ძებნის რეზულტატი:

„ხალხის ძალა“: „ნაციონალების“ „ენჯეოების“ სიყალბე მარტივად მტკიცდება, თუმცა არგუმენტის გარეშე ატრიალებენ ყალბ მესიჯს, თითქოს ჩვენი კანონპროექტი რუსულია

"ნაციონალების“, მათი „ენჯეოების“, მედიასაშუალებებისა და უცხოელი პატრონების სიყალბე ძალიან მარტივად, ამერიკული, რუსული და ქართული კანონების ტექსტების ერთმანეთთან შედარებით მტკიცდება, თუმცა ისინი ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ატრიალებენ ერთი და იმავე ყალბ მესიჯს, თითქოს, ჩვენი კანონპროექტი რუსულია, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი. „ხალხის ძალის“ წევრების შეფასებით, ისინი ისეთ ცნებებს, როგორიცაა თავისუფალი მედია და თავისუფალი სიტყვა, პრინციპულად არ ცნობენ და ვერ ეგუებიან. „თანამედროვე სამყაროში სიცრუე უკეთური პოლიტიკური ძალების ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის იარაღია. ამ იარაღს 2004-12 წლებში დიდი წარმატებით იყენებდა „ნაციონალური მოძრაობა“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ყველას გვახსოვს, როგორ ტირაჟირებდა მაშინ ერთ ხმაში სიცრუეს „ნაცმოძრაობის“ მიერ მიტაცებული სამი ტელევიზია. 2012 წლის შემდეგაც, „ნაცმოძრაობისთვის“ სიცრუე პოლიტიკაში თავის შენარჩუნების მთავარ იარაღად დარჩა. იმისათვის, რომ სიცრუე წარმატებული იყოს, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები აგრესიულად უპირისპირდებიან თავისუფალ სიტყვას და ნებისმიერ ლოგიკურ არგუმენტს, რომელმაც მათი სიყალბე შეიძლება ამხილოს. ეს დამოკიდებულება კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტების – „ნაციონალების“, მათი „ენჯეოების“, მედიასაშუალებებისა და უცხოელი პატრონების სიყალბე ძალიან მარტივად, ამერიკული, რუსული და ქართული კანონების ტექსტების ერთმანეთთან შედარებით მტკიცდება, ისინი ყოველგვარ არგუმენტაციაში შესვლის გარეშე ატრიალებენ ერთი და იგივე ყალბ მესიჯს, თითქოს, „ჩვენი კანონპროექტი რუსულია“. ეს დამოკიდებულება იმის შედეგია, რომ ისინი ისეთ ცნებებს, როგორიც თავისუფალი მედია და თავისუფალი სიტყვაა, პრინციპულად არ ცნობენ და ვერ ეგუებიან. ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე მიგვანიშნა, რომ ევროპაში მედია სრულ ცენზურას ექვემდებარება, რაც ევროკავშირის უმწვავეს ფასეულობით კრიზისზე მეტყველებს. ვხედავთ, რომ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, რაც ათწლეულების მანძილზე ევროპის მთავარი ხიბლი იყო, დღეს უკიდურესად არის დაკნინებული. ეს შემაშფოთებელი მდგომარეობა კარგად ჩანს ევროპარლამენტის მაგალითზეც. გასული თვეების მანძილზე, ევროპარლამენტმა მიიღო სამი რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომლებიც ერთმანეთზე უარესი სიყალბით არის გაჯერებული. ითხოვენ კრიმინალების სასჯელისგან განთავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას, აცხადებენ, რომ კეზერაშვილი იდევნება, როგორც ე.წ. კრიტიკულად განწყობილი მედიის მფლობელი, ამბობენ, რომ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიების გამო არის დაჭერილი, გვიმტკიცებენ, რომ მსხვერპლი არა სანდრო გირგვლიანი, არამედ სააკაშვილია. როდესაც ევროპარლამენტი ამ მასშტაბის სიყალბეს ტირაჟირებს, ეს ევროკავშირში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს. ევროპარლამენტის საერთო რევიზორებად ჩვენ არ გამა, სიმართლე და სამართლიანობა, აგენტურისგან თავისუფალი სუვერენული სახელმწიფოებრიობა არის ის ღირებულებები, რომელთათვისაც 2012 წელს ვიბრძოდით და რომელთა მოსაპოვებლად საქართველო სააკაშვილის აგენტოკრატიული ავტორიტარული რეჟიმისგან გავათავისუფლეთ. გამაოგნებელია, როდესაც ვხედავთ, თუ როგორ ართმევენ ევროპას ამ ღირებულებებს, რის გამოც მისი მომავალი ძალიან რთულად განჭვრეტადი ხდება. სააკაშვილის რეჟიმის სტანდარტებით მოქმედ ევროკავშირს არაფერი აქვს საერთო იმ ევროპულ ოჯახთან, რომლის წევრობაზეც ათწლეულების მანძილზე ვოცნებობდით“, – ნათქვამია განცხადებაში.  

ტაჯიკეთში, ჩინეთის საზღვართან ახლოს, 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ტაჯიკეთში, ჩინეთის საზღვართან ახლოს, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ჩინეთის მიწისძვრის ქსელების ცენტრის ინფორმაციით, სტიქიური უბედურება ტაჯიკეთში ადგილობრივი დროით 08:37 საათზე დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. ამასთან, მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.  

უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზაზე აუცილებელია, ქვეყანა უზრუნველყოფილი იყოს NATO-ს სტანდარტების სამხედრო ტექნიკით - სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზაზე აუცილებელია, ქვეყანა უზრუნველყოფილი იყოს NATO-ს სტანდარტების სამხედრო ტექნიკით. ბორის ჯონსონმა დასავლეთის ქვეყნებს უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა „NATO-ში გაწევრიანების გზაზე აუცილებელია, ქვეყანა უზრუნველყოფილი იყოს NATO-ს სტანდარტების დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკით, ასევე აუცილებელია შეიარაღებული ძალების გადამზადება, რომ შეძლონ ამ ტექნიკის გამოყენება“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, ესპანეთის ლიდერი ირპენსა და ბუჩაში ჩასვლას გეგმავს, ასევე ის მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. „ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, კიევში ვბრუნდები. ჩვენ ვიქნებით უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით, ვიდრე მშვიდობა არ დაბრუნდება ევროპაში“, - დაწერა სანჩესმა „ტვიტერზე“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ყალბი პირადობის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაინტერესებულ პირებზე სისტემატურად ამზადებდნენ და ასაღებდნენ პირადობის დამადასტურებელ ყალბ ოფიციალურ დოკუმენტებს. „ბრალდებულები დაკავებულ იქნენ ერთ-ერთ პირზე საქართველოს მოქალაქის ყალბი მართვის მოწმობისა და უცხო ქვეყნის მოქალაქის ყალბი პირადობის მოწმობის 1 250 ევროს სანაცვლოდ გასაღების ფაქტზე. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულ იქნა უცხო ქვეყნის მოქალაქეების პირადობის მოწმობები“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე ვადით. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენი კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფაა - გუტერეში

რუსეთის თავდასხმა არის გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის დარღვევა და გამოწვევა ფუძემდებლური პრინციპებისა და ფასეულობებისთვის, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა. ბორის ჯონსონმა დასავლეთის ქვეყნებს უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა "ეს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ჩვენი კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფაა, ეს არის გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ომი აძლიერებს რეგიონულ არასტაბილურობას და აძლიერებს გლობალურ დაძაბულობასა და განხეთქილებას. თვითკმაყოფილება მხოლოდ გააღრმავებს კრიზისს და კიდევ უფრო დააზიანებს ჩვენს საერთო პრინციპებს, რომლებიც ქარტიაშია გაცხადებული. ომი არ არის გამოსავალი. ომი არის პრობლემა. უკრაინაში ხალხი იტანჯება. უკრაინელებს, რუსებს და სხვა ხალხებს მშვიდობა სჭირდებათ",- თქვა გუტერეშმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 11 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებული არიან: 1967 წელს დაბადებული დ.ე., 1974 წელს დაბადებული ნ.ბ., 1967 წელს დაბადებული გ.ც., 1988 წელს დაბადებული ნ.ო., 1982 წელს დაბადებული თ.შ., 1971 წელს დაბადებული დ.ხ., აგრეთვე, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევები – 1970 წელს დაბადებული ი.ჭ., 1981 წელს დაბადებული გ.ქ., 1980 წელს დაბადებული რ.კ., 1979 წელს დაბადებული ზ.კ., და 1964 წელს დაბადებული ნ.დ. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში, ხიზანიშვილის, ჭირნახულისა და აგლაძის ქუჩებზე მდებარე სასტუმროების ნომრებს, კლიენტების მომსახურების მიზნით, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად გადასცემდნენ ქალებს, რომლებიც პროსტიტუციას ეწეოდნენ. აღნიშნული ქალები კი სექსუალური მომსახურეობის გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან ბრალდებულებს გარკვეულ თანხას უხდიდნენ“, – აცხადებენ შსს-ში. მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა, სასტუმროებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს. დანაშაულები ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

პროკურატურა: სასამართლომ ,,კანონიერ ქურდობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და ,,ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერაში ბრალდებული ხუთი პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, ,,კანონიერ ქურდობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და ,,ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერაში ბრალდებული ხუთი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წელს ე.წ. ,,კანონიერმა ქურდმა“ და ,,ქურდული სამყაროს“ სამმა წევრმა, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი პირის მეშვეობით, ორ დაზარალებულს არაერთხელ მოუწყეს ,,ქურდული გარჩევა“, კერძოდ, სთხოვდნენ ფულადი თანხის უმოკლეს ვადაში გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ძალადობით ემუქრებოდნენ. ამავდროულად, ,,ქურდული გარჩევისას“, „კანონიერმა ქურდმა“ და ,,ქურდული სამყაროს“ წევრმა ერთ-ერთ დაზარალებულს მისი დასჯის მიზნით, თვითდაზიანების მიყენება აიძულეს. პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223’-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 144’’’-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (,,კანონიერი ქურდობა“, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა), მეორე ბრალდებულს - სსკ-ის 223’-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 144’’’-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა), ხოლო 3 პირს - სსკ-ის 223’-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნო და ე.წ. ,,კანონიერ ქურდს“ სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით, ხოლო ,,ქურდული სამყაროს“ სამ წევრს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს - ე.წ. ,,ქურდული სამყაროს“ წევრს, სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 223’’’-ე მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) და სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. დასაბუთებული სასამართლო განაჩენის მიღების შემდგომ, ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნული მსჯავრდებულის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.  

ბენ უოლესი: ვფიქრობ, პუტინი არ აპირებს გაჩერებას

უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება კიდევ ერთ წელს გაგრძელდეს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა განაცხადა. "ვფიქრობ, რუსეთი სრულ გულგრილობას ავლენს არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის, არამედ საკუთარი ჯარისკაცების მიმართ. 12 თვის განმავლობაში 188 000 და რეალურად მეტი, რუსი ჯარისკაცები დაიღუპა ან დაშავდა პრეზიდენტ პუტინის ამ კატასტროფული არასწორი გათვლებისა და აგრესიის შედეგად“, - აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ჯოზეფ ბორელი: მზად ვართ, ვუპასუხოთ ჩვენი პარტნიორების სურვილს და დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ინტეგრირება მოვახდინოთ

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის ერთი წელი: ერთობლივად ვმოქმედებთ, რომ საერთაშორისო სამართალმა გაიმარჯვოს. ამ სათაურით ევროკავშირი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელისოპედს აქვეყნებს, რომელსაც Europetime უცვლელად გთავაზობთ.             2022 წლის 24 თებერვალი მუდამ გვემახსოვრება, როგორც უკრაინაში რუსეთის სასტიკი, არაპროვოცირებული და უკანონო შეჭრის თარიღი. ეს იყო წმინდა აგრესიისა და გაეროს წესდების აშკარა დარღვევის მაგალითი და დღესაც ასეთად რჩება. ეს ომი არც „მხოლოდ ევროპული საკითხია“ და არც „დასავლეთსა და დანარჩენებს შორის დაპირისპირებაა.“ ის შეეხება სამყაროს, რომელშიც ყველას გვინდა ცხოვრება: ისეთ მსოფლიოში, სადაც ბირთვული იარაღის მქონე, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი–სახელმწიფოს მიერ ძალის უკანონო გამოყენება "ნორმალურად" შეიძლება ჩაითვალოს, არავინაა უსაფრთხოდ. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო სამართალი ყველგან უნდა აღსრულდეს, რომ ყველა იყოს დაცული ძალის გამოყენებაზე დაფუძნებული პოლიტიკის, შანტაჟისა და სამხედრო თავდასხმისგან. ერთი წლის თავზე არსებობს რისკი, რომ ხალხი შეეჩვევა ომის დანაშაულებისა და სისასტიკის იმ ხატებს, რომლებსაც ხედავს, რადგან მათი რაოდენობა ძალიან დიდია; და რომ სიტყვები, რომლებსაც ვიყენებთ, მნიშვნელობას კარგავენ, რადგან ხშირად გვიწევს მათი გამეორება; რომ ვიღლებით და სუსტდება ჩვენი სიმტკიცე, რადგან დრო გადის, ამოცანა კი რთულია. თუმცა, ჩვენ ასე ვერ მოვიქცევით, რადგან რუსეთი ყოველდღე არღვევს გაეროს წესდებას და თავისი იმპერიალისტური პოლიტიკით მთელი მსოფლიოსთვის სახიფათო პრეცედენტს ქმნის. რუსეთი ყოველდღე კლავს უკრაინის უდანაშაულო მოქალაქეებს - ქალებს, კაცებს და ბავშვებს, რაკეტებს უშენს ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. რუსეთი ყოველდღე ავრცელებს სიცრუეს და ყალბ ამბებს. ევროკავშირისა და ჩვენი პარტნიორებისთვის არ არსებობს სხვა ალტერნატივა გარდა იმისა, რომ შევინარჩუნოთ „სამმაგი სტრატეგიის“ კურსი, რაც მოიცავს: უკრაინის მხარდაჭერას, რუსეთზე ზეწოლას, რომ მან უკანონო აგრესია შეწყვიტოს და დანარჩენი მსოფლიოსთვის დახმარების გაწევას ომის შედეგებთან გასამკლავებლად. ეს ის არის, რასაც უკვე ერთი წელია წარმატებით ვახორციელებთ. შემოვიღეთ უპრეცედენტო სანქციები; შევამცირეთ დამოკიდებულება რუსეთის წიაღისეულ საწვავზე; მთავარ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით 50%-ით შევამცირეთ რუსეთის შემოსავლები ენერგეტიკის სფეროდან, რომელსაც კრემლი თავისი აგრესიის დასაფინანსებლად იყენებს. ერთობლივი მუშაობით შევამსუბუქეთ გლობალური ტალღოვანი ეფექტი საკვებისა და ენერგიის ფასების კლებასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ ჩვენი „სოლიდარობის გზებისა“ (Solidarity Lanes) და „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის“ (Black Sea Grain Initiative) წყალობით. გვინდა, რომ უკრაინამ შეძლოს თავისი თავის დაცვა -ალბათ ამაში ეჭვი არავის ეპარება – მაგრამ მას ამისთვის თავდაცვის საშუალებები სჭირდება. ასე რომ, თავისი არსებობის ისტორიაში პირველად, ევროკავშირმა იარაღი მიაწოდა ქვეყანას, რომელსაც თავს დაესხნენ. ევროკავშირი დღეს უკრაინელი სამხედროების წვრთნების მთავარი უზრუნველმყოფელია, რომ მათ თავიანთი ქვეყნის დაცვა შეძლონ. ჩვენ უკრაინას მნიშვნელოვან მაკროფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებასაც ვაწვდით უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. გადავწყვიტეთ, რომ უკრაინის მოთხოვნას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დადებითად ვუპასუხოთ. დაბოლოს, რუსეთის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე პასუხისმგებლობის უზრუნველყოფაზე ვმუშაობთ. უკრაინამ თავისი გასაოცარი მედეგობა ნაწილობრივ ამ მხარდაჭერის წყალობით აჩვენა. გლობალური სანქციებისა და გაეროს გენერალური ასამბლეის წევრ–სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობის მიერ საერთაშორისო დაგმობის გამო, რუსეთი უფრო მეტად იზოლირებული გახდა. ჩვენი კოლექტიური მიზანი არის და იქნება დემოკრატიული უკრაინა, რომელიც გაიმარჯვებს, განდევნის დამპყრობელს, სრულად აღადგენს თავის სუვერენიტეტს და საერთაშორისო კანონიერებას. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უკრაინაში მშვიდობა გვინდა, გაეროს წესდებისა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისი, ყოვლისმომცველი და მყარი მშვიდობა. უკრაინის მხარდაჭერა და მშვიდობისთვის მუშაობა ერთმანეთის თანმხლებია. რუსეთის აგრესიული რევიზიონიზმი და მისი უფრო ფართო, მადესტაბილიზირებელი ქმედებები წარმოადგენს გლობალურ საფრთხეს, რომელიც დასავლეთ ბალკანეთსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე მოქმედებს. ვნახეთ შედეგები რუსეთის პროპაგანდისტული მანქანისა, რომელიც ცდილობს წარსულის მემკვიდრეობის გაღვივებას; ასევე ვხედავთ ინფორმაციით მანიპულირებისა და საგარეო ჩარევაზე მიმართულ უზარმაზარი მასშტაბის მცდელობებს. სწორედ ამიტომ, ამ საფრთხის დასაძლევად ევროკავშირი პარტნიორებთან, განსაკუთრებით მომავალ წევრ–ქვეყნებთან მუშაობს. ამის მთავარი ნაწილი მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის მხარდაჭერაა. ამასთანავე, ჩვენ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოგვარების მხარდაჭერასაც ვაძლიერებთ. უფრო ზოგადად, რუსეთის თავდასხმამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ქვეყნებს და ხალხს თავისი მომავლის განსაზღვრაში თავისუფლება სჭირდება. ევროკავშირმა ნათლად აჩვენა, რომ მზად ვართ, ვუპასუხოთ ჩვენი პარტნიორების სურვილს და დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ჩვენს კავშირში ინტეგრირება მოვახდინოთ; ამ მიზნის განსახორციელებლად თავდაუზოგავად ვმუშაობთ. ეს ნიშნავს ერთობლივ მუშაობას უფრო მედეგი და ინკლუზიური საზოგადოებებისა და ეკონომიკების შესაქმნელად, ჩვენი დემოკრატიების გასავითარებლად და სოციალური თანასწორობის განსამტკიცებლად. ისტორია და სამართლიანობა უკრაინის მხარესაა. მაგრამ ისტორიის დასაჩქარებლად და სამართლიანობის მისაღწევად, ჩვენი „სამმაგი სტრატეგია“ უნდა გავაძლიეროთ. ვიცით, რომ ეს კოლექტიური ამოცანაა. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ყველა პარტნიორი ერთობლივი პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით იმოქმედებს იმისთვის, რომ აგრესია დამარცხდეს და საერთაშორისო სამართალმა გაიმარჯვოს.

ილია დარჩიაშვილი უკრაინის ომთან დაკავშირებით გაეროს ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაში, რომელიც უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნიუ-იორკში სიტყვით გამოსვლისას, ილია დარჩიაშვილმა დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი და აღნიშნა, რომ ეს არის თავდასხმა მთელ საერთაშორისო წესრიგზე და არღვევს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების არქიტექტურას. მისივე თქმით, რუსეთის აგრესიას უკრაინაში მოჰყვა უმძიმესი ჰუმანიტარული შედეგები, მსხვერპლი და მოსახლეობის მასობრივი გადაადგილება. მისი განცხადებით, მშვიდობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი პასუხისმგებლობის პირობებში, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ გაეროს ფუძემდებლური პრინციპების დაცვის გზით. „საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებით აღნიშნა ის როლი, რომელიც, მსოფლიო მასშტაბის მნიშვნელოვანი გამოწვევების ფონზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას აკისრია მშვიდობის შენარჩუნების კუთხით. მან საქართველოს სახელით კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა მშვიდობის ფორმულის ინიაციატივას, რომელიც, მისი განცხადებით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მიღმა, გაეროს ძირითადი ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვასაც ეხმაურება. „უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს სჭირდებათ მშვიდობა. მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა. ჩვენ ვაწყდებით უპრეცედენტო მასშტაბის გლობალურ გამოწვევებს: კლიმატის ცვლილებას, სტიქიურ უბედურებებს, ტერორიზმს. ეს მოითხოვს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას, ჩვენს თანამშრომლობას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ამ მიმართულებით ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლია. ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო სოლიდარულია უკრაინის მხარდასაჭერად მიმართული საერთაშორისო ძალისხმევისა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ ჰუმანიტარულ თანადგომას. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის - ოკუპაციასა და ადგილზე არსებულ მძიმე ვითარებაზეც. „თითქმის 15 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომისა და მისი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციის შემდეგ, რაც უხეშად არღვევს გაეროს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და პარიზის ქარტიის პრინციპებს”, - აღნიშნა დარჩიაშვილმა. ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. "საქართველო კვლავ ერთგულია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა, რაც, ერთი მხრივ, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციაზე, ხოლო მეორე მხრივ, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებასა და ნდობის განმტკიცებაზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულყოფილად ასრულებს ევროკავშირის მედიაციით მიღებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული მიდგომა აუცილებელია, რათა რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ამ მხრივ, საქართველო ცდილობს, გამოიყენოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა რეზოლუციის პროექტის მიმართ, რომელიც კიდევ ერთხელ აგზავნის მკაფიო სიგნალს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძირითადი ღირებულებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დასაცავად და მოუწოდებს ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ, გაეროს წესდების შესაბამისად.

თურქეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილს აეროპორტში ანკარას გუბერნატორის მოადგილე მურათ სოილუ, ანკარას მერის მოვალეობის შემსრულებელი სერჯან ჩიღგინი, ანკარას ჟანდარმერიის სარდლობის უფროსის მოადგილე უღურ ურჰანი, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი გოქჰან თურანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა დახვდნენ. პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.  

ბელგოროდის ოლქში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი ჩამოვარდა

რუსეთის ბელგოროდის ოლქში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი ჩამოვარდა. იტყობინება გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი. ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავი სუ-25-ის ტიპის იყო. გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა, ჩამოვარდა ვალუისკის მუნიციპალიტეტში, უკრაინის საზღვრებთან ახლოს. „ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მუშაობენ. შემთხვევის მიზეზი ამ დრომდე დგინდება. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, - წერს გლადკოვი. Bazaს ტელაგრამ არხი იტყობინება, რომ თვითმფრინავი სოფელ ორეხოვოსთან ჩამოვარდა და თივის ბეღელს დაეცა. განახლება: სახელმწიფო მედია სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად მფრინავი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.  

პროპაგანდისტულ ომში საქართველოს ხელისუფლება არის მარტო, მიტოვებული - პაპუაშვილი

პროპაგანდისტულ ომში საქართველოს ხელისუფლება არის მარტო, მიტოვებული, - განაცხადა ჟურნალისტებთან, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. "აქამდე რაც იყო დაფარული, ზოგი ვიცოდით ნაამბობით, ზოგს ვხვდებოდით, ახლა ვხედავთ, მათ შორის გამჭვირვალობის ინსტრუმენტები იძლევა ამის საშუალებას, რომ ვნახოთ რომ მიდის დაფინანსებული პროპაგანდისტული კამპანია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამ პროპაგანდისტულ ომში საქართველოს ხელისუფლება არის მარტო, მიტოვებული ოპოზიციის ნაწილისგან, მიტოვებული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. 1 წელი გავიდა რაც დაიწყო ომი რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ და გაიხსენეთ, რამდენი ბრიფინგი ჩატარდა, ინფორმაცია იყო, რომ თითქოს საქართველოს მეშვეობით ხდება სანქციების გვერდის ავლა. მინიმუმ 10 ხომ გაგახსენდებათ? გაიხსენეთ, რომელ ერთზე მოხდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან რომლებიც ამაში მილიონებს იღებენ, რომ დეზინფორმაციის მხილება მოახდინონ, რომელ ერთზე მოხდა დეზინფორმაციის მხილება?!", - განაცხადა პაპუაშვილმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ იუნკერთა ნათელ ხსოვნას

მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ იუნკერთა ნათელ ხსოვნას და მშვიდობას, ერთიანობას და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მათ მიერ დაწყებული ბრძოლა არ დამთავრებულა. „დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს თავისუფლებისთვის თავდადებულ გმირთა, იუნკერთა ნათელ ხსოვნას. მათ ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს და უკვდავი მაგალითი დაუტოვეს ყველა მომავალ თაობას. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მათ მიერ დაწყებული ბრძოლა არ დამთავრებულა. ყველა ჩვენგანის მთავარ საზრუნავად და ამოცანად რჩება ქვეყნის გამთლიანება, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება, საქართველოს დაბრუნება საერთო ევროპულ ოჯახში. მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ იუნკერთა ნათელ ხსოვნას და მშვიდობას, ერთიანობას და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს“, - აღნიშნავს პრემიერი.  

