თეგი: „ჰუსიტები“
აშშ-ის სამხედროებმა წითელ ზღვაში რაკეტები და დრონები ჩამოაგდეს - CNN
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან წითელი ზღვის თავზე გაშვებული 24 რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას CNN აშშ-ის თავდაცვის უწყების ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ხომალდები არ დაზიანებულა და არავინ დაშავებულა. „შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ დღეს, სამხრეთ წითელ ზღვასთან ახლოს „ჰუსიტებმა“ თავდასხმა განახორციელეს. მოგაწვდით დამატებით დეტალებს, როდესაც ხელმისაწვდომი იქნება,”- აღნიშნა თავდაცვის უწყების ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
ენტონი ბლინკენი: წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმების გაგრძელებას შედეგები მოჰყვება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბაჰრეინში რეპორტიორებთან საუბარში განაცხადა, რომ წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმების გაგრძელებას “შედეგები მოყვება.” სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რეგიონული კონფლიქტის გავრცელების თავიდან ასარიდებლად “განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პასუხი გავცეთ ისეთ რამეს, როგორიცაა „ჰუსიტების“ მხრიდან მომავალი აგრესია.” ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ „ჰუსიტების“ თავდასხმების მიერ შექმნილმა საფრთხემ საერთაშორისო კოალიცია შეკრა, რომელიც ამას დაუპირისპირდება. “არ დავწერ და წინასწარ არ განვიხილავ რამეს, რაც შეიძლება, მოხდეს. ნათელი გავხადეთ, სხვა 20-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად ნათლად ვამბობდით, რომ თუ ეს გაგრძელდება, როგორც გუშინ მოხდა, ამას შედეგები მოჰყვება,” - განაცხადა ბლინკენმა. აშშ-ის სამხედროებმა წითელ ზღვაში რაკეტები და დრონები ჩამოაგდეს - CNN
„ჰუსიტებმა“ შეცდომით რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერი ამოიღეს მიზანში - ბრიტანული საზღვაო უსაფრთხოების ფირმა
ბრიტანული საზღვაო უსაფრთხოების ფირმა Ambrey-ის ინფორმაციით, ჰუსიტებმა შეცდომით რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერი ამოიღეს მიზანში. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. უსაფრთხოების ფირმის ცნობით, გემმა მასთან ახლოს რაკეტის გასროლა დააფიქსირა. უსაფრთხოების ფირმის შეფასებით, „ჰუსიტებს“ შეცდომა საჯაროდ ხელმისაწვდომი მოძელებული ინფორმაციის გამო მოუვიდათ, რომელიც გემს გაერთიანებულ სამეფოსთან აკავშირებდა. „ეს იყო მეორე ტანკერი, რომელსაც რუსული ნავთობი გადაჰქონდა და “ჰუსიტებმა“ შეცდომით მიზანში ამოიღეს," - წერს Ambrey. გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტომ (UKMTO) განმარტა, რომ იემენის საპორტო ქალაქ ადენის სამხრეთ აღმოსავლეთით 90 საზღვაო მილის დაშორებით რაკეტის გასროლის ცნობა მიიღო. იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი “ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“ შესაძლოა, შემდგომი თავდასხმების სამიზნე გახდნენ. გაერო უკიდურესად შეშფოთებულია აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ იემენში, ჰუთების სამხედრო დაჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო დარტყმებით - ეს შეშფოთება უკავშირდება ესკალაციის საფრთხეს, რამაც, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მთელ რეგიონსა და თავად იემენზეც. „უშიშროების საბჭოს რეზოლუცია სრულად უნდა იყოს დაცული. წითელ ზღვაში საერთაშორისო გემების წინააღმდეგ თავდასხმები მიუღებელია, რადგან ეს საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას, უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სიტუაციაზე მსოფლიოში,“ - წერია გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაში. გაეროს უშიშროების საბჭო მოითხოვს, რომ „ჰუსიტების“ დაჯგუფებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა ასეთი თავდასხმა კომერციულ გემებზე. გენერალური მდივანი ასევე მოუწოდებს ყველა წევრ სახელმწიფოს, რომლებიც იცავენ თავიანთ გემებს თავდასხმებისგან, გააკეთონ ეს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, როგორც რეზოლუციაშია გათვალისწინებული. გენერალური მდივანი ასევე მოუწოდებს ყველა ჩართულ მხარეს, რომ არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია წითელ ზღვაში და უფრო ფართო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე. აშშ-მ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებითი საჰაერო იერიშები განახორციელა
ბაიდენის თქმით, აშშ-ს “ჰუსიტების“ საკითხზე ირანთან კერძო კომუნიკაცია ჰქონდა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა კერძო გზავნილი გაუგზავნა თეირანს იემენში განთავსებული, ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტების“ საკითხზე, რომლებიც წითელ ზღვაში თავს ესხმიან საერთაშორისო ხომალდებს. ამ განცხადებამდ აშშ-მ და სხვა ძალებმა მეამბოხეების სამიზნეს მეორედ დაარტყეს. ბაიდენის მიერ ნახსენები გზავნილის შესახებ დეტალები დაკონკრეტებული არ არის. აშშ-სა და ირანს შორის ოფიციალური დიპლომატიური კავშირები არ მოქმედებს. 1979 წლიდან ორ ქვეყანას შორის საკითხებს, თეირანში განთავსებული შვეიცარიის საელჩო აგვარებს. იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“ შესაძლოა, შემდგომი თავდასხმების სამიზნე გახდნენ.
რიში სუნაკი: იემენში, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ავიადარტყმები თავდაცვის აქტი იყო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ავიადარტყმები თავდაცვის აქტი იყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც წითელ ზღვაში „ჰუსიტების" თავდასხმებს გმობდა და მიუთითებდა, რომ ქვეყნებს თავდაცვის უფლება აქვთ, ჩვენ თავდაცვით ვმოქმედებდით.” სუნაკმა აღნიშნა, რომ „ჰუსიტები“ უდანაშაულო ხალხის სიცოცხლეს აყენებდნენ რისკის ქვეშ, გლობალურ ეკონომიკას აფერხებდნენ და რეგიონის დესტაბილიზაციას ახდენდნენ. „ჩვენ ძლიერი სიგნალი უნდა გავაგზავნოთ, რომ საერთაშორისო სამართლის ეს დარღვევა არასწორია. ხალხს არ შეუძლია ასე დაუსჯელად მოქმედებდეს და ამიტომ, მოკავშირეებთან ერთად, გადავწყვიტეთ ეს გაგვეკეთებინა“, - განაცხადა სუნაკმა. მან აღნიშნა, რომ იემენში ამერიკული და ბრიტანული ავიადარტყმები იყო „საჭირო, პროპორციული, გამიზნული ქმედება სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ, „ჰუსიტების“ შესაძლებლობების შესამცირებლად და შესაფერხებლად“. როგორც სუნაკმა განაცხადა, წინასწარი მაჩვენებლებით ავიადარტყმები წარმატებული იყო. „ჩვენი მიზანი ძალიან ნათელია. ესაა დაძაბულობის დეესკალაცია და რეგიონში სტაბილურობის აღდგენა. სწორედ ამიტომ ბოლო კვირების განმავლობაში მოკავშირეებმა მიმდინარე მოვლენები განცხადებებში დაგმეს და „ჰუსიტებს“ შეწყვეტისკენ მოუწოდეს,“ - განაცხადა სუნაკმა. შეგახსენებთ, აშშ-სა და კოალიციის ძალებმა იემენში, „ჰუსიტი“ ბოევიკების 16 ლოკაციაზე 60-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.
აშშ-ის განცხადებით, „ჰუსიტებმა“ ამერიკის საკუთრებაში არსებულ გემს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ჰუსიტების მიერ გაშვებულმა ბალისტიკურმა რაკეტამ აშშ-ის საკუთრებაში არსებულ და ექსპლუატაციაში მყოფ გემს დაარტყა. მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მყოფმა გემმა მცირე დაზიანება მიიღო და ის გზას აგრძელებს. ცენტრალურმა სარდლობამ ასევე განაცხადა, რომ მანამდე „ჰუსიტებმა“ სცადეს გემსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტის გაშვება, რომელიც ფრენისას ჩავარდა იემენში. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთები სატვირთო გემებს ნოემბრიდან უტევეენ. ისინი ამბობენ, რომ ეს დაკავშირებულია ისრაელთან. იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი “ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა.
