ძებნის რეზულტატი:

ელჩი დეგნანი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებზე: დასანანია, რომ ნაჩქარევად შემუშავდა და ეწინააღმდეგება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას

ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ასეთ რთულ და მღელვარე პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისი განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მედიასთან გააკეთა, როდესაც ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებზე ჰკითხეს. „ეროვნული ბანკის სანდოობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მისი დამოუკიდებლობა. ამ საკითხთან დაკავშირებით ვეთანხმები საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ ეს ცვლილებები არ არის აუცილებელი და საჭირო მაშინ, როდესაც ეროვნულ ბანკში არის ასეთი გუნდი, რომელმაც ასე კარგად მართა ბანკი ამ პერიოდის განმავლობაში. ამაზე მიანიშნებს არსებული სტატისტიკა, რატომ უნდა შეიცვალოს სტრუქტურა, გუნდი, რომელმაც მოიტანა ასეთი სტაბილური ეკონომიკური ზრდა, განსაკუთრებით ისეთ რთულ პერიოდში, როდესაც იყო კოვიდპანდემია, ასევე, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იყო რუსული ფულის შემოდინება - ყველა ამ გამოწვევას ძალიან კარგად გაართვა თავი ეროვნულმა ბანკმა. შესაბამისად, დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი სტაბილურობისთვის და დასანანია, რომ აღნიშნული კანონი ნაჩქარევად შემუშავდა და ეწინააღმდეგება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას“, - აღნიშნა ელჩმა მედიასთან. პრეზიდენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო ელჩი ეროვნული ბანკის მიერ მოწყობილ ღონისძიებას - „7 წელი საქართველოს ეროვნული ბანკის საუკუნოვანი ისტორიიდან„ ესწრებოდა. კელი დეგნანის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შეძლო და მხარი დაუჭირა ეროვნულ ბანკსა და მის ხელმძღვანელს, კობა გვენეტაძეს, რომელიც არის პროფესიონალი და მოქმედებდა დამოუკიდებლად, იღებდა გამბედავ გადაწყვეტილებებს ეკონომიკის სტაბილურობის ინტერესის გათვალისწინებით.   „დღეს წარმოდგენილი სტატისტიკა და ციფრები გვიჩვენებს, თუ რაოდენ პროფესიონალია ბატონი კობა და როგორ დამოუკიდებლად და ეფექტიანად მართავდა ბანკს 7 წლის განმავლობაში, რის შედეგადაც საქართველოში მიიღწა ეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა და მიღებული იყო ხანგრძლივ პერსპექტივაში მოქმედები გადაწყვეტილებები. ასევე, იყო ისეთი ინიციატივები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობაზე, ეს ყველაფერი იყო შესაბამისობაში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან. მე ვფიქრობ, ეროვნული ბანკი და საქართველო უნდა ამაყობდნენ, რომ ჰყავდათ ასეთი გამოცდილი ხელმძღვანელი, რომელიც დამოუკიდებლად მართავდა ბანკს, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური სიტუაციისა, - განაცხადა ელჩმა მედიასთან. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 2 მარტს ეწურება. მანამდე, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ დაჩქარებული წესით შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად, „პირველი ვიცე-პრეზიდენტის“ ცნება შემოდის და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, სწორედ მას ეკისრება ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პროცესზე  დაკვირვების შედეგად გადაწყვეტენ, დაძლიონ თუ არა პრეზიდენტის ვეტო.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

27-28 თებერვალს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს. „1 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 6 მარტამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 4-6 გრადუსით დაიკლებს. თბილისში 27-28 თებერვალს და 1 მარტს უნალექო ამინდი იქნება, 2 მარტიდან კი ხანმოკლე წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მარტიდან 4-6 გრადუსით დაიკლებს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ეზოში აფეთქება მოხდა

ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ეზოში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, გაზის ბალონი აფეთქდა. ნგრევის შედეგად კლინიკის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა. მათ პირველად სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. როგორც კლინიკის თანამშრომლები აცხადებენ, აფეთქების ხმა მოესმათ და გარეთ გამოსულებს შენობა დანგრეული დახვდათ. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.    

