ძებნის რეზულტატი:
ჯო ბაიდენი: დიქტატორი, რომელიც იმპერიის აღდგენისკენ მიისწრაფვის, ვერასოდეს წაშლის ხალხის თავისუფლების სიყვარულს
სისასტიკე ვერასოდეს შეამცირებს თავისუფლების ნებას და უკრაინა არასოდეს იქნება გამარჯვება რუსეთისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი Twitter-ზე წერს. „დღეს, ერთი წლის შემდეგ, რაც ბომბებმა დაიწყო ცვენა, უკრაინა კვლავ დამოუკიდებელი და თავისუფალია. ხერსონიდან ხარკოვამდე - უკრაინელმა მებრძოლებმა დაიბრუნეს თავიანთი მიწა. და გასულ წელს რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის ნახევარზე მეტზე უკრაინის დროშა კვლავ ამაყად ფრიალებს”, - წერს ბაიდენი Twitter-ზე. მისივე თქმით, დიქტატორი, რომელიც იმპერიის აღდგენისკენ მიისწრაფვის, ვერასოდეს წაშლის ხალხის თავისუფლების სიყვარულს. „დღეს გავიმეორებ იმას, რაც ვთქვი ერთი წლის წინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. დიქტატორი, რომელიც იმპერიის აღდგენისკენ მიისწრაფვის, ვერასოდეს წაშლის ხალხის თავისუფლების სიყვარულს. სისასტიკე ვერასოდეს შეამცირებს თავისუფლების ნებას და უკრაინა არასოდეს იქნება გამარჯვება რუსეთისთვის. არასდროს“, - წერს ბაიდენი Twitter-ზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა.
ელჩი ჰერჩინსკი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: შეუთავსებელია ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი „ხალხის ძალის“ კანონპორექტზე ამბობს, რომ ეს შეუთავსებელია ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან. ელჩი იმედოვნებს, რომ ეს ინიციატივა კანონად არ იქცევა. „ე. წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით ბრიუსელის მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია. გამოყენებული იყო სიტყვები შემაშფოთებელი, სამწუხარო. მე შემიძლია ვთქვა ჩემი მხრიდან, რომ ეს ინიციატივა შეუთავსებელია, სულ მცირე (ევროკავშირის, რედ.) 12 პრიორიტეტთან. ერთი პრიორიტეტი მედიის თავისუფლებაა, მეორე - სამოქალაქო საზოგადოება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს არის ცუდი გზავნილი ცუდ დროს. ეს ინიციატივა აშკარად არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს. ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო და იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა არ გადაიქცევა კანონად", - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. სენატორი შაჰინი„ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: რუსული კანონის მსგავსია ელჩი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: ძალაინ მკაფიოდ რომ ვთქვათ, ეს კანონი არ არის გამჭვირვალობაზე ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს ამის შემდეგ, 21 თებერვალს, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ინიცირება გაუკეთონ ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელიც ამერიკულის ანალოგია. „ხალხის ძალამ“ 14 თებერვალს განაცხადა, რომ უკვე შეიმუშავეს უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა“, უცხოელი გავლენების აგენტების რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. კანონპროექტი 20 თებერვალს განსახილველად კომიტეტებს უკვე გადასცეს. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანთაქია-ჰათაის საერთაშორისო აეროპორტიდან მთავრობის მეთაური თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა, ჰათაის გუბერნატორის მოადგილე აჰმეთ გენჯერმა და თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჩაღათაი ქილიჩმა გააცილეს. ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთადიმყოფებოდა.
შალვა პაპუაშვილი რუსლან სტეფანჩუკს: გვექნება კიევში გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას თავმჯდომარის რუსლან სტეფანჩუკისთვის გაგზავნილ წერილში იმედს გამოთქვამს, რომ აუცილებლად დადგება უკეთესი დღეები და მოგვეცემა კიევში უკრაინული გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. „უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, მის აღმატებულება რუსლან სტეფანჩუკს. ძვირფასო რუსლან, ძვირფასო მეგობარო, ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის აგრესიამ უკრაინას და უკრაინელ ერს ქაოსი, ნგრევა და ტკივილი მოუტანა. ამავე დროს, ეს იყო უკრაინელების სიმამაცის, გაუტეხლობისა და გმირობის ერთი წელი. აგრესიიდან ერთი წლის შემდეგ, უკრაინა დგას ისე ერთიანად და მტკიცედ, როგორც არასდროს და მომავალ თაობებს გმირობის გამორჩეულ მაგალითს აჩვენებს. ამ დროის განმავლობაში, საქართველო უკრაინისადმი სრულ სოლიდარობას გამოხატავდა. ქართული დროშა კიევში, საქართველოს საელჩოში, ომის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი არ დაშვებულა. მშვიდობის დადგომამდე, საქართველო ათასობით უკრაინელისთვის მეორე სამშობლოდ იქცა. 2022 წლის აპრილში, კიევში ჩვენს შეხვედრას გაორებული ემოციებით ვიხსენებ. ვიყავი ბედნიერი თქვენთან, როგორც ჩემს მეგობართან შეხვედრით. თუმცა, ამავე დროს, ვიყავი დამწუხრებული და შოკირებული რუსეთის აგრესიის ტრაგიკული შედეგებით. დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი დღეები აუცილებლად დადგება და გვექნება კიევში უკრაინული გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობა. ძვირფასო კოლეგავ, გიდასტურებთ თქვენდამი ჩემს ღრმა პატივისცემას", - წერს პაპუაშვილი.
თბილისში ოჯახის გამოსახლებისას უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ გამოძიება დაიწყო აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის თანამშრომლების მიმართ. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 24 თებერვალს, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება ნიკა გიგაურის ოჯახის გამოსახლებისას, აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია განცხადებაში. 23 თებერვალს, სახლის ახალი მესაკუთრის, კერძო კრედიტორის, ლია წიკლაურის მოთხოვნით აღსრულების პოლიციამ გიგაურების ოჯახი გამოასახლა. ლაშა გიგაური და მისი ოჯახი თბილისში, არდაზიანის 2 ნომერში, 2015 წლიდან ცხოვრობდა.
„ეს არის საქართველო, დიდება გმირებს” - საქართველოს პარლამენტთან უკრაინის სოლიდარობის აქცია იმართება
„ეს არის საქართველო, დიდება გმირებს” - ამ სლოგანით საქართველოს პარლამენტთან უკრაინის სოლიდარობის აქცია იმართება. „დიდება უკრაინას” - ამ სლოგანით შეუერთდნენ საქართველოში მცხოვრები უკრაინელები პარლამენტთან შეკრებილებს. მედიის ცნობით, სოლიდარობის აქციის მონაწილეებს კიევიდან ჩაერთვება უკრაინის დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო. მანამდე, შეკრებილებს მიმართავენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და პოლიტიკოსები. გამოსვლელებს შორისაა უკრაინელი მოქალაქეც.
უკრაინამ პოოლონეთისგან Leopard-ის ტიპის პირველი ტანკები მიიღო
უკრაინამ Leopard-ის ტიპის პირველი ტანკები მიიღო. ინფორმაციას გერმანული გამოცემა DW ავრცელებს. დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ეწვია კიევს. მისი თქმით, პოლონეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, ვიდრე არ დაამარცხებს რუსეთს და მალე მიაწვდის მეტ ტანკს. მორავეცკის თქმით, უკრაინას უკვე მიეწოდა 4 ტანკი. „უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმის წლისთავზე, მე დღეს კიევში ვარ, რათა მკაფიო სიგნალი დავაფიქსირო უკრაინის დასაცავად და შემდგომი მხარდაჭერის შესახებ“, - დაწერა მორავეცკიმ Twitter-ზე.
