აგვისტოს ომის გმირების გიორგი ანწუხელიძის და შმაგი სოფრომაძის მეუღლეები: ჩვენი სოლიდარობა უკრაინელ ხალხს

Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარს აკეთებენ 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე და უშანგი (შმაგი) სოფრომაძის მეუღლე თეა ტაბატაძე, ისინი თანადგომას უცხადებენ უკრაინელ ხალხს და მიიჩნევენ, რომ საბოლოოდ ღირსება და სამართლიანობა გაიმარჯვებს.


უშანგი (შმაგი) შმაგი სოფრომაძის ქვრივი თეა ტაბატაძე:

  • ჩვენი სოლიდარობა და თანადგომა უკრაინელ ხალხს, რომლებიც გმირულად იცავენ საკუთარ მიწაწყალს, ოჯახებს, ღირსებას. ჩვენ და პირადად ჩემს ოჯახს საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი რუსეთის დაუნდობელი პოლიტიკა... ჩემმა ქმარმა სიკვდილი არჩია საქართველოს დროშაზე გადავლას... საბოლოოდ გაიმარჯვებს სამართლიანობა და ღირსება... დღეს ყველამ ნახა მტრის ნამდვილი სახე, მთელმა მსოფლიომ და უკრაინა არაა მარტო. 

საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ქვრივი მაკა ჩიკვილაძე:

  • ყველა ტკივილი განახლდა, რასაც ვუყურებთ უკრაინაში. გიორგი ანწუხელიძის ოჯახის თანადგომა უკრაინელ ხალხს. საბოლოოდ გაიმარჯვებს სამართლიანობა, ამის მტკიცედ მჯერა.

შეგახსენებთ, შმაგი სოფრომაძე 2008 წლის აგვისტოს ომში ტყვედ ჩავარდა და რუსმა ოკუპანტებმა სახელმწიფო დროშაზე ფეხის დადგმაზე უარის შემდეგ კი დახვრიტეს.

„ბრძოლის ველზე დაჭრილი მეგობრის გამოსაყვანად შევიდა. მანამდე რამდენიმე გამოიყვანა კიდეც. ახლა კი... გადმოატრიალა მეგობარი და... ის მკვდარი იყო. თავზარდაცემული შმაგი მართლაც შმაგივით უმისამართოდ გავარდა. თანამებრძოლები გამოედევნენ... არავისი არაფერი ესმოდა. მირბოდა. ბიჭებმა მანამდე სდიეს, სანამ ცხრავე ერთად არ ჩაუვარდა ოსებს ტყვედ. მათგან მხოლოდ შვიდი მებრძოლის გამოხსნა მოხერხდა. შმაგი დახვრიტეს, ხელებზე შეუტყვიათ, ტანკისტი რომ იყო და დახვრიტეს. ის 24 წლის იყო”, - იხსნებდნენ მისი თანამებრძოლები.

გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, რუსს სამხედროებს ტყვედ ჩაუვარდა დიდი ხნის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ, დაკითხვას უწყობდნენ, აიძულებდნენ, ინფორმაცია გაეცა, თუმცა მაინც არ გატყდა... რუსულ მედიაშიც კი გაჟონა ინფორმაციამ რომ თავისი თავგანწირვით ოკუპანტებიც კი გააკვირვა. გიორგი ანწუხელიძე რუსმა სამხედროებმა ცხინვალის მე-5 სკოლასთან ძმათა სასაფლაოზე წამებით მოკლეს.


ასევე წაიკითხეთ


რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია

21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.

საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.


22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან

აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ


24 თებერვალს, გვიან ღამით:

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.


25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.