ძებნის რეზულტატი:

აშშ-მ გააორმაგა თხევადი გაზის მიწოდება ევროპისთვის

აშშ-მ გააორმაგა თხევადი გაზის მიწოდება ევროპაში 2022 წელს, 70 მილიარდ კუბურ მეტრამდე, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ენერგეტიკული რესურსების საკითხებში, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინასა და საბერძნეთში ჯეფრი როს პიატმა ალექსანდროპოლისში აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკიის პირველ ფორუმზე. მისივე თქმით, თხევადი გაზი გახდა მნიშვნელოვანი ფაქტორი ევროპისთვის ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციისთვის. მწარმოებლებმა შეძლეს LNG-ის „მობილიზება“ უკრაინის კრიზისის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების საპასუხოდ. აშშ-ის LNG საექსპორტო პოტენციალი სავარაუდოდ, გაიზრდება დაახლოებით 50%-ით 2025 წლისთვის, ყატართან ერთად, ქვეყანა უახლოეს წლებში LNG-ის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდება. პიატმა თქვა, რომ ალექსანდროპოლისი იძენს ძალიან მნიშვნელოვან როლს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული მოთამაშე და როგორც კარიბჭე უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ფართო რეგიონში.  

უკრაინა: რუსებმა ხარკოვი დაბომბეს

რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ბორის ჯონსონმა დასავლეთის ქვეყნებს უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა S-300 რაკეტით განხორციელდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი, მინიმუმ ორი კი - შენობის ნანგრევებშია მოყოლილი.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

თურქეთის მთავრობამ შეზღუდა ექსპორტზე გასატანი მედიკამენტების ჩამონათვალი - ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მედიკამენტების ფასებზე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას დაუშვებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ფარმაცევტული სექტორისთვის მსგავსი ბრალდების რეჟიმში ყოფნა მიუღებელია. როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რეფერენტული ფასების ვალდებულება კონკრეტული თარიღით არის განსაზღვრული, შესაბამისად ყველა კომპანია იცავს აღნიშნულ ვალდებულებას და კანონით განსაზღვრულ დროს უზრუნველყოფს რეფერენტული ფასების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას. „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს გამოეხმაუროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2023 წლის 22 თებერვლის განცხადებას მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების პროცესში ფარმაცევტული ბაზრის მიმდინარე გამოწვევებს. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია და მასში გაერთიანებული წევრები სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი განცხადების გავრცელება რეფერენტული ფასის რეგულირების ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში არის ყოვლად დაუშვებელი მითუმეტეს, როდესაც მიმდინარეობს ბაზრის ადაპტაცია ცვლილებებზე და არ დარღვეულა კანონით განსაზღვრული ზღვარი. სექტორისთვის მიუღებელია მსგავსი ბრალდების რეჟიმში ყოფნა, მითუმეტეს, როდესაც შესაბამისი მიზეზი ნამდვილად არაა. რეფერენტული ფასების ვალდებულება კონკრეტული თარიღით არის განსაზღვრული, შესაბამისად ყველა კომპანია იცავს აღნიშნულ ვალდებულებას და კანონით განსაზღვრულ დროს უზრუნველყოფს რეფერენტული ფასების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას. რეფერენტული ფასებად მედიკამენტების რეალიზაცია 15 თებერვლიდან გახდა სავალდებულო (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 15.01.2023 წლის N2/ნ ბრძანება) და ყველა კომპანიამ მოახდინა ამ თარიღიდან კანონის აღსრულება. სამინისტროს პოზიცია გაუგებარია, რატომ შეიძლება ჩაითვალოს კანონით დადგენილი ვალდებულებების - კანონით დადგენილ დროში შესრულება არაკეთილსინდისიერ ქმედებად. ასევე კანონით განსაზღვრულია გარდამავალი პერიოდი 15 მარტამდე, რათა კომპანიებს ჰქონდეთ სხვადასხვა საკითხის დაზუსტების და ხარვეზების აღმოფხვრის შესაძლებლობა. თურქული მედიკამენტების იმპორტთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ყოველთვის ხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება. მიმდინარე მდგომარეობით თურქეთის მთავრობამ: შეზღუდა ექსპორტზე გასატანი მედიკამენტების ჩამონათვალი და რაოდენობები; მედიკამენტების ფასები გასული წლის დეკემბრის თვიდან საშუალოდ გაიზარდა 36,77 %-ით და თვეზე მეტია გაძვირებული ფასებით შემოდის; შესაბამისად აღნიშნული ცვლილებები საქართველოს ბაზარზეც აისახება. ასოციაციის წევრებისათვის, მიუღებელია და ემიჯნებიან ბიზნესის არაეთიკურ წარმოებას. ასოციაციაში შემავალი ფარმაცევტული კომპანიები მუდმივად ზრუნავენ, რომ მათ მიერ გაწეული მომსახურება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მომხმარებლებს მიეწოდოს ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქტი. შესაბამისად ასოციაციის ყველა წევრი გამოთქვამს მზადყოფნას სრული ინფორმაცია მიაწოდოს კონკურენციის სააგენტოს. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ფარმაცევტული ბაზრის ოპერატორებისთვის მიუღებელია მსგავსი ბრალდებები და გაუგებარია თუ რას ემსახურება ამ სახის განცხადებები, მითუმეტეს როდესაც ადგილი არ ჰქონდა კანონის დარღვევას. ჩვენი ასოციაციის წევრები სრულიად ემიჯნებიან უკანონო ქმედებებს და საქართველოს კანონის დაცვით, აგრძელებენ ქვეყნის მოსახლეობის მაღალი ხარისხის მედიკამენტებით უზრუნველყოფას და კვალიფიციური მომსახურების გაწევას“, - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 22 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა.  

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება - პოლ გობლი

Europetime-თან საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომიდან ერთ წელს აჯამებს. პოლ გობლის შეფასებით, უკრაინაში შეჭრით რუსეთი დასუსტდა და იზოლირდა მთელი მსოფლიოსგან. ამ ფონზე კი, ანალიტიკოსის შეფასებით, ზოგიერთში არსებული შიშების მიუხედავად, დასავლეთმა ერთიანობა გამოავლინა და რუსეთი იმაზე სუსტად წარმოჩინდა, ვიდრე ბევრს ეგონა. „რუსეთი იზოლირდა და დასუსტდა თავისი შეჭრით უკრაინაში, ხოლო მოსკოვის იმედებისა და ბევრის შიშის მიუხედავად, დასავლეთი მის წინააღმდეგ გაერთიანდა. რუსეთი იმაზე ბევრად სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე ბევრს ეგონა, უკრაინამ კი, იმაზე ბევრად უფრო მეტი ქმედუნარიანობა და გმირობა გამოავლინა, ვიდრე ვინმე ელოდა წარსულის გათვალისწინებით“, - ამბობს პოლ გობლი Europetime-თან. პოლ გობლი კიევში ბაიდენის ვიზიტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტი დასავლეთის სიმტკიცეზე მიუთითებს.  „დასავლეთი მტკიცედ დგას და, სავარაუდოდ, ასე იქნება სულ მცირე, მრავალი თვის განმავლობაში“, - აღნიშნავს პოლ გობლი. რაც შეეხება მეზობელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ საფრთხის დონეს, ანალიტიკოსის შეფასებით, მეტ საფრთხეს უნდა ველოდოთ, თუმცა ამის პარალელურად, ამერიკელი დიპლომატი საქართველოს მიმართ დასავლეთისგან მეტ მხარდაჭერას ელოდება. „იქნება მეტი საფრთხე, მაგრამ ასევე იქნება უფრო მეტი მხარდაჭერა დასავლეთიდან“, - ამბობს პოლ გობლი Europetime-თან. პენტაგონი: საქართველოსთვის 26 ტონა უსაფრთხოების დახმარების მიწოდება, ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება საქართველო აშშ-სგან დამატებით სამხედრო დახმარებას მიიღებს აშშ-მ საქართველოს 140 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადასცა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებულ მოლოდინებზე საუბრისას, პოლ გობლი არ ელის, რომ „ბრძოლები წელს ან მომავალ წელს დასრულდება“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა.  

კვლევა: უკრაინელების 87% ტერიტორიული დათმობების წინააღმდეგია

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ 14-22 თებერვალს ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, უკრაინელების 87 პროცენტი ტერიტორიული დათმობების წინააღმდეგია. გარდა ამისა, გამოკითხული უკრაინელების მხოლოდ 9%-ს მიაჩნია, რომ ზოგიერთი ტერიტორიის დათმობა შესაძლებელია მშვიდობის მისაღწევად და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. კვლევა ასევე აღნიშნავს, რომ ეს შედეგები მეტ-ნაკლებად სტანდარტია უკრაინის ყველა რეგიონში, 82% უკრაინის აღმოსავლეთში ეწინააღმდეგება დათმობებს, ხოლო 86% ქვეყნის სამხრეთში. 18 წლის და უფროსი ასაკის 2002 რესპონდენტი უკრაინაში, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, ტელეფონით გამოიკითხა. 16 თებერვალს BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამორიცხა რუსეთისთვის ტერიტორიული დათმობები. „ნებისმიერი ტერიტორიული კომპრომისი მხოლოდ დაასუსტებს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ზელენსკიმ. აღსანიშანავია, რომ ხვალ უკრინაში მიმდინარე ომიდან ერთი წელი გადის.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6351 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6351 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6351 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6396 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0045 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7929 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8072 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0143 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამ მძიმე დროს დავუდასტურე საქართველოს სოლიდარობა - ღარიბაშვილი

რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამ მძიმე დროს დავუდასტურე საქართველოს სოლიდარობა, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. თურქეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო „დღეს შევხვდი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს და ამ მძიმე დროს დავუდასტურე საქართველოს სოლიდარობა და ძლიერი მხარდაჭერა თურქეთის რესპუბლიკისა და თურქი ხალხისადმი. საქართველო მზად არის შემდგომი დახმარების უზრუნველსაყოფად. ვრჩებით ქართულ-თურქული სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულნი, ყველა იმ სარგებლის გათვალისწინებით, რაც ამ პარტნიორობას მოაქვს ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონისთვის“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.  

ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამ მძიმე დროს დავუდასტურე საქართველოს სოლიდარობა - ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო თანაგრძნობა გამოუცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მეგობარი თურქი ხალხის გვერდით დგას და მზად არის, აღმოუჩინოს ნებისმიერი საჭირო დახმარება. ანკარაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ქართველი მაშველების მონაწილეობას, ასევე, საქართველოს მიერ აღმოჩენილ ჰუმანიტარულ დახმარებას. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი ღარიბაშვილს რთულ დროს მყისიერად აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. თურქეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო  

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9-ვე პირი პატიმრობაში რჩება

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9-ვე პირი პატიმრობაში რჩება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, თუმცა, ნაწილი მათგანი სასამართლოს ალტერნატივის სახით 10 000-10 000-ლარიან გირაოს სთავაზობდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა.   

ფინეთი უკრაინას Leopard 2-ის ტიპის სამ ტანკს გაუგზავნის

ფინეთი უკრაინას Leopard 2-ის ტიპის სამ ტანკს გაუგზავნის და ამასთან ერთად, ჯარისკაცებსაც მოამზადებს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ფინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს განცხადება რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავის წინა დღეს გაკეთდა. ფინეთმა შეჭრის დაწყებიდან უკრაინას 750 მილიონ ევროზე მეტი დახმარება გამოუყო. ფინეთი უერთდება ევროპული ქვეყნების მზარდ კოალიციას, მათ შორის გერმანიას, ესპანეთსა და ნორვეგიას, რომლებიც უკრაინას ტანკებს დაჰპირდნენ.  

