ძებნის რეზულტატი:

ომი გაგრძელდება, სანამ რუსეთი არ დაიშლება - ოლექსი დანილოვი

სანამ რუსეთი არ დაიშლება, ომი ვერ შეჩერდება, ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. „მე მაქვს ჩემი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი. სანამ რუსეთი არ არის დაქუცმაცებული, სანამ ჩვენ გვემუქრება ეს გიჟური მეზობელი, ვერანაირი ომი ვერ შეჩერდება. მინდა, ეს ყველას გვახსოვდეს", - განაცხადა დანილოვმა. მისივე თქმით, საომარი მოქმედებების შეწყვეტა არ ნიშნავს ომის დასრულებას. „გახსოვთ, როგორ დაიდო მინსკ-1 და მინსკი-2 შეთანხმებები. ახლა ისინი ამტკიცებენ, რომ რაღაც გეგმა ჰქონდათ. მათ არაფერი ჰქონდათ“, - აცხადებს დანილოვი. ცნობისთვის, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით შეძლებს, 2023 წელი გახადოს რუსული აგრესიის დასრულების, მშვიდობის დაბრუნებისა და მისი მიწისა და ხალხის რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების წელი.  

უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა 2 წლამდე გახანგრძლივდა

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 თებერვლის №81 დადგენილებით ცვლილებები შევიდა 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილებაში. მიეი მიხედვით, უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა 2 წლამდე გახანგრძლივდა. 24 თებერვლის დადგენილებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს. ცვლილებები დადგენილებაში, „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“, ახალი დოკუმენტის გამოქვეყნებისთანავე შევიდა. ცვლილების მიხედვით, დანართში მითითებული ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული ერთი წლის ვადით ყოფნის უფლება აქვთ, გარდა უკრაინის მოქალაქეებისა. დადგენილებაში ცვლილების მიხედვით კი, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 2 წლის ვადით ყოფნის უფლება მიეცათ.

უკრაინაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინას უპილოტო თვითმფრინავებით დაესხნენ თავს, აფეთქებები გაისმა ხმელნიცკში, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მათივე ინფორმაციით, ჯერ ჩერნიგოვის ოლქი "გაწითლდა", შემდეგ კი მას კიევის, პოლტავას, კიროვოგრადის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და ხმელნიცკის ოლქები მოჰყვა. კიევის სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მტრის საჰაერო სამიზნეები არის აღმოჩენილი რეგიონის საჰაერო სივრცეში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო ონლაინ კაზინოები გამოავლინა და პასუხისგებაში უცხოეთის სამი მოქალაქე მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების სამი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც, უცხოეთის სამი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს, მათგან ერთი დააკავეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ქალაქ ბათუმში, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, შენიღბულად მოწყობილი ჰქონდათ ონლაინ გათამაშების ობიექტები, საიდანაც შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებ-გვერდებზე გადაიცემოდა ლოტოს გათამაშების პროცესი. „დადგენილია, რომ ობიექტების ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით, თითოეულ მათგანს უნდა გადაეხადა 100 000 ლარი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

„ხალხის ძალა“: რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია, მით მეტ აქტუალობას შეიძენს შეკითხვა - რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში

სააკაშვილის გათავისუფლების პოლიტიკური კამპანია მის უცხოელ პატრონებს ფართოდ აქვთ გაშლილი, მასზე ამდენი ზრუნვა სერიოზულ კითხვებს აჩენს და ამ კითხვებს, ლოგიკურად, ძველი ან ახალი ომის თემამდე მივყავართ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ განცხადებაშია აღნიშნული. „ევროპარლამენტს მიაღებინეს სამი რეზოლუცია ამ მოთხოვნით, კამპანიაში ჩართეს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებები, საელჩოები, საერთაშორისო მედია. ვერავინ ამბობს, რომ სააკაშვილს უმძიმესი დანაშაულები არ აქვს ჩადენილი, მაგრამ ე.წ. ჰუმანიტარული მოტივით მის გასათავისუფლებლად ძალისხმევას არ იშურებენ. „ქართული ოცნებისგან“ ისიც ვიცით, რომ ამ მოთხოვნით სააკაშვილის პატრონები სახელისუფლო კაბინეტებსაც ხშირად სტუმრობენ. სააკაშვილზე ამდენი ზრუნვა სერიოზულ კითხვებს აჩენს და ამ კითხვებს, ლოგიკურად, ძველი ან ახალი ომის თემამდე მივყავართ. ერთი ვერსიით, ამერიკელებს სააკაშვილის გარეთ გაშვება ახალი ომის დასაწყებად შეიძლება უნდოდეთ. თუმცა, ფაქტია, რომ სააკაშვილი იმიჯურად დღეს კიდევ უფრო მეტად არის დაზიანებული, ვიდრე, თუნდაც, ციხეში შესვლამდე იყო. აქედან გამომდინარე, არ გვგონია, ამერიკელები იმ დონეზე ვერ გრძნობდნენ სიტუაციას, რომ სააკაშვილის ლიდერობით ხელისუფლების გადატრიალების და ქვეყნის ომში ჩართვის იმედი ჰქონდეთ. აქედან გამომდინარე, უფრო ლოგიკურია მეორე ვერსია, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის გათავისუფლების მიზანი 2008 წლის ომის დანაშაულზე ხელის დაფარებაა. როგორც ჩანს, სააკაშვილის პატრონებს ან შანტაჟის ეშინიათ, ან ისინი აგვისტოს ომის გამო სააკაშვილისგან სერიოზულად არიან დავალებული. სხვაგვარად შეუძლებელია იმის ახსნა, თუ რატომ ცდილობენ ისინი ასეთი გამალებით სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნას. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია, მით უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს შეკითხვა – რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში?“,- აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.  