ელჩი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა „უცხოური გავლენის აგენტის“ თაობაზე „ხალხის ძალის“ კანონპროექტს რუსული კანონმდებლობის ანალოგი უწოდა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეს არ არის ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისი პროექტი. შესაბამისი განცხადება ელჩმა დეგნანმა მედიასთან გააკეთა. ელჩის შეფასებით, საქართველოს არ სჭირდება ხსენებული კანონპროექტი. „ამ კანონების მიზანია, დაიბლოკონ ქართველები, რომლებიც სხვა ქართველებს ეხმარებიან. ესენი არიან ქართველები, რომლებიც თავიანთ საზოგადოებაში პრობლემების გადაჭრასა და სერვისების მიწოდებას ცდილობენ, იქნება ეს კლიმატის ცვლილების საკითხი, ბიზნესასოციაციების, ახალგაზრდების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება თუ ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იურიდიული დახმარების აღმოჩენა. ეს კანონები ცალსახად შეესაბამება რუსულ კანონს, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების გარიყვაა. მისი მიზანი განსხვავებული ხმის ჩახშობაა. როდესაც უყურებ, რა ხდება ახლა რუსეთში, ხედავ, როგორი ეფექტიანი აღმოჩნდა რუსული კანონი სამოქალაქო საზოგადოებისა და განსხვავებული ხმის გასაჩუმებლად. საქართველომ ბევრი იბრძოლა დემოკრატიის ასაშენებლად და თავისუფლების დასაცავად. ეს კანონები ძირს გამოუთხრის იმ პროგრესს, რომელიც საქართველომ ამდენი წელი აშენა. ამიტომ გესმით წუხილი გაეროსგან, ევროკავშირისგან, შეერთებული შტატებისგან, საქართველოს ბევრი დიდი ხნის მეგობრისგან, რომელიც 30 წელზე მეტია, საქართველოსთან ერთად მუშაობს საქართველოს თავისუფლების გასაუმჯობესებლად, საქართველოს თავისუფლების დასაცავად და ინსტიტუტების ასაშენებლად. ამიტომ წუხს ასე ძალიან ხალხი. საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი", - განაცხადა კელი დეგნანმა და აღნიშნა, რომ უნდა გაეცეს პასუხი შეკითხვას, თუ რატომ მოხდა ამ კანონის წარდგენა. ელჩი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: ძალაინ მკაფიოდ რომ ვთქვათ, ეს კანონი არ არის გამჭვირვალობაზე ელჩმა ჯერ კიდევ 24 თებერვალს განმარტა, რომ ამერიკული კანონი ეხებათ ლობისტებსა და იურიდიულ კომპანიებს, რომლებსაც უცხოური მთავრობები ქირაობენ პოლიტიკური ინტერესების წარმოსადგენად.  „საერთოდ სჭირდება კი საქართველოს ეს კანონი, როცა უკვე არის საკმარისი გამჭვირვალობა და მჭიდრო თანამშრომლობა, კომუნიკაცია, ნდობა დონორებსა და მათ შორის, ვინც საქართველოს თემებისა და საზოგადოების განვითარებისთვის მუშაობენ?!“, - განუცხადა ელჩმა დეგნანმა ჟურნალისტებს 24 თებერვალს. სენატორი შაჰინი„ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: რუსული კანონის მსგავსია ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. "ხალხის ძალამ" ალტერნატიული კანონპროექტის სახით წარმოადგინა მეორე ინიციატივა, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის, „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, პირდაპირი თარგმანია. "ხალხის ძალის" ალტერნატიული კანონპროექტი ბიუროს სხდომას დღეს, 27 თებერვალს, წარედგინება.

ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა - ღარიბაშვილი

ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და მაღალი ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, სწორი და ეფექტური ნაბიჯების შედეგად 2021 წლის ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულება შეძლეს. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ შევაჯამოთ საქართველოს წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა და საფინანსო სისტემის მიღწევები, რაშიც რა თქმა უნდა, კობა გვენეტაძეს თავისი წვლილი მიუძღვის, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეტა იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და მაღალი ეკონომიკური ზრდა. გახსოვთ, პანდემიის შედეგად მიყენებული უზარმაზარი ზარალი, შემდეგ უკვე გეოპოლიტიკური რეალობა, რომელიც არის ურთულესი. ამ ორი დიდი გამოწვევის მიუხედავად, ბოლო ორი წელია, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მინდა, ძალიან მოკლედ გავიხსენო, თუ რა ვითარებაში გავიცანი ბატონი კობა ორი წლის წინ. მაშინ მახსოვს, ქვეყანაში იყო მწვავე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. ამას ემატებოდა პანდემია, ვაქცინების არარსებობა. ძალიან მოკლედ შეგახსენებთ იმ მდგომარეობას, რომელიც დამხვდა, ეს იყო ბიუჯეტის დეფიციტი თითქმის 10%-მდე. ქვეყნის ვალი 60%-ზე მეტი იყო მშპ-სთან მიმართებით. ლარის კურსი თითქმის 3,4 შეადგენდა დოლართან მიმართებით. გვქონდა ეკონომიკური ვარდნა, 6%-იანი. არ გვქონდა ვაქცინები, ეკონომიკა იყო სრულ ლოქდაუნში და ამას ემატებოდა პოლიტიკური კრიზისი. ასეთ ვითარებაში გავიცანი ბატონი კობა ორი წლის წინ და მახსოვს ჩვენი პირველი შინაარსიანი, ხანგრძლივი საუბარი და მახსოვს ის პროგნოზები, რომელიც მაშინ კეთდებოდა, როგორც ეროვნული ბანკის მენეჯმენტის მხრიდან, ასევე ის პროგნოზები, რომელიც დაგვხვდა ჩვენ მთავრობაში. ჩვენი კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მთავრობის მიერ გადადგმული სწორი და ეფექტური ნაბიჯების შედეგად, ასევე ბატონი კობას ძალიან კონსტრუქციული მიდგომების შედეგად, ჩვენ შევძელით ის, რომ როცა საკმაოდ კომპეტენტური ადამიანები თვლიდნენ, რომ ქვეყანას ელოდებოდა დეფოლტი, 2021 წელი დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით“, – განაცხადა პრემიერმა.  

კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლიებებზე: დაჩქარებული წესით არ უნდა ყოფილიყო მიღებული

ცვლილება დაჩქარებული წესით არ უნდა ყოფილიყო მიღებული, - ამის შესახებ ეროვნულ ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, რომელმაც ეროვნული ბანკის შესახებ კანონს ვეტო დაადო."ცვლილება დაჩქარებული წესით არ უნდა ყოფილიყო მიღებული. ეროვნული ბანკის მმართველობის საკითხებთან, მის სტრუქტურასთან დაკავშირებით ჩვენ თავად ვმუშაობთ. დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ ამაზე მუშაობა. გვინდოდა შეგვეხედა როგორ პასუხობს ის მოდელი იმ გამოწვევებს, რაც ჩვენ გვაქვს. ვფიქრობთ, რომ განხილვები ამასთან დაკავშირებით უფრო ხანგრძლივი ყოფილიყო და ჩვეულებრივ რეჟიმში მომხდარიყო. ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ვაცნობეთ პარლამენტს, საკმაოდ ვრცელ და მკაფიო განმარტებაში", - განაცხადა კობახიძემ.საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ეროვნული ბანკის შესახებ პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონპროექტს. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეს კანონპროექტი არ იყო საჭირო. შეგახსენებთ, ახალი კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს. კანონპროექტის თანახმად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეეძლება.  

აშშ ამაყობს, რომ მხარი დაუჭირა ეროვნულ ბანკს და მის ხელმძღვანელს, რომელიც მოქმედებდა დამოუკიდებლად და იღებდა გამბედავ გადაწყვეტილებებს - ელჩი დეგნანი

აშშ ამაყობს, რომ მხარი დაუჭირა ეროვნულ ბანკს და მის ხელმძღვანელს, რომელიც იღებდა გამბედავ გადაწყვეტილებებს, რის შედეგადაც მიღწეულია ეკონომიკური სტაბილურობა, - შესაბამისი განცხადება ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან გააკეთა. ელჩი ეროვნული ბანკის მიერ მოწყობილ ღონისძიებას - „7 წელი საქართველოს ეროვნული ბანკის საუკუნოვანი ისტორიიდან„ ესწრებოდა. კელი დეგნანის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შეძლო და მხარი დაუჭირა ეროვნულ ბანკსა და მის ხელმძღვანელს, კობა გვენეტაძეს, რომელიც არის პროფესიონალი და მოქმედებდა დამოუკიდებლად, იღებდა გამბედავ გადაწყვეტილებებს ეკონომიკის სტაბილურობის ინტერესის გათვალისწინებით.   „დღეს წარმოდგენილი სტატისტიკა და ციფრები გვიჩვენებს, თუ რაოდენ პროფესიონალია ბატონი კობა და როგორ დამოუკიდებლად და ეფექტიანად მართავდა ბანკს 7 წლის განმავლობაში, რის შედეგადაც საქართველოში მიღწეულია ეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა და მიღებული იყო ხანგრძლივ პერსპექტივაში მოქმედები გადაწყვეტილებები. ელჩი დეგნანი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებზე: დასანანია, რომ ნაჩქარევად შემუშავდა და ეწინააღმდეგება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ასევე, იყო ისეთი ინიციატივები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობაზე, ეს ყველაფერი იყო შესაბამისობაში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან. მე ვფიქრობ, ეროვნული ბანკი და საქართველო უნდა ამაყობდნენ, რომ ჰყავდათ ასეთი გამოცდილი ხელმძღვანელი, რომელიც დამოუკიდებლად მართავდა ბანკს, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური სიტუაციისა, - განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 2 მარტს ეწურება. მანამდე, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ დაჩქარებული წესით შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად, „პირველი ვიცე-პრეზიდენტის“ ცნება შემოდის და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, სწორედ მას ეკისრება ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პროცესზე  დაკვირვების შედეგად გადაწყვეტენ, დაძლიონ თუ არა პრეზიდენტის ვეტო.  

კომისია კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე, შესაბამისი ზღვრული საბითუმო, სარეალიზაციო ფასს დაადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი ზღვრული საბითუმო სარეალიზაციო ფასი დაადგინოს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. დადგენილების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. მაღალი საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი ზღვრული საბითუმო სარეალიზაციო ფასი დაადგინოს ექსპერტული შეფასების საფუძველზე. ასევე, უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი საბითუმო სარეალიზაციო ფასი შემოიღოს ან განსაზღვროს და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები მოაწესრიგოს. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შედიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე, ორი პროფესიული პროფილის დამოუკიდებელი წევრი-ფარმაკოლოგი და ფარმაცევტი და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი. კომისია უფლებამოსილი იქნება განსაზღვროს ფარმაცევტულ პროდუქტზე დადგენილი ფასის ძალაში შესვლის განსხვავებული ვადები და პირობები. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ფასებს შესაბამის კატალოგში გამოაქვეყნებს. განახლებული ფასი კი ფასების კატალოგში გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შევა ძალაში.  

სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიოს უნდა გააგებინოს, რომ საქართველოს სრული იზოლაციის პირობებში მისი მთლიანად დაპყრობა და ოკუპაცია მზადდება - სააკაშვილი

სალომე ზურაბიშვილმა უნდა გამოიყენოს თავისი თანამდებობა და მთელს მსოფლიოს გააგებინოს, რომ საქართველოს სრული იზოლაციის პირობებში მისი მთლიანად დაპყრობა და ოკუპაცია მზადდება - ახლა წყენების გახსენების დრო საერთოდ არაა და ამ დიდ ომში, ბრძოლის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „პრეზიდენტ ზურაბიშვილს ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს და თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მის მოწოდებას მხარს ვუჭერ. ჩემი აზრით, რუსული გადატრიალების წინააღმდეგ ყველა პოლიტიკური ჯგუფი უნდა გაერთიანდეს და ასევე, დაუყოვნებლივი კონსულტაციები ჩაატარონ პრეზიდენტთან. სრულიად ნათელია, რომ უკრაინაში მარცხის პარალელურად, მოლდოვაში ჩაფლავების შემდეგ, ახლა მოსკოვი აპირებს, უახლოეს ხანში ბოლომდე ღიად აიღოს ხელში ძალაუფლება თბილისში და ამისათვის არსებულ დაშინებულ მარიონეტებს ყველა პირობაზე დაითანხმებს. სალომე ზურაბიშვილმა უნდა გამოიყენოს თავისი თანამდებობა და მთელს მსოფლიოს გააგებინოს, რომ საქართველოს სრული იზოლაციის პირობებში, მისი მთლიანად დაპყრობა და ოკუპაცია მზადდება. ახლა წყენების გახსენების დრო საერთოდ არაა და ბრძოლის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ ამ დიდ ომში. პრეზიდენტი ამბობს იმას, რომ თავისუფლების გარეშე ჭეშმარიტი მშვიდობა არ არსებობს და ჩვენ თავს ომის შიშით მონობას გვახვევენ. ამიტომ, წინააღმდეგობა მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტებიდან დაწყებული თითოეული ნამდვილი ქართველის ვალია. არცერთი ადამიანი არ გვყავს დასაკარგი ამ ბრძოლაში“, - წერს მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემაამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურიარატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილებაგიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილიუკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

