ძებნის რეზულტატი:
შეიძლება, ითქვას, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებისკენ მიდის - ექიმი
მსჯავრდებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებისკენ მიდის. ექიმის თქმით, პაციენტი ძირითადად დაწოლილია. „20 რიცხვისთვის წონა იყო 67, 200 გრამი და მასის ინდექსი იყო 18, 2. გამოხატულია ზოგადი საერთო სისუსტე, საერთოდ საწოლშია პაციენტი, აქვს საერთო სისუსტე, კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის. ჩვენ ვეხმარებთ, მაგრამ ეს ტკივილი რჩება. ყველაზე სავალალო არის, რომ კვლევა რჩება არაბალანსირებული. არაბალანსირებული საკვებს იღებს და ირგებს. საკვების ათვისება ხდება ორგანიზმის მიერ.თუნდაც პირღებინება და გულისრევა იშვიად დაფიქსირებულა ჩვენთან. ეს არაბალანსირებული კვება ჩვენ ძალიან გვიშლის ხელს. ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად ხდება პაციენტის მონიტორიგნი ყოველკვირეულად, ჩვენ ვაკეთებთ მონიტორინგს სისხლის საერთო ანალიზის, ანთებითი მარკერების და სხვა ბიოქიმიური მაჩვენებელებისას. მოსალოდნელიც იყო, რომ უმნიშვნელოა ცვლილებები არის, მაგრამ ჩვენ ვახდენთ კორეგირებას. ჩვენ ავუხსენით პაციენტს, რომ უნდა მიიღოს სალათები. პაციენტს სჯერა, ვერ ვიტყვი რომ არ მომყვება და არ ითვალისიწნებს. ახლა გამოსწორდა ჰემოსტაზის მაჩვენებელი, მაგრამ ამ ფონზე ჰემოდინამიკური, რესპირატორული მაჩვენებლები რჩება სტაბილური, როგორც შემოსვლის დღიდან. დღემდე მიუხედავად მისი მდგომარეობისა, რჩება ნორმის ფაარგლებში", - განაცხადა ექიმმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემაამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურიარატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილებაგიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილიუკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
CNN: კიევში ბაიდენის ვიზიტის დროს რუსეთმა რაკეტა „სატანა“ წარუმატებლად გამოსცადა
რუსეთმა ჩაატარა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის (SAMART-მეტსახელად სატანა) გამოცდა, რომელიც, როგორც ჩანს, წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის შესახებ CNN იტყობინება ამერიკის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. წყაროების ცნობით, აშშ რუსეთისგან წინასწარ იყო ინფორმირებული ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესახებ და მას ვაშინგტონი არ განიხილავდა საფრთხედ.
ნეთანიაჰუ შესაძლოა, კიევში ჩავიდეს - მედია
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უახლოეს მომავალში კიევში ვიზიტის საკითხს განიხილავს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ Israel Hayom-ი სამშაბათს ოფიციალურ პირებთან საუბრის საფუძველზე წერს. „მაღალი თანამდების პირებმა დაადასტურეს, რომ საკითხი განიხილება, თუმცა პრემიერ-მინისტრის აპარატმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა“, - ნათქვამია მოხსენებაში.
ოპოზიციას რას გაუგებ, ჩემო ოლღა - წულუკიანი
ამ ოპოზიციას რას გაუგებ, ჩემო ოლღა-მეთქი, ხუმრობით გეტყოდით, მაგრამ ფაქტია, რომ მათ არაფერი მოსწონთ, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. თეა წულუკიანის განცხადებით, ყველა დარგი და სფერო მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს. „ძალიან დიდი ხანია, საქართველოში დღის წესრიგში დგას საკითხი, რომელიც ეხება, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ყველა დარგისა და სფეროს მაქსიმალურ გამჭვირვალობას. იდეალური გამჭვირვალობა იქ, სადაც ადამიანები ვართ, ალბათ ძნელია, მიიღწეს, მაგრამ მთავრობამ, სახელისუფლებო სტრუქტურებმა სხვადასხვა აღმასრულებელ, საკანონმდებლო თუ სასამართლო სტრუქტურაში შეძლეს, რომ სხვადასხვა ახალი კანონის წყალობით ეს პროცესები, მათ შორის ფინანსური რესურსის მართვის პროცესი, გამხდარიყო უფრო გამჭვირვალე. გახსოვთ ალბათ 2013 წლიდან მიღებული კანონები, რომლის შედეგადაც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მთავრობისთვის და სხვა სტრუქტურებისათვის გამკაცრდა წესები, გაცილებით უფრო გამჭვირვალე გახდა. ჩვენ მივიღეთ არაერთი კანონი, რომ ჩვენი საჯარო მოხელეები, მათ შორის არც თუ ისე მაღალი თანამდებობის პირები ვალდებულნი გახდნენ, რომ შეავსონ ქონებრივი დეკლარაციები. ეს ქონებრივი დეკლარაციები არა მხოლოდ არის ელექტრონული, არამედ ჩვენი ხელისუფლების ფარგლებში, ჩვენს თავსვე დავუწესეთ, რომ დავექვემდებარებოდით მონიტორინგს. გახსოვთ, არაერთი მაღალჩინოსანი დაჯარიმდა კიდეც, როდესაც მათ ქონებრივი დეკლარაცია არასრულყოფილად ან არაზუსტად შეავსეს და ა.შ. ძალიან ბევრი ნორმა შემოვიდა საამისოდ, მაგრამ არცერთი კანონი დღემდე არ ყოფილა შემუშავებული არასამთავრობო სექტორისა და კერძო სტრუქტურებისთვის, ისეთებისთვის, როგორიც არის ე.წ. აიპები, ჩვენ რომ „ენჯეოებს“ ვეძახით, მათი მეტი გამჭირვალობისათვის. არადა, ჩვენ გაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქროთ, რომ არაერთ „ენჯეოში“ არანაკლები თანხა შეიძლება, მოძრაობდეს, ვიდრე თუნდაც ჩემი სამინისტროა. რასაკვირველია, საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს, რომ მათი საქმიანობაც გახდეს უფრო გამჭვირვალე. ახლა თუ ვინმე ჩვენ გვიქადაგებს გამჭვირვალობას და თვითონ არ უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს მათი პრობლემაა, მათ უნდა აუხსნან ხალხს, რაში აქვთ პრობლემა, რამე ხომ არ აქვთ დასამალი. მგონია, რომ არაფერია არსად დასამალი, ამიტომ გამჭვირვალობა ჯანსაღი თანამშრომლობის საუკეთესო საწინდარია", - განაცხადა წულუკიანმა.
მოსკოვში ხანძრისას 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვის ცენტრში, მრავალსართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი. ხანძრის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, ხოლო 200-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობაში ოთხი სართული სასტუმროდ, დანარჩენი კი, ბინებად იყო გადაკეთებული.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო იქმნება
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ადამიანის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნისა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკომენდაციების ეფექტურად შესასრულებლად მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო შეიქმნება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ , მოადგილეებთან ერთად აღნიშნული ინიციატივა ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის – ფაზა 2“ მხარდაჭერით, განსახილველად და რეკომენდაციების მისაღებად არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ობიექტური გამოძიების წარმართვის აუცილებელ წინაპირობას გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ნდობის მაღალი ხარისხის არსებობა განაპირობებს. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი გარანტიების შექმნა და პოტენციურ მსხვერპლზე მორგებული ეფექტური კომუნიკაციის მექანიზმების დანერგვა სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამოქმედებიდან მალევე პოტენციური მსხვერპლისთვის საქმის მასალების გაცნობის გამარტივებული წესი შეიმუშავა; მსხვერპლთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კი სამსახურში დაცვის სპეციალური პროგრამა აამოქმედა. ახალი სამმართველო სწორედ ზემოაღნიშნული სიახლეების პრაქტიკაში ეფექტურად განხორციელებაზე იქნება ორიენტირებული და პოტენციური მსხვერპლის, დაზარალებულის უფლებების დაცვის დამატებით გარანტიებს შექმნის. ახლად შექმნილი სამმართველო გაამარტივებს გამოძიების პროცესში მსხვერპლის ჩართულობასა და გამომძიებელთან კომუნიკაციას, ხელს შეუწყობს დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირებას და გამოძიების მიმდინარეობისას მსხვერპლთა და დაზარალებულთა ინფორმირებულობას. მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო დაკომპლექტდება მაღალკვალიფიციური, სპეციალიზებული და ღია კონკურსის წესით შერჩეული კადრებით, რომლებიც სამსახურის ხელშეწყობითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიზნობრივ პროფესიულ გადამზადებას გაივლიან.
აშშ 200 რუს ფიზიკურ პირს ახალ სანქციებს დაუწესებს - WSJ
ბაიდენის ადმინისტრაცია ამ კვირაში 200-მდე რუს ფიზიკურ და იურიდიულ პირს ახალ სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. ახალ პაკეტს, სავარაუდოდ, ფინანსთა და სახელმწიფო დეპარტამენტი გამოაქვეყნებენ ამ კვირაში და მისი სამიზნე რუსი გუბერნატორები და რუსეთის მთავრობის ოფიციალური პირების ოჯახის წევრები იქნებიან. სანქციები ასევე მოიცავს თავდაცვის ინდუსტრიის ორგანიზაციებს და მასთან დაკავშირებულ სუბიექტებს, ტექნოლოგიურ ფირმებს, ასევე სანქციების თავიდან აცილების ქსელებს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაკარგულად 345 ბავშვი ითვლება
რუსეთის ფედერაციასთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინაში 345 ბავშვი დაკარგულად ითვლება. „ომის ბავშვების ბავშვთა საძიებო პორტალის მონაცემებით, 345 ბავშვი ითვლება დაკარგულად, 16 221 ბავშვი დეპორტირებულია, ხოლო 9 909 ბავშვი 2023 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით [უკრაინაში] იპოვეს“, - ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის განცხადებაში. უკრაინის პრეზიდენტის კომისარმა ბავშვთა უფლებებისა და რეაბილიტაციის საკითხებში დარია ჰერასიმჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გატაცებული 16,226 ბავშვი ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია.
მოქალაქეები ავტოსაგზაო შემთხვევებისგან გამოწვეული საცობების შესახებ ინფორმაციას ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდიდან მიიღებენ
დედაქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევებისგან გამოწვეული საცობების შესახებ ინფორმაციის მიღებას მოქალაქეები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდზე შეძლებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის თბილისის მერია 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებს. „ქალაქში ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ ქუჩებზე გვაქვს საცობები და მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა იწვევს მას. ჩვენ ყოველწუთიერად, მთელი ქალაქის მასშტაბით ვაკვირდებით მოძრაობას, ავტომობილების გადაადგილებას. ასევე, სამწუხაროდ, გვაქვს ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც შეფერხებებს იწვევს, რომელსაც ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება. რამდენიმე დღის წინ პეკინის გამზირზე იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელმაც ძალიან დიდი პრობლემა გამოიწვია. მძღოლებს და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია მოძრაობის შეფერხებისა და საცობის მიზეზზე. ამისთვის კარგი იქნება საზოგადოებას ვაცნობოთ, თუ რა ხდება ქალაქში, სადაა გადაადგილების პრობლემა, საგზაო შემთხვევა. ამიტომ, „ფეისბუქში“, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდზე, ყოველდღიურად განთავსდება ინფორმაცია, რათა საზოგადოებამ იცოდეს, სად არის ავტოშეჯახება, რომელიც საცობს და მოძრაობის შეფერხებას იწვევს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ, შესაძლოა შეიქმნას შესაბამისი აპლიკაცია, რომელიც საცობების შესახებ ინფორმაციას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.
სააკაშვილს აქვს პოლიტიკური ინტერესი დაიკლოს წონაში - კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს პოლიტიკური ინტერესი დაიკლოს წონაში. შეიძლება, ითქვას, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებისკენ მიდის - ექიმი „როდესაც სააკაშვილის ოჯახივე ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომელიც შეიძლება პოტენციურად ზიანს აყენებდეს მის ჯანმრთელობას იმიტომ, რომ წონაში იკლებს, ეს უბრალოდ გამაოგნებელია. აქედან ჩანს, რა ოჯახთან გვაქვს ჩვენ საქმე. ეს არის კორუმპირებული ოჯახი. ყველამ კარგად ვიცით, რომ ოჯახის თითქმის ყველა წევრი იყო ჩართული კორუფციულ საქმიანობაში. სააკაშვილის ოჯახს, მარტო საქართველოში, აქვს 170 მილიონის ქონება მოხვეჭილი ხალხის ხარჯზე. ეს არის ჩვეულებრივი კორუმპირებული, ღირსებისგან დაცლილი ოჯახი. ასეთი ოჯახისგან არც ის გვიკვირს, რომ საკუთარ შვილთან ან ძმასთან არ მიაქვთ სათანადო კალორაჟის საჭმელი. ეს იმსაზე მეტყველებს, რომ ყოველგვარი სიწმინდისგან არის დაცლილი ეს ოჯახი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემაამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურიარატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილებაგიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილიუკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ზელენსკი ვილნიუსში NATO-ს სამიტზე დასწრებას გეგმავს - უკრაინის ელჩი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს, NATO-ს სამიტს ვილნიუსში პირადად დაესწროს. ინფორმაციას უკრაინული მედია ლიეტუვაში უკრაინის ელჩზე დაყრდნობით ავრცელებს. „ეს არის ჩვენი გეგმა", - აღნიშნა ელჩმა პეტრო ბეშტამ. Reuters-ის ცნობით, ლიეტუვის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ 11-12 ივლისს ვილნიუსის სამიტს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერების უმეტესობა, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც დაესწრება. ცნობისთვის, რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი უცხოური ვიზიტი 2022 წლის დეკემბერში ვაშინგტონში განახორციელა, ასევე იმყოფებოდა პოლონეთში, ამ წლის თებერვალში კი, ლონდონში, პარიზსა და ბრიუსელში იმყოფებოდა.
2022 წელს ევროკავშირში თავშესაფარი ერთ მილიონამდე ადამიანმა ითხოვა - AP
ახალი მონაცემების თანახმად, 2022 წელს თითქმის ერთმა მილიონმა ადამიანმა მიმართა ევროკავშირში საერთაშორისო დაცვას, რამაც თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა მიიყვანა იმ დონემდე, რაც არ ყოფილა 2015-2016 წლების ლტოლვილთა კრიზისის შემდეგ. შესაბამის ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტომ განაცხადა, რომ გასულ წელს 966,000 თავშესაფრის მოთხოვნა შევიდა ევროკავშირის 27 ქვეყანაში, ასევე ნორვეგიასა და შვეიცარიაში, რაც 50%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. ეს არ მოიცავს 4 მილიონზე მეტ უკრაინელ ლტოლვილს, რომლებსაც დროებითი მფარველობის ქვეშ არიან. ევროპულმა სააგენტომ ეს ზრდა COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების, სასურსათო დაუცველობის გაზრდას და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კონფლიქტებს დაუკავშირა. მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა უმეტესობა ევროკავშირში ლეგალურად შედის, ძირითადად, თვითმფრინავით სამგზავრო ვიზებით, ზოგიერთმა ასევე გადაკვეთა ევროკავშირის სახმელეთო და საზღვაო საზღვრები ნებართვის გარეშე, ძირითადად დასავლეთ ბალკანეთისა და ხმელთაშუა ზღვის გავლით.
ბელგიაში საქართველოს საელჩო იზოლატორში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმირებულია - საგარეო
ბელგიაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქალაქის შიმშილობის პროცესში არც თავად მოქალაქეს და არც მისი ოჯახის წევრებს, სამწუხაროდ, არ მიუმართავთ ბელგიაში საქართველოს საკონსულოსთვის დახმარების მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული საკითხის მოგვარების პროცესში საკონსულო ჩაერთო პირველივე დღეებიდან. „ბელგიაში საქართველოს კონსული მუდმივ კონტაქტზე იყო და ახლაც რჩება როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და ბელგიის შესაბამის ადგილობრივ უწყებებთან, ასევე ანტვერპენის საუნივერსიტეტო კლინიკასთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების პირველივე დღიდან კონსული გარდაცვლილის ოჯახს დაეხმარა ადვოკატის და დამკრძალავი ბიუროს მოძიების საკითხში და განხორციელდება საჭირო პროცედურები. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქალაქის შიმშილობის პროცესში არც თავად მოქალაქეს და არც მისი ოჯახის წევრებს, სამწუხაროდ, არ მიუმართავთ ბელგიაში საქართველოს საკონსულოსთვის დახმარების მიზნით. ბელგიის იზოლატორში ქართველი პატიმრის შიმშილობის საკითხთან დაკავშირებით, ბელგიაში საქართველოს კონსულს უახლოეს მომავალში შეხვედრა აქვს დანიშნული ბელგიის საემიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელობასთან“, – ნათქვამია განცხადებაში. ბელგიის დაკავების ცენტრში ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა.
ჩინეთის მთავრი დიპლომატი ვან ი მოსკოვში შეხვედრებს მართავს
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვისთვის ლეტალური დახმარების გაწევის გეგმა უარყო და შეერთებული შტატები და NATO ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, იუწყება CNN. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ NATO-მ უნდა შეწყვიტოს უსაფუძვლო სპეკულაციები და შეწყვიტოს დაპირისპირების გაღვივება“. ფონი: ჩინეთის უმაღლესი დიპლომატი ვან ი 22 თებერვალს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. ჩინეთის უმაღლესმა დიპლომატმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს განუცხადა, რომ პეკინი "მტკიცედ განაგრძობს დამოუკიდებელ და ავტონომიურ საგარეო პოლიტიკას". მისივე თქმით, ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინისა და რუსეთის ვლადიმერ პუტინის „სტრატეგიული ხელმძღვანელობით“ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა „აგრძელებს მაღალ დონეზე მუშაობას“. ვან ის თქმით, ჩინეთი „გახსნის ახალ პერსპექტივებს და ახალ კონოტაციებს შეიტანს ჩინეთის თანამშრომლობაში მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, ჩინური სტილის მოდერნიზაციის პროცესით“. Wall Street Journal-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ სი ძინპინის შეხვედრა პუტინთან, მრავალმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის უფრო დიდი ძალისხმევის ნაწილია და რომ პეკინი მიზნად ისახავს, გაზარდოს თავისი ჩართულობა უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 თებერვალს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯ მელონთან გამართულ პრესკონფერენციაზე ჩინეთის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმაზე გააკეთა კომენტარი. „ჩვენ გვაქვს ჩვენი ფორმულა და დოკუმენტი, რომელსაც უკვე დაუჭირა მხარი უამრავმა სახელმწიფომ და ჩვენ ველით მის შემდგომ მხარდაჭერას... ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ერთი პოზიცია გვქონდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ. ჩინეთის მთავრობა თავს არიდებს რუსეთის მკაფიო კრიტიკას. აშშ-ის ოფიციალური პირები კვლავ შეშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ ჩინეთმა შესაძლოა, რუსეთის ლეტალური დახმარებით უზრუნველყოფა გადაწყვიტოს. ამას 19 თებერვალს CNN-თან ინტერვიუში აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა „წითელი ხაზი" უწოდა.
ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ პარალელურ სლალომში ფინალური შეჯიბრი გაიმართა
მეშვიდე დღეა ბაკურიანი ფრისკის, ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. დღეს ფინალი გუნდურ პარალელურ სლალომში გაიმართა. პარალელური სლალომის დისციპლინაში, გუნდურ ასპარეზობაში, მსოფლიოს ახალი ჩემპიონი იტალიის ნაკრები ჰყავს! ვერცხლის პრიზიორი ავსტრიის ნაკრები, ბრინჯაოს პრიზიორი კი შვეიცარიის ნაკრები გახდა.
კლინიკა „ვივამედი“ თავდაცვის რეჟიმში გადავიდა - ხაჭაპურიძე
კლინიკა „ვივამედი“თავდაცვის რეჟიმში გადავიდა, ისედაც მომაკვდავ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილის სულიერი და მორალური განადგურებისთვის ყველაფერს აკეთებენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში წერს. „დღეს ზურა ჩხაიძემ განაცხადა, რომ არაფრით არ დაუშვებს კლინიკის რეპუტაციისა და იმიჯის შელახვას. რას ემსახურებოდა დღევანდელი ბრიფინგი? კლინიკა „ვივამედი“ თავდაცვის რეჟიმში გადავიდა! სად არის აქ პაციენტის ინტერესები და უფლებები? ხვდებით ვის ხელშია სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება? ექიმის ეთიკის კოდექსის თანახმად, „ექიმი პატივს სცემს პაციენტის პიროვნებას, მის კულტურულ, სულიერ და მორალურ ფასეულობებს“. ისედაც მომაკვდავ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილის სულიერი და მორალური განადგურებისთვის ყველაფერს აკეთებენ. ფიზიკური განადგურება უკვე სახეზეა! მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველა წამყვანი ქვეყნების ლიდერებს, ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლის უფლება ფუნდამენტური ღირებულებაა - მოუწოდეთ გამოცხადებულ ჯალათებს, ვინც ამ გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკაში მონაწილეობას იღებს, შეაჩერონ ეს მარაზმი და მისცენ ადამიანს სიცოცხლის უფლება! შეგახსენებთ, სიცოცხლის უფლება დაცულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლით. საქართველოს კონსტიტუციით „ადამიანის სიცოცხლე დაცულია. სიკვდილით დასჯა აკრძალულია“!,“ - წერს ხაჭაპურიძე. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემაამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურიარატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილებაგიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილიუკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ჩინეთთან და სამხრეთ აფრიკასთან ერთობლივი საზღვაო წვრთნების წინ, რუსული ფრეგატი რიჩარდს-ბეის პორტში შევიდა