ვიტალი კლიჩკო: პატივს ვცემთ 36 მამაცი ქართველის ხსოვნას, რომლებიც უკრაინისთვის დაიღუპნენ - მადლობელი ვართ თქვენი გამბედაობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილისთვის
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს მიმართა. „პატივს ვცემთ 36 მამაცი ქართველის ხსოვნას, რომლებიც უკრაინისთვის დაიღუპნენ. რუსი ბარბაროსების ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, დაიჭრა მრავალი ჯარისკაცი-ნაწილი რუსებმა ტყვედ აიყვანეს. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი გამბედაობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინასა და საქართველოც, რომლის ხალხიც დემოკრატიული ევროპისკენ მიისწრაფვიან, წარმატებით გაივლიან ამ გზას. ჩვენი ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის წევრები. ვერავინ შეუშლის ჩვენს ხალხს, გააცნობიერონ თავიანი ცივილიზებული არჩევანი! დღეს, ჩვენ ასევე ვიცავთ ევროპას და მის ღირებულებებს. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს, დიდება გმირებს“, - აღნიშნავს ვიტალი კლიჩკო.
თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომიდან ერთი წლისთავზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა. შესაბამის განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „საქართველოს დედაქალაქი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს, უსურვებს მათ მშვიდობასა და ქვეყნის ერთიანობას“, - წერია განცხადებაში.
ზელენსკის თქმით, პუტინთან მოლაპარაკება ახლა შეუძლებელია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომა აღარ არის შესაძლებელი. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის ერთი წლისთავს ეძღვნება. ზელენსკის თქმით, ის მზად იყო პუტინთან მოლაპარაკებისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე. კერძოდ, სახელმწიფოს მეთაურმა სთხოვა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ისევე როგორც სხვა მსოფლიო ლიდერებს, დაეხმარონ მოლაპარაკებების პროცესის ორგანიზებაში. „მე ვუთხარი: გთხოვთ, პუტინი დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. მე ვუთხარი მას [ერდოღანი – რედ.]. და არამარტო მას. ბევრს ვუთხარი, რომ სრულმასშტაბიანი ომის რისკი დაუშვებელია. მას [თურქეთის პრეზიდენტი - რედ.] მაშინ ამის გაკეთება არ შეეძლო. და არამარტო მას. ახლა მას სჯერა, რომ შეუძლია, მაგრამ ახლა ჩვენ არ შეგვიძლია.
უკრაინა მუშაობს მშვიდობის ფორმულაში სხვადასხვა კონტინენტის ქვეყნების ჩართვაზე - ზელენსკი
პარტნიორებთან ერთად, უკრაინა მუშაობს მშვიდობის ფორმულაში ყველა კონტინენტის ქვეყნების ჩართვაზე. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე გააკეთა. „მინდა, მადლობა გადავუხადო სახელმწიფოებს იმისთვის, რომ გუშინ, უფრო სწორად წუხელ, გაეროს გენერალური ასამბლეის 141 წევრმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს“. ზელენსკის თქმით, ის უკრაინის გუნდთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა მშვიდობის ფორმულაში ჩაერთონ არამხოლოდ ის ქვეყნები, რომლებმაც ომის დაწყებისთანავე გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, არამედ, სხვადასხვა კონტინენტის წარმომადგენლებიც. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამშვიდობო პროცესში ის ქვეყნებიც უნდა ჩაერთონ, რომლებიც ნაკლებად უცხადებდნენ პირდაპირ მხარდაჭერას უკრაინას. რუსეთის მიერ წარმოებული ომის წლისთავისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
უკრაინის ძალებმა რუსული Mi-24 ჩამოაგდეს - გენშტაბი
ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალებმა მტრის პერსონალსა და საცავს 14 დარტყმა მიაყენეს. გარდა ამისა, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსული თავდასხმის ვერტმფრენი Mi-24 და უპილოტო საფრენი აპარატი Lancet (UAV). უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა Facebook-ზე გაავრცელა. მისივე ცნობით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 18 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. მტერმა ასევე გახსნა ცეცხლი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით (MLRS) 30-ზე მეტჯერ.
