ძებნის რეზულტატი:
45 წლის წინ ქართველებმა არამხოლოდ საბჭოთა რეჟიმს, არამედ მთელ მსოფლიოს დაანახეთ, რომ სიამაყეს, რომლითაც ქართული ენის სიყვარულს დაატარებთ, ვერავინ წაგართმევთ - ამერიკის საელჩო
ამერიკის საელჩო დედაენის დღესთან დაკავშირებით, Facebook-ზე წერს: გაეროში დაცული ვეფხისტყაოსნის ხელნაწერის ხილვისას ნათლად ჩანს, რომ ქართველი ხალხისთვის ენა „ღვთაებრივი საუნჯეა." 45 წლის წინ თქვენ არამხოლოდ საბჭოთა რეჟიმს, არამედ მთელ მსოფლიოს დაანახეთ, რომ სიამაყეს, რომლითაც ქართული ენის სიყვარულს დაატარებთ, ვერავინ წაგართმევთ. გილოცავთ დედაენის დღეს! წერს საელჩო Facebook-ზე.
წელს 45 წელი შესრულდა 14 აპრილის უპრეცედენტოდ ხალხმრავალი მშვიდობიანი მანიფესტაციიდან - ღარიბაშვილი
14 აპრილი ქართველმა ხალხმა აქცია ქართული ენის დღედ, მათ მშობლიური ენის დასაცავად ბრძოლაში გაიმარჯვეს, ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში, როდესაც სახალხო პროტესტის შედეგად რეჟიმმა უკან დაიხია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ქართული ენის დაცვისა და განვითარებისათვის შეიქმნა სახელმწიფო ენის 10-წლიანი სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა. “წელს 45 წელი შესრულდა 1978 წლის 14 აპრილის უპრეცედენტოდ ხალხმრავალი მშვიდობიანი მანიფესტაციიდან, როცა ქართველი ერი წინ აღუდგა საბჭოთა ხელისუფლების მცდელობას, ახალი კონსტიტუციით გაეუქმებინა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი. ქართველებმა მშობლიური ენის დასაცავად ბრძოლაში გაიმარჯვეს. ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში, როდესაც სახალხო პროტესტის შედეგად რეჟიმმა უკან დაიხია. ეს გამარჯვება სამაგალითო აღმოჩნდა სხვა რესპუბლიკებისათვის და მათი კონსტიტუციების საბოლოო რედაქციის ჩამოყალიბებაზეც მოახდინა გავლენა. 14 აპრილი თავად ქართველმა ხალხმა აქცია ქართული ენის დღედ. ქართული ენის დაცვისა და განვითარებისათვის შეიქმნა სახელმწიფო ენის 10-წლიანი სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა. ჩვენი დედაენა ჩვენი იდენტობის, ერთიანობისა და სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელია”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ მაზანაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ. 29 წლის მიხეილ მაზანაშვილი 31 მარტს უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან, წინა ხაზზე ინტენსიური ბრძოლისას სავარაუდოდ ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპა. გარდაცვლილ მებრძოლს თბილისში, სამების ტაძრის ეზოში მდებარე მცირე ტაძარში დაასვენებენ, შემდეგ კი გორის რაიონის სოფელ ზერტში გადაასვენებენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, უნგრელ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესოს
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში დემოკრატების და რესპუბლიკელების ორპარტიული ჯგუფი ამზადებს კანონპროექტს, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობასა და მმართველ პარტია „ფიდესთან" კავშირის მქონე უნგრელი პოლიტიკოსებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. The Guardian-ის ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელიც გასული წლიდან მზადდება, კონგრესს, სავარაუდოდ, მაისში წარედგინება. უნგრელი პოლიტიკოსების შესაძლო სანქცირების ფონია შეერთებულ შტატებსა და უნგრეთს შორის გაუარესებული ურთიერთობა, ბუდაპეშტის ანტიამერიკული რიტორიკა და ორბანის მთავრობის კავშირები რუსეთთან. 