პენტაგონმა გამოაქვეყნა ჩინური ბუშტის ფოტო, რომელიც მის ჩამოგდებამდეა გადაღებული

შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნა ჩინური სათვალთვალო ბუშტის სურათი, რომელიც გადაღებულია ამ თვის დასაწყისში, აშშ-ის სამხედროების მიერ მის ჩამოგდებამდე. შესაბამის ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. ოთხშაბათს გვიან გამოქვეყნებულ ფოტოზე, რომელიც თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა, ნათლად ჩანს მფრინავის ჩაფხუტი U-2 თვითმფრინავის კაბინაში. მფრინავი ობიექტი სამხრეთ კაროლინის შტატის სანაპიროსთან დაფრინავს. აშშ-ის ჩრდილოეთ სარდლობის მოიერიშე თვითმფრინავმა მფრინავი ობიექტი 4 თებერვალს ჩამოაგდო. პეკინმა აღიარა, რომ მას ეკუთვნოდა თვითმფრინავი, მაგრამ განაცხადა, რომ ის გამოიყენებოდა მეტეოროლოგიური კვლევისთვის. პეკინმა ვაშინგტონის გადაწყვეტილებას მიუღებელი და უპასუხისმგებლო უწოდა. ბუშტის აღმოჩენამ აიძულა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, გადაედო დაგეგმილი ვიზიტი ჩინეთში.  

ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ვიცე-პრეზიდენტები დაამტკიცა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები უცვლელად დარჩნენ – ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სფფ-ში გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტების შესახებ იმსჯელეს და ისინი ძველი შემადგენლობით უცვლელად დაამტკიცეს. პირველი ვიცე-პრეზიდენტი კვლავ კახა ჭუმბურიძე იქნება, სანაკრებო საკითხების მიმართულებით ალექსანდრე იაშვილი იმუშავებს. ასევე ვიცე-პრეზიდენტები იქნებიან აკაკი ალადაშვილი და ნიკოლოზ ჯღარკავა. შეგახსენებთ, რომ 4 თებერვალს გამართული ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის შემდეგ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა პირველად გაიმართა  

შვედეთი და ფინეთი NATO-ში გაწევრიანების გარშემო თურქეთთან მოლაპარაკებებს განაახლებენ

თურქეთი, შვედეთი და ფინეთი აპირებენ, განაახლონ მოლაპარაკებები ორი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე. ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, იუწყება RBC-Ukraine STV-ზე დაყრდნობით. „შვედეთს, ფინეთსა და თურქეთს შორის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მარტში განახლდება“, - განაცხადა კრისტერსონმა. უფრო ადრე, 20 თებერვალს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ შეწყვეტილი მოლაპარაკებები განახლდებოდა. შვედეთმა და ფინეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ NATO-ში გაწევრიანება გადაწყვიტეს, რითაც უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე.  

პოდოლიაკმა დაასახელა სამი აუცილებელი ნაბიჯი მშვიდობისკენ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, მიხაილო პოდოლიაკმა დაასახელა სამი აუცილებელი ნაბიჯი მშვიდობისკენ. შესაბამისი პოსტი მან Twitter-ზე განათავსა. პოდოლიაკის თქმით, უნდა შეწყდეს რუსეთის ფედერაციის შიში და დროა, მას თავისი ადგილი მიუჩინონ. ასევე უნდა შეწყდეს „სამშვიდობო ინიციატივების" შეთავაზება, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიის სანაცვლოდ დათმობას. და ბოლოს, რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინის საზღვრები, რომელიც გულისხმობს 1991 წლამდე არსებულ მდგომარეობას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა.  

პრეზიდენტმა ,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა ,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო. შესაბამისი ინფორმაცია ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსდა. „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვადებ ვეტოს, რადგან არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია! რა ხდება დღეს? მიმდინარეობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შერჩევის პროცესი. საქართველოს პრეზიდენტი მუშაობს პარლამენტისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის კანდიდატურის წარსადგენად. ამ პროცესის პარალელურად, პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები - ამატებს ერთ თანამდებობას, პირველი ვიცე-პრეზიდენტის სახით, რომელიც გახდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მანამ სანამ საქართველოს პრეზიდენტი არ დანიშნავს სების ახალ ხელმძღვანელს. რა საჭიროა დამატებითი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა? მაშინ, როცა მოქმედი 3 ვიცე-პრეზიდენტიდან თავისუფლად შესაძლებელია ერთ-ერთმა შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა, ამას პრაქტიკა ადასტურებს. მაშასადამე, ჩნდება კითხვა: ნუთუ ხელისუფლებას არცერთი ვიცე პრეზიდენტის კანდიდატურა არ აკმაყოფილებს და სჭირდება დამატებითი ადგილის შექმნა? ასევე, ჩნდება ეჭვი იმის შესახებ, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურებს არ ექნება პარლამენტის მხარდაჭერა, კანონი იძლევა შესაძლებლობას, რომ პირველმა ვიცე - პრეზიდენტმა განუსაზღვრელი ვადით შეასრულოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა. ასეთი ეჭვი უთუოდ უნდა გაიფანტოს, რამეთუ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პრინციპი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმედს იტოვებს, რომ ვეტო არ დაიძლევა და მის მიერ შეთავაზებული მოტივირებული შენიშვნები იქნება გათვალისწინებული“, - აღნიშნულია ტექსტში.  