ზელენსკი იმედგაცრუებასა და შეცდომებზე
იმედგაცრუებასა და შეცდომებთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა დღეს უკრიანის პრეზიდენტმა ხანგრძლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც ომის წლისთავთან დაკავშირებით, კიევში გამართა. შესაბამის ვიდეოს The Washington Post-ი აქვეყნებს. „ვინ გამიცრუა იმედი - ყველამ, ვინც წავიდა 24-დან. ყველა, ვინც დატოვა კიევი. ვინც დატოვა ქალაქები, სოფლები, ვინც უნდა მართოს სახელმწიფო, ან დაიცვას იგი, იბრძოლოს მისი უსაფრთხოებისთვის. ყველა ამ ადამიანმა იმედი გამიცრუა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. შეცდომებზე „ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა - მეჩვენება, რომ ისინი საკმარისად იყო. დილიდან საღამომდე არჩევანს ვაკეთებ, ცოცხალი ადამიანი ვარ. ყოველდღე ალბათ ვუშვებ შეცდომებს. დარწმუნებული ვარ, რომ ვუშვებ შეცდომებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მე, როგორც პრეზიდენტს, არ მქონია საბედისწერო შეცდომები“ , - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის ომმა NATO-ს გადატვირთვის ღილაკს დააჭირა - ზელენსკი
კითხვას, უნდა გაზარდონ თუ არა NATO-ს ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები უკრაინის ომის გამო, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უპასუხა, რომ რუსეთის შეჭრამ აიძულა მსოფლიო და NATO-ს ქვეყნები გადახედონ უსაფრთხოების სისტემას. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. „მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ (დაიწყო) თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა,” - განუცხადა მან ჟურნალისტებს პარასკევს. „უკრაინის ომმა NATO-ს გადატვირთვის ღილაკს დააჭირა“, - მიიჩნევს უკრაინის პრეზიდენტი. „ბევრი უახლესი ტექნოლოგიაა და ის არ არის უნივერსალურად ეფექტიანი. რა თქმა უნდა, ვიღაცამ შეიძლება, გაზარდოს ხარჯები. მაგრამ მთლიანობაში, ეს ასევე არის უსაფრთხოების სისტემების რეფორმა. მე მჯერა, რომ ეს მართალია, რადგან ყველამ დაინახა, რას შეიძლება ელოდოთ რუსეთის ფედერაციისგან", - განაცხადა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავს მიეძღვნა.
გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოს საქართველოს საპატრიარქო გადაიბარებს
საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოს საქართველოს საპატრიარქო გადაიბარებს. შესაბამის ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, კულტურის სამინისტრო მიმდინარე სამუშაოებს ფინანსურად უზრუნველყოფს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნულ მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. შეხვედრას კულტურის მინისტრთან, თეა წულუკიანთან ერთად საპატრიარქოს წარმომადგენლები, არქიტექტორ-რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები და პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ესწრებოდნენ. „ჩვენი დისკუსია დავაფუძნეთ იმ პრობლემებს, რომლის აღმოფხვრაც გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩემი მინისტრობისას ძალიან აქტიურად დაიწყო. შევთანხმდით შემდეგზე, რომ საქართველოს საპატრიარქო იზიარებს ჩემს ინიციატივას, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემების აღმოფხვრის პროცესს, კონსერვაციის პროცესს და რესტავრაციის პროცესს, როცა ამის დრო დადგება, როგორც კედლის მხატვრობაზე, ასევე გადახურვაზე სრულად სათავეში