ძებნის რეზულტატი:

სამი საკითხი, რომლის გადაჭრაზეც დმიტრო კულება, იენს სტოლტენბერგი და ჯოზეფ ბორელი შეთანხმდნენ

უკრაინა-ევროკავშირ-NATO-ს სამმხრივ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის ეფექტიანი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სისტემა განავითარონ. მხარეები შეთანხმდნენ, მოიწვიონ NATO-ს, ევროკავშირისა და უკრაინელი ექსპერტები, რათა ნახონ, რა შეიძლება, გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინას ჰქონდეს მისთვის საჭირო იარაღი. „საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ, უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა და მე განვიხილეთ იარაღის წარმოების გაზრდის აუცილებლობისა  და ჩვენი შესყიდვების სისტემების განვითრების საკითხები. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. უკრაინის თხოვნით, ჩვენ შევთანხმდით, რომ NATO უნდა დაეხმაროს უკრაინას შესყიდვების სისტემის შემუშავებაში, რომელიც იქნება ეფექტiani, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. თავის მხრივ, დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, ინტენსიურად იმუშაონ სამი საკითხის გადასაჭრელად: რაც შეიძლება ეფექტიანი წვრთნა; იარაღისა და ჭურვების რაც შეიძლება ეფექტიანად წარმოება და ბრძოლის ველზე მაქსიმალურად ეფექტიანად მიწოდება. „დროა, დიპლომატებს და მაღალი თანამდებობის პირებს ჰქონდეთ წვდომა წარმოებისა და შესყიდვების დეტალებზე, რათა შეიქმნას ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამუშაო დონეზე ამოქმედდება კონტაქტის მექანიზმი იარაღისა და ჭურვების წარმოების საკითხების გადასაჭრელად და მწარმოებელს, კონტრაქტორსა და ბენეფიციარს შორის თანამშრომლობის დასამყარებლად. მინისტრის თქმით, ბრიუსელში ასევე წამოჭრა უკრაინელი პილოტების მომზადების საკითხი. საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში იმყოფება, რათა მონაწილეობა მიიღოს უკრაინა-ევროკავშირ-NATO-ს პირველ სამმხრივ შეხვედრაში და კოორდინირება გაუწიოს ძალისხმევას იარაღის, სწავლებისა და თავდაცვის ინდუსტრიის დატვირთვის გაზრდის შესახებ.

ბელგია წყალქვეშა დრონების სამართავად უკრაინელი სამხედროების წვრთნას იწყებს

ბელგიის სამეფოს თავდაცვის სამინისტრო წყალქვეშა თვითმფრინავების სამართავად, რომლებიც მალე შეიარაღებულ ძალებს გადაეცემათ, უკრაინელ სამხედროებს მოამზადებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ბელგიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფი ბელგიაში თებერვლის დასაწყისში ჩავიდა, რათა უკრაინის მხარდასაჭერად ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის (EUMAM Ukraine) ფარგლებში წვრთნა გაევლო. 

საქართველოს საგარეო უწყება ბელორუსს მოუწოდებს, პატივი სცეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას გმობს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ასლან ბჟანიას „ვიზიტთან“ დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ქმედება წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას. „აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას. ბელარუსს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შეწყვიტოს ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს“, - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრა გამართა და განაცხადა: „საქართველოს ხელმძღვანელობა ასე მწვავედ რატომ რეაგირებს აფხაზებთან შეხვედრებზე? შესაძლოა, ეს შეხვედრები ემსახურება მეგობრობას აფხაზებსა და ქართველებს შორის“ მან ბჟანიასთან შეხვედრაზე საქართველოს რეგიონს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს „შესანიშნავი ქვეყანა“ უწოდა. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, მაშინ ალექსანდრ ლუკაშენკო შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ადგილებს ეწვია. „შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ცნობისთვის, ბელორუსს არ აქვს „აღიარებული“ რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. ევროკავშირის ელჩი: ვგმობთ ბელორუსის ე.წ. პრეზიდენტის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. რაც შეეხება ლუკაშენკოს, მას ევროკავშირი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს. ბლოკს ბელორუსის ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ, არაერთი სანქცია აქვს ამოქმედებული. დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს. ამავე თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას პოლ გობლი: საქართველო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ბელორუსის ელჩი გააძევოს

უკრაინის სასამართლომ იანუკოვიჩის პრორუსული პარტია აკრძალა

უკრაინის მერვე ოლქის ადმინისტრაციულმა სასამართლომ 21 თებერვალს დააკმაყოფილა სარჩელი ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის პრორუსული რეგიონების პარტიის აკრძალვის შესახებ, იტყობინება არასამთავრობო ორგანიზაცია CHESNO. სარჩელი უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა შეიტანეს. რეგიონების პარტია, რომელიც უკრაინის დომინანტი პარტია იყო იანუკოვიჩის დროს 2010-2014 წლებში, ფაქტობრივად დაიშალა მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩი რუსეთში 2014 წლის ევრომაიდნის რევოლუციის შემდეგ გაიქცა.  

