Wall Street Journal-ის ცნობით, „თეთრი სახლი“ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს. ამჯერად მის სამიზნეში ის კომპანიები არიან, რომლებიც რუსეთის სამხედრო და დაზვერვის სამსახურებს საქონელსა და მომსახურებას აწვდიან, მათ შორის ორმაგი დანიშნულების კომპონენტებს, რომლებიც გამოიყენება იარაღის წარმოებისთვის.
გამოცემის ცნობით, აშშ-მ ახალი შესაძლოა სანქციები მომავალ კვირას წარადგინოს. ვაშინგტონში ადასტურებენ, რომ შეიარაღების წარმოების პროცესში რუსეთი დიდწილად დამოკიდებული იყო დასავლურ და საერთაშორისო ტექნოლოგიებზე.
გამოცემის ცნობით, სანქციების სიაშია Серния Инжиниринг რომელიც რუსული სპეცსამსახურებისთვის იარაღის მიწოდებით არის დაკავებული და Сертал-ი, რომელიც აღჭურვილობასა და ტექნოლოგიებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის ამზადებდა.
აშშ სანქციებს დაუწესებს კიდევ 4 კომპანიას, რომელთა დახმარებითაც Серния და Сертал აწარმოებენ შესყიდვებს. შეზღუდვები შეეხება ამ კომპანიების მიერ ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის განხორცილებას, რაც ამ კომპანიებს საზღვარგარეთ ბიზნესის წარმოების შესაძლებლობას წაართმევს.
თეთრ სახლში ასევე აცხადებენ, რომ გეგმავენ „თავდასხმას“ ტექნოლოგიურ კომპანიებზე, რომლებიც ხელს უწყობენ პუტინს უკრაინაში ომის წარმოებაში. მათ შორისაა НИИ Вектор, რომელიც აწარმოებდა თანამგზავრებს რადიოლოკაციური დაზვერვისთვის, Микрон - რუსეთში მიკროსქემების მსხვილი მწარმოებელი, Т-Платформы, რომელიც დაკავებულია სუპერკომპიუტერებით. ასევე განიხილება სანქციები iGrids-ის მიმართ, რომელიც ავითარებს პროგრამულ უზრუნველყოფას ენერგოსისტემების ავტომატური მართვის სისტემებისთვის რუსეთის ფედერაციაში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა სანქციები ამ დრომდე მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო დუმის 12 დეპუტატს დაუწესა. ახლა კი სანქცირებულთა სიაში 328 პოლიტიკოსია.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.
ასევე წაიკითხეთ
აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს
ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა
აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება
Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის