ძებნის რეზულტატი:

პოლონეთმა თურქეთიდან Bayraktar-ის დრონები მიიღო

პოლონეთმა თურქეთიდან Bayraktar-ის უპილოტო საფრენი აპარატების მეორე პარტია მიიღო, განაცხადა პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა. „უფრო მეტი ბაირაქტარი პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს. დრონის ტესტირება წარმატებით დასრულდა. პირველი პარტია 2022 წლის ოქტომბერში მივიღეთ“, - დაწერა ბლაშჩაკმა Twitter-ზე. გასული წლის გაზაფხულზე პოლონეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თურქეთიდან 24 Bayraktar-ის უპილოტო საფრენი აპარატის შესყიდვის შესახებ. კონტრაქტის საერთო ღირებულება 270 მილიონი აშშ დოლარი იყო.  

ბლინკენი: აშშ-ის სადაზვერვო დოკუმენტების გაჟონვა არ ასახულა თანამშრომლობაზე პარტნიორებთან და მოკავშირეებთან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მკაცრად გასაიდუმლოებული სამხედრო დაზვერვის დოკუმენტების ინტერნეტში გაჟონვა არ ასახულა ვაშინგტონის თანამშრომლობაზე მის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან. „იმ საუბრებიდან გამომდინარე, რომლებიც მე მქონდა, არ მსმენია არაფერი ისეთი, რაც გავლენას მოახდენდა ჩვენს თანამშრომლობაზე მოკავშირეებთან და პარტნიორებთან“, - განაცხადა ბლინკენმა. ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში გამართულ პრესკოფერენციაზე ბლინკენმა აღნიშნა, რომ შტატებმა ამ საკითხზეც იმუშავა თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან. აშშ-ის საჰაერო დანაყოფის 21 წლის წევრი, რომელსაც ბრალად ედება მკაცრად გასაიდუმლოებული სამხედრო დაზვერვის მონაცემების გავრცელება, 13 აპრილს დააკავეს.  

შვედეთში ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

შვედეთის ქალაქ გოტენბურგის პოლიციამ ჯაშუშობის ბრალდებით დაააკავა რუსეთის მოქალაქე ქალი. რუსეთის მოქალაქე, რომლის სახელს არ აკონკრეტებენ, შვედეთის ენერგეტიკული კომპანია Preem-ი ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ობიექტზე დააკავეს. შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა (SAPO) დამატებითი დეტალები არ გაამჟღავნა. იმ დაწესებულებაში, სადაც დაკავება მოხდა, კომპანიამ განაცხადა, რომ ქალი დასაქმებული იყო მათ ერთ-ერთ ქვეკონტრაქტორთან.  

ბაიდენი: ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მჭიდრო კოორდინაციაშია ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამხედრო და სადაზვერვო სამსახურებს დაავალა, დამატებითი ზომები მიიღონ მგრძნობიარე ინფორმაციის დაცვის მიზნით. სადაზვერვო დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე ბაიდენის განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს. „ვიდრე ამ დოკუმენტების ნამდვილობა დადასტურდება, მე მივმართე ჩვენს სამხედრო და სადაზვერვო საზოგადოებას და მოვუწოდე მათ გადადგნა ნაბიჯები ამ სენსიტიური ინფორმაციის შემდგომი უსაფრთხოებისა და გავრცელების შესაზღუდად. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მჭიდრო კოორდინაციაშია ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან“, - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში. პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე ბრალიც ოფიციალურად წარუდგინეს 21 წლის ჯეკ ტეშეირას, რომელსაც საიდუმლო ინფორმაციისა და თავდაცვის მასალების არაავტორიზებულ შენახვას და გავრცელებას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება.  

ბაიდენმა სადაზვერვო სამსახურებს ზომების გაძლიერება დაავალა

აშშ-ის პრეზიდენტმა სადაზვერვო სამსახურებს დაავალა, დამატებითი ზომები მიიღონ მგრძნობიარე ინფორმაციის დაცვის მიზნით. თეთრი სახლი ეროვნული უსაფრთხოების ინფორმაციის გაჟონვის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებას ავრცელებს. ბაიდენი: ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მჭიდრო კოორდინაციაშია ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან „მე მივესალმები სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიღებულ სწრაფ ქმედებებს აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების ბოლოდროინდელი გავრცელების გამოძიებისა და რეაგირების მიზნით. სანამ ჩვენ ჯერ კიდევ განვსაზღვრავთ ამ დოკუმენტების ნამდვილობას, მივმართე ჩვენს სამხედრო და სადაზვერვო საზოგადოებას, გადაედგათ ნაბიჯები სენსიტიური ინფორმაციის შემდგომი უსაფრთხოებისა და გავრცელების შესაზღუდად და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მჭიდრო კოორდინაციაშია ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან“, - ნათქვამია განცხადებაში. პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე ბრალიც ოფიციალურად წარუდგინეს 21 წლის ჯეკ ტეშეირას, რომელსაც საიდუმლო ინფორმაციისა და თავდაცვის მასალების არაავტორიზებულ შენახვას და გავრცელებას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება.  

ჩინეთში ფრინველის გრიპს პირველი ადამიანი ემსხვერპლა

 ჯანმო-მ გამოაცხადა, რომ ჩინეთში ქალი გარდაიცვალა H3N8 გრიპით, ანუ ფრინველის გრიპის ქვეტიპით. ამ დროისთვის ვირუსით სამი ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირების ყველა შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთში. ინფიცირების პირველი შემთხვევა გასულ წელს დაფიქსირდა, 2022 წლის აპრილში, ოთხი წლის ბიჭი ჰენანის პროვინციიდან H3N8 ვირუსით დაინფიცირდა.  

თბილისში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცლებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ასაკოვანი ქალია, რომელიც ხანძრის გაჩენისას სახლში მარტო იმყოფებოდა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.  