12 აპრილს შეერთებულმა შტატებმა ოთხშაბათს ბუდაპეშტში რუსეთის მიერ კონტროლირებადი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის სამ წამყვან თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა, მათ შორის არის უნგრელი ბანკირი. აშშ-ის სანქციების სიას დაემატა რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე - ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლაი კოსოვი და გიორგი პოტაპოვი, ასევე უნგრეთის მოქალაქე იმრე ლასლოცკი. „IIB–ის აღმასრულებლები კოორდინაციაში იყვნენ რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პირებთან IIB–ის ბიზნესთან დაკავშირებლულ საკითხებთან დაკავშირებით, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც კი, – ნათქვამია აშშ–ის ხაზინის დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 181 090-მდე ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 500 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 650 ტანკს, 7 069 ჯავშანტექნიკას, 2 784 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 307 საბრძოლო თვითმფრინავს და 293 ვერტმფრენს, 5 640 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 339 უპილოტო საფრენ აპარატს, 321 ერთეულ სპეცტექნიკას და 911 ფრთოსან რაკეტას", - ნათქვამია ინორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიერ სანქციების აღსრულებაზე არასდროს ყოფილა კითხვის ნიშნები - მინისტრი ხუციშვილი აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე
ჩვენი პარტნიორების მხრიდან, საქართველოს მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით არასდროს ყოფილა კითხვის ნიშნები, ღონისძიებები, რომელიც საქართველომ გაატარა, არანაირ კითხვის ნიშნებს არ ტოვებს და მხოლოდ დადებით შეფასებას იმსახურებს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. ელჩი დეგნანი განმარტავს, რაზე გამახვილდა ყურადღება სანქციების კოორდინატორისა და მინისტრ ლაშა ხუციშვილის შეხვედრაზე აშშ-ში „საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრები ტრადიციულად ძალიან დატვირთულია. ამ დროს იმართება შეხვედრები ჩვენს ყველა პარტნიორთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან. განვიხილავთ მიმდინარე პროექტებს და ხდება შეჯერება სამომავლო გეგმებზე. არცერთი შეხვედრა დახურული არ არის, ყველა შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ იდება ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე. ბუნებრივია, გამონაკლისი არც მიმდინარე წელია. საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და პარტნიორი ქვეყნებიდან. ცალსახად დადებითად შეფასდა ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და მიღწეული შედეგები, რომელიც აღიარებულია უკლებლივ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ. საქართველო ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია მსოფლიოში, ბოლო ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, საბიუჯეტო დეფიციტის მკვეთრი შემცირებით, მთავრობის ვალის დონის (მშპ-თან) შემცირების მასშტაბით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებით და ბოლო თვეებში ინფლაციის დონის შემცირებით. რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ, როგორც ჩანს შეგნებულად, ხორციელდება მცდარი ინფორმაციის გავრცელება ზემოთ აღნიშნულ შეხვედრებთან დაკავშირებით. აღნიშნული სიუჟეტები აგებულია სრულად ყალბ ინფორმაციაზე და არანაირი შეხება არ აქვს რეალობასთან. როგორც არაერთხელ მითქვამს, ჩვენი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით არასდროს არ ყოფილა კითხვის ნიშნები. ამ მხრივ, ღონისძიებები, რომელიც საქართველომ გაატარა, არანაირ კითხვის ნიშნებს არ ტოვებს და მხოლოდ დადებით შეფასებას იმსახურებს ყველა შეხვედრაზე. თანამშრომლობის ისეთი მაღალი ხარისხი, რომელიც დღეს არის პარტნიორ ორგანიზაციებთან, აქამდე არასდროს არ ყოფილა. ფინანსთა სამინისტრო ორმხრივ შეხვედრებს აშშ-ის პარტნიორ ორგანიზაციებთან ახორციელებს რეგულარულად, მათ შორის სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო/წლიური შეხვედრების ფორმატში და გამონაკლისი არც მიმდინარე წელია. ყალბი ინფორმაცია დღეს ალბათ არავის უკვირ, თუმცა, მიმდინარე კვირის ფინანსთა სამინისტროს 30-ზე მეტი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი „შეირჩა“ სიყალბის გასავრცელებლად. ამჯერად, ნამდვილად გააოცეთ ყველა სიყალბის მასშტაბით“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა.
პარლამენტმა `დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი ვენეციის კომისიაში კიდევ ერთხელ გაგზავნა
საქართველოს პარლამენტმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი ვენეციის კომისიაში კიდევ ერთხელ გაგზავნა. დაჩქარებული მოსაზრების მისაღებად გაგზავნილ წერილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აწერს ხელს. „გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონი მეორე მოსმენით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განიხილა. ასევე, გწერთ, რომ გთხოვოთ ვენეციის კომისიის დაჩქარებული მოსაზრება აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თან ერთვის ამ წერილს. მოთხოვნილი დასკვნის აქტუალობა დაკავშირებულია ამ კანონის, როგორც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებასთან, რაც საქართველოს ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. დაჩქარებული მოსაზრების საჭიროება, ასევე, გამომდინარეობს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მჭიდრო განრიგიდან, რომელიც ივნისში დასრულდება. აქედან გამომდინარე, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი თხოვნაა, შეიმუშავოთ დაჩქარებული მოსაზრება ზემოაღნიშნული კანონპროექტის თაობაზე“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის. 13 აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა და მიიღო. მაანამდე დოკუმენტი ვენეციის კომისიამ შეაფასა და დასკვნა გამოაქვეყნა. კარლ ჰარცელი დეოლიგარქიზაციაზე: ევროკომისიის გადაწყვეტილებას თუ შევხედავთ ცხადია, მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან 14 მარტს გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნაში ევროპის საბჭოს ექსპერტთა ორგანომ, ვენეციის კომისიამ, საქართველოს ხელისუფლებას სისტემური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა, რაც გამორიცხავს „დეოლიგარქიზაციის" მისაღწევად, კონკრეტული პირების სამიზნედ ქცევას. ვენეციის კომისიის დასკვნა ევროკავშირის პოზიციას იმეორებს, რომელიც მიიჩნევს, რომ მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან. დოკუმენტის მიხედვით, კანონის თვითნებური გამოყენების რისკი კიდევ უფრო მაღალია საჯარო განცხადებების ფონზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მიღების შემდეგ ის ოპოზიციაზე გავრცელდება. შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისღებად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. 2022 წლის 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.
გერმანიის ელჩი: ახლა არ არის შესაფერისი დრო რუსეთთან ახალი ეკონომიკური აქტივობის გასახსნელად
ჩვენი აზრით, ალბათ, ახლა არ არის შესაფერისი დრო რუსეთთან ახალი ეკონომიკური აქტივობის გასახსნელად - ამ სიტყვებით ეხმაურება გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის თაობაზე ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს. მისი თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირი ყველანაირად ცდილობს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა შეზღუდოს. „ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვები ვცდილობდით უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას. როგორ? რუსეთისთვის იმის ახსნით, რომ მათ ეს ძვირად დაუჯდებათ და ამას სანქციების საშუალებით ვაკეთებთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვით. ასე რომ, ჩვენი აზრით, ალბათ, ახლა არ არის შესაფერისი დრო რუსეთთან ახალი ეკონომიკური აქტივობის გასახსნელად, რაიმე დამატებითის გასაკეთებლად, როდესაც მთელი ძალისხმევა მის შესაზღუდად არის მიმართული და რუსეთს ვუთხრათ, თუ გინდა ჩვენთან კარგი ურთიერთობა გქონდეს, შენს მეზობლებს არ უნდა დაესხა თავს. არ შეიძლება საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფა, არ შეიძლება საზღვრების ძალით შეცვლა. სანამ ამას აკეთებენ, ეკონომიკური აქტივობა შეზღუდული ექნებათ და ჩვენ მათთან ახალ საკითხებს არ განვიხილავთ“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.
არ გაუშვათ ხელიდან შანსი, ევროკავშირის გაფართოების შესაძლებლობა არის ახლა - გერმანიის ელჩი
ევროკავშირის გაფართოების შესაძლებლობა არის ახლა, არა ხვალ, არა გუშინ, არამედ ახლა... გთხოვთ, არ გაუშვათ ხელიდან ეს შანსი, ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა. „ვიზიტი ძალიან კარგი და წარმატებული იყო. მინისტრმა შეხვედრებზე ზუსტად ის თქვა, რაც საჯაროდ. მთავრობის წევრებთან, ოპოზიციის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ მოდის როგორც მეგობარი და იგრძნო, რომ როგორც მეგობრებმა, ისე მიიღეს. შეხვედრებისას მთავარი აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, უფრო კონკრეტულად კი გადაწყვეტილებაზე, რომელსაც 2023 წლის დეკემბერში მიიღებენ, იმის შესახებ მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. მან თქვა, რომ გერმანიას ეს სურს, ევროკავშირს ეს სურს. ჩვენ გვაქვს ამის ინტერესი. კარი ფართოდაა ღია საქართველოსთვის. შესაძლებლობა არის ახლა, არა ხვალ, არა გუშინ, არამედ ახლა. ამ დროიდან დეკემბრამდე საქართველომ ამ კარში უნდა გაიაროს. უკანა კარი არ არსებობს. გვერდითი კარი არ არსებობს.“- განაცხადა მან. ელჩის თქმით, საქართველომ ახლა 12 პუნქტის შესრულებაზე უნდა იმუშაოს და საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირს უფრო უნდა დაუახლოვდეს. „ჩვენ გვსურს ვიხილოთ უფრო მნიშვნელოვანი პროგრესი 12 პრიორიტეტში, კერძოდ, ახლა კანონში დეოლიგარქიზაციის შესახებ, მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ და ასევე დეპოლარიზაციის შესახებ. ევროკავშირში ახალი ქვეყნის გაწევრიანება ან მიღება ყოველთვის არის ბალანსი, ერთი მხრივ, ჩვენს წესებს შორის (ჩვენ გვაქვს წესები და გვაქვს სტანდარტები და ისინი დაფიქსირებულია), მეორე მხრივ კი ამას პრაგმატიზმი და გეოპოლიტიკური ინტერესი განსაზღვრავს. ჯერჯერობით, ევროკავშირის თითოეული გაფართოება წარმატებული იყო და ეს აღმოჩნდა დადებითი, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ახალი წევრებისთვის სტაბილურობის, კეთილდღეობის, განვითარებისა და მშვიდობის დაცვის თვალსაზრისით. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველო იყოს ისეთ სივრცეში, რომელიც არის ვაკუუმი და სადაც ძალები, რომლებიც არც ისე მეგობრულები არიან, ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოზე. ასე რომ, თუ ეს არის საქართველოს ინტერესი და მე მჯერა, რომ ეს ინტერესი არის ევროკავშირში გაწევრიანება, დეკემბერში ჩვენ წინ გვაქვს უზარმაზარი შესაძლებლობა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა და მან თქვა, გთხოვთ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. გთხოვთ, არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა. ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ. ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ ამ შანსის გამოყენებაში“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
პეტერ ფიშერი: არ ვიცი, რომელია „გლობალური ომის პარტია“, ნაგულისხმებია გერმანია? ევროკავშირია ნაგულისხმები? - ეს სისულელე იქნებოდა, ზოგიერთი განცხადება ანტიდასავლურია
არ ვიცი, რომელია „გლობალური ომის პარტია“, ნაგულისხმებია გერმანია? ევროკავშირია ნაგულისხმები? - ეს სისულელე იქნებოდა. ზოგიერთი განცხადება ანტიდასავლურია, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აცხადებს. ელჩი „საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის" სურვილის თაობაზე ნარატივს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დასავლეთის მიზანი არა ომის ესკალაცია, არამედ მისი დასრულებაა. „მე ამას ასე არ გამოვხატავდი. ჩვენ გვესმის ასეთი სახის განცხადებები, ზოგჯერ რაღაც „გლობალური ომის პარტიაზე“. არ ვიცი, ვინ არის „გლობალური ომის პარტია.“ ნაგულისხმებია გერმანია? ევროკავშირია ნაგულისხმები? მე ვკითხავდი იმ ადამიანებს, ვინც ასეთ განცხადებას აკეთებს. ეს ასე ვერ იქნება. ეს სისულელე იქნებოდა, რადგან ჩვენი მიზანი იყო ამ ომის თავიდან აცილება და როცა რუსეთის აგრესიის გამო ომი დაიწყო, ჩვენ ვცდილობდით მის შეზღუდვას და არა გაფართოებას. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის საქართველოს სისუსტეები და შეზღუდვები და პატივს ვცემთ მათ. ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ ზოგიერთი განცხადება ანტიდასავლურია და ეხება რაღაც „გლობალური ომის პარტიას“, „მეორე ფრონტს“ და იმას, რომ ვიღაც ცდილობს ამის მოწყობას. არ ვიცი ვის გულისხმობენ. არ მგონია, ეს იყოს დასავლეთი,“ - განაცხადა გერმანიის ელჩმა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში.
ჩინეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთს ეწვევა
ჩინეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთს ეწვევა. ვიზიტი 16-19 აპრილს შედგება. ჩინელი მაღალი თანამდებობის პირი რუს სამხედრო ოფიციალურ პირებს შეხვდება. ინფორმაცია ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინაში ომი შესაძლოა, რამდენიმე წელი გაგრძელდეს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ „ენბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ომი შესაძლოა, რამდენიმე წელი გაგრძელდეს. „ჩვენ ვერ ვივარაუდებთ ზუსტ თარიღს, როდის დასრულდება ომი. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას ფრონტის ხაზზე და ამის შესაბამისად ვმუშაობთ უკრაინის მხარდასაჭერად დასავლეთ ევროპის ქვეყნების პარტნიორებთან ერთად“, – აღნიშნა მორავიეცკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
რუსეთის დაშლის დრო დადგა - უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი
უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა, გენერალ-მაიორმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ დადგა დრო, რომ რუსეთი, როგორც ქვეყანა უნდა დაიშალოს. ამის შესახებ მან ამერიკულ ტელეარხ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. „საზღვრები შეიძლება, შეიცვალოს. ეს ხელოვნურად შექმნილი შეცდომაა და ახლა დადგა ამ ქვეყნის (რუსეთის - რედ.) დაშლის მომენტი", - განაცხადა კირილ ბუდანოვმა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის თქმით, უახლოეს მომავალში ყველა იხილავს რუსეთის ძალების წინააღმდეგ უკრაინის კონტრშეტევის შედეგებს. ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა მიიღო სარგებელი აშშ-ის დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის შედეგად. ბუდანოვმა დაადასტურა, რომ მალევე ესაუბრა თავის ამერიკელ კოლეგებს დოკუმენტების გაჟონვის შემდეგ.
რუსეთის თავმჯდომარეობა ადასტურებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭო აქტუალობას კარგავს - დანილოვი
რუსეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა ყოველგვარ ლოგიკას ეწინააღმდეგება, რაც აჩვენებს, რომ ორგანიზაციამ უკვე დაკარგა აქტუალობა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა. „ამ ინსტიტუტმა (გაეროს უშიშროების საბჭო - რედ.), რომელსაც ამჟამად რუსეთი ხელმძღვანელობს, თავისი ნორმებითა და წესებით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაფიქსირდა, უკვე დაკარგა აქტუალობა. ის აღარ არის ის გავლენიანი ორგანო, რომლის გადაწყვეტილებები სავალდებულოა. როცა აგრესორი, ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც ბავშვებს კლავს, თავმჯდომარეობს გაეროს უშიშროების საბჭოს, ეს ყველაფერი ზოგადად არანაირ ლოგიკას არ შეესაბამება რომ აღარაფერი ვთქვათ სამართლიანობაზე. სად არის მაშინ ეს სამართლიანობა?“, - განაცხადა დანილოვმა. რუსეთი ამ ერთი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობს საბჭოს.
საელჩო: ლიეტუველებს, ისევე, როგორც ქართველებს, კარგად ესმით კულტურის, თვითმყოფადობისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში მშობლიური ენის როლი
საქართველოში ლიეტუვის საელჩო ქართველ ხალხს დედაენის დღეს ულოცავს. საელჩო Facebook გვერდზე წერს, რომ ქართველებს კარგად ესმით ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში მშობლიური ენის უმნიშვნელოვანესი როლი. „საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო გილოცავთ ქართული ენის დღეს (დედაენის დღეს). ლიეტუველებს, ისევე, როგორც ქართველებს, წარმოადგენენ რა მცირერიცხოვან ერს, კარგად ესმით კულტურის, თვითმყოფადობისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში მშობლიური ენის უმნიშვნელოვანესი როლი. მოქალაქეების მონდომებასა და ყოველდღიურ ქმედებებს, მათ შორის, საკუთარი მშობლიური ენის გამოყენებისა და პატივისცემის კუთხით, ენის შენარჩუნებაში დიდი წვლილი მიუძღვით“, – წერს საელჩო.
თბილისში, სუპერმარკეტში მომხდარი თავდასხმის საქმეზე, ერთი პირი დააკავეს
თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ "სპარში", გუშინ, გვიან ღამით მომხდარი თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ახალგაზრდა კაცმა ჯერ მოლარე ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მაღაზიაში მყოფ მომხმარებლებს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
არ ვაპირებ ჩინეთისთვის რჩევის მიცემას - ბორელი რუსეთ-უკრაინის ომზე
ევროკავშირისთვის უკიდურესად რთული იქნება ნდობის შენარჩუნება, თუ ჩინეთი არ შეუწყობს ხელს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას ომის დასრულებისთვის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ჩინეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთს ეწვევა „არ ვაპირებ ჩინეთისთვის რჩევის მიცემას, რადგან პატივს ვცემ ჩინეთის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, თუმცა მეგობრულად მინდა, ვუთხრა, რომ ევროკავშირისთვის უკიდურესად რთული იქნება ნდობის შენარჩუნება, თუ ჩინეთი არ შეუწყობს ხელს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას ომის დასრულებისთვის“, – განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ბაიდენის ადმინისტრაციამ ალასკის პროექტიდან თხევადი გაზის ექსპორტი დაამტკიცა - Reuters
ბაიდენის ადმინისტრაციამ დაამტკიცა თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტი ალასკის LNG პროექტიდან, - იუწყება სააგენტო Reuters-ი. ენერგეტიკის დეპარტამენტმა დაამტკიცა Alaska Gasline Development Corp-ის (AGDC) პროექტი გაზის ექსპორტზე იმ ქვეყნებში, რომლებთანაც შეერთებულ შტატებს არ აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. დაახლოებით 39 მილიარდი დოლარის პროექტის მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ ის 2030 წლისთვის ამოქმედდება, თუ ყველა საჭირო ნებართვას მიიღებს. თხევადი გაზი ძირითადად აზიის ქვეყნებში იქნება ექსპორტირებული. პროექტს, რომლის ექსპორტი პირველად დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაამტკიცა, გარემოსდაცვითი ჯგუფები ეწინააღმდეგებოდნენ. ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩაატარა პროექტის გარემოსდაცვითი მიმოხილვა და დაასკვნა, რომ მას აქვს ეკონომიკური და საერთაშორისო უსაფრთხოების სარგებელი. ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, დაამტკიცოს აშშ-ის LNG-ის მეტი ექსპორტი, რადგან კონკურენციას უწევს რუსეთს, ტრადიციულად, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ენერგეტიკულ ექსპორტიორს. რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის სანქციების ზეწოლის ქვეშაა. ამ ფონზე შეერთებულმა შტატებმა გაზარდა LNG-ის ექსპორტი ევროპაში მას შემდეგ, რაც მოსკოვმა შეწყვიტა გაზის მიწოდება კონტინენტისთვის.
გადაადგილება მხოლოდ სურამსა და ვერტყვიჭალასთან არის შენელებული - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ამჟამად, მოძრაობა თავისუფალია და ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, გადაადგილება მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალას კვანძებთან არის შენელებული, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „რიკოთის მონაკვეთზე მონიტორინგის ჯგუფები 24-საათიან მკაცრ მონიტორინგს აგრძელებენ. ასევე, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 (ახალსოფლის კვანძი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი სპეციალური რეჟიმებით. მსუბუქი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირთო ავტომობილების (3500კგ>) მოძრაობა დასაშვებია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რევერსულად. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი-ხევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს. აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გერმანიის ლაბორატორიიდან მივიღეთ პასუხი, რომ მეტალების შემცველობა სისხლში ნორმის ქვემოთაა - ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე
"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიიდან მიიღეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილის მეტალების შემცველობა სისხლში ნორმის ქვემოთაა. "ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, განსაკუთრებული ცვლილება დინამიკაში ამ ბოლო პერიოდში არ მომხდარა. პაციენტი იმყოფება ძირითადად მაინც სიმპტომურ მკურნალობაზე, ჩვენი შეთავაზებული მკურნალობა, თუნდაც ცილოვანი დანამატები და ა.შ. ნაკლებად სრულდება. ჩვენ ყოველთვის ვაწარმოებთ კვლევის შედეგების მონიტორინგს პაციენტის დაავადების მიმდინარეობის დროს, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ყოველთვის ხდებოდა ლაბორატორიული მონაცემების გადამოწმება პერიოდულად, ეს პროტოკოლის შესაბამისად კეთდება. ჩვენ გაკეთებული გვქონდა აღნიშნული კვლევა მძიმე მეტალების შესახებ მაისის თვეში და მისი ძირითადი დაავადებიან გამომდინარე, ეს შედიოდა კვლევის პაკეტში, არა იმიტომ, რომ რაღაც ეჭვი იყო მიტანილი ინტოქსიკაციაზე და ასე შემდეგ, შედიოდა კვლევის პაკეტში და ამიტომ ეს კვლევა იყო შესრულებული. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდა ისევ გადამოწმება, ამას მოითხოვს პროტოკოლი რომ მოხდეს მონიტორინგი ლაბორატორიული კვლევის შედეგების და შესაბამისად, ჩვენ მიერ იქნა შესრულებული ეს კვლევა, გაიგზავნა გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში და მივიღეთ ჩვენ იქიდან დასკვნა შესაბამისი, რომ მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ აღენიშნება შემცველობა. ანუ აქ ინტოქსიკაციაზე არ ყოფილა საუბარი", - ამბობს ჩხაიძე. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.