ძებნის რეზულტატი:

ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან, კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს

თურქეთში, ქალაქ ადიამანში რამდენიმე საათიანი უწყვეტი და რთული სამაშველო ღონისძიების შემდეგ, ქართველმა მეხანძრე -მაშველებმა ნანგრევებიდან, კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ამავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 40 მეხანძრე-მაშველი თურქეთის რესპუბლიკაში უკვე ჩავიდა. ქართველი მეხანძრე-მაშველები ძირითად ჯგუფს ქალაქ ადიამანში შეუერთდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. „ქართული სამაშველო ჯგუფების ეფექტიანი მოქმედებისათვის ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთანაა კოორდინაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თურქეთში დაუყივნებლივ ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში. ქალაქ ადიამანში 100 ქართველი მეხანძრე-მაშველი სრული სამაშველო აღჭურვილობით სამაშველო ღონისძიებას 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  

საქართველოში 2022 წელს ჰუმანიტარული სტატუსი უცხო ქვეყნის 460 მოქალაქეს მიენიჭა - შსს

საქართველოში 2022 წელს ჰუმანიტარული სტატუსი უცხო ქვეყნის 460 მოქალაქეს მიენიჭა, საიდანაც ყველაზე მეტი, 367 პირი უკრაინის მოქალაქეა. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ჰუმანიტარულ სტატუს მინიჭებულ პირთაგან 39 არის ავღანეთის მოქალაქე; 14 - დაუდგენელი მოქალაქეობის; 13 - იემენის; 11 - ერაყის; 4 - სირიის, 4 - სომალის; 4 - რუსეთის; 1 - ეგვიპტის. აღნიშნულ პერიოდშივე ლტოლვილის სტატუსი უცხო ქვეყნის სულ 41-მა მოქალაქემ მიიღო, საიდანაც 19 ავღანეთის მოქალაქეა, 5 - ირანის, 2 - რუსეთის, 4 - ეგვიპტის, 1 - თურქეთის, პაკისტანის - 1, სირიის - 1, ხოლო 8 პირი დაუდგენელი მოქალაქეობის. "სტატუსის მინიჭებაზე მოცემულ პერიოდში უარი ეთქვა უცხო ქვეყნის 822 მოქალაქეს. აქედან ყველაზე ბევრი 310 პირი ირანის მოქალაქეა; რუსეთის - 40; თურქეთის - 77; ერაყის - 45; ეგვიპტის - 55; იორდანიის - 70; ნიგერიის - 36; ავღანეთის - 14; ბანგლადეშის -13. გასულ წელსვე თავშესაფრის მაძიებლად უცხო ქვეყნის 1473 მოქალაქე დარეგისტრირდა, საიდანაც ყველაზე მეტი - 516 პირი უკრაინის მოქალაქეა. რეგისტრირებულ თავშესაფრის მაძიებელთაგან 203 არის თურქეთის; ირანის - 194, რუსეთის - 115; იორდანია - 44; ავღანეთის - 31 მოქალაქე; ნიგერია - 27; იემენი - 21; იორდანიის - 21; სამხრეთ აფრიკა - 16; ბანგლადეშის - 14. 12 თვეში საქართველოდან სხვა ქვეყნის 165 მოქალაქე გააძევეს. მოქალაქეობის მიხედვით კი მათი გადანაწილება ასეთია: ირანი 29; თურქეთი 25; აზერბაიჯანი 21; რუსეთი 8; უკრაინა 1. ამავე პერიოდში დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსდა უცხო ქვეყნის 73 მოქალაქე, მათ შორის აზერბაიჯანის - 10; თურქეთის - 23; ინდოეთის - 5, რუსეთის - 3. 2022 წლის მიგრაციის მონაცემები 2021 წლის სტატისტიკასთან შედარებით გაზრდილია. კერძოდ, 2021 წელს საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი უცხო ქვეყნის სულ 75 მოქალაქეს, ლტოლვილის სტატუსი კი 21 პირს 1 - ეგვიპტის; თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებული იყო უცხო ქვეყნის 743 მოქალაქე. 2021 წელსვე სტატუსის მინჭებაზე უარი ეთქვა 426 პირს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსული ძალების შეტევა, დონბასის 20 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსული ძალების შეტევა დონბასის 20 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ბახმუტთან, მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „გასული დღის განმავლობაში, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსული ძალების შეტევა დონბასის 20 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ბახმუტთან, მოიგერიეს. თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს დამპყრობლების თავდასხმები  მათ შორის - ლუგანსკის ოლქის სტელმახივკას, ბელოგოროვკას დასახლებებთან და დონეცკის ოლქის ვიემკას, ზაპოროჟიეს ოლქის ნოვოანდრეევკას დასახლებასთან“, - აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, რუსეთს ვერანაირ ზიანს ვერ მივაყენებდით - პაპუაშვილი