ჩაუდგეს საქართველოს საპატრიარქო და სამინისტრო აღარ იყოს ამ პროცესში წამყვანი. სამინისტრო იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც თავად უნდა დაეხარჯა, გადასცემს საქართველოს საპატრიარქოს და ის ამ ფინანსური რესურსით შეძლებს, წარმართოს პრობლემების აღმოფხვრის პროცესი, როგორც ძირითადი ტაძრის შიგნით და გარშემო, ასევე სხვა კომპლექსის კომპონენტებთან დაკავშირებით. იქ არაერთი სხვა პრობლემაც არის, რომლების მოგვარების პროცესი დაწყებული გვქონდა და ამ პრობლემების მოგვარებას გააგრძელებს საქართველოს საპატრიარქო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდენ, რომ გელათის სამონასტრო კომლექსთან დაკავშირებით დისკუსიის პლატფორმა და ფორმატი იქნება საქართველოს საპატრიარქოში. „ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ ის ლოჯისტიკური საშუალებები, რაც იქნება მათთვის საჭირო ამ პროცესის განსახორციელებლად, მაგალითისთვის, ის მაღალი სტანდარტის და სიცოცხლისთვის უსაფრთხო, დაახლოებით 900 ათასი ლარის ღირებულების ხარაჩოები, რომლებიც 2021 წლის დეკემბერში შევიძინეთ, ასევე უსასყიდლო სარგებლობაში გადაეცემა ჩვენ მიერ საქართველოს საპატრიარქოს და, რასაკვირველია, ისინი სწორედ ამის წყალობით შეძლებენ, რომ იქ კონსერვაციის სამუშაო წარიმართოს სრულფასოვნად. ასევე, შევთანხმდით, რომ დისკუსიის პლატფორმა და ფორმატი იქნება საქართველოს საპატრიარქოში, მათი თაოსნობით. სწორედ იქ შეეძლება ყველა ხელოვნებათმცოდნეს, პროფესიონალს მონაწილეობის საშუალება და იმედი მაქვს, პოლიტიკისგან დაცლილ დისკუსიაში მიიღებენ მონაწილეობას. გასაგებია, რომ საქართველოს საპატრიარქოში ვერავინ ვერ შეიტანს პოლიტიკურ ელემენტს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი იქნება სამომავლოდ ძეგლის ინტერესიდან გამომდინარე. ასე განაწილდა პასუხისმგებლობები. მინდა, ჩვენს ეკლესიას, რომლის შვილებიც ვართ ყველანი, გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის პროცესში დიდი წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა.
ბლინკენი გაეროში: ვერასოდეს დავუშვებთ, რომ დანაშაულები, რომელსაც რუსეთი სჩადის, ახალ ნორმად იქცეს
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, არ დაუშვან, რომ პუტინის მიერ ჩადენილი დანაშაულები „ახალ ნორმად იქცეს“. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. „მსოფლიოში ქვეყნები აგრძელებენ უკრაინის გვერდით დგომას, რადგან ჩვენ ყველა ვაღიარებთ, რომ თუ უკრაინას მივატოვებთ, ჩვენ უარს ვიტყვით თავად გაეროს წესდებაზე, პრინციპებსა და წესებზე, რომლებიც ყველა ქვეყანას უფრო უსაფრთხოს ხდის“. ბლინკენი ხაზს უსვამს რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკის მტკიცებულებების შეგროვებისა და მოსკოვისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებლობას. „ჩვენ ვერასოდეს დავუშვებთ, რომ დანაშაულები, რომელსაც რუსეთი სჩადის, ახალ ნორმად იქცეს“, - აღნიშნა ბლინკენმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან - ბორელის პრესსპიკერი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერი განცხადებას ავრცელებს. „შემოთავაზებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება და ასევე მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. ის ასევე არსებითია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის და არის 12 პრიორიტეტის ნაწილი, კერძოდ #7 პრიორიტეტისა, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით და #10 პრიორიტეტისა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ეხება. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას რეფორმების განხორციელების კუთხით, რაც ეხმაურება ქვეყნის მისწრაფებებს განვითარებასა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში არის გაცხადებული. კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს“, - ნათქვამია განცხადებაში. ნედ პრაისი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას სენატორი შაჰინი„ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: რუსული კანონის მსგავსია ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს ამის შემდეგ, 21 თებერვალს, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ინიცირება გაუკეთონ ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელიც ამერიკულის ანალოგია. „ხალხის ძალამ“ 14 თებერვალს განაცხადა, რომ უკვე შეიმუშავეს უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა“, უცხოელი გავლენების აგენტების რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. კანონპროექტი 20 თებერვალს განსახილველად კომიტეტებს უკვე გადასცეს. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი: ამ ისტორიულ გზაჯვარედინზე რომ შევძლოთ და ვიპოვოთ გზა, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესის ირგვლივ გაერთიანების, იქნებ ესეც საკმარისი ყოფილიყო ჩვენი წილი გამარჯვებისთვის
ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში წერს: წინა კვირას პარიზში, ჩემს მეგობარს და ჩვენი თანამედროვეობის უდიდეს ხელოვანს გუჯი ამაშუკელს შევხვდი. გუჯისთან ყოველი შეხვედრისას, ვიაზრებდი მის უკიდეგანო ნიჭს, შემოქმედების მასშტაბურობას და ვიაზრებდი იმასაც, სად და როგორ მიაღწია ამ აღიარებას ერთმა უბრალო ქართველმა ბიჭმა... მსოფლიოს კულტურის და ხელოვნების ნამდვილ მექაში...პარიზში...ხოლო დღეს მისი ხელთნაკეთი ნივთები მსოფლიოს ყველაზე დიდ მუზეუმებსა და კოლექციებშია... ლუვრიდან დაწყებული ვატიკანამდე და ასე შემდეგ... მასთანაც მისაუბრია და სულ ვფიქრობ, სადაც არ უნდა გავიხედოთ, ყველგან და ყველა სფეროში გვყავს გამორჩეული ქართველები, ოპერა, მხატვრობა, ლიტერატურა, მედიცინა, ინჟინერია, სპორტი და ასე შემდეგ... გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი, ან გრიგოლ კობახიძე, იგივე ჯორჯ კობი, რაჭველი უბრალო ბიჭი, რომელმაც პირველმა დანერგა სიახლე ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლების ე.წ. "Babel Lamps", გამოშვებით. ან მეტი რა უნდა ქნას ჩვენმა პატარა ქვეყანამ, რომ თბილისში დაბადებულ ბიჭს ალექსანდრე ქართველს, (ქართველიშვილს), ეწოდებოდეს აშშ-ის ავიამშენებლობის ისტორიის ერთ-ერთი პიონერი და მას მიიჩნევდნენ აშშ-ის საავიაციო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორად. პირადად ჩემთვის განსაკუთრებული მოღვაწე ნიკო ნიკოლაძე, რომელმაც თავის მრავალმხრივი განათლებით, უნიკალურ და ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს ჩაუყარა საფუძველი: ამოაშრო ჭაობები, ხელმძღვანელობდა ნავსადგურის, ელექტროსადგურის, მუზეუმის, საკათედრო ტაძრის, გიმნაზიებისა და ხიდების მშენებლობას, გაიყვანა სატელეფონო ქსელი და გამართა საქალაქო ტრანსპორტი. მისი პროექტით განხორციელდა ფოთის დაგეგმარება. და ეს მცირე ჩამონათვალია მხოლოდ. ყველას ვერც ჩამოვთვლი, უფრო შორეულ წარსულში ქალი