ძებნის რეზულტატი:

ვოლოდიმირ ზელენსკი: სააკაშვილის სიცოცხლე საქართველოს ეთიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ სააკაშვილის სიცოცხლე საქართველოს ეთიკურ გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული. „მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ახლა არა პოლიტიკურ, არა პირად, არამედ მკაფიოდ ეთიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული… რომელსაც სუფთა და წონიანი იურიდიული საფუძველი აქვს. თუ ადამიანი სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, თუ ამაზე სიცოცხლე არის დამოკიდებული, მაშინ, ეს ნაბიჯი საჭიროა. ვიცი, რომ მიხეილის ადვოკატებმა ახლა სასწრაფო საჩივარი გააკეთეს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში, რათა მისთვის შესაბამისი მკურნალობა უზრუნველყონ. როგორც ჩანს, ეს მისი სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი გზა არის,” - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

უკრაინა სლოვაკეთში ელექტროენერგიის ექსპორტის დაწყებას გეგმავს

უკრაინა უახლოეს დღეებში სლოვაკეთში ელექტროენერგიის ექსპორტის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ NEC Ukrenergo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ვლადიმერ კუდრიცკიმ განაცხადა. „დღეს ელექტროენერგიის ჭარბი რაოდენობაა ჩვენს ენერგოსისტემაში. ამჟამად ელექტროენერგია ექსპორტზე გადის პოლონეთსა და მოლდოვაში. ჩვენ ასევე ვემზადებით მესამე მიმართულების - სლოვაკეთის გასახსნელად. იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას ჩვენი სლოვაკი კოლეგები უახლოეს დღეებში მიიღებენ“,- განაცხადა კუდრიცკიმ. უკრაინამ ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტი 2022 წლის ივნისის ბოლოს დაიწყო. ოქტომბერში ექსპორტი შეჩერდა მას შემდეგ, რაც რუსულმა რაკეტებმა და უპილოტო თვითმფრინავებმა მასიურად დაიწყეს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა.  

უკრაინამ და იაპონიამ $400 მილიონიან საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

უკრაინის ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრომ და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA) ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას 400 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ. თანხები მოხმარდება ომის შედეგად დაზიანებული უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას. ამის შესახებ რეკონსტრუქციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა. „ეს არის მეორე საგრანტო შეთანხმება, რომელიც გაფორმებულია საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო JICA-სთან. ასეთი მხარდაჭერა საშუალებას გვაძლევს, სწრაფად და ეფექტიანად განვახორციელოთ სწრაფი აღდგენის პროექტები. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი მოქალაქეების ძირითადი საჭიროებების უზრუნველყოფა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა“, - განაცხადა მინისტრმა. მარტის დასაწყისში უკრაინამ და იაპონიამ ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას, რომელიც გადაუდებელი აღდგენის პროექტებისთვის დაახლოებით 170 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. მანამდე კურბაკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის რეკონსტრუქციის საჭიროებამ 411 მილიარდი დოლარი შეადგინა. პრიორიტეტია კრიტიკული ინფრასტრუქტურის, საცხოვრებელი და მნიშვნელოვანი სოციალური და სატრანსპორტო ობიექტების რეკონსტრუქცია.   ასევე წაიკითხეთ: იაპონია უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 400 მილიონ დოლარს გამოყოფს  

