ძებნის რეზულტატი:
ელჩი დეგნანი: საქართველომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით ის პოზიცია დაიკავა, რომელიც მოსახერხებელია მისთვის
„ახლა ის დროა, როდესაც ქვეყნები რუსეთს შორდებიან. ეს გარიყული ქვეყანაა. არავინ ესწრაფვის რუსეთთან დაახლოებას ახლა. საქართველომ წლები დახარჯა იმისათვის, რომ რუსეთზე დამოკიდებულება შეემცირებინა, იქნებოდა ეს ენერგეტიკა თუ ვაჭრობა და საკმაოდ კარგ პროგრესსაც მიაღწია ამ მხრივ. საქართველოს არ სჭირდება რუსეთი საკუთარი საქონლის გასაყიდად. ბევრი სხვა ბაზარია, სადაც საქართველო წარმატებით გავიდა“. ამასთან დაკავშირებით ელჩმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. _რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკვე არაერთხელ მოიწონა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოფიციალური თბილისი არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. რუსეთის პირველი დიპლომატი უფრო შორსაც წავიდა და აღნიშნა, რომ საქართველო მამაცურად უმკლავდება დასავლეთისგან მომავალ წნეხს. როგორ ფიქრობთ, რა არის სერგეი ლავროვის მიზანი, როცა ამ ტიპის განცხადებებს აკეთებს? ელჩმა ჟურნალისტის ამ შეკითხვას უპასუხა. „რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი დიდი სანდოობით არ სარგებლობს. ეს წლებია ასეა, თუმცა ეს კარგი მაგალითია იმის, თუ რა სურს რუსეთს. რუსეთს სურს სუსტი და მასზე დამოკიდებული პარტნიორები. თუ ირგვლივ მიმოიხედავთ, დაინახავთ ვინ არიან რუსეთის პარტნიორები, ისინი არიან სუსტები და რუსეთზე დამოკიდებულები. ის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ერთად 30 წლის განმავლობაში ქმნიდა არის ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც აქვს უნარი დაიცვას საკუთარი თავისუფლება და საკუთარი ეკონომიკა. საქართველომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით ის პოზიცია დაიკავა, რომელიც მოსახერხებელია მისთვის. ჩვენ თავიდანვე გაგებითა და გულისხმიერებით მოვეკიდეთ იმას, რომ საქართველო სენსიტიურ მდგომარეობაშია, მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ჩვენი დისკუსია საქართველოსთან ყოველთვის შეეხებოდა იმას, თუ რა არის კომფორტული საქართველოსთვის უკრაინის დასახმარებლად. ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ქართველმა ხალხმა და ხელისუფლებამ ასე გულუხვად გაიღო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამრეწველო გენერატორები, რომლებიც ხელისუფლებამ გაგზავნა, უკრაინისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. აგრეთვე, საქართველო თავიდანვე ასრულებდა საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს. გაქვთ ძალიან კარგი ეროვნული ბანკი და ძალიან პროფესიონალი ფინანსთა სამინისტრო. ისინი უზრუნველყოფენ საქართველოს შესაბამისობას საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება რომ ისინი არ იცავენ სანქციებს. არის უზარმაზარი რაოდენობის ტვირთი, რომელიც შემოედინება და გაედინება ჩვენს საზღვრებზე. არა მგონია, ვინმემ ასპროცენტიანი დარწმუნებით თქვას, მაგრამ ვფიქრობ, რაც ჩვენ ვნახეთ ათწლეულების განმავლობაში საბაჟო სამსახურთან და სასაზღვრო პოლიციასთან მუშაობისას არის ის, რომ მათ აქვთ სათანადო ცოდნა, ტრენინგი, და აღჭურვილობა, იციან რას აკეთებენ და როგორც შეუძლიათ საუკეთესოდ აკეთებენ ამ ვითარებაში“, - აღნიშნა ელჩმა. შემდეგი შეკითხვა რუსეთთან ფრენების აღდგენის შესაძლებლობას ეხებოდა. _ბოლო პერიოდის განმავლობაში გააქტიურდა საუბრები იმასთან დაკავშირებითაც, რომ შესაძლოა, რუსეთთან ორმხრივი ფრენები განახლდეს. ჩვენ უკვე ვიხილეთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ასეთ შემთხვევაში კომპანიებს სანქციები დაუწესდებათ. სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის განცხადებაში ისიც აღნიშნა, რომ ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის. თქვენ, როგორც აშშ-ის წარმომადგენელი საქართველოში, ხედავთ რუსეთთან ჩართულობის გაზრდის მცდელობებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან? „ალბათ, უკეთესია ეს კითხვა ხელისუფლებისკენ იყოს მიმართული, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ახლა ის დროა, როდესაც ქვეყნები რუსეთს შორდებიან. ეს გარიყული ქვეყანაა. არავინ ესწრაფვის რუსეთთან დაახლოებას ახლა. საქართველომ წლები დახარჯა იმისათვის, რომ რუსეთზე დამოკიდებულება შეემცირებინა, იქნებოდა ეს ენერგეტიკა თუ ვაჭრობა და საკმაოდ კარგ პროგრესსაც მიაღწია ამ მხრივ. საქართველოს არ სჭირდება რუსეთი საკუთარი საქონლის გასაყიდად. ბევრი სხვა ბაზარია, სადაც საქართველო წარმატებით გავიდა. საქართველო ასევე იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან. ის არ არის დამოკიდებული რუს ტურისტებზე, ასე რომ, არასწორია ვიფიქროთ, რომ საქართველო რუსეთზე არის დამოკიდებული. არ არის. და როგორც უკვე ვთქვი, ეს არის ის, რაზეც ჩვენ ერთად ვმუშაობდით საქართველოს სხვა მეგობართან ერთად, რათა დავხმარებოდით საქართველოს, შეემცირებინა დამოკიდებულება ისეთ ქვეყანაზე, როგორიც რუსეთია, რომელიც ამას მხოლოდ იმისთვის იყენებს, რომ ქვეყანა სუსტი, მასზე დამოკიდებული გახადოს და ეს გამოიყენოს ქვეყნის წინააღმდეგ, როდესაც ეს სჭირდება ან უნდა. ეს არ არის ის მდგომარეობა,რომელშიცსაქართველოს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანასყოფნასურდეს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6702 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6702 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6702 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6558 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0144 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8758 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8537 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0221 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ხორვატიის გამოცდილება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ნამდვილად გამოადგება - დავითაშვილი
საქართველოსა და ხორვატიას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიები ჩამოყალიბდება. დოკუმენტზე ხელმოწერა ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილისა და ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის, გორდან გრლიჩ რადმანის ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გაიმართა. ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. „ერთობლივი კომისიების ფარგლებში შეგვეძლება, ფორმალურად განვსაზღვროთ ის პრიორიტეტები, რომლებიც ორ ქვეყანას აქვს ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. ვფიქრობ, ეს გააღრმავებს ჩვენსა და ხორვატიას შორის ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის გაზრდას და სხვადასხვა ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კულტურის სამინისტრო გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით იუნესკო-ს დასკვნას აქვეყნებს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ „იუნესკოს“ დასკვნაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, ეს ერთობლივი დასკვნაა და შედგენილია მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის, „ICOMOS“-ისა და „ICCROM“-ის მიერ გელათში ჩატარებული ინსპექტირების საფუძველზე. თეა წულუკიანის ინფორმაციით, ინსპექტირების ჯგუფი სამინისტროს მიერ 2022 წლის ივლისში გაგზავნილი მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში, ექსპერტთა ჩამოსვლა კი მხოლოდ 2022 წლის ნოემბრის ბოლოს (28 ნოემბერი-2 დეკემბერი) მოხერხდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ დასკვნა არ არის საბოლოო, ვინაიდან „იუნესკოს“ პროცედურული წესების თანახმად, შეიძლება ზოგიერთი მონაკვეთი ან ფაქტობრივი გარემოება დაზუსტდეს. „არცერთი სხვა დოკუმენტი ან დასკვნა, რომლებიც სამინისტროში შემოვიდა ჩემი მინისტრობისას, საიდუმლო არ გამხდარა. რა სახეცვლილებაც უნდა განიცადოს მომავალში ამ დასკვნამ, ჩვენ დღეს უკვე ვაქვეყნებთ მას და წარმოგიდგენთ დასკვნის მნიშვნელოვან მიგნებებსა და რეკომენდაციებს“, – განაცხადა მინისტრმა. მინისტრის თქმით, „იუნესკოს“ მისიის აზრით, მათი ვიზიტი იყო წარმატებული და ამისათვის მათ სახელმწიფოს წარმომადგენლებისადმი დასკვნაში მადლიერება გამოხატეს. წარმატებად კი ითვლება ის, რომ მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ ყველას, ვისთან შეხვედრაც საჭიროდ ჩათვალეს. „კერძოდ, შეხვედრები გაიმართა სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, საქართველოს საპატრიარქოს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ICOMOS-საქართველოს“ წარმომადგენლებთან. 2022 წლის 26 ნოემბერს სამინისტრომ „იუნესკოს“ მისიას, რომელიც უკვე ემზადებოდა ჩამოსასვლელად, შესთავაზა, თავის დღის წესრიგში შეეტანა გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრთან შეხვედრაც, რადგან ეს არის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაცია, რომელიც მუდმივად ავლენდა პრეტენზიულ დამოკიდებულებას და გამოთქვამდა კრიტიკულ შენიშვნებს სამინისტროსადმი კონკრეტული გამოსავლის შემოთავაზების გარეშე. სწორედ ამიტომ სამინისტრო თვლიდა, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა, იუნესკოს მისიას მათთვის მოესმინა. იუნესკოს მისიის პასუხი იყო, რომ ჩუბინაშვილის ცენტრთან შეხვედრას იმ ეტაპზე ვერ განიხილავდა. ვიზიტი, რომელიც მისიის მიერვე წარმატებულად ფასდება, არის საწინდარი სარწმუნო და სამომავლოდ გასათვალისწინებელი რჩევებისა და რეკომენდაციებისა“, – აღნიშნა მინისტრმა. თეა წულუკიანმა ასევე განაცხადა, დასკვნა, რომელიც დღეს წარადგინა, მასში მოცემული რეკომენდაციებით, სამინისტროსათვის იქნება ერთადერთი სახელმძღვანელო და საბაზისო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც გაგრძელდება გელათის სამონასტრო კომპლექსში 2008-2020 წლებში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა. ასევე, მინისტრის თქმით, „იუნესკოს“ დასკვნაში აღნიშნულია, რომ დღეს გელათის პრობლემები უკავშირდება სახურავს, რომლის მონტაჟიც 2015-2018 წლებში განხორციელდა. „იუნესკოს“ დასკვნაში ასევე დადასტურებულია, რომ ტაძარში წყალი ჩადიოდა 2020 წლის ჩათვლით. მინისტრმა შეახსენა ოპონენტებს, რომ მისი მოადგილეები და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი არ მუშაობდნენ მოცემულ პერიოდში კულტურის სამინისტროში და რომ ის თავად კულტურის მინისტრად დაინიშნა მხოლოდ 2021 წლის 19 მარტს. მანამდე, პროცესებს ხელმძღვანელობდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე, რომელსაც კულტურის სამინისტროსგან ოფიციალურად და სამართლებრივად ჰქონდა დელეგირებული ძეგლებზე ზრუნვის ყველა უფლებამოსილება. „როდესაც თავს პოლიტიკურად მესხმიან ისინი, ვისი ვალიც იყო ძეგლზე