ძებნის რეზულტატი:
საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ღირსების მედლით დაჯილდოვდა
ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების უფლების მოპოვებაში, საქართველოს სათხილამურო სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი პატრიკ ლანგი ღირსების მედლით დაჯილდოვდა. პატრიკ ლანგს ღირსების მედალი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გადასცა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ცერემონიალს ესწრებოდნენ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა და სათხილამურო ფედერაციის მრჩეველი, მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენი კომპანიის, სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი. საზეიმო ცერემონიას ასევე დაესწრო საქართველოში ვიზიტით მყოფი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი იოჰანეს ელიაში. პატრიკ ლანგი 2016 წლიდან საქართველოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია. სწორედ მისი დამსახურებით, საქართველომ, 2018 წელს მოიპოვა ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის ბაკურიანში ჩატარების უფლება.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი დაამტკიცა
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის წლისთავზე, 24 თებერვალს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაციას ევროკავშირში შვედეთის წარმომადგენლობა ავრცელებს. "ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთად დააწესეს ყველაზე ძლიერი და სერიოზული შედეგების მომტანი სანქციები, რათა უკრაინას ომში გამარჯვებაში დაეხმარონ. ევროკავშირი ერთიანია უკრაინასა და უკრაინელ ხალხთან ერთად. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
25 თებერვალი იქცა საქართველოს საბოლოო დამოუკიდებლობისათვის შეუპოვარი ბრძოლის დაწყების დღედ - პრემიერი
1921 წლის 25 თებერვალს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე ტრაგიკულმა მოვლენამ მრავალი ჩვენი თანამემამულის - ახალგაზრდა იუნკრების, შეიარაღებული ძალების მებრძოლებისა და მოხალისეების, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და მრავალი ათწლეულით შეცვალა ქვეყნის განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ დღესაც სწორედ ისტორიული სიმართლე და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მაგალითი მიგვიძღვის წინ ახალი გამარჯვებებისკენ. „ამავე დროს, 25 თებერვალი იქცა საქართველოს საბოლოო დამოუკიდებლობისათვის შეუპოვარი ბრძოლის დაწყების დღედ. ჩვენი დღევანდელი თავისუფლება მათი დამსახურებაა, ვინც საკუთარი თავგანწირვით დაამტკიცა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ საბოლოოდ ყოველთვის სიმართლე და ღირსება იმარჯვებს. დღესაც სწორედ ისტორიული სიმართლე და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მაგალითი მიგვიძღვის წინ ახალი გამარჯვებებისკენ, ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერებისკენ,“- აღნიშნულია განცხადებაში. საქართველოს საბჭოთა ოლუპაციიდან 102 წელი გავიდა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. საქართველომ საბჭოთა ოკუპაციისგან გათავისუფლება 70 წლის შემდეგ მოახერხა.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი გამოსცა და ნახეთ, რომ ეჭვის დონეზეც კი ვერ დადასტურდა აქ სანქციების გვერდის ავლა - პაპუაშვილი
