ძებნის რეზულტატი:
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა სამართლის წინაშე პასუხი აგოს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა - ღარიბაშვილი
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა სამართლის წინაშე პასუხი აგოს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“ წერს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, არჩილ ტატუნაშვილმა ქართველი კაცის ღირსების, შეუპოვრობისა და პატრიოტიზმის მაგალითი დაუტოვა მომავალ თაობებს. „დღეს 5 წელი შესრულდა თანამედროვე საქართველოს გმირის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან. სამშობლოსათვის გმირული თავდადებით არჩილმა ქართველი კაცის ღირსების, შეუპოვრობისა და პატრიოტიზმის მაგალითი დაუტოვა მომავალ თაობებს. ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს მის ნათელ ხსოვნას. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა სამართლის წინაშე პასუხი აგოს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა”, - აღნიშნავს პრემიერი.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6396 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6396 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6396 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6365 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0031 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8072 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8087 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0015 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა. კერძოდ, კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრეს. „წინასწარი შეფასებით, ფასების ერთდროულად გაზრდის პროცესში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს ან დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რითაც სექტორი, მაქსიმალური მოგების მიღების უზრუნველყოფის მიზნით, აზარალებს მოქალაქეებს. კონკურენციის ეროვნული სააგენტო მზად არის მოკვლევის პროცესში ჩაერთოს. ჯანდაცვის სამინისტროს, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, გამოვლენილ დარღვევებზე მკაცრი რეაგირება ექნება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნით, თურქეთიდან მედიკამენტები პარალელური იმპორტით, გამარტივებული რეჟიმით შემოვიდა, რამაც საქართველოში წამლების ფასი მნიშვნელოვნად შეამცირა. აქედან გამომდინარე, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, ევროპულთან შედარებით, ბევრად იაფი ღირს. შესაბამისად, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, თურქული წამლების ფასის ხელოვნური ზრდა, მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რადგან ეწინააღმდეგება სახელმწიფოს გაცხადებულ მიზანს, მოქალაქეებისთვის უზრუნველყოს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, წამლებზე სამართლიანი ფასის დაწესების გზით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ესპანეთი უკრაინაში Leopard 2-ის ტიპის ექვსი ტანკის გაგზავნას გეგმავს
თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა განაცხადა, რომ ესპანეთი უკრაინაში Leopard 2-ის ტიპის ექვსი ტანკის გაგზავნას გეგმავს. მინისტრის თქმით, დროთა განმავლობაში ეს რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს. 2022 წლის ბოლოს, ესპანეთმა უკრაინას მიაწოდა თავდაცვის უმსხვილესი პაკეტი, რომელიც მძიმე იარაღს, შორ მანძილზე მოქმედების საბრძოლო მასალებს და ტანკსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალას შეიცავდა.
ბორის ჯონსონმა დასავლეთის ქვეყნებს უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა
იდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა დასავლეთის ქვეყნებს უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, სამხედრო დახმარება უკრაინელებს ომში გამარჯვებაში დაეხმარება. "თუ პუტინს უკრაინიდან ვერ გავაძევებთ, თუ უკრაინელები დამარცხდებიან, მაშინ, საფრთხე მთელი ევროატლანტიკური უსაფრთხოების ზონისთვის", - თქვა ჯონსონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ილია დარჩიაშვილი უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით, გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც მონაწილეობას მიიღებს უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 22-23 თებერვალს დაგეგმილ გაეროს გენერალური ასამბლეის მეთერთმეტე სპეციალური სესიის მეჩვიდმეტე პლენარულ შეხვედრაში. საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილი სიტყვით მიმართავს სესიის მონაწილეებს. სესიის ფარგლებში დაგეგმილია გაეროს ფარგლებში ინიცირებული რეზოლუციის პროექტის - „გაეროს ქარტიის პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას უკრაინაში“ განხილვა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს გამართავს გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის პრეზიდენტთან, ჩაბა კოროშისთან და კოლეგა მინისტრებთან.
რომის პაპი უკრაინაში მიმდინარე ომს აბსურდულს და სასტიკს უწოდებს და მისი დასრულების მოწოდებით გამოდის
რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში მიმდინარე ომს აბსურდული და სასტიკი უწოდა და მისი დასრულების მოწოდებით გამოვიდა. შესაბამის ცნობას CNN ავრცელებს. რომის პაპმა ომის მოახლოებულ წლისთავს ნაღვლიანი უწოდა. „მოდით, დავრჩეთ წამებულ უკრაინელ ხალხთან ახლოს“. ნანგრევებზე აგებული მშვიდობა არასოდეს იქნება ნამდვილი გამარჯვება“, - განაცხადა რომის პაპმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 14 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში, ბრალდებულმა წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით დაზარალებულს სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობის შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 15 ივლისს დააკავეს და სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს, მისი გმირობის ისტორია გაიხსენეს და დაღუპულის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს. 2018 წლის 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ ის მოკლეს. ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოგვიანებით გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007-2011 წლებში მსახურობდა.
ხუთი წელი შესრულდა არჩილ ტატუნაშვილის შემზარავი მკვლელობიდან - ახვლედიანი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. სახელმწიფო მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო. თეა ახვლედიანმა გმირის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მთავრობის სახელით სრული თანადგომა აღუთქვა. „დღეს ხუთი წელი შესრულდა ახალგაზრდა ქართველი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის შემზარავი მკვლელობიდან, რომელმაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს ერთიანობისა და ღირსების დაცვას. მსურს, ქედი მოვიხარო მისი ხსოვნის წინაშე და კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ტატუნაშვილის წამებასა და მკვლელობაზე, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში დღემდე მიმდინარე ოკუპაციის უმძიმეს შედეგებზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს და აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც პასუხს აგებენ ჩადენილი დანაშაულისთვის ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი გმირების სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილე პირები და ჩვენი სამშვიდობო, თანმიმდევრული პოლიტიკით აუცილებლად მოხდება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ომით გაყოფილი საზოგადოების გაერთიანება,“ – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
ბაიდენის თქმით, პუტინის მიერ ბირთვული იარაღის ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერება „დიდი შეცდომაა“
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „დიდი შეცდომა" დაუშვა, როდესაც განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აჩერებს მონაწილეობას ახალი START-ის ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულებაში. ბაიდენმა მოკლე კომენტარი პოლონეთში, მედიასთან, ბუქარესტის 9 ჯგუფის შეხვედრის დროს გააკეთა. ბუქარესტის ცხრა ჯგუფი 2015 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ჩამოყალიბდა და მასში შედიან ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი. რუსეთი აჩერებს მონაწილეობას რუსეთ-აშშ-ის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში
სასწორზე უფრო მეტი დევს, ვიდრე მხოლოდ უკრაინა, ეს არის თავისუფლება - ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ შეერთებული შტატების ერთგულება NATO-ს მიმართ, „წმინდაა“. „ჩვენ დავიცავთ NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს“, - განაცხადა ბაიდენმა ვარშავაში. მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ის იცავს მის თავისუფლებას. „სასწორზე უფრო მეტი დევს, ვიდრე მხოლოდ უკრაინა, ეს არის თავისუფლება”, - ამბობს აშშ-ის ლიდერი.
ადმინისტრაცია: პრეზიდენტი ვალდებულია, ხელი მოაწეროს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტს, როდესაც არსებობს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დასკვნა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება 2023 წლის 18 თებერვალს ერთ-ერთი ტელევიზიით გასულ სიუჟეტს, რომელიც შეეხებოდა ე.წ. კანონიერი ქურდებისათვის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხს. ადმინისტრაციის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება, საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხი. „საქართველოს პრეზიდენტს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გარეშე არ შეუძლია პირისათვის მოქალაქეობის შეწყვეტა. როდესაც არსებობს ასეთი დასკვნა, პრეზიდენტი ვალდებულია ხელი მოაწეროს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლები ერთნაირად ვრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე, განურჩევლად მათი საქმიანობისა. პრეზიდენტი ვალდებულია, ხელი მოაწეროს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტს, როდესაც არსებობს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დასკვნა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ბაიდენი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის ლიდერებთან შეხვედრაზე: თქვენ ხართ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ფრონტის ხაზი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელც პოლონეთში გუშინ ჩავიდა უკრაინიდან, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის ლიდერებს შეხვდა. სასწორზე უფრო მეტი დევს, ვიდრე მხოლოდ უკრაინა, ეს არის თავისუფლება - ჯო ბაიდენი „თქვენ ხართ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ფრონტის ხაზი და თქვენ უკეთ იცით, თუ რა არის ამ კონფლიქტის საფრთხე. არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ დემოკრატიების თავისუფლებისთვის მთელ ევროპასა და მთელ მსოფლიოში", - თქვა ბაიდენმა. მისივე თქმით, „მე-5 მუხლი არის წმინდა ვალდებულება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა აიღო. „ჩვენ დავიცავთ NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს“, - განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა პოლონეთის დატოვებამდე უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა
თეთრი სახლის განცხადებით, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის ლიდერებმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი „ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ხაზი გაუსვეს მათ ერთობლივ ვალდებულებას, რომ დადგებიან უკრაინელი ხალხის გვერდით რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ჯო ბაიდენმა და ევროპელმა ლიდერებმა განიხილეს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერებული თავდაცვითი პოზიცია და აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა შეერთებული შტატების მტკიცე ვალდებულება NATO-ს მე-5 მუხლის მიმართ. ისინი მოუთმენლად ელიან ალიანსის ერთიანობისა და კოლექტიური თავდაცვის შემდგომ გაძლიერებას NATO-ს სამიტზე ივლისში, ვილნიუსში. ბაიდენმა პოლონეთი ევროპაში 72-საათიანი მოგზაურობის შემდეგ დატოვა.
შვეიცარია უკრაინისა და მოლდოვისთვის 150 მილიონი დოლარის დახმარების ახალ პაკეტს გამოყოფს - CNN
შვეიცარიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის ახალი 150 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი გამოაცხადა. ახლა შვეიცარიის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს პაკეტი, რაც უკრაინისთვის დაახლოებით 123 მილიონი დოლარის, მისი მეზობელი მოლდოვისთვის კი, $28 მილიონის გამოყოფას ითვალისწინებს. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ომის დაწყებიდან შვეიცარიამ დაახლოებით 1,4 მილიარდი დოლარი გამოყო უკრაინის დახმარებისთვის. შვეიცარიამ უკვე მიიღო 75000-ზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი უკრაინიდან. შვეიცარიის მთავრობამ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს ჯარები უკრაინის მთელი ტერიტორიიდან.
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის ჟურნალისტთა კავშირს წევრობა შეუჩერა
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ (IFJ) რუსეთის ჟურნალისტთა კავშირს (RUJ) წევრობა შეუჩერა. წევრობის შეჩერება მოჰყვა რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის განყოფილებების გახსნას უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ ოლქში. მანამდე საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის ჟურნალისტთა კავშირისგან მათი დახურვა მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ. ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია 140 ქვეყნის მედიასაშუალებების 600 ათასზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი საერთაშორისო ფედერაციაში 1995 წლიდან შედის.
რუსეთს აქვს კოლონიური ამბიციები, მას სურს, დაიმორჩილოს სხვა ქვეყნები, 2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს - დუდა
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ რუსეთი არის იმპერია, რომელსაც კოლონიური ამბიციები აქვს. მას სურს, დაიმორჩილოს სხვა ერები და ქვეყნები, ამის საუკეთესო მაგალითია დღეს უკრაინა, მაგრამ არიან სხვა ქვეყნებიც - 2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. ამის შესახებ დუდამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი შეფასებით, თუ უკრაინა გაუძლებს რუსეთის იმპერიულ ამბიციებს, მაშინ რუსეთს მოუწევს, შეაჩეროს ეს იმპერიული ამბიციები“. 2008 წელს, რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. დღეს მუდმივი პრობლემაა მოლდოვაშიც, რადგან იქ დნესტრისპირეთში რუსული ჯარები არიან განლაგებულნი. რუსეთმა თავისი ჯარები სირიაში შეიყვანა. რუსეთი მსოფლიოში ბევრ ქვეყანაში დესტაბილიზაციას ახორციელებს. უკრაინა განიცდის რუსეთის მხრიდან ფრონტალურ შეტევას, მაგრამ ეს იმის დემონსტრირებაა, რომ რუსეთი აღადგენს თავის იმპერიულ ამბიციებს და უნდა შეაჩეროს ეს. თავისუფალმა სამყარომ უნდა აიძულოს რუსეთი, რომ შეაჩეროს ეს“, - აღნიშნა ანდჯეი დუდამ. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს უკრაინას, რადგან გვჯერა, რომ თუ უკრაინა გაუძლებს რუსეთის იმპერიულ ამბიციებს, მაშინ რუსეთს მოუწევს, შეაჩეროს ეს ამბიცები“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში.
ბაიდენის ვიზიტი წარმოუდგენლად მძლავრი სიგნალია - პოლონეთის პრეზიდენტი
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტი კიევში, წარმოუდგენლად მძლავრი სიგნალია, ეს არის პოლიტიკური და სტრატეგიული სიგნალი", - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი შეფასებით, ეს ვიზიტი „უგზავნის სიგნალს თავისუფალ სამყაროს დაცვის და NATO-ს თავდაცვის, მისი ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დაცვის შესახებ. მისივე თქმით, ეს იყო მნიშვნელოვანი გზავნილი პოლონელი ხალხისთვის. პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე განუცხადა, რომ თანამედროვე იარაღი უკრაინისთვის რუსეთისგან თავდასაცავად მთავარია. CNN-ის კითხვაზე, მოიცავს თუ არა ეს საბრძოლო თვითმფრინავებს, მან უპასუხა: „თუ ასეთი საჭიროებაა, რა თქმა უნდა, დიახ“.
ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრა. მთავრობის მეთაური მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავა, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს აწარმოებენ. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი არიან.