კატარი და რუსეთი წითელ ზღვაში ოპერირებას თავს არიდებენ - მედია
თხევადი ბუნებრივი აირის მომწოდებლები, მათ შორის, კატარი და რუსეთი, წითელ ზღვას „ჰუსიტი“ ბოევიკების თავდასხმების გაზრდილი რისკისა და დოჰადან ესკალაციის შესახებ გაფრთხილებების ფონზე თავს არიდებენ. როგორც Bloomberg-ი წერს, LNG ტანკერები უერთდებიან გემების ნაწილს, რომლებიც სუეცის არხის ნაცვლად, აფრიკის გარშემო გაცილებით გრძელ მარშრუტს გადიან, რადგან ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა გემების მარშრუტებს ცვლის და ინდუსტრიას ქაოსის წინაშე აყენებს. „შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების თავდასხმები იემენში, ჰუსიტების პოზიციებზე, შექმნის შემდგომი ესკალაციისა და შემდგომი გაფართოების მაღალ რისკს,“ განაცხადა კატარის პრემიერ მინისტრმა შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ ტანიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი “ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა.
აშშ ჰუსიტებს კვლავ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანს
აშშ ჰუსიტებს კვლავ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა მედიას განუცხადა. განკარგულება 30 დღეში -2024 წლის 16 თებერვალს ამოქმედდება. აშშ-ის ეს ნაბიჯი ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის მიერ წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხია. თუ ჰუსიტები თავდასხმებს შეწყვეტენ, შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, გადაწყვეტილებას გადახედოს. იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი “ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა. აშშ-მ ჰუსიტები SDGT -ისა და უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების (FTO) სიიდან 2021 წელის თებერვალს ამოიღო. ამ გადაწყვეტილების მიზეზად მაშინ იემენელი ხალხის მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა დასახელდა.
„ჰუსიტები“ პირობას დებენ, რომ წითელ ზღვაში მათ შორის რუსულ და ჩინურ გემებზე იერიშს არ მიიტანენ
ჰუსიტების მაღალი თანამდებობის პირმა, მოჰამედ ალ-ბუხაითიმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში პირობა დადო, წითელ ზღვაში რუსული და ჩინური გემების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ჰუსიტების წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ თავდასხმები ისრაელთან რაიმე კავშირში მყოფ ნებისმიერ გემზე კვლავ გაგრძელდება. „რაც შეეხება ყველა სხვა ქვეყანას, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთს, რეგიონში მათ გადაზიდვას საფრთხე არ ემუქრება. უფრო მეტიც, ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ მათი გემების უსაფრთხო გავლა წითელ ზღვაში, რადგან უფასო ნავიგაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნისთვის,“ - აღნიშნა ალ-ბუხაითიმ. ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი “ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა. შეტევის შესახებ ინფორმაცია დღეს, 19 იანვარსაც გავრცელდა.
აშშ-მ და ბრიტანეთმა იემენში, მეამბოხეთა ბაზები, 60-ზე მეტი სამიზნე დაბომბეს
აშშ-სა და კოალიციის ძალებმა იემენში, „ჰუსიტი“ ბოევიკების 16 ლოკაციაზე 60-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის საჰაერო ძალების ცენტრალურმა სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა ალექს გრინკევიჩმა გააკეთა. ალექს გრინკევიჩმა აღნიშნა, რომ დარტყმები განხორციელდა სარდლობისა და კონტროლის პუნქტებზე, საბრძოლო მასალის საცავებზე, გამშვებ სისტემებზე, საწარმოო ობიექტებსა და საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემებზე, რისთვისაც 100-ზე მეტი ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალა გამოიყენეს. „ერთგულნი ვართ ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორების მიმართ მთელ ახლო აღმოსავლეთში, რათა დავიცვათ ისინი ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფებისგან, მათ შორის, „ჰუსიტებისგან“ და საფრთხისგან, რომელსაც რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უქმნიან,“ - აღნიშნულია გრინკევიჩის განცხადებაში. მანამდე „ჰუსიტებმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დარტყმები რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის, აეროპორტებზე განხორციელდა. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე განხორციელებული ერთობლივი დარტყმების მიზანი იყო, მოეშალათ „ჰუსიტების“ შესაძლებლობები, რათა მათ ვეღარ შეძლონ, საფრთხე შეუქმნან მეზღვაურებს და გლობალურ ვაჭრობას დაემუქრონ. ოსტინის ინფორმაციით, დარტყმების სამიზნე იყო „ჰუსიტების“ უპილოტო საფრენი აპარატი, უეკიპაჟო ხომალდი, სახმელეთო თავდასხმის ფრთოსანი რაკეტა და სანაპირო რადარისა და საჰაერო მეთვალყურეობის შესაძლებლობები. „კოალიციის დღევანდელი ქმედება მკაფიო გზავნილს უგზავნის „ჰუსიტებს“, რომ ისინი კიდევ უფრო მეტად დაზარალდებიან, თუ არ დაასრულებენ უკანონო თავდასხმებს,“ - აღნიშნულია მის განცხადებაში. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი „ჰუსიტების“ ობიექტებზე ავიაიერიშს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ეს იყო პასუხი „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განმარტა, რომ მან გასცა მითითება „წითელ ზღვაში საერთაშორისო საზღვაო გემების წინააღმდეგ უპრეცედენტო თავდასხმის პირდაპირ საპასუხოდ.“ ჯო ბაიდენის თქმით, თავდასხმები მისი მითითებით განხორციელდა იემენში რიგი სამიზნეების წინააღმდეგ, რომლებსაც „ჰუსიტები“ იმისთვის იყენებდნენ, რომ საფრთხე შეექმნათ ნავიგაციის თავისუფლებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წყლებში. „აშშ და მისი მოკავშირეები არ მოითმენენ თავდასხმებს ჩვენს პერსონალზე და არ დაუშვებენ, რომ მტრულად განწყობილმა აქტორებმა საფრთხე შეუქმნან ნავიგაციის თავისუფლებას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტზე," - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში. მისი თქმით, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის ძალების მიერ, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად და ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით. ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ზომებსაც მიიღებენ. „უყოყმანოდ მივიღებ შემდგომ ზომებს ჩვენი ხალხისა და საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფალი ნაკადის დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში,“ - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი. გაერთიანებული სამეფოს პრემიერის, რიში სუნაკის ინფორმაციით, "ჰუსიტების" ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებში სამეფო საჰაერო ძალები მონაწილეობდნენ. „გაერთიანებული სამეფო ყოველთვის მხარს დაუჭერს ნავიგაციის თავისუფლებას და ვაჭრობის თავისუფალ ნაკადს,“ - აცხადებს სუნაკი. სუნაკის თქმით, „ჰუსიტების“ მიერ სავაჭრო გემებზე თავდასხმები სახიფათოა და ასე გაგრძელება შეუძლებელია. „მოვუწოდებთ მათ შეწყვიტონ თავდასხმები და მიიღონ ზომები დეესკალაციისთვის,“ - აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერი. ენტონი ბლინკენი: წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმების გაგრძელებას შედეგები მოჰყვება
ქემერონი: „ჰუსიტების“ წინააღმდეგ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ქმედებებმა შედეგი გამოიღო
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ „ჰუსიტებზე“ თავდასხმებმა პროგრესს მიაღწია და მათი შეტევების უნარი შეამცირა. მან ხაზი გაუსვა, „ჰუსიტების“ თავდასხმები საფრთხეს უქმნის ნავიგაციის თავისუფლებას და ამწვავებს რეგიონში დაძაბულობას. „ეს თავდასხმები არის უკანონო და მიუღებელი. ჩვენ გავაგზავნეთ მკაფიო მესიჯი, რომ გავაგრძელებთ მათი თავდასხმების უნარის დაქვეითებას. ჩვენ მოქმედებით მხარს ვასრულებთ ჩვენს სიტყვებსა და გაფრთხილებებს,“ – განაცხადა ქემერონმა. წითელ ზღვაში უსაფრთხოების მხარდასაჭერად, ახალი ზელანდია თავდაცვის ჯგუფს გაგზავნის შეგახსენებთ, დღეს, 23 იანვარს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ახალი სერია განახორციელეს.
აშშ-მ და ბრიტანეთმა „ჰუსიტების“ ხელმძვანელობას სანქციები დაუწესეს
აშშ-მა და ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს რადიკალური მოძრაობა „ანსარ ალაჰის“ მაღალი რანგის წარმომადგენლებს. მოძრაობა, რომელიც იემენის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს და უკანასკნელი თვეების განმავლობაში წითელ ზღვაში თავს ესხმის სავაჭრო გემებს, ჰუთების სახელითაც არის ცნობიილი. სანქციების სიაში არიან მოჰამედ ნასერ ალ-ატიფი, რომელსაც ჰუთები მათ მიერ დანიშნულ მთავრობაში თავდაცვის მინისტრს უწოდებენ, ასევე ჰუთების საზღვაო ძალების სარდალი მუჰამად ფადლ აბდ ალ-ნაბი. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობაში ნათქვამია, რომ „ჰუთების ხელმძღვანელობის“ წინააღმდეგ სანქციები წითელ ზღვასა და არაბეთის ყურეში გემებზე უკანასკნელი თავდასხმებისთვის დაწესდა ტერორიზმთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში. გემებზე თავდასხმების დაწყების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა ჰუთები კვლავ შეიყვანა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში. ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი “ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა. შეტევის შესახებ ინფორმაცია 19 იანვარსაც გავრცელდა. 23 იანვარს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ახალი სერია განახორციელეს.
