ძებნის რეზულტატი:
ბორის ჯონსონს NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავება სურს
უკრაინულ ტელეარხ RADA TV-ს ეთერში ჯონსონმა განაცხადა, რომ NATO-ს სათავეში ყოფნა მშვენიერი აზრია. „NATO-ს სათავეში ყოფნა? მშვენიერი აზრია. იცით, სავსებით კარგი აზრია. მინდა ხაზი გავუსვა, ძვირფასო მეგობრებო, რომ ასეთი ჩანაფიქრი მაქვს და არავის დაავიწყდეს, რომ ასეთი კანდიდატი არის მარაგში. ამჯერად, ვფიქრობ, გამიმართლებს”, - განაცხადა ჯონსონმა. ჯონსონის თქმით, NATO ახლა ისე ძლიერია როგორც არასდროს და მას უახლოეს მომავალში ახალი წევრებიც შეუერთდებიან - შვედეთი და ფინეთი. ინფორმაციისთვის, ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილება თანამდებობაზე მიმდინარე წლის ოქტომბერში ეწურება.
ავსტრალია უკრაინას დრონებს გადასცემს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს
ავსტრალია უკრაინას 33 მილიონი დოლარის ღირებულების დრონებს მიაწვდის და დამატებით სანქციებს დააწესებს. ახალი ზომები შეეხებათ რუსეთის სამხედრო, მთავრობისა და მედიის წარმომადგენლებს. იტყობინება Guardian-ი 23 თებერვალს ავსტრალიის მთავრობაზე დაყრდნობით. განცხადება გაკეთდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავის წინა დღეს. ომის დაწყების დღიდან ავსტრალიამ დაახლოებით 510 მილიონი დოლარის წვლილი შეიტანა უკრაინის სამხედრო დახმარებაში. ავსტრალია ასევე გაყინავს აქტივებს და დააწესებს მოგზაურობის აკრძალვას კიდევ 90 რუსი ფიზიკურისა და 40 სუბიექტისთვის, რაც სანქცირებული პირების ან ორგანიზაციების საერთო რაოდენობას 1000-მდე გაზრდის.
სამხრეთის სარდლობა: უკრაინელი სამხედროებისთვის მარიუპოლი „სრულიად მიუწვდომელი აღარ არის“
უკრაინის სამხრეთ სარდლობის სპიკერმა ნატალია ჰუმენიუკმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ დონეცკის ოლქში რუსეთის მიერ ოკუპირებული მარიუპოლის ტერიტორია უკრაინული ძალებისთვის „სრულიად მიუწვდომელი აღარ არის“. ქალაქის საბჭოს ცნობით, 23 თებერვალს აფეთქებების გაისმა მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე. აფეთქებები მოხდა მარიუპოლში 22 თებერვალს საღამოს. ერთი დღით ადრე კი, ქალაქში რუსული საბრძოლო მასალის საწყობი განადგურდა, იტყობინება მარიუპოლის საკრებულო. დონეცკის ოლქში აზოვის ზღვაზე მდებარე მარიუპოლი 2022 წლის მაისიდან რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება, სამთვიანი ალყის შემდეგ, ქალაქის უმეტესი ნაწილი გაანადგურა.
თეთრმა სახლმა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა
პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის ახალი ფართომასშტაბიანი ეკონომიკური, ენერგეტიკული და უსაფრთხოების დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა. ასევე მზადდება დამატებითი სანქციები რუსეთის და მათ წინააღმდეგ, ვინც კრემლს ეხმარება, გააგრძელოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ კარინე ჟან-პიერმა ხუთშაბათს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ გამოვაცხადებთ ახალ ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და უსაფრთხოების დახმარებას, რათა დავეხმაროთ უკრაინელებს, გააგრძელონ წარმატების მიღწევა ბრძოლის ველზე, დავიცვათ ხალხი რუსული აგრესიისგან და მივცეთ საშუალება უკრაინის მთავრობას, უზრუნველყოს ძირითადი სერვისები, როგორიცაა ელექტროენერგია და სითბო“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა. მისივე თქმით, შეერთებული შტატები მზადაა, განახორციელოს „მკვეთრი სანქციები საკვანძო სექტორების წინააღმდეგ, რომლებიც პუტინისთვის შემოსავალს გამოიმუშავებენ“. ჟან-პიერის თქმით, შეზღუდვები მიემართება რუსულ ბანკებზე, რუსეთის ფედერაციის თავდაცვისა და ტექნოლოგიურ მრეწველობაზე და მესამე ქვეყნებში არსებულ აქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობენ ადრე დაწესებული სანქციების თავიდან აცილებას.