გვყავდა მეფედ და რეფორმატორად, მაშინ, როცა ქალისა და კაცის თანასწორობაზე ჯერ დავასაც ვერ ბედავდნენ ბევრგან... ვეფხისტყაოსანს ვწერდით, ვომობდით, ვიცავდით, ვქმნიდით, ვაშენებდით... შორს რომ არ წავიდეთ, დღეს რამდენი ადამიანი გვყავს გამორჩეული, თავისი საქმის პროფესიონალი. აგერ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ადამიანი ლაშა ტალახაძე ქართველია და რახანია, მხოლოდ საკუთარ რეკორდებს ხსნის, კონკურენტიც კი არ ჰყავს, ჩვენი ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, როგორც უწოდებენ ჭადრაკის დედოფალი. რომელი ერთი ჩამოვთვალო, პიანისტები, საოპერო მომღერლები, კულტურის, მეცნიერების სფეროში მსოფლიოში მიმოფანტული, აღიარებული და დაფასებული ქართველები. ეს ყველაფერი კიდევ იმას მოვაყოლე, რომ რა ფენომენია ეს, ერთ პატარა ქვეყანას, სულ რომ ერთ დღეში შეგიძლია, მოიარო, ამდენი ნიჭიერი ადამიანი ჰყავდეს, ამდენი რესურსი და პოტენციალი ჰქონდეს განვითარების, გინდ გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, გინდ ადამიანური რესურსიდან და ამის მაგივრად ერთმანეთთან კინკლაობასა და კამათში ატარებდეს თუ კარგავდეს დროს. აი, დღეს ერთი წელი შესრულდა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან, ერთი წელია, ეს ქვეყანა იცავს თავის მიწა-წყალს, თავის ქვეყანას... და როგორ შეიკრა და ერთიანი გახდა საზოგადოება... ერთი მიზანი დაისახა...რომ გაიმარჯვონ მტერზე. გამარჯვების მერე, ალბათ ოპონირებაც ექნებათ ერთმანეთში, პოლიტიკურ ნაბიჯებსაც გაუკრიტიკებენ ერთმანეთს, აირჩევენ, გადაირჩევენ, მაგრამ გადამწყვეტ და გარდამტეხ მომენტში ერთად დადგნენ და სახელმწიფოებრივი პოზიცია ყველაზე მაღალ თამასაზე ასწიეს... ღმერთმა დაგვიფაროს ომისგან, ჩვენ ჯერ კიდევ ვიშუშებთ ბოლო ომიდან მოყენებულ ჭრილობებს, და ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია მტრისგან... უბრალოდ, აი ახლა, ამ ისტორიულ გზაჯვარედინზე, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ, რომ შევძლოთ და ვიპოვოთ გზა, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესის ირგვლივ გაერთიანების, დაგვავიწყებინა ერთმანეთის მტრობა, ქიშპობა, რომ მინიმუმ გვასწავლა მაინც, როგორ გვეხარა ერთმანეთის წარმატებით, იქნებ ესეც საკმარისი ყოფილიყო ჩვენი წილი გამარჯვებისთვის... ჩვენი ქვეყნის პროდასავლური არჩევანისთვის, რომელიც უალტერნატივოა, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის... მე ჩვენი ნიჭიერი, შრომისმოყვარე მომავალი თაობა მეიმედება.. მათი განათლება, მათი უნარები, პატრიოტიზმი და არჩევანი მაიმედებს. მათ მიმართ ჩვენი ვალი კი, მინიმუმ ისაა, ერთიანობისკენ მიმავალი გზა გავუკაფოთ...ერთმანეთისკენ მიმავალი. ეს მაინც გავაკეთოთ... Слава Україні!#საქართველოსგაუმარჯოს
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში სახელმწიფო დროშები დაეშვა
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს რეგიონებში არსებულ სამხედრო ბაზებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. საბჭოთა ოკუპაციიდან 102 წელი შესრულდა.
უკრაინა: ოკუპანტებმა ხერსონში საბავშვო ბაღი დაბომბეს
ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციის, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში კორაბელნის რაიონში საბავშვო ბაღი დაბომბეს. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახური. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.