საქართველოს რუსეთისთვის სანქციები რომ დაეწესებინა, არათუ ეკონომიკური ზრდა, ქვეყანას 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა ექნებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „ერთი წელი გავიდა, სანქციების ტალღებიც ვნახეთ, ვნახეთ ისიც, რომ საქართველო ამ საკითხში არის პატიოსანი, რათა არ დაუშვას დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. ამავე დროს ვნახეთ, რომ ადამიანები, მნიშვნელობა არ აქვს ქართული პოლიტიკის წარმომადგენლები იქნებოდნენ თუ არა, მოუწოდებდნენ საქართველოს და ზოგიერთი დღემდე მოგვიწოდებს, რომ დავაწესოთ ორმხრივი სანქციები. ვნახეთ თუ რას უპირებდნენ ჩვენს ქვეყანას, საბოლოო ჯამში. ეს ეკონომიკურადაც დათვლილია. საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, არათუ ზრდა. რა მნიშვნელობა ექნებოდა ამას ქართული ბიზნესისთვის და ხალხისთვის? ცხადია, ეს ნიშნავს ბიზნესის დახურვას, მოსახლეობის მეტად გაღარიბებას და „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენმა ხელისუფლებამ ქვეყანა ამას ააცილა. თავდაპირველადვე ჩვენ საკმაოდ რაციონალური პოზიცია დავიკავეთ. საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, ჩვენ რუსეთს ვერანაირ ზიანს ვერ მივაყენებდით და დავაზიანებდით მხოლოდ საქართველოს", - განაცხადა პაპუაშვილიმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

მოუთმენლად ველით საქართველოს პროგრესს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე - ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი

მოუთმენლად ველით საქართველოს პროგრესს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე , - ამის შესახებ ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, გორდან გრილიჩ რადმანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ეწვევა „მოხარული ვარ, რომ ვარ ხორვატიის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც საქართველოს ვსტუმრობ. ეს არის ისტორიული და ძალიან წარმატებული ვიზიტი. გვქონდა აზრების ძალიან წრფელი გაცვლა გარკვეულ მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩემი ვიზიტი ემთხვევა ჩვენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავს. ჩვენ დღეს ორივემ გამოვხატეთ მტკიცე განზრახვა, განვაგრძოთ ყველა დონეზე პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება და გავაღრმაოთ თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში. ამ მიზნით, ჩვენ დღეს გავაფორმეთ ურთიერთგაგების მემორანდუმი დიპლომატიური ტრენინგების სფეროში. დღეს, მოგვიანებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ბატონ დავითაშვილთან ერთად, ხელს მოვაწერ ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებას. ჩვენი ქვეყნები დაინტერესებული არიან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობით, რადგან ისინი ერთნაირად ამაყობენ თავიანთი ლამაზი ბუნებითა და კულტურული მემკვიდრეობით. მე დღეს გამოვხატე ხორვატიის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ. მოუთმენლად ველით საქართველოს პროგრესს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე და მზად ვართ ამ გზაზე დახმარების გასაწევად ჩვენი ცოდნითა და გამოცდილებით. შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ. ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, რომ ეს არის გრძელი გზა. მივესალმებით თქვენი რეფორმების პროცესს და ამ პროცესის მიმართ ვალდებულებას. ასევე გამოვხატავ ხორვატიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარს ვუჭერთ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას“, - აღნიშნა ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ოზურგეთში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის 2002 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს - შსს

გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2002 წლიდან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. მათივე ცნობით, დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. „დადგინდა, რომ 1965 წელს დაბადებული ბ. დ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეცვლილი გვარით ცხოვრობდა და არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი. 2008 წელს წყალტუბოს სასამართლომ მის მიმართ განაჩენი გამოიტანა. იგი მსჯავრდებული იყო და იძებნებოდა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ასევე, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის“, – აცხადებენ შსს-ში.  

