ძებნის რეზულტატი:
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5229 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5229 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5229 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5261 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0032 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7795 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7605 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0190 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით, გამოკითხულია, 91 მოქალაქე, მათ შორის 19 ჟურნალისტი - საგამოძიებო სამსახური
გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 91 მოქალაქე, მათ შორის 19 ჟურნალისტი, - სპეციალური საგამოძიებო სამსახური 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, გამოძიების ფარგლებში 7 სხვადასხვა ლოკაციაზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც იდენტიფიცირებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. „გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების თაობაზე, რომელიც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 7-9 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 2023 წლის 7-9 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე, სხვადასხვა უწყებიდან ჯამში 123 შეტყობინება შემოვიდა, რომელიც აქციის მონაწილეების და ცალკეული ჟურნალისტების უფლებების დარღვევას ეხებოდა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შემოსულ შეტყობინებებთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მყისიერად დაიწყო. გამოძიება ცალკე ეპიზოდად მიმდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 8 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, გამოძიების შესწავლის საგანს ასევე წარმოადგენს მასმედიით გავრცელებული ვიდეოკადრების მონიტორინგის შედეგად სამსახურის მიერ გამოვლენილი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან სხვადასხვა პირის მიმართ განხორციელებული ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებიც. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე სწრაფი სამართლებრივი რეაგირება უზრუნველყო. გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 91 მოქალაქე (მათ შორის 19 ჟურნალისტი). მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 7 სხვადასხვა ლოკაციაზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც იდენტიფიცირებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები; მომხდარი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, სამართალდამცავების მიერ გამოყენებული ძალის შესაძლო გადამეტების საკითხის შესწავლის და ასევე გამოძიებისთვის საინტერესო ინდივიდუალურ ეპიზოდებში სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი სამართალდამცავების იდენტიფიცირების და ამოსაცნობი ნიშნების დადგენის მიზნით, გამოძიების მიერ მოპოვებული იქნა საჯარო ინტერნეტ-სივრცეში არსებული სატელევიზიო გადაცემების ჩანაწერები, ასევე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტიდან, შსს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - 112-დან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან და პარლამენტის შენობის მიმდებარედ განლაგებული სხვა საჯარო და კერძო დაწესებულებებიდან (საერთო ჯამში 37 ობიექტიდან) გამოთხოვილი იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ასახულია 7-9 მარტს რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები. ამ ეტაპისთვის მოპოვებული ჩანაწერების ჯამური ხანგრძლივობა შეადგენს 3 000-ზე მეტ საათს, რომლის შესწავლაც და საგამოძიებო ჯგუფის მიერ მათი საგამოძიებო წესით დათვალიერება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გარდა ზემოხსენებულისა, მოპოვებულია სასამართლოს განჩინებები, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან და სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - 112-დან, გამოძიებისთვის საინტერესო (საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობის გარე პერიმეტრის სამეთვალყურეო კამერების, ქ. თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორის გარე პერიმეტრის სამეთვალყურეო კამერების, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტომანქანების ბორტის ვიდეორეგისტრატორების და პატრულ ინსპექტორთა სამხრე კამერების ჩანაწერები) სამეთვალყურეო და სამხრე ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე, რომელიც გადაგზავნილია აღნიშნულ დაწესებულებებში და მიმდინარეობს ჩანაწერების მომზადება. ასევე, მოპოვებულია სასამართლოს განჩინებები 7 ტელეკომპანიიდან აქციის მიმდინარეობისას გადაღებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გამოთხოვის ნებართვის თაობაზე; კერძო პირთაგან გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეოჩანაწერების გამოთხოვისა და სხვა ობიექტების ამოღების თაობაზე, რომლებიც ასევე არის შესრულების პროცესში. ზემოხსენებული ვიდეოჩანაწერების და მასალების საპროცესო წესით სისხლის სამართლის საქმეში დამაგრების შემდეგ, საგამოძიებო ჯგუფი მოახდენს მათ დეტალურ შესწავლას და დათვალიერებას. ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიებით გამოირკვა, რომ შემთხვევის ადგილზე განთავსებული საჯარო დაწესებულების სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩამწერი მოწყობილობა (DVR) ტექნიკურად იყო დაზიანებული და მასზე წვდომა ტექნიკური მიზეზების გამო იყო შეუძლებელი. სასამართლოს განჩინების საფუძველზე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურიდან ამოღებული იქნა აღნიშნული ჩამწერი მოწყობილობა, რომელზეც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა, მოწყობილობის დაზიანების მიზეზების დადგენის, მასში არსებული ჩანაწერების მოპოვების (მათ შორის, აღდგენის გზით) და გამოძიებისთვის საინტერესო სხვა გარემოებების დასადგენად; შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია აქციის მონაწილეების დამკავებელი და ოპერაციაში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ვინაობის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამართალდამცველების გამოკითხვა. მოწმეთა ბაზის შექმნის და დოკუმენტური მტკიცებულებების მოპოვების მიზნით: სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან“ გამოთხოვილია ინფორმაცია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის იმ თანამშრომელთა ვინაობის შესახებ, ვინც 2023 წლის 7-9 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე (აქციასთან დაკავშირებით) ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას; სასამართლოს განჩინების საფუძველზე სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან“ მიმდინარეობს იმ პირთა სამედიცინო ბარათების ამოღება, ვისაც 2023 წლის 7-9 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარება. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიმდინარეობს ადმინისტრაციული დაკავების ოქმებისა და შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის გამოთხოვა. კერძო კლინიკებიდან გამოთხოვილია ინფორმაცია იმ პირთა სამედიცინო დოკუმენტაციის თაობაზე, რომელთაც 2023 წლის 7-9 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შემდეგ გაეწია ამბულატორიული/სტაციონარული სამედიცინო დახმარება; დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები. მათ შორის სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაენიშნათ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს (პირადი წარდგენით) და ნიკა მოსიაშვილს (სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე). სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, ასევე აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება აქციაზე დაშავებული ზაზა ბიღიაშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოძიებისთვის საინტერესო გარემოებების დადგენა, დაზუსტების მიზნით ორჯერ გამოიკითხა ზაზა ბიღიაშვილი; სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ ზაზა ბიღიაშვილის მიმართ დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის ფარგლებშიც, ობიექტური შემოწმების მიზნით, ექსპერტის წინაშე პირადად იქნა წარდგენილი და შემოწმებული იგი; სხვადასხვა ლოკაციაზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია; აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საჯარო ინტერნეტ-გვერდიდან მოპოვებული და სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სხვადასხვა კერძო და საჯარო ობიექტებიდან გამოთხოვილი ვიდეოკამერების ჩანაწერების დათვალიერება, რათა დაიდენტიფიცირდეს და დადგინდეს კონკრეტული გარემოებები, რა ვითარებაშიც ზაზა ბიღიაშვილმა მიიღო დაზიანებები. გამოძიების მიერ გამოკითხული არიან სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის ის თანამშრომლები, რომლებიც 2023 წლის 8 მარტს სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით პარლამენტის მიმდინარე ტერიტორიაზე გამოცხადდნენ; სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან“ და სამოქალაქო კლინიკიდან ამოღებულია ზაზა ბიღიაშვილის სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც გადაეგზავნება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნული საქმეების გამოძიებას ღიად და გამჭვირვალედ აწარმოებს. სამსახური 2023 წლის 7-9 მარტს საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომლებიც უთითებენ სამართალდამცავების მხრიდან საკუთარი უფლებების დარღვევის თაობაზე, აძლევს სისხლის სამართლის საქმეებთან წვდომის და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას. ასევე, მოქალაქეებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის აპარატს მიმდინარე გამოძიების თაობაზე, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით მიეწოდება ამომწურავი ინფორმაცია. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში განაგრძობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების და დანაშაულში მხილებული პირების იდენტიფიცირების შემთხვევაში სამსახური გაატარებს კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ღონისძიებებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ“,-აღნიშნულია განცხადებაში.
ბენ ჰოჯესი რუსული ფლოტის შეკავების გზებსა და „გაჟონილ დოკუმენტებზე“
ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), ბენ ჰოჯესმა კვლავ გაიმეორა, რომ უკრაინას ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა სჭირდება. გადამდგარი ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი მიიჩნევს, რომ საიდუმლო დოკუმენტების სავარაუდო გაჟონვა გავლენას არ მოახდენს უკრაინის კონტრშეტევაზე. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ჰოჯესმა „ამერიკის ხმასთან“ ისაუბრა. მისივე თქმით, უკრაინული მხარე ნაკლებად უნდა იყოს შეშფოთებული შესაძლო შედეგებით, ვიდრე ამერიკული მხარე, რომელმაც ერთგვარად მოწყვლადობა აჩვენა. ჰოჯესი ასევე გამოეხმაურა დოკუმენტების გაჟონვაზე იმ ნაწილს, რომელშიც საუბარია უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღზე. ჰოჯესი ხშირად ამბობდა, რომ უკრაინელებს სავარაუდოდ, არ აქვთ საკმარისი საბრძოლო მასალა, რადგან მას დიდი რაოდენობით იყენებენ. „თუ ეს მონაცემები ნამდვილია, მაშინ აშშ-ის ადმინისტრაციამ არამხოლოდ უნდა გაიზარდოს მიწოდება, არამედ, განიხილოს F-16-ების ან სხვა გამანადგურებლების მიწოდების საკითხი“, - გამოთქვა თავისი აზრი ჰოჯესმა. ჰოჯესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უნდა დაეხმაროს უკრაინას, იქნება ეს F-16 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავებით, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური რაკეტებით, ჭურვებით თუ შორ მანძილზე მოქმედი ზუსტი იარაღით, რაც აიძულებს რუსეთის ფედერაციას, უარი თქვას ყირიმის გამოყენებაზე სარაკეტო დარტყმებისთვის. „გემები შავ ზღვაში გადიან და უკრაინის სახლებს რაკეტებს ესვრიან, შემდეგ ისევ ბრუნდებიან პორტში. რატომ არ ვეხმარებით უკრაინას სევასტოპოლში მყოფი შავი ზღვის ფლოტის შეკავებაში ან რუსეთის საჰაერო ძალების ან ამ თვითმფრინავების შეკავებაში, რომლებიც ყირიმიდან არის გაშვებულნი? - ამბობს ბენ ჰოჯესი. მისი შეფასებით, ოკუპირებული ყირიმის დასაბრუნებლად ბრძოლა გადამწყვეტი იქნება რუსეთ-უკრაინის ომში. ჰოჯესის აზრით, უკრაინა „არასდროს იქნება უსაფრთხო, დაცული და ვერ შეძლებს თავისი ეკონომიკის აღდგენას, ვიდრე რუსეთი ყირიმს შეინარჩუნებს“. მანვე აღნიშნა, ყირიმის გათავისუფლებისთვის უკრაინას დასჭირდება შორი დისტანციის მაღალი სიზუსტის თავდასხმის იარაღი, როგორიცაა, ATACMS-ის ტიპის რაკეტები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
ღმერთთან შეერთების გარეშე ადამიანი მაინც მშიერი და მწყურვალი რჩება - მეუფე შიო
ღმერთთან შეერთების გარეშე ადამიანი მაინც მშიერი და მწყურვალი რჩება, ხოლო ამ შეერთების შედეგად ადამიანი ეზიარება ნეტარ შინაგან სიმშვიდეს, რაც არის ცათა სასუფეველი, -ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. „ქრისტეს მიერ საყვარელნო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის საიდუმლო სერობის ხსენება, დღეს ჩვენ აღვნიშნავთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ, დიად და გამორჩეულ მოვლენას, ევქარისტიის საიდუმლოების, წმინდა ზიარების საიდუმლოების დადგენას უფალი იესო ქრისტეს მიერ. როდესაც წმინდა ეკლესია აღასრულებს ევქარისტიის საიდუმლოებას, სულიწმიდის ძალით და მადლით, იგი უერთდება იმ საიდუმლო სერობას, რომელიც აღასრულა უფალმა იესო ქრისტემ თავის მოციქულებთან ერთად, როდესაც აკურთხა, განტეხა და პური და ღვინო გარდაქმნა თავის წმინდა სისხლად და ხორცად. და აი, ჩვენ სულიწმიდის მადლით ვუერთდებით იმ საიდუმლო სერობას, იმიტომ რომ ღმერთში არ არსებობს დრო. ამრიგად ჩვენ გადავლახავთ დროსაც, მანძილსაც, სივრცესაც და, ვიმეორებ, ვხდებით თანამონაწილენი იმ ერთადერთი საიდუმლო სერობისა. ყოველი წირვა არის გაგრძელება, არის მონაწილეობა იმ საიდუმლო სერობაში. თქვენ იცით, რომ ევქარისტია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს როგორც მადლიერებას, ასევე ნიჭსაც. მართლაც, ქრისტეს სისხლისა და ხორცის ზიარებაზე დიდი ნიჭი რა შეიძლება იყოს?! ეს არის ყველაზე მეტი, რაც შეიძლება ღმერთმა მოგვმადლოს, ვინაიდან ჩვენ თავად მაცხოვარს ვუერთდებით ამ საიდუმლოთი, როგორც მან თავად ბრძანა: „რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემშია და მე მასში“. და როგორც ასწავლიან წმინდა მამები, ღირსი იოანე დამასკელი და სხვა მამები, ჩვენ წმინდა ზიარების შედეგად წილმქონენი ვხდებით ქრისტეს სისხლისა, ქრისტეს სხეულისა და ქრისტეს ღვთაებისა. ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობენ წმინდა მამები და ჩვენ ყველა ვხდებით ქრისტეს სხეული, შესაბამისად, ერთი მეორესაც ვეზიარებით, ამიტომ ეწოდება ამ საიდუმლოს ზიარება. მაგალითად, წმინდა იოანე დამასკელი ასევე ამბობს: „ჩვენ ვხდებით ქრისტეს თანამესხეულენი“, ე.ი. მისი სხეული, მისი სისხლი ხდება ჩვენი სისხლი და მისი ხორცი ხდება ჩვენი ხორცი. აი, ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, მოგეხსენებათ, რომ ეს საოცარი თანაზიარება იწყება დედამიწაზე, მიწიერ ცხოვრებაში, წმინდა ევქარისტიაში და გრძელდება მარადიულად ცათა სასუფეველშიც. აი, ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საიდუმლოებას ჩვენი ცხონებისთვის, ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის. ამიტომ, როცა ჩვენ ვემზადებით წმინდა ზიარებისთვის, კარგად უნდა გამოვცადოთ ჩვენი თავი, რამდენად შეესაბამება ჩვენი ცხოვრება სახარების მცნებებს, ვცხოვრობთ თუ არა სახარების მიხედვით, რომ არ მოხდეს ისე, როგორც წერდა პავლე მოციქული: „ჩვენ ჩვენს სხეულებს, რომლებიც ქრისტეს ასონი არიან, ვართმევთ ქრისტეს და მეძავის ასოებად ვაქცევთ". ეს ხდება სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანი ეზიარება, მაგრამ არ ცხოვრობს სახარების მცნებებით და ამით, რა თქმა უნდა, არღვევს ამ თანაზიარებას და საკუთარ თავს აკლებს ამ საოცრად დიდ ბედნიერებას. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, უფალმა მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ყოველი წირვა, ყოველი დღესასწაული ყოფილიყოს ჩვენთვის შესაძლებლობა, გამოვცადოთ, შევამოწმოთ ჩვენი თავი, რამდენად ვცხოვრობთ სახარების მიხედვით. ვეცადოთ, გამოვასწოროთ ჩვენი ცოდვები სინანულით, აღსარებით და შევწიროთ მადლობა უფალს, რომელმაც ღირსი გაგვხადა ამ დიდი საიდუმლოების, ვინაიდან არ არსებობს სხვა საზრდო და სხვა პური იესო ქრისტეს გარდა, რომელსაც ძალუძს ჩვენი დაპურება და განძღება. ღმერთთან შეერთების გარეშე ადამიანი მაინც მშიერი და მწყურვალი რჩება, ხოლო ამ შეერთების შედეგად ადამიანი ეზიარება ნეტარ შინაგან მშვიდობას, სიმშვიდეს, რაც არის ცათა სასუფეველი, რომელსაც ადამიანი მიაღწევს მხოლოდ წმინდა ზიარების მეშვეობით. ამრიგად, ძმებო და დებო, ვეცადოთ, ხშირად ვეზიაროთ ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს და ვევედროთ მას, რომ შეგვეწიოს სახარების მცნებების აღსრულებასა და ისეთი სულიერი მდგომარეობის მიღწევაში, რომელზეც წერდა წმინდა პავლე მოციქული, როცა წერდა: „მე აღარ ვცოცხლობ, არამედ ამიერიდან ცოცხლობს ჩემში უფალი იესო ქრისტე“, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანადაუსაბამოთ მამით მისით, ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“,-აღნიშნა მეუფე შიომ.
ჯო ბაიდენის თქმით, აშშ ახლოს არის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ორგანიზატორის გამოვლენასთან
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ირლანდიაში ვიზიტისას განაცხადა, რომ აშშ ახლოს არის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ორგანიზატორის გამოვლენასთან. მისი თქმით, სრულმასშტაბიანი გამოძიება გრძელდება. „სადაზვერვო საზოგადოება და იუსტიციის დეპატამენტი მის დასასრულს უახლოვდებიან”, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტი, რომელმაც პირველად ისაუბრა ამ თემაზე, შეშფოთებულია თავად დოკუმენტების გაჟონვის შესახებ ცნობებით და არა მისი შინაარსით. „მაგრამ, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ამ მომენტისთვის არაფერი არ არის, რასაც შესაძლოა, რაიმე შედეგები ჰქონოდა”, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. ასევე წაიკითხეთ: Washington Post-მა „პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაზე“ პასუხისმგებელი პირი გაშიფრა
პოლონეთი: უკრაინა რუსეთთან ომში თუ დამარცხდება, ჩინეთი, შესაძლოა, მალევე შეიჭრას ტაივანში
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის თქმით, უკრაინა რუსეთთან ომში თუ დამარცხდება, ჩინეთი, შესაძლოა, მალევე შეიჭრას ტაივანში. ამის შესახებ მატეუშ მორავიეკიმ აშშ-ში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ვხედავ ძალიან ბევრ კავშირს, ძალიან ბევრ ურთიერთდამოკიდებულებას უკრაინაში არსებულ სიტუაციასა და ტაივანის სიტუაციას შორის“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის შენარჩუნება - კრამონი
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი და შესაბამისად, ევროპარლამენტში მისი გამოსვლა გადაიდო. კრამონი მომხდარს ძალიან სამწუხაროს უწოდებს და Twitter-ზე აზიარებს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის სიტყვებს, რომლის თანახმადაც, ითქვა, რომ ზურაბიშვილის გამოსვლა თავად ქართულმა მხარემ გააუქმა. კრამონის თქმით, ევროპარლამენტში საქართველოს ბევრი მეგობარია, ვისაც შეეძლო, მისალმებოდა პრეზიდენტის გამოსვლას. ის იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა შემდეგში შედგება. ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 13 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სტრასბუგრში, სადაც ევროპარლამენტში უნდა გამოსულიყო სიტყვით, გადაიდო. მიზეზები ადმინისტრაციას არ განუმარტავს. შეგახსენებთ, პარლამენტის ტრიბუნიდან ყოველწლიური მოხსენების დროს, 31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ 18 აპრილს ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართავდა. „ახლახან მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
უკრაინა-მოლდოვა-რუმინეთის შეხვედრის მონაწილეებმა ბუქარესტში ერთობლივი განცხადება მიიღეს
რუმინეთის, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე, თავდაცვის მინისტრებმა ბუქარესტში სამმხრივი შეხვედრა გამართეს, რათა განეხილათ რეგიონში უსაფრთხოების ვითარება და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები. შეხვედრის შემდგომი ერთობლივი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „როგორც ევროპის კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილის პარტნიორები, ჩვენ ვიზიარებთ უსაფრთხოების საერთო შეშფოთებას და გვაქვს საერთო ინტერესები სტაბილური და უსაფრთხო უფრო ფართო შავი ზღვის რეგიონისთვის... ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას, ვიდრე ეს საჭიროა, რათა მხარი დავუჭიროთ უფლებას, თავისუფლად ავირჩიოთ ჩვენი საკუთარი საგარეო პოლიტიკა და ალიანსები, უზრუნველვყოთ ლეგიტიმური თავდაცვა, გავაძლიეროთ მდგრადობა და სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა ჩვენს რეგიონში“, - ნათქვამია დოკუმენტში. განცხადების ავტორებმა ასევე გამოხატეს სრული მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევისსადმი, უკრაინის ტერიტორიაზე სერიოზული საერთაშორისო დანაშაულის ჩამდენი პირების პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის სასამართლო მექანიზმების მეშვეობით.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ზურაბიშვილის ვიზიტის გადადებას მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული პროცესით ხსნის