WSJ: სი ძინპინი რუსეთში ვიზიტს გეგმავს

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი  მოსკოვში ჩასვლას და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს იტყობინება Wall Street Journal - ი წყაროზე დაყრდნობით. მისივე თანახმად, ეს შეხვედრა იქნება მრავალმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ბიძგის ნაწილი, რადგან პეკინი აცხადებს, რომ მას სურს, უფრო აქტიური როლი ითამაშოს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებაში. წყაროების თქმით, ვიზიტისთვის მზადება საწყის ეტაპზეა და მისი დრო ჯერ დადგენილი არ არის. მრავალი ცნობის თანახმად, ვაშინგტონის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან, რომ ჩინეთმა შესაძლოა, მოსკოვს ლეტალური მხარდაჭერა გაუწიოს. ადრე, 4 თებერვალს, Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა რუსეთის არმიას სამხედრო საშუალებები მიაწოდა.  

ბელორუსის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ სახელმწიფო ღალატისთვის სიკვდილით დასჯა დაამტკიცა

ბელორუსის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ სახელმწიფო ღალატისთვის სიკვდილით დასჯა დაამტკიცა. მედიის ინფორმაციით, სიკვდილით დასჯა შეიძლება, „სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირებზე და სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებზე იყოს გამოყენებული. ახლა კანონპროექტი რესპუბლიკის საბჭომ უნდა დაამტკიცოს და მას ალექსანდრ ლუკაშენკომ უნდა მოაწეროს ხელი.  

შს მინისტრი: 2023 წელს რუსეთის დაახლოებით 137000 მოქალაქე შემოვიდა, გასულია - 150913

შს მინისტრ, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, საქართველოში 2023 წელს, 1-ელი იანვრიდან დღემდე, დაახლოებით რუსეთის 137 000 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 150 913 გავიდა. გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა 2020 - 2021 წლებთან შედარებით გაზრდილია. „2022 წელს რუსეთის 869 874 მოქალაქეა შემოსული, ეს მთლიანად მილიონ 400 კვეთაა. ვიცით, რომ საზღვარზე ძალიან ბევრია, რომელიც „ტაქსაობს“, ტვირთს ეზიდება. შეიძლება, რუსეთის მოქალაქე დღეში 3-ჯერ და 5 ჯერ გადავიდეს და გადმოვიდეს საზღვარზე. 2022 წელს რუსეთის 809 873 მოქალაქე გავიდა უკან. აქ პიროვნებებზეა ლაპარაკი და არა საზღვრის კვეთაზე. 2019 წელს შემოსული იყო მილიონ რუსეთის 64 000 მოქალაქე და გასული იყო მილიონ 67 ათასი მოქალაქე. გეთანხმებით, რომ გაიზარდა 2020 და 2021 წლებთან შედარებით, თუმცა 2019 და 2018 წლებში ბევრად მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, 300 ათასით მეტი იყო, ვიდრე 2022 წელს. ეს არის ფაქტი, ამ ციფრებს მე არ ვიგონებ და არ ვწევთ ჩვენ, ეს არის სტატისტიკა. 2023 წელს, დაახლოებით რუსეთის 137 000 მოქალაქე შემოვიდა და გასულია რუსეთის მოქალაქე - 150 913. 2023 წლის 1-ელი იანვრიდან რუსეთის 13 934 -ით მეტი მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა. ის რომ, კატასტროფულად გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში და უბედურება ხდება, ნამდვილად არ ხდება. მე არ ვლაპარაკობ საზღვრის კვეთაზე. ერთმა ადამიანმა შეიძლება, დღეში 30-ჯერ გადაკვეთოს და გადმოკვეთოს საზღვარი. ეს ადამიანი არ შეიძლება 30 ადამიანად შევაფასოთ, ის არის ერთი ადამიანი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მინისტრის თქმით, გასული წლის 24 თებერვლიდან დღემდე შემოსულია 917 000 რუსეთის მოქალაქე და გასულია 866 000 ადამიანი. გარდა ამისა, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ქვეყანაში რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეების შემოსვლით კრიმინალის გაზრდის საფრთხე არ გაზრდილა. 2022 წელს საქართველოში ჩადენილ 314 დანაშაულში ფიგურირებს რუსეთის მოქალაქე.  