ზრუნვა, მე მაქვს პასუხის უფლებაც და ვალდებულებაც“, – განაცხადა მინისტრმა. ასევე, მინისტრის განცხადებით, „იუნესკოს“ დასკვნა მკაფიოდ და ნათლად ადასტურებს, რომ იტალიელ ექსპერტთა ის გუნდი, რომელიც გელათზე მუშაობს, სამინისტრომ მოიწვია „იუნესკოს“ შეთავაზების საფუძველზე. „იუნესკო“ სამინისტროს აძლევს რეკომენდაციას, 2022 წლის ოქტომბერში სრულად შეჩერებული სამუშაოები (რაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ ყოფილა), შეძლებისდაგვარად სწრაფად განახლდეს იმ პროგრამის მიხედვით, რომელიც სამინისტრომ წარადგინა და ამ პროგრამის განხორციელებისას გათვალისწინებული იქნეს დასკვნაში შემოთავაზებული რეკომენდაციები. აღსანიშნავია, რომ „იუნესკოს“ დასკვნაში არ არის რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამჟამად მომუშავე პროფესიონალების გუნდი შეიცვალოს. პირიქით, არაერთი მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი თუ გადაწყვეტილება არის შეფასებული „ჯანსაღად“, „გარდაუვლად აუცილებლად“, „სწორად“. „რასაკვირველია, გაცემულია რეკომენდაციები, რაც არის სამუშაო პროცესი და არა – პოლიტიკური. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი თემის პოლიტიზება ხდება, მაგრამ ძეგლთან დაკავშირებით ეს დაუშვებელია“, – განაცხადა მინისტრმა. თეა წულუკიანის თქმით, „იუნესკო“ გამოთქვამს საყვედურს, რომ არ არსებობს გელათის კომპლექსის მართვის სამოქმედო გეგმა. „გეგმა არ არსებობს, რადგან 2017 წელს უნდა დამტკიცებულიყო და არ დამტკიცდა. როცა კულტურის სამინისტრო, 2021 წლიდან, შეუდგა პრობლემების აღმოფხვრას, 2017 წლამდე შემუშავებული სამოქმედო გეგმის პროექტი აღმოჩნდა მოძველებული, ახლის შემუშავებას კი სჭირდება პრობლემების სრულყოფილი ანალიზი და საჭიროებებზე დაფუძნებული ახალი გეგმა. ძეგლზე შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, „იუნესკოს“ მისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „იუნესკოსთვის“ გასაგებია, პირველ ეტაპზე რატომ მიენიჭა უპირატესობა ფიზიკური ჩარევების განხორციელებას და არა ძეგლის მართვის გეგმის განახლებას. „იუნესკოს“ მისიის აზრით, სამინისტროს მიერ გელათში არსებული ვითარების გამოსწორების მიზნით გამოყოფილი ფინანსური და ყველა სხვა სახის რესურსი, მათ შორის იტალიელი ექსპერტების დახმარება, და მიზანმიმართული მუშაობა ხარვეზებზე არის „ძალზედ დადებითი“ (highly commendable). „იუნესკოს“ მისია ეთანხმება იმას, რასაც კულტურის მინისტრი აღნიშნავს უკვე მეორე წელია, კერძოდ, რომ: „2020 წლამდე განხორციელებული სამუშაოების შესახებ დოკუმენტაცია არ არსებობს. მოცემული დოკუმენტაციის წარმოება კი კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მაშინდელი ხელმძღვანელობის პირდაპირი ვალდებულება იყო. „იუნესკო“ ადასტურებს, რომ 2022 წლის სექტემბერში იტალიელი ექსპერტების მიერ შემოთავაზებული ახალი სახურავის დიზაინი მისაღებია, მათი საქმისადმი დამოკიდებულება არის „ჯანსაღი“ და სამინისტრო სწორედ ამ გეგმას უნდა მიჰყვეს. თავის მხრივ, „იუნესკო“ იძლევა რეკომენდაციას, რომ მოცემულ დიზაინზე მუშაობისას განხილულ იქნეს ახალ გადახურვაში სპილენძის გამოყენების საკითხი. ეს, გარდა იმისა, რომ გასაზიარებელი რეკომენდაციაა და ამით დასტურდება იტალიელი ექსპერტების რჩევების სისწორე, მოწმობს იმასაც, რომ მეცნიერ გიორგი გაგოშიძისა და მისი გუნდის მიერ გელათზე დაგებული კრამიტი „იუნესკოს“ მიერ მოწონებული არ არის, მეტიც – სრულად უარყოფილია. დასკვნაში ნათლად წერია, რომ კრამიტი მედეგობისა და ეფექტურობის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, ის სათანადოდ გამოწრთობილიც კი არ არის. ამ საკითხის მიმართ ყურადღება ზოგიერთ კვლევით ცენტრს თავის დროზე უნდა გამოეჩინა, თუმცა ეს არ მოხდა. „იუნესკო“ ადასტურებს, რომ კრამიტი არამცთუ ვარგა, ის არასწორად არის დაგებული და ლურსმნებიც კი, რომლებიც გამოყენებულია, არ არის უჟანგავი. მოცემული ვარაუდი თეა წულუკიანის მიერ ჯერ კიდევ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეობისას გამოითქვა, რამაც მწვავე კრიტიკა დაიმსახურა ოპონენტების მხრიდან“, – განაცხადა მინისტრმა. კულტურის მინისტრის განცხადებით, „იუნესკო“ იწონებს 2021 წლის ივნისიდან უცხოელი ექსპერტ-კონსულტანტებისა და ქართველი სპეციალისტების მიერ ძირითადი ტაძრის სახურავზე ჩატარებულ გამოკვლევებს, რეკომენდაციებსა და ჩარევებს, მისიის აზრით, ეს უმნიშვნელოვანესი იყო ტენიანობის პრობლემის დროულად მოსაგვარებლად. „იუნესკო“ დადებითად აფასებს 2021 წლის მაისში, იტალიელი ექსპერტების რჩევების შესაბამისად, ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე სახურავის გახსნას და მის მეთოდს. უფრო მეტიც, „იუნესკო“ ურჩევს სახელმწიფოს, რომ იგივე განხორციელდეს სახურავის სხვა ადგილებშიც. იუნესკო გვეთანხმება იმაში, რომ ჩვენ მიერ სახურავის გახსნისას აღმოჩენილი ნახეთქები დიდი წუხილის საგანია. იუნესკო ამბობს, რომ ნახეთქების აღმოჩენის მერე, 2021 წლის მაისში, ჩვენ მიერ მისი დროებით გაკერვის მეთოდოლოგია არის სწორი, საბოლოო გამოსავალზე კი ერთად მას შემდეგ უნდა ვიფიქროთ, რაც უცხოეთიდან ჩამოგვივა ძეგლის სტაბილურობის დეტექციისათვის აუცილებელი აპარატურა, რომლის პარამეტრები და შესაძლებლობებიც იუნესკოსთან ერთად უნდა განისაზღვროს. კითხვა ისმის, რატომ დაეხურა ქვაზე ნაპრალებს სახურავი ისე, რომ ნაპრალების საკითხი არ ყოფილა განხილული“, – განაცხადა მინისტრმა. ასევე, თეა წულუკიანის