ოლაფ შოლცი: პირადად დავარწმუნე ზელენსკი, რომ ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით, სანამ საჭირო იქნება

გერმანიის კანცლერის შეფასებით, უკრაინა რუსეთის სასტიკი აგრესიის წინააღმდეგ გმირულად იბრძვის - გამბედაობით, სიმამაცით და შეუპოვრობით. გერმანიის კანცლერმა ამის შესახებ პარიზში განაცხადა, როდესაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის. „მე პირადად დავარწმუნე ზელენსკი, რომ ჩვენ დავდგებით უკრაინის გვერდით, სანამ საჭირო იქნება“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.  

საფრანგეთი უკრაინას მშვიდობის მიღწევაში დაეხმარება - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია საფრანგეთის დახმარების იმედი ჰქონდეს სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად. მაკრონმა ამის შესახებ პარიზში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უკრაინას შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს მშვიდობის მშენებლობაში. გეგმა, რომელიც თქვენ შემოგვთავაზეთ, არის არსებითი საფუძველი ამ გზაზე დისკუსიებისთვის, რომლებმაც უნდა მიგვიყვანოს საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციისკენ", - განაცხადა მაკრონმა. მისივე თქმით, მომავალმა მშვიდობამ უნდა მოუტანოს სამართლიანობა უკრაინასა და მის ხალხს და შესაძლებელი გახადოს „ყველასთვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ზონის შექმნა“. მაკრონის თქმით, უკრაინას შეუძლია, ომში გასამარჯვებლად საფრანგეთის იმედი ჰქონდეს.  

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ პრეპარატი „დიპროსპანი“ ბაზრიდან გამოითხოვა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტული კომპანიის Schering-Plough Labo N.V, წარმოებული პრეპარატი „დიპროსპანი“ (5მგ + 2მგ) / 1მლ ბაზრიდან გამოითხოვა. როგორც უწყებაში განმარტავენ, გადაწყვეტილების მიზეზი ბელგიის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილება გახდა. „მარეგულირებლის მიხედვით, ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხის პრობლემა ოთხ სერიაზე (W002247,W005812, W028823, W030207) დაფიქსირდა – კერძოდ, წარმოების პროცესში უჟანგავი ფოლადის პოტენციური ნაწილაკებით დაბინძურება. მწარმოებლის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არ ყოფილა შეტყობინებები, რეალიზებული პროდუქტის პარტიებში მყარ ნაწილაკებთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების შესახებ“, – აღნიშნულია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს განცხადებაში. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებით, შეჩერების მიზეზის აღმოფხვრამდე, ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებსა და რეალიზატორებს დაევალათ, შეაჩერონ წამლის რეალიზაცია, გამოითხოვონ ბაზრიდან და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარუდგინონ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს.  

მიხეილ სააკაშვილის იურიდიული და ლობისტური კონტრაქტი აშშ-ში - ღირებულება $917,000-ია