WHO ძუძუს კიბოს სიკვდილიანობის შესამცირებლად ახალ ინიციატივას წარადგენს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი, ჯანმოს საქართველოს ოფისთან და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად აქვეყნებს ახალ ინიციატივას რეგიონში ძუძუს კიბოს სიკვდილიანობის შემცირების მიზნით. პოლიტიკის დიალოგი, რომელიც თბილისში, 27-28 თებერვალს გაიმართება, აერთიანებს პოლიტიკის შემქმნელებს, ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებლებს, პაციენტთა უფლებადამცველებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან და უკრაინიდან, რათა აღმოიფხვრას ძუძუს კიბოზე ზრუნვის ხარვეზები და ყველა ქალს ჰქონდეს წვდომა ძუძუს ჯანმრთელობაზე. კიბოს პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კუთხით არსებული მიღწევების მიუხედავად, ძალიან ბევრი ქალი კვლავ აწყდება ბარიერებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს კიბოს გამოსავალზე. ხშირად ქალებს დიაგნოზი ძალიან გვიან უდგინდებათ, მულტიდისციპლინური მკურნალობა და შემდგომი დაკვირვება არაოპტიმალურია და დამხმარე და პალიატიური მზრუნველობა კრიტიკულად განუვითარებელი რჩება. ძუძუს კიბოს 5-წლიანი განკურნების მაჩვენებელი დასავლეთ ევროპის მაღალშემოსავლიან ქვეყნებში აღემატება 90%-ს, თუმცა მისი მაჩვენებელი 75%-ია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. საშუალო შემოსავლის მქონე უკრაინაში განკურნების მაჩვენებელი 56%-ია, ხოლო უზბეკეთში - 43%. ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალი, ორჯერ მეტი ალბათობით დაიღუპება ავადმყოფობისგან, თუ ის ცხოვრობს კავკასიაში, ვიდრე ჩრდილოეთ ევროპაში. მოწყვლად ჯგუფებში და დაბალი განათლებისა და შემოსავლის მქონე ქალებში უფრო გვიან ხდება დიაგნოზის დასმა და მათი გადარჩენის მაჩვენებელიც უფრო დაბალია. „ძუძუს კიბოს გამოსავლის კუთხით არსებული უთანასწორობა მხოლოდ მაშინ შემცირდება, როდესაც პაციენტს ყურადღების ცენტრში დავაყენებთ და ინვესტიციას ჩავდებთ ჯანდაცვის სისტემებში, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარ ხელმისაწვდომობას ყოვლისმომცველ და ხარისხიან ზრუნვაზე. ამ უთანასწორობის გადალახვა მოითხოვს სისტემურ გაუმჯობესებას, კიბოზე ზრუნვის ნათელი გზამკვლევის დასახვას და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას პაციენტების სამსახურში, - განაცხადა ნინო ბერძულმა, ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის ჯანმრთელობის პროგრამების დირექტორმა. WHO-ს ახალი ინიციატივა მოიცავს რეკომენდაციებს ქვეყნებისთვის, თუ როგორ უნდა შემცირდეს ძუძუს კიბოს სიკვდილიანობა ადრეული გამოვლენისა და კიბოს ყოვლისმომცველი მენეჯმენტის გაზრდის გზით. ორი სტრატეგიის კომბინაციამ წარმატებით შეამცირა ძუძუს კიბოს სიკვდილიანობა პოპულაციის დონეზე: 1) ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენა (მათ შორის ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ჩათვლით) 2) ეფექტიანი მულტიმოდალური მკურნალობა. ეს ორი სტრატეგია ერთმანთის ალტერნატივა არ არის - სიკვდილიანობის შესამცირებლად ორივეს დანერგვაა საჭირო. WHO მხარს უჭერს ქვეყნებს ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების ეფექტური სტრატეგიების განსახორციელებლად და ძუძუს კიბოს სიკვდილიანობის შესამცირებლად. „ჩემთვის დიდი პატივია ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობა. დაინტერესებული მხარეების შეხვედრა, რათა განიხილონ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს პოლიტიკის საკითხები და როგორ დაინერგოს საუკეთესო პრაქტიკა ძუძუს კიბოს მართვის სერვისების გაძლიერებისა და გაუმჯობესდეს მიზნით, აუცილებელია კიბოს გამოსავლის გასაუმჯობესებლად და სიკვდილიანობის შესამცირებლად“, - განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა საქართველოში სილვიუ დომენტემ. ძუძუს კიბო კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეობაა ევროპის რეგიონში და ქალებში - კიბოს სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზი. 2020 წელს რეგიონში 576,337 ქალს დაუდგინდა ძუძუს კიბო, 157,111 კი - მისგან დაიღუპა, რაც საათში 18 სიკვდილს უტოლდება. თუ მიმდინარე ტენდენციები არ შეიცვალა, 2020-2040 წლებში რეგიონში ძუძუს კიბოს ახალი შემთხვევები 12.8%-ით, ხოლო კი სიკვდილიანობა კი 25.2%-ით გაიზრდება. საქართველოში 2020 წელს ძუძუს კიბოს 1942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მისგან 910 ქალი გარდაიცვალა. ძუძუს კიბო რეპროდუქციული ასაკის ქალებში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია.