სალომე ზურაბიშვილი: მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ოფიციალურ შეხვედრას“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გმობს ლუკაშენკოს „ოფიციალურ შეხვედრას“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან. „მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ოფიციალურ შეხვედრას“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან. ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტის შემდეგ, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის უგულებელყოფა იყო, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა“, - წერს პრეზიდენტი Twitter-ზე. დღესვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ასლან ბჟანიას „ვიზიტთან“ დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ქმედება წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას.  

ბაიდენი პოლონეთში: მე ახლახან ჩამოვედი კიევიდან და შემიძლია ვთქვა, კიევი მტკიცედ დგას და რაც მთავარია, თავისუფალია

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 21 თებერვალს ვარშავაში სიტყვით გამოვიდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავის წინ და კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის მხარდაჭერა კიევისადმი. „ერთი წლის წინ, მსოფლიო „ემზადებოდა“ კიევის დაცემისთვის. მე ახლახან ჩამოვედი კიევიდან და შემიძლია ვთქვა, რომ კიევი მტკიცედ დგას. კიევი ამაყობს და რაც მთავარია, ის თავისუფალია“, - განაცხადა ბაიდენმა CNN-ის ცნობით, სამეფო ციხის წინ შეკრებილი 30 000 ადამიანის წინაშე სიტყვით გამოსვლისას. ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთი არ დაიღალება უკრაინის მხარდაჭერით, რადგან NATO ახლა ისეთი ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გაიმეორა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგობის აუცილებლობა, რადგან „შეუძლებელია აგრესორის მადის დაკმაყოფილება“. „ავტოკრატებს მხოლოდ ერთი სიტყვა ესმით: არა. არა, არა. არა, თქვენ ვერ წაიღებთ ჩემს ქვეყანას. არა, თქვენ ვერ წამართმევთ ჩემს თავისუფლებას. არა, თქვენ ვერ წამართმევთ ჩემს მომავალს", - განაცხადა ბაიდენმა. კიევში მოულოდნელი ვიზიტიდან ერთი დღის შემდეგ, ბაიდენი ვარშავაში ჩავიდა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სხვა ლიდერებთან შესახვედრად. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 20 თებერვალს გამოაცხადა უკრაინისთვის 460 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის გამოყოფის შესახებ.  

ჯო ბაიდენი მაია სანდუს პოლონეთში შეხვდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სამშაბათს ვარშავაში მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს შეხვდა. ინფორმაციას CNN თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს. „შეხვედრის დროს ბაიდენმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მიმდინარე მხარდაჭერას, რათა „დაეხმაროს მოლდოვას, გააძლიეროს თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური მდგრადობა, დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგების გამკლავების ჩათვლით“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. გარკვეული კონტექსტი: მოლდოვა, რომელიც უკრაინასა და რუმინეთს შორის მდებარეობს, ადრე საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა 1991 წელს, აღმოსავლეთ ევროპაში რამდენიმე „გაყინული კონფლიქტის“ ზონა გაჩნდა, მათ შორის მოლდოვის საზღვარზე უკრაინასთან, რომელიც ცნობილია როგორც დნესტრისპირეთი.  

ბაიდენი აცხადებს, რომ NATO-ს 2024 წლის სამიტს აშშ უმასპინძლებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები მომავალი წლის NATO-ს სამიტს უმასპინძლებს. ინფორმაციას СNN ავრცელებს. „ჩვენ ერთად აღვნიშნავთ მსოფლიოს ისტორიაში უძლიერესი თავდაცვითი ალიანსის - NATO-ს 75 წლის იუბილეს“, - განაცხადა ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას. მან გაიმეორა აშშ-ის მხარდაჭერა NATO-ს მე-5 მუხლის მიმართ, ჯგუფის დამფუძნებელი პრინციპის მიმართ, რომ ერთ წევრზე თავდასხმა არის თავდასხმა ყველაზე. „შეერთებული შტატების ერთგულება ჩვენი ალიანსისა და მე-5 მუხლის მიმართ არის მყარი. იცის ეს NATO-ს ყველა წევრმა და რუსეთმაც: თავდასხმა ერთზე არის თავდასხმა ყველას წინააღმდეგ. ეს არის წმინდა ფიცი“, - განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენი: პუტინს NATO-ს „ფინლანდიზაცია” სურდა, ამის ნაცვლად მიიღო ფინეთის „ნატოიზაცია”

