ძებნის რეზულტატი:
გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის 178-მდე leopard 1-ის ტიპის ტანკის მიწოდება დაამტკიცა
გერმანიის მთავრობამ ქვეყნის თავდაცვის კომპანიებს უკრაინაში 178-მდე ტანკის (Leopard 1A5) ექსპორტის უფლება მისცა. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს, 7 თებერვალს გავრცელებულ პრესრელიზში განაცხადა. მისივე თანახმად, მარაგების დაფინანსება და ტანკების შეკეთება, ისევე როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნა, ევროპულ პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო კოორდინაციით მიმდინარეობს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 7 თებერვალს კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინა ევროპის ქვეყნების ჯგუფიდან მიიღებს 100-ზე მეტ ძველ საბრძოლო ტანკს (Leopard 1A5). მისი თქმით, სულ მცირე სამი ბატალიონი Leopard 1A5-ს ტიპის ტანკებით უნდა იყოს აღჭურვილი „2024 წლის პირველი ან მეორე კვარტლისთვის“. გერმანიის მთავრობამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 14 თანამედროვე Leopard 2-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება 25 იანვარს მიიღო.
თურქეთში სტიქიით დაზარალებულებისთვის საელჩო თბილისში ნივთებს შეაგროვებს
თურქეთში 2023 წლის 6 თებერვალს კაჰრამანმარაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად, საელჩოს კოორდინაციით მოხდება საჭირო ნივთების შეგროვება და მათი თურქეთში ტრანსპორტირება. შესაბამის ინფორმაციას საქართველოში თურქეთის საელჩო Facebook-ზე ავრცელებს. დიპლომატიური წარმომადგენლობა მოთხოვნადი ნივთების ჩამონათვალს ავრცელებს და წერს, რომ მოხარული იქნება, თუ შემოწირული ნივთები იქნება ახალი, ზამთრის პირობებისთვის შესაფერისი, ღია პაკეტში მოთავსებული.- ქურთუკი-პალტო- საწვიმარი-ჯამპერი- ხელთათმანი- შარფი - კაშნე- ბერეტი- წინდა- საბანი- საძილე ტომარა- საკვები ამანათი (მშრალი და დაკონსერვებული საკვები)- ბავშვთა კვება- ბავშვის საფენები- დასუფთავებისა და ჰიგიენის საშუალებები- ქალის ჰიგიენური პაკეტები საელჩოს ცნობით, მსურველებს შეუძლიათ, დახმარება მიიტანონ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, 2023 წლის 10 თებერვალს, პარასკევს დღის ბოლომდე. 1- თურქეთის საელჩოი. ჭავჭავაძის პრ. 35, თბილისიEmbassy.tbilisi@mfa.gov.trბელიზ თურფჩუ: 511 130 198ბორან ჯან ქოჩბოღანი: 599 033 560 2- GÜRTİAD თავისუფლების მოედანი #4, თბილისიgurtiad@gurtiad.geმერთ იუმუშაქერი: 577 562 000 3- MÜSİADი. ჭავჭავაძის პრ. #37Musiadtbilisi@hotmail.comხათუნა: 557 505 946 4- შპს იონფაში ჯორჯია, საწყობილიბანის 4/გ, ავჭალა, თბილისიისა ალთუნი: 577 562 007 თურქეთსა და მის მეზობელ სირიაში მიწისძვრის შედეგად 5000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის საქართველოს ორი მოქალაქე.
გაერო თურქეთსა და სირიას $25 მილიონის ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს
გაერომ თურქეთისა და სირიისთვის 25 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება დააანონსა. გაეროს სპიკერმა სტეფან დუჟარიკმა მედიას განუცხადა, რომ ეს დახმარება გადაუდებელ საჭიროებებს დააკმაყოფილებს. მისი თქმით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ 10 პროვინციაში მცხოვრები 15 მილიონი ადამიანიდან, 1,7 მილიონზე მეტს სირიელი ლტოლვილები შეადგენენ. კატასტროფების ეროვნული სააგენტოს ცნობით, თურქეთში ორშაბათს, კაჰრამანმარას ცენტრში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5434-მდე გაიზარდა, 31000-ზე მეტი კი, დაშავდა. თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში, ჯამში დაიღუპა 7200-ზე მეტი ადამიანი, მაგრამ ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება, კვლავ გაიზარდოს.