მალათიის პროვინციაში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 69 ადამიანი

თურქეთში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 69 დაშავდა. ეპიცენტრი აღმოსავლეთით, მალათიის პროვინციაში იყო. ბიძგები რამდენიმე მეზობელ პროვინციაშიც იგრძნობოდა, მათ შორის გაზიანთეფშიც. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. შეგახსენებთ, 6 თებერვალს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, თურქეთში 44 374 ადამიანი დაიღუპა.  

ონლაინ მედიის ნაწილმა პარლამენტში „ხალხის ძალის“ კანონპროექტები გააპროტესტა

ონლაინ მედიის ნაწილმა პარლამენტში „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტები გააპროტესტა. „არა რუსულ კანონს", „არა პუტინის კანონს", „რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი" - ამ შინაარსის პლაკატებით ჟურნალისტები ბიუროს სხდომათა დარბაზთან შეკრიბნენ და მმართველ გუნდს მოუწოდეს, არ მიიღონ რუსული კანონი. მათი თქმით, ამერიკაში კანონი ეხებათ ლობისტებს, საქართველოში კი ჟურნალისტების წინააღმდეგ არის მიმართული და მტრებად ცხადდებიან საქართველოს პარტნიორები, რომლებიც მედიას და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართულ სხვადასხვა პროექტს აფინანსებენ. შეგახსენებთ, ონლაინ მედიის ნაწილმა პარლამენტში აქცია გასულ კვირასაც გამართა. ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა.  

ყაზახეთმა რუსეთში სავაჭრო წარმომადგენლობა დახურა

ყაზახეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთში ქვეყნის სავაჭრო წარმომადგენლობის ლიკვიდაციის შესახებ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Zakon.kz შესაბამის დოკუმენტზე დაყრდნობით იუწყება. ვაჭრობის სამინისტრომ ეს ნაბიჯი იმით ახსნა, რომ ოფისის ამოცანები უკვე შესრულებულია. ამიტომ, ოპტიმიზაციის ფარგლებში, მისი თანამშრომლები სხვა ქვეყნებში განთავსდებიან. სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის ფუნქციონირებაზე ყაზახეთში ან ზოგადად, ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე. სამინისტრო აცხადებს, რომ „რუსეთის ფედერაცია რჩება ყაზახეთის „მთავარ სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორად“. ყაზახეთმა და რუსეთმა სავაჭრო წარმომადგენლობითი ოფისების შექმნის შესახებ შეთანხმებას 1992 წლის ოქტომბერში მოაწერეს ხელი. ყაზახეთმა შეთანხმების რატიფიცირება 2012 წელს მოახდინა. სავაჭრო წარმომადგენლობითი ოფისი ყაზახ ექსპორტიორებს რუსეთის ბაზარზე შესვლასა და რესპუბლიკაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში ეხმარებოდა.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6272 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6272 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6272 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6325 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0053 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7751 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7889 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0138 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

ტიციან ტაბიძის პირველ შესახვევთან ფერდი ჩამოიშალა

თბილისში, ტიციან ტაბიძის პირველი შესახვევის N24-თან მდებარე ფერდი ჩამოიშალა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ადგილზე იმყოფებიან თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, გარემოს ეროვნული სააგენტოს, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, რომლებიც შეისწავლიან, რა გახდა მიწის მასის ჩამოშლის მიზეზი. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფერდის დათვალიერება. სპეციალისტების პირველადი დასკვნის საფუძველზე, თბილისის მერია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, მუნიციპალიტეტი მზადაა, უზრუნველყოს ისინი დროებითი საცხოვრებელი ფართებით“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.  