თქმით, „იუნესკო“ იწონებს ალესანდრო მასარის რჩევებს სტრუქტურების ჰიგრომეტრიული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მიკროგარემოს მონიტორინგთან დაკავშირებით. „კედლის მხატვრობასთან დაკავშირებით, „იუნესკო“ იწონებს გამოყენებული მეთოდებიდან არაერთ მათგანს და შესწორება შეაქვს ზოგიერთი ნივთიერების შემადგენლობის განსაზღვრაში (ზედაპირიდან კარბონატების გაწმენდის, საღებავის ფენის დამაგრების, ფხვიერი ბათქაშის უბნების დროებით დასამაგრებლად სინთეზური პოლიმერების გამოყენებისას ნივთიერებების შემადგენლობა და მათში წყლის შემცველობა). კერძოდ, „იუნესკო“ ამბობს, რომ წყლის შემცველობა მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. თუმცა, განსაზღვრული არ არის პროცენტული მაჩვენებელი იმის ასახსნელად, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს „მაქსიმალური“ შემცირება. „იუნესკო“ გამართლებულად მიიჩნევს დაზიანებული კედლის მხატვრობიდან მარილების მექანიკურ მოცილებას რბილი ჯაგრისებით და რეკომენდაციას უწევს ამ დროს ულტრაიისფერი სხივების გამოყენებას. „იუნესკო“ იძლევა რეკომენდაციას ძირითადი ტაძრის ყველა ნაწილში, მათ შორის, საკურთხეველშიც, ხარაჩოების დაყენების შესახებ. „იუნესკო“ დადებითად აფასებს ექსპერტ მარკო პულიერის რჩევას, რომ გადაუდებელი მკურნალობის დროს გამოყენებულ იქნეს ნანოკირი. ფერის ინტეგრაცია აკვარელთან დასავლეთის მკლავის ჩრდილოეთ კედლის ერთ ადგილას, რომელიც განხორციელდა როგორც ტესტი, რათა გარკვეულიყო კედლის მხატვრობის უკეთ წაკითხვის შესაძლებლობა, „იუნესკო“ არ მიიჩნევს ძეგლის დაზიანებად (როგორც ამას ზოგიერთი მეცნიერი აცხადებს). პირიქით, „იუნესკო“ ამბობს, რომ ეს შექცევადი პროცესია, მაგრამ ამ ეტაპზე ამ მეთოდის გამოყენება საჭირო არ არის. „იუნესკო“ კარგი შედეგების მქონედ აფასებს მეოთხეული ამონიუმის მარილების (2% დეიონიზირებული წყალი) გამოყენებას, ვინაიდან ეს დიდი ხნის ნაცადი მეთოდია, ასევე, ნაკლებ ტოქსიკური მასალების გამოყენებას და იძლევა რეკომენდაციას, რომ დამატებით განხილულ იქნეს ეთერზეთების გამოყენების საკითხიც. „იუნესკო“ საინტერესო მეთოდად აფასებს ამონიუმის ოქსალატის გამოყენებას გადაუდებელ ეტაპზე. მისი რეკომენდაციით, უნდა ჩატარდეს ხანგრძლივი მონიტორინგი, რათა დადასტურდეს ამ მეთოდის ეფექტურობა ხსნადი მარილების მუდმივი არსებობის პირობებში“, – აღნიშნა მინისტრმა. საქართველოს კულტურის მინისტრის განცხადებით, „იუნესკოს“ მისიის მოსაზრებაა, რომ ძველი შეკეთებების შიგთავსის მოცილება კედლის მხატვრობის მკურნალობისას სრულიად ადეკვატური მეთოდია, განსაკუთრებით, მაშინ როდესაც შიგთავსები აღარ არის შესაბამის მდგომარეობაში, ან როდესაც შიგთავსები ჩრდილავენ ორიგინალ მხატვრობას, ასევე ეს მეთოდი აუცილებელია გადაუდებელი მკურნალობის ადრეულ ეტაპზე, ვიბრაციის თავიდან ასაცილებლად. „იუნესკო“ იზიარებს, რომ გადაუდებელი ჩარევების დროს კირზე დაფუძნებული მასალების გამოყენება რეკომენდებულია. „იუნესკოს“ აზრით, ზედაპირზე მბზინავი ფენის მოსაშორებელი ტესტის განხორციელება აკრილის ფისით და აცეტონით ადეკვატური იყო. ის აღნიშნავს, რომ სწორი იყო რესტავრატორ მარიო პულიერის მიერ 2022 წლის 23 ნოემბრით დათარიღებული ანგარიშის მე-8 გვერდზე შემოთავაზებული რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ გასუფთავების ეს მეთოდი გამოყენებულ იქნას მკურნალობის შემდეგ ეტაპზე. „იუნესკო“ გვაძლევს რეკომენდაციას, რომ დაუყოვნებლივ დავიწყოთ დაპროექტება ქოლგისებრი დროებითი გადახურვისა, რომელიც ტაძარს ზემოდან დროებითი სახურავის სახით დროებით დაეფარება. სამინისტროში ეს პროცესი უკვე დაწყებულია და შემდგომი დაპროექტებისათვის აუცილებელი ესკიზის პირველადი ვერსია უკვე არსებობს, რომელიც გერმანელმა ექსპერტებმა შეიმუშავეს. გადასაწყვეტი იქნება, რამდენად მდგრადი იქნება ასეთი გადახურვა, რადგან „იუნესკო“ სავსებით სამართლიანად უთითებს ამის აუცილებლობაზე. დიდი სტიქიის შემთხვევაში, ქოლგისებური სახურავი არ უნდა გადაიქცეს, რაც ძეგლის სამუდამოდ დაზიანებას გამოიწვევდა. „იუნესკო“ გვირჩევს, რომ იმ უცხოელ ექსპერტებთან ერთად, ვინც მუშაობს ადგილზე, უფრო მეტი ქართველი რესტავრატორი ჩაერთოს პროცესში და იქვე დასძენს, რომ ამგვარი პროფესიის დეფიციტის შემთხვევაში, დეფიციტის აღმოფხვრის გეგმა უნდა არსებობდეს“, – განაცხადა მინისტრმა. კულტურის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ „იუნესკო“ დადებითად აფასებს 2021 წელს მინისტრი თეა წულუკიანის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფის ფაქტს, რომლის ზოგიერთმა წევრმა „იუნესკოს“ ადგილზე ვიზიტისას განუცხადა, რომ სამინისტროსთან კომუნიკაცია არასოდეს ჰქონია, ეს მარტივად გაბათილდა. „იუნესკო“ ახლა გვაძლევს რჩევას, რომ ამგვარი ჯგუფური მუშაობა კვლავ გაგრძელდეს. „მეც ასე მეგონა, როცა 2021 წელს ჯგუფს ვქმნიდი, რომ ერთად მუშაობა ჯობდა, მაგრამ ზოგიერთმა წევრმა მაშინ მუშა პროცესს სამინისტროსთან პიკეტი, პოლიტიკური პროცესი და ფეისბუქზე ყოფნა არჩია ძეგლის დაცვას. მოგიწოდებთ ყველა ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ კვლევით ცენტრს, რომ დავტოვოთ ეს წარსულში და წინ წამოვწიოთ ისევ გელათი და მისი ინტერესი. ჩვენ ამ ჯგუფს განვაახლებთ და მისი პირველი სხდომა ჩაინიშნება 17 თებერვალს“, – განაცხადა მინისტრმა. თეა წულუკიანის თქმით, მოცემულ ჯგუფში, როგორც ადრე, წამყვანი იქნება სახელმწიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს როლი. „სახელმწიფო გახლავთ „იუნესკოს“ წევრი და ხელშემკვრელი მხარე და ის აგებს პასუხს „იუნესკოს“ წინაშე, ხოლო ეკლესია გახლავთ ძეგლთა მესაკუთრე და ასევე მზრუნველი კულტურულ მემკვიდრეობაზე. სახელმწიფოს წარმომადგენლობა იქნება კვლავ მრავალფეროვანი, როგორიც იყო 2021 წელს. საქართველოს საპატრიარქოდან ჩვენ ვისურვებდით მაქსიმალურ ჩართულობას. ჩვენ აუცილებლად მოვიწვევთ შემდეგ სასულიერო პირებს: მაღალყოვლადუსამღვდელოესი დავითი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის, მოადგილე; მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანე, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელი; მაღალყოვლადუსამღვდელოესი ანდრია, გორისა და ატენის მიტროპოლიტი საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი; ყოვლადუსამღვდელოესი ვახტანგი, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი; არქიმანდრიტი კირიონი საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე. გარდა ამისა, ჯგუფში მოწვეულნი იქნებიან მოწვეული პროფესიონალები და შესაბამისი კომპეტენციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები“ – აღინიშნა ბრიფინგზე მინისტრმა.
უამრავი დანაშაულია, რომლის შემოქმედიც იყო მიხეილ სააკაშვილი - წულუკიანი
უამრავი დანაშაულია, რომლის შემოქმედიც იყო მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. „ჩვენ გვეუბნებიან, რომ არა უშავს, იმ 9000 პატიმარს, რომელიც არის ამ ქვეყანაში, ეს ერთი გამოარჩიე და გამოუშვი თავისუფლებაზე მარტო იმიტომ, რომ ის რთული ქცევის მქონე პატიმარია“, - განაცხადა წულუკიანმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
პროკურატურა: ბადრი ესებუას ბრალი, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტზეც წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებულ ძებნილ ბადრი ესებუას კიდევ ერთი ბრალი - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტზე წარუდგინა. მათივე ინფორმაციით, ბრალდებულს დაკავებისას „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. პასპორტი და რუსული რუბლი აღმოჩნდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, „საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრის და იქ მყოფი პირების მძევლად აყვანის სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილი პირი, წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ბრალდებულს დაკავებისას „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. პასპორტი და რუსული რუბლი აღმოჩნდა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბრალდებული, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის"ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში მყოფი თავდამსხმელის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებულს 2020 წლის 27 ნოემბერს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი), სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით), სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. რაც შეეხება „საქართველოს ბანკზე" თავდასხმის სისხლის სამართლის საქმეს, სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციში.
Europetime-ის განცხადება
ვეხმაურებით ,,მედიაკრიტიკის“ მიერ გავრცელებულ ეგრეთ წოდებულ კვლევას იმის თაობაზე, რომ Europetime-ის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით გავრცელებული მასალა, ,,ფეიკია'' და მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სახელითაა კომენტარი და არა კონკრეტული პირის მითითებით. ასევე, „მედიაკრიტიკის'' ავტორი გვამცნობს, რომ მასალები (რუსეთთან ფრენების შესაძლო აღდგენასა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით) ,,ფეიკია'' მხოლოდ იმიტომ, რომ მასალის ავტორი არ არის იდენტიფიცირებული. სარედაქციო მასალის გამოქვეყნება, ისევე როგორც სხვადასხვა უწყების სახელით კომენტარის, შეფასების თუ განცხადების გაკეთება, ჩვეულებრივი, აპრობირებული მეთოდია და არაფერი აქვს საერთო „ფეიკნიუსთან“. Europetime დღიდან მისი დაარსებისა, ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობითა და პროფესიული ეთიკის სრული დაცვით ეკიდება მკითხველის ნდობას. არასდროს, არცერთი მასალა, ინტერვიუ თუ კომენტარი გადაუმოწმებლად არ გაგვივრცელებია. რაც შეეხება პასუხებს, რომლებიც ჩვენს კითხვებზე სახელმწიფო დეპარტამენტიდან მივიღეთ, ცხადია, ამის ამსახველი მასალაც გვაქვს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე, შესაბამისად, ჩვენს განცხადებას „სქრინებსაც'' ვურთავთ თან. სამწუხაროა, რომ შესაძლებელია, „მედიაკრიტიკის“ „კვლევა“ დაერქვას მასალას, რომელშიც დამოუკიდებელ მედიაგამოცემას, ასეთი ზედაპირული და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უაპელაციოდ შეიძლება, დასდონ ბრალი და დააბრალონ, ის რაც მის პრინციპებს ეწინააღმდეგება. თუ მასალის ავტორს მართლაც სურდა სიმართლის დადგენა, უაპელაციოდ და უარგუმენტოდ ,,ფეიკს'' კი არ დაარქმევდა ჩვენ მიერ გავრცელებულ განცხადებას, არამედ, მინიმუმ სანამ გამოაქვეყნებდა თავის „კვლევას'', ერთხელ მაინც მოგვმართავდა, როგორც ეს სხვა მედიასაშუალებებმა გააკეთეს, და ჩვენც სიხარულით მივაწვდიდით ამ მასალის ობიექტურობის დამადასტურებელ ყველა ფაქტს. ჩვენ მაინც იმედი გვინდა, დავიტოვოთ, რომ ეს ,,კვლევა'' თავისუფალი მედიის დისკრედიტაციის მცდელობას არ ემსახურება.