ევროკავშირის ელჩი: რუსეთი და დეზინფორმაციის გამავრცელებელი სხვა აქტორები ცდილობენ საინფორმაციო სივრცით მანიპულირებას
უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა სხვა პარტნიორების მიმართ ყურადღებას არ შეამცირებს. პირიქით, უკრაინაში რუსეთის ომზე ცალსახა და მტკიცე პასუხი უნდა შენარჩუნდეს, რომ აგრესორმა პასუხი აგოს. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელიც ომის წლისთავს ეძღვნება. მისი შეფასებით, საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირთან, რომელიც საზიარო ევროპული ღირებულებების საერთო გაგებაზეა დაფუძნებული, მყარი საფუძველია ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების ასაშენებლად. „ევროკავშირმა საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს. ეს პროცესი დაფუძნებულია დამსახურებაზე და რეფორმებზეა მიმართული. ამავდროულად, რუსეთი და დეზინფორმაციის გამავრცელებელი სხვა აქტორები ცდილობენ საინფორმაციო სივრცით მანიპულირებას, რათა გაიმეორონ კრემლის მხარდამჭერი ნარატივები და პროპაგანდა, ხელი შეუშალონ ინტეგრაციას, განხეთქილება შეიტანონ და სოლიდარობა შეამცირონ. ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა და ამ მავნე ქმედებების დასაძლევად მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება. უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. დიდება უკრაინას!“, - ამბობს პაველ ჰერჩინსი.
პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირი ცდილობს, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოხდეს რუსეთის იზოლაცია, საქართველო ამ ძალისხმევაში აქტიურად მონაწილეობს
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი ცდილობს, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოხდეს რუსეთის საერთაშორისო დაგმობა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ იზოლაცია. ჩვენი ერთობა თანამოაზრე პარტნიორებთან საერთაშორისო ასპარეზზე ურყევია და უპრეცედენტო ქმედებებს ერთად ვახორციელებთ. საქართველო ამ ძალისხმევაში აქტიურად მონაწილეობს ელჩის თქმით, ევროკავშირი კვლავ უდრეკად, ერთიანად და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას ყველა - ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო - ფრონტზე. პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ეს აგრესია არამარტო სუვერენული ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ მიმართულია დემოკრატიის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში. „უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. მიმდინარე ომი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ღირებულებებისა და პრინციპების უპრეცედენტო დარღვევაა. უკრაინას თავს დაესხნენ, რადგან მას სურდა, საკუთარი მომავალი თვითონ და არა მოსკოვის მითითებით, განესაზღვრა. გაეროს წესდების შესაბამისად, უკრაინას, როგორც აგრესიის მსხვერპლს, აქვს თავდაცვის ხელშეუვალი უფლება. ევროკავშირი კვლავ უდრეკად, ერთიანად და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას ყველა - ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო - ფრონტზე. ეს აგრესია არამარტო სუვერენული ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ მიმართულია დემოკრატიის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში. ეს არის საფრთხე ყველა ქვეყნისთვის, რადგან სასწორზეა მათი დამოუკიდებლობა და უფლებამოსილება, გააკეთონ არჩევანი საკუთარი გადაწყვეტილებების საფუძველზე. ევროკავშირი ცდილობს, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოხდეს რუსეთის საერთაშორისო დაგმობა და იზოლაცია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ჩვენი ერთობა თანამოაზრე პარტნიორებთან საერთაშორისო ასპარეზზე ურყევია და უპრეცედენტო ქმედებებს ერთად ვახორციელებთ. საქართველო ამ ძალისხმევაში აქტიურად მონაწილეობს. გაეროს გენერალური ასამბლეის ექვსი რეზოლუცია რუსეთის საერთაშორისო დაგმობას და იზოლაციას ადასტურებს. უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა სხვა პარტნიორების მიმართ ყურადღებას არ შეამცირებს. პირიქით, უკრაინაში რუსეთის ომზე ცალსახა და მტკიცე პასუხი უნდა შენარჩუნდეს, რომ აგრესორმა პასუხი აგოს. საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირთან, რომელიც საზიარო ევროპული ღირებულებების საერთო გაგებაზეა დაფუძნებული, მყარი საფუძველია ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების ასაშენებლად. ევროკავშირმა საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს. ეს პროცესი დაფუძნებულია დამსახურებაზე და რეფორმებზეა მიმართული. ამავდროულად, რუსეთი და დეზინფორმაციის გამავრცელებელი სხვა აქტორები ცდილობენ საინფორმაციო სივრცით მანიპულირებას, რათა გაიმეორონ კრემლის მხარდამჭერი ნარატივები და პროპაგანდა, ხელი შეუშალონ ინტეგრაციას, განხეთქილება შეიტანონ და სოლიდარობა შეამცირონ. ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა და ამ მავნე ქმედებების დასაძლევად მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება. უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. დიდება უკრაინას!“, - - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.
შსს: რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად აღდგა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად აღდგა. უწყების ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 132-163-ე მონაკვეთი ამ დროისთვის გაწმენდილია და რიკოთის უღელტეხილის ტერიტორია მსუბუქმა ავტომობილებმა, მგზავრებთან ერთად, უსაფრთხოდ დატოვეს. „რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 132-163-ე კილომეტრზე მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები ხორციელდებოდა. შეფერხებული მოძრაობის დროულად განტვირთვისა და მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები, მძიმე ტექნიკის დახმარებით, თოვლისგან გზის ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ. სამუშაო პროცესს ადგილზე, ამ დრომდე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ხელმძღვანელობენ. ამჟამად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთი გაწმენდილია, რიკოთის უღელტეხილის ტერიტორია მსუბუქმა ავტომობილებმა, მგზავრებთან ერთად, უსაფრთხოდ დატოვეს. ამ დროისთვის მოძრაობა ეტაპობრივად აღდგა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ელჩი ჰერჩინსკი კანდიდატის სტატუსზე: ეს პროცესი დაფუძნებულია დამსახურებაზე და რეფორმებზეა მიმართული
საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირთან, რომელიც საზიარო ევროპული ღირებულებების საერთო გაგებაზეა დაფუძნებული, მყარი საფუძველია ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების ასაშენებლად. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელიც ომის წლისთავს ეძღვნება. ელჩის თქმით, ევროკავშირმა საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს. ეს პროცესი დაფუძნებულია დამსახურებაზე და რეფორმებზეა მიმართული. „ამავდროულად, რუსეთი და დეზინფორმაციის გამავრცელებელი სხვა აქტორები ცდილობენ საინფორმაციო სივრცით მანიპულირებას, რათა გაიმეორონ კრემლის მხარდამჭერი ნარატივები და პროპაგანდა, ხელი შეუშალონ ინტეგრაციას, განხეთქილება შეიტანონ და სოლიდარობა შეამცირონ. ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა და ამ მავნე ქმედებების დასაძლევად მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება. უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. დიდება უკრაინას!“, - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.