"ვაგნერის” ხელმძღვანელი პუტინს მოუწოდებს, ომი დასრულებულად გამოაცხადოს

სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის” ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, რომ ომი დასრულებულად გამოაცხადოს. ინფორმაციას პრიგოჟინის პრესსამსახური ავრცელებს.  დასავლური მედია მას ხშირად პუტინის მზარეულად მოიხსენიებს.  პრიგოჟინი წერს, რომ რუსეთს მხოლოდ „იმ ტერიტორიებზე, რომლებიც უკვე აქვს”, გაძლიერება დარჩენია. ამასთან, "ერთი პრობლემაა, რომელიც ომმა გამოიწვია": პრიგოჟინის აზრით, "თუ ადრე უკრაინა ყოფილი რუსეთის ნაწილი იყო, ახლა ის სრულიად ეროვნულად ორიენტირებული სახელმწიფოა”. "[რუსეთის] ხელისუფლებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის საჭიროა სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში რამე მსხვილი წერტილის დასმა. იდეალური ვარიანტია - გამოვაცხადოთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ, შევატყობინოთ ყველას იმის შესახებ, რომ რუსეთმა იმ შედეგებს მიაღწია, რომლებსაც გეგმავდა, და რაღაც მხრივ მათ მართლა მივაღწიეთ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლების უზარმაზარი რაოდენობა „დავფქვით” და საკუთარი თავის წინაშე შეგვიძლია, ანგარიში წარვადგინოთ იმის შესახებ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანა შესრულებულია. თეორიულად რუსეთმა ეს მსხვილი წერტილი უკვე მიიღო უკრაინის აქტიური მამაკაცების დიდი ნაწილის განადგურებით, მისი სხვა ნაწილის შეშინებით, რომელიც ევროპაში გაიქცა.რუსეთმა მოჭრა აზოვისა და შავი ზღვის დიდი ნაწილი, დაიპყრო უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი და შექმნა სახმელეთო დერეფანი ყირიმამდე”, - წერს პრიგოჟინი.  

გაუგონარია, რას ემსახურება პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც შეკრებილები თავს ენმ-ის წევრებად ასაღებენ - "ნაციონალური მოძრაობა"

გაუგონარია თუ რას ემსახურება პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც შეკრებილები თავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებად ასაღებენ და ამავდროულად ესხმიან მას, - ამის შესახებ ნათქვამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში, რომლითაც პარტია ნიკა მელიას მიერ ახალი ოფისის გახსნას ეხმაურება. „ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი, დამოუკიდებლად თუ სხვა პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაში. მათ შეუძლიათ ჩამოაყალიბონ ახალი პარტია და, შესაბამისად, განსაზღვრონ საკუთარი პოლიტიკა თუმცა, ღარიბაშვილის, კობახიძის, ტვ “იმედის”, პოსტივის" და “ქართული ოცნების” რიტორიკით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით, ჩვენ პარტიაზე განხორციელებული თავდასხმები სრულიად აუხსნელი მოვლენაა. მათ მიერ გაჟღერებული გზავნილები პირდაპირ ხელს აძლევს “რუსული ოცნების” მტრული პროპაგანდის განმტკიცებას. გაუგონარია თუ რას ემსახურება პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც შეკრებილები თავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებად ასაღებენ და ამავდროულად ესხმიან მას. პარტიას თბილისში, მათ შორის ცენტრალურ უბნებში, რამდენიმე ოფისი აქვს, სადაც ჩვენი თანაგუნდელები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მუშაობენ და საქმიანობენ. სეპარატიზმის მცდელობები აზიანებს პარტიის საუკეთესო ინტერესებს. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, აღიარონ და შეეგუონ პირდაპირი და მაღალი ლეგიტიმაციით ჩატარებული არჩევნების შედეგები. ყველა ვინც საკუთარ თავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრად მივიჩნევთ, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის კუთვნილ სივრცეებში, ერთ პარტიაში უნდა ვიმუშაოთ. „ქართული ოცნებისთვის” დამახასიათებელი რიტორიკით, გაუგებრობის და ბუნდოვანების შემოტანა, არ ემსახურება არც პარტიისა და არც სახელმწიფოს ინტერესებს“, - ნათქვამია განცხადებაში.  

აღდგომის ღამეს მეტრო მგზავრებს 04:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება

აღდგომის ღამეს, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო დილის 04:00 საათამდე იმუშავებს. ამავე ღამეს, 23:00 საათიდან დამატებითი დროის განმავლობაში მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამასთან, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით. აღნიშნულ მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები მგზავრებს მოემსახურება უფასოდ. ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან: „მარჯანიშვილი“, „დიდუბე“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.  

კონტრიერიში უახლოეს დროში დაიწყება - შმიგალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიში უახლოეს დროში დაიწყება, -ამის შესახებ ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. „არაფერი მოახდენს გავლენას ჩვენს გეგმებზე კონტრიერიშთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანი არის გამარჯვება და 1991 წლის საზღვრების მიხედვით ყველა უკრაინული ტერიტორიის გათავისუფლება. დარწმუნებულები ვართ, რომ კონტრიერიში უახლოეს დროში დაიწყება​. აშშ სრულად გვიჭერს მხარს“, - განაცხადა შმიგალმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

უკრაინა რუსეთთან ომში გაიმარჯვებს - ტრუდო

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო დარწმუნებულია, რომ უკრაინა რუსეთთან ომში გაიმარჯვებს. უკრაინული მწსიია ცნობით, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „არ მაქვს არანაირი ეჭვი იმაში, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. კანადა არასოდეს გადგება განზე და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. გავაგრძელებთ სამხედრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სავაჭრო და კომერციული მხარდაჭერას, ვიმუშავებთ მარცვლეულზეც და მეგობრებთან ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს ჩვენთვის და მათთვის, ვინც ჩვენს ფასეულობებს იზიარებს“, - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფლად მიმდინარეობდა - გზების დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს, დილის 7 საათიდან დაიწყო. დღის პირველ ნახევარში, ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, გადაადგილება შენელებული იყო მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალის კვანძებთან. ამასთან, რიკოთის მონაკვეთზე მონიტორინგის ჯგუფები აგრძელებენ 24 საათიან მკაცრ მონიტორინგს. „ასევე, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 (ახალსოფლის კვანძი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი სპეციალური რეჟიმებით: მსუბუქი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების (მათ შორის 30 ადგილზე მეტი ტევადობის) მოძრაობა დასაშვებია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირითო ავტომობილების (3500კგ>) მოძრაობა დასაშვებია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რევერსულად. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი-ხევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს. აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. ასევე, მიმდინარე შეკეთების სამუშაოები დასრულდა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, კერძოდ ქალაქ ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალ მონკვეთზე“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

უკრაინა: ოკუპანტებმა სლავიანსკი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სლავიანსკი დაბომბეს, არის მსხვერპლი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი „ტელეგრამის“ პირად არხზე ავრცელებს. „რუსმა ტერორისტებმა სლავიანსკი დაბომბეს, ქალაქში არანაკლებ 7 აფეთქება გაისმა", - წერს ერმაკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

გარკვეულ მედიკამენტებზე თურქი მომწოდებლების მხრიდან რაოდენობასა და მოწოდებაზე შეზღუდვა შეიქმნა - ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადებით, გარკვეულ მედიკამენტებზე თურქი მომწოდებლების მხრიდან როგორც რაოდენობის, ასევე, მოწოდების შეზღუდვა შეიქმნა. „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია თურქეთის ბაზრიდან გარკვეული მედიკამენტების მოწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებების თაობაზე. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ თურქეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედებისთანავე, ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმა გამოიყენეს შესაძლებლობა და მყისიერად ჩაერთნენ თურქეთის ბაზრიდან მედიკამენტების იმპორტის პროცესში. ასევე, ასოციაციის სახელით მასმედიაში არაერთი ინფორმაცია იქნა მიწოდებული მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ქსელებმა დაიწყეს აღნიშნული ბაზრიდან იმპორტის განხორციელება და ქვეყნის მასშტაბით მედიკამენტების სააფთიაქო ქსელებში რეალიზაცია. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ თურქეთის ბაზრის გახსნის თაობაზე წინადადება ჩვენი სექტორის წარმომადგენლებისგან გაჟღერდა, რაც გვაძლევს იმის უფლებას, რომ ვიყოთ ობიექტურები და არ გვსურს მოსახლეობისთვის მიწოდებული ინფორმაცია გახდეს სხვადასხვა ინსტიტუტებისთვის ინტერპრეტაციის საშუალება. მსგავსი რეჟიმით ახალი ბაზრების გახსნას, დიდ მოლოდინებთან ერთად, ასევე ახლავს თანმდევი გამოწვევები, რაც გამოიხატება უწყვეტი მიწოდების პირობებისა და ჯაჭვის გამართვაში. ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვაცხადებთ, რომ შეიქმნა გარკვეულ მედიკამენტებზე, როგორც ასორტიმენტის, ასევე რაოდენობის მხრივ, მოწოდების შეზღუდვა თურქი მომწოდებლების მხრიდან, რაც გარკვეული პერიოდის შემდგომ აისახება ადგილობრივ ბაზარზე. მოსახლეობას ვთხოვთ, გაგებით მოეკიდოს ამ ფაქტს, ვინაიდან ეს გარემოება არ არის დამოკიდებული ადგილობრივ კომპანიებზე. სწორედ ამიტომ ინფორმაციას ვაჟღერებთ ჩვენ, პირველი წყარო, უშუალოდ ის მხარე, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროცესს. აქვე, კიდევ ერთხელ, მივმართავთ შესაბამის მარეგულირებელს, ინსტიტუტებს, რომ მოსახლეობისთვის მიწოდებული ეს ინფორმაცია არ იქნეს გამოყენებული მათი მხრიდან სექტორის უმიზეზო ბრალდებისთვის, როგორიცაა საბოტაჟი თუ ხელოვნური დეფიციტის შექმნა, რასაც სამწუხაროდ მრავალჯერ ჰქონდა ადგილი. ამასთანავე, უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ „ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციაში ჩართული პირების მიერ ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტის მიწოდების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 15 თებერვლის №9/ნ ბრძანების თანახმად, კომპანიებს დაუწესდათ ვალდებულება ინფორმაციის ჯანდაცვის სამინისტროსთვის გაზიარების თაობაზე, მაგრამ სექტორისთვის არ იყო შემუშავებული და შეთავაზებული უნივერსალური პროგრამა (მაგ.: როგორიცაა RS). მიუხედავად ბიზნესის დაჟინებული მოთხოვნისა და მცდელობისა, რომ მოხდეს გონივრულ ვადებში და სწორი მეთოდით პროექტის გაშვება, მაკონტროლებლის მხრიდან არაა უზრუნველყოფილი სათანადოდ უნივერსალური ტექნიკური ბაზა ამ პროცესების გამართულად ასამუშავებლად. რეალურად არსებული პრობლემების იგნორირებით ხდება მეწარმეებისთვის გამაფრთხილებელი ოქმების გამოწერა, რაც უკვე საჯარიმო სანქციების წინაპირობაა. სამწუხაროდ, მარეგულირებელი უკვე იღებს დამსჯელობითი ორგანოს ფორმას, რაც საბოლოოდ მოსახლეობისთვის და ამ სფეროში დასაქმებული პირებისთვის პირდაპირი ზიანის მიღების პირობა გახდება. ასოციაციის წევრი კომპანიები მაქსიმალურად გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველანაირ მექანიზმს იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის მოსახლეობის მაღალი ხარისხის მედიკამენტებით უწყვეტად უზრუნველყოფა და კვალიფიციური მომსახურების გაწევა“, - ნათქვამია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ომის დაწყებიდან დღემდე რუსების დანაკარგები 181 550-ზე მეტ ჯარისკაცს შეადგენს - უკრაინის გენშტაბი

უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. რუსეთის ძალების მიერ უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკის დაბომბვას, ბოლო მონაცემებით, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. დაბომბვის შედეგად დაღუპულთა შორის ორი წლის ბავშვია. დაშავებულია სულ მცირე 20 ადამიანი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

"საქართველოს რკინიგზა" მგზავრებს დამატებითი რეისებით მოემსახურება

„საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორის, დაჩი ცაგურიას განმარტებით, 13 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით, „საქართველოს რკინიგზამ“ დამატებითი რეისები დანიშნა. ცაგურიას თქმითვე, ისინი რესურსს არ ზოგავენ, რათა მგზავრებს კომფორტულად მოემსახურონ. „ჩვენ მაქსიმალური რესურსები გვაქვს ჩართული იმისთვის, რომ მგზავრებს მოვემსახუროთ. დამატებითი რეისები დავნიშნეთ თბილისიდან ფოთის მიმართულებით და პირიქით, ფოთიდან თბილისის მიმართულებით 13-დან 18 აპრილის ჩათვლით. გარდა ამისა, ჩვენ დავნიშნეთ 14-დან 18 აპრილის ჩათვლით დამატებითი რეისები თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე და კიდევ დავამატეთ 17 აპრილს 2 რეისი. თუკი, რამე რესურსი არსებობს, თავს არ ვზოგავთ იმისთვის, რომ მგზავრებს მაქსიმალურად მოვემსახუროთ“, - განაცხადა ცაგურიამ.  