პრეზიდენტი: ახალი გზავნილები, რაც მმართველი პარტიისგან ისმის, წინააღმდეგობაში მოდის ყველა პარტნიორი ქვეყნის ლიდერის განცხადებებთან
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის ახალი გზავნილები წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან. სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია“ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას, რისი არც ახსნა, არც გაგება და არც გაზიარება შეუძელია. „ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ხელისუფლების მიერ აქამდე გამოხატული გარკვეული სიფრთხილე ყველას ესმის და ყველასთვის გასაგებია, თუმცა სიფრთხილე არასდროს გამორიცხავდა, მით უმეტეს ჩვენთვის და ჩვენს ქვეყანაში, არც ღირსებას და არც სოლიდარობას. გვაქვს რესურსი, რუსეთს დავუმძიმოთ ვითარება, ჩვენი ინტერესია, ქვეყანა არავის გავანადგურებინოთ - კობახიძე სულ სხვაა დღევანდელი მდგომარეობა. ახალი გზავნილები, რაც ორი დღეა მმართველი პარტიისგან ისმის, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან. ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარს არცერთი დასახლება არ აუღია, რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო - კობახიძე ამის არც ახსნა, არც გაგება შემიძლია და არც გაზიარება“, - აცხადებს პრეზიდენტი.
ზელენსკი: რამდენიმე ევროპული ქვეყანა მზადაა, უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავები მიაწოდოს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 თებერვალს განაცხადა, რომ „რამდენიმე“ ევროპელმა ლიდერმა გამოთქვა მზადყოფნა, უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავები და სხვა საჭირო იარაღი მიეწოდებინა. ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ აპირებს ორმხრივი შეხვედრების სერიას სადაც საბრძოლო ავიაციის თემას მიექცევა საჭირო ყურადღება. მას არ დაუსახელებია იმ ქვეყნების სახელები, რომლებსაც გულისხმობდა ან ვისთან შეხვედროდა. ზელენსკის განცხადება გაკეთდა მეორე საერთაშორისო მოგზაურობის ფონზე, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში დაიწყო უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა. ზელენსკი ევროპარლამენტში გამოსვლის შემდეგ დაესწრო შეხვედრას ევროკავშირის 27 ლიდერთან. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ 9 თებერვალს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავები მიაწოდოს, მაგრამ მას NATO-ს სხვა მოკავშირეებთან შეთანხმება სჭირდება.
ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა. ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს. ოფიციალური დახვედრის ცერემონია, პენტაგონში ცოტა ხნის წინ გაიმართა. ამის შემდეგ, ლოიდ ოსტინმა და ჯუანშერ ბურჭულაძემ, პირისპირ შეხვედრა გამართეს. „დღევანდელ შეხვედრას წინ უსწრებდა რამდენიმე კვირის წინ, რამშტეინში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მნიშვნელოვანი შეხვედრა. საქართველოს მონაწილეობა საკონტაქტო ჯგუფში გვეხმარება გავაძლიეროთ უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი და გააძლიეროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ველა ჩვენგანის უსაფრთხოებას იცავს. და ეს გადამწყვეტია, რადგან უკრაინა აგრძელებს ბრძოლას და გაბედულად იბრვის რუსეთის რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრის წინააღმდეგ. ასე რომ, მოუთმენლად ველი დღეს კარგ დისკუსიას და რაც მთავარია, ველოდები ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას", - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, შეხვედრის დასაწყისში. თავის მხრივ, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს თავდაცვისთვის "უაღრესად მნიშვნელოვანია." „ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის და მთავრობისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისთვის, შეკავებისა და მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის. აშშ-მ საქართველოს 140 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადასცა ჩვენ ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას, ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს, რომლებსაც ჩვენ ერთად ვიცავთ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები, ამაყად მსახურობდნენ შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების არების გვერდით, ყველაზე საშიშწერტილებში. ჩვენ ერთად ვიბრძოდით, ერთად განვიცადეთ დანაკარგები და ერთად გავუძელით ამას და ამან ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაამყარა. საქართველო არის აშშ-ის სანდო მოკავშირე და მთავარი პარტნიორი, როგორც რეგიონული, ისე გლობალური თვალსაზრისით. ერთიანობა არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც დღეს, როდესაც მშვიდობა, სტაბილურობა და დემოკრატიული სამყაროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი გამოწვევას ეწინააღმდგება, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიებისა და უკრაინის გაუმართლებელი, უკანონო და სასტიკი ოკუპაციის გამო. ბატონო მდივანო, ჩვენ ვაფასებთ თქვენი და თქვენი მთავრობის დიდებულ ლიდერობას და თქვენ გვერდით ვდგავართ, უკრაინის მხარდაჭერაში, თავისუფლებისთვის მათ ბრძოლაში" - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
Credit Suisse-მა 2022 წელი $7.9-მილიარდიანი ზარალით დაასრულა
წამყვანმა შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse-მა გასული წლის რეკორდული $7.9-მილიარდიანი ზარალის შესახებ განაცხადა. ხუთშაბათს Credit Suisse-ის აქციები თითქმის 15 პროცენტით დაეცა, რადგან შვეიცარიულმა საბანკო გიგანტმა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე დიდი წლიური ზარალი დააფიქსირა. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. შვეიცარიის სიდიდით მეორე ბანკმა, რომელმაც ოქტომბერში გამოაქვეყნა დრამატული რესტრუქტურიზაციის გეგმა, 2022 წელს 7,9 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა. აღმასრულებელმა დირექტორმა ულრიხ კორნერმა განაცხადა, რომ ბანკს აქვს „მკაფიო გეგმა ახალი Credit Suisse-ის შესაქმნელად“. ხუთწლიან ჭრილში საფონდო ბირჟაზე Credit Suisse-ის აქციების ღირებულება 80%-ით არის შემცირებული. 2007 წელს დაფიქსირებული $87 მილიარდის შემდეგ, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად $13 მილიარდს შეადგენს. Credit Suisse-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სისტემური ბანკია. Credit Suisse-ი სამ მილიონამდე კლიენტს ემსახურება და 1.5 ტრილიონი დოლარის აქტივებს აკონტროლებს.
საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან, განამტკიცა საკუთარი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ - ოსტინი
საქართველო აშშ-სგან დამატებით სამხედრო დახმარებას მიიღებს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, იანვარში თავდაცვის დეპარტამენტმა კონგრესს აცნობა, რომ საქართველოს უსაფრთხოების სფეროში დახმარებისთვის 33 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს. „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ საქართველოსთან დაკავშირებით რისკის მიხედვით შეფასებული გადახდის გრაფიკი დავამტკიცეთ, რათა საქართველომ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს", - შესაბამისი განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გააკეთა. თავდაცვის მდივანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს პენტაგონში უმასპინძლა. „ეს განცხადება ასახავს იმ მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ ორმხრივ ურთიერთობებს თავდაცვის სფეროში და ჩვენს პარტნიორობას. სამი ათწლეულის განმავლობაში შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და განამტკიცა საკუთარი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამ დროის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. ქართული სამხედრო ნაწილები მსახურობდნენ და თავს სწირავდნენ აშშ-სა და NATO-ს ძალებთან ერთად კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში. საქართველო იყო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთში NATO-ს მისიაში“. ლოიდ ოსტინის თქმით. აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობა კვლავ გაღრმავდება. ღრმად ვაფასებთ საქართველოს უზარმაზარ გავლენას სამხრეთ კავკასიასა და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე და ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში კვლავ გაღრმავდება. საქართველოს მონაწილეობა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფში ყველას გვეხმარება, გავაძლიეროთ უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი და გავაძლიეროთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო საზღვრები, რომლებიც ყველას უსაფრთხოდ გვიცავს. ეს გადამწყვეტია, რადგან უკრაინა აგრძელებს მამაც ბრძოლას რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრის წინააღმდეგ
აშშ-სგან მიღებული გზავნილები ადასტურებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა - ზალკალიანი
აშშ-სგან მიღებული გზავნილები ადასტურებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის შეხვედრასთან დაკავშირებით განახხადა. საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან, განამტკიცა საკუთარი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ - ოსტინი „თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის აშშ-ში ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი და დროული ვიზიტია. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო და შინაარსიანი შეხვედრა პენტაგონში, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან. ის გზავნილები, რომელიც ჩვენ მივიღეთ აშშ-სგან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უმაღლეს ნიშნულზეა. ამერიკელმა პარტნიორებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს იმ მხარდაჭერისთვის და იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც საქართველომ და ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა შეიტანეს გლობალური უსაფრთხოების გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღევანდელი უსაფრთხოების გარემო, ის თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს აშშ-სთან, დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო მეტი დინამიზმით იქნება გამორჩეული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა
თავდაცვის სამინისტრო: ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინთან საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭლაძე ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან, განამტკიცა საკუთარი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ - ოსტინი ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა უწყების ცნობით, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის. „შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური და რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციასა და იმ ქმედებებზე, რაც ძირს უთხრის წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს. აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში. მინისტრის განცხადებით, აშშ-საქართველოს პარტნიორობა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო მისიებში მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ქართველი სამხედროების მნიშვნელოვანი კონტრიბუცია და ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ბრძოლის გამოცდილება, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ქვეყნის მდგრადობის განმტკიცებას ემსახურება. მისი განცხადებით, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა კიდევ უფრო აძლიერებს სამაგალითო პარტნიორობას და ხელს უწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას როგორც ქვეყანაში, ასევე შავი ზღვის ფართო რეგიონში“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. უწყების ინფორმაციით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზეც იმყოფებოდა და გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი. დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროშიც.
საქართველომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის 1 მილიონი ლარი გამოყო
ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით 1 მილიონი ლარი გამოიყო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან არის გამოყოფილი. „საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთი მილიონი ლარი გამოეყო. განკარგულების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, გამოყოფილი თანხა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების, საკვების, ტანსაცმლის, სამედიცინო აღჭურვილობის და სხვა საჭიროებების შესყიდვას და თურქეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირებას მოხმარდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18 342-მდე გაიზარდა
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18 342-მდე გაიზარდა. ქვეყნის საგანგებო სამსაუხრის ინფორმაციით, დაშავებულია 74 242 ადამიანი. მედიის ცნობით, თურქეთის სამხრეთ რეგიონებიდან, სტიქიის ზონიდან 75 780 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა. შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ტრასეკა-ს თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რათა შევძლოთ უკეთესად კომუნიკაცია პარტნიორ ქვეყნებთან - დავითაშვილი