უკრაინას თავს დაესხნენ, რადგან სურდა, საკუთარი მომავალი თვითონ და არა მოსკოვის მითითებით განესაზღვრა - ელჩი ჰერჩინსკი
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი ცდილობს, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოხდეს რუსეთის საერთაშორისო დაგმობა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ იზოლაცია. ჩვენი ერთობა თანამოაზრე პარტნიორებთან საერთაშორისო ასპარეზზე ურყევია და უპრეცედენტო ქმედებებს ერთად ვახორციელებთ. საქართველო ამ ძალისხმევაში აქტიურად მონაწილეობს ელჩის თქმით, ევროკავშირი კვლავ უდრეკად, ერთიანად და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას ყველა - ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო - ფრონტზე. პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ეს აგრესია არამარტო სუვერენული ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ მიმართულია დემოკრატიის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში. „უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. მიმდინარე ომი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ღირებულებებისა და პრინციპების უპრეცედენტო დარღვევაა. უკრაინას თავს დაესხნენ, რადგან მას სურდა, საკუთარი მომავალი თვითონ და არა მოსკოვის მითითებით, განესაზღვრა. გაეროს წესდების შესაბამისად, უკრაინას, როგორც აგრესიის მსხვერპლს, აქვს თავდაცვის ხელშეუვალი უფლება. ევროკავშირი კვლავ უდრეკად, ერთიანად და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას ყველა - ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო - ფრონტზე. ეს აგრესია არამარტო სუვერენული ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ მიმართულია დემოკრატიის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში. ეს არის საფრთხე ყველა ქვეყნისთვის, რადგან სასწორზეა მათი დამოუკიდებლობა და უფლებამოსილება, გააკეთონ არჩევანი საკუთარი გადაწყვეტილებების საფუძველზე. ევროკავშირი ცდილობს, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოხდეს რუსეთის საერთაშორისო დაგმობა და იზოლაცია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ჩვენი ერთობა თანამოაზრე პარტნიორებთან საერთაშორისო ასპარეზზე ურყევია და უპრეცედენტო ქმედებებს ერთად ვახორციელებთ. საქართველო ამ ძალისხმევაში აქტიურად მონაწილეობს. გაეროს გენერალური ასამბლეის ექვსი რეზოლუცია რუსეთის საერთაშორისო დაგმობას და იზოლაციას ადასტურებს. უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა სხვა პარტნიორების მიმართ ყურადღებას არ შეამცირებს. პირიქით, უკრაინაში რუსეთის ომზე ცალსახა და მტკიცე პასუხი უნდა შენარჩუნდეს, რომ აგრესორმა პასუხი აგოს. საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირთან, რომელიც საზიარო ევროპული ღირებულებების საერთო გაგებაზეა დაფუძნებული, მყარი საფუძველია ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების ასაშენებლად. ევროკავშირმა საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს. ეს პროცესი დაფუძნებულია დამსახურებაზე და რეფორმებზეა მიმართული. ამავდროულად, რუსეთი და დეზინფორმაციის გამავრცელებელი სხვა აქტორები ცდილობენ საინფორმაციო სივრცით მანიპულირებას, რათა გაიმეორონ კრემლის მხარდამჭერი ნარატივები და პროპაგანდა, ხელი შეუშალონ ინტეგრაციას, განხეთქილება შეიტანონ და სოლიდარობა შეამცირონ. ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა და ამ მავნე ქმედებების დასაძლევად მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება. უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. დიდება უკრაინას!“, - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.
ჩრდილოეთ კორეამ 4 საკრუიზო ფრთოსანი რაკეტა გაუშვა
ჩრდილოეთ კორეამ წვრთნების დროს ოთხი საკრუიზო ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. რაკეტებმა 2000 კმ-ის მანძილის დაფარვის შემდეგ, სამიზნე გაანადგურეს. ადგილობრივი მედის ცნობით, რაკეტების გაშვება იმის დემონსტრირებაა, რომ ქვეყანას მტრული ძალების წინააღმდეგ ბირთვული კონტრთავდასხმის შესაძლებლობა გააჩნია.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ეს იყო ტკივილის, რწმენისა და ერთიანობის წელი
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს იყო ტკივილის, მწუხარების, რწმენისა და ერთიანობის წელი. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა სოციალუ ქსელში განათავსა და მას ომის მიმდინარეობის შესახებ სხვადასხვა დროს გადაღებული ვიდეო დაურთო. მისივე განცხადებით, 24 თებერვალს მილიონობით უკრაინელმა გააკეთა არჩევანი - არა თეთრი, არამედ ლურჯ-ყვითელი დროშა და არა გაქცევა, არამედ მტრის პირისპირ, წინააღმდგეობის გაწევა და ბრძოლა. „ჩვენ ვიცით, რომ ეს იქნება ჩვენი გამარჯვების წელი!“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა.