საქართველო, როგორც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა, არის ის ტერიტორია, რომლისკენაც არის ყურადღება, რომ რამენაირად გამოყენებული არ იქნას სანქციების გვერდის ავლისთვის, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტის დამტკიცებას. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი დაამტკიცა როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ერთი წლის განმავლობაში, სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა, მიუხედავად საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის და ცალკეული ჯგუფების ინტერესისა. ,,ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი გამოსცა და ნახეთ, თუ რომელი კომპანიები არიან სანქცირებული. მათი სათავო ოფისები მდებარეობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. საქართველოს მიმართ, მიუხედავად იმ დეზინფორმაციის ტალღისა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ეჭვის დონეზეც კი ვერ დაადასტურეს ვერაფერი. მიუხედავად იმისა, რა თქმა უნდა, საქართველო როგორც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა, არის ის ტერიტორია, რომლისკენაც არის ყურადღება, რომ რამენაირად გამოყენებული არ იქნას სანქციების გვერდის ავლისთვის. მაგრამ ჩვენი სახელმწიფო, ხელისუფლება და მთავრობა ამტკიცებს იმდენად ძლიერია, რომ ერთი ფაქტიც კი არ არის, თუნდაც, ეჭვის დონეზე დადასტურებული სანქციების გვერდის ავლის მხრივ,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ჩინეთის „სამშვიდობო გეგმა“ მხოლოდ რუსეთისთვისაა სასარგებლო - ბაიდენი
ჩინეთის „სამშვიდობო გეგმა“ მხოლოდ რუსეთისთვის არის სასარგებლო. ჩინეთი რუსეთს თუ იარაღს მიაწვდის, ჩვენ ვუპასუხებთ, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ABC-თან ინტერვიუში განაცხადა. WSJ: სი ძინპინი რუსეთში ვიზიტს გეგმავს „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ სანქციები დავაკისრეთ ყველას, ვინც ეს გააკეთა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლისთავზე კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლისთავზე კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი დაამტკიცა როგორც პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო განმარტავს, სასანქციო სიაში 129 ფიზიკური და 63 იურიდიული პირი მოხვდა. კანადამ ასევე აკრძალა რუსეთს ზოგიერთი პროდუქციის ექსპორტი, რომელიც ელექტრო მრეწველობაში გამოიყენება. ასევე შეზღუდა რუსული შეიარაღების იმპორტი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ჩვენი ახალგაზრდები, 102 წლის წინ, არაპროპორციულ ბრძოლაში შეებრძოლნენ ოკუპანტს, ასეთ მაგალითზე დგას ჩვენი ქვეყანა - თავდაცვის მინისტრი
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან ბურჭულაძემ განაცხადა, ის ყველა იმ გმირით ამაყობს, რომელმაც ქვეყნის მომავალი შექმნეს. „დღეს, ჩვენ, კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი უახლესი ისტორიის ტრაგიკულ და ამავდროულად, ჩვენ საამაყო ფურცელს. ჩვენი ახალგაზრდები, 102 წლის წინ, ამ დღეს, აბსოლუტურად არაპროპორციულ ბრძოლაში შეებრძოლნენ ოკუპანტს და ასეთ მაგალითზე დგას ჩვენი ქვეყანა. სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ჩემი წინაპარიც გამორჩეული გმირია - მაკარ ბურჭულაძე, მისი ისტორია შეგიძლიათ ინტერნეტში ნახოთ. მე პირადად, ვამაყობ თითოეული ჩვენი გმირით და იმ ბავშვებით, რომლებიც ჩვენს მომავალს ქმნიან“, - განაცხადა ბურჭულაძემ. საქართველოს საბჭოთა ოლუპაციიდან 102 წელი გავიდა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. საქართველომ საბჭოთა ოკუპაციისგან გათავისუფლება 70 წლის შემდეგ მოახერხა.
