რატომ თვლის უკრაინა, რომ ომის აქტიური ფაზის ზამთრამდე დასრულება არსებითად მნიშვნელოვანია

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პროგნოზები არაერთხელ გამოთქვა. სახელდება სხვადასხვა პერიოდი. ბოლო პროგნოზი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა გააკეთა.

უკრაინის მიზანია, ომის აქტიური ფაზა უკვე შემოდგომის ბოლოსთვის დასრულდეს. თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრი იერმაკმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

იერმაკის თქმით, უკრაინის თბოენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების რისკები ისევ რჩება.

„რუსეთის არმია აგრძელებს ჩვენს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმას. ეს მათი ერთ-ერთი მიზანია, არც მალავენ. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვინდა, მაქსიმალური ზომები მივიღოთ, რათა ომის აქტიური ფაზა შემოდგომის ბოლომდე დასრულდეს“, - განაცხადა იერმაკმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ეს რთული და ამბიციური, თუმცა სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დეოკუპაციის მიზანი მიღწეული იყოს. შესაბამისად, ამას ვუხსნით ჩვენს პარტნიორებსაც. ისინი იზიარებენ ჩვენს პოზიციას", - დაამატა იერმაკმა.

რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი იარაღი და რაც უფრო დიდი იქნება მათი გამოყენების დიაპაზონი, მით უფრო მალე დასრულდება ეს სასტიკი ომი“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 აგვისტოს განაცხადა.

„რუსული ტერორის რეგულარული გამოვლინება, ისევე როგორც მიკოლაივსა და ხარკოვზე თავდასხმები, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აუცილებელია უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდა. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი იარაღი და რაც უფრო დიდი იქნება მათი გამოყენების დიაპაზონი, მით უფრო მალე დასრულდება ეს სასტიკი ომი“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი უკრაინაში ომის დასრულების სამ შესაძლო სცენარს განიხილავს.


ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.