კახეთში, მცირეწლოვანზე ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ ბავშვის მამა დააკავა
კახეთში ორი წლის მცირეწლოვანზე ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ ბავშვის მამა დააკავა. ამასთან, კაცის დაკავებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. "გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრზე ძალადობას გულისხმობს", - აცხადებენ უწყებაში. ცნობისთვის, მცირეწლოვანი გურჯაანის კლინიკაში, დამწვრობებითა და მუცლის ძლიერი ტკივილით, გუშინ შეიყვანეს.
ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა უნგრეთის სრული მხარდაჭერა ამ კუთხით. მინისტრებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე დარგობრივ უწყებებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის სამუშაო და მაღალი დონის შეხვედრების დაგეგმვაზე სხვადასხვა სექტორის გასააქტიურებლად“, - წერია ინფორმაციაში.
შვედეთმა უკრაინისთვის $50 მილიონის დახმარების შესახებ გამოაცხადა
შვედეთმა უკრაინისთცვის ჰუმანიტარული ძალისხმევისა და ენერგეტიკის სექტორის მხარდასაჭერად, 520 მილიონი შვედური კრონის (49,9 მილიონი აშშ დოლარი) დახმარების შესახებ გამოაცხადა. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, 220 მილიონი შვედური კრონი (21,1 მილიონი აშშ დოლარი) მოხმარდება ჰუმანიტარულ ძალისხმევას, ხოლო 300 მილიონი შვედური კრონი (28,8 აშშ დოლარი) უკრაინისთვის შექმნილ ენერგეტიკულ ფონდს. თებერვლის დასაწყისში შვედეთმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება დაამტკიცა. როგორც ცნობილია, პაკეტი მოიცავს Archer-ის ტიპის მოწინავე თვითმავალ საარტილერიო სისტემებს, 90 ჯავშანტრანსპორტიორებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და სხვა აღჭურვილობას.
დიდი ბრიტანეთის ელჩი: საქართველოს მოსახლეობა ერთიანია უკრაინის თავისუფლების და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში
გაერთიანებული სამეფოს ელჩი აცხადებს, რომ „ერთი წლის წინ, უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილმა პირველმა რუსულმა ბომბებმა, მილიონობით ადამიანის ცხოვრება ერთ წუთში შეცვალა. ელჩის თქმით, დიდი ბრიტანეთი და პარტნიორები განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას, სრულ გამარჯვებამდე. „მას შემდეგ, ჩვენ მომსწრენი ვართ უდანაშაულო ადამიანების ტრაგიკული სიკვდილის, განადგურებული ქალაქების და სასოწარკვეთის. უკრაინაში ომმა გამოიწვია დემოკრატიული სახელმწიფოების და ხალხების წარმოუდგენელი კონსოლიდაცია, როგორც ევროპაში, ისე მის მიღმა. საქართველოს მოსახლეობა ერთიანია უკრაინის თავისუფლების და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში და დიდი ბრიტანეთი და პარტნიორები განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას, სრულ გამარჯვებამდე. ამასთანავე, ჩვენ ვხედავთ, უკრაინელი ხალხის წარმოუდგენელ სიმტკიცეს და სიმამაცეს. ისინი დღემდე მედგრად და ამაყად იცავენ თავიანთ ქვეყანას რუსეთის ამ ყოვლად არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის წინაშე“, - წერს ელჩი Twitter-ზე.