საქართველოს თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველომ შეძლოს უკეთესად კოორდინაცია და კომუნიკაცია პარტნიორ ქვეყნებთან, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ტრასეკა-ს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევის შესახებ საუბრისას განაცხადა. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, შუა დერეფანი და ტრასეკა ევროპისა და აზიის საიმედო კავშირს წარმოადგენს. „ტრასეკა ბოლო 30 წლის განმავლობაში უმთავრესი პლატფორმაა, ევროპისა და აზიის დაკავშირების კუთხით. საქართველო ტრასეკა-ს აქტიური წევრია და მიმდინარე წელს უკვე ტრასეკა-ს თავმჯდომარეობას გადაიბარებს. ტრასეკა-ს წევრი ქვეყნები წლების განმავლობაში თანამშრომლობენ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ასევე ოპერაციების კოორდინაციების კუთხით. მთავრობათშორისი კომისიის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ამ კომუნიკაციის, სამუშაოების კოორდინაციის და თანამშრომლობის კუთხით. ვფიქრობ, დღეს ტრასეკა-ს მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზრდილია, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. ზოგადად, შუა დერეფანი და ტრასეკა ევროპისა და აზიის საიმედო კავშირს წარმოადგენს. შესაბამისად, ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია, კონკურენტუნარიანობა, ზოგადად, შუა დერეფნის და ტრასეკა-ს წევრი ქვეყნების სატრანსპორტო ჯაჭვებს მნიშვნელოვნად ზრდის", - განაცხადა დავითაშვილმა. ცნობისთვის, საქართველო 2023 წელს საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამის, ტრასეკა-ს წევრი ქვეყნების მთავრობათაშორისი კომისიის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
ქართველი მაშველები თურქეთში სამაშველო ოპერაციას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ - შსს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ინტენსიური და რთული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ქართველ მეხანძრე-მაშველების მიერ ნანგრევებში მოყოლილი სამი ადამიანია გადარჩენილი, მათ შორის ნანგრევებში მოყოლილი ერთი მოქალაქე მაშველმა ძაღლმა აღმოაჩინა. ქართული სამაშველო ჯგუფი ქალაქ ადიამანში სამაშველო ოპერაციას ორ სექტორზე ახორციელებს. შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომლის მთავარი ამოცანაა ნანგრევებში მოყოლილი ცოცხალი მოქალაქეების შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე სწრაფი რეაგირება. ამასთანავე, ადგილზე მოქმედებს საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთან მუდმივ კოორდინაციაში. თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ქართული სამაშველო ჯგუფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით იმყოფება. შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს
„ხალხის ძალის“ განცხადებით, თუ ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხისთვის მედიის თავისუფლების, სამართლის უზენაესობის, ეკონომიკური სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებების დათმობას და ფასეულობებისგან დაცლილი აგენტოკრატიის დამყარებას ნიშნავს, ასეთ წევრობას ჩვენი მოსახლეობისთვის, ბუნებრივია, არავითარი ფასი არ აქვს. მისივე თანახმად, როდესაც ჩანს, რომ თურმე, მთელი ევროპული მედია ერთიანი კოორდინირებული ცენზურის ქვეშ მოქმედებს, ჩნდება კითხვა, „ხომ არ გადაკვეთა ევროკავშირმა ის ზღვარი, რომელიც მის ცივილიზაციურ ხიბლს პრინციპულად აქარწყლებს“. მათივე თქმით, საჭიროა ფართო დისკუსიის გაშლა ყველა თემაზე, რომელიც ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს და ევროკავშირში საქართველოს პერსპექტივას უკავშირდება. „ცენზურისგან თავისუფალი მედია დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედია. ამ ტრივიალური ჭეშმარიტების გათვალისწინებით, უკიდურესად შემაშფოთებელია ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მიერ საზოგადოებისთვის გაზიარებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტის მამხილებელი სტატიების გავრცელებისას მთელი ევროპის მასშტაბით მედიის უპრეცედენტო და კოორდინირებულ ცენზურას აწყდებიან. თუ ეს მართლაც ასეა (და არავითარი საფუძველი არა გვაქვს ადვოკატების სიტყვებში ეჭვი შევიტანოთ), გამოდის, რომ ევროკავშირს, რომელზეც 90-იანი წლებიდან სწორედ ფასეულობების - სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების გამო ვოცნებობდით, მძიმედ ქონია ღირებულებითი საფუძველი შერყეული. საქართველოში ფსევდოლიბერალების მთავარი იარაღი სიცრუე და მის სამსახურში მდგარი მედიაა. გამოდის, რომ ევროპაშიც ფსევდოლიბერალების დომინირების მთავარი იარაღი სწორედ სიცრუე და მის სამსახურში მდგარი მედია ყოფილა. როდესაც ვხედავთ უმძიმეს კორუფციულ სკანდალებს ევროკავშირის სტრუქტურებში, როდესაც ვხედავთ, როგორ ვერ იცავს ევროკავშირი თავს გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული ეკონომიკური და სხვა სახის კრიზისებისგან, როდესაც ვხედავთ, როგორ მფარველობენ ევროპული სტრუქტურების სახელით მოქმედი პოლიტიკოსები კრიმინალურ პოლიტიკურ ძალას საქართველოში, როდესაც ვხედავთ, როგორ ახალისებენ ევროპელი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანებასა და სიმულაციას, როდესაც ვხედავთ, როგორ ითხოვს ევროპარლამენტი 400-ზე მეტი დეპუტატის მხარდაჭერით სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას, როდესაც ვხედავთ, როგორ გვახვევენ თავს ლგბტ პროპაგანდას და უპირისპირდებიან ტრადიციულ ფასეულობებს, როდესაც ვხედავთ, როგორ მტრობენ ევროკავშირიდან დაფინანსებული ქართული „ენჯეოები“ ეკლესიას და სახელმწიფოს და ბოლოს, როდესაც ვხედავთ, რომ, თურმე, მთელი ევროპული მედია ერთიანი კოორდინირებული ცენზურის ქვეშ მოქმედებს, ბუნებრივად იძენს აქტუალობას კითხვა, ხომ არ გადაკვეთა ევროკავშირმა ის ზღვარი, რომელიც მის ცივილიზაციურ ხიბლს პრინციპულად აქარწყლებს? თუ ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხისთვის მედიის თავისუფლების, სამართლის უზენაესობის, ეკონომიკური სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებების დათმობას და ფასეულობებისგან დაცლილი აგენტოკრატიის დამყარებას ნიშნავს, ასეთ წევრობას ჩვენი მოსახლეობისთვის, ბუნებრივია, არავითარი ფასი არა აქვს. შესაბამისად, ვუერთდებით ცალკეული ექსპერტების მოწოდებებს იმის შესახებ, რომ საჭიროა ფართო დისკუსიის გაშლა ყველა თემაზე, რომელიც ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს, მის ღირებულებით ტრანსფორმაციას და აქედან გამომდინარე, ევროკავშირში საქართველოს პერსპექტივას უკავშირდება. ქართველმა ხალხმა ყველა პრინციპული გადაწყვეტილება არა ემოციებისა და სტერეოტიპების კარნახით, არამედ ღრმა ანალიზის საფუძველზე უნდა მიიღოს“, - აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
საგამოძიებო სამსახურმა, იანვარში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე 9 პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2023 წლის იანვარში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 20 ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით 20 პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან 9 პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 83 697 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 410 000 ლარს აღემატება. „აღნიშნული დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.