იტალიის სანაპიროზე მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, მინიმუმ 59 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ იტალიის სანაპიროზე მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც მინიმუმ 59 მიგრანტი, მათ შორის 12 ბავშვი, დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო პიანტედოსიმ განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, 30-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამასთან, სანაპირო დაცვის ინფორმაციით, 80 ადამიანი ცოცხალი იპოვეს. ნავს, რომელიც რამდენიმე დღის წინ თურქეთიდან გაემგზავრა, გადაჰყავდა მიგრანტები ავღანეთიდან, პაკისტანიდან, სომალიდან და ირანიდან.

საუდის არაბეთი უკრაინას 400 მილიონი დოლარით დაეხმარება

საუდის არაბეთი უკრაინას 400 მილიონი დოლარით დაეხმარება, საიდანაც 100 მილიონი ჰუმანიტარულ მიზნებზე დაიხარჯება. ამის შესახებ კიევში საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისას გახდა ცნობილი. ამასთან, პრინცი ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისთვის კანონით დაწესებული მონეტარული ზღვრების გაზრდა იგეგმება

გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისთვის კანონით დაწესებული მონეტარული ზღვრების გაზრდა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები მთავრობამ მოამზადა, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. კანონპროექტის მიხედვით, შემსყიდველ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ეძლევათ, 10 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის ან მომსახურების, ხოლო, სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაოს (ნაცვლად 5 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი ობიექტების) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. მთავრობა განმარტავს, რომ ცვლილებებით სავალდებულო აღარ იქნება ელექტრონული ტენდერის მიმართ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვა და შესაბამისად გამოქვეყნების საფასურის გადახდა, რაც 50 ლარს შეადგენს. „ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, კანონპროექტს შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს შემსყიდველ ორგანიზაციებზე და შესაბამისად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე (მისი შემცირების კუთხით) ასევე შესაძლოა, შემსყიდველი ორგანიზაციების ადამიანური რესურსი დაიზოგოს“, – აღნიშნავს მთავრობა.  

ერთი კვირაა, მიხეილ სააკაშვილს კიდურების გაუსაძლისი ტკივილი აქვს, საწოლიდან ვეღარ დგება - ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ილია ლომია აცხადებს, რომ სააკაშვილს უკვე ერთი კვირაა, კიდურების გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს და საწოლიდან ვერ დგება. „ერთი კვირაა მიხეილ სააკაშვილს კიდურების გაუსაძლისი ტკივილები აქვს, საწოლიდან ვეღარ დგება. ტკივილები კიდურებში აქვს, ტკივილგამაყუჩებლებს უკეთებენ და საუბარიც უჭირს, არ უნდა საუბარი, უხასიათოდ არის, მივარდნილი, უმწეო მდგომარეობაში. სიმართლე გითხრათ, მე ასეთ მდგომარეობაში არასოდეს მინახავს, ის ტელეგადაცემებს ადევნებდა თვალს, საუბრობდა, მაგრამ ახლა საუბრის სურვილიც არ აქვს. ფაქტობრივად, არაფერზე არ საუბრობს, უბრალოდ, ჩვენი შეხვედრა შემოიფარგლება, რომ გამარჯობას ვეუბნებით და რამდენიმე წუთის შემდეგ მის პალატას ვტოვებთ. ერთი კვირაა უკვე ასეთ მდგომარეობაშია, გაუსაძლის, მივარდნილ მდგომარეობაში“, - განაცხადა ლომიამ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემაამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურიარატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილებაგიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილიუკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

საარჩევნო ადმინისტრაცია 29 აპრილს არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს მოუწოდებს, დროულად გაიარონ სარეგისტრაციო პროცედურები

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს სრული დატვირთვით მუშაობას იმისთვის, რომ 29 აპრილს ამომრჩევლებს მაღალ დონეზე ადმინისტრირებული არჩევნები შესთავაზოს,- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესების ღიად, გამჭვირვალედ წარმართვა და ჩართული მხარეების ინფორმირება. „შეგახსენებთ, რომ შუალედური და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემდეგ ცესკო-სა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი – არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულია სამი საარჩევნო სუბიექტი. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობისა და კანდიდატების წარდგენის წესი და ვადები განსხვავებულია. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია და შესაბამისი საკანონმდებლო აქტები განთავსებულია ცესკო-ს ვებგვერდზე. დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება შეუძლიათ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში, ასევე ცესკოს კონტაქტჰაბის მეშვეობით ნომერზე – 2 51 00 51. 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები, ასევე მერის რიგგარეშე არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს, დროულად გაიარონ შესაბამისი სარეგისტრაციო პროცედურები და საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვას. საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიები ასეთი მასშტაბით 29 აპრილს პირველად იქნება გამოყენებული და მნიშვნელოვანია, ყველა ჩართულმა მხარემ შეიტანოს საკუთარი წვლილი საქართველოს არჩევნების ისტორიის ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით განხორციელებაში“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრაში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 91% მიიღებს, დანარჩენ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.  

ზელენსკიმ უკრაინის გაერთიანებული ძალების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა. გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალოვი თანამდებობაზე გასული წლის მარტში დაინიშნა, როდესაც გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე პავლიუკი კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსად გადაიყვანეს. CNN-ის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა მოსკალოვის გათავისუფლება ბოლოდროინდელ კორუფციულ წმენდას.  

CIA-ს დირექტორის თქმით, სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, რუსეთმა ირანს სარაკეტო პროგრამაში მხარდაჭერა შესთავაზა

CIA-ს დირექტორი უილიამ ბარნსი აცხადებს, რომ რუსეთსა და ირანს შორის ალიანსი სწრაფად, სახიფათო მიმართულებით ვითარდება, რაც შემაშფოთებელია. „ჩვენ ვიცით, რომ ირანელებმა უკვე მიაწოდეს რუსებს ასობით თვითმფრინავი, რომელსაც ისინი იყენებენ უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ტკივილის მისაყენებლად. ჩვენ ვიცით, რომ მათ მიაწოდეს საბრძოლო მასალა არტილერიისთვისაც და ტანკებისთვისაც“, - განაცხადა ბარნსმა CBS-ის ეთერში. მისივე თქმით, CIA ასევე ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ირანელებს სარაკეტო პროგრამაში დახმარებას სთავაზობს და, ამის სანაცვლოდ სულ მცირე განიხილავს გამანადგურებელი თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობას. ბარნსის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „ზედმეტად დარწმუნებულია" თავის შესაძლებლობებში, გაანადგუროს უკრაინა. მან ნარიშკინთან დისკუსიას უწოდა "საკმაოდ იმედგამაცრუებული", მაგრამ ამავე დროს აღნიშნა, რომ უფრო მეტი გაიგო რამდენიმე ძირითადი პუნქტების შესახებ.  

აშშ-ის შეფასებით, ჩინეთს ფასის გადახდა მოუწევს, თუ ის რუსეთს ლეტალური იარაღით დაეხმარება

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა პირობა დადო, რომ ჩინეთს ფასის გადახდა მოუწევს, თუ ქვეყანა რუსეთს უკრაინასთან ომისთვის ლეტალურ იარაღს მიაწვდის. რაც შეეხება დიპლომატიურ საუბრებს, სალივანის თქმით, ჩინურ მხარესთან დახურულ კარს მიღმა მუქარის ტონით არ საუბრობენ და უბრალოდ განუმარტავენ, რა დევს სასწორზე. „ჩვენი გადმოსახედიდან, რეალურად, ეს ომი პეკინისთვის რეალურ გართულებებსიწვევს. პეკინს მოუწევს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება ეს პროცესები და გაუწევს თუ არა სამხედრო დახმარებას რუსეთს. მაგრამ, თუ ის ამ გზით წავა, ჩინეთს რეალური ფასის გადახდა დაეკისრება. და ვფიქრობ, ჩინეთის ლიდერები ამას აწონ-დაწონიან, როდესაც გადაწყვეტილებებს მიიღებენ“, - განუცხადა სალივანმა CNN-ს. CNN-ის წყაროების თქმით, პეკინს ჯერ არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, რადგან რუსეთსა და ჩინეთს შორის აღჭურვილობის ფასსა და მოცულობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 27-28 თებერვალს ქალაქ ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ილია დარჩიაშვილი სიტყვით მიმართავს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის მონაწილეებს, ასევე გამართავს შეხვედრებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან.  

უმრავლესობა მიიღებს "ხალხის ძალის" რომელიმე კანონპროექტს - კობახიძე

  მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აუცილებლად მიიღებენ მათი კოლეგების, "ხალხის ძალის" შემუშავებული ორი კანონპროექტიდან ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") ერთ-ერთს. მან პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ კანონპროექტს აუცილებლად მიიღებენ, თუმცა ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღების შემდეგ. "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება - ხუნდაძე "ვერავინ იტყვის, რომ გამჭვირვალობა არ ვარგა - შეიძლება იყოს დეტალები ან ერთ ან მეორე დოკუმენტთან დაკავშირებით. ამ კომენტარებზე გვექნება მსჯელობა. რა თქმა უნდა, გამორიცხულია, რომ ან ერთზე ან მეორეზე ან ორივეზე იყოს უარყოფითი დასკვნა. შეიძლება მხოლოდ დეტალებზე იყოს წარმოდგენილი გარკვეული შენიშვნები ან რეკომენდაციები. აქედან გამომდინარე ჩვენ ან ერთ ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ... ვენეციის კომისია არ არის პოლიტიკური ორგანო, არის სამართლებრივი ექსპერტიზის დაწესებულება, აქედან გამომდინარე ვერ იტყვის, რომ კანონი არ უნდა მივიღოთ", - თქვა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს. მოგვიანებით "ხალხის ძალამ" ალტერნატიული კანონპროექტის სახით წარმოადგინა მეორე ინიციატივა, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის, „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, პირდაპირი თარგმანია. "ხალხის ძალის" ალტერნატიული კანონპროექტი ბიუროს სხდომას დღეს, 27 თებერვალს, წარედგინება.  

"უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება - ხუნდაძე

მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. "პირველი მოსმენით მიღებისთანავე როგორც ქართული, ისევე ამერიკული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ კანონი სამივე მოსმენით [საგაზაფხულო] სესიის ბოლომდე გვინდა მივიღოთ, ვენეციის კომისიისგან მოვითხოვთ დასკვნის დაჩქარებული წესით წარმოდგენას. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ივნისის ბოლომდე მხარს დავუჭერთ და 3-ვე მოსმენით მივიღებთ კანონპროექტის ქართულ ან ამერიკულ ვერსიას", - თქვა ხუნდაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე. პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს. მოგვიანებით "ხალხის ძალამ" ალტერნატიული კანონპროექტის სახით წარმოადგინა მეორე ინიციატივა, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის, „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, პირდაპირი თარგმანია. "ხალხის ძალის" ალტერნატიული კანონპროექტი ბიუროს სხდომას დღეს, 27 თებერვალს, წარედგინება.  

ვაშინგტონი, ბერლინი და ვარშავა ერთობლივი სამხედრო მანევრების გამართვაზე მოლაპარაკებებს მართავენ

ვაშინგტონი ბერლინთან და ვარშავასთან ერთობლივი სამხედრო სწავლების პოლონეთში NATO-ს ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარზე ჩატარების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა. მისივე თქმით, საკითხი განხილვის პროცესშია, თუმცა დამატებით დეტალებზე პისტორიუსმა არ ისაუბრა. „უკრაინის მოსაზღვრე ქვეყანაში სამხედრო მანევრების ჩატარება, ძალიან მკაფიო სიგნალს გაუგზავნის NATO-ს მოკავშირეებს, ისევე როგორც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. მისივე შეფასებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, როგორიცაა პოლონეთი, ბალტიისპირეთი, სლოვაკეთი და სხვა, მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ გერმანია, როგორც ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული წევრი და შეერთებული შტატები, როგორც ტრანსატლანტიკური პარტნიორი, იცავენ თავდაცვით ვალდებულებებს“.  

ქართველმა სამხედროებმა აშშ-ში, „საჰაერო ძალების თამაშებზე“ ოქროს მედალი მოიპოვეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი აშშ-ში, „საჰაერო ძალების თამაშებზე“ წარმატებით ასპარეზობს. თავდაცვის უწყების ცნობით, მჯდომარე ფრენბურთის ფინალურ თამაშში საქართველოს ნაკრები აშშ-ის საჰაერო ძალების გუნდს დაუპირისპირდა და ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს გუნდის ანგარიშზეა ბრინჯაოს მედალიც. ძალოსნობაში, 73 კგ წონით კატეგორიაში, დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ, უმცროსმა სერჟანტმა იაგო კაკულიამ მესამე ადგილი დაიკავა. თავდაცის სამინისტროს გუნდი „საჰაერო ძალების თამაშებზე“ ასპარეზობას განაგრძობს და მონაწილეობას მიიღებს პარაკალათბურთის, მშვილდოსნობის, სროლისა და მძლეოსნობის შეჯიბრებებში. ტურნირისთვის დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 13- კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა. „საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველი სამხედროები წელს პირველად ასპარეზობენ. ლას-ვეგასის საჰაერო ბაზაზე საერთაშორისო საჰაერო თამაშები 3 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.  

სასამართლომ თურქ ბიზნესმენს, გალიფ ოზთურქს 8 წლით თავისუფების აღკვეთა მიუსაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მოქალაქე თურქ ბიზნესმენს გალიფ ოზთურქს 8 წლით თავისუფების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ უზთურქი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260 მიუხლის მე-6 პუნქტის დარღვევისთვის, რაც დიდი ოდენობით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ან გასაღებას გაულიხმობს. ბიზნესმენს ფინანსურ დარვევებზეც აქვს ბარლი წაყენებული. ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით. ამ ბრალდებების განხილვას ბათუმის საქალაქო სასამართლო მიმდინარე წლის აპრილში გეგმავს. ფინანსური დანაშაულისთვის გალიფ ოზთურქს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 4 სხვადასხვა მუხლით წარუდგინა ბრალი. რაც გულისხმობს ფულის გათეთრებას, ყალბი დოკუმენტების დამზადებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას. დღევანდელ სასამართლო სხდომას ოზთურქი დისტანციურად ესწებოდა, მას საქმეზე წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯელი. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. საქართველოსა და თურქეთის მოქალაქის, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის წინააღმდეგ გამოძიება გასულ წელს დაიწყო. 2022 წლის 31 მაისს ის საკუთარ აპრტამენტში სპეცოპარეაცისას დააკავეს.    

ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობას და ეროვნულ ბანკს სჭირდება მეტად კოორდინირებული, ჯანსაღი თანამშრომლობა

დღეს უკვე ბიუჯეტის დეფიციტი გვაქვს 2.8 პროცენტი, შარშან ასევე გვქონდა 10 %-ანი ეკონომიკური ზრდა, მნიშვნელოვნად შევამცირეთ საგარეო ვალი, თითქმის 38 %-მდე ჩამოვწიეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ბატონმა კობამ თავის გამოსვლაში აღნიშნა ეროვნული ბანკის მნიშვნელობა და გაიხსენა ისტორია. ასევე მინდა ჩემი მხრიდან დავადასტურო, რომ ჩვენ რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ბანკის დამოუკიდებლობას, რომელიც კონსტიტუციითაა გამყარებული, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, მთავრობას და ეროვნულ ბანკს ჭირდება მეტად კოორდინირებული, ჯანსაღი თანამშრომლობა. სწორედ ამის შედეგია ის, რაც მოგახსენეთ. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ კობა გვენეტაძეს. ჩვენ არა ერთი საუბარი გვქონია, ყოფილა განსხვავებული შეხედულებებიც, ჯანსაღი კამათიც, კრიტიკაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ყოველთვის ვთანხმდებოდით მთავარზე - ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. რა ჭირდებოდა და რა ჭირდება ქვეყანას მოცემულ მომენტში და მოცემულ დროს. ამ სულისკვეთებითა და პასუხისმგებლობით ვიმუშავეთ ჩვენ ერთად 2 წელი და ხედავთ, რომ შედეგები მართლაც შთამბეჭდავია. ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა სწორედ ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, როგორც მდგრადი ეკონომიკის წინაპირობა და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ბატონი კობას მიზანმიმართული, ქმედითი და კონსტრუქციული გადაწყვეტილებებით ეროვნული ბანკის მუშაობა იყო უაღრესად დადებითი. კიდევ ერთხელ მადლობა, ბატონო კობა, გაწეული სამსახურისთვის. თქვენ ნამდვილად საპასუხისმგებლო თანამდებობა გეკავათ ბოლო 7 წლის განმავლობაში, თქვენ არაერთი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალეთ და მე ახლა გემშვიდობებით. გისურვებთ წარმატებას, დიდი მადლობა,“- აღნიშნა პრემიერმა.