ევროკავშირის წარმომადგენლობა: უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს

უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, - ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი. ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება. „ერთი წლის წინ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენი ერთიანობა თანამოაზრე პარტნიორებთან ურყევია და ერთად ვახორციელებთ უპრეცედენტო ქმედებებს. უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება. უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. დიდება უკრაინას!“, - აღნიშნულია განცხადებაში.  

„დიდმა შვიდეულმა“ უკრაინის ეკონომიკური მხარდაჭერა 2023 წელს $39 მილიარდამდე გაზარდა

დიდი შვიდეულის (G7)  ჯგუფმა უკრაინის ეკონომიკური მხარდაჭერა 2023 წელს 39 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. ამის შესახებ იაპონიის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. ეს დახმარებას უკრაინას საშუალებას მისცემს, გააგრძელოს აუცილებელი სერვისების მიწოდება,  უზრუნველყოს რუსული თავდასხმებით დაზიანებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის შეკეთება და ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაცია ნათქვამია განცხადებაში. G7-მა ასევე მოუწოდებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF) და უკრაინას, რომ დაიწყონ 15 მილიარდი აშშ დოლარის მრავალწლიანი პროგრამა მარტის ბოლოს. „სავარაუდოდ, ეს პროგრამა მოიცავს დაუყოვნებლივ ფინანსურ დახმარებას და მხარდაჭერას სტრუქტურული რეფორმებისთვის, რაც ხელს შეუწყობს უკრაინის აღდგენას“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ მინისტრმა დენის შმიგალმა. შვიდი ჯგუფის შემადგენლობაში შედიან აშშ, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და აშშ.  

რუსეთისადმი პროტესტის ნიშნად, ეუთოს წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლებმა, საპარლამენტო ასამბლეის სხდომა დატოვეს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია დღეს ვენაში გაიხსნა. დელეგაციების პროტესტს ლატვიელი დეპუტატის ემოციური გამოსვლა უძღოდა წინ. სიტყვის დასასრულს მან წარმოთქვა ცნობილი ფრაზა რუსული ხომალდის შესახებ. საპასუხოდ, რუსეთის წარმომადგენელმა თქვა, რომ მას სხდომაზე დასწრების კანონიერი უფლება აქვს და ვინც ამას არ ეთანხმება, შეუძლია, დარბაზი უკრაინულ დროშებთან ერთად დატოვოს. შედეგად, დელეგაციების ნახევარმა შეხვედრა დატოვა. ამის შესახებ European Pravda Belsat-ზე დაყრდნობით წერს. თავის მხრივ, რადიო თავისუფლება იუწყება, რომ სხდომა საქართველოს წარმომადგენლებმაც დატოვეს. „სამწუხაროდ 2008 წელს, როდესაც საქართველო რუსეთის აგრსიის მსხვერპლად იქცა და უხეშად იქნა ხელყოფილი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ შეძლო ისეთი პასუხის გაცემა, რაც ევროპას მსგავსი ქმედებისგან დაიცავდა. დღეს ჩვენა ერთ ხმაში და მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ ევროპაში არ არის ბრუტალური სამხედრო მომქედებების ადგილი; ვერავინ უნდა შეაშინოს და დასაჯოს სახელმწიფოები თავიანთი სუვერენული უფლებისათვის, თავადვე აირჩიონ საკუთარი მომავალი. ჩვენ სრული უფლება გვაქვს, შევქმნათ ჩვენი საკუთარი მომავალი. რუსეთი უნდა შეჩერდეს და მას არ უნდა მიეცეს უფლება, რომ ძირი გამოუთხაროს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტორულ მთლიანობას და დაუკიდებლობას, ხოლო მის აგრესიულ პოლიტიკას, ჩვენი ერთიანობით და შეთანხმებული ქმედებით უნდა ვუპასუხოთ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა გამოცემის ცნობით. ამ სესიაზე ასევე მონაწილეობს ბელორუსის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ანდრეი სავინი. როდესაც ცნობილი გახდა, რომ ავსტრიამ ბელორუსისა და რუსეთის სახელმწიფოების წარმომადგენლებს ვიზა გადასცეს, პოლონეთმა, ლიეტუვამ და უკრაინამ უარი თქვეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დასწრებაზე.  

