონტექსტში“, - განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმ აპატურაიმ მედიასთან შეხვედრაზე 3 მაისს. უკვე გადავწყვიტეთ, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა გავზარდოთ, ამას ვაკეთებთ. ვიცი, რომ მიმდინარეობს საუბარი, ამ გაძლიერებული თანამშრომლობის პროგრამას მეტი ხორცი შეესხას“, - ამბობს ჯეიმს აპატურაი. თუ უკრაინა დამარცხდება, უსაფრთხოების საკითხები საქართველოსთვის და ჩვენთვის იქნება უკიდურესად რთული - აპატურაი როგორი პოლიტიკური ენა იქნება ვილნიუსის სამიტზე, რომელიც ღია კარის პოლიტიკას შეეხება, ჯეიმს აპატურაი ამბობს, რომ ეს „გულწრფელად არ იცის“, თუმცა ნათელია, ბუქარესტის სამიტის პირობა, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება. „დოკუმენტის წინასწარი ვარიანტიც არ არის წარდგენილი, მაგრამ ნათელია, ბუქარესტის სამიტის პირობა, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება, რჩება და ამის არანაირ ცვლილებას არ ველი. ამდენად, დაველოდოთ და ვნახოთ, როგორი ენა იქნება”, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. სამხედრო გზით თავდაცვის შესაძლებლობა კიდევ უფრო გადაუდებელი და მნიშვნელოვანი გახდა, ამიტომ, წავახალისებდი მაქსიმალურ თანამშრომლობას წვრთნებში - აპატურაი აქვთ თუ არა NATO-ში კითხვის ნიშნები საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებასთან დაკავშირებით და ჰქონდა თუ არა აღნიშნულ საკითხზე საუბარი ქართველ მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას. აპატურაიმ მედიის ამ შეკითხვასაც უპასუხა. მისი შეფასებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს და გაგებული უნდა იყოს ის რთული ვითარება, რომელშიც საქართველო არის და საჭიროება, რომ ვითარება არ გაუარესდეს ქართველებისთვის, მაგრამ, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ „ჩვენ გავუწიოთ უკრაინას მაქსიმალური მხარდაჭერა, მაშინაც კი, როდესაც ეს არის გამოწვევებით სავსე და რთული რუსეთთან ურთიერთობის კუთხით“. აპატურაი ამბობს, რომ NATO გაგებით ეკიდება იმ უნიკალურ და რთულ ვითარებას, რომელშიც საქართველოა განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რუსული ჯარი დედაქალაქიდან არც თუ ისე შორს დგას, თუმცა ასევე აღიარებს, რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოს უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია.„ჩვენ განვიხილეთ მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას და უკრაინელებს. პარლამენტში დელეგაციამ, რომელსაც მე შევხვდი, ჩამოგვითვალა ბევრი ის ნაბიჯი, რომელსაც საქართველო დგამს უკრაინის დასახმარებლად, მათ შორის, პოლიტიკურად. ამ კონტექსტში საუბარია, მაგალითად, ყველა პოლიტიკურ დეკლარაციაზე, მათ შორის, ზოგიერთი მათგანის თანადაფინანსებაზე. ასევე, მოგვაწოდეს ინფორმაცია უკრაინელების მიღებაზე, რომ რამდენიმე ათასი უკრაინელია ახლა საქართველოში და საქართველოს ხელისუფლება აწვდის მათ შვილებს განათლებას უკრაინულ ენაზე. როგორც მე ვიცი, უკრაინამ, ასევე, მიიღო რამდენიმე ათეული გენერატორი საქართველოსგან.ჩვენ ვაღიარებთ, რომ საქართველო არის უნიკალურ და რთულ ვითარებაში, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ რუსული ჯარები არც თუ ისე შორსაა საქართველოს დედაქალაქიდან. საგულისხმოა რუსეთის დამაშინებელი პოზიცია, როცა საქმე ეხება ღია კარის პოლიტიკასა და საქართველოს მისწრაფებას, შეუერთდეს NATO-ს. ცალსახად ვაღიარებთ პოზიციის სენსიტიურობას, რომელშიც საქართველო ხედავს საკუთარ თავს. ასევე, საკითხია ის, რომ ბევრი ქვეყანა, რომელიც ემეზობლება რუსეთს ან მისგან მოშორებითაა, საკუთარ თავს ხედავს რთულ, შესაძლოა განსხვავებულ, მაგრამ ასევე რთულ ვითარებაში და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რაც მათ შესაძლებლობებშია, უკრაინის დასახმარებლად. რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა გამახვილდეს და გაგებული უნდა იყოს ის რთული ვითარება, რომელშიც საქართველოა და საჭიროება, რომ ვითარება არ გაუარესდეს ქართველებისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივაწოდოთ უკრაინას მაქსიმალური მხარდაჭერა, მაშინაც კი, როდესაც ეს არის გამოწვევებით სავსე და რთული რუსეთთან ურთიერთობის კუთხით. საკვანძოა, რომ უკრაინა არამხოლოდ არ დამარცხდეს ამ ომში, არამედ მან გაიმარჯვოს, რადგან თუ უკრაინა დამარცხდება, უსაფრთხოების საკითხები საქართველოსთვის იქნება უკიდურესად რთული და ასევე, ყველა დანარჩენი ჩვენგანისთვის“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. პოლიტიკური პოლარიზაცია ჯეიმს აპატურაის შეფასებით, მართალია, რომ მოკავშირეებს საქართველოში ნათელი რეფორმების ნახვა სურთ, მათ სჭირდებათ, რომ პოლიტიკური პოლარიზაციის მხრივ გაუმჯობესება ნახონ. მისივე თქმით, პოლიტიკური პოლარიზაცია ზოგიერთ არსებითი მნიშვნელობის რეფორმას აფერხებს, რაც შეშფოთების მიზეზია. „საბოლოო ჯამში საქართველო NATO-ს წევრი გახდება. ეს მოკავშირეების გადაწყვეტილება იყო. მანამდე, სრულიად სიმართლეა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ახლო ქვეყანაა