ირაკლი ქარსელაძე: სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე ხიდის დაზიანებასთან დაკავშირებით დაწყებულია შესწავლა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მიმდინარეობს შესწავლა, რამ გამოიწვია სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის დაზიანება. ამასთან, ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ ყველა პროექტი საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიების მეთვალყურეობით ხორციელდება. „ვერ დამისახელებთ ვერცერთ პროექტს, სადაც ხარისხის პრობლემა იყო. სამტრედია-გრიგოლეთის შემთხვევაში, მერვე ბურჯი დაზიანდა, რამაც გამოიწვია ამ ბურჯზე ნაშენი ორი მალის ჩამოწოლა. შესწავლა დაწყებულია და მის დასრულებამდე შეუძლებელია, რაიმე კონკრეტული ვთქვა, ვინაიდან მიზეზები უნდა დადგინდეს. ეს შემთხვევა არ იძლევა საფუძველს, რომ, ზოგადად, ჩვენ რაღაც ხარისხზე ვისაუბროთ, ჩვენი პროექტები საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიების მეთვალყურეობით, ზედამხედველობით ხორციელდება, მათ შორის ხარისხის ნაწილში. ამ კონკრეტულ ბურჯთან დაკავშირებით ამოღებული იქნება დოკუმენტაცია, დამატებით შეისწავლება. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ეს არის მშენებარე ობიექტი, ეს არის მშენებარე ხიდი, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებული არ არის, ისევე, როგორც ობიექტი არ არის მიღებული ექსპლუატაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ხიდი მშენებარეა და არავინ არ დაშავებულა, შესწავლის შედეგად დადგინდება პასუხისმგებლობების საკითხი. კონკრეტულად ეს საკითხი გადაგზავნილია პროკურატურაში, რომელიც, თავის მხრივ, შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს, თუმცა თავი და თავი არის შესწავლა, რომელშიც ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.  

პოდოლიაკი ჩინეთის სამშვიდობო გეგმაზე: ეს არის თამაში რუსეთის სასარგებლოდ

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ ჩინეთის „სამშვიდობო გეგმაში ერთი პუნქტი მეორეს ეწინააღმდეგება და დოკუმენტი რეალურად უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციას. „ჩინურ გეგმაში არის ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი - ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. და ეს არის ერთადერთი ეფექტიანი პუნქტი, რომელიც არსებობს ამ გეგმაში. და ეს ნიშნავს, რომ რუსეთი დარჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გვექნება ახალი სადემარკაციო ხაზი და დაინახავს უკრაინის ნელ შთანთქმას, ეს იქნება არა სამდღიანი ბლიცკრიგი, არამედ, ვთქვათ, უკრაინის სამწლიანი განადგურება რუსეთის ფედერაციის მუდმივად მზარდი გავლენით... მე მჯერა, რომ ყველა სამშვიდობო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ცეცხლის დაუყოვნებელ შეწყვეტას და არსებული ტერიტორიული სტატუს კვოს შენარჩუნებას, ეს არის მხოლოდ თამაში რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ“, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა. „თუ თვლი, რომ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, თანამედროვე სამყაროსთვის ხელშეუხებელი კანონებია, მაშინ ჩნდება კითხვა, როგორ განხორციელდება ის უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების თანდასწრებით და ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის შემთხვევაში, როგორ შეიძლება განხორციელდეს ეს? ეს ერთი პუნქტი ეწინააღმდეგება მეორეს. ეს არის მხოლოდ ბუნდოვანი დოკუმენტი, რომელსაც არანაირი ფასი არ აქვს“, - აღნიშნა პოდოლიაკმა. როგორც ცნობილია, ჩინეთმა წარმოადგინა 12-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც პეკინის თქმით, კონფლიქტის დარეგულირებას შეუწყობს ხელს. აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩინეთის მიერ ინიცირებულ სამშვიდობო გეგმა სარგებელს მხოლოდ რუსეთს მოუტანს.  

