ძებნის რეზულტატი:

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 11 200-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 11 200-ს გადააჭარბა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, დაღუპულთა სავარაუდო მაჩვენებელი, ჯამში, 20 000-მდე იქნება. ცნობისთვის, 1999 წელს თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას 17,000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  

საქართველომ თურქეთში დამატებით 40 მეხანძრე-მაშველი გაგზავნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობენ, კიდევ 40 ქართველი მეხანძრე-მაშველი შეუერთდება.   შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამატებითი ჯგუფი საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში უკვე გაემგზავრა.   მაშველები ქალაქ ადიამანში მყოფ ქართველი მაშველების იმ ჯგუფს შეუერთდებიან, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სამაშველო ღონისძიებას და ერთი ადამიანი გადაარჩინეს. ქართველი მაშველები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თეიმურაზ მღებრიშვილმა და საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა - ალი ქაან ორბაიმ გააცილეს.   შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 11 200-ს გადააჭარბა.

ტოივო კლაარი: საქართველოს როლი, იყოს ხიდი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ძალიან მნიშვნელოვანია

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენლემა სამხრეთ კავკასიის საკითხებში, ტოივო კლაარმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ, თანამშრომლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაიზრდება და მჭიდრო გახდება. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მისასალმებელია საქართველოს სურვილი, მეზობელ ქვეყნებს – აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხიდის როლი შეასრულოს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასიის სამმა ქვეყანამ იმუშაოს ერთად და ხელი შეუწყოს მშვიდობას, და აქ საქართველოს როლი, იყოს ხიდი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ძალიან მნიშვნელოვანია. მე და პრემიერ-მინისტრმა განვიხილეთ ამ თვალსაზრისით უკვე გადადგმული ნაბიჯები და ვიმედოვნებ, მომავალში ამ მხრივ კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობა იქნება ევროკავშირსა და საქართველოს შორს, ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოს შორის“, – განაცხადა ტოივო კლაარმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და საქართველოს დედაქალაქი კვლავ შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც უმაღლესი დონის, ისე სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებისთვის. „თბილისი იყო ის ადგილი, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა და კვლავ შეძლება ასეთ ადგილად იქცეს როგორც ლიდერთა შეხვედრებისთვის, ისე განსხვავებული ფორმატებისთვის. საქართველო ამ მხრივ გეოგრაფიულადაც ძალიან მოსახერხებელია, აქ ჩამოსვლა მეზობელი ქვეყნებიდან სწრაფად და იოლად შეიძლება. საბოლოოდ, ლოგიკურია, რომ სამმა ქვეყანამ, რომელიც ერთ სივრცეში, სამხრეთ კავკასიაში მდებარეობს, სცადოს და იპოვოს თანამშრომლობის არეალები. მაგალითად, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის საკითხებში და სხვა. მე ძალიან დიდი პოტენციალს ვხედავ ახლაც და სამომავლოდაც“, - განუცხადა ტოივო კლაარმა საზოგადოებრივ მაუწყებელს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიწისძვრით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ ქაჰრამანმარაშში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქაჰრამანმარაში პროვინციაში იმყოფება, რომელიც დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ძლიერ დაზარალდა. მისი თქმით, თურქეთმა მთელი თავისი ინსტიტუტებითა და რესურსებით მიიღო ზომები სამხრეთ პროვინციებში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთში მიწისძვრის შედეგად, რომელიც ასევე იგრძნობოდა ახლომდებარე ქვეყნებში, მათ შორის სირიასა და ლიბანში, სულ მცირე 8,574 ადამიანი დაიღუპა და 49,133 დაშავდა. მანვე აღნიშნა, რომ სულ 6444 შენობა ჩამოინგრა. „ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენი მოქალაქეები თავშესაფრის გარეშე დარჩნენ“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ შვიდდღიანი გლოვაა გამოცხადებული.   

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6558 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6558 ლარი გახდა. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6558 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6459 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0099 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8537 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8364 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0173 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.  