გაერო: სუეცის არხის გავლით ვაჭრობის მოცულობა 42%-ით დაეცა
გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ექსპერტის იან ჰოფმანის შეფასებით, წითელ ზღვაში გემებზე იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმებმა დიდი გავლენა მოახდინა სუეცის არხის გავლით ვაჭრობაზე და არხის გავლით ვაჭრობა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, 42 პროცენტით შემცირდა. მისი თქმით, სუეცის არხზე ყოველკვირეულად გამავალი საკონტეინერო გემების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 67 პროცენტით, ნავთობის ტრანზიტი კი, 18 პროცენტით შემცირდა. ”ძალიან შეშფოთებულები ვართ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმების გამო,” - განაცხადა გაეროს ექსპერტმა. წითელი ზღვა და სუეცის არხი მსოფლიო ვაჭრობის ცენტრალური სავაჭრო მარშრუტებია. სუეცის არხს ყოველწლიურად, დაახლოებით, 20 ათასი გემი გაივლის. იემენელი მეამბოხეების თავდასხმების გამო ბევრმა მსხვილმა გადამზიდავმა კომპანიამ გადაწყვიტა ამ მარშრუტისთვის თავის არიდება. აზიასა და ევროპას შორის მარშრუტზე საკონტეინერო გემებს უწევთ აფრიკის გავლით, შემოვლითი გზით სარგებლობა რაც მნიშვნელოვნად მეტ დროს და საწვავისთვის ასობით ათასი ევროს ოდენობის დამატებით ხარჯებს მოითხოვს. ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი “ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა. შეტევის შესახებ ინფორმაცია 19 იანვარსაც გავრცელდა. 23 იანვარს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ახალი სერია განახორციელეს. აშშ-მ და ბრიტანეთმა „ჰუსიტების“ ხელმძვანელობას სანქციები დაუწესეს
ჩინეთი ირანს ჰუსიტების თავდასხმების შეკავებას სთხოვს - Reuters
Reuters-ი ოთხ ირანულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა ირანელ კოლეგებს სთხოვეს, დაეხმარონ წითელ ზღვაში გემებზე ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების თავდასხმების შეკავებაში. პეკინსა და თეირანში ბოლოს გამართულ შეხვედრებისას, თავდასხმების და ვაჭრობის შესახებ დისკუსიები გაიმართა. „ჩინეთი არსებითად ამბობს: თუ ჩვენი ინტერესები რაიმე სახით დაზარალდება, თეირანთან ჩვენი ურთიერთობა დაზარალდება. ასე რომ, ჰუსიტებს უთხარით, გამოიჩინონ თავშეკავება," განუცხადა წყარომ Reuters-ს. გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ექსპერტის იან ჰოფმანის შეფასებით, წითელ ზღვაში გემებზე იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმებმა დიდი გავლენა მოახდინა სუეცის არხის გავლით ვაჭრობაზე და არხის გავლით ვაჭრობა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, 42 პროცენტით შემცირდა. ამასთან, როგორც Reuters-ი წერს, თავდასხმებმა, გაზარდა ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ღირებულება აზიასა და ევროპას შორის საკვანძო სავაჭრო გზის შეწყვეტით, რომელსაც ფართოდ იყენებენ ჩინეთის გემები. თავად ჩინელ ოფიციალურ პირებს არ გაუკეთებიათ კონკრეტული კომენტარი, თუ როგორ შეიძლება, დაზარალდეს პეკინის სავაჭრო ურთიერთობები ირანთან, თუ მის ინტერესებს ჰუსიტების თავდასხმები შეეხება. „მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი იყო ირანის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მათი სავაჭრო ურთიერთობები ბუნდოვანია,“ წერს Reuters-ი. ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა 16 იანვარს დაამტკიცეს ევროკავშირის საზღვაო მისიის შექმნა წითელ ზღვაში საზღვაო მიმოსვლის დასაცავად. შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო წითელ ზღვაში ოპერაცია Prosperity Guardian დაიწყო, რომლის ირგვლივ 20-მდე პარტნიორისგან შემდგარი კოალიცია შეიქმნა. ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს.
