დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მიერ 27 მაისს გავრცელებული ცნობებით, რუსეთის სამხედრო ძალები სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევას ცდილობენ.
- უკრაინაში, სევეროდონეცკთან მძიმე ბრძოლებია
- ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს
- ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასში დამპყრობლების შეტევის შედეგად, შესაძლოა ეს რეგიონი გაუკაცრიელდეს
კერძოდ, ოკუპანტებმა პოპასნაიას ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რამდენიმე სოფელი აიღეს. „მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტები სევეროდონეცკზე ზეწოლას განაგრძობენ, უკრაინა რამდენიმე დაცულ ტერიტორიაზე კონტროლს ინარჩუნებს. შესაბამისად, რუსეთი დონბასს სრულად ვერ აკონტროლებს.
- კულება: დონბასისთვის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომს მოგაგონებთ
- სერგეი რუდცკოი: რუსეთის შეიარაღებული ჯარები დონბასის სრულად გათავისუფლებაზე კონცენტრირდება
„რუსეთის სამხედრო ძალების სამხრეთ ჯგუფის (SGF) მთავარი დავალება სამხრეთ უკრაინის ოკუპაციაა. ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთმა, სავარაუდოდ, 50 წლის T-62 ტანკები საწყობიდან SGF-ის პასუხისმგებლობის ზონაში გადაიტანა. T-62-ები ტანკსაწინააღმდეგო იარაღის წინაშე დაუცველი იქნება და მათი ბრძოლის ველზე ყოფნა რუსეთის თანამედროვე საბრძოლო აღჭურვილობის ნაკლებობაზე მიუთითებს", - ნათქვამია ანგარიშში.
19 აპრილიდან რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. რუსეთის ჯარმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყო. როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლი მოიპოვონ, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.