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი მოქალაქე ამხილა. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 20 დეკემბერს, ტელეკომპანია „ტვ პირველის” ოპერატორი ნ.კ. თბილისში, ფონიჭალაში, დავით აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა დ.მ.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ოპერატორ ნ.კ.-ს ვიდეოკამერას ხელი დაარტყა, რის შედეგადაც ნ.კ.-მ წონასწორობა დაკარგა და წაიქცა. აღნიშნული ქმედებით, ნ.კ.-ს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარა და დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა. აღნიშნულის საფუძველზე, 2023 წლის 27 თებერვალს დ.მ.-ს მიმართ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაიწყო. ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა ამ ტიპის საქმეების გამოძიება სწრაფი და ეფექტიანი იყოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი განსახილველად კომიტეტებს გადაეცა

პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივის – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის შემდგომი განხილვისთვის წამყვანი და სავალდებულო კომიტეტების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას საქართველოს პარლამნეტის პრესსამსახური ავრცელებს. კანონპროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის“ დეპუტატები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია და ვიქტორ ჯაფარიძე არიან. კანონპროექტის ინიციატორების სახელით, პარლამენტში ასევე ინიცირებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრმა, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, ეკა სეფაშვილმა განმარტება გააკეთა. „ვინაიდან საზოგადოებაში დიდი აზრთა სხვადასხვაობაა და ხშირია სპეკულაციები, მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ვარიანტი, რომელიც ჩვენ დამატებით წარმოვადგინეთ, როგორც ალტერნატიული ვარიანტი, არის ამერიკული შესაბამისი კანონმდებლობის ზუსტი თარგმანი. ეს დავარეგისტრირეთ იმ მიზნით, რომ საზოგადოებას საშუალება ჰქონდეს, ორი კანონპროექტის კომიტეტებზე მოსმენის დროს თვალნათლივ შეადაროს და დარწმუნდეს, რაოდენ სჯობს ჩვენ მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი ვარიანტი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა. მისივე თქმით, შეხვედრა ჰქონდათ უმრავლესობის ხელმძღვანელობასთან და შეთანხმდნენ, რომ ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე მიიღებენ, შემდეგ ორივე მათგანი გადაეგზავნება ვენეციის კომისიას დასკვნისთვის, რომლის რეკომენდაციების შესაბამისად ან ერთ, ან მეორე ვარიანტს მიიღებენ. ბიუროს წევრებმა სხდომაზე იმსჯელეს მომავალი სასესიო კვირის სავარაუდო დღის წესრიგზე, ასევე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე. ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთან დაკავშირებით განსახილველად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაეცა. ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით განსაზღვრა წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები, გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე კანონპროექტის განხილვის ვადების გაგრძელების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ წინა კანონპროექტის მსგავსად, მეორე პროექტიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს. ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. „ხალხის ძალამ" ალტერნატიული კანონპროექტის სახით წარმოადგინა მეორე ინიციატივა, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის, „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, პირდაპირი თარგმანია. ელჩი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: რუსული კანონმდებლობის მსგავსია. საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი და პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რატომ წარადგინეს

პაველ ჰერჩინსკიმ იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით დემარში გადასცა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განცხადეა, რომ მან შვედეთის ელჩთან ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ევროკავშირის ოფიციალური დემარში გადასცა, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეხება. ელჩის განცხადებით, იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან მას „ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი“ ჰქონდა. დიპლომატის თქმით, ამ დემარშს ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყანა ბრიუსელში დაეთანხმა. „შვედეთის ელჩთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, ჩვენ გადავეცით ოფიციალური დემარში იუსტიციის მინისტრს. დემარში ეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ მისი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ ცნობებით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისაა, რომ ამ დემარშს ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფო ეთანხმება. ჩვენ ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი გვქონდა იუსტიციის მინისტრთან. ჩვენ წარმოვადგინეთ ევროკავშირის პოზიცია, რომელსაც 27 წევრი ქვეყანა დაეთანხმა. იუსტიციის მინისტრმა ინფორმაცია მოგვაწოდა იმის შესახებ თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა, რათა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები, როგორც ბრალდებულისა და პატიმრის, დაცული იყოს“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.