მნიშვნელოვანია, საქართველოში უკრაინას ნამდვილი ელჩი წარმოადგენდეს და არა საელჩოს თანამშრომელი - პაპუაშვილი
უკრაინის რადას სპიკერმა, გუშინ, მადლობა გადამიხადა თანადგომისთვის, ამით ყველაფერი ნათქვამია - მნიშვნელოვანია, საქართველოში უკრაინას ნამდვილი ელჩი წარმოადგენდეს და არა საელჩოს თანამშრომელი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ხელისუფლებისადმი საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის კრიტიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, ქვეყნის შიგნით, ოპოზიციის ნაწილი და გარკვეული ჯგუფები უკრაინაში დაკავებულები არიან იმით, რომ უკრაინა და საქართველო ერთმანეთს რამენაირად გადაკიდოს. „მე გუშინ მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან, უკრაინის რადას ხელმძღვანელთან, მივიღე მადლობა მისი მხრიდან, ჩვენი მხარდაჭერისთვის. ეს არის, რასაც მე ვაფასებ. უკრაინის საელჩოს ცალკეული წარმომადგენლის განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით გაესაუბრება მას. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ამ პერიოდში, უკრაინას საქართველოში ნამდვილი ელჩი წარმოადგენდეს და არა საელჩოს თანამშრომელი. ვხედავთ, რომ ქვეყნის შიგნით, ოპოზიციის ნაწილი დაკავებულია მხოლოდ ერთი რამით, რომ რამენაირად გადაკიდოს ერთმანეთს უკრაინა და საქართველო. სამწუხაროდ, არის ჯგუფები უკრაინაშიც, რომლებიც ცდილობენ, რომ უკრაინა და საქართველო ერთმანეთს გადაკიდონ, მაგრამ მიხარია, რომ უკრაინის რადასა და საქართველოს პარლამენტს შორის არის თბილი ურთიერთობები. ვფიქრობ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ეს დავამტკიცეთ. არ მინდა საელჩოს თანამშრომელთან დისკუსიაში შევიდე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ინფორმაციისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ უკრაინასთან ომში რუსეთის უპირატესობებსა და 10 დასახლების აღებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული დეპუტატი „შოიგუს დაკრულზე ცეკვას აგრძელებს, რასაც უკრაინა გმობს. კასიანოვი ყველას ურჩევს, ფრონტზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიციალური ინფორმაცია გამოიყენონ და არა რუსული პროპაგანდის ტყუილი. „ჩვენ ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების" ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავე, შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე“, - განაცხადა კასიანოვმა.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში სახელმწიფო დროშა დაეშვა. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტმა 2010 წელს გამოაცხადა. დღეს საბჭოთა ოკუპაციიდან 102 წელი შესრულდა. საქართველოს საბჭოთა ოლუპაციიდან 102 წელი გავიდა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. საქართველომ საბჭოთა ოკუპაციისგან გათავისუფლება 70 წლის შემდეგ მოახერხა.
30 წელია, აშშ ამაყობს იმით, რომ აქ არის, საქართველოში, მთავრობის და ხალხის მოთხოვნით და მათთან ერთად მუშაობს დემოკრატიის გასაძლიერებლად - დეგნანი
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სისტემატურად ცდილობდა, ძირი გამოეთხარა ქართული ტრადიციული ღირებულებების დემოკრატიის, დემოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, საქართველო არ ნებდებოდა - დამოუკიდებლობა მოიპოვა და ქართველმა ხალხმა მკაფიოდ გამოხატა თავისი სურვილი - დემოკრატიული საქართველო ინტეგრირებული დასავლელთთან, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატბის ელჩმა კელი დეგნანმა ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ესეების კონკურსის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, 30 წელია, შეერთებული შტატები ამაყობს იმით, რომ საქართველოშია მთავრობის და ხალხის მოთხოვნით და მათთან ერთად მუშაობს დემოკრატიის გასაძლიერებლად. „აშშ და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან ამ რთულ სამეზობლოში და ეს პარტნიორობა ეფუძნება ჩვენს საერთო დემოკრატიულ და თავისუფალი ბაზრის ღირებულებებს, ამერიკელები და ქართველები იზიარებენ თავისუფლების სიყვარულს და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილს, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. საქართველოს აქვს დემოკრატიისა და მრავალფეროვნების შთამბეჭდავი ისტორია და ტრადიცია - თამარ მეფის კრებებიდან მოყოლებლი, "ერის მამად" მიჩნეული, ნოვატორული რეფორმების ავტორი ილია ჭავჭავაძისა, თუ 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩათვლით. შეერთებული შტატების მსგავსად საქართველოს აქვს მრავალფეროვნებისა