პუტინი NATO-ს წინააღმდეგ შესაძლო ფართომასშტაბიანი ომისთვის მზადებას იწყებს - ISW

მოსკოვისა და ლენინგრადის სამხედრო ოლქების აღდგენა რუსეთის ფედერაციაში, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციებზე კონტროლის მიზნებსსა და ასევე მომავალში NATO-ს ქვეყნების წინააღმდეგ შესაძლო ფართომასშტაბიანი ომისთვის მზადებას ემსახურება.


როგორც ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი წერს, 26 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ორ ბრძანებულებას, რომლითაც, ოფიციალურად აღადგენს მოსკოვისა და ლენინგრადის სამხედრო ოლქებს, რაც რუსული არმიის რესტრუქტურიზაციისა და რეფორმისთვის მთავარ ძალისხმევას აერთიანებს.

ISW-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პუტინის 26 თებერვლის ბრძანებულება, დასავლეთის სამხედრო ოლქის (WMD) ოფიციალურად დაშლის შესახებ, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2010 წელს, მოსკოვის სამხედრო ოლქისა (MMD) და ლენინგრადის სამხედრო ოლქის (LMD) შერწყმით შექმნა, NATO-ს წინააღმდეგ გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლო ფართომასშტაბიანი ომისთვის მომზადების ნიშანი იყოს.

ამრიგად, WMD-ის ხელახალი დაყოფა MDD-ად და LMD-დ არის ამ პრობლემის პირდაპირი გადაწყვეტა. LMD ახლა გადის NATO-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ, ხოლო MMD ესაზღვრება უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს და პოლონეთს, რაც საშუალებას მისცემს რუსეთს, ერთდროულად განათავსოს ჯარები NATO-ს ქვეყნების წინააღმდეგ და გააუმჯობესოს ჯარების ბრძანება და კონტროლი უკრაინაში ომისთვის.

რუსეთთან კონფლიქტისთვის მზადების შესახებ გაფრთხილებები სულ უფრო ინტენსიურად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა კვლავ განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს.

მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს.


რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც.

„ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს.

„თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.


შეგახსენებთ, 27 თებერვალს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა.

სტოლტენბერგის თქმით, NATO უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს.

ამასთან, ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ კიევის დახმარებას, მაგრამ უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავენ.

უკრაინაში დასავლეთის მიერ ჯარების გაგზავნის შემთხვევაში, NATO-სა და რუსეთს შორის ომი გარდაუვალი იქნება, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განუცხადა ჟურნალისტებს. „ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა შესაძლებლობაზე, არამედ გარდაუვალობაზე, ასე ვაფასებთ მას,“ - უპასუხა პესკოვმა შეკითხვას, როგორ აფასებენ კრემლში ესკალაციისა და პირდაპირი კონფლიქტის რისკს უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შემთხვევაში.

როგორც  27 თებერვალს მაკრონმა განაცხადა, ყველაფერს გააკეთებენ, რათა რუსეთმა ომში გამარჯვება ვერ შეძლოს, რადგან ეს სჭირდება ევროპის უსაფრთხოებას და სტაბილურობას.