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იურიდიული და ლობისტური კონტრაქტის ღირებულება $917,000-ია. 3 თებერვალს გამოქვეყნებული ახალი დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ამერიკულმა იურიდიულმა კომპანია Akerman-მა მოამზადა, 2022 წლის აგვისტოში, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან 917 ათასი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმეს. კონტრაქტის ძირითადი მიზანი იურიდიული დახმარება და ლობისტური აქტივობების ჩატარებაა. დოკუმენტს ხელს Akerman-ის პარტნიორი, მასიმო დ'ანჯელო აწერს. ის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური იურისტიცაა. ასევე კონტრაქტის მიზანია სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ აშშ-ის პოლიტიკურ სივრცეში სტრატეგიული საკომუნიკაციო კამპანიის უზრუნველყოფა და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაში დახმარება. Akerman LLP-ის პარტნიორის, მასიმო დ'ანჯელოს მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, კონტრაქტის ფარგლებში ასევე დაიქირავეს წამყვანი სამედიცინო ექსპერტები, რომლებმაც ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს. ამავე დოკუმენტში მითითებულია შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი, მათ შორის ჩატარებული სხვადასხვა სახის კომუნიკაცია (ელექტრონული ფოსტა და მიმოწერა) აშშ-ის სენატორ ჯინ შაჰინის ოფისის წარმომადგენლებთან, ასევე თბილისში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან, სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის ასისტენტის თანაშემწესთან ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. ამერიკის შეერთებულ შტატებშის კანონმდებლობის თანახმად, ყველა ხელშეკრულება, რომელიც ამერიკის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობას ითვალისწინებს, საჯაროა. თითოეული კონტრაქტის მიზნების, ღირებულებისა და მოქმედების ვადების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის (FARA) ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  

ზელენსკი: რაც უფრო მალე მიიღებს უკრაინა თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავებს, მით უფრო მალე დაბრუნდება მშვიდობა ევროპაში

რაც უფრო მალე მიიღებს უკრაინა უფრო დიდი მოქმედების იარაღს და თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავებს, მით უფრო მალე დასრულდება რუსული აგრესია და მშვიდობა დაბრუნდება ევროპაში. ჩვენ დავუბრუნებთ მტკიცე მშვიდობას ევროპას“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ევროპაში ეფექტიანი კონტინენტური ალიანსი არის ის, რაც ყველა ევროპელს სჭირდება. „რუსეთის აგრესიის რაც შეიძლება მალე დასრულება ყველაზე რაციონალურია", - განაცხადა ზელენსკიმ.  

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დასაცავ მონაკვეთებზე, საინჟინრო დაბრკოლების ღობურები და ელექტრონული სასიგნალო სისტემების დაამონტაჟა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დასაცავ მონაკვეთებზე საკუთარი ძალებითა და რესურსით საინჟინრო დაბრკოლების ღობურებისა და ელექტრონული სასიგნალო სისტემების მონტაჟი განახორციელა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „ელექტროსიგნალიზაციის ღობურა წარმოადგენს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას სამართალდამრღვევ პირთა გადაადგილების შესაზღუდად შექმნილ დამაბრკოლებელ საშუალებას, რომელიც ამავდროულად სასაზღვრო სექტორს წინმსწრებად აძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ დასაცავი მონაკვეთის კონკრეტულად რომელ უბანზე მოხდა სახელმწიფო საზღვრის დარღვევა ან დარღვევის მცდელობა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, საინჟინრო დაბრკოლების ღობურები და ელექტრონული სასიგნალო სისტემები დამონტაჟდა ბათუმის, ახალციხისა და წითელი ხიდის სამმართველოების დასაცავ მონაკვეთებზე. „სახმელეთო საზღვრის დაცვის ელექტრონული ტექნიკური საშუალებების გაუმჯობესება აძლიერებს და კიდევ უფრო ეფექტურს ხდის სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და კონტროლს“, – აღნიშნავენ შსს-ში.  

ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს. შესაბამის ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცლებს. მისივე თანახმად, გასული წლის ბოლოს ევროკავშირმა საქართველოს 20,87 მილიონი ევროს (დაახლოებით 60 მილიონი ლარი) ოდენობის უსასყიდლო დახმარება გამოუყო მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად რამდენიმე სექტორში: ეკონომიკური და ბიზნესის განვითარება, ცოდნა-უნარების განვითარება და შრომის ბაზრის რეფორმა, რეგიონული განვითარება, სოფლის მეურნეობა, სოფლის განვითარება და სურსათის უვნებლობა. თითოეულ სექტორში რეფორმების განხორციელების შეფასების შემდეგ, ევროკავშირმა შემდეგი დასკვნები გამოიტანა: ეკონომიკური და ბიზნესის განვითარება: მთლიანობაში საქართველოს მთავრობiს კარგი წინსვლა შეინიშნება მცირე და საშუალო საწარმოების (SME) სტრატეგიის განხორციელების კუთხით. თუმცა, ვერ მოხერხდა რამდენიმე ინდიკატორის შესრულება წინა წლებში მნიშვნელოვანი კანონების მიღების შეფერხების გამო (კერძოდ, აღსრულების კოდექსი და კანონი - ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით მესამე პირთა წინაშე).გადახა: 5,67 მილიონი ევრო (მაქსიმუმ 12 მილიონი ევროდან). ცოდნა-უნარების განვითარება შრომის ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად (Skills4Jobs): ძალიან კარგი წინსვლა შეინიშნება შრომის ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით; ეს აშკარად ჩანს, მაგალითად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დასაქმებულთა რაოდენობის 114%-ით ზრდაში. ასევე კარგი წინსვლა დაფიქსირდა როგორც სახელმწიფო დაფინანსების გაზრდის, ასევე სტუდენტების ჩარიცხვის მზარდი რაოდენობის მიმართებაში. მაგრამ ადგილობრივ დონეზე ვაკანსიების ხელმისაწვდომობის მონიტორინგის მეთოდოლოგიის შემუშავების შეფერხების გამო შესაძლოა, რომ თანხის მცირე ნაწილი ვერ გადაირიცხოს.გადახა: 7 მილიონი ევრო (მაქსიმუმ 7,5 მილიონი ევროდან). ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პროგრამა: ევროკავშირისა და საქართველოს ეს ერთობლივი რეგიონული განვითარების პროგრამა მხარს უჭერს მთავრობის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამას (PIRDP). პროგრამამ ძალიან კარგ შედეგებს მიაღწია, მათ შორის არის მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვანი ოდენობის გრანტების გაცემა ოთხ სამიზნე რეგიონში (კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) როგორც ადგილობრივი ინფრასტრუქტურის, ასევე ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად.სრული გადახდა: 5 მილიონი ევრო. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD IV): აღინიშნება კარგი წინსვლა სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისა და თემების ცხოვრების პირობების შემდგომი გაუმჯობესების კუთხით. მნიშვნელოვანი წინსვლა მიღწეულია საზოგადოებრივი ცენტრების მუშაობაში, ტყის ტერიტორიის აღდგენასა და სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში სერტიფიცირებული თესლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ბოლომდე არ დაკმაყოფილდა სანერგეების სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ერთი ინდიკატორი, რის შედეგადაც გადახდა ნაწილობრივი იყო.გადახდა: 3.2 მილიონი ევრო (მაქსიმუმ 4.4 მილიონი ევროდან).  საკითხის ისტორია: საბიუჯეტო მხარდაჭერა საბიუჯეტო მხარდაჭერა არის ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ინსტრუმენტი. ის პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში პირდაპირ ფინანსურ გადარიცხვებს მოიცავს. საბიუჯეტო მხარდაჭერა შესრულებაზეა დამოკიდებული - ის გაიცემა მხოლოდ მაშინ, როდესაც მიღწეულია შეთანხმებული შედეგები - მაგალითად, დასახული მიზნები მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში, განათლებაში, საჯარო ფინანსების მართვაში. ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერა მაკროეკონომიკური პოლიტიკის, საჯარო ფინანსების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის სფეროებში დამაკმაყოფილებელი შედეგების შენარჩუნებაზე არის დამოკიდებული. საქართველოსთვის საბიუჯეტო მხარდაჭერის უმეტესი ნაწილი არის კონკრეტული სექტორისთვის უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილი და გაერთიანებულია დამატებით მხარდაჭერასთან, რომელიც კიდევ უფრო წაახალისებს რეფორმებს, როგორიცაა მაგალითად, გრანტები და ტექნიკური დახმარება სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისთვის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ან მცირე რეგიონული ბიზნესისთვის ევროკავშირის რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში.

