ძებნის რეზულტატი:

სომხეთს საკუთარი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად სურს NATO-ს წვრთნებში მონაწილეობა - ერევნის პასუხი მოსკოვს

„სომხეთის რესპუბლიკა მოქმედებს სომხეთის სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად და ყველაფერს აკეთებს თავისი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად“, - ამის შესახებ მმართველი უმრავლესობის ფრაქციის წევრმა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრანიკ ქოჩარიანმა პარლამენტში განაცხადა, რითაც უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერ, მარია ზახაროვას პრეტენზიას, თუ რატომ მონაწილეობს სომხეთი NATO-ს სამხედრო წვრთნებში. „სომხეთის რესპუბლიკა მოქმედებს სომხეთის სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად და ყველაფერს აკეთებს თავისი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად. ეს ასე გაგრძელდება. სომხეთის რესპუბლიკა აგრძელებს თბილ, მეგობრულ ურთიერთობას თავის სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთთან. აგრძელებს თბილ ურთიერთობას ჩვენს პარტნიორებთან სხვა ქვეყნებიდანაც“, - განაცხადა ქოჩარიანმა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გასულ კვირას გამოაცხადა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას Defender 23 წვრთნებში, მაგრამ მიანიშნა, რომ მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის მიერ დაგეგმილ სხვა სამხედრო წვრთნებში.  ინფორმაციისთვის, NATO-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში, აქვს რეგიონული მანდატი, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთსა და აზერბაიჯანს.  

რუსეთის მიერ კონოტროლირებადი ბანკის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების ამოქმედების შემდეგ, უნგრეთი ფინანსური ინსტიტუტიდან გადის

რუსეთის საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების დაწესების შემდეგ, ვიქტორ ორბანის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ უნგრეთი გასულიყო ფინანსური ინსტიტუტიდან. Bloomberg-ის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადებაში. ამ გადაწყვეტილების ქვეყანა შეუერთდება ევროკავშირის სხვა წევრებს, მათ შორის ჩეხეთს, სლოვაკეთს, ბულგარეთსა და რუმინეთს, რომლებმაც დატოვეს ან არიან ორგანიზაციიდან გასვლის პროცესში მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ბანკი, რომელმაც თავისი სათაო ოფისი ბუდაპეშტში მოსკოვიდან 2018 წელს გადაიტანა, საკუთარ თავს აღწერს, როგორც მრავალმხრივ კრედიტორს, რომელიც ცდილობს, გააძლიეროს ეკონომიკური კავშირები მის წევრებს შორის, ძირითადად, ყოფილ კომუნისტურ სახელმწიფოებს შორის, როგორებიც არიან აღმოსავლეთ ევროპაში. 12 აპრილს შეერთებულმა შტატებმა ოთხშაბათს ბუდაპეშტში რუსეთის მიერ კონტროლირებადი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის სამ წამყვან თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა, მათ შორის არის უნგრელი ბანკირი. აშშ-ის სანქციების სიას დაემატა რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე - ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლაი კოსოვი და გიორგი პოტაპოვი, ასევე უნგრეთის მოქალაქე იმრე ლასლოცკი. „IIB–ის აღმასრულებლები კოორდინაციაში იყვნენ რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პირებთან IIB–ის ბიზნესთან დაკავშირებლულ საკითხებთან დაკავშირებით, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც კი, – ნათქვამია აშშ–ის ხაზინის დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.  

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და EIB-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ევროპის საინვესტიციო ბანკსა (EIB) და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკაიამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში გამართული შეხვედრისას. „საუბარი შეეხო იმ პროექტების მიმდინარეობას, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი ახორციელებს ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, რომ EIB საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორი და ინვესტორია ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში. ხაზი გაესვა EIB-ის ჩართულობას კერძო სექტორის გაძლიერების კუთხით. პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიერ სანქციების აღსრულებაზე არასდროს ყოფილა კითხვის ნიშნები - მინისტრი ხუციშვილი აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე ელჩი დეგნანი განმარტავს, რაზე გამახვილდა ყურადღება სანქციების კოორდინატორისა და მინისტრ ლაშა ხუციშვილის შეხვედრაზე აშშ-ში შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, მირზა გელაშვილი და ეკატერინე გუნცაძე“, - იუწყება ფინასთა სამინისტრო.  

გერმანიას სურს, ჩინეთმა გამოიყენოს გავლენა რუსეთზე, რათა რუსეთის აგრესია უკრაინაში დასრულდეს - ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა პეკინს მოუწოდა, გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერს. არ ვაპირებ ჩინეთისთვის რჩევის მიცემას - ბორელი რუსეთ-უკრაინის ომზე "გერმანიას სურს, ჩინეთმა გამოიყენოს გავლენა რუსეთზე, რათა დაასრულოს რუსეთის აგრესია უკრაინაში", - აცხადებს ბერბოკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

უკრაინა: 82 დაღუპული სამხედროს ცხედარი დავიბრუნეთ

უკრაინამ ომში დაღუპული 82 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია რეინტეგრაციის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების გადმოსვენება განხორციელდა რეინტეგრაციის სამინისტროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა კომისრის ოფისის დახმარებით, სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

Washington Post-ი: რუსეთმა უკრაინაში სპეციალური ძალების 95% დაკარგა

The Washington Post-ის მიერ მოპოვებული საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, უკრაინაში ომმა რუსეთის სპეციალური დანაყოფის ძალები გაანადგურა და მოსკოვს წლები დასჭირდება მათ აღსადგენად. „22-ე და ორმა სხვა ბრიგადამ განიცადა დაახლოებით 90-დან 95 პროცენტიანი დანაკარგი“, - ნათქვამია შეფასებებში. გამოცემა პენტაგონიდან გაჟონილ დოკუმენტებს ეყრდნობა.  რუსეთის პრობლემების გამწვავება გამოცდილების დაკარგვა მის ელიტარულ ძალებში. სპეცრაზმის ჯარისკაცებს ესაჭიროებათ სულ მცირე ოთხწლანი სპეციალიზებული მომზადება, ნათქვამია აშშ-ს დოკუმენტებში, რომლებიც ასკვნის, რომ მოსკოვის ამ ქვედანაყოფების აღდგენას შესაძლოა, ათი წელი დასჭირდეს. დოკუმენტებში არ არის ნათქვამი, თუ რამდენი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა უკრაინაში. დოკუმენტების თანახმად, მას შემდეგ რაც, 2022 წლის თებერვალში მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, ელიტარულ ძალებს პირდაპირ ბრძოლაში ჩართვა უბრძანა.  

დანილოვი: ყირიმის დასაბრუნებლად გამოვცდით და გამოვიყენებთ ნებისმიერ, იარაღს რომელიც არ არის აკრძალული საერთაშორისო კანონმდებლობით

ყირიმის დასაბრუნებლად გამოვცდით და გამოვიყენებთ ნებისმიერ, იარაღს რომელიც არ არის აკრძალული საერთაშორისო კანონმდებლობით. შესაბამისი პოსტი უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თვდაცვის საბჭოს მდივანმა Twitter-ზე განათავსა.  „ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა, და ჩვენ გამოვცდით და გამოვიყენებთ ნებისმიერ იარაღს, რომელიც არ არის აკრძალული საერთაშორისო კანონმდებლობით, და რომელიც დაგვეხმარება გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები“, - წერს Twitter-ზე ოლექსი დანილოვი. ყირიმი რუსეთის მიერ არის ანექსირებული 2014 წლიდან. რუსეთი უკრაინაში შეიჭრა გასული წლის 24 თებერვალს და დღემდე აგრძელებს ომს.  

უნგრეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას შესაძლია, ფარულად უწყობს ხელს - Politico

უნგრეთი შესაძლოა, ფარულად ეხმარება უკრაინას იარაღის მიწოდებაში, ნებას რთავს მოკავშირეებს გამოიყენონ მისი საჰაერო სივრცე, ნათქვამია აშშ-ის დაზვერვის გადაუმოწმებელ დოკუმენტებში, რომლებიც Politico-მ მათი გაჟონვის შემდეგ განიხილა. ერთ-ერთ დოკუმენტში აღწერილია უკრაინელი მფრინავების გეგმა, რომლის თანახმად, ხორვატიიდან უკრაინაში ვერტმფრენებით, „უნგრეთის საჰაერო სივრცის გავლით გადაფრინდნენ“, - წერს გამოცემა. მას შემდეგ, რაც გასული წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, უნგრეთმა დაგმო ომი, მაგრამ უარი განაცხადა უკრაინითვის იარაღის მიწოდებაზე. ქვეყანა აცხადებს, რომ სანქციები და იარაღის მიწოდება არ არის მშვიდობის მომტანი ზომები. ბუდაპეშტი ასევე დაემუქრა ევროკავშირის გარკვეულ სანქციებს ვეტოს დადებით, და შეაჩერა კიევისთვის ევროკავშირის დაფინანსების ძირითადი პაკეტის, 18 მილიარდი ევროს გადაცემა.  

ფინეთი როგორც NATO-ს წევრი, ალიანსის წვრთნებში პირველად ჩაერთო

ფინეთმა, როგორც ალიანსის წევრმა, NATO-ს პირველი წვრთნები დაასრულა. ფინეთის საზღვაო ძალების ცნობით, ორი ფრეგატი ჰელსინკს 2023 წლის 13-დან 16 აპრილამდე ეწვია. ადგილზე ჩასვლამდე ისინი მონაწილეობდნენ სწავლებაში, რომელიც ორგანიზებული იყო სანაპირო ფლოტის მიერ“, - ნათქვამია ფინეთის საზღვაო ძალების განცხადებაში. ჰელსინკისკენ მიმავალმა გერმანულმა ფრეგატმა FGS Mecklenburg-Vorpommern-მა და პორტუგალიურმა ფრეგატმა NRP Bartolomeu Dias-მა ოთხშაბათს ფინეთის ყურეში ფინეთის სანაპირო ფლოტის გემებთან ერთად ჩაატარეს სწავლება. ფინეთი NATO-ს წევრია 4 აპრილიდან.  

მირჩა ჯოანა: თუ ყველა დამოუკიდებელი ერი, საქართველოდან მოლდოვამდე, უკრაინიდან ბოსნიამდე, აირჩევს, იყოს ევროატლანტიკურ ოჯახთან ერთად, ეს მიზანი შესრულდება

ბუქარესტში, შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. მან ასევე ხაზი გაუსვა NATO-ს გაძლიერებულ ყოფნას რეგიონში და ალიანსის უპრეცედენტო მხარდაჭერას უკრაინის, ისევე როგორც რუსეთის აგრესიის რისკის ქვეშ მყოფი სხვა პარტნიორების, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის მიმართ. ჯოანამ ისაუბრა რუმინეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ასევე მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად. „თუ ყველა დამოუკიდებელი ერი, საქართველოდან მოლდოვამდე, უკრაინიდან ბოსნიამდე და ევროპის ნებისმიერ სხვა დემოკრატიამდე, აირჩევთ, იყოთ ევროატლანტიკურ ოჯახთან ერთად, ეს მიზანი შესრულდება“, - განაცხადა მირჩა ჯოანამ.  

საფრანგეთი მზადაა, უკრაინას ორი მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება გაუწიოს - შმიგალი

საფრანგეთი მზად არის უკრაინას ორი მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება გაუწიოს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი „ტვიტერზე“ წერს. „საფრანგეთი მზად არის გრძელვადიანი პროგრამის ფარგლებში, უკრაინას ორი მილიარდი ევრო გამოუყოს. თანხის ნაწილი რესტავრაციას მოხმარდება“, – წერს უკრაინის პრემიერი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მშობლიურ სოფელში გადაასვენეს

უკრაინაში დაღუპული 29 წლის მებრძოლის, მიხეილ მაზანაშვილის ცხედარი მშობლიურ სოფელში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში გადაასვენეს. უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს  თანასოფლელები დაღუპული მებრძოლის გადმოსვენებას საქართველოს და ევროკავშირის დროშებით დახვდნენ. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს. მანამდე თბილისის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდიც გაიმართა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.  

აშშ და სამხრეთ კორეა საჰაერო წვრთნებს მართავენ

შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ პარასკევს გამართეს ერთობლივი საჰაერო წვრთნები, ერთი დღის შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ ახალი ბალისტიკური რაკეტა Hwasong-18 (ICBM) გამოსცადა. „ერთობლივ წვრთნებში ასევე მონაწილეობს ბომბდამშენი B-52H“, - ნათქვამია სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. სამინისტროს თქმით, სეულმა გამოიყენა თავისი F-35A მებრძოლები და F-15K თვითმფრინავები, ხოლო ვაშინგტონმა ბომბდამშენის გარდა F-16 გამანადგურებელი განათავსა. სამინისტროს თქმით, სეულმა გამოიყენა თავისი F-35A რადარით აცილებული მებრძოლები და F-15K თვითმფრინავები, ხოლო ვაშინგტონმა ბომბდამშენის გარდა F-16 გამანადგურებელი განათავსა. თუმცა, კორეის ნახევარკუნძულზე ჩატარებული ერთობლივი საჰაერო წვრთნების ადგილი არ სახელდება.  

თუ შეიძლება, რომ დედამიწაზე იყოს რაიმე უსამართლობა, გაუმართლებელი ბოროტება, მაცხოვრის ჯვარცმა ამ ყველაფრის უკიდურესი გამოვლინებაა - მეუფე შიო

თუ შეიძლება, რომ დედამიწაზე იყოს რაიმე უსამართლობა, სისასტიკე და გაუმართლებელი ბოროტება, მაცხოვრის ჯვარცმა ამ ყველაფრის უკიდურესი გამოვლინებაა, - ამის შესახებ მეუფე შიომ განაცხადა. დღეს წითელი პარასკევია „უფალი ესაუბრებოდა ადამიანებს, სასწაულებს ახდენდა, მკვდრებს აღადგენდა, ყოველგვარ სნეულებას კურნავდა. გვასწავლიდა სიყვარულს, გულმოწყალებას და ამ ყველაფრის სანაცვლოდ იგი შეიპყრეს. ნერწყვეს, სცემეს, ჯვარს აცვეს და მოკლეს. თუ შეიძლება, რომ ამ დედამიწაზე იყოს რაიმე უსამართლობა, სისასტიკე და გაუმართლებელი ბოროტება, აი, მაცხოვრის ჯვარცმა ამ ყველაფრის უკიდურესი გამოვლინებაა“, - განაცხადა მეუფე შიომ.  

რუსეთი წყნარი ოკეანის ფლოტის მოულოდნელ შემოწმებას ატარებს - Reuters

რუსეთმა წყნარი ოკეანის ფლოტი მზადყოფნაში მოიყვანა. Reuters-ი წერს, რომ თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ წვრთნების ჩატარების შესახებ იუწყება. წვრთნები ტარდება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, როდესაც შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა ერთობლივ საჰაერო წვრთნებს ატარებენ ჩრდილოეთ კორეის მიერ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შემდეგ. „ინსპექტირების მთავარი მიზანია შეიარაღებული ძალების უნარის გაზრდა ოკეანისა და ზღვის მიმართულებიდან სავარაუდო მტრის აგრესიის მოსაგერიებლად", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუნ რუსული სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში. რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის განცხადებით, რომ რუსეთის საზღვაო ძალები წვრთნების დროს მზადყოფნაში იქნებიან და განლაგდებიან საწვრთნელ ადგილებში, სადაც საბრძოლო წვრთნებს ჩაატარებენ.  

მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენაზე ინფორმაცია არ დასტურდება

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი" არ ადასტურებს ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. „ჯორჯიან ეარვეისის“ ინფორმაციით, მსგავსი ცრუ, დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისების შესახებ ინფორმაცია მოსკოვის ერთ-ერთი აეროპორტის - "ვნუკოვოს" საიტზე აღარ იძებნება. კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს იყო ტექნიკური გაუმართაობით შექმნილი პრობლემა. „ვნუკოვოს განრიგში ცვლილებები არ არის. ამ დროისთვის ტექნიკური ხარვეზი ფიქსირდება ტაბლოზე. ყველა საჭირო ზომა მიიღება მის აღმოსაფხვრელად", - აცხადებენ აეროპორტში რადიო თავისუფლების ცნობით. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განცხადება გაავრცელა.  „ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა არ ხორციელდება და აღნიშნული ვითარების სტატუს-კვო არ შეცვლილა. ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ რუსულ მხარეს არ მოუმართავს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე. შესაბამისად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ქართული ავიაკომპანიის მიერ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. სავარაუდოდ, ქართული კომპანიის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ”, - აღნიშნულია განცხადებაში. პირველად ინფორმაცია საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ თავის ტელეგრამ არხზე ერთ-ერთმა ბლოგერმა გაავრცელა და "ვნუკოვოს" აეროპორტის განრიგი გამოაქვეყნა.             წინაისტორია აშშ-ის გამოხმაურება Europtime იყო პირველი გამოცემა, რომელთანაც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ამ თემაზე ისაუბრა. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მმართველი პარტიის რეაქცია თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე რუსეთთან ფრენების აღდგენას და უვიზო რეჟიმს მიესალმება. მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას კონსულტაციები არ სჭირდება და რუსეთის მიერ ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლაც რუსეთის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. „ეს არ არის ჩვენი საქმე. ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი. თავის დროზე სანქცია რუსეთმა დაუწესა საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს. თუ ამ სანქციას ისინი მოუხსნიან საქართველოს მოქალაქეებს, ეს იქნება, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ კარგი ჩვენი მოქალაქეებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მათ გაუადვილდებათ მიმოსვლა საქართველოში. ეს იყო თავის დროზეც ცალმხრივი გადაწყვეტილება და ახლაც იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება, ამას კონსულტაციები არ სჭირდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. სამინისტროს პოზიცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა გერმანული მედიის წარმომადგენლის კითხვას, რომელიც საქართველოს რუსეთთან ურთიერთობასა და რუსეთთან ფრენების განახლების შესახებ დაწყებულ საუბრებს შეეხებოდა. მინისტრ დარჩიაშვილის თმით, ჟენევის საერთაშორისო ფორმატი ერთადერთია, სადაც საქართველო მის პარტნიორებთან ერთად რუსულ მხარეს ჰუმანიტარულ საკითხებსა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე ესაუბრება. „ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც ჩვენ გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან ერთად კომუნიკაცია და სწორედ ამ პლატფორმის ფარგლებში ვსაუბრობთ მთავარ მიმართულებაზე, ეს არის ჰუმანიტარული საკითხები, რომლებიც ეხება მოქალაქეებს და მეორე, ეს არის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოგვცეს კონკრეტული შედეგები", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა 20 იანვარს მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.  

აუდიტის სამსახური: თბილისში სამშენებლო წესების დარღვევისთვის, 609 260 ლარია გადაუხდელი

თბილისში სამშენებლო წესების დარღვევისთვის გადაუხდელია 609 260 ლარი, - აუდიტის სამსახური თბილისის მერიის ფინანსურ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტი 2021 წლის ფინანსური მდგომარეობისა და დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზეა შედგენილი. მერიის ქონების მართვის სააგენტოდან აუდიტისთვის წარდგენილი ინფორმაციით, გადაუხდელი საიჯარო ქირა პირგასამტეხლოს ჩათვლით, თითქმის მილიონ-ნახევარი ლარი იყო. ეს დავალიანება წარმოშობილია როგორც 2021 წელს, ასევე გასულ პერიოდში, წერს აუდიტი. მუნიციპალიტეტის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ინფორმაცია ამ ორი ტიპის დავალიანებაზე წარმოდგენილი არ არის. აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ზოგადად თბილისის მერიაში სამსახურებს შორის არასათანადო კომუნიკაციაა, რის გამოც მუნიციპალიტეტის ფინანსური სამსახური არ არის საკმარისად ინფორმირებული ზედამხედველობის სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს მისაღები თანხების შესახებ.  

უკრაინა „კეისრის“ ტიპის 19 ჰაუბიცას მიიღებს - დანიის თავდაცვის სამინისტრო

უახლოეს კვირებში უკრაინა ფრანგული წარმოების 19 თვითმავალ საარტილერიო სისტემა „Caesar-ს“ მიიღებს. ამის შესახებ დანიის თავდაცვის სამინისტრომ პარასკევს განაცხადა, იუწყება The Guardian-ი. სამინისტრომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ტროელს ლუნდ პულსენი დღეს ესტუმრა უკრაინელ ახალწვეულთა ბოლო ჯგუფს, რომლებიც სწავლებას გადიან დანიაში. მთლიანობაში, დანიამ უკრაინას 6,2 მილიარდი დანიური კრონის მხარდაჭერა გაუწია. ამ ზაფხულისთვის უკრაინა დანიისგან Leopard 1-ის ტიპის მთავარი საბრძოლო ტანკების მიღებას დაიწყებს.  

საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე ბრალდებულს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება

გასაიდუმლოებული დოკუმენტების თუ მასალების უნებართვო შენახვასა და გადაცემაში ჯეკ ტეიშეირას ბრალი წაუყენეს. მოსამართლის თქმით, პირველი ბრალდებით მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ხოლო საიდუმლო მასალების გადაცემის მეორე ბრალდებით მაქსიმუმ - ხუთი წელი. ჯეკ ტეიშეირა ბოსტონის სასამართლოში გამოცხადდა. მედიაში 13 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ FBI-მ საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში ბრალდებული დააკავა. ტეიშეირა ეროვნული გვარდიის საჰაერო თავდაცვის ძალების დაზვერვის განყოფილების IT-სპეციალისტად მუშაობდა. პენტაგონის საიდუმლო მასალები უკრაინაში მიმდინარე ომს, აღჭურვილობას ეხება. საუბარია აშშ-ის მოკავშირეებზეც.  

ყურანის დაწვის გამო, დანიის ელჩი თურქეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს

ანკარაში დანიის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, იტყობინება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „კიდევ ერთხელ ვგმობთ თავხედურ თავდასხმას დანიაში ჩვენს წმინდა წიგნზე, ყურანზე და ჩვენს დიდებულ დროშაზე. მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, მიუღებელია ამ მზაკვრული ქმედებების დაშვება სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ. დანიის ელჩს ეცნობა ჩვენი პოზიცია ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით“, - აცხადებენ სამინისტროში. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეტენზიებზე დანიას ჯერ არ უპასუხია.