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლონეთში ვიზიტის დროს, სამეფო ციხის წინ შეკრებილი ათასობით ადამიანის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ "უკრაინა არასოდეს გაამარჯვებინებს. „თავისუფალი ადამიანები უარს ამბობენ უიმედო სამყაროში ცხოვრებაზე და თქვენ იცით, ეს იყო უჩვეულო წელი ყველა გაგებით“. რუსული ძალების და დაქირავებული ჯარების სისასტიკე... მათ ჩაიდინეს დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ბაიდენმა ვლადიმერ პუტინი სისასტიკეში დაადანაშაულა და თქვა, რომ მისი მცდელობა, დაემორჩილებინა სუვერენული ერი, წარმატებას ვერ აღწევს. CNN-ის ცნობით, ბაიდენმა პუტინი თავის გამოსვლაში ათჯერ ახსენა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მძიმე დღეების წინ არის, რადგან რუსეთი აგრძელებს თავის დაცვას რუსეთისგან. „დიქტატორი ვერასდროს ვერ შეძლებს ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვის დამარცხებას. უკრაინა არასდროს არ მისცემს გამარჯვებას რუსეთს. პუტინს NATO-ს „ფინლანდიზაცია” სურდა, ამის ნაცვლად ფინეთის „ნატოიზაცია” მიიღო”, - განაცხადა ბაიდენმა.  

ბაიდენმა რუს ხალხს მიმართა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უარყო პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მტკიცება და განაცხადა, რომ დასავლეთი არ ცდილობს რუსეთის გაკონტროლებას. ბაიდენმა პოლონეთში გამოსვლისას რუს ხალხს სიტყვით მიმართა. „შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები არ ცდილობენ რუსეთის გაკონტროლებას ან განადგურებას. დასავლეთი არ გეგმავდა რუსეთზე თავდასხმას, როგორც ეს პუტინმა თქვა დღეს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ბაიდენმა გაიმეორა, რომ უკრაინამ უნდა დაიცვას თავი, ვიდრე პუტინი ირჩევს ომის გაგრძელებას, ხოლო პუტინს შეუძლია, დაასრულოს ომი.

ჩეხეთის პრეზიდენტი ბაიდენის ვიზიტს უკრაინასა და პოლონეთში, „უკიდურესად ძლიერ სიგნალს“ უწოდებს

ჩეხეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პეტრ პაველმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტს კიევსა და ვარშავაში, უკრაინისა და მისი ევროპელი მოკავშირეებისადმი ვაშინგტონის ერთგულების უკიდურესად ძლიერი სიგნალი უწოდა. ჩეხეთის არმიის ყოფილმა მეთაურმა, რომელიც იანვარში აირჩიეს ქვეყნის ახალ ლიდერად, განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროინდელი ვარშავის პაქტის თავდაცვის ხელშეკრულების ნაწილი იყვნენ, კარგად იციან რუსეთის შესაძლებლობები. მისი თქმით, რუსებმა უკრაინაში რამდენიმე „საბედისწერო შეცდომა“ დაუშვეს, მაგრამ პაველი გამოდის გაფრთხილებით, რომ მოსკოვის შეუფასებლობა არ უნდა მოხდეს. პაველმა სიფრთხილე გამოიჩინა უკრაინის სამხედრო თვითმფრინავებით მომარაგების საკითხთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მფრინავების და სახმელეთო და დამხმარე ეკიპაჟების მომზადებას სულ მცირე ნახევარი წელი სჭირდება. მისივე თქმით, ტანკებისა და არტილერიისთვის ეკიპაჟების მომზადება კი, ბევრად უფრო მარტივია.  

თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 42 310-მდე გაიზარდა

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42 310-მდე გაიზარდა. თურქული მედიის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში სულ 14 740 ადგილობრივი და საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო პერსონალი მუშაობს. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამანგრეველ მიწისძვრას 7 184 ბიძგი მოჰყვა.  