თურქეთის ელჩი: საქართველო ერთ-ერთ პირველი იყო, რომელმაც დახმარებაზე თხოვნას სწრაფად უპასუხა

საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც დახმარებაზე თურქეთის თხოვნას გამოეხმაურა და სამძებრო-სამაშველო ჯგუფების ორგანიზება განახორციელა. შესაბამისი განცხადება საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალი ქაან ორბაიმ გააკეთა. „ჩვენი მეზობელი, ძველი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი, მოძმე საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც დახმარებაზე ჩვენს თხოვნას გამოეხმაურა. იმავე დღეს, როდესაც მიწისძვრა მოხდა, რამდენიმე საათში საქართველოს საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სამძებრო-სამაშველო ჯგუფების ორგანიზება განახორციელა. როგორც მაცნობეს, მათ უკვე გადაარჩინეს ადამიანი, 21 წლის ახალგაზრდა ქალი და მათი იქ ყოფნა იმედის სხივია ხალხისთვის ადიამანში“, – აღნიშნა თურქეთის ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარს არცერთი დასახლება არ აუღია, რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო - კობახიძე

ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარს არცერთი დასახლება არ აუღია, რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „მაგალითად, ბოლო 1-2 კვირა რომ ავიღოთ, არცერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია უკრაინულ მხარს და მინიმუმ ბოლო 1 კვირის განმავლობაში 10-მდე დასახლებული პუნქტი აიღო რუსულმა მხარემ, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს. საერთო ჯამშიც რომ შევხედოთ - ომის დაწყებამდე რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული ყირიმი და დონბასის გარკვეული ნაწილი, დღეს რუსეთს აქვს ოკუპირებული ხერსონის 80%, ხარკოვის ოლქის ნაწილი და ზაპოროჟიეს ოლქის 80%. საერთო ჯამში, უპირატესობა აქვს რუსეთს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა", - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

თურქეთში დაღუპული სამი მოქალაქიდან ერთის საქართველოში გადმოსვენება უკვე მოხერხდა - ელჩი

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა აცხადებს, რომ თურქეთში დაღუპული სამი მოქალაქიდან ერთის საქართველოში გადმოსვენება უკვე მოხერხდა. „დაკარგულებიდან საძიებლად მარტო ორი კაცი დაგვრჩა. იმ შენობიდან, სადაც გვეგულება ჩვენი მოქალაქე, უკვე რამდენიმე მიცვალებული ამოიყვანეს, ველოდებით სამაშველო ოპერაციის მსვლელობას. ერთი ინფორმაცია ის არის, რომ ჩვენი სამი გარდაცვლილი მოქალაქიდან ერთი, რომელიც პროზექტურაში იყო, უკვე გადასვენებულია საქართველოში. ოჯახმა უკვე იცის. ასევე, ახლა ვმუშაობთ საქართველოს მოქალაქეებთან, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც იმ კონკრეტული რეგიონიდან უნდათ, რომ ვიცოდეთ მათი ადგილსამყოფელი, სია გვქონდეს და შესაძლებლობებით, რაც გაგვაჩნია, დახმარება გავუწიოთ მათ, რეგიონის დატოვების მიზნით“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ. შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  

ის ყველაფერი, რაც სააკაშვილთან მიმართებით ხდება, თავიდან ბოლომდე დადგმულია - კალაძე

ის ყველაფერი, რაც სააკაშვილთან მიმართებით ხდება, თავიდან ბოლომდე დადგმულია. სასაცილოა, რომ თითქოს მას ლობისტური კომპანიის დასაქირავებლად მილიონ დოლარამდე თანხა მეგობრებმა შეუგროვეს, - ამის შესახებ ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. „ლობისტურ კომპანია Akerman LLP-ს და მასში გადახდილ ფულს რაც შეეხება, ის ყველაფერი, რაც სააკაშვილთან მიმართებით ხდება, თავიდან ბოლომდე დადგმულია. იგულისხმება შემოსვლა, წარმოებული კამპანიით, შიმშილობა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს ყველაფერი ემსახურება მიზანს, რომ ციხიდან როგორმე მისი გათავისუფლება მოახერხონ. ასევე, ეს ყველაფერი ემსახურება იმასაც, რომ ქვეყანა გააშავონ, თითქოს მიხელ სააკაშვილს ციხეში ლმობიერად არ ეპყრობიან, თუმცა ის არა ციხეში, არამედ კლინიკაში იმყოფება. ყველაფერი დაშიფრულია. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებისთვის მხოლოდ თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებია მნიშვნელოვანი. სასაცილოა ის, რომ მილიონ დოლარამდე თანხა მეგობრებმა შეუგროვეს და ისიც, რომ თანხის შესაგროვებლად რაღაც კამპანიებს ატარებდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