ალიანსისთვის. ვფიქრობ, ჯერ კიდევ სიმართლეა, რომ NATO-ს ფარგლებს გარეთ ქვეყანა არ არსებობს, რომელშიც NATO-ს წარმომადგენლობა, ფიზიკური წარმომადგენლობა, უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოში. პოლიტიკურ დონეზე არ მგონია, NATO-ს რომელიმე სხვა ქვეყანასთან უფრო ღრმა პრაქტიკული თანამშრომლობა ჰქონდეს. სიმართლეა, რომ მოკავშირეებს საქართველოში ნათელი რეფორმების განხოციელების ნახვა სურთ, ჩვენ ჩამოვთვალეთ ეს რეფორმები. მოკავშირეებს სჭირდებათ, რომ პოლიტიკური პოლარიზაციის მხრივ გაუმჯობესება ნახონ, მათ შორის იმიტომ, რომ იგი ზოგიერთ არსებითი მნიშვნელობის რეფორმას აფერხებს. ასე რომ, ვფიქრობ, ეს შეშფოთების მთავარი მიზეზია, მაგრამ გაცილებით მეტი რამ არსებობს რისი გაკეთებაც ერთად შეგვიძლია უსაფრთხოების მხრივ ვითარების ცვლილების პარალელურად”, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. ასევე წაიკითხეთ: უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თანამოაზრე დემოკრატიებმა ერთად იმუშაონ და ეს ასევე ნიშნავს ერთობლივ წვრთნებსაც - აპატურაი ჯეიმს აპატურაი: გვაშფოთებს, რომ მაღალი პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ზოგიერთ არსებით რეფორმას
სამხედრო გზით თავდაცვის შესაძლებლობა კიდევ უფრო გადაუდებელი და მნიშვნელოვანი გახდა, ამიტომ, წავახალისებდი მაქსიმალურ თანამშრომლობას წვრთნებში - აპატურაი
NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თანამოაზრე დემოკრატიებმა ერთად იმუშაონ და ეს ასევე ნიშნავს ერთობლივ წვრთნებსაც. „მთავრობისგან ვნახე ცნობა, რომ ეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონსულტაციის შედეგად გაკეთდა. ესაა, რაც წავიკითხე. რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ მე სულ ახლახან განვიხილე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან წვრთნების სერია, რომელშიც საქართველო მიიღებს მონაწილეობას. წვრთნები, რომელიც, ასევე, უკავშირდება იმ სამუშაოს, რომელსაც ახლა მე ვაკეთებ, ესაა - კიბერ და ენერგეტიკული უსაფრთხოება. ჩვენ განვიხილეთ შემდგომი წვრთნები, რომლის ჩატარებაც შეგვიძლია ერთად, კერძოდ ენერგეტიკული მიმართულებით, ასევე არის კიბერ წვრთნა, რომელზეც მოლოდინი მაქვს, რომ ძალიან მალე დამტკიცდება, რომ საქართველომ მონაწილეობა მიიღოს“, - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ. აპატურაის თქმით, ახლა სამხედრო გზით თავდაცვის შესაძლებლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. „საბოლოო ჯამში, ჩვენ ახლა ვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც სამხედრო გზით თავდაცვის შესაძლებლობა კიდევ უფრო გადაუდებელი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ამდენად, მე უბრალოდ წავახალისებდი მაქსიმალურ თანამშრომლობას წვრთნებში”, - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ. საელჩო: აშშ-მ და საქართველომ ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ რესურსები ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე მიმართონ
ჯეიმს აპატურაის თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოს, არამედ, სამხრეთ კავკასიის განვითარებისთვის
NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოს, არამედ, სამხრეთ კავკასიის განვითარებისთვის. აპატურაიმ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს დიდი ენერგეტიკული პოტენციალი და მისი რესურსები იძლევა დადგმული სიმძლავრეების ზრდის საშუალებას, რაც ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. მან მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ენერგეტიკული დარგის მიმართ და აღნიშნა, რომ მუდმივად მზადაა, საკუთარი რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს ამ მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებას საქართველოში. უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯეიმს აპატურაიმ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყო. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ, რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს უზრუნველყოფს.
გვინდა, ერთად ვიმუშაოთ შავი ზღვის ქვეშ კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის, რომელიც რისკის ქვეშაა - ჯეიმს აპატურაი
NATO-ს წევრმა ქვეყნებმა მოახერხეს დივერსიფიცირების გზების მოძებნა რუსული გაზისა და ნავთობისგან, საქართველო და ეს რეგიონი უფრო მნიშვნელოვანი გახდა ევროატლანტიკური ენერგოუსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს მიმართულება დაცული იქნება, განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯეიმს აპატურაიმ თბილისში ვიზიტისას. „ვიცი, რომ მნიშვნელოვანი პროექტებია მიმდინარეობს, რომელიც გაზრდის საქართველოს ტრანზიტულ როლს ენერგო და ციფრულ მიმართულებებში შავი ზღვის გავლით. გვინდა, ერთად ვიმუშაოთ შავი ზღვის ქვეშ კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის, რომელიც რისკის ქვეშაა და უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ მისი დაცულობისთვის", - აცხადებს ჯეიმს აპატურაი.