სამხრეთ აფრიკასა და ჩინეთთან დაგეგმილი საზღვაო წვრთნების წინ, რუსული ფრეგატი სამხრეთ აფრიკის რიჩარდს-ბეის პორტში შევიდა. იტყობინება რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო. წვრთნები, რომელიც 27 თებერვალს უნდა დაიწყოს, ჩატარდება კვაზულუ-ნატალის პროვინციის სანაპიროსთან, რიჩარდსის ყურესა და დურბანის პორტს შორის, რომელიც ინდოეთის ოკეანეში სამხრეთ აფრიკის საზღვაო ძალების მთავარ ბაზას ემსახურება. სამხრეთ აფრიკის ცნობით, ერთობლივი საზღვაო წვრთნები, სავარაუდოდ, სამხრეთ აფრიკის ეროვნული თავდაცვის ძალების 350-მდე პერსონალს მოიცავს. ადრე სწავლება სამ საზღვაო ფლოტს შორის 2019 წელს გაიმართა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც წვრთნები მოიცავს ადმირალ გორშკოვის ფრეგატს ცირკონის ჰიპერბგერითი რაკეტებით, რომლებიც პირველად, 2021 წლის ბოლოს გამოსცადეს.
საფრანგეთში, 16 წლის მოსწავლემ მასწავლებელი ცივი იარაღით მოკლა
საფრანგეთის, ქალაქ სენ-ჟან-დე-ლიუზში, სკოლაში, 16 წლის მოსწავლემ ესპანური ენის მასწავლებელი დანით მოკლა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. როგორც მედია წერს, მსხვერპლი 50 წელს გადაცილებული ქალია. პირველადი ინფორმაციით, მოსწავლეს ფსიქიკური პრობლემები აქვს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ მოლდოვაში გამართულ სესიაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე რეზოლუცია მიიღო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ასამბლეა მიესალმება ევროკომისიის მიერ 2022 წლის 23 ივნისს მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამივე ქვეყანა არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი. ევრონესტის საპარლამენტო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ახალი რეალობაა. საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას აქვთ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და მნიშვნელოვანია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სამივე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით. სწორედ ამიტომ საპარლამენტო ასამბლეამ მკაფიოდ უნდა დაუჭიროს მხარი ამ პროცესს და საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა რეზოლუციის პროექტის წარდგენისას. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს იმ წვლილს, რომელიც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და კეთილდღეობის მიმართულებით შეაქვთ და ხაზს უსვამს სამივე ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობას რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ბიძგი მისცენ ევროკავშირის გაფართოების პროცესს და გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა 2023 წლის 19-21 თებერვალს კიშინიოვში გაიმართა, რომელშიც ევროპარლამენტის წევრებთან ერთად აზერბაიჯანის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ. საქართველოს პარლამენტიდან ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდნენ დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი, დეპუტატები – მიხეილ სარჯველაძე, მაია ბითაძე, ლევან ქარუმიძე, გიორგი ხელაშვილი და გიორგი ვაშაძე.
პუტინი ვან ისთან შეხვედრაზე: რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები „ახალ ეტაპებს" აღწევს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის უმაღლეს დიპლომატ ვან ის განუცხადა, რომ მოსკოვი და პეკინი ურთიერთობებში „ახალ ეტაპებს აღწევენ". პუტინმა განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობა, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სიტუაციის სტაბილიზაციისთვის“. „რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები ვითარდება ისე, როგორც ჩვენ ვგეგმავდით წინა წლებში. ყველაფერი წინ მიიწევს და ვითარდება და ჩვენ ვაღწევთ ახალ ეტაპებს", - განაცხადა პუტინმა კრემლში შეხვედრისას. ვან ის მოსკოვში მოგზაურობას, დასავლეთში ყურადღებით ადევნებდნენ თვალს, იმ შეშფოთების ფონზე, რომ ამ ორი ქვეყნის დაახლოებამ შეიძლება, გავლენა იქონიოს უკრაინის ომზე, რომელიც უკვე ერთი წელია, გრძელდება.