და შემწყნარებლობის ხანგრძლივი ისტორია, იგი მასპინძლობდა მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ებრაულს თემს, მუსულმანურ თემებს, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს და სხვადასხვა ენას და ძლიერ რეგიონულ იდენტობებს. მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოში უძველესი კონსტიტუციური დემოკრატიაა, საქართველოში ქალებმა ხმის მიცემის უფლება მიიღეს უფრო ადრე, ვიდრე შეერთებულ შტატებში და საქართველომ აირჩია პირველი მუსულმანი პარლამენტის წევრი უფრო ადრე, ვიდრე შეერთებული შტატები აირჩევდა პირველ მუსულმან წარმომადგენელს კონგრესში. სამწუხაროდ, 1921 წელს წითელი არმიის შემოჭრამ შეაჩერა საქართველოს დემოკრატიული განვითარება და მოიტანა ათწლეულების განმავლობაში ოკუპაცია და რეპრესიები. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სისტემატურად ცდილობდა, ძირი გამოეთხარა ქართული ტრადიციული ღირებულებების დემოკრატიის, დემოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, საქართველო არ ნებდებოდა. დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქართველმა ხალხმა მკაფიოდ გამოხატა თავისი სურვილი - დემოკრატიული საქართველო ინტეგრირებული დასავლელთთან. ამ ძლიერი დემოკრატიული ტრადიციებისა და ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის გამო ეწვია საქართველოს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში 2005 წელს, რათა გამოეხატა ქება საქართველოს, როგორც თავისუფლების შუქურის მიმართ. თუმცა შეერთებული შტატების ისტორიის განმავლობაში ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ დემოკრატია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ხმის მიცემის უფლება, აყვავებული დემოკრატია მოითხოვს ძლიერ, დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომლებიც ასახავს და იცავს ამ ღირებულებებს. დემოკრატიულ ინსტიტუტებს აქვთ თავისუფლების, კეთილდღეობის, მშვიდობისა და ინდივიდუალური ღირსების გასაღები. როგორც ბოლო დროს ვნახეთ ბევრ ქვეყანაში, მიუკერძოებელი დემოკრატიული ინსტიტუტები ავტოკრატიული ტენდეციებისგან და მათგან, ვინც თითქმის ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, დაცვის საუკეთესო საშუალებაა. 30 წელია, შეერთებული შტატები ამაყობს იმით, რომ აქ არის, საქართველოში, მთავრობის და ხალხის მოთხოვნით და მათთან ერთად მუშაობს დემოკრატიის გასაძლიერებლად. და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვისთვის აუცილებელი დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე. მომავალი წლების განმავლობაში, შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ დადგება ქართველი ხალხის გვერდით, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს საერთო ღირებულებებს და გააძლიეროს მათი დაცვისთვის აუცილებელი ინსტიტუტები. საქართველოს ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება მისი წარმატება აყვავებული, უსაფრთხო, ძლიერი დემოკრატიის მშენებლობაში. თქვენ, ქართველ ამომრჩეველთა მომავალ თაობას, გადამწყვეტი როლი გაქვთ ამ პროცესში. წარმატებას გისურვებთ ყველას ამ ესეების კონკურსში. საქართველოს ხალხს ბევრი რამ აქცს საამაყო თქვენი ისტორიისა და იმის გათვალისწინებით, რასაც თქვენ მიაღწიეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ასევე ბევრი სამუშაო გაქვთ წინ. შეერთებული შტატები თქვენ გვერდით დგას ამ ძალისხმევაში. ჩვენ ერთად უფრო ძლიერნი ვართ. ძალა ერთობაშია“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ირაკლი ბერაია NATO-ს სამხედრო კომიტეტის თამჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადმირალ რობ ბაუერთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიასა და რეგიონის უსაფრთხოებაზე მისი გავლენის შესახებ ისაუბრეს. „შეხვედრაზე საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი, თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერებაში პრაქტიკული მხარდაჭერის ზრდა, საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისა და რეგიონში ნატო-ს ჩართულობის მნიშვნელობა განიხილეს. შეხვედრაში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს ელჩი ნატო-ში ვიქტორ დოლიძე და სამხედრო წარმომადგენელი, ბრიგადის გენერალი ირაკლი ძნელაძე მონაწილეობდნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