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევაკავოთ ლუგანსკის რეგიონებში მტრის თავდასხმები - ზელენსკი

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევაკავოთ ლუგანსკის რეგიონებში მტრის თავდასხმები, - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში განაცხადა, რომ მიიღო მოხსენებები ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.  ზელენსკის განცხადებით, მიუხედავად ზეწოლისა, ფრონტის ხაზი არ შეცვლილა. "ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევიკავოთ ლუგანსკის რეგიონებში მტრის თავდასხმები. მუდმივი ინტენსიური თავდასხმები, რომლებსაც რუსეთი არ წყვეტს, მიუხედავად იმისა, რომ იქ დიდ ზარალს განიცდის.  მაგრამ რაც მთავარია, ჩვენს ძალებზე ზეწოლის მიუხედავად, ფრონტის ხაზი არ შეცვლილა. ამისთვის მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მეომრის, ყველა ჯარისკაცისა და სერჟანტის, ოფიცრისა და გენერლის, რომლებიც იცავენ შესაბამის წინა ხაზს", - განაცხადა ზელენსკიმ.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

შსს: დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის და ძალადობის ფაქტზე 4 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში ნასამართლევი 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებული არიან: 1980 წელს დაბადებული ლ.ღ. და 1977 წელს დაბადებული ა.ჩ. (მეტსახელად „ბუფალო“), ხოლო მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის - 1979 წელს დაბადებული ლ.ბ. (მეტსახელად „კუდალა“). 1971 წელს დაბადებული გ.მ. კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა - ა.ჩ.-მ და ლ.ღ.-მ 2023 წლის 20 იანვარს ნაცნობი - პ.ჩ. მოტყუებით მიიყვანეს ზაჰესში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც გადასცეს 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება, მისი რეალიზებისთვის 2 კვირის ვადა მისცეს და ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გადაცემა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პ.ჩ.-ს ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ. ვინაიდან პ.ჩ.-მ არ შეასრულა ბრალდებულების მოთხოვნები, ა.ჩ.-მ და ლ.ღ.-მ იგი ძალის გამოყენებით, ავტომანქანით წაიყვანეს დიღომში, რომელსაც ლ.ბ. მართავდა. გზაში ბრალდებულები ემუქრებოდნენ პ.ჩ.-ს მისი და მის ოჯახის წევრების წამებით, დაწვით და ლიკვიდაციით, ასევე, ფიზიკურად ძალადობდნენ მასზე. მოძალადეებმა პ. ჩ. იმ პირობით გაუშვეს, რომ რამდენიმე დღეში ა.ჩ.-ის საბანკო ანგარიშზე 20 000 ლარი უნდა ჩაერიცხა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას, მის მცირეწლოვან შვილს, მეუღლეს და დედას ფიზიკურად გაანადგურებდნენ. ლ.ბ.-მ, რომელიც შეესწრო ა.ჩ.-ს და ლ.ღ.-ს მიერ ჩადენილ დანაშაულს, სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ არ შეატყობინა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა განახორციელეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რის შედეგადაც დადასტურდა დაკავებულთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირის გ.მ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი ოდენობით "მარიხუანა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვას, ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.  

„ქართულმა ოცნებამ“ შუალედური არჩევნებისთვის ცაგერის მუნიციპალიტეტის მერად ლევან ზალკალიანი წარადგინა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ შუალედური არჩევნებისთვის ცაგერის მუნიციპალიტეტის მერად ლევან ზალკალიანის კანდიდატურა წარადგინა, ხოლო თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერად მანუჩარ რობაქიძის. „პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერად წარმოგიდგენთ ლევან ზალკალიანის კანდიდატურას. ლევანი არის წარმატებული იურისტი და საჯარო მოსამსახურე. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს ლევანი მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ შორის, 11 წლის მანძილზე - ამბროლაურის რაიონულ პროკურორად. ლევანს მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება. დღემდე ლევან ზალკალიანი იკავებდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას. წარმატებებს ვუსურვებთ ლევან ზალკალიანს“,-განაცხადა კობახიძემ.  

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრება. დღეს დაცვის მხარემ უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ბრალდების მხარის შუამდგომლობასთან დაკავშირებით. „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში და მძევლების აყვანაში ბრალდებული ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს დააკავეს.  

რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ, დაახლოებით 145 060 ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.  გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი - დაახლოებით 145 060; ტანკი - 3 334; ჯავშანტექნიკა - 6 569; საარტილერიო სისტემა - 2 345; სარაკეტო სისტემა - 471;საზენიტო საბრძოლო სისტემა - 243. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.