თურქეთში მაშველებმა მცირეწლოვნები ნანგრევებიდან ამოიყვანეს
თურქეთში 7-სართულიანი შენობის ნანგრევებიდან 6 წლის ბიჭი გამოიყვანეს. დედის პოვნის მიზნით, სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. თურქული სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ეიმენი ჰატაიში, 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების შედეგად დაზარალებული 10 პროვინციიდან ერთ-ერთში, სტამბოლის ბაჰჩელიევერის მუნიციპალიტეტის გუნდებმა გადაარჩინეს. გადარჩენილთა შორისაა 35 წლის ფილიზ აბარი, რომელიც გაზიანთეპში, ერთ-ერთ პროვინციაში, ექვსსართულიანი შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ეს პროვინცია მძიმედ დაზარალდა 7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრების შედეგად. ქალმა ნანგრევებში 34 საათი გაატარა. 33 საათი ეძებდნენ 4 წლის გოგონას, რომელიც ნანგრევებიდან ასევე ცოცხალი ამოიყვანეს. გულ ინალი ჰათაის პროვინციაში, სამსართულიანი შენობის პირველ სართულის ნანგრევებში იპოვეს. სამხრეთ თურქეთში მიწისძვრიდან 33 საათის შემდეგ, მაშველებმა დედა და მისი ორი ქალიშვილი ასევე ცოცხლად ამოიყვანეს შენობის ნანგრევებიდან. სამაშველო ოპერაცია ჰაითის პროვინციაში ჩატარდა. სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაყვანისას ერთ-ერთ ქალიშვილს გული გაუჩერდა, მაგრამ სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მისი გადარჩენა შეძლო. ბოლო ინფორმაციით, კაჰრამანმარაშში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4544-მდე გაიზარდა, ათასობით დაშავდა. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული, ბადრი ესებუა დააკავეს
ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული, ბადრი ესებუა რამდენიმე საათის წინ დააკავეს. ესებუას დაკავების ამსახველი კადრები მედიაში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულის დაკავება მაშინ მოხდა, როცა ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას ცდილობდა. როგორ ცნობილია, ესებუა ქუთაისში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე აიყვანა და 500 ათას აშშ დოლარის აღების შემდეგ გაქცევა მოახერხა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ბადრი ესებუას დაკავების ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნებია ამოღებული - შსს
ბადრი ესებუას დაკავების ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნებია ამოღებული, - შინაგან საქმეთა სამინისტრო "საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირის ბადრი ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული, ბადრი ესებუა დააკავეს „შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი - 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა დააკავა. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე 2020 წლიდან ძებნილი ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბ.ე. ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში მყოფი თავდამსხმელის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება და დაიწყო გადაუდებელი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე მიიმალა. დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა თურქეთში ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს - შსს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამაშველო ღონისძიების დროს ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. შსს-ს ცნობით, სამაშველო ღონისძიებაში ქართველი მაშველები ქალაქ ადიამანში მთელი ღამის გამავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მონაწილეობდნენ. ადგილზე მოწყობილია საველე ბანაკი და ქართველი მეხანძრე-მაშველებიადიამანის გუბერნიაში მოქმედ ოპერატიული მართვის ცენტრთან მჭიდრო კოორდინაციაში არიან. „60 მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაემგზავრა. ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქალაქ ადიამანში, საქართველოდან დამატებით 40 მეხანძრე-მაშველის გაგზავნის შესახებ, რომლებიც უახლოეს პერიოდში შეუერთდებიან მეხანძრე-მაშველთა ძირითად ჯგუფს. ქართველი მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით. სამაშველო ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, ასევე, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით. ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობას პირადად უწევს კოორდინაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. თურქეთსა და მის მეზობელ სირიაში მიწისძვრის შედეგად 5000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის საქართველოს ორი მოქალაქე.
ესებუას დაკავება გამაფრთხილებელი სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც - ბრეგაძე