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, სიკვდილი დათრგუნა და ტყვენი გაათავისუფლა“ (წმ. იოანე ოქროპირი)ქრისტე აღდგა! დგება ჟამი ახალი პასექისა! დღეს ზეიმობს ცა და მიწა, ხილული და უხილავი სამყარო; რა თქმა უნდა, ვზეიმობთ ჩვენც, რადგან ამ სასწაულით დასრულდა ამქვეყნად მაცხოვრის ღმერთკაცობრივი, გონებისთვის მიუწვდომელი ღვაწლი, ჩვენი ხსნისათვის გაღებული. ამპარტავნების გამო აკრძალული ხისკენ ადამის გაწვდილი ხელის ნაცვლად, მწყემსი კეთილი საკუთარ ხელს იწვდის ჯვარზე მისამსჭვალად, განდიდების ნაცვლად თავზე ეკლიან გვირგვინს იდგამს და ჩვენი ცხონების სანაცვლოდ, თავის სიცოცხლეს სწირავს. ამ საოცარმა მსხვერპლმა სიკვდილისა და ჯოჯოხეთის საკვრელთაგან იხსნა ძველი აღთქმის მართალთა სულნი, ადამიდან და ევადან ვიდრე ქრისტეს აღდგომამდე შესვენებულნი და ცათა სასუფევლი დაუმკვიდრა მათ. აღდგომის შემდეგ კი, სასუფევლის კარი ღიაა ყველა ქრისტიანისთვის, რომელნიც სულით და ხორცით განწმენდილნი წარდგებიან ღვთის წინაშე. ასეთ ადამიანთა სულებს ჯოჯოხეთი უკვე ვეღარ ეხება და გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ ისინი უფლის სავანეთა შინა განისვენებენ. ამ სიხარულს ათასწლეულთა მანძილზე ელოდნენ თაობები. უფალი მოვიდა, რომ წინაძღვრად ექცეს ჩვენს აზრს, გრძნობას, მოქმედებას, სულისა და გულის წადილს; რომ დაგვეხმაროს, შემოვბრუნდეთ და გამოვასწოროთ ჩვენი დაცემული ბუნების ნაკლოვანებანი; სულიერად გავიმართოთ და ჩვენი ცხოვრება მარადიულად მოზეიმე ზეცისკენ მიმავალი გზის დასაწყისად ვაქციოთ.რა თქმა უნდა, ჩვენს სულსა და სხეულში ფესვგადგმული ცოდვისაგან თავის დახსნა ჭირს, რადგან ეშმაკი ათასნაირ მახეს უგებს მორწმუნეთ, რომ ღვთის გზა დაავიწყოს. ამიტომაც, ყველა ქრისტესმოყვარეს აუცილებლად ეკლიანი და ვიწრო ბილიკის გავლა მოუწევს და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ. დრო ისედაც დამძიმდა, მაგრამ არ შედრკეთ! მთავარია, ნებისმიერი ვითარებიდან სწორი დასკვნა გამოვიტანოთ, ღმერთს არ განვეშოროთ და მუდამ გვახსოვდეს მისი სიტყვები: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, შენი მარჯვენის განმამტკიცებელი, მთქმელი შენდა მომართ: ნუ გეშინია, მე შეგეწევი“ (ეს.41.13); გვახსოვდეს და გჯეროდეს ისიც, რომ ბოლოს მაინც „უფლის მორწმუნეთ ყოველივე კეთილად წარემართებათ.“ უფალი ყველას სიყვარულით ელის თავისთან, განსაკუთრებით – მონანულ ცოდვილთ, თუნდაც რომ მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი იყვნენ ისინი და ზეცისკენ მიმავალ აღმართზე შედგომასა და თანადგომას სთავაზობს მათ. ასე რომ, წუთისოფლის ყოველი დღე მორწმუნეთათვის სულიერ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ბრძოლის ასპარეზია. ამ ბრძოლაში გამარჯვება გვმართებს. ხსნის გზა გაკვალულია, მის გასავლელად კი ყველას პიროვნულად ჩვენი შრომა გვაქვს გასაწევი. „სასუფეველი ცათა იძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი“ (მთ. 11, 12), – გვასწავლის მაცხოვარი; ანუ ცათა სასუფეველი დიდი ძალისხმევით მოიპოვება და ვინც ამ ღვაწლს გასწევს, ის დაიმკვიდრებს მასში ადგილს. *****როგორც აღვნიშნეთ, მაცხოვრის აღდგომის შემდეგ ძველი და ახალი აღთქმის მართალთა სულნი ღვთის საუფლოს მკვიდრნი გახდნენ და ხდებიან, მაგრამ მხოლოდ სულით მყოფობა ცათა შინა ჩვენთვის არ არის სრულყოფილი მდგომარეობა. მაცხოვრის გამომხსნელობითი ღვაწლით სული თავის უხრწნელ სხეულს აუცილებლად შეიმოსავს და როგორც ჯვარცმით მართალთა სულნი ერთიანად დახსნილ იყვნენ ჯოჯოხეთის ტყვეობისაგან და ზეციურ დიდებაში გადაინაცვლეს, ასევე ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ მოხდება მკვდართა საყოველთაო აღდგომა. „მოისმენენ საფლავში მყოფნი ღვთის ძის ხმას და გამოვლენ სიკეთის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომაში, ხოლო უკეთურებათა მოქმედნი სასჯელის აღდგომაში“ (ინ.5:28-29). გარდაცვლილ მართალთა ხვედრზე კი ასე წერს წმინდა წერილი: ,,ითესება ხრწნილებაში და აღდგება უხრწნელებაში, ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებაში, ითესება უპატიობაში, აღდგება დიდებაში, ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული“ (1კორ. 15:42-44)და მაინც, რა არის ამის საფუძველი? იესო ქრისტეს მიწიერი მყოფობა, ჯვარცმამდეც და ჯვარცმის შემდეგ ამაღლებამდეც, ნებისმიერი დროის მორწმუნე ქრისტიანისთვის ცხოვრებისა და აზროვნების წესის განმსაზღვრელია და ,,თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, ასევე ღმერთი მათაც (მართლებს), რომელნიც დაძინებულნი (გარდაცვლილნი) არიან, თავისთან მიიყვანს იესოს მიერ“ (1თეს. 4:14), ე.ი სასუფევლისათვის აღადგენს სხეულებრივად. როგორც აღვნიშნეთ, ეს დღე ყველა მიცვალებულისათვის მეორედ მოსვლის შემდეგ დადგება, მაცხოვარმა კი აღდგომისთანავე უხრწნელი სულიერი სხეული შეიმოსა და გახდა პირმშო შესვენებულთა (გამოცხ. 1,5). წმინდა სახარება ბრძანებს რომ, იესო ქრისტე ასეთი სახით ორმოცი დღის მანძილზე ეცხადებოდა მენელსაცხებლე დედებს, თავის მოწაფეებს, გამოეცხადა ხუთასზე მეტ ადამიანსაც… თავდაპირველად ვერც დედები და ვერც მოწაფენი ვერ იჯერებდნენ, რომ იგი აღდგა და ცოცხალია, რადგან აწ უკვე უხრწნელი, უკვდავი და უვნებო მისი სხეული სახეცვლილი იყო. მაგრამ ამ დღეების მანძილზე მათ მიეცათ მტკიცე რწმენა და ცოდნა ცათა სასუფევლში სულიერი სხეულით შემოსილ რჩეულთა მომავალი მყოფობის შესახებ, რომელთაც მაცხოვრის მსგავსი უხრწნელი სხეული ექნებოდათ და გააცნობიერეს საბოლოო და უმთავრესი მიზანი ღვთის განკაცებისა, – სრულყოფილი სახით, სულისა და უხრწნელი სხეულის ერთობით, – მარადიული სიცოცხლისა და სიხარულის მინიჭება ადამიანისთვის, ანუ აღდგენა მისთვის იმ მდგომარეობისა, რისთვისაც და როგორადაც იგი შეიქმნა. ამიტომაც, როდესაც მოწაფეებმა ცად ამაღლებული იესო ქრისტე იხილეს, სიხარულით აღვსილნი დაბრუნდნენ იერუსალიმში. თუ მათ ჯვარცმისას უფალი მიატოვეს და ძრწოდნენ ქვეყნის მთავართა და მღვდელმთავართა შიშით, ახლა განძლიერდნენ; სულთმოფენობის შემდეგ კი დიდ საიდუმლოებებს ზიარებულნი იმდენად განმტკიცდნენ, რომ მზად იყვნენ ყველგან და ყველას წინაშე დაუბრკოლებლად დაემოწმებინათ უფლის სწავლება და თავი დაედოთ მისთვის. ეს რწმენა მოციქულებმა მთელ მსოფლიოს მოჰფინეს. ყოველივე ეს საფუძველია მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის. იგი განაპირობებს ჩვენს მრწამსსაც და, მეორედ მოსვლის შემდეგ, ყველას სხეულებრივი აღდგომის გარდაუვალობასაც; ამიტომაც ბრძანებს მოციქული: თუ მიგაჩნიათ, „რომ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. მაშ ფუჭი ყოფილა ჩვენი რწმენა“ (1კორ. 15:16-17), ხოლო ვისაც სჯერა აღდგომის, ყველას გვმართებს ზრუნვა, როგორც სულის, ისე სხეულის სიწმინდისათვის, რათა ჩვენზეც აღსრულდეს იესოს ნათქვამი: „ვისაც მე ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამა ჩემი შეიყვარებს მას, და მივალთ და მასთან დავივანებთ“ (ინ.14.23). ზემოაღნიშნულზე კიდევ ერთხელ იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ხშირად ჩვენთან გადამეტებულად და უნუგეშოდ იციან გლოვა და მწუხარება.მართალია, ახლობელთან განშორება ძალიან დიდი ტკივილია, მაგრამ თუ მორწმუნენი ვართ, უნდა გვჯეროდეს, რომ სიკვდილი იძლია მაცხოვრის მიერ, რომ გარდაცვლილ ახლობელთა სულები ცოცხლები არიან, უფრო მეტად ცოცხლები, ვიდრე ჩვენ ვართ. ჩვენ კი მათთვის, პირველ რიგში, სულიერი ზრუნვა გვმართებს, რაც ლოცვაში და მათ სახელზე სიკეთეთა ქმნაში გამოიხატება, რათა საყოველთაო განკითხვის ჟამს, ჩვენი ეს ქველმოქმედება მათ მიეთვალოთ. ამასთან, ამგვარი ღვაწლი ამქვეყნად სიკეთედ შეგვერაცხება და ჩვენს მომავალ ცხოვრებასაც შეეწევა. *****სამწუხაროდ, ადრეც და, მით უმეტეს, ჩვენს დროშიც მრავლად არიან ადამიანები, რომელთაც ათეისტური აზროვნება აქვთ და მიაჩნიათ, რომ ღმერთი არ არსებობს, არ არსებობს არც ქრისტეს აღდგომა და არც საუკუნო ცხოვრება. მათი აზრით, ჩვენს გონებას დღეს თუ არა ხვალ შეუძლია ყველა კითხვას გასცეს პასუხი და ჩაანაცვლოს ღვთის ყოვლისშემძლეობაც. რა თქმა უნდა, იყვნენ და არიან ათეისტი მეცნიერებიც, რომლებიც ვერ ხედავენ სამყაროში შემოქმედის ნაკვალევს. ასეთ სულისკვეთებას ხელს უწყობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების არნახული წარმატებები და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენს დროში; მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მრავალ უდიდეს მკვლევარს სწორედ მეცნიერულმა აღმოჩენებმა დაანახა კავშირი ქმნილებასა და ღმერთს შორის, დაანახა რომ სამყარო არ შეიძლება იყოს შემთხვევითობის შედეგი.მათი საერთო განწყობის გამომხატველია დიდი გერმანელი ფიზიკოსის, კვანტური ფიზიკის ფუძემდებლის, ვერნერ ჰაიზენბერგის სიტყვები: „მეცნიერების სასმისის პირველმა ყლუპმა შესაძლოა ათეიზმს გაზიაროს, მაგრამ სასმისის ბოლოს აუცილებლად ღმერთი გელოდება“. ბუნება სიბრძნის მშვენიერების, გონიერების ღვთაებრივი წიგნია, რომლის მართვა უფლისმიერი გონით ხდება და ეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა.დედამიწაზეც და კოსმოსშიც მოქმედებს დიდი კანონები და კანონზომიერებანი, რომლებიც ადამიანს არ დაუწესებია და ეს წესრიგი ჩვენი ნებისა და აზროვნების გარეშე არსებობს; ჩვენ კი მხოლოდ მათი შეცნობა შეგვიძლია და – ისიც ნაწილობრივ. მინდა, გაგახსენოთ იერუსალიმში დიდებით შესვლისას მაცხოვრის სიტყვები: „ესენი (ადამიანები) რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს“ (ლკ. 19,40). და მართლაც, როდესაც ჯვარცმისას თითქმის ყველა განუდგა იესოს, უტყვმა ბუნებამ „ღაღადებით“ ამცნო დიდება ღვთისა, – შეიძრა მიწა, დაბნელდა მზე, თავიდან ბოლომდე დაირღვა ტაძრის კრეტსაბმელი… რის ხილვამაც ყველა გააოგნა. ბუნება კვლავაც „ღაღადებს,“მთავარია, სმენის უნარი გვქონდეს და ვაღიაროთ, რომ ვერანაირი მატერია ვერ გახდება ცოცხალი თავისით, მითუმეტეს, სიცოცხლის გადამცემი შთამომავლობაში, და რომ მხოლოდ სიცოცხლე შობს სიცოცხლეს, რომლის საწყისიც არის მასში, ვინც არის სათავე მარადიული სიცოცხლისა და თავად სიცოცხლე. „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (ინ.14.6), – ბრძანებს მაცხოვარი. *****ქრისტიანული ცხოვრება, პირველ რიგში, გულისხმობს, მართებული წარმოდგენა გვქონდეს, თუ როგორ გამოვიყენოთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საჩუქარი, – თავისუფალი ნება, ანუ ჩვენი თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ნებისმიერ სიტუაციაში. თავისუფლება ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ძალმომრეობით და მის დასაბრუნებლად, ბუნებრივია, უნდა იზრუნოს; მაგრამ შესაძლოა ადამიანმა თავისუფლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით და სულიერ მონობაში აღმოჩნდეს. სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოების ნაწილი სწორედ ამ მდგომარეობაშია და თავისუფლებას მიიჩნევს ყველაფრის უფლებად, რაც მორწმუნე ადამიანისათვის კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფრის უფლების დამკვიდრება ხდება ზნეობრიობის უგულებელყოფით და ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობის დაკარგვით; მისი შინა-არსის სრული სახეცვლილებითა და გაუკუღმართებით; ამიტომაცაა, რომ თავისუფლების, სიყვარულის, ადამიანის ღირსების…. შესახებ ყველა საუბრობს, მაგრამ დღეს უკვე რადიკალურად განსხვავებული მნიშვნელობით. ჩვენთვის თავისუფლება ნიშნავს საკუთარი თავის შეცნობას, სრულყოფისაკენ სწრაფვას, ჩვენი სულის სიღრმეში ღვთის ხატად შექმნილი ჩვენი დაფარული „მე“-ს პოვნას. თავისუფლება სწორედ ამ რეალურ „მე“-მდე მიღწევა და მისი აღმოჩენაა, ცოდვითი ცხოვრებისგან განშორება და არასწორი წარმოდგენებისგან თავის დახსნაა.მოციქული გვეუბნება: „ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია“ (1 კორ. 6:12). იგივე მოციქული სხვაგან ბრძანებს: „ხოლო თქვენ, თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ ( გალ. 5:13-14) ამ სიტყვებით კარგად ჩანს, რომ ჭეშმარიტად თავისუფალი პიროვნება თავისუფალია ეგოიზმისგან და მისი ცხოვრება სიყვარულზე, ზნეობასა და სათნოებაზეა დამყარებული. ასეთ ადამიანთა სიმრავლე ქვეყნის სიძლიერეა. ჩვენს საზოგადოებაში კი ქვეყანაზე ზრუნვის მოტივით, სამწუხაროდ, მრავალი მხრიდან აქვს ადგილი კატეგორიულ აზროვნებას და მძლავრობს აგრესიული მეტყველება, რაც მოსახლეობაში მკვეთრ პოლარიზებას იწვევს. ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენად საშიშია ასეთი დამოკიდებულება სიტყვასთან. სიტყვა ენერგიაა, დადებითი ან უარყოფითი, და თანაც ძალიან ძლიერი, რომელიც თავის გავლენას, პირველ რიგში, მათზე ახდენს, ვისგანაც იგი წარმოითქმის, შემდეგ კი აისახება სხვებზე და საერთოდ გარემოზე; წმ. პატრიარქი ამბროსი ხელაია მოგვიწოდებს: „თუ დავუდებთ ჩვენს თავისუფლებას საფუძვლად ქრისტეს ზნეობრივ სწავლას და მისი იდეალების ცხოვრებაში განხორციელებას, მაშინ და მხოლოდ მაშინ, შეგვიძლია ვიყოთ სასარგებლო წევრნი სახელმწიფოსი.“ *****ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში, ფეთქებადსაშიშ დროში, როდესაც ბირთვული კატასტროფის საფრთხე რეალურია; ამიტომაც განსაკუთრებით ვფიქრობთ მშვიდობაზე, რომელიც არის ძვირფასი საღვთო ძღვენი. „ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ ისინი ძედ ღვთისად იწოდნენ,“- გვასწავლის უფალი და ჩვენ, როგორც იესო ქრისტეს მიმდევრებს, გვაქვს ვალდებულება, სიტყვით, საქმით, მოქმედებით ვიღვაწოთ მშვიდობისათვის; მშვიდობით ვემსახუროთ ერთმანეთს და სამშობლოს. მხოლოდ მშვიდობიანობის დროს არის შესაძლებელი ნათლად გავაცნობიეროთ ჩვენი დანიშნულება და ღვთივმომადლებული უნარი წარმოვაჩინოთ; ხოლო იმ გარემოში, სადაც ადგილი აქვს მტრობას, ძალადობას, უსამართლობას, – მშვიდობა ვერ დაივანებს. ომი კი მშვიდობის საპირწონე, უკიდურესი ბოროტებაა, უფლის მცნებათა დარღვევაა და მრავალთა სიცოცხლის ხელყოფა. საუკუნეთა მანძილზე ჩვენი ქვეყანა მტერთა შემოსევებს იგერიებდა და მშვიდობა მუდამ სანუკვარი გვქონდა. დღესაც ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის და, ძალისამებრ ჩვენისა გვმართებს, ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის, ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისათვის, ჩვენს ძმებთან, – აფხაზებთან და ოსებთან, მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძვლის შექმნისთვის. შევთხოვ უფალს, მოწყალე თვალით მოხედოს საქართველოს და დიდ ჭირთა და განსაცდელთაგან გვიხსნას. ვკადნიერდები და ასევე ვთხოვ ტკბილ იესოს, როგორც აკურთხა მან მშვიდობით აღდგომის შემდეგ მოციქულები, უკრაინა და მთელი მსოფლიო ღირს-ყოს მიმართვისა: „მშვიდობა თქვენდა!“ ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, მაშ, ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ვიქადოდეთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით. ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და შევიმოსოთ მისი ძლიერებით. ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით, გვქონდეს სასოება ღმერთთან ერთობისა და ნუ იქნება ფუჭი ჩვენი რწმენა. ქრისტე აღდგა! ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, რომელსა შვენის პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე. ამინ! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი, ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თბილისი, აღდგომა ქრისტესი2023 წ.

ქრისტიანული ცხოვრება, პირველ რიგში, გულისხმობს, მართებული წარმოდგენა გვქონდეს, როგორ გამოვიყენოთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საჩუქარი – თავისუფალი ნება - პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

ქრისტიანული ცხოვრება, პირველ რიგში, გულისხმობს, მართებული წარმოდგენა გვქონდეს, თუ როგორ გამოვიყენოთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საჩუქარი, – თავისუფალი ნება, ანუ ჩვენი თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ნებისმიერ სიტუაციაში. ამის შესახებ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია საუბარი. ეპისტოლეს თანახმად: თავისუფლება ადამიანმა შეიძლება, დაკარგოს ძალმომრეობით და მის დასაბრუნებლად, ბუნებრივია, უნდა იზრუნოს; მაგრამ შესაძლოა, ადამიანმა თავისუფლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით და სულიერ მონობაში აღმოჩნდეს. სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოების ნაწილი სწორედ ამ მდგომარეობაშია და თავისუფლებას მიიჩნევს ყველაფრის უფლებად, რაც მორწმუნე ადამიანისათვის კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფრის უფლების დამკვიდრება ხდება ზნეობრიობის უგულებელყოფით და ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობის დაკარგვით; მისი შინა-არსის სრული სახეცვლილებითა და გაუკუღმართებით; ამიტომაცაა, რომ თავისუფლების, სიყვარულის, ადამიანის ღირსების…. შესახებ ყველა საუბრობს, მაგრამ დღეს უკვე რადიკალურად განსხვავებული მნიშვნელობით. ჩვენთვის თავისუფლება ნიშნავს საკუთარი თავის შეცნობას, სრულყოფისაკენ სწრაფვას, ჩვენი სულის სიღრმეში ღვთის ხატად შექმნილი ჩვენი დაფარული „მე“-ს პოვნას. თავისუფლება სწორედ ამ რეალურ „მე“-მდე მიღწევა და მისი აღმოჩენაა, ცოდვითი ცხოვრებისგან განშორება და არასწორი წარმოდგენებისგან თავის დახსნაა.მოციქული გვეუბნება: „ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია“ (1 კორ. 6:12). იგივე მოციქული სხვაგან ბრძანებს: „ხოლო თქვენ, თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ ( გალ. 5:13-14) ამ სიტყვებით კარგად ჩანს, რომ ჭეშმარიტად თავისუფალი პიროვნება თავისუფალია ეგოიზმისგან და მისი ცხოვრება სიყვარულზე, ზნეობასა და სათნოებაზეა დამყარებული. ასეთ ადამიანთა სიმრავლე ქვეყნის სიძლიერეა. ჩვენს საზოგადოებაში კი ქვეყანაზე ზრუნვის მოტივით, სამწუხაროდ, მრავალი მხრიდან აქვს ადგილი კატეგორიულ აზროვნებას და მძლავრობს აგრესიული მეტყველება, რაც მოსახლეობაში მკვეთრ პოლარიზებას იწვევს. ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენად საშიშია ასეთი დამოკიდებულება სიტყვასთან. სიტყვა ენერგიაა, დადებითი ან უარყოფითი, და თანაც ძალიან ძლიერი, რომელიც თავის გავლენას, პირველ რიგში, მათზე ახდენს, ვისგანაც იგი წარმოითქმის, შემდეგ კი აისახება სხვებზე და საერთოდ გარემოზე; წმ. პატრიარქი ამბროსი ხელაია მოგვიწოდებს: „თუ დავუდებთ ჩვენს თავისუფლებას საფუძვლად ქრისტეს ზნეობრივ სწავლას და მისი იდეალების ცხოვრებაში განხორციელებას, მაშინ და მხოლოდ მაშინ, შეგვიძლია ვიყოთ სასარგებლო წევრნი სახელმწიფოსი.“

ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის, ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის - პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

„საუკუნეთა მანძილზე ჩვენი ქვეყანა მტერთა შემოსევებს იგერიებდა და მშვიდობა მუდამ სანუკვარი გვქონდა. დღესაც ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის და, ძალისამებრ ჩვენისა გვმართებს, ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის, ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისათვის, ჩვენს ძმებთან, – აფხაზებთან და ოსებთან, მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძვლის შექმნისთვის“, - ამის შესახებ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია საუბარი. „შევთხოვ უფალს, მოწყალე თვალით მოხედოს საქართველოს და დიდ ჭირთა და განსაცდელთაგან გვიხსნას. ვკადნიერდები და ასევე ვთხოვ ტკბილ იესოს, როგორც აკურთხა მან მშვიდობით აღდგომის შემდეგ მოციქულები, უკრაინა და მთელი მსოფლიო ღირს-ყოს მიმართვისა: „მშვიდობა თქვენდა!“ ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, მაშ, ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ვიქადოდეთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით. ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და შევიმოსოთ მისი ძლიერებით. ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით, გვქონდეს სასოება ღმერთთან ერთობისა და ნუ იქნება ფუჭი ჩვენი რწმენა. ქრისტე აღდგა! ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, რომელსა შვენის პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე“.  

ომი კი მშვიდობის საპირწონე, უკიდურესი ბოროტებაა, უფლის მცნებათა დარღვევაა და მრავალთა სიცოცხლის ხელყოფა - პატრიარქი

მხოლოდ მშვიდობიანობის დროს არის შესაძლებელი ნათლად გავაცნობიეროთ ჩვენი დანიშნულება და ღვთივმომადლებული უნარი წარმოვაჩინოთ; ხოლო იმ გარემოში, სადაც ადგილი აქვს მტრობას, ძალადობას, უსამართლობას, – მშვიდობა ვერ დაივანებს. ამის შესახებ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია საუბარი ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ ისინი ძედ ღვთისად იწოდნენ,“- გვასწავლის უფალი და ჩვენ, როგორც იესო ქრისტეს მიმდევრებს, გვაქვს ვალდებულება, სიტყვით, საქმით, მოქმედებით ვიღვაწოთ მშვიდობისათვის; მშვიდობით ვემსახუროთ ერთმანეთს და სამშობლოს. მხოლოდ მშვიდობიანობის დროს არის შესაძლებელი ნათლად გავაცნობიეროთ ჩვენი დანიშნულება და ღვთივმომადლებული უნარი წარმოვაჩინოთ; ხოლო იმ გარემოში, სადაც ადგილი აქვს მტრობას, ძალადობას, უსამართლობას, – მშვიდობა ვერ დაივანებს. ომი კი მშვიდობის საპირწონე, უკიდურესი ბოროტებაა, უფლის მცნებათა დარღვევაა და მრავალთა სიცოცხლის ხელყოფა. საუკუნეთა მანძილზე ჩვენი ქვეყანა მტერთა შემოსევებს იგერიებდა და მშვიდობა მუდამ სანუკვარი გვქონდა. დღესაც ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის და, ძალისამებრ ჩვენისა გვმართებს, ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის, ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისათვის, ჩვენს ძმებთან, – აფხაზებთან და ოსებთან, მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძვლის შექმნისთვის. შევთხოვ უფალს, მოწყალე თვალით მოხედოს საქართველოს და დიდ ჭირთა და განსაცდელთაგან გვიხსნას. ვკადნიერდები და ასევე ვთხოვ ტკბილ იესოს, როგორც აკურთხა მან მშვიდობით აღდგომის შემდეგ მოციქულები, უკრაინა და მთელი მსოფლიო ღირს-ყოს მიმართვისა: „მშვიდობა თქვენდა!“ ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, მაშ, ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ვიქადოდეთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით. ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და შევიმოსოთ მისი ძლიერებით. ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით, გვქონდეს სასოება ღმერთთან ერთობისა და ნუ იქნება ფუჭი ჩვენი რწმენა. ქრისტე აღდგა! ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, რომელსა შვენის პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე. ამინ! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი, ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თბილისი, აღდგომა ქრისტესი2023 წ.  

ფინეთმა ევროპაში უდიდესი ბირთვული რეაქტორი აამუშავა

ფინეთში ექსპუატაციაში შევიდა ევროპაში უდიდესი ბირთვული რეაქტორი Olkiluoto 3-ის (OL3). რეაქტორის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო. თავდაპირველად მისი ამუშავება 2009 წელს იგეგმებოდა, თუმცა, ამ თარიღმა ტექნიკური სირთულეების გამო რამდენჯერმე გადაიწია. ის ქვეყნის ელექტროენერგიის საჭოროების 14%-ს დაფარავს. წლის განმავლობაში რეაქტორი 12 ტერავატ საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც საკმარისი იქნება, მაგალითად, 5.2 მილიონი ბინის გასათბობად. რეაქტორის სიმძლავრე 1600 გიგავატს შეადგენს. ფინელი ენერგეტიკოსები იმედოვნებენ, რომ რეაქტორის ამოქმედება ფინეთში ელექტროენერგიაზე ფასს დაწევს და შეამცირებს მეზობელი ქვეყნებიდან, ნორვეგიიდან და შვედეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის წილს. მოელიან, რომ რეაქტორის ამუშავება ასევე გააუმჯობესებს ფინეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, რუსეთის მხრიდან ენერგიის მიწოდების შეწყვეტის ფონზე. რეაქტორის ამუშავება სრულად დაფარავს დეფიციტს, რომელიც წარმოიქმნა რუსეთიდან ფინეთში ელექტროენერგიის იმპორტის შეჩერების შემდეგ. 2022 წლის მაისში რუსეთის სახელმწიფო კომპანიამ „ინტერ რაომ“ შეწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება ფინეთისთვის, რადგან რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, ფინეთმა შეაჩერა იმპორტის საფასურის გადახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული გზა ყველაზე იაფია ენერგიის გენერირებისთვის, ევროპაში ატომური ენერგეტიკის საკითხი კამათის საგნად რჩება, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო. 15 აპრილს გერმანიამ ქვეყანაში მოქმედი უკანასკნელი ელექტროსადგური დახურა.  

ბირთვული კატასტროფის საფრთხე რეალურია, ამიტომაც განსაკუთრებით ვფიქრობთ მშვიდობაზე - პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში, ფეთქებადსაშიშ დროში, როდესაც ბირთვული კატასტროფის საფრთხე რეალურია; ამიტომაც განსაკუთრებით ვფიქრობთ მშვიდობაზე, რომელიც არის ძვირფასი საღვთო ძღვენი. ამის შესახებ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია საუბარი. „ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ ისინი ძედ ღვთისად იწოდნენ,“- გვასწავლის უფალი და ჩვენ, როგორც იესო ქრისტეს მიმდევრებს, გვაქვს ვალდებულება, სიტყვით, საქმით, მოქმედებით ვიღვაწოთ მშვიდობისათვის; მშვიდობით ვემსახუროთ ერთმანეთს და სამშობლოს. მხოლოდ მშვიდობიანობის დროს არის შესაძლებელი ნათლად გავაცნობიეროთ ჩვენი დანიშნულება და ღვთივმომადლებული უნარი წარმოვაჩინოთ; ხოლო იმ გარემოში, სადაც ადგილი აქვს მტრობას, ძალადობას, უსამართლობას, – მშვიდობა ვერ დაივანებს. ომი კი მშვიდობის საპირწონე, უკიდურესი ბოროტებაა, უფლის მცნებათა დარღვევაა და მრავალთა სიცოცხლის ხელყოფა. საუკუნეთა მანძილზე ჩვენი ქვეყანა მტერთა შემოსევებს იგერიებდა და მშვიდობა მუდამ სანუკვარი გვქონდა. დღესაც ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის და, ძალისამებრ ჩვენისა გვმართებს, ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის, ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისათვის, ჩვენს ძმებთან, – აფხაზებთან და ოსებთან, მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძვლის შექმნისთვის. შევთხოვ უფალს, მოწყალე თვალით მოხედოს საქართველოს და დიდ ჭირთა და განსაცდელთაგან გვიხსნას. ვკადნიერდები და ასევე ვთხოვ ტკბილ იესოს, როგორც აკურთხა მან მშვიდობით აღდგომის შემდეგ მოციქულები, უკრაინა და მთელი მსოფლიო ღირს-ყოს მიმართვისა: „მშვიდობა თქვენდა!“ ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, მაშ, ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ვიქადოდეთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით. ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და შევიმოსოთ მისი ძლიერებით. ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით, გვქონდეს სასოება ღმერთთან ერთობისა და ნუ იქნება ფუჭი ჩვენი რწმენა. ქრისტე აღდგა! ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, რომელსა შვენის პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე. ამინ! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი, ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თბილისი, აღდგომა ქრისტესი2023 წ.

ჩრდილოეთ კორეის ხომალდის მიერ საზღვრის გადაკვეთას სამხრეთისგან გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა - Reuters

სამხრეთ კორეამ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეის გემმა საზღვაო საზღვარი გადაკვეთა, განაცხადეს სამხრეთ კორეის სამხედროებმა კვირას, ინციდენტიდან ერთი დღის შემდეგ, რამაც კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა ჩრდილოეთის მიერ რაკეტების გამოცდის გამო. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „ჩვენი სამხედროები ინარჩუნებენ გადამწყვეტ საბრძოლო პოზიციებს, აკონტროლებენ მტრის მოძრაობას, პოტენციური პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით”, - ნათქვამია JCS-ის განცხადებაში კვირას. სამხრეთ კორეის საჰაერო ძალებმა კვირას განაცხადეს, რომ ორშაბათიდან 28 აპრილამდე აშშ-ის საჰაერო ძალებთან და საზღვაო ქვეითებთან ერთად ატარებენ კომბინირებულ წვრთნებს. წვრთნები მობილიზდება 110 თვითმფრინავით, მათ შორის სამხრეთ კორეის F-35 და F-15 გამანადგურებლები და ამერიკული F-16 თვითმფრინავები და KC-135 საჰაერო საწვავის ტანკერები, ისევე როგორც 1,400 ჯარისკაცი ორივე მხრიდან.  

უკრაინა აღდგომას გამარჯვების ურყევი რწმენით აღნიშნავს - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინაში ომის დაწყებიდან 417-ე დღეს, აღდგომას გამარჯვების ურყევი რწმენით აღნიშნავს. შესაბამისი შინაარსის განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა. „დღეს აღდგომის დღესასწაულს ჩვენი გამარჯვების ურყევი რწმენით აღვნიშნავთ. ჩვენ უკვე დიდი გზა გავიარეთ. ალბათ ყველაზე რთული მწვერვალები წინ გველის, თუმცა ამასაც დავძლევთ. და ერთად შევხვდებით ჩვენს გარიჟრაჟს, როცა მზე ამოვა მთელ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ლურჯი და ყვითელი დროშა. ის აუცილებლად აღიმართება ჩვენს ღვთისგან ბოძებულ მიწაზე, ეშმაკების მიერ დროებით ოკუპირებულ ყველა ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ "მზე გამოანათებს სამხრეთით, მზე გამოანათებს აღმოსავლეთით და მზე გამოაანათებს ყირიმში". „ყვითელი მცხუნვარე მზე მშვიდობიან ლურჯ ცაზე. ეს არის სამართლიანობის შუქი. ქრისტე აღდგა! „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ უფლის აღდგომის დღესასწაულს. მისი მთავარი სიმბოლოა გამარჯვება: სიკეთის გამარჯვება, სიმართლის გამარჯვება, სიცოცხლის გამარჯვება... ერთი წლის წინ, ამ დღეს, ჩვენ ყველა ვლოცულობდით, რომ უკრაინას გაეძლო. დღეს ვლოცულობთ უკრაინის გამარჯვებისთვის. ჩვენ კი არ ველოდებით და ვითხოვთ, არამედ ვიმარჯვებთ და თავად ვქმნით ამ გამარჯვებას“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო -2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ერთი წლის წინ ვლოცულობდით, რომ უკრაინას გაეძლო, დღეს ვლოცულობთ გამარჯვებისთვის - ვოლოდიმირ ზელენკსი

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ უფლის აღდგომის დღესასწაულს. მისი მთავარი სიმბოლოა გამარჯვება: სიკეთის გამარჯვება, სიმართლის გამარჯვება, სიცოცხლის გამარჯვება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკრაინელებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა. „ერთი წლის წინ ამ დღეს ჩვენ ყველა ვლოცულობდით, რომ უკრაინას გაეძლო. დღეს ვლოცულობთ უკრაინის გამარჯვებისთვის. ჩვენ არა უბრალოდ ველოდებით და ვითხოვთ, არამედ ვიმარჯვებთ და თავად ვქმნით ამ გამარჯვებას. 417 დღე. ჩვენ უკვე დიდი გზა გავიარეთ. ალბათ, ყველაზე რთული მწვერვალები წინ გველის. გადავლახავთ და ერთად შევხვდებით ჩვენს გარიჟრაჟს", - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინა აღდგომას გამარჯვების ურყევი რწმენით აღნიშნავს - ვოლოდიმირ ზელენსკი „ზეცა ხედავს ჩვენს რწმენას და სიმტკიცეს. მსოფლიო ხედავს ჩვენს გამბედაობას და უძლეველობას. მტერი ხედავს ჩვენს ძალასა და მონდომებას და ამიტომ, უკრაინა იხილავს გამარჯვების შუქს. ომმა ვერ წაგვშალა ჩვენ, ჩვენი ღირებულებები, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი დღესასწაულები. სადაც არ უნდა აღვნიშნოთ აღდგომა, სადაც არ უნდა ვიყოთ ახლა თითოეული ჩვენგანი, აღდგომას ერთად აღვნიშნავთ. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ - უკრაინელები. ერთი დიდი სახლი გვაქვს - უკრაინა. ჩვენ ერთი დიდი მიზანი გვაქვს - გამარჯვება“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

გუბერნატორი: აღდგომის ღამეს რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, დაზიანდა ტაძარი - ოკუპანტებისთვის არაფერია წმინდა

უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ აღდგომის ღამეს რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქზე მასიური თავდასხმა მოაწყვეს, რის შედეგადაც რამდენი ქალაქი დაზარალდა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს განცხადებით, რუსული ძალები ზაპოროჟიეს ოლქზე შეტევას აგრძელებენ. მან მოსახლეობას მოუწოდა, გამოიჩინონ სიფრთხილე და იზრუნონ საკუთარ თავსა და ახლობლებზე. იური მალაშკოს განცხადებით, თავდასხმის დროს ტაძარი დაზიანდა, სადაც, საბედნიეროდ, ტრადიციული სააღდგომო წირვა არ ტარდებოდა. „ოკუპანტებისთვის არაფერია წმინდა. კამიშევახაში ადგილობრივი ეკლესია დაზიანდა, რომელშიც, საბედნიეროდ, წირვა-ლოცვა არ ტარდებოდა, ასევე განადგურდა მიმდებარე შენობები. სპეციალისტებმა ადგილზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყეს“, - განაცხადა იური მალაშკომ.  

იტალია აღარ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე - ენერგეტიკის მინისტრი

იტალია აღარ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, როგორც ენერგორესურსზე. ამის შესახებ იტალიის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მინისტრმა ჟილბერტო პიჩეტო ფრატინმა განაცხადა. პიჩეტო ფრატინის თქმით, იტალია აძლიერებს გაზის იმპორტს აღმოსავლეთიდან ტრანსადრიატიკის მილსადენის გამოყენებით, ისევე როგორც აფრიკიდან ალჟირთან და ლიბიასთან ახლადშექმნილი შეთანხმებების მეშვეობით. იტალია ასევე ცდილობს, განავითაროს განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ენერგია და გაიგოს, როდის იქნება შესაძლებელი მეოთხე თაობის ბირთვული ენერგიის დანერგვა. იტალიის ეკონომიკის მინისტრმა ადოლფო ურსომ 13 თებერვალს გაზეთ Il Messaggero-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იტალია გეგმავდა, მთლიანად შეეწყვიტა რუსულ გაზზე დამოკიდებული 2023 წლის ბოლომდე. გარდა ამისა, ურსოს თქმით, აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა საშუალებას მისცემს იტალიას, 2024 წლისთვის ენერგიის ექსპორტი მოახდინოს სხვა ქვეყნებში და გახდეს ენერგეტიკული ჰაბი ევროპაში.  

ზელენსკი: უკრაინის ყველა სანქცია სინქრონიზებული უნდა იყოს გლობალურ სანქციასთან

უკრაინის ყველა სანქცია სინქრონიზებული იქნება გლობალურ სანქციასთან და ეს გარდაუვალი პროცესია. სანქციების ზეწოლა არის თავდაცვა აგრესიის სხვა შესაძლებლობებისგან. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა. უკრაინა აღდგომას გამარჯვების ურყევი რწმენით აღნიშნავს - ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობა ყველას საერთაშორისო ინსტიტუტსა და პარტნიორ ქვეყანას, რომლებიც მუშაობენ ჩვენთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან, დაზვერვის სამსახურებთან და ჩვენს ოფისთან. სანქციების ზეწოლა მათზე, ვინც ამ აგრესიაშია დამნაშავე, მათი აქტივებისა და შესაძლებლობების ბლოკირება მთელი მსოფლიოს დონეზე, არის დაცვა ყოველგვარი აგრესიის შესაძლებლობისგან. მშვიდობის დაბრუნებას და მის სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.  

პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ რუსები ამტანობით მოუგებენ დასავლეთს, ჩვენი ვალია, დავუმტკიცოთ, რომ ცდება - გენერალი პეტრეუსი

„შემიძლია ვთქვა, რომ იმ ომებიდან, რომლებიც მინახავს და გამომივლია, ყველაზე მეტად ამ ომზე ითქმის, რომ ეს ის ომია, სადაც სიმართლე სიცრუეს ებრძვის, სადაც აშკარად ჩანს, ვინ მართალია და ვინ მტყუანი“, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი, აშშ-ის ძალების ყოფილი სარდალი ერაყსა და ავღანეთში, დევიდ პეტრეუსი აცხადებს. ვლადიმირ პუტინს აშკარად ჯერ კიდევ სჯერა, რომ რუსები ამტანობით მოუგებენ დასავლეთს, მეტ ტანჯვას აიტანენ. ჩვენი ვალია, დავუმტკიცოთ, რომ ცდება. რუსებს ჩემთვის, როგორც მეთაურისთვის რომ მოეცა ჯარი რამდენიმე თვით, შეჭრისთვის გასაწვრთნელად, გაცილებით უკეთ გავაკეთებდი ამ საქმეს. „ვფიქრობ, მოლდოვა სერიოზულად მოწყვლადია. ამერიკა და NATO-ს წევრი სხვა ქვეყნები ამას აცნობიერებენ და ცდილობენ, დაეხმარონ მოლდოვას, რათა წინ აღუდგეს რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს მთავრობას და დაამხოს იგი. რუსები არ დაკმაყოფილდებიან მხოლოდ დნესტრისპირეთით, ვფიქრობ, ისინი უფრო შორს წავლენ და ეცდებიან, მოლდოვა ერთგვარ ბელორუსად აქციონ, თუ გამოუვათ, მაგრამ არ მგონია, მოლდოვაში ბევრს უნდოდეს ეს. საქართველოში სხვა სიტუაციაა - რუსეთს რაც გააჩნდა, თითქმის ყველაფერი უკრაინაში გადაისროლა, მათი ყურადღება კონცენტრირებულია უკრაინასა და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპის ფლანგზე, მოლდოვის ჩათვლით, რაც საქართველოს სუნთქვის სივრცეს აძლევს, მაგრამ ქართველებმა მაქსიმუმის მიღება უნდა შეძლონ ამ ვითარებიდან. ვიტყოდი, რომ საქართველოში რუსული გავლენის ის მძლავრი უარყოფა [7-8 მარტის საპროტესტო გამოსვლები ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ უცხოეთის აგენტების შესახებ - რ.თ.], რომელიც ახლახან ვიხილეთ, მოვლენათა ძალიან საინტერესო განვითარება იყო“, - განაცხადა პეტრეუსმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, რითაც უპასუხა შეკითხვას, რა დევს სასწორზე ამ ომში ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო. აქვს თუ არა რუსეთს შანსი, რომ საქმე სათავისოდ მოატრიალოს, შეცდომებზე ისწავლოს, ადაპტირდეს? ამ შეკითხვის საპასუხოდ, პეტრეული ამბობს, რომ წესით, უნდა ჰქონოდათ, საკმარისი დრო ჰქონდათ ამისთვის, მაგრამ რუსეთი და რუსის ჯარი არ არის ორგანიზაცია, რომელიც გაკვეთილებს კარგად ითვისებს. „როდესაც მე მქონდა პატივი, მეხელმძღვანელა ჩვენი ძალებისათვის ერაყსა და ავღანეთში, ჩვენი მიზანი იყო, ვყოფილიყავით ორგანიზებული ისე, რომ გვესწავლა - ვაანალიზებდით ყველაფერს, ვითვისებდით ნასწავლ გაკვეთილებს და ამის მიხედვით ვცვლიდით მომავლის სამოქმედო გეგმებსა და ტაქტიკას. სწავლის კულტურას ვნერგავდით. NATO-ს წევრი ქვეყნების უმეტესობა ამ პრინციპით მუშაობს. რუსეთი, როგორც გამოჩნდა, ცალსახად ვერ ართმევს ამას თავს. საქმე მარტო ისიც არაა, რომ ვერ გაიაზრეს, რის დეფიციტი, რა პრობლემები ჰქონდა მათ ჯარს. გააზრება ერთია და მოგვარება მეორე - მაგალითად, ოფიცრების პროფესიული კორპუსის შექმნას წლები სჭირდება. ეს უზარმაზარი გადაწყვეტილებაა, რასაც სჭირდება წლების განმავლობაში წვრთნები, განათლება და გამოცდილება. ასე რომ, მიჭირს დავინახო სცენარი, სადაც რუსეთი სწავლობს და უკეთესი ხდება. სწავლის კულტურა არ აქვთ. სამაგიეროდ, მარტივი დასანახია სცენარი, რომელშიც უკრაინელები სწავლობენ, ვითარდებიან და კიდევ უკეთესები და უფრო კარგად მომზადებულები ხდებიან. სწორედ ეს მაძლევს საფუძველს, ვივარაუდო, რომ უკრაინელები მოახერხებენ იმას, რაც რუსებმა ვერ მოახერხეს - კომბინირებულ საბრძოლო ოპერაციას. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად, უნდა ითქვას ისიც, რომ ვლადიმირ პუტინს აშკარად ჯერ კიდევ სჯერა, რომ რუსები ამტანობით მოუგებენ დასავლეთს, მეტ ტანჯვას აიტანენ და, რომ დასავლეთი პირველი დაყრის ფარ-ხმალს. მას სჯერა იმის, რაც თქვენ ახსენეთ - რომ ისტორიულად, რუსები ცუდად იწყებენ, მაგრამ კარგად ამთავრებენ - თავიდან ნაცისტებმაც უკან დაახევინეს, ნაპოლეონის არმიამაც, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაიმარჯვეს. ამიტომ ფიქრობს, რომ რუსები უფრო მეტ ტანჯვას და სიძნელეს გაუძლებენ, ვიდრე უკრაინელები, ევროპელები და ამერიკელები, ისევე როგორც წარსულში რუსებმა მეტს გაუძლეს, ვიდრე ნაპოლეონის არმიამ და ნაცისტებმა. ჩვენი ვალია, დავუმტკიცოთ, რომ ცდება".