გვაქვს რესურსი, რუსეთს დავუმძიმოთ ვითარება, ჩვენი ინტერესია, ქვეყანა არავის გავანადგურებინოთ - კობახიძე

გვაქვს რესურსი, რუსეთს დავუმძიმოთ ვითარება, ჩვენი ინტერესია, ქვეყანა არავის გავანადგურებინოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარს არცერთი დასახლება არ აუღია, რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო - კობახიძე "არსებობს მეორე ფრონტის გახსნის კონკრეტული ინტერესი, იმისათვის, რომ რუსეთს დაუმძიმდეს პირველ ფრონტზე მდგომარეობა. ჩვენ გვყავს 25 ათასი კარგად გაწვრთნილი სამხედრო, გვაქვს ასამდე ტანკი, 2 მოიერიშე თვითმფრინავი და ა.შ. გარკვეული რესურსი, რომ ჩვენ დავუმძიმოთ რუსეთს ვითარება, არსებობს, მაგრამ ეს, საბოლოო ჯამში, საქართველოს განადგურების ხარჯზე მოხდება. ჩვენი ინტერესია, ქვეყანა არავის გავანადგურებინოთ, ამიტომ ბოლომდე გავყვებით ამ ინტერესს", - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

კელი დეგნანი: ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ საქართველო არ იცავს სანქციებს

ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ საქართველო არ იცავს სანქციებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ელჩმა აღნიშნა, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს არასდროს მოუხდენია ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ რუსეთთან ორმხრივი სანქციები დაეწესებინა. მისი თქმით, ერთადერთი დისკუსია, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებასთან ჰქონიათ, ეხებოდა იმას, უკრაინისთვის რა სახის დახმარების გაწევა იქნებოდა საქართველოსთვის კომფორტული. „საქართველომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით ის პოზიცია დაიკავა, რომელიც მოსახერხებელია მისთვის. ჩვენ თავიდანვე გაგებითა და გულისხმიერებით მოვეკიდეთ იმას, რომ საქართველო სენსიტიურ მდგომარეობაშია, მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ჩვენი დისკუსია საქართველოსთან ყოველთვის შეეხებოდა იმას, თუ რა არის კომფორტული საქართველოსთვის უკრაინის დახმარების ნაწილში. ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ქართველმა ხალხმა და ხელისუფლებამ ასე გულუხვად გაიღო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამრეწველო გენერატორები, რომლებიც ხელისუფლებამ გაგზავნა, ახლა უკრაინისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. აგრეთვე, საქართველო თავიდანვე ასრულებდა საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს. გაქვთ ძალიან კარგი ეროვნული ბანკი და ძალიან პროფესიონალი ფინანსთა სამინისტრო. ისინი უზრუნველყოფენ საქართველოს შესაბამისობას საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ ისინი არ იცავენ სანქციებს. არის უზარმაზარი რაოდენობის ტვირთი, რომელიც შემოედინება და გაედინება ჩვენს საზღვრებზე. არა მგონია, ვინმემ ასპროცენტიანი დარწმუნებით თქვას, მაგრამ ვფიქრობ, რაც ჩვენ ვნახეთ ათწლეულების განმავლობაში საბაჟო სამსახურთან და სასაზღვრო პოლიციასთან მუშაობისას არის ის, რომ მათ აქვთ სათანადო ცოდნა, ტრენინგი, და აღჭურვილობა, იციან რას აკეთებენ და როგორც შეუძლიათ საუკეთესოდ აკეთებენ ამ ვითარებაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.  