არასრულწლოვანი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 თებერვალს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში ბრალდებულმა, ასაკის გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფ ორი წლის შვილზე იძალადა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა სხეულზე მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობები მიიღო. დაზარალებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში 23 თებერვალს გადაიყვანა და მისი მკურნალობა ამ დრომდე მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა ბრალდებული 24 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია. როგორც ცესკო-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, 30 დროებითი წევრი ათ საოლქო საარჩევნო კომისიაში აირჩა. „არჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა. ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო, დაკვირვებოდა სხდომას ცესკო-ს ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში „Facebook“ პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით. ცესკო-ს წევრებმა ათ საოლქო საარჩევნო კომისიაში 30 დროებითი წევრი სახელობითი კენჭისყრით აირჩიეს. ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო იყო კონკურსანტებთან გასაუბრებაც. არჩევამდე საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრობის კანდიდატებმა გასაუბრება ცესკო-ს წევრებთან ლაივრეჟიმში გაიარეს. ჩართულ მხარეებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასაუბრების პროცესს უშუალოდ დაკვირვებოდნენ ცესკო-ს სოციალური ქსელის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება და კონკურსის ღიად წარმართვა საარჩევნო ადმინისტრაციაში 2021 წლიდან დამკვიდრდა, რაც ხელს უწყობს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას და ასახავს რეალურ სურათს, თუ რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს საარჩევნო ადმინისტრაცია დროებითი წევრების არჩევისას. რაც შეეხება ცესკო-ს მიერ არჩეულ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს, არჩეული 30 პირიდან ბოლოს გამართულ ექვს საერთო არჩევნებზე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობის გამოცდილება აქვს 28 პირს, მათ შორის საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ თანამდებობებზე – 12-ს. ცესკო-ს საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა მიღებული აქვს 14 პირს, მათ შორის ერთს გავლილი აქვს „საარჩევნო განვითარების სკოლა“, ერთს – „ახალგაზრდული ბანაკები“ და 12-ს – „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“. 29 აპრილის არჩევნებისათვის №12 გურჯაანის, №19 თიანეთის, №37 ახალციხის, №45 ცაგერის, №49 თერჯოლის, №57 ტყიბულის, №59 ქუთაისის, №64 სენაკის, №66 ხობისა და №70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში სულ 35 განაცხადი შემოვიდა (18 ქალი და 17 კაცი). გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო 29 კონკურსანტმა, ლაივ რეჟიმში გასაუბრება მხოლოდ იმ პირებთან წარიმართა, ვინც აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჩემი მინისტრობის პერიოდში არცერთ სამოქალაქო პირს „აიფონი“ საჩუქრად არ მიუღია, მობილურები გადაეცათ ბორჯომში ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილე სამხედროებს - ბურჭულაძე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ მისი მინისტრობის პერიოდში არცერთ სამოქალაქო პირს სამინისტროში „აიფონი“ საჩუქრად არ მიუღია. ბურჭულაძეს კითხვა დაუსვეს რამდენიმე ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებული ბრალდებების შესახებ, სადაც საუბარია სამინისტროს ბიუჯეტიდან მობილური ტელეფონების შესყიდვაზე. „ყველა ზღვარს გადასული კამპანიაა. ვნახეთ, რომ კიდევ ამზადებენ ახალ სიუჟეტს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში არცერთ სამოქალაქო პირს სამინისტროში iPhone საჩუქრად არ მიუღია. მე ცხოვრებაში არ ვარ iPhone-ის მაღაზიაში ნამყოფი და მაქვს ძველი მოდელი“, – აღნიშნა ბურჭულაძემ. მინისტრის განცხადებით, მობილური ტელეფონები საჩუქრად გადაეცათ ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და რამდენიმე დაჭრილ-დაშავებულ სამხედროს. ჯუანშერ ბურჭულაძემ პასუხი გასცა ალკოჰოლისა და სასაჩუქრე კალათების შეძენასთან დაკავშირებულ ბრალდებასაც და აღნიშნა, რომ ეს საჩუქარი სამინისტრომ დაღუპული გმირების ოჯახებს საახალწლოდ გაუკეთა და აღნიშნულ საკითხზე სიცრუის გავრცელება ამორალური და მიუღებელია. მისი თქმით, აღნიშნული შესყიდვები არის წარმომადგენლობითი ხარჯები. ასევე, მინისტრმა აბსურდი უწოდა წინა რეპორტაჟებში გასულ ინფორმაციას მინისტრის ოჯახის წევრის ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს არ არის არანაირ რეალობასთან კავშირში.
საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფარის მაძიებლების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა
გასულ წელს ევროკავშირში თავშესაფრის მილიონამდე ადამიანმა მოითხოვა. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მონაცემებით, 2022 წელს თავშესაფარზე ჯამში 966 000 განაცხადი შევიდა. წლიური ზრდა დაახლოებით 50%-ს შეადგენს და 2016 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, როცა ე.წ მიგრანტების კრიზისის გამო თავშესაფარი დაახლოებით 1.2 მლნ ადამიანმა მოითხოვა. რაც შეეხება საქართველოს, ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს საქართველოდან 28 797 განაცხადი შევიდა [იგულისხმება როგორც განმეორებითი, ისე პირველადი], მაშინ როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 14 970 იყო, რაც დაახლოებით 90%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ევროკავშირსა და შენგენის ზონის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: 2016 — 8 7752017 — 12 0602018 — 20 9502019 — 22 7652020 — 8 9052021 — 14 9702022 — 28 797ამას ემატება უკრაინის თითქმის ოთხი მილიონი მოქალაქე, რომლებზეც ევროკავშირის ტერიტორიაზე დროებითი დაცვის მექანიზმი გავრცელდა. შესაბამისად, ამ ადამიანებს თავშსაფრის მაძიებლად რეგისტრაცია არ მოუწიათ. ანგარიშის თანახმად, თავშესაფრის მოთხოვნის კუთხით სირიელები [დაახლოებით 132 ათასი განაცხადი] და ავღანელები [დაახლოებით 129 ათასი განაცხადი] ლიდერობენ. უკრაინის ომმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლტოლვილების ყველაზე დიდი ტალღა გამოწვია ევროპაში. 2022 წელს ევროპის ქვეყნებს თითქმის 5 მლნ პირის მიღება მოუწიათ, რომლებიც საერთაშორისო დაცვას საჭიროებენ. აღსანიშნავია, რომ 966 ათას განაცხადში დაახლოებით 885 ათასი თავშესაფარზე პირველადი განაცხადი იყო.
სანქციების მე-10 პაკეტი მიღებულია, ვინარჩუნებთ ერთიანობას - ბორელი
ვინარჩუნებთ ერთიანობას გადაწყვეტილებაში, გავანადგუროთ რუსეთის ომის მანქანა., - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი „ტვიტერზე“ წერს. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი დაამტკიცა „ვინარჩუნებთ ერთიანობას გადაწყვეტილებაში, გავანადგუროთ რუსეთის ომის მანქანა. სანქციების ფარგლებში, ჩვენს სამიზნეს წარმოადგენენ პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მინიმუმ 6000 უკრაინელი ბავშვის დეპორტაციასა და იძულებით გაშვილებაზე. ეს არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა, მათ შორის ჟენევის კონვენციის“, - წერს ბორელი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნიღდეს პროვინციაში, 7 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. სტიქიას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყვა. 6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა კი თურქეთსა და სირიაში, 50 000-ს გადააჭარბა.
25 თებერვალი შეგვახსენებს, რომ ოკუპაცია დროებითია - კალაძე
ოკუპაცია დროებითია, რომ არა 1921 წლის 25 თებერვალი, ჩვენი ქვეყნის განვითარება 70 წლით არ შეყოვნდებოდა, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. „რომ არა საბჭოთა იმპერია და 1921 წლის 25 თებერვალი, ჩვენი ქვეყნის განვითარება 70 წლით არ შეყოვნდებოდა, არ გვეყოლებოდა ბოროტებას შეწირული უამრავი მსხვერპლი. ეს თარიღი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ოკუპაცია დროებითია, მთავარი ღირებულება კი უცვლელი – სამშობლო და თავისუფლება“, – წერს კალაძე. საქართველოს საბჭოთა ოლუპაციიდან 102 წელი გავიდა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. საქართველომ საბჭოთა ოკუპაციისგან გათავისუფლება 70 წლის შემდეგ მოახერხა.
ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტს, იოჰან ელიაშს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ბაკურიანში ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველო ზამთრის სპორტში პირველად მასპინძლობს მსგავს მასშტაბურ სპორტულ შეჯიბრებას, სადაც 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. მსოფლიო ჩემპიონატში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა კი მათთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, მიიღონ კარგი გამოცდილება, რომელსაც მომავალ შეჯიბრებებში გამოიყენებენ. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბაკურიანში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში განხორციელებული პროექტებისთვის 270 მილიონი ლარი გამოყო. ჩემპიონატის ფარგლებში აშენდა სამი ახალი საბაგირო, მოეწყო ექვსი ახალი ტრასა. ამასთან, 30 კილომეტრიან მონაკვეთზე დამონტაჟდა ევროპული სტანდარტების გათოვლიანების თანამედროვე სისტემა. როგორც იოჰან ელიაშმა აღნიშნა, საქართველოში პირველად ტარდება ასეთი მაღალი დონის შეჯიბრი და ყველაფერი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული. მისივე თქმით, საორგანიზაციო კომიტეტის მხრიდან უდიდესი სამუშაოები იქნა გაწეული. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა განიხილეს სამომავლო გეგმები და საქართველოს სამომავლო აქტივობა ზამთრის სპორტულ სახეობებში.
შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ მომავალი წლების განმავლობაში ქართველი ხალხის გვერდით დადგება - ელჩი დეგნანი
მომავალი წლების განმავლობაში, შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ დადგება ქართველი ხალხის გვერდით, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს საერთო ღირებულებებს და გააძლიეროს მათი დაცვისთვის აუცილებელი ინსტიტუტები. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატბის ელჩმა, კელი დეგნანმა ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ესეების კონკურსის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა. „დემოკრატიულ ინსტიტუტებს აქვთ თავისუფლების, კეთილდღეობის, მშვიდობისა და ინდივიდუალური ღირსების გასაღები. როგორც ბოლო დროს ვნახეთ ბევრ ქვეყანაში, მიუკერძოებელი დემოკრატიული ინსტიტუტები ავტოკრატიული ტენდეციებისგან და მათგან, ვინც თითქმის ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, დაცვის საუკეთესო საშუალებაა. 30 წელია, შეერთებული შტატები ამაყობს იმით, რომ აქ არის, საქართველოში, მთავრობის და ხალხის მოთხოვნით და მათთან ერთად მუშაობს დემოკრატიის გასაძლიერებლად. და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვისთვის აუცილებელი დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე. შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ მომავალი წლების განმავლობაში ქართველი ხალხის გვერდით დადგება, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს საერთო ღირებულებებს და გააძლიეროს მათი დაცვისთვის აუცილებელი ინსტიტუტები. საქართველოს ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება მისი წარმატება აყვავებული, უსაფრთხო, ძლიერი დემოკრატიის მშენებლობაში. თქვენ, ქართველ ამომრჩეველთა მომავალ თაობას, გადამწყვეტი როლი გაქვთ ამ პროცესში. წარმატებას გისურვებთ ყველას ამ ესეების კონკურსში. საქართველოს ხალხს ბევრი რამ აქცს საამაყო თქვენი ისტორიისა და იმის გათვალისწინებით, რასაც თქვენ მიაღწიეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ასევე ბევრი სამუშაო გაქვთ წინ. შეერთებული შტატები თქვენ გვერდით დგას ამ ძალისხმევაში. ჩვენ ერთად უფრო ძლიერნი ვართ. ძალა ერთობაშია“, - განაცხადა კელი დეგნანმა.