ერთი წელი ომიდან: რუსეთს ნამდვილად არ შეუძლია, დააშინოს რომელიმე მისი მეზობელი - მეთიუ ბრაიზა

Europetime-თან ინტერვიუში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში, ოკუპირებული ყირიმის დაბრუნების საკითხი ზაფხულისთვის წამოიწევს წინ. მანამდე ბრაიზა რუსეთის მხრიდან შეტევის გაზრდას ელის, უკრაინელები კი, მისი შეფასებით, ზაფხულისთვის შეძლებენ კონტრშეტევის წარმოებას. „მოგეხსენებათ, რუსეთის მიზნები ომის პირველი წლის განმავლობაში შეიცვალა, თავდაპირველად, მიზანი იყო მოკლევადიანი ომი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, დაეკავებინათ კიევი და დაემხოთ ზელენსკის მთავრობა და ზელენსკის გუნდის ნაცვლად „დაენიშნათ“ მოსკოვისთვის მეგობრული მთავრობა. რუსებს სჯეროდათ, რომ უკრაინელები არ იბრძოლებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. ამდენად, რუსეთის სამხედრო შეჭრის გეგმა შეიცვალა, რაც გულისხმობდა უკვე დონბასის ირგვლივ კონტროლის დამყარებას. უკრაინას გასულ წელს ჰქონდა წარმატებული კონტრშეტევები და მოახერხა რუსების უკუგდება როგორც ხარკოვში, ისე ხერსონში. „ახლა რუსეთის მიზანია, მიაღწიოს გარკვეულ სამხედრო წარმატებას ბახმუტში, რასაც ჩემი აზრით, არ ექნება დიდი გავლენა სამხედრო თვალსაზრისით. ბახმუტს არ აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, პოლიტიკურად კი, ბახმუტში რუსეთის გამარჯვება, პრეზიდენტ პუტინს დაეხმარება, თავიდან აიცილოს ომისადმი მხარდაჭერის კიდევ უფრო შენელება რუსეთის შიგნით, რუსი ხალხისადმი წარმატების ჩვენებით“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი, რომელიც რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების ნაკლოვანებებზეც მიუთითებს. მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, ალბათ, ყველასთვის, მათ შორის პუტინისთვის მოულოდნელი იყო რუსეთის არმიის შესაძლებლობების ნაკლებობა. „სავარაუდოდ, მსოფლიოში მეორე არმია ბრძოლის ველზე დამარცხდა ხარკოვსა და ხერსონში. ვფიქრობ, პუტინმა დაინახა, რომ მისი სამხედრო მეთაურები არამარტო არაკომპეტენტურები, არამედ კორუმპირებულები არიან იმ ფონზე, როცა მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რომ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები გაძლიერებულიყო. ახლა, როგორც ჩანს, მათი სამხედრო შესაძლებლობები იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, და, შედეგი არის ის, რომ რუსეთს ნამდვილად არ შეუძლია, დააშინოს, რომელიმე მისი მეზობელი“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან. დასავლეთის ერთიანობაზე საუბრისაას, ბრაიზა აღნიშნავს, რომ რუსეთის შეჭრამ გამოიწვია დასავლეთის უპრეცედენტოდ ერთიანი პასუხი: „მე აქ ვსაუბრობ ტრანსატლანტიკური საზოგადოების ერთიანობაზე და ასევე უკრაინელების ერთიანობაზე, რომელთაც მტკიცედ სურთ დასავლეთის ნაწილად ყოფნა. თუ დავუბრუნდებით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტს, მაშინ უკრაინელების მხარდაჭერა NATO-ს წევრობისადმი თუ არ ვცდები სადღაც 45%-მდე, ახლა ეს ციფრი გაცილებით დიდია, შესაძლოა, 80%“. ამერიკელი დიპლომატი პუტინის მიზნებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუ თავდაპირველად, მისი მიზანი უკრაინის განადგურება იყო, ახლა რუსეთის პრეზიდენტის მიზანი, თავად უკრაინელი ხალხის განადგურებაა. მეთიუ ბრაიზა ამბობს, რომ პერსონალურად პუტინის და მედვედევის მსგავსი ადამიანებისთვის არის ომი ეგზისტენციალისტური საკითხი და არა ზოგადად რუსეთისთვის.  „პუტინის შეჭრამ წარმოშვა ყველაზე ძლიერი უკრაინული ნაციონალიზმი, პუტინს სურდა უკრაინის განადგურება, ახლა მას სურს უკრაინის და მისი ხალხის განადგურება. ამის სანაცვლოდ, მან დაინახა ისეთი ძლიერი უკრაინელები, როგორც არასდროს. უკრაინელების ისე სურთ დასავლეთის ნაწილად ყოფნა, როგორც არასდროს. პუტინმა არასწორად გათვალა და ეგონა, რომ არ მოჰყვებოდა მის შეჭრას ასეთი რეაქცია, როგორც მაგალითად, 2008 წელს, ჯერ საქართველოში და შემდეგ, 2014 წელს, უკრაინაში. პუტინმა ასევე არასწორად გათვალა, როდესაც იფიქრა, რომ გერმანია განსაკუთრებულად დამოკიდებულია რუსულ გაზზე, გერმანია ახლა უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ პასუხს უჭერს მხარს - ამდენად, დასავლეთი მტკიცედ ერთიანი რჩება, უკრაინისთვის დახმარების გაწევისადმი მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში ძალიან ძლიერია. გერმანია წარსულში ფიქრობდა, რომ მათ თავი შორს უნდა დაიჭირონ რაიმე სახის სამხედრო დახმარებისგან ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მიმართ, მას ჰქონდა ძლიერი ბიზნესინტერესები რუსეთთან, ახლა ეს ყველაფერი დასრულდა, რასაც მოწმობს როგორც პრეზიდენტ შტაინმაიერის, ისე კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებები“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა. „რაც შეეხება მოვლენების შესაძლო შემდგომ განვითარებას, მე ველოდები, რომ რუსეთი შეეცდება, გააგრძელოს თავისი შეტევა უკრაინის წინააღმდეგ, თუმცა წარმატევას ვერ მიაღწევს, უკრაინელები შეძლებენ კონტრშეტევის წარმოებას ზაფხულისთვის და ველი, რომ მიაღწევენ წარმატებას - აქ მე ვგულისხმობ მდინარე დნიპროს მისადგომებიდან რუსული ძალების უკუგდებას და ამ დროს უკრაინელებს „დიდი გადაწყვეტილება“ ექნებათ მისაღები, რადგან ყირიმის საკითხი წამოიწევს და ჩნდება კითხვა, იქნება თუ არა ზეწოლა უკრაინაზე, რომ განაგრძოს ბრძოლა თუ ცეცხლის შეწყვეტაზე დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთან, თუმცა მე არ მგონია, რომ უკრაინელი პოლიტიკოსები დათანხმდნენ იმას, რომ ბრძოლა შეწყვიტონ, ვიდრე ყირიმი არ არის თავისუფალი“, - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა.

უკრაინის სოლიდარობის ნიშნად ორბელიანების სასახლე უკრაინის დროშის ფერებში განათდა

უკრაინის სოლიდარობის ნიშნად ორბელიანების სასახლე უკრაინის დროშის ფერებში განათდა. პრეზიდენტის Facebook გვერდზე გათავსებული ინფორმაციით, ასევე გამოიფინა ფერმწერ ლევან სონღულაშვილის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე შექმნილი ტილო - Noli Me Tangere/ „არ შემეხო“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა.