ძებნის რეზულტატი:
ჯო ბაიდენი ჩინეთის სამშვიდობო გეგმაზე: თუ პუტინი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება, ის კარგი იყოს?
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩინეთის მიერ ინიცირებულ სამშვიდობო გეგმა სარგებელს მხოლოდ რუსეთს მოუტანს. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. „თუ პუტინი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება ის კარგი იყოს?“, - ამბობს ბაიდენი. მან ასევე უარყო მოსაზრება, რომ ჩინეთი ომთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებას გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, ჩინეთს დაემუქრება იგივე მკაცრი სანქციები, როგორიც ნებისმიერ სხვა ქვეყანას ან სუბიექტს, რომლებიც რუსეთს იარაღს აწვდიან. ცნობისთვის, 24 თებერვალს ჩინეთმა უკრაინაში ომის დასრულების საკუთარი 12-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. ჩინეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა იყოს გამოყენებული" და ბირთვული ომები არ უნდა მოხდეს. უფრო კონკრეტულად, ეს გეგმა მოიცავს ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმას, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობას, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვას, ატომური ელექტროსადგურების დაცვას, სტრატეგიული რისკების შემცირებას, მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობას, ცალმხრივი სანქციების შეჩერებას, სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნებას.
გვატემალა რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის ძირითად ჯგუფს შეუერთდება
გვატემალის რესპუბლიკა იქნება ლათინური ამერიკის პირველი ქვეყანა, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის ძირითად ჯგუფს შეუერთდება. შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ზე გააკეთა. კულება გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრ მარიო ადოლფო ბუკაროს ნიუ-იორკში შეხვდა. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 26 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ერთხმად მოითხოვა სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის შექმნა, რათა დაისაჯონ რუსეთის და ბელორუსის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილ აგრესიის დანაშაულში მონაწილეობდნენ.
მინისტრის თქმით, ნიდერლანდები რუსულ გაზზე აღარ არის დამოკიდებული
ნიდერლანდები აღარ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰოკსტრამ განაცხადა. იტყობინება RBC-Ukraine. მისივე თქმით, ნიდერლანდებმა იმპორტის წყაროების დივერსიფიკაციისთვის სხვადასხვა ზომა მიიღო. „მოხარული ვარ, რომ შემიძლია ვთქვა, ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ", - განაცხადა მინისტრმა.
ერდოღანმა და ალიევმა სტამბოლში დახურული შეხვდრა გამართეს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს უმასპინძლა. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის ცნობით, ერდოღანმა და ალიევმა ვაჰდეტინის სასახლეში დახურული შეხვედრა გამართეს. შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა. თურქეთი 6 თებერვლის მიწისძვრის შედეგებს ებრძვის. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში 44,210-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აზერბაიჯანმა თურქეთს დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ სამაშველო ჯგუფები და დახმარება გაუგზავნა.
CIA-ს დირექტორის თქმით, ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას განიხილავს
CIA-ს დირექტორის თქმით, აშშ „დარწმუნებულია“, რომ ჩინეთი „განიხილავს“ რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაგზავნას, მაგრამ დაზვერვის ვარაუდით, პეკინს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. აშშ-ის დაზვერვის ვარაუდით, პეკინს ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული. „ჩვენ ვერ ვხედავთ მტკიცებულებებს ლეტალური აღჭურვილობის რეალური გადაზიდვის შესახებ,” - აღნიშნა უილიამ ბარნსმა. CNN-მა პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის მთავრობა განიხილავს რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების და საბრძოლო მასალის მიწოდებას უკრაინის ომში გამოსაყენებლად.
ყაზახეთი ჩინეთის სამშვიდობო გეგმას უჭერს მხარს
ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ჩინეთის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას მხარდაჭერა გამოუცხადა. სამინისტრომ ასევე მოუწოდა „სამხედრო კონფლიქტში ჩართულ მხარეებს, გამოიჩინონ კეთილგანწყობა, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და მსოფლიო საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს სიტუაციის დიპლომატიურ გადაწყვეტას“. „ყაზახეთის რესპუბლიკა მიესალმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოზიციას უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ მოგვარებასთან დაკავშირებით, რომელიც იმსახურებს მხარდაჭერას სისხსლისღვრის დასრულების მიზნით, რომელიც გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად უნდა ეფუძნებოდეს სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ჯო ბაიდენი ჩინეთის სამშვიდობო გეგმაზე: თუ პუტინი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება, ის კარგი იყოს? Wall Street Journal-ის ინფორმაციით, სი ძინპინი მოსკოში ჩასვლას გეგმავს. მისივე ცნობით, პეკინს სურს, აქტიური როლი ითამაშოს ომის დასრულებაში. ცნობისთვის, 24 თებერვალს ჩინეთმა უკრაინაში ომის დასრულების საკუთარი 12-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. ჩინეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა იყოს გამოყენებული" და ბირთვული ომები არ უნდა მოხდეს. უფრო კონკრეტულად, ეს გეგმა მოიცავს ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმას, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობას, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვას, ატომური ელექტროსადგურების დაცვას, სტრატეგიული რისკების შემცირებას, მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობას, ცალმხრივი სანქციების შეჩერებას, სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნებას. გეგმაში არ არის ნახსენები უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა, როგორც ომის დასრულების გზა.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი დარწმუნებულია, რომ რუსეთთან ომში უკრაინა გაიმარჯვებს - კულება
ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) დარწმუნებულია, რომ რუსეთთან ომში უკრაინა მოიგებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომლითაც ბრიუსელში, ჰააგასა და ნიუ-იორკში ვიზიტი შეაჯამა. უმაღლესი დიპლომატის თქმით, ISW ის ორგანიზაციაა, რომლის განახლებულ ცნობებსაც უკრაინელები ყოველ დილით, პირველ რიგში ეცნობიან. ISW-ის ექსპერტები საომარი მოქმედებების შესახებ ანალიზსა და მათი განვითარების პერსპექტივებს რეგულარულად აქვეყნებენ.
ირანი აცხადებს, რომ შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტა შექმნა
ირანმა განაცხადა, რომ შორ რადიუსზე მოქმედი ახალი ფრთოსანი რაკეტა წარადგინა ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. თეირანის ცნობით, რაკეტას 1 650 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია. ირანი ანმატავს, რომ ბალისტიკური სარაკეტო პროგრამის გაფართოება მხოლოდ თავდაცვით ხასიათს ატარებს.
უკრაინა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის მიმართ წინააღმდეგობის დღეს აღნიშნავს
26 თებერვალს უკრაინა აღნიშნავს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის მიმართ წინააღმდეგობის დღეს. რუსეთმა ყირიმი 2014 წელს მოახდინა ყირიმის ანექსია, ჯარები გაგზავნა ნახევარკუნძულზე და ჩაატარა უკანონო რეფერენდუმი. იმავე წლის აპრილში რუსეთმა დაიწყო სეპარატისტთა მხარდაჭერა აღმოსავლეთ უკრაინაში. 2014 წლის 27 თებერვალს დილის 05:00 საათზე რუსეთის რეგულარულმა ჯარებმა ყირიმში სამთავრობო შენობები დაიკავეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 თებერვალი ყირიმის ოკუპაციის მიმართ წინააღმდეგობის დღედ 2020 წელს გამოაცხადა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და დღემდე აგრძელებს ომს.
ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ უნდა განიხილებოდეს
ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტრ პაველი მიიჩნევს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რუსეთთან ომის დასრულებისთანავე უნდა განიხილებოდეს. შესაბამისი განცხადება ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა Suspilne-თან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, უკრაინამ შეასრულა თავისი „საშინაო დავალება“ ტექნიკური თავსებადობის თვალსაზრისით. ასევე არის სრული თავსებადობა ღირებულებების და გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების კუთხითაც. „აქედან გამომდინარე, ერთადერთი მოთხოვნაა, რომ არ იყოს მიმდინარე კონფლიქტი ან ტერიტორიული დავა. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, როგორც კი უკრაინა მიმდინარე კონფლიქტის დროს გახდება NATO-ს წევრი, ალიანსი გახდება ამ კონფლიქტის მხარე. მხოლოდ წარმოდგენა შეიძლება, თუ რა მასშტაბური იქნება კონფლიქტი NATO-რუსეთს შორის ამ შემთხვევაში. დიდი ალბათობით, თუნდაც, ბირთვული იარაღის გამოყენებით. ამდენად, ჩვენ უნდა დაველოდოთ ომის დასრულებას და უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენას. და აქ წამოიწევს NATO-ში წევრობის საკითხი“, - განუცხადა პაველმა.
ემანუელ მაკრონი ჩინეთს აპრილის დასაწყისში ეწვევა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ ის ჩინეთს აპრილის დასაწყისში ეწვევა. საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ჩინეთის ჩართულობა სამშვიდობო მცდელობებში კარგია, თუმცა პეკინს მოუწოდა, არანაირი იარაღი არ მიაწოდოს რუსეთს. მაკრონმა ასევე სთხოვა პეკინს, „ზეწოლა მოეხდინა რუსეთზე, რათა ის არასოდეს გამოიყენოს ქიმიური ან ბირთვული იარაღი და შეაჩეროს ეს აგრესია მოლაპარაკებების დაწყებამდე“. ცნობისთვის, 24 თებერვალს ჩინეთმა უკრაინაში ომის დასრულების საკუთარი 12-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. ჩინეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა იყოს გამოყენებული" და ბირთვული ომები არ უნდა მოხდეს. უფრო კონკრეტულად, ეს გეგმა მოიცავს ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმას, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობას, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვას, ატომური ელექტროსადგურების დაცვას, სტრატეგიული რისკების შემცირებას, მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობას, ცალმხრივი სანქციების შეჩერებას, სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნებას. გეგმაში არ არის ნახსენები უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა, როგორც ომის დასრულების გზა.
G20-ის შეხვედრის შემდეგ, ჩინეთმა რუსეთის აგრესიის დაგმობაზე უარი განაცხადა
პეკინმა უარი თქვა G20-ის განცხადების ნაწილის მიღებაზე, რომელიც რუსეთის აგრესიას გმობს. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. G20-ის შეხვედრის შემდეგ, ინდოელმა მაღალჩინოსანმა აჯაი სეთმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან ფორმულირებას უკრაინის შესახებ, რადგან „მათი მანდატი არის ეკონომიკური და ფინანსური საკითხების მოგვარება“. ინფორმაციისთვის: ოცეულის წევრები არიან აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, სამხრეთი აფრიკა, თურქეთი, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი. ხუთშაბათს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში. დოკუმენტს მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა, 32-მა თავი შეიკავა, ხოლო შვიდი, მათ შორის რუსეთი, წინააღმდეგი იყო. შეგახსენებთ, CIA-ს დირექტორის თქმით, აშშ „დარწმუნებულია“, რომ ჩინეთი „განიხილავს“ რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაგზავნას, მაგრამ დაზვერვის ვარაუდით, პეკინს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. აშშ-ის დაზვერვის ვარაუდით, პეკინს ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული. ცნობისთვის, 24 თებერვალს ჩინეთმა უკრაინაში ომის დასრულების საკუთარი 12-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. ჩინეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა იყოს გამოყენებული" და ბირთვული ომები არ უნდა მოხდეს. უფრო კონკრეტულად, ეს გეგმა მოიცავს ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმას, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობას, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვას, ატომური ელექტროსადგურების დაცვას, სტრატეგიული რისკების შემცირებას, მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობას, ცალმხრივი სანქციების შეჩერებას, სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნებას. გეგმაში არ არის ნახსენები უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა, როგორც ომის დასრულების გზა.
ტანზანიამ 3,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობსადენის პროექტი დაამტკიცა
ტანზანიის მთავრობამ დაამტკიცა 3,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ნედლი ნავთობსადენის მშენებლობის პროექტი, რომელიც საკამათო მეგაპროექტის ნაწილია. პროექტმა ადამიანის უფლებებსა და გარემოს საკითხების გარშემო შეშფოთება გამოიწვია. გასულ თვეში, უგანდამ პროექტის ოპერატორზე, აღმოსავლეთ აფრიკის ნედლი ნავთობის მილსადენზე (EACOP) გასცა ლიცენზია. „მშენებლობის დამტკიცება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია EACOP-ისთვის, რადგან ის საშუალებას იძლევა, დაიწყოს ძირითადი სამშენებლო აქტივობები ტანზანიაში“, - განაცხადა EACOP ტანზანიის გენერალურმა მენეჯერმა ვენდი ბრაუნმა სერტიფიკატის მისაღებად გამართულ ღონისძიებაზე. უფლებადამცველები და გარემოსდაცვითი ჯგუფები ამბობენ, რომ ეს პროექტი საფრთხეს უქმნის რეგიონის მყიფე ეკოსისტემას და ათიათასობით ადამიანის საარსებო წყაროს.
ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრის პოზიციაზე კანდიდატურების შერჩევის პროცესზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობით დაინტერესებულ პირებს განცხადების წარდგენა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 15 მარტამდე შეუძლიათ. შესაბამის ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცეელბს. „მიმდინარეობს ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრის პოზიციაზე კანდიდატურების შერჩევის პროცესი. კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატურებს ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს. პრეზიდენტმა ,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილია შემდეგი მოთხოვნები. დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შეუძლიათ, 2023 წლის 15 მარტამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (მისამართი: თბილისი, გ. ათონელის ქ. N25, საფოსტო ყუთის მეშვეობით, ან ელ-ფოსტაზე: info@president.gov.ge ) წარმოადგინონ განცხადება შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად (აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმენტებია: CV, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დიპლომი, ცნობა ნასამართლობის შესახებ)“.
იტალიაში მიგრანტების გემის ჩაძირვისას 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ იტალიაში, მიგრანტების გემის ჩაძირვის შედეგად, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ცნობით, 40-ზე მეტის გადარჩენა მოხერხდა მისივე ინფორმაციით, გემზე, რომელიც უამინდობის დროს კლდეებს შეეჯახა, 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. უცნობია, საიდან მიემგზავრებოდა გემი, თუმცა მასზე ლტოლვილები იმყოფებოდნენ ირანიდან, პაკისტანიდან და ავღანეთიდან.
ზელენსკი: ყირიმის დაბრუნებით ჩვენ აღვადგენთ მშვიდობას
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ მშვიდობა შეიძლება, აღდგეს ყირიმის დაბრუნებით, რადგან ეს უკრაინის მიწაა. „ცხრა წლის წინ ყირიმში რუსული აგრესია დაიწყო. ყირიმის დაბრუნებით ჩვენ აღვადგენთ მშვიდობას. ეს ჩვენი მიწაა. ჩვენი ხალხი. ჩვენი ისტორია. ჩვენ დავაბრუნებთ უკრაინის დროშას უკრაინის ყველა კუთხეში“, - დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე. როგორც ცნობილია, 26 თებერვალს უკრაინა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის მიმართ წინააღმდეგობის დღეს აღნიშნავს.
თურქეთში მიწისძვრის შედეგად შენობების ჩამონგრევის საქმეზე 184 ადამიანი დააკავეს
6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად შენობების ჩამონგრევის გამო, თურქეთში 600-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა განაცხადა, რომ 184 ეჭვმიტანილი, მათ შორის კონტრაქტორები და ქონების მფლობელები უკვე დააკავეს. აქამდე 113 ადამანის დაკავებაზე იყო ორდერი გაცემული. დაკავებულთა შორის არის მერი ერთ-ერთი იმ ქალაქისა, რომლის სიახლოვესაც მიწისძვრა მოხდა, იტყობინება BBC თურქულ მედიაზე დაყრდნობით. თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა ახლა 50 000-ს გადააჭარბა. „წლების განმავლობაში ექსპერტები გამოდიდნენ გაფრთხილებით, რომ კორუფცია და მთავრობის პოლიტიკა ბევრ ახალი შენობას საცხოვრებლად სახიფათოს ხდიდა“, - წერს BBC. მისივე თანახმად, თურქეთში მიწისძვრების შემდეგ 160,00-ზე მეტი შენობა ჩამოინგრა ან სერიოზულად დაზიანდა. ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციას სამშენებლო რეგულაციების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
სამი იარაღი, რომლებმაც უკრაინაში ომის მიმდინარეობა შეცვალეს
CNN-ის სტატიის თანახმად, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავისი ძალები გაგზავნა უკრაინაში ერთი წლის წინ, დამკვირვებლების უმეტესობა დამპყრობლების სწრაფ გამარჯვებას ელოდა. რუსეთის წარმატების ეს ადრეული პროგნოზები არ გამართლდა, რომლის მიზეზადაც ექსპერტები სხვადასხვა ფაქტორს ასახელებენ, მათ შორის უკრაინული მხარის მორალურ ასპექტსა და უმაღლეს სამხედრო ტაქტიკას, მაგრამ ასევე გადამწყვეტია დასავლური შეიარაღების მიწოდება. CNN-მა შეადგინა სია იარაღებისა, რომლებმაც უკრაინაში ომის მიმდინარეობა შეცვალეს. პირველ ადგილზეა ჯაველინები: უკრაინელებს სჭირდებოდათ ისეთი რამ, რაც შეძლებდა რუსეთის თავდასხმის ჩახშობას - და იპოვეს ის Javelin-ის სახით, მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა, რომელიც შეიძლება, ერთი ინდივიდის მიერ განლაგდეს. მისი მიმზიდველობა ამ იარაღის გამოყენების სიმარტივეში: Javelin-ი კარგად პოულობს სამიზნეს - რუსული ტანკების სუსტ წერტილს - მათ ჰორიზონტალურ ზედაპირებს, რადგან მისი ტრაექტორია გაშვების შემდეგ ხედავს, რომ მაღლა იწევს და სამიზნეს მაღალი წერტილიდან ეცემა. HIMARS საარტილერიო სარაკეტო სისტემა. ეს არის სრული სპექტრის, საბრძოლო მოქმედებით დადასტურებული, 24/7, ლეტალური და რეაგირებადი, ბორბლიანი ზუსტი დარტყმის იარაღის სისტემა, რომელიც ყველა სახის ამინდის პირობებში მოქმედებს. თუ „ჯაველინი“ ომის ადრეული ფაზების საკულტო იარაღი იყო, HIMARS-ი არის შემდგომი ფაზების საკულტო იარაღი“, წერდა იანვარში მარკ კანციანი, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის უფროსი მრჩეველი. HIMARS-ი ისვრის საბრძოლო მასალებს (Guided Multiple Launch Rocket System (GMLRS), რომელთა მოქმედების მანძილი 70-დან 80 კილომეტრამდეა (დაახლოებით 50 მილი). და მათი GPS ხელმძღვანელობის სისტემები მათ უკიდურესად ზუსტს ხდის. Bayraktar TB2 დრონი თურქული დიზაინის თვითმფრინავი უკრაინის ომში გამოყენების გამო გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უპილოტო საფრენი აპარატი (UAV). ის შედარებით იაფია და დამზადებულია თაროზე მოთავსებული ნაწილებით. უკრაინიდან ბოლოდროინდელი ცნობები მიუთითებს, რომ TB2 ახლა შეიძლება, ნაკლებ როლს თამაშობდეს ომის მიმდინარეობაში, რადგან რუსული ძალები აცნობიერებენ, როგორ ებრძოლონ მას, თუმცა მისი მოყვარულები ამბობენ, რომ დრონმა წარმატებით იმუშავა მაშინ, როდესაც უკრაინის პოზიცია ერთობ არასაიმედო ნიშნულზე იყო.