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლის გადადებაზე განმარტებას აკეთებს. ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით. „ევროპარლამენტისადმი მიმართვა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელებთან შეხვედრების შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი კანდიდატის სტატუსის გასამყარებლად და ამიტომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული გამოსვლის სათანადო დრო“, - აცხადებს ადმინისტრაცია. ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 13 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სტრასბუგრში, სადაც ევროპარლამენტში უნდა გამოსულიყო სიტყვით, გადაიდო. მიზეზები ადმინისტრაციას არ განუმარტავს. შეგახსენებთ, პარლამენტის ტრიბუნიდან ყოველწლიური მოხსენების დროს, 31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ 18 აპრილს ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართავდა. „ახლახან მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ევროკავშირი უკრაინას საბრძოლო მასალის შესაძენად ერთ მილიარდ ევროს გამოუყოფს
ევროკავშირის საბჭომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში ერთი მილიარდი ევროს ოდენობით დახმარების გამოყოფა დაამტკიცა. შედეგად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები კომპენსაციას მიიღებენ, თავიანთი მარაგებიდან უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდების ან 2023 წლის 9 თებერვლიდან 23 მაისის განმავლობაში შეცვლილი შეკვეთების სანაცვლოდ. ამ გადაწყვეტილებითვე ძალაში შედის უკრაინისთვის საბრძოლო მასალის დაჩქარებული მიწოდების შესახებ ევროკავშირის საბჭოს 2023 წლის 20 მარტის შეთანხმების პირველ ნაწილი. საბჭოს ინფორმაციით, ასევე 4.6 მილიარდ ევრომდე იზრდება ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში უკრაინისთვის გაწეული დახმარების საერთო ოდენობა. „დღევანდელი ჩვენი გადაწყვეტილებით, ძალაში შედის ევროკავშირის ლიდერების მიერ მიღწეული ისტორიული შეთანხმების პირველი ნაწილი, ხელი შევუწყოთ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ერთი მილიარდი ევროს ღირებულების საარტილერიო საბრძოლო მასალის დაუყოვნებლივ მიწოდებას. არ არსებობს ევროკავშირის ერთიანობისა და გადაწყვეტილების უკეთესი გამოვლინება, რომ გააგრძელოს მხარდაჭერა უკრაინის ლეგიტიმური უფლებისა, დაიცვას თავი სასტიკი რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში", - განაცხადა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა.
პროკურატურა ე.წ ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა თაღლითური ონლაინ პლატფორმების და დანაშაულში მონაწილე პირთა გამოსავლენად ჩატარებულ სპეციალურ ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი მიხედვით, ერთ-ერთ ასეთი ღონისძიება მიმდინარე წლის მარტში ჩატარდა, დანაშაულში მონაწილე პირთა გამოსავლენად, რომელთა ქმედებების შედეგად 89 მილიონი ევროს ზიანი მიადგა მინიმუმ 33 000 დაზარალებულს, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს. უწყების განცხადებით, დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებები, მხარეთა შეთანხმებით ერთდროულად ჩატარდა რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში, რუმინეთში, ისრაელსა და საქართველოში, რის შედეგადაც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დაკავებულია, შესაძლო დანაშაულში მონაწილე 5 პირი. ასევე, გამოიკითხნენ სავარაუდო დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი პირები, ამოღებულია უამრავი დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაციის მატარებლები. „გვსურს გამოვეხმაუროთ ევროჯასტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ჩატარებულ სპეციალურ ღონისძიებასთან დაკავშირებით,რომელიც მიმართული იყო თაღლითური ონლაინ პლატფორმების და დანაშაულში მონაწილე პირთა გამოსავლენად. ერთ-ერთ ასეთი ღონისძიება მიმდინარე წლის მარტში ჩატარდა, დანაშაულში მონაწილე პირთა გამოსავლენად, რომელთა ქმედებების შედეგად 89 მილიონი ევროს ზიანი მიადგა მინიმუმ 33 000 დაზარალებულს, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს. დანაშაულებრივი თაღლითური ქსელი, რომელიც სავარაუდოდ მოქმედებდა 2019-2021 წლების პერიოდში, სოციალურ მედიაში და სხვა საჯარო სივრცეში განთავსებული რეკლამებისა და ე.წ ქოლ-ცენტრების გამოყენებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს ინვესტიციების მოზიდვას, სანაცვლოდ კი მაღალ სარგებელს ჰპირდებოდა. მოგვიანებით, დაზარალებულები გაწეულ ინვესტიციებს კარგავდნენ, რომელიც დამნაშავეთა საბანკო ანგარიშებზე ნაწილდებოდა. საქართველოში ჩატარებულ ღონისძიებას უძღვებოდა საქართველოს პროკურატურა, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორთან კოორდინაციით. ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებები, საქართველოს პროკურატურისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი სტრუქტურების შესაბამის წარმომადგენლების ჩართულობით იგეგმებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ქსელის - ევროჯასტის მხარდაჭერით. დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებები, მხარეთა შეთანხმებით ერთდროულად ჩატარდა რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში, რუმინეთში, ისრაელში და საქართველოში, რის შედეგადაც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დაკავებულია, შესაძლო დანაშაულში მონაწილე 5 პირი. ასევე, გამოიკითხნენ სავარაუდო დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი პირები, ამოღებულია უამრავი დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაციის მატარებლები. საქმეზე გრძელდება გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურა ევროჯასთის მხარდაჭერით ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად არაერთი წელია აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და სხვა მრავალი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან. ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, ტრანსნაციონალური, ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში ჩატარდა ფართომაშტაბიანი ღონისძიებები. ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე მოქმედი ქოლ-ცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ამავდროულად ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ დიდი ოდენობით თანხებს. ჩატარებული ფართომაშტაბიანი ღონისძიებების შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელები და ათეულობით წევრი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო დანაშაულში მონაწილე იურიდიული პირების მიმართ. საქართველოში ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 80-მდე და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 400-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას სწორედ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, დანაშაულებრივი სქემისა და მონაწილე პირების გამოვლენაში ჩართულია არაერთი ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომელი, რომლებთანაც საქართველოს გენერალური პროკურატურა აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს. საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ევროჯასტს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგამოძიებო სტრუქტურებს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლაში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ევროკავშირმა „ვაგნერსა“ და რუსულ პროპაგანდისტულ FAN-ს სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა სანქციების სიაში დაამატა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ და რუსული მედია ორგანიზაცია FAN-ი, რომელიც დაკავშირებულია კრემლის მოკავშირე ოლიგარქ ევგენი პრიგოჟინთან. ევროკავშირის გადაწყვეტილებაშია ნათქვამია, რომ „ვაგნერი“ სათავეში ჩაუდგა თავდასხმებს უკრაინის ქალაქ სოლედარსა და ბახმუტზე 2023 წლის იანვარში და აქტიურად მონაწილეობს რუსეთის აგრესიულ ომში უკრაინის წინააღმდეგ. RIA FAN-ი არის Patriot Media Group-ის ნაწილი, რუსული მედია ორგანიზაცია, რომლის სამეურვეო საბჭოს ევგენი პრიგოჟინი ხელმძღვანელობს. როგორც ითქვა, RIA FAN-ი ჩართულია პრო-სამთავრობო პროპაგანდასა და დეზინფორმაციაში რუსეთის აგრესიული ომის შესახებ. RIA FAN მოიხსენიებს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ ომს, როგორც მისიას „უკრაინელი ნაცისტების" შესაჩერებლად და ხელს უწყობს „ვაგნერის“ მიერ განხორციელებულ ქმედებებს. „ამიტომ RIA FAN-ი მხარს უჭერს პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
მთავრობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპასუხოდ აცხადებს, რომ სტრასბურგში ზურაბიშვილის ვიზიტზე თანხმობა გაცემული აქვს
მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სტრასბურგში პრეზიდენტის ვიზიტზე თანხმობა გაცემული აქვს. მთავრობის ადმინისტრაცია ასახელებს თარიღებს, როდესაც მათ პრეზიდენტს ვიზიტზე თანხმობა წერილობით მისცეს.„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა თანხმობის გაცემის პროცესი, რაც გახდა ვიზიტის გადადების მიზეზი, არის მცდარი და სიმართლეს არ შეესაბამება.საქართველოს მთავრობის მხრიდან სიტყვიერი თანხმობა სტრასბურგში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, მისი აშშ-ში ვიზიტის დროს მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და ტექნიკური დეტალების დაზუსტება. ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში შემოვიდა გუშინ, 12 აპრილს და მეორე დღესვე, 13 აპრილს მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა 17-19 აპრილს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით. ასევე, საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნა წერილობითი თანხმობა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით.აქვე აღვნიშნავთ, რომ 13-16 მარტს საფრანგეთის რესპუბლიკასა და ბელგიის სამეფოში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის შემთხვევაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 10 მარტს შემოსულ წერილზე მთავრობის ადმინისტრაციამ თანხმობა 13 მარტს გასცა. შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაციამ როგორც წინა ვიზიტების შემთხვევაში, ასევე აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებითაც თანხმობა მყისიერად გასცა“, - ნათქვამია განცხადებაში. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ზურაბიშვილის ვიზიტის გადადებას მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული პროცესით ხსნის. ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 13 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სტრასბუგრში, სადაც ევროპარლამენტში უნდა გამოსულიყო სიტყვით, გადაიდო. მიზეზები ადმინისტრაციას არ განუმარტავს. შეგახსენებთ, პარლამენტის ტრიბუნიდან ყოველწლიური მოხსენების დროს, 31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ 18 აპრილს ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართავდა. „ახლახან მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
აშშ ლავროვს ნიუ-იორკში ჩასვლის ნებართვას არ აძლევს
შეერთებულმა შტატებმა არ კოორდინაცია გაუწია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თვითმფრინავის ჩამოსვლას ნიუ-იორკში, გაეროს შეხვედრაზე და ასევე არ გასცა დიპლომატიური ვიზები რუსი ელჩებისა და ჟურნალისტებისთვის. ამის შესახებ რუსეთის ელჩმა ვაშინგტონში ანატოლი ანტონოვმა განაცხადა. „მინისტრის [ლავროვის] სპეციალური თვითმფრინავის ირგვლივ გაუგებარი ვითარება იქმნება. აშშ-ის ხელისუფლება თვითმფრინავის ჩამოსვლაზე ჯერ არ დათანხმდა. ჩვენ ველით, რომ ამერიკელები სასწრაფოდ გასცემენ ნებართვას თვითმფრინავის ფრენაზე ყოველგვარი პირობებისა და შეზღუდვების გარეშე“, - განაცხადა ელჩმა. რუსეთმა აშშ-ის საელჩოს სავიზო მოთხოვნა ჯერ კიდევ მარტში წარუდგინა, მაგრამ ნებართვა ჯერ არ არის გაცემული, თქვა დიპლომატმა. ანტონოვის თქმით, ღონისძიებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. შეხვედრა 24-25 აპრილს გაიმართება. 2022 წლის 25 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე დღეს, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა სერგეი ლავროვის, ასევე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ. შეზღუდვები გულისხმობს შტატებში შესვლის აკრძალვას: ლავროვს არ შეუძლია, შეერთებულ შტატებში ჩასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, რაც სპეციალურად არის განსაზღვრული ამერიკის ხელისუფლების მიერ. პარალელურად, გასული წლის სექტემბერში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკს ეწვია. ამ მოგზაურობამდე რუსი დიპლომატებისთვის ვიზების პრობლემაც იყო. რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ამ ერთი თვის გამავლობაში თავმჯდომარეობს.
CBS News-მა პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე ეჭვმიტანილი დაასახელა
დასავლური მედია აშშ-ის თავდაცვისა და დაზვერვის დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე ეჭვმიტანილს ასახელებს. ფედერალურმა სამართალდამცავმა უწყებებმა ეჭვმიტანილი განუცხადა აშშ-ის სამმა ოფიციალურმა პირმა CBS News-ს. ეს 21 წლის ჯეკ ტეიშეირაა - განუცხადეს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CBS News-ს. პენტაგონი დეტალებზე არ საუბრობს. „ეს არის სამართალდამცავი ორგანოების თემა და ჩემი ან თავდაცვის სამინისტროს სხვა ოფიციალური პირის მხრიდან კომენტარის გაკეთება ამ დროისთვის შეუსაბამო იქნება”, - განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, პატრიკ რაიდერმა. ოთხშაბათს, Washington Post-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ ჩატის ერთ-ერთ წევრთან, სადაც თავდაპირველად დოკუმენტები გამოჩნდა. დასავლური მედია წერს, რომ თავდაპირველად დოკუმენტები ჩატში ინახებოდა, მაგრამ მარტის დასაწყისში მისმა წევრებმა დაიწყეს მათი განთავსება სხვა Discord სერვერებზე, საიდანაც უკვე სხვადასხვა პლატფორმაზე გავრცელდა. FBI-ს ეჭვმიტანილი არ დაუსახელებია. ჯო ბაიდენმა 13 აპრილს განაცხადა, რომ აშშ ახლოს არის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ორგანიზატორის გამოვლენასთან.
2023 წელს უკრაინა იაპონიისგან $3,5 მილიარდს მიიღებს - ფინანსთა სამინისტრო
იაპონიის მთავრობა 2023 წელს უკრაინას 3,5 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების გამოყოფას გეგმავს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ უკრაინის ფინანსთა მინისტრ სერგი მარჩენკოსა და იაპონიის ფინანსთა მინისტრ შუნიჩი სუზუკის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „უკრაინა დიდად აფასებს იაპონიის წვლილს რუსეთის აგრესიულ ომში ჩვენი გამარჯვების დაჩქარებაში, სისტემატური ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებისა და რუსეთზე სანქციების ზეწოლის გზით. 2023 წელს G7 სამიტის გამართვით, იაპონია აჩვენებს ლიდერობას უკრაინის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნებასა და უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხის ირგვლივ კოორდინაციაში“, - განაცხადა მარჩენკომ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დროს, თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები იზრდება, ხოლო საგარეო დაფინანსება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში. თავის მხრივ, შუნიჩი სუზუკიმ დაადასტურა იაპონიის მთავრობის განზრახვა, რომ 2023 წელს უკრაინას 3,5 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერა გამოუყოს. ეს თანხები ხელს შეუწყობს პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებას, მათ შორის სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯების დაფარვას.
FBI-მ საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში ბრალდებული დააკავა - მედია
CBS news-ის ცნობით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში ბრალდებული დააკავა. ამასთან, გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაში საუბარია მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ნორტ-დაიტონში „სამართალდამცველების სანქცირებულ ოპერაციაზე.” მედია წერს, რომ დაკავებულია მასაჩუსეტსის ეროვნული საჰაერო გვარდიის სადაზვერვო ფრთის 21-წლის სამხედრო მოსამსახურე, ჯეკ ტეიშეირა. ვრცელდება შესაბამისი ფოტომასალაც. მანამდე, CBS News-მა პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე ეჭვმიტანილად სწორედ ჯეკ ტეიშეირა დაასახელა.
პრორუს პოლიტიკოსსა და ოლიგარქს, ილან შორს მოლდოვის სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მოლდოველ, კრემლის მომხრე პოლიტიკოსს ილან შორს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა თაღლითობისა და ფულის გათეთრებისთვის. მან მოლდოვა 2019 წლის ივნისში დატოვა და ახლა სავარაუდოდ, ისრაელში იმყოფება, სადაც ის ასევე მოქალაქეობას ფლობს. შორის 250 მლნ დოლარის ღირებულების ქონებასაც ჩამოართმევენ. შორი და მისი ამავე სახელწოდების პოლიტიკური პარტია აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებიან 2022 წლის ოქტომბრიდან. აშშ-ის შეფასებით, შორი დაკავშირებულია სისტემურ კორუფციასთან და მოლდოვაში არჩევნებში ჩარევასთან. მედიაში ხშირად ვრცელდება ცნობები, რომ შორი და მისი პოლიტიკური ფრაქცია ასევე აფინანსებენ ბევრ ანტისამთავრობო პროტესტს პრეზიდენტ მაია სანდუს წინააღმდეგ. მოლდოვის პრემიერ მინისტრმა დორინ რეჩანმა თებერვლის ბოლოს განუცხადა TV8-ს, რომ ხელისუფლებამ იცის რამდენიმე მიმდინარე რუსული სცენარი ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის, მათ შორის კიშინიოვის აეროპორტის კონტროლის გეგმის შესახებ. ცნობისთვის, შორის 2017 წელს, მოლდოვის სასამართლომ 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას მოლდოვის ტერიტორიის დატოვება ჰქონდა აკრძალული. 2018 წლის თებერვალში შორი პარლამენტის დეპუტატი გახდა. მოლდოვაში, 2019 წლის ივნისში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქვეყანა დატოვა, რის შემდეგაც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა და სადეპუტატო იმუნიტეტი ჩამოერთვა. ასევე წაიკითხეთ: აშშ-მ მოლდოველ ოლიგარქებს სანქციები დაუწესა საიდუმლო დოკუმენტი მოლდოვაში დესტაბილიზაციის შესახებ რუსეთის 10-წლიან გეგმას ავლენს - CNN
შვეიცარიის ბანკები რუს მომხმარებლებს ანგარიშების დაბლოკვის შესახებ აფრთხილებენ - მედია
შვეიცარიის ბანკებმა დაიწყეს რუსი მომხმარებლების გაფრთხილება, რომ მათი ანგარიშები დაიხურება, თუ ისინი განაგრძობენ გადასახადების გადახდას რუსეთში. საერთაშორისო საბუღალტრო და იურიდიული ფირმა LEOLEX-ის მმართველი პარტნიორის რომან კუდინოვის თქმით, ერთი თვის წინ მას დაუკავშირდა დაახლოებით ათი კლიენტი ბანკებიდან UBS და Credit Suisse. ყველა მათგანმა განაცხადა, რომ მიიღეს სატელეფონო ზარები ბანკის თანამშრომლებისგან, რომლებიც აფრთხილებდნენ მათ, რომ თუ ისინი განაგრძობენ იმ კომპანიების მფლობელობას, რომლებიც გადასახადებს იხდიან რუსეთში, „ბანკს მოუწევს მათი ანგარიშის დახურვა“. კუდინოვმა განაცხადა, რომ გაფრთხილებები „ამ დროისთვის არაოფიციალურია". სხვა შვეიცარიელმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მის ზოგიერთ კლიენტს უკვე დაუბლოკეს ანგარიშები რუსეთში გადასახადების გადახდის შემდეგ. კუდინოვის თქმით, ბანკები სავარაუდოდ მიმართავენ ანგარიშების დახურვას შვეიცარიის ხელისუფლების ზეწოლის გამო.
დღეს წითელი პარასკევია
დღეს წითელი პარასკევია - ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. რელიგიური სწავლების თანახმად, დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება. დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, 14:00 საათზე აღევლინება, რადგან ბიბლიური ლიტერატურით, იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ. ასევე აცხობენ პასკებს, რადგან სახარების თანახმად, იესო ქრისტეს ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.