ომის მთელი წელიწადი - წელი, რომელიც მოიპარეს ჩვენი ცხოვრებიდან - ზელენსკა
უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა წერს, რომ უკრაინის წელმა სამუდამოდ შეცვალა ისტორია და აგრძელებს მთელი მსოფლიოს შეცვლას. "ომის დღეც კი უკვე სასიკვდილოა. იმიტომ, რომ რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს ჩვენი ხალხი დაიღუპა. ომის ერთი კვირაც კი გამოუსწორებლად ბევრია. იმიტომ რომ უკვე პირველ კვირას დამპყრობლის რაკეტებმა და ტყვიებმა უკრაინელი ბავშვები იმსხვერპლეს. ომის ერთი თვე უკვე უსაზღვროდ მტკივნეულია, რადგან ამ ხნის განმავლობაში აგრესორმა აწამა ხალხი ბუჩასა და მარიუპოლში. ახლა კი ომის მთელი წელიწადი. წელი, რომელიც მოიპარეს ჩვენი ცხოვრებიდან და მრავალი მოპარული ცხოვრების წელი. ეს ნამდვილად არ არის თარიღი, რომელსაც ისურვებდით, რომ თქვენს კალენდარში ყოფილიყო", - წერს ზელენსკა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
2022 წელს საქართველოდან მოგზაურების მიერ ყველაზე მეტი ვიზიტი საზღვარგარეთ, საყიდლების მიზნით განხორციელდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 3.7-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქსტატის ცნობით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.8 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.7 მილიონი შეადგინა, რაც 3.2-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უწყების მონაცემებით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 944.2 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 99.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 49.2 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 46.5 პროცენტს შეადგენდა. 2022 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 41.1 პროცენტი განხორციელდა საყიდლების მიზნით. „ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 941.4 ათასი და 247.4 ათასი ვიზიტი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული ქვეყნების მიხედვით“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ამასთან, უწყების მონაცემებით, 2022 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.1 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 95.9 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. ამასთან, 2022 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1.8 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 1 078.6 ლარი შეადგინა.
პუტინის მსგავს დიქტატორებს ავიწყდებათ ჭეშმარიტება - „ბოროტსა სძლია კეთილმან“ - აშშ-ის საელჩო
ერთი წლის წინ პუტინი დარწმუნებული იყო, რომ კიევი ერთ დღეში დაეცემოდა, მის ჯარს უკრაინელი ხალხი ყვავილებით შეეგებებოდა და დასავლეთი მის საქციელზე თვალს დახუჭავდა. მაგრამ კიევი დგას, უკრაინელი ხალხი არნახული სიმამაცით იბრძვის და დასავლეთი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. „ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მტრის ხატის შექმნა და მასთან ბრძოლა დიქტატორების შეუცვლელი სტრატეგიაა. ასევე არახალია, რომ დიქტატორები ერთმანეთის შეცდომებს იმეორებენ. პუტინი საკუთარ ხალხს ეუბნება, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მათი მტერია, რომ მხოლოდ ის დგას ჭეშმარიტების გზაზე. პუტინის მტერია ფეხმძიმე ქალები, რომლებსაც სამშობიაროში ბომბავს, პატარა ბავშვები და მოხუცები, რომლებიც თავშესაფრებში ერთმანეთს სიმღერით ამხნევებენ და ადამიანები, რომლებიც ირჩევენ თავისუფლებას. ერთი წლის წინ პუტინი დარწმუნებული იყო, რომ კიევი ერთ დღეში დაეცემოდა, მის ჯარს უკრაინელი ხალხი ყვავილებით შეეგებებოდა და დასავლეთი მის საქციელზე თვალს დახუჭავდა. მაგრამ კიევი დგას, უკრაინელი ხალხი არნახული სიმამაცით იბრძვის და დასავლეთი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს. პუტინის მსგავსი დიქტატორები იმეორებენ შეცდომას, რადგან მათ ავიწყდებათ ის ჭეშმარიტება, რომელიც საუკუნეების წინ რუსთაველმა გენიალურად ჩამოაყალიბა: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
კახეთის პოლიციამ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
კახეთის პოლიციამ არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ა.თ. ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის ორი წლის შვილზე ძალადობა განახორციელა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა ბავშვმა სხეულზე მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა მიიღო. გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას. ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.
საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ძალები უკრაინიდან
საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან. დოკუმენტი ასევე მოითხოვს რუსეთისგან, დაუყოვნებლივ შეწყდეს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები. რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდნენ რუსეთი, ბელორუსი, სირია, ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა, ნიკარაგუა და მალი. 32-მა ქვეყანამ კი, თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტი 75 წევრი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს თანასპონსორობით დამტკიცდა და დოკუმენტი მოიცავს მოწოდებას უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისკენ. რეზოლუციაში საუბარია „უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი ყველაზე მძიმე დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის დაყენების აუცილებლობაზე ეროვნულ ან საერთაშორისო დონეზე სათანადო, სამართლიანი და დამოუკიდებელი გამოძიებებისა და სამართლებრივი დევნის გზით.