იუსტიციის სამინისტროსთან "ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობა“ იუსტიციის სამინისტროსთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეების მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მიზნით გათავისუფლებაა. ამასთან, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.  შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის უწყვეტი ტალღა მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.  შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

გაერთიანებულმა სამეფომ კრემლის წარმომადგენლებს ახალი სანქციები დაუწესა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და კრემლის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა. ე.წ. შავ სიაში რვა ფიზიკური პირი, ერთი ფინანსურ ქსელთან დაკავშირებული და ექვსი სამხედრო კომპანიაა, რომლებიც რუსეთს დრონებით უზრუნველყოფენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ბადრი ესებუა დანაშაულს არ აღიარებს - ადვოკატი

 "საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის დაკავებული, ბადრი ესებუა დანაშაულს არ აღიარებს. "ბადრი ესებუა არ აღიარებს დანაშაულს, ამბობს, რომ საქართველოს ბანკთან არაფერი აკავშირებს", - განაცხადა ესებუას ადვოკატმა "მთავარ არხთან" საუბრისას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი - 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა დააკავა. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე 2020 წლიდან ძებნილი ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბ.ე. ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში მყოფი თავდამსხმელის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება და დაიწყო გადაუდებელი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე მიიმალა. დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქეების რიცხვი 3-მდე გაიზარდა. საგარეო უწყების ცნობით, გარდაცვლილი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირია და ოჯახის წევრების მხრიდან შესაბამისი პროცედურები ხორციელდება. „სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში ქ. ადიამანში მიწისძვრის შედეგად ქართველი ქალბატონის ი.ჭ. გარდაცვალების შესახებ. თურქეთში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს, რომელმაც დაადასტურა გარდაცვალების ფაქტი. მათივე ინფორმაციით გარდაცვლილი გახლავთ ორმაგი მოქალაქეობის მქონე და ოჯახის წევრების მხრიდან ხორციელდება შესაბამისი პროცედურები”, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს სირიასა და თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, სტიქიას თურქეთში საქართველოს 3 მოქალაქე შეეწირა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ გვაქვს თავისუფლება, მოგვეცით ფრთები, რომ დავიცვათ ის

„ჩვენ გვაქვს თავისუფლება, მოგვეცით ფრთები, რომ დავიცვათ ის, - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა თემთა პალატას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თემთა პალატის ხსენებული ფრაზით გაფორმებული ჩაფხუტი აჩუქა, რომელიც უმაღლესი კლასის უკრაინელ პილოტს ეკუთვნის. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. „თავისუფლება გაიმარჯვებს - ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი წააგებს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ის მადლობას უხდის რიში სუნაკს ტანკების მოწოდებისთვის, მაგრამ ასევე გამოყოფს ბორის ჯონსონს როლს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს იყო დიდი ბრიტანეთის პრემიერი.  „ბორის, თქვენ გააერთიანეთ სხვები, როდესაც ეს აბსოლუტურად შეუძლებელი ჩანდა“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტები საშუალებას მისცემს უკრაინას, განდევნოს მტერი თავისი ტერიტორიიდან. „ლონდონი კიევის გვერდით იდგა პირველივე დღიდან, პირველივე წამიდან. თქვენ გამოგვიწოდეთ დახმარების ხელი მაშინ, როდესაც მსოფლიომ ჯერ კიდევ არ იცოდა, რა რეაგირება უნდა ჰქონოდა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.

ზელენსკი მეფე ჩარლზს ხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში მოულოდნელი ვიზიტის ფარგლებში ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზს შეხვდა. ინორმაციას BBC ავრცელებს.  ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მონარქი ზელენსკის შეხვდა. უფრო ადრე ზელენსკიმ განუცხადა დეპუტატებს, რომ ყველა უკრაინელისგან გადასცემდა მადლიერებას მას მხარდაჭერისთვის ჯერ კიდე მაშინ, როდესაც ჩარლზი უელსის პრინცი იყო.  

თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა

„თბილისი თქვენ გვერდითაა!“,- თურქი ხალხისადმი მხარდაჭერისა და თანადგომის ნიშნად, თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა. ინფორმაცია და შესაბამისი ფოტო თბილისის მერიამ გაავრცელა. თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ქართველი მაშველებიც მონაწილეობენ, კვლავ გრძელდება.  

თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთათვის საქართველოს პარლამენტი ჰუმანიტარულ ტვირთს გაგზავნის

თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად, პარლამენტი საქველმოქმედო აქციას იწყებს“, - შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა. „ყველა დეპუტატს მოგიწოდებთ, რომ ჩაერთოთ ამ საქველმოქმედო აქციაში. მე უკვე მივმართე ხაზინადართა საბჭოს, რომ დეკემბერში არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო დეპუტატებისთვის დაქვითული თანხა ამ საქველმოქმედო აქციას მოხმარდეს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. საქართველოს პარლამენტში გაიხსნა სპეციალური საბანკო ანგარიში, რომელზეც დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები შეაგროვებენ დაზარალებულებისთვის ფინანსურ დახმარებას და მომზადდება შესაბამისი ჰუმანიტარული ტვირთი. დაზარალებულებისთვის აუცილებელი პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები თურქეთის რესპუბლიკაში უახლოეს მომავალში გაიგზავნება. თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ქართველი მაშველებიც მონაწილეობენ, კვლავ გრძელდება.  

სუნაკი ზელენსკის: დიდი ბრიტანეთი სამხედრო დახმარების მოწოდებას აჩქარებს და უკრაინელების წვრთნებს აფართოებს

დიდი ბრიტანეთი ყოველთვის უკრაინის გვერდით იდგება. შესაბამისი განცხადება პრემიერმა რიში სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. სუნაკი აღნიშნავს, რომ მისი მთავრობა აჩქარებს სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, რათა კიევს დახმარება მიეწოდოს კვირებში და არა თვეებში ან წლებში.  სუნაკი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთი გააფართოებს სასწავლო პროგრამას საზღვაო ქვეითებისთვის და გამანადგურებელი თვითმფრინავების პილოტებისთვისაც. მისი თქმით, უკრაინის წარმოუდგენელი ძალა და სიმამაცე საბოლოოდ დაამარცხებს ტირანიას. რიში სუნაკის თქმით, 10 000 ჯარისკაცი გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში სამხედრო წვრთნებისთვის და სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, ათობით სხვა სამხედრო ჩავიდა საწვრთნელად Challenger 2-ის ტიპის ტანკების სამართავად. პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის ჯარები უკვე ითვისებენ მართვას, რაც მას იმედს აძლევს, რომ ბრძოლის ველზე ვითარება შეიცვლება.   

რიში სუნაკის თქმით, Challenger-ის ტიპის ტანკები უკრაინაში, ბრძოლის ველზე მომდევნო კვირებში იქნებიან

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, Challenger-ის ტიპის ტანკები უკრაინაში, ბრძოლის ველზე მომდევნო კვირებში იქნებიან. პრემიერ-მინისტრი იმეორებს, რომ დიდი ბრიტანეთი ლიდერობს უკრაინისთვის აღჭურვილობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, იქნება ეს ჯავშანტექნიკა თუ საარტილერიო იარაღი. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს.  სუნაკს ზელენსკისთან ერთად მიმდინარე პრესკონფერნციაზე Sky News-ის ჟურნალისტმა ჰკითხა უკრაინისთვის უფრო მოწინავე იარაღის „მიწოდების შეფერხების“ შესახებ და დაინტერესდა, „რა აკავებს დასავლეთს“. „ჩვენ პირველად ვწვრთნით საბრძოლო თვითმფრინავებისთის. ეს არის ის, რისი გაკეთებაც გვსურს, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები NATO-ს აღჭურვილობაზე გაიწვრთნებიან“, - განაცხადა სუნაკმა.  სუნაკი ზელენსკის: დიდი ბრიტანეთი სამხედრო დახმარების მოწოდებას აჩქარებს და უკრაინელების წვრთნებს აფართოებს შეგახსენებთ, ზელენსკი პირველი ვიზიტით იმყოფება დიდ ბრიტანეთში მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი სირიასთან დამატებით ორი სასაზღვრო გასასვლელის გახსნას გეგმავს

