ძებნის რეზულტატი:
რუსეთმა უკრაინაში ტანკების ნახევარი დაკარგა - პენტაგონი
ენტაგონის ინფორმაციით რუსეთმა უკრაინაში ტანკების ნახევარი დაკარგა და ახლა მთავარ ფსონს ადამიანურ რესურსზე დებს. გაზაფხულზე რუსეთი უკრაინაზე ახალ თავდასხმას გეგმავს - თეთრი სახლი "დანაკარგი განსაკუთრებით ეხება რუსების სახმელეთო ძალებს, რომელთა შესაძლებლობების დაახლოებით 80% უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული", - განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწემ, სელესტ ვალანდერიუსმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურიანში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის უწყებათაშორის ჯგუფთან სამუშაო თათბირი გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი დაბა ბაკურიანში ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო ბაკურიანი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მოთხოვნებს, მზად არის - დავითაშვილი ღარიბაშვილმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებისთვის გაწეული სამუშაოების შესახებ. როგორც უწყებათაშორისი ჯგუფის წარმომადგენლებმა მთავრობის მეთაურთან აღნიშნეს, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო ღირსეულად გაართმევს თავს და მსოფლიო რუკაზე საპატიო ადგილს დაიმკვიდრებს ზამთრის ტურიზმის მიმართულებით. ახალი ინფრასტრუქტურა კი, სამომავლოდ ბაკურიანში ჩასულ დამსვენებლებს მოემსახურება. სამუშაო თათბირს ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები-რომეო მიქაუტაძე და მარიამ ქვრივიშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, მთის ტრასების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ბურჭულაძე, სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ეკა ორჯონიკიძე, პარლამენტის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ბორჯომის მერი ოთარ არბოლიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
პროკურატურა: გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ბრალდებულმა არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 10 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს. პირველადი ინფორმაციით, თბილისის დროით 19:33 საათზე, ოზურგეთთან მოხდა 4.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ევროკავშირში ორ წელიწადში უნდა გაწევრიანდეს, NATO-ში კი, რუსეთზე გამარჯვების შემდეგ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობა ორ წელიწადში სურს, NATO-ს ნაწილი კი, რუსეთზე გამარჯვების შემდეგ უნდა გახდეს. მისივე თქმით, უკრაინას ასევე დასჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. 2 თებერვალს ზელენსკიმ განაცხადა, რომ „უკრაინა იმსახურებს“ მოლაპარაკებებს 2023 წელს ევროკავშირის წევრობის შესახებ. უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი ომის ფონზე, თებერვლის ბოლოს გააკეთა.
ლიეტუვიდან უკრაინაში საზენიტო იარაღის პირველი პარტია ჩავიდა
ლიეტუვური საზენიტო იარაღის პირველი პარტია უკრაინაში ჩავიდა. თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა 11 თებერვალს განაცხადა, რომ L-70 ტიპის საზენიტო იარაღისა და საბრძოლო მასალის პირველი პარტია უკვე ჩავიდა უკრაინაში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მინისტრს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
რა საკითხები განიხილეს მარკ მილიმ და ვალერი ზალუჟნიმ
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის არმიის გენერალთან, შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთან მარკ მილისთან გამართულ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინამ ზოგიერთი დაკარგული პოზიციის დაბრუნება შეძლო. "ყველაზე დაძაბული ვითარება დღეისთვის დონეცკის მიმართულებით არის, აქ მოწინააღმდეგე ყოველდღიურად 50 იერიშამდე აწარმოებს. სასტიკი ბრძოლები უგლედარისა და მარიინკას რაიონში გრძელდება. ჩვენ მყარად გვიჭირავს დაცვა. ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე აქამდე დაკარგული პოზიციების დაბრუნება და გამყარება შევძელით. მტრის მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, ბახმუტზე კონტროლს ვაგრძელებთ და ზომებს ვიღებთ ამ ქალაქის გარშემო ფრონტის ხაზის სტაბილიზაციისთვის”, - წერს ზალუჟნი.
თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ადასტურებს, რომ ქალაქ გაზიანთეპში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქი ი.პ. დაიღუპა. ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მიწისძვრის შედეგად თურქეთში საქართველოს 5 გარდაცვლილი მოქალაქეა ნაპოვნი. ცნობისათვის, 6 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით რამდენიმე ქალაქში 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 25 000-ს გადასცდა.
რა საკითხები განიხილეს ოლექსი რეზნიკოვმა და ლოიდ ოსტინმა
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი თავის ამერიკელ კოლეგას ლოიდ ოსტინს ესაუბრა. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა. ორივე მინისტრმა რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შემდეგი შეხვედრის პრიორიტეტები განიხილა. „აშშ ურყევია უკრაინისადმი მხარდაჭერაში. ეს ყველაფერი შესაძლებელია ჩვენი გამჭვირვალე და სანდო ურთიერთობის საშუალებით. მადლობა შეერთებულ შტატებს!", დაწერა რეზნიკოვმა. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში სამშაბათს, 14 თებერვალს გაიმართება.
თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 24 600-ს გადააჭარბა
თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 24600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. 10 პროვინციაში 13 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ მუშაობას 32,071 სამძებრო-სამაშველო ჯგუფი აგრძელებს. მისივე თქმით, პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს დავალებით, სამხრეთ-აღმოსავლეთში მიწისძვრებით დაზარალებულ 10 პროვინციაში შექმნა დანაშაულთა გამოძიების დეპარტამენტები. მან აღნიშნა, რომ 131 ეჭვმიტანილის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა - ერთი დააკავეს, 113-ზე კი დაკავების ორდერი გაიცა. დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და მის მეზობელ სირიაში 6 თებერვალს მოხდა. სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფის „თეთრი ჩაფხუტების“ ცნობით, სირიაში დაღუპულთა დადასტურებული საერთო რაოდენობა 3,575-ია, მათ შორის 2,167 სტიქიამ მსხვერპლი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გამოიწვია.
თურქეთში 113 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა
თურქეთის ოფიციალური პირების განაცხადებით, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრისას ჩამონგრეული შენობების მშენებლობასთან დაკავშირებით, 113 პირის დაპატიმრების ორდერი გაიცა. თურქეთის პოლიციამ უკვე დააკავა სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის არიან სამშენებლო კონტრაქტორები. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ პროკურატურამ, სამხრეთ-აღმოსავლეთში მიწისძვრებით დაზარალებულ 10 პროვინციაში დანაშაულთა გამოძიების დეპარტამენტები შექმნა. მან აღნიშნა, რომ 131 ეჭვმიტანილის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა - ერთი დააკავეს, 113-ზე კი, დაკავების ორდერი გაიცა. დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და მის მეზობელ სირიაში 6 თებერვალს მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 28 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის სიდდიდის მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. 6 თებერვალს, შუადღის შემდეგ, კიდევ მოხდა 7,6 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა და ეპიცენტრი კვლავ კაჰრამანმარაში იყო.
მიწისძვრიდან 140 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 7 თვის ჩვილი ამოიყვანეს
თურქეთში, ჰათაიში, ნიზიპის რაიონში, დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ გოგო ნანგრევებიდან გამოიყვანეს. გარდა ამისა, Anadolu-ს ცნობით, მიწისძვრიდან 140 საათის შემდეგ მაშველებმა 7 თვის ჩვილი ამოიყვანეს ნანგრევებიდან. დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და მის მეზობელ სირიაში 6 თებერვალს მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 28 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის სიდდიდის მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. 6 თებერვალს, შუადღის შემდეგ, კიდევ მოხდა 7,6 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა და ეპიცენტრი კვლავ კაჰრამანმარაში იყო.
მაიკლ კარპენტერი: ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდით დგომას და ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებას
„საქართველოსთან ძლიერ პარტნიორობას ალტერნატივა არ აქვს, ეს პარტნიორობა განაგრძობს განვითარებას. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდით დგომას და ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებას“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო), მაიკლ კარპენტერმა ამერიკისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა. კერძოდ, როგორც ცნობილია, მდივანმა ოსტინმა განაცხადა, რომ საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და განამტკიცა საკუთარი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამასთან, დროის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. მაიკლ კარპენტერის თქმით, საქართველო - საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც ქართველი ხალხი დიდი ხანია, ევროატლანტიკური ინტეგრაციის უფრო გაღრმავების მტკიცე დამცველები არიან. „როდესაც თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილედ ვმუშაობდი (2015, 2016 და 2017 წლებში), ჩვენ განვახორციელეთ საქართველოს თავდაცვისა და მზადყოფნის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერის საფუძველზე, მკვეთრად გაიზარდა თანამშრომლობა აშშ-ის არმიასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის. საქართველო - საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც ქართველი ხალხი დიდი ხანია, ევროატლანტიკური ინტეგრაციის უფრო გაღრმავების მტკიცე დამცველები არიან. საქართველო NATO-ს ასპირანტი ქვეყანა იყო და ის ასევე ისწრაფვოდა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. მე ვერ ვისაუბრებ ევროკავშირში ჩვენი პარტნიორების სახელით, მაგრამ ვიცი, რომ აშშ წლებია, ამ მიზნებს მტკიცედ უჭერს მხარს და საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, რათა ქვეყანამ საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილება შეძლოს. არ უარვყოფ რომ ბოლოდროინდელი მონაცემები ზოგიერთ ამ რეფორმასთან დაკავშირებით, საკმაოდ არაერთგვაროვანია. განსაკუთრებით, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის, მედიაპლურალიზმისა და სამოქალაქო საზოგადოებისადმი ხელისუფლების კურსთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით. ეს ის საკითხებია, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან, რადგან არის გარკვეული შეშფოთება. მაგრამ ვხედავ, რომ საქართველოსთან ძლიერ პარტნიორობას ალტერნატივა არ აქვს და როგორც მდივანმა ოსტინმა აღნიშნა, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს (გლობალურ უსაფრთხეობაში. რედ) - საქართველოს, როგორც ერაყში, ასევე ავღანეთში ჰყავდა ბევრი, ბევრი ჯარი და ქვეყანამ დიდი მსხვერპლი განიცადა. და ჩვენ დიდად მადლიერნი ვართ ამ წვლილისთვის. ამდენად, ეს პარტნიორობა განვითარებას განაგრძობს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდით დგომას და ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებას. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია იმავე ღირებულებების ერთგულებაზე, რაზეც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, ესენია: დემოკრატია, პლურალიზმი, სამოქალაქო საზოგადოება, ღიაობა, გამჭვირვალობა და ა.შ“, - აღნიშნა მაიკლ კარპენტერმა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 12:07 საათზე, კურორტ ბახმაროდან 2-კმ-ში მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 4.4 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.