ელჩი დეგნანი: ჩვენ გავაგრძელებთ ხელისუფლების მიმართ დაბეჯითებით თხოვნას, რომ უზრუნველყოს სააკაშვილისთვის იმ სახის მკურნალობა, რომელიც მას სჭირდება

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას ყურადღებით ადევნებს თვალს. ამასთან დაკავშირებით ელჩმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. „ცალსახად, ეს არის ძალიან სერიოზული სიტუაცია. ჩვენ ყველა ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. მე არ მინახავს ჯერ მოსამართლის გადაწყვეტილება, არ წამიკითხავს ის, მაგრამ როგორც მითხრეს, ხალხს გაუკვირდა, რომ გადაწყვეტილება ასე სწრაფად დადგა. ვფიქრობ, ისინი ელოდნენ მეტ განხილვას გადაწყვეტილების გამოტანამდე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, უკეთესია, მოვიცადოთ და წავიკითხოთ მოსამართლის გადაწყვეტილება იქამდე, სანამ ამასთან დაკავშირებით კომენტარებს გავაკეთებდეთ. _სააკაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე შეაფასა მისთვის სასიკვდილო განაჩენის მისჯად. არ მსურს დრამატული სცენარების განვითარება, მაგრამ ვალდებული ვარ გკითხოთ - იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ფატალურად დასრულდება, როგორი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების რეაქცია? ამ შეკითხვის საპასუხოდ ელჩმა განაცხადა შემდეგი: „კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ჩვენ ამ ვითარებას ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს. ეს გადაწყვეტილება, დარწმუნებული ვარ, დიდი იმედგაცრუება იყო მიხეილ სააკაშვილისთვის და მისი ოჯახისთვის, რომელიც ძალიან განიცდის ამას. ჩვენ გავაგრძელებთ ხელისუფლების მიმართ დაბეჯითებით თხოვნას, რომ მან გადადგას აუცილებელი ნაბიჯები, რათა თავიდან იყოს არიდებული ვითარების იმაზე მეტად გამწვავება, ვიდრე უკვე არის და უზრუნველყოს სააკაშვილისთვის იმ სახის მკურნალობა, რომელიც მას სჭირდება“. „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქესთან პოლიტიკური ანგარიშსწორება, უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვა და უკრაინას გადასცეს“- აღნიშნული განცხადება უკრაინის საგარეო უწყებამ გააკეთა. მსგავსი მოწოდებები ჩვენ მოვისმინეთ უშუალოდ უკრაინის პრეზიდენტისგანაც. პოლონეთი მზად არის უზრუნველყოს სააკაშვილის ტრანსპორტირება და მკურნალობა. ევროპარლამენტარებმა დებატებიც კი გამართეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ამ მოწოდებების ფონზე? - ელჩმა ჟურნალისტის ამ შეკითხვასაც უპასუხა. „ბუნებრივია, რომ უკრაინის ხელისუფლება ისაუბრებს თავისი მოქალაქის სახელით. აქედან გამომდინარე, არ მგონია, გასაკვირი იყოს, რომ მტკიცე განცხადებები მოვისმინეთ. ბევრი ქვეყნის პარლამენტის წევრია მსოფლიოს მასშტაბით, ვინც ამ საკითხს ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს და შეწუხებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობითა და კეთილდღეობით. ჩემი ქვეყნის ხელისუფლება ასევე შეშფოთებულია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ განცხადებები და შეფასებები სახალხო დამცველის ოფისის ან სხვების მხრიდან, რომლებიც აღნიშნავენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ და როგორც მე ვიცი, საქართველოს ხელისუფლებამაც იცის, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა იმის უზრუნველყოფა, რომ მიხეილ სააკაშვილი იღებდეს იმ სახის მზრუნველობას, რომელიც მას სჭირდება. ჩვენ ვაგრძელებთ თხოვნას ხელისუფლებისთვის, რომ გადადგან საჭირო ნაბიჯები მისი უფლებების დასაცავად, ასევე ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის“, - განაცხადა კელი დეგნანმა. სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის საქმეს