თურქეთი სირიასთან დამატებით ორი სასაზღვრო გასასვლელის გახსნაზე მუშაობს, რომ სტიქიით დაზარალებულ მეზობელ ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა შესაძლებელი გახდეს. შესაბამისი განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა. ჟურნალისტებთან საუბრისას ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ ამ მხრივ სირთულეს იწვევს სირიის მხარეს სასაზღვრო პუნქტამდე მისასვლელი გზის დაზიანება. „არსებობს გარკვეული სირთულეები თურქეთისა და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარების [სირიაში მიღწევაში] კუთხით. ამ მიზეზით, მიმდინარეობს ძალისხმევა კიდევ ორი სასაზღვრო პუნქტის გასახსნელად“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. ბოლო ინფორმაციით, ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა თურქეთში 9 000-ს გადასცდა. სირიაში დაღუპულთა რაოდენობა კი, 3 000-ს აღწევს.  

სომხეთმა თურქეთში მაშველები გაგზავნა

სომხეთმა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ თურქეთსა და სირიაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში დასახმარებლად, 56 მაშველი გაგზავნა. ამის შესახებ ოთხშაბათს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. უწყების ცნობით, მაშველებიდან 27 თურქეთშია გაგზავნილი, 29 კი, სირიაში. ამასთან, სომხური მედიის ცნობით, მიწისძვრით დაზარალებულ სირიაში, ერევანი 30 ტონაზე მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნის. თურქეთში, სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფი უკვე ჩავიდა და სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო. სამშაბათს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას, თურქ ხალხს სამძიმარი და მხარდაჭერა გამოუცხადა.  ბოლო ინფორმაციით, ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა თურქეთში 9 000-ს გადასცდა. სირიაში დაღუპულთა რაოდენობა კი, 3 000-ს აღწევს.  

ვოლოდიმირ ზელენსკი მაკრონთან და შოლცთან შესახვედრად პარიზში ჩავიდა

ფრანგული ტელეარხის, BFM TV-ის ცნობით, ბრიტანეთში ერთი დღის გატარების შემდეგ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 8 თებერვალს, პარიზში ჩავიდა. ზელენსკი საფრანგეთის დედაქალაქში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება. 9 თებერვალს ზელენსკი ბრიუსელსაც ეწვევა. ეს ზელენსკის მესამე საგარეო ვიზიტია 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. მანამდე, 8 თებერვალს ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ეწვია ლონდონს, სადაც შეხვდა პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს, ასევე მეფე ჩარლზ III-ს. ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ზელენსკი თვითმფრინავების გადაცემის მოწოდებით გამოვიდა. შეგახსენებთ, უფრო ადრე, 2022 წლის დეკემბერში, ზელენსკი აშშ-ის სტუმრობდა.  

საქართველოს ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ეწვევა

ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი გორდან გრილიჩ რადმანი საქართველოს ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, ხორვატიის პირველი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებთან, მათ შორის გაიმართება შეხვედრა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან. ამასთან, ხორვატიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდება ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება და საგარეო უწყებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი დიპლომატიური ტრენინგების შესახებ. გორდან გრილიჩ რადმანის საქართველოში ვიზიტი 11 თებერვალს დასრულდება.  

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში 12 391 ადამიანია დაღუპული

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 15 000-ს გადააჭარბა. აქედან მხოლოდ თურქეთში დაღუპულია 12 391 ადამიანი. დაშავებულია 63 000-მდე პირი. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა ორივე ქვეყანაში კიდევ გაიზრდება და შესაძლოა გაორმაგდეს, რადგან ასობით ჩამონგრეული შენობიდან ადამიანების ნაწილის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.