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირიდან ბრალს არცერთი არ აღიარებს

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირიდან ბრალს არცერთი არ აღიარებს. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის კითხვაზე, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, „გრინსერვის+“-ის დაკავებულმა დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ უარყოფითი პასუხი გასცა. „არც მე და არც სხვა ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ვცნობთ დამნაშავედ",- განაცხადა ფურცხვანიძემ. ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა.   

ჰაკერული ინსტრუმენტის გაყიდვაში ბრალდებული რუსი მამაკაცი, რომელიც საქართველოში დააკავეს, აშშ-შია ექსტრადირებული - CNN

28 წლის რუსი მამაკაცი, რომელსაც ჰაკერული ინსტრუმენტების შემუშავება და გაყიდვა ედება ბრალად, საქართველოში დააკავეს, ის უკვე ექსტრადირებულია აშშ-ში. ამის შესახებ CNN იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს. პროკურორების თქმით, კიბერკრიმინალებს თაღლითური სქემების განხორციელებს საშუალება მიეცათ. საუბარია უკანონო გაყიდვებიდან 350 000 დოლარზე  მეტის გამომუშავებაზე. ოქტომბერში, საქართველოში დაკავების შემდეგ, პანკოვი პირველად, მიმდინარე კვირაში, სამშაბათს წარსდგა ფედერალურ სასამართლოში. ჰაკერული ინსტრუმენტი, რომლის შემუშავებაშიც პანკოვს ედება ბრალი, ცნობილია როგორც "NLBrute".    

თავდაცვის მინისტრი: უკრაინის დახმარებისთვის ვაკეთებთ იმის მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განაცხადა, რომ საქართველო, რომლის 20 პროცენტიც ოკუპირებულია, შესაძლებლობების ფარგლებში უკრაინის დასახმარებლად მაქსიმუმს აკეთებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქართველ იუნკერთა ხსოვნის აღნიშვნის დროს, დღეს, 23 თებერვალს განუცხადა. "ყველამ, მათ შორის, ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის, ჩვენმა მოსახლეობამ უნდა გაიაზროს კარგად, რომ საქართველო არის განსაკუთრებულ მდგომარეობაში. ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ამ რეალობიდან გამომდინარე ჩვენ ვაკეთებთ იმის მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ უკრაინის დახმარების თვალსაზრისით და ამავდროულად, რა თქმა უნდა, არ გავზარდოთ რისკები კიდევ ახალი კონფლიქტის წარმოშობის ჩვენს ქვეყანაში", - თქვა თავდაცვის მინისტრმა. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. თითქმის ერთი წლის განმავლობაში რუსეთი ბომბავს უკრაინაში არა მარტო სამხედრო ობიექტებს, არამედ კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ სახლებსაც. უკრაინის მხრიდან ოფიციალური განცხადებები ან მოწოდებები საქართველოში ან საქართველოდან ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე არ ყოფილა. გავრცელებული ინფორმაციით, კიევი, სხვა ქვეყნების მსგავსად, კონკრეტულ დახმარებას სთხოვდა საქართველოსაც და ეს თხოვნები მეტწილად უპასუხოდ დარჩა.  

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სუ-25-ის ჩამოვარდნა და პილოტის დაღუპვა დაადასტურა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული სუ-25 სახმელეთო თავდასხმის თვითმფრინავი ბელგოროდის რეგიონში აეროდრომზე დაბრუნებისას ჩამოვარდა, პილოტი დაიღუპა.  „წინასწარი მონაცემებით, კატასტროფის სავარაუდო მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. Su-25 არის ჯავშნიანი ქვებგერითი ყველა ამინდის რეაქტიული თავდასხმის თვითმფრინავია. ის 1970-იანი წლების პირველ ნახევარშია შექმნილი.  

ლონდონში, რუსეთის საელჩოს წინ აქტივისტებმა გზაზე უკრაინის გიგანტური დროშა გამოსახეს

ლონდონში რუსეთის საელჩოს წინ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავის აღსანიშნავად, აქტივისტებმა უკრაინის გიგანტური დროშა აღმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ჯგუფმა Led By Donkeys-მა თავისი სურათი Twitter-ზე გამოაქვეყნა, რომელზეც ნაჩვენებია მოძრაობა ლურჯად და ყვითლად შეღებილ გზაზე.