ესებუას დაკავება გამაფრთხილებელი სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც , - „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას დაკავებას იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე გამოეხმაურა. ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული, ბადრი ესებუა დააკავეს „ვულოცავ ყველა პოლიციელს, ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, რთული ოპერაციის წარმატებით დასრულებას. ესებუას დაკავება არამხოლოდ სამართლიანობის აღდგენა, არამედ ასევე გამაფრთხილებელი სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც“, - წერს ბრეგაძე. „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა ზუგდიდში, სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე აიყვანა და 500 ათას აშშ დოლარის აღების შემდეგ გაქცევა მოახერხა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 7 800-ს გადააჭარბა
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 7 800-ს გადააჭარბა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. თურქეთში მაშველებმა მცირეწლოვნები ნანგრევებიდან ამოიყვანეს თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქთაის განცხადებით, ნანგრევებიდან, ამ დრომდე, 8 000-ზე მეტი ცოცხალი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. ბოლო მონაცემებით, სირიაში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლი 1 932-მდე გაიზარდა. სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე 812 ადამიანი დაიღუპა, ამბოხებული ოპოზიციის მიერ კონტროლირებულ სირიის ჩრდილო-დასავლეთში კი – 1 120. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
სოფელ ჯიხაშკარში სახლში, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
სოფელ ჯიხაშკარში, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს, სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ. ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული, ბადრი ესებუა დააკავეს გავრცელებული ინფორმაციით, ესებუა ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე აიყვანა და 500 ათას აშშ დოლარის აღების შემდეგ გაქცევა მოახერხა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
იმედგაცრუებული ვართ, რომ ევროპული მედიაც მონოპოლიზირებული აღმოჩნდა - იურიდიული ფირმა MKD Law
საზოგადოების სამსჯავროზე როდესაც გამოგვქონდა გაუგონარი დარღვევები „კრედიტ სუის“-ის მხრიდან, მედიას დისკომფორტი არ ჰქონდა, როცა საქმე შეეხო ბანკის მენეჯმენტს, ფაქტობრივად, საკითხი ცენზურას დაექვემდებარა, - იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუის“-თან დავის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილია ბატონ ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“ შორის მიმდინარე გლობალური დავის შესახებ. ერთ-ერთი წამყვანი წყარო, ძირითადი საშუალება, რომლის გამოყენებითაც არის უზრუნველყოფილი სწორედ საზოგადოების ინფორმირებულობა, არის ბეჭდური მედია და ინტერნეტგამოცემები. მართლაც, წლების განმავლობაში წარმოებული სასამართლო დავების პარალელურად, ბატონი ივანიშვილისა და მისი წარმომადგენლების მიერ მუდმივად ხორციელდებოდა კომუნიკაცია მკითხველთან, საკითხით დაინტერესებულ პირებთან და საზოგადოებასთან როგორც უშუალოდ შვეიცარიული, ისე ევროპული და, ზოგადად, საერთაშორისო მედიის საშუალებით. ცხადია, ყოველივე ატარებს გარკვეულ ორგანიზებულ ფორმას, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობაში მხარდაჭრის კუთხით მომსახურებას წლების განმავლობაში სწევდა ინგლისური ფირმა „მეტიგენი“ (Metigen). სწორედ აღნიშნული ფირმის ჩართულობით, წლების განმავლობაში არაერთი სტატია და წერილი გავრცელდა სხვადასხვა მედიასაშუალებაში, რაც დამატებით გადაიბეჭდა ათობით გამომცემლობაში, მათ შორის, მსოფლიოს წამყვან პრესაში (Wall Street Journal, Bloomberg, Reuters და სხვა). აღნიშნული სტატიები და წერილები საუბრობდა „კრედიტ სუისს“-თან მიმდინარე დავებზე, მათ შედეგებზე, ბანკში ჩადენილ დანაშაულზე, ბანკის მხრიდან დარღვევებზე“, – ნათქვამია განცხადებაში. როგორც იურიდიულ ფირმაში აცხადებენ, სულ ახლახან, 2023 წლის 25 იანვარს გამოქვეყნდა სტატია, რომელიც „კრედიტ სუისს“-ის უმძიმეს კრიტიკას შეიცავდა. „ამგვარი პუბლიკაციების გამოქვეყნება შეფერხებების გარეშე ხორციელდებოდა. თუმცა, მკითხველი გაიხსენებს გამონაკლისსაც, როდესაც 2022 წლის 18 ივლისს საზოგადოებას ვაცნობეთ იმ ინფორმაციის შესახებ, რომლის გამოქვეყნებაზეც შვეიცარიულმა მედიამ უარი განაცხადა (მართალია, ამ შემთხვევაში ფირმა Metigen არ იყო ჩართული საკითხში). შეგახსენებთ, რომ გამოუქვეყნებელი ინფორმაცია შეეხებოდა არა ზოგადად „კრედიტ სუისს“-ის, არამედ უშუალოდ და კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტის მხრიდან უხეშ დარღვევებს და ბანკის ინტერესების საწინააღმდეგო განზრახ მოქმედებებს. 2022 წლის 18 ივლისის წერილში ვაცხადებდით. „შვეიცარიული მედია ჩვენი ჩართულობითაც და თავადაც, ჩვენგან დამოუკიდებლად, ყოველთვის უყოყმანოდ აქვეყნებდა კრიტიკულ, ნეგატიური შინაარსის შემცველ სტატიებს შესაბამის ბანკთან დაკავშირებით.მოცემულობა შეიცვალა, როდესაც საუბარი შეეხო ბანკის მენეჯმენტის მიერ თვით-დაზიანების რეჟიმში ყოფნასა და ჩვენ მიერ გამოთქმულ ეჭვს – ხომ არ იყო ბანკის მოქმედებებში სხვა საფუძველი ან რაიმე ინტერესი. აქედან გამომდინარე, წარმოიშვება ლოგიკური დასკვნა, რომ ათზე მეტი გამომცემლობის, ტელევიზიისა და რადიოს მიერ უნისონში გამოთქმული ზრდილობიანი უარის მიღმა შეიძლება სხვა საფუძველი არსებობდეს, რაც მორიგი სამწუხარო, იმედგამაცრუებელი სიგნალი იქნებოდა შვეიცარიიდან“. მაშინ ჩვენ იძულებული გავხდით პირადი წერილებით მიგვემართა შვეიცარიელი პოლიტიკოსებისთვის და მათი ყურადღება მიგვეპყრო იმ საკითხებზე, რაზეც შვეიცარიულმა მედიამ საუბრის საშუალება არ მოგვცა. დღეის მოცემულობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მორიგი სამწუხარო სიგნალი ამჯერად უკვე შვეიცარიის გარეთ, ევროპული/ბრიტანული მედიიდან მივიღეთ, რომლებიც ყველანაირი შეფერხების გარეშე აქვეყნებდნენ სტატიებს, როდესაც შინაარსი „კრედიტ სუისს“-ის მძიმე კრიტიკას შეეხებოდა, ხოლო როდესაც საქმე მიდგა ინფორმაციაზე კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტის მხრიდან ბანკისა და შეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციის შეგნებულ, განზრახ დანგრევაზე, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: ჯერ იყო და ჩვენ მიერ მიწოდებული წერილიდან სრულად იყო ამოღებული ის მესიჯები, რომლებიც ეხებოდა კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტს, ხოლო მომდევნო კომუნიკაციის შედეგად, მედიამ გადაასხვაფერა, გააფერმკრთალა ყველა აქცენტი, რომელიც ისევ იმავეს, „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის კრიტიკას შეეხებოდა. შესაბამისად, მაშინ, როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებდით საბანკო გიგანტს და საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვქონდა გაუგონარი დარღვევები „კრედიტ სუისს“-ის მხრიდან, მაშინ მედიას არანაირი დისკომფორტი და წუხილი არ ჰქონდა, ხოლო როდესაც საქმე შეეხო პირთა ვიწრო წრეს, ანუ, ბანკის მენეჯმენტს, ჩვენთვის მედიის კარი დახურული აღმოჩნდა: ფაქტობრივად, საკითხი ცენზურას დაექვემდებარა“, – ნათქვამია განცხადებაში. ასევე, იურიდიულ ფირმაში განაცხადეს, რომ მათთვის მიუღებელი იყო და არის ინფორმაციის გადასხვაფერებული, დაშტრიხული თუ შეკვეცილი სახით გამოქვეყნება. „ჩვენთვის, ცხადია, მიუღებელი იყო და არის ინფორმაციის გადასხვაფერებული, დაშტრიხული თუ შეკვეცილი სახით გამოქვეყნება, ამიტომ ჩვენი მხრიდან საერთოდ უარი ითქვა პუბლიკაციაზე. საგულისხმოა, რომ ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იყო ჰაერიდან მოტანილი და იგი ეფუძნებოდა ფაქტებსა და შვეიცარიული საბანკო მარეგულირებლის ანგარიშებს. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, უარის მთქმელ მედია საშუალებებს მარტივად შეეძლოთ გადაემოწმებინათ ინფორმაცია, თუნდაც ბანკთან. აღნიშნულის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ ინფორმაციის საწყისი სახით გამოქვეყნებაზე უარი, რაც მხოლოდ გაოცებას და იმედგაცრუებას იწვევს. მართლაც იმედგამაცრუებელია ის, რომ ევროპული მედიაც მონოპოლიზირებული აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ბატონ ივანიშვილს განზრახული აქვს კვლავაც მისცეს შანსი შესაბამის მედია საშუალებებს, რათა გამოაქვეყნონ მომდევნო ინფორმაცია და წერილები, რომლთა გასაჯაროვება უკვე არის დაგეგმილი, მხოლოდ იმ დათქმით, თუკი იგივე მედია საშუალებები ამ დრომდე დაბლოკილ ინფორმაციასაც გამოაქვეყნებენ არარედაქტირებულ ფორმატში“, – ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, იურიდიული ფირმა ავრცელებს იმ ტექსტს, რომელიც მათი თქმით, მედიამ დაბლოკა და ფაქტობრივად, ცენზურას დაუქვემდებარა. როგორ მიზანმიმართულად ანგრევს „კრედიტ სუისს-ის“ მენეჯმენტი წლების განმავლობაში თავისივე ბანკისა და ნაქები შვეიცარიული საბანკო სისტემის იმიჯს საერთაშორისო მკითხველისთვის უკვე კარგად არის ცნობილი იმ გლობალური დავის შესახებ, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული საბანკო გიგანტის – ერთ დროს უმწიკვლო რეპუტაციის მქონე „კრედიტ სუისს“-ის წინააღმდეგ აწარმოებს. უცნაური და საგულისხმოა, რომ სწორედ ნაქებ შვეიცარიულ საბანკო სისტემაში გათამაშდა იმ მძიმე დანაშაულის ქრონიკა, რომელმაც მასზე თვალდახუჭულად მინდობილ კლიენტს მილიარდიანი ზარალი მიაყენა. უწინ, ალბათ, ვიფიქრებდით, რომ არათუ „კრედიტ სუისს“-ი, არამედ ნებისმიერი შვეიცარიული, თუ, ზოგადად, ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის თავმოყვარე ბანკი და მისი მენეჯმენტი პირველი რასაც ასეთ სიტუაციაში შეეცდებოდა, კლიენტისთვის მობოდიშება და მისი ზიანის ანაზღაურებაზე ზრუნვა იქნებოდა. თუკი თქვენც ასე ფიქრობდით, მაშინ თქვენთვის დიდი იმედგაცრუება იქნება იმის გაგება, რომ კლიენტს არც ბოდიში მიუღია, არც ანაზღაურება, არც სათანადო მოპყრობა, არც შვეიცარიული მართლმსაჯულების სისტემის მხარდაჭერა და არც შვეიცარიული საბანკო მარეგულირებლის რაიმე გადამჭრელი მოქმედება. ყველაფერი ზედმიწევნით ამის საწინააღმდეგოდ მოხდა. სწორედ ამის შედეგია, რომ ბატონი ივანიშვილი უკვე 7 წელია (2016 წლიდან) სხვადასხვა დროს აწარმოებდა და აწარმოებს სასამართლო დავებს ახალ ზელანდიაში, სინგაპურში, ბერმუდაზე, გერნსის კუნძულებზე (დავა საბანკო ტრასტის გაუქმებასა და თანხის გადარიცხვაზე ბენეფიციარისთვის) და უშუალოდ შვეიცარიაშიც – ანუ ყველა იმ იურისდიქციაში, სადაც „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტმა შეგნებულად განფინა და მიმოფანტა კლიენტის მიერ განთავსებული თანხები. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბერმუდას სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ბანკის სადაზღვევო შვილობილ კომპანიას 607 მილიონი აშშ დოლარი დააკისრა, ხოლო სინგაპურის სასამართლოს პირველი ინსტანცია, სადაც მოთხოვნა 800 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, დასასრულისკენ მიდის და მოსარჩელეს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს. იმისთვის, რომ სტატიაში მოცემული გარემოებები უკეთ იყოს აღქმადი, მკითხველს მოკლე ექსკურსს შევთავაზებთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა გარემოებები უძღოდა წინ ხსენებულ დავებს, რაც მკაფიოდ მიგვანიშნებს, რომ არათუ ახლა, არამედ უკვე მრავალი წელია „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი შეგნებულად ანგრევს თავისივე ბანკის იმიჯს, რასაც ეწირება მთელი შვეიცარიული საბანკო სისტემის და, გნებავთ, სახელმწიფოს რეპუტაციაც – სახელმწიფოსი, რომლის სავიზიტო ბარათი უკვე საუკუნეებია არის დაცული და შეუვალი საბანკო სისტემა – სამოთხე ყველა დეპოზიტარისთვის თუ ინვესტორისთვის. სწორედ შვეიცარიული საბანკო სისტემის ამგვარმა რეპუტაციამ გადააწყვეტინა ბატონ ივანიშვილს 2000-იანების გარიჟრაჟზე, რომ თავისი აქტივების დომინანტური ნაწილი „კრედიტ სუისს“-ში განეთავსებინა. თითქოსდა სად, თუ არა შვეიცარიაში იგრძნობდა თავის ქონებასა და სამკვიდროს დაცულად ნებისმიერი მსხვილი ბიზნესმენი. სწორედ ამ იმიჯით გამყარებული ზურგით წარსდგა მაშინ ბატონი ივანიშვილის წინაშე ბანკის წარმომადგენელი და შესთავაზა თავისი მარწმუნებელი ბანკი, „კრედიტ სუისს“-ი, როგორც უალტერნატივო არჩევანი. მაშინ ბანკმა კლიენტს თანხის განთავსების სხვადასხვა მეთოდები შეურჩია, რადგან მათივე რეკომენდაციითა და გადაწყვეტილებით, ამგვარად კლიენტის აქტივები ყველაზე უკეთ იქნებოდა დაცული. სწორედ ბანკის მიერ დაქსელილ სქემებში, სატრასტო სტრუქტურებსა და სიცოცხლის დაზღვევის პოლისებში უწევს კლიენტსა და მის იურისტებს გარკვევა და თავის დახსნა აწ უკვე 7 წელია. თუმცა, ქსელები ისე მჭიდროდ და რთულად არის აწყობილი, რომ, როგორ ჩანს, კლიენტი მასში რომ აღმოჩნდება, თავის დაღწევა რთული, ხოლო ზოგჯერ – პრაქტიკულად შეუძლებელი ყოფილა. ბანკის მენეჯმენტის მხრიდან ყოფილი კლიენტის წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებები წარმოუდგენელ ხარისხს აღწევს. თუნდაც მარტო ის რად ღირს, რომ „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი არათუ მათთან არსებულ თანხას, არამედ კლიენტის მიერ დავების დაწყების შემდეგ სხვა შვეიცარიულ ბანკში გადატანილ, თუმცა „კრედიტ სუისს“-ის ტრასტის მართვის ქვეშ დარჩენილ აქტივებსაც კი არ ატანს მას. აღნიშნულ საკითხზე მკითხველს ცალკე ვრცლად ეცნობება. "კლიენტისთვის ბანკში მის წინააღმდეგ მომხდარი დანაშაულების შესახებ 2015 წელს გახდა ცნობილი, როდესაც მან საკუთარი აქტივების განკარგვა განიზრახა, თუმცა ანგარიშებზე საკმარისი თანხა არ აღმოჩნდა. მანამდე მან თავის ანგარიშებზე კოლოსალური დანაკლისების შესახებ არ იცოდა და ვერც ეცოდინებოდა, რადგან ბანკის მენეჯმენტი მას 2008 წლიდან მოყოლებული გაყალბებულ რაპორტებს აწვდიდა, სადაც უკვე არარსებული ციფრები იყო „დახატული“. საგულისხმოა, რომ ამას ერთი პირი ვერ გააკეთებდა, რადგან კლიენტისთვის მიმდინარე ინფორმაციის გასაცნობად და სამომავლო გეგმების შესახებ ზოგადი მონახაზის გასაკეთებლად საქართველოში ბანკის მენეჯმენტის რამდენიმე წარმომადგენელი ჩადიოდა ხოლმე. სწორედ მაშინ, 2015 წელს, კლიენტის აქტიური მოქმედების შედეგად დადგინდა, რომ მხოლოდ პირდაპირი ზიანი მილიარდ აშშ დოლარამდე იყო. თუმცა აქ საინტერესო და ხაზგასასმელი ის არის, რომ ბატონი ივანიშვილი პირველი არ იყო, ვინც ბანკის წიაღში მიმდინარე დარღვევის შესახებ შეიტყო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ამ ყველაფრის შესახებ ბანკის მენეჯმენტმა დიდი ხნით ადრე და დეტალურად უწყოდა. ახლა იმის შესახებ, თუ საიდან ფლობს კლიენტი ამ ინფორმაციას: მას შემდეგ, რაც 2015 წელს ბანკის მენეჯმენტი იძულებული გახდა თვალი გაესწორებინა დანაშაულისთვის და დასწრებაზე, მოჩვენებითი პროაქტიულობით მიემართა პროკურატურისთვის, „კრედიტ სუისს“-ის საქმიანობის შესწავლა დაიწყო შვეიცარიულმა საბანკო მარეგულირებელმა FINMA-მ. FINMA-ს ანგარიში ვრცელი, დაახლოებით, 300-გვერდიანი დოკუმენტია და იგი, დიდწილად, სწორედ ბატონი ივანიშვილის მიმართ ჩადენილ დარღვევებს ეხება. მოცულობის გამო, ცხადია, აქ არ შევუდგებით ანგარიშის დეტალურ აღწერას, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით იმას, რომ ანგარიშის მიხედვით: ბატონი ივანიშვილის ანგარიშებზე მასირებული და დანაშაულებრივი შეტევა 2008 წლიდან დაიწყო. ამ დროიდან ხდებოდა მისი ხელმოწერების გაყალბება, არაავტორიზებული გადარიცხვები, ყოველგვარ ფინანსურ და ეკონომიკურ ლოგიკას მოკლებული და პირდაპირ კანონსაწინააღმდეგო ინვესტიციები (მათ შორის, საუბარია დასაშვები აქციათა შესყიდვის ლიმიტების რამდენჯერმე გადაჭარბებაზე და სხვა). ამ ყველაფრის შესახებ ბანკის აუდიტის სისტემას განგაშის ზარი ჰქონდა ატეხილი და მხოლოდ ერთი ტიპის დარღვევაზე 135 შეტყობინება (ე.წ. „წითელი დროშა“) გაუგზავნა ბანკის მენეჯმენტს. იმის ნაცვლად, რომ ამ დანაშაულთა უშუალო განმახორციელებელი, ბანკის მიერ დღეს „მარტოხელა მგლად“ შერაცხული პატრის ლესკადონი დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ ბანკიდან, ჩაეტარებინათ მისი სამუშაოს რევიზია და მიემართათ პროკურატურისთვის, ამის ნაცვლად წარმოდგენაც კი გაგიჭირდებათ, თუ რას აკეთებდა ბანკის მენეჯმენტი: პატრის ლესკადრონი დაწინაურდა და იღებდა კოლოსალურ ბონუსებს. ეს FINMA-ს ანგარიშით დადასტურებული ფაქტების კონსტანტაციაა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ბანკის მენეჯმენტი წლების განმავლობაში ყველა ღონეს მიმართავდა შვეიცარიის პროკურატურასა და სასამართლოში, რომ FINMA-ს ანგარიში დახურულ დოკუმენტად დარჩენილიყო და მისი გაცნობის უფლება საზოგადოებას არ მისცემოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ანგარიში „კრედიტ სუისს“-ის მიერ დაზარალებულთა ვებგვერდზე დაიდო, „კრედიტ სუისს“-მა ლონდონის სასამართლოს მიმართა ანგარიშის შესაძლო გამსაჯაროვებელთა წინააღმდეგ. ბანკის მენეჯმენტმა, რომელიც ყველა ეტაპზე ბანკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, ისიც კი ვერ ან არ მოისაზრა, რომ ბანკის მოქმედებათა შესახებ ინფორმაციის შემცველი ანგარიშის გააფთრებული დაცვა საზოგადოებისგან, წაუკითხავადაც კი პირდაპირი დასტური იყო იმისა, თუ რა გაუგონარი დარღვევები ტრიალებდა ბანკში. ყველაფერს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, მივყავართ მარტივ და ცხად ანალიზამდე: ბანკის მენეჯმენტმა სულ მცირე 2010 წლიდან იცოდა დარღვევების შესახებ. შესაბამისად, ბანკის მენეჯმენტმა იცოდა იმის შესახებაც, რომ კლიენტის ანგარიშზე თანხების კოლოსალური დანაკლისი იყო. ბანკის მენეჯმენტმა იცოდა, რომ ეს დანაკლისი თავისით ვერ შეივსებოდა. ამის პარალელურად, მენეჯმენტი არათუ ქმედებებისა და შედეგების აღკვეთით არ დაკავებულა, არამედ პრემიებით ახალისებდა დანაშაულის უშუალოდ ჩამდენს და ამით უზრუნველყოდა დანაშაულის წახალისებას. შესაბამისად, მენეჯმენტმა იცოდა ისიც, რომ კლიენტი ადრე თუ გვიან გაიგებდა რეალური მდგომარეობის შესახებ. ამგვარი დანაკარგი დამუდამოდ დაფარული ვერ დარჩებოდა. დიდი განსჯა არ სჭირდება იმას, რომ მენეჯმენტმა იცოდა, რომ ბატონი ივანიშვილი თავისი უფლებების სასამართლოს გზით დაცვას შეეცდებოდა და იმის შესახებაც, რომ ამგვარი გლობალური მასშტაბის დავა უშუალოდ „კრედიტ სუისს“-ისა და მთლიანი შვეიცარიული საბანკო სისტემისთვის უდიდესი რეპუტაციული ზიანის მომტანი იქნებოდა. გარემოებები და ლოგიკა მიუთითებს, რომ ეს ყველაფერი გეგმაზომიერი პროცესი იყო, რომელსაც ორი დაზარალებული ჰყავს: პირველი, ცხადია, უშუალოდ კლიენტი, რომელსაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა, ბანკის მენეჯმენტის მცდელობებით დღესაც შეზღუდული აქვს წვდომა თავისი ფინანსური რესურსის მნიშვნელოვან ნაწილზე და უკვე ერთი წელია ექვემდებარება პირდაპირ პოლიტიკურ შანტაჟს. მაგრამ, მეორე და, შეიძლება მთავარიც, თავად „კრედიტ სუისს“-ი, რომლის რეპუტაციაც დღეს ნულს ქვემოთ არის დაცემული. ეს მაშინ, როდესაც ბანკი და საბანკო სისტემა სხვა არაფერია, თუ არა იმიჯი და ათწლეულების განმავლობაში გამომუავებული ნდობა ბიზნესის, დაპოზიტარებისა და ინვესტორების მხრიდან. სწორედ აქედან ჩანს, რომ ბანკის მენეჯმენტი მოქმედებდა და მოქმედებს თავად „კრედიტ სუისს“-ის და საბანკო სისტემის ინტერესების წინააღმდეგ, მისი დაზიანების პირდაპირი განზრახვით. ყველაზე უცნაური აქ ის არის, რომ 2010 წლიდან მოყოლებული, ბანკის მენეჯმენტი რამდენჯერმე შეიცვალა არსებითად და ძირფესვიანად, მაგრამ ამ ფონზე ბანკის ხელწერა უცვლელი და სტაბილური იყო და არის. მიდიოდა და მიდის შეგნებულად ბანკის დაზიანება. დღესაც ბანკის მიმდინარე მენეჯმენტის მიერ ხორციელდება არაერთი ენით აღუწერელი და აუხსნელი ქმედება, რომელსაც, ერთი მხრივ, ბანკისთვის არანაირი ფინანსური ან სხვა ტიპის სარგებელი არ მოაქვს, ხოლო, მეორე მხრივ, რომელიც სამართლებრივი და საიმიჯო (პიარული) კუთხით უდიდესი და განგრძობადი დარტყმის ქვეშ ამყოფებს ბანკს. მიმდინარე დავების კვალდაკვალ, ბანკის მენეჯმენტის მიერ განხორციელებული სწორედ ამ აუხსნელი მოქმედებებისა და მოვლენების შესახებ აქვს განზრახული ბატონ ივანიშვილს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, რასაც ეტაპობრივად განახორციელებს კიდეც", - ნათქვამია განცხადებაში.