დენის შმიგალის თქმით, რუსებთან შერიგება და თანამშრომლობა მომდევნო ას წელიწადში შეუძლებელია
შესაძლებელია თუ არა რუსებსა და უკრაინელებს შორის შერიგება და თანამშრომლობა? ამ შეკითხვით მიმართა მედიამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს. „შერიგება და თანამშრომლობა - არა, მომდევნო ას წელიწადში არა. პირველ რიგში, რუსეთი უნდა შეიცვალოს, გადაიქცეს დემოკრატიზებულ, დემილიტარიზებულ და დენუკლეარიზებულ ქვეყნად“, - განაცხადა შმიგალმა გერმანულ Fokus-თან ინტერვიუში. მაგრამ როგორ უნდა განიარაღდეს მოსკოვი? ჰკითხა ჟურნალისტმა უკრაინის პრემიერს. „სანქციები, რუსეთთან თანამშრომლობის უარყოფა, რუსეთის აქტივების კონფისკაცია, უკრაინის სამხედრო დახმარება. გასულმა წელმა აჩვენა, რომ სამყაროს შეუძლია, სწრაფად მიაღწიოს იმას, რაც ადრე შეუძლებელი ჩანდა. თითქმის ყველა ტიპის მძიმე შეიარაღების მიწოდება, ისევე როგორც უკრაინელი მფრინავების მომზადება, ნიშნავს, რომ არსებობს შემდგომი ნაბიჯების გადადგმის პერსპექტივა“, - აღნიშნა დენის შმიგალმა. უკრაინელების 80%-ზე მეტს სურს, რომ რუსეთი მთლიანად გაიყვანოს უკრაინიდან, მათ შორის ყირიმიდან. რამდენად აქვს „ფანჯარა“ მთავრობას რუსეთთან კომპრომისისთვის? - დენის შმიგალმა ინტერვიუს დროს ამ შეკითხვასაც უპასუხა. „ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით. ერთადერთი კომპრომისი არის რუსული ჯარების სრული გაყვანა უკრაინიდან 1991 წლის საზღვრების შესაბამისად. რუსებმა უნდა შეწყვიტონ სროლა, შეაჩერონ თავიანთი აგრესია და დატოვონ ჩვენი ტერიტორია. მიმაჩნია, რომ საზღვრების შეცვლა ევროპისთვისაც მიუღებელი კომპრომისი იქნება“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
გაერო „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო და მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში. „საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არსებით მხარდაჭერას უწევენ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფებს და მათ უფლებებს იცავენ. სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სტიგმატიზაციამ შესაძლოა, დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფები სათანადო დახმარების გარეშე დატოვოს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დევნილები, უმცირესობათა წარმომადგენლები, ხანდაზმულები, ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და სხვა ადამიანები, რომელთაც ეფექტიანი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან - ბორელის პრესსპიკერი კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ისეთი უფლებების პატივისცემასა და დაცვას, როგორიცაა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს ამჟამინდელი წევრობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მოიძიოს სამართლებრივი მოსაზრებები აღნიშნულ კანონპროექტზე კომპეტენტური რეგიონული და საერთაშორისო ორგანოებისგან, გაითვალისწინოს უკვე არსებული მოსაზრებები მსგავსი კანონმდებლობის შესახებ და ჩაატაროს ფართო, ინკლუზიური და შინაარსიანი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომელზეც ამ კანონპროექტის მიღება შესაძლოა აისახოს. მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, ქვეყნის სტრატეგია რომელსაც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად მოვაწერეთ ხელი. ოცდაათ წელზე მეტია, გაერო საქართველოს სანდო პარტნიორი და მოკავშირეა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას ქვეყნის ეროვნული პრიორიტეტების შესაბამისად და დახმარებას უწევს ქართველ ხალხს ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან ერთად. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოს ისეთი ზომები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას“, - ნათქვამია განცხადებაში.