წითელ ზღვაში კრიტიკული მნიშვნელობის საკომუნიკაციო კაბელები გაწყვეტილია - BBC
წითელ ზღვაში რამდენიმე საკომუნიკაციო კაბელი გაწყდა, რაც გავლენას ახდენს მონაცემთა ტრაფიკის 25%-ზე, რომელიც აზიასა და ევროპას შორის მოძრაობს, აცხადებენ სატელეკომუნიკაციო კომპანია და ამერიკელი ოფიციალური პირი. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, მომხდარის მიზეზების დადგენას ცდილობენ. გასულ თვეში იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა შესაძლოა, ზღვაში გემებზე თავდასხმის გარდა, წყალქვეშა კაბელების საბოტაჟი მოაწყონ. ჰუსიტებმა, რომლებიც აკონტროლებენ იემენის დასავლეთით წითელი ზღვის სანაპიროს დიდ ნაწილს, უარყვეს, რომ მათ კაბელების დაზინება სურთ და პირიქით, განაცხადეს, რომ კაბელებისთვის ზიანის მიყენება აშშ-სა და ბრიტანეთის სამხედრო დარტყმებს შეეძლოთ. HGC Global Communications-მა ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ ოთხი წყალქვეშა კაბელი წითელ ზღვაში - Seacom, TGN-Gulf, Asia-Africa-Europe 1 და Europe India Gateway - ბოლო "ინციდენტის" შედეგად გაწყდა. HGC-მ განაცხადა, რომ მისი კლიენტებისთვის ნებისმიერი შეფერხების შესამცირებლად, შესაბამისი ზომები მიიღეს - ევროპისკენ მიმავალი კაბელების მეშვეობით მატერიკულ ჩინეთში და წყნარი ოკეანის ქვეშ აშშ-ში, ასევე, წითელ ზღვაში დარჩენილი კაბელების გამოყენებით. როგორც აფრიკის სატელეკომუნიკაციო საკაბელო ოპერატორმა Seacom-მა Associated Press-ს განუცხადა, „პირველადი ტესტირება მიუთითებს, რომ დაზარალებული სეგმენტი იემენის საზღვაო იურისდიქციებში, სამხრეთ წითელ ზღვაში მდებარეობს.“ პენტაგონის ოფიციალურმა პირმა CBS News-ს დაუდასტურა, რომ წითელ ზღვაში წყალქვეშა სატელეკომუნიკაციო კაბელები გაწყდა. აშშ ცდილობს, დაადგინოს კაბელები განზრახ დააზიანეს თუ ინციდენტი ღუზამ გამოიწვია. შეგახსენებთ, ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე არაერთი საპასუხო დარტყმა მიიტანეს.
მეთიუ მილერი: „ჰუსიტები“ პასუხს აგებენ სატვირთო გემზე თავდასხმისთვის, რომლის დროსაც, ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ გააგრძელებს პასუხისმგებლობის დაკისრებას იემენში „ჰუსიტების“ მიერ სატვირთო გემზე თავდასხმისთვის, რომლის დროსაც ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა. მან მოუწოდა მსოფლიოს სხვა ქვეყნების მთავრობებს, იგივე გააკეთონ. „ვფიქრობ, ეს, სამწუხაროდ, გარდაუვალი იყო. „ჰუსიტები“ აგრძელებენ ამ უგუნურ თავდასხმებს უდანაშაულო, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ახლა კი მათ ჰყავთ ტრაგიკულად დაღუპული უდანაშაულო, მშვიდობიანი მოქალაქეები. ასე რომ, აშშ გააგრძელებს „ჰუსიტებისთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრებას მათ თავდასხმებზე, რამაც არა მხოლოდ შეაფერხა საერთაშორისო ვაჭრობა, არამხოლოდ დაარღვია ნაოსნობის თავისუფლება საერთაშორისო წყლებში, არამედ, ახლა ტრაგიკულად დაიღუპა რამდენიმე ადამიანი,“ – განაცხადა მილერმა. ცნობისთვის, იემენის მახლობლად სატვირთო გემზე „ჰუსიტების“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა, ექვსი კი, დაშავდა.