თურქეთში, ნანგრევებში მოყოლილი საქართველოს ორი მოქალაქე ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ - ელჩი
თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა, რომ საქართველოს ორი მოქალაქე, რომელიც მოყოლილია ნანგრევებში, ჯერჯერობით ვერ იპოვეს. თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 7 800-ს გადააჭარბა მისივე თქმით, გუშინ ღამის განმავლობაში ნანგრევებში საქართველოს 6 მოქალაქის ძებნა მიმდინარეობდა, რომელთაგან 4 ამოიყვანეს და ისინი თავს კარგად გრძნობენ. „გუშინ მთელი დღის განმავლობაში შემოდიოდა ზარები. ვიპოვეთ ჩვენი რამდენიმე მოქალაქე. ღამისთვის, პრაქტიკულად, 6 მოქალაქის ძიების პროცესი მიმდინარეობდა. საბედნიეროდ, 4 ვიპოვეთ. ისინი გადაყვანილები არიან დაცულ სივრცეში, ჯანმრთელად, კარგად არიან. ჩვენი 2 მოქალაქე, რომელიც მოყოლილია ნანგრევებში, ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ. სამუშაოები გრძელდება“, - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ. თურქეთში მაშველებმა მცირეწლოვნები ნანგრევებიდან ამოიყვანეს თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქთაის განცხადებით, ნანგრევებიდან, ამ დრომდე, 8 000-ზე მეტი ცოცხალი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ტაქსის მძღოლებმა, ვისაც კიდევ არ აუღია A კატეგორიის ნებართვა, 20 მარტამდე უნდა მიმართონ მუნიციპალიტეტს - კალაძე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, 20 მარტიდან ძველი სისტემით ნებართვების გაცემა შეწყდება და პირველი აპრილიდან ახალი მოდელი ამოქმედდება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, აღნიშნული რეფორმის ამოქმედებამდე, მუნიციპალიტეტი უკვე აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას, ასევე, გადამზადდნენ ცხელი ხაზის ოპერატორები და მოქმედებს სპეციალური ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge. „გასულ კვირას საზოგადოებას წარვუდგინეთ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი და დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია ტაქსების ბაზარზე 2018 წლიდან დღემდე გადადგმულ ნაბიჯებზე. რეფორმის მესამე ეტაპით გათვალისწინებული ცვლილებები ძალიან საინტერესო და სარგებლიანია ამ ბაზრის მონაწილე სუბიექტებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, 20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი ამოქმედდება. ამ სიახლესთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, მუნიციპალიტეტი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას: გადამზადდნენ ცხელი ხაზის ოპერატორები და სრულ მზადყოფნაში არიან, რომ დაეხმარონ და კონსულტაცია გაუწიონ ყველა დაინტერესებულ პირს; შეიქმნა ვიდეოგზამკვლევი და საინფორმაციო ბროშურა; მოქმედებს სპეციალური ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge, სადაც განთავსებულია ინფორმაცია არსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია და შესაბამის უწყებებთან თანხმდება. ამის შემდეგ კი დედაქალაქის საკრებულოში დასამტკიცებლად გადაიგზავნება. ამასთან, კახა კალაძემ მოუწოდა ტაქსის მძღოლებს, ვისაც A კატეგორიის ნებართვა ჯერ არ აუღიათ, 20 მარტამდე მიმართონ მუნიციპალიტეტს, რადგან პირველი აპრილს მათთვის უვადო ნებართვები აღარ გაიცემა. „კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ მას შემდეგ, რაც პირველ აპრილს, კონკრეტულ სუბიექტებს ერთჯერადად გადაეცემა A კატეგორიის ნებართვები, ახალი სისტემის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აღარ გასცემს ამ კატეგორიის ნებართვებს. ბაზარზე ბრუნვაში დარჩება მხოლოდ ის A კატეგორიის ნებართვები, რომელიც პირველ აპრილს დარიგდება. მინდა, მოვუწოდო იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასოდეს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე მიმართონ მუნიციპალიტეტს და აიღონ ძველი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სისტემა ვერ დაინახავს ამ ადამიანებს და მათთვის პირველ აპრილს არ გასცემს უვადო ნებართვებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
საქართველო თურქეთში დამატებით 40 მეხანძრე-მაშველს გაგზავნის
საქართველო თურქეთში დამატებით 40 მეხანძრე-მაშველს გაგზავნის. 60 მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ უკვე ჩავიდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამაშველო ღონისძიების დროს ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მისივე ცნობით, სამაშველო ღონისძიებაში ქართველი მაშველები ქალაქ ადიამანში მთელი ღამის გამავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მონაწილეობდნენ. ადგილზე მოწყობილია საველე ბანაკი და ქართველი მეხანძრე-მაშველებიადიამანის გუბერნიაში მოქმედ ოპერატიული მართვის ცენტრთან მჭიდრო კოორდინაციაში არიან. „60 მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაემგზავრა. ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება, ქალაქ ადიამანში, საქართველოდან დამატებით 40 მეხანძრე-მაშველის გაგზავნის შესახებ, რომლებიც უახლოეს პერიოდში შეუერთდებიან მეხანძრე-მაშველთა ძირითად ჯგუფს. ქართველი მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით. სამაშველო ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, ასევე, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით. ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობას პირადად უწევს კოორდინაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. თურქეთსა და მის მეზობელ სირიაში მიწისძვრის შედეგად 5000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის საქართველოს ორი მოქალაქე.
ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა. ვოლოდიმირ ზელენსკის გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლა მისი მეორე საერთაშორისო ვიზიტია ომის დაწყების შემდეგ. Sky News-ი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ - მინისტრის ოფისზე დაყრდნობით იუწყება, რომ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერს, რიში სუნაკს და უკრაინელ სამხედროებს შეხვდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ჯო ბაიდენი: ჩვენ შევქმენით გლობალური კოალიცია და დავდგებით უკრაინის გვერდით, სანამ საჭირო იქნება
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას ამერიკისა და მსოფლიოსთვის გამოცდა უწოდა. შესაბამისი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა სამშაბათს კონგრესში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ბაიდენმა დარბაზში მყოფ უკრაინის ელჩს მიმართა და აღნიშნა, რომ ამერიკა ერთიანია უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში. „ჩვენ თქვენთან ვიდგებით იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ჩვენ ვიბრძვით მეტი თავისუფლებისთვის, მეტი ღირსებისა და მეტი მშვიდობისთვის, არამარტო ევროპაში, არამედ, ყველგან“. „ამ დარბაზში ერთი წლის წინ ვისაუბრე, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის გაჩაღებიდან რამდენიმე დღეში. ეს იყო საუკუნეების ტესტი, ტესტი ამერიკისთვის, ტესტი მსოფლიოსთვის. დავიცავდით უმთავრესს პრინციპებს? მხარს დავუჭერდით სუვერენიტეტს? მხარს დავუჭერდით ხალხის უფლებას, იცხოვრონ ტირანიის გარეშე? დავდგებოდით დემოკრატიის დასაცავად? დიახ, ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ ერთად გავაკეთეთ ის, რასაც ამერიკა ყოველთვის აკეთებს, რაც შეუძლია საუკეთესოდ. ჩვენ გავაერთიანეთ NATO. ჩვენ შევქმენით გლობალური კოალიცია. ჩვენ შევეწინააღმდეგეთ პუტინის აგრესიას. ჩვენ დავდექით უკრაინელი ხალხის გვერდით“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენი: თუ ჩინეთი დაემუქრება ჩვენს სუვერენიტეტს, ვიმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ ჩინეთი დაემუქრება შეერთებული შტატების სუვერენიტეტს, აშშ იმოქმედებს. ჯო ბაიდენის თქმით, ჩინეთთან კონკურენციაში გამარჯვებამ ყველა უნდა გააერთიანოს, რადგან მთელი მსოფლიო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. „მზად ვარ, ვიმუშაო ჩინეთთან, სადაც ჩვენ შევძლებთ ამერიკის ინტერესების წინ წაწევას და მსოფლიოსთვის სარგებელის მოტანას, მაგრამ თუ ჩინეთი დაემუქრება ჩვენს სუვერენიტეტს, ვიმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად, და ჩვენ ეს გავაკეთეთ“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
სარფში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
სარფში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.ჯ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (SUBOXONE) - 31 აბი აღმოაჩინეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.
საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა და ეს ევროკომისიამ კითხვარის საბოლოო შეფასებით დაადასტურა - პაპუაშვილი
საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა და ეს ევროკომისიამ კითხვარის საბოლოო შეფასებით დაადასტურა, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2022 წლის ანგარიში და 2023 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა. „ჩვენ ვართ წინ არა მხოლოდ ქულობრივად ვთქვათ, მოლდოვასთან შედარებით, არამედ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან შედარებით, რომელიც დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ასე რომ, ჩვენ ამ მხრივ საკმაოდ წელგამართული ვართ. საქართველო, მისი სისტემა, სახელმწიფო მოწყობა, ბიუროკრატია კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა და ყოველი დღე, როდესაც ჩვენ არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, არის უსამართლობა საქართველოს მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას აკლია ერთი რამ - „ყველა პოლიტიკური ჯგუფი ისევე იყოს დარწმუნებული, რომ საქართველოს სტატუსი ეკუთვნის, როგორც ამაში დარწმუნებულია საქართველოს ყველა მოქალაქე“. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ჩემ შესახებ პრეზიდენტის განცხადება იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება, წელიწადში ერთხელ ეპატიოს - კობახიძე
ჩემ შესახებ პრეზიდენტის განცხადება იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება, წელიწადში ერთხელ ეპატიოს, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას შეეხებოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირაკლი კობახიძეს პასუხობს როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის განცხადება, თავდაპირველი ფეიკი ეგონა. „ეს იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება, პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიოს. როდესაც პრეზიდენტი თავის ოფიციალურ საიტზე ასეთ რაღაცას დებს, თავიდან ფეიკი მეგონა, მართლა წარმოუდგენელი იყო, ჩვენებს ვუთხარ ალბათ, ფეიკი იქნება თქო, მერე აღმოჩნდა, რომ მოუნდა ასე ხუმრობა და იხუმრა, რა ვქნათ“. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, მან კარგად გაიაზრა საზოგადოების განწყობა თემის გარშემო, საზოგადოებას არ უნდა არეულობა, რადიკალიზმის გაღვივება და ყველამ კარგად იცის, რომ ერთ-ერთი მიზანი სააკაშვილის გამოშვების არის სწორედ ამ არეულობის წყაროს შექმნა“, – განაცხადა კობახიძემ. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ქართველი ხალხის, საზოგადოების ინტერესებს. „ერთი ცუდი ის არის, რომ თავის დროზე მას ჰქონდა მკვეთრი განცხადება „არა და არასოდეს“, გუშინ ასეთ განცხადება არ გაუკეთებია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს სათანადო პოზიცია, ჩვენ მეტ სიღრმეში არ შევალთ“, – განაცხადა კობახიძემ.