მიწისძვრიდან 152 საათის შემდეგ, თურქეთში მაშველებმა 7 წლის ბიჭი გადაარჩინეს
თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, მიწისძვრიდან 152 საათის შემდეგ, ადიიამანის პროვინციაში მაშველებმა 7 წლის ბიჭი გადაარჩინეს. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ სულ მცირე 24,617 ადამიანი დაიღუპა ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომელიც სამხრეთ თურქეთში ამ კვირის დასაწყისში მოხდა. ოქტაის თქმით, 32,071 სამძებრო-სამაშველო ჯგუფი აგრძელებს მუშაობას.
იტალიის პოლიციამ ევროპარლამენტარი ანდრეა კოცოლინო დააკავა
კორუფციული სკანდალის ფარგლებში, ტალიის პოლიციამ ევროპარლამენტარი ანდრეა კოცოლინო დააკავა. დაკავების ორდერი ბელგიის პოლიციამ გასცა. ევროპარლამენტარი საავადმყოფოში დააკავეს, სადაც გამოკვლევებს იტარებდა, ის ახლა უკვე სახლში – შინაპატიმრობაშია, აცხადებს ადვოკატი. ამავე საქმეზე ბელგიელი დეპუტატი მარკ ტარაბელა 11 თებერვალს დააკავეს. ბელგიური მხარე ევროპარლამენტარის ექსტრადირებას ითხოვს. სასამართლო ხსენებულ საკითხს 14 თებერვალს განიხილავს.
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში ჩავიდა
NATO-ს წევრ ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მეტოქეობის მიუხედავად, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარდაჭერის ნიშნად, თურქეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Alarabiya ავრცელებს. ნიკოს დენდიასი მის თურქ კოლეგას მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. ორი მინისტრი ანტაკიაში გაემგზავრა, სადაც ბერძენი მაშველები თურქ კოლეგებს სამძებრო ოპერაციაში ეხმარებიან. საბერძნეთი იყო ევროპის პირველ ქვეყნებს შორის, რომელმაც მიწისძვრიდან რამდენიმე საათის შემდეგ გაგზავნა მაშველები და ჰუმანიტარული დახმარება თურქეთში. გაეცანით Europetim-ის სტატიას საბერძნეთი NATO Tiger Meet 2022-ს მასპინძლობს. რატომ არ მონაწილეობს თურქეთი საჰაერო წვრთნებში
ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს მთავრობათა სამიტში, რომელიც დუბაიში გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა.
მიწისძვრიდან 152 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან დები ამოიყვანეს
მიწისძვრიდან 152 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან ორი და ამოიყვანეს. სამაშველო ოპერაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ადიამანის პროვინციაში ჩატარდა. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. სულ მცირე 24,617 ადამიანი დაიღუპა ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომელიც სამხრეთ თურქეთში ამ კვირის დასაწყისში მოხდა.
ბრიტანული დაზვერვა უკრაინაში რუსეთის დანაკარგების ზრდის მიზეზებს ასახელებს
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ანგარიშის თანახმად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგები იზრდება და სავარაუდოდ, დანაკარგების ასეთი მაღალი მაჩვენებელი უკრაინაში შეჭრის პირველი კვირის შემდეგ არ ჰქონიათ. ბრიტანელები ამ ცნობებს უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებენ. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელი დღეში 824 მსხვერპლს შეადგენდა, რაც ოთხჯერ აღემატება 2022 წლის ივნის-ივლისში დაფიქსირებულ მაჩვენებელს. „მიუხედავად იმისა, რომ დაზვერვას არ შეუძლია, გადაამოწმოს უკრაინული მონაცემები, დიდი ალბათობით, ისინი სწორად ასახავენ ტრენდს“, - ნათქვამია ანგარიშში. „რუსების მსხვერპლის ზრდა სავარაუდოდ, მთელი რიგი ფაქტორებით არის გამოწვეული, მათ შორის მომზადებული პერსონალის, კოორდინაციისა და რესურსების ნაკლებობა ფრონტზე – ამის მაგალითია ვუჰლედარი და ბახმუტი“, - ნათქვამია ანგარიშში.