დროის გარკვეულ მონაკვეთებში, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა უფასო იქნება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 15 აპრილს, საღამოს 23:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, 16 და 17 აპრილს, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით, დამატებითი მარშრუტები დაინიშნა. „აღდგომას, საღამოს 23:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება. რაც შეეხება 16 და 17 აპრილს, ამ დღეებში, სასაფლაოების მიმართულებით, დამატებითი მარშრუტები დაინიშნა. ისინი დილის 08:00-დან საღამოს 20:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან. მეტროსადგური დიდუბიდან დამატებითი მარშრუტები მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით დაინიშნა. ასევე, „დელისის“ მეტროდან საბურთალოს სასაფლაოსკენაც, მარჯანიშვილის მეტროდან და სადგურის მოედნიდან კუკიას სასაფლაოს მიმართულებით, ჭიჭინაძის ქუჩიდან ვერის სასაფლაოსკენ, სარაჯიშვილის მეტროდან თბილისის ზღვის სასაფლაომდე, ხოლო შუა მთის ქუჩიდან და ვარკეთილის მეტროდან ვარკეთილის სასაფლაომდე, ნახსენები დროის განმავლობაში, ავტობუსები უფასოდ ივლიან“, - განაცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელმა.  

ჩვენი კანონიერი ადგილი NATO-შია - ზელენსკი

უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე სხდომის შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ჩავატარე სხდომა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, უკრაინისა და ნატო-ს პოტენციალების გაერთიანების გარდაუვალობის შესახებ. არსებითი სხდომა იყო... იქ იყვნენ: უმაღლესი რადას თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის ოფისის საგარეო პოლიტიკური ბლოკი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი,” - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლის რიტუალი შესრულდა

იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლის რიტუალი თბილისის დროით 15:54 საათზე შესრულდა. ცეცხლის გადმოსვლას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მომლოცველები ელოდებოდნენ. ტაძარში შეკრებილი მრევლისთვის, უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველო - კუვუკლიადან ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III-მ გამოიტანა. ცეცხლს მომლოცველები საქართველოში დღეს, გვიან ღამით ჩამოიტანენ.  

ცესკო ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს მიმართავს

29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებამდე ზუსტად ორი კვირა რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისათვის, რომ არჩევნები მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. ინფორმაციას ცესკო-ს პრესსამსახური ავრცელებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრეს-სპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, 29 აპრილის არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან წელს ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული და საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს აქტიურად ჩაერთონ პროცესში. „საარჩევნო ადმინისტრაცია არსებული პრაქტიკის შესაბამისად ამომრჩეველს ამ არჩევნებისთვისაც არაერთ სერვისს სთავაზობს. დღეს მინდა, შეგახსენოთ ინფორმაცია იმ სერვისებისა და ვადების შესახებ, რომელიც გადასატანი ყუთისა და ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნას უკავშირდება. 29 აპრილის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ შუალედურ არჩევნებში, შეუძლიათ, მოითხოვონ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი ადაპტირებულ/მისაწვდომი საარჩევნო უბანი. ამისათვის მათ არაუგვიანეს 21 აპრილის 18:00 საათამდე, უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას, ან დაუკავშირდნენ ცესკო-ს კონტაქტ-ჰაბს ტელეფონის ნომერზე – 2 51 00 51 და მოითხოვონ მათთვის სასურველი ადაპტირებული საარჩევნო უბანი. იგივე პროცედურა, იგივე ვადებში უნდა გაიაროს იმ ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებმა, რომლებიც მონაწილეობას იღებენ რიგგარეშე არჩევნებში. მათ შესაძლებლობა აქვთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მოითხოვონ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბანი. აღსანიშნავია, რომ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს ცესკო-ს ვებგვერდზე განთავსებულ „საარჩევნო რუკაზე“ შეუძლია ნახოს დეტალური ინფორმაცია და ფოტოები კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესახებ. ცესკო-ს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც მარტივი ადაპტაციის, ისე პანდუსის მქონე 69 საარჩევნო უბნის შესახებ, რომელიც 29 აპრილის არჩევნებისთვის იფუნქციონირებს. მივმართავთ ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს, სურვილის და საჭიროების შემთხვევაში, შეარჩიონ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი ადაპტირებული საარჩევნო უბანი და ინფორმაცია დროულად მიაწოდონ შესაბამის საარჩევნო კომისიას. რაც შეეხება გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნას. ამომრჩეველს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლადა იმყოფება ამავე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, შესაძლებლობა აქვს მოითხოვოს გადასატანი საარჩევნო ყუთი. ამისათვის მან უნდა მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას21 აპრილის 18:00 საათამდე. აღსანიშნავია, რომ ამ არჩევნებზე პირველად მოხდება იმ ამომრჩევლების მარკირება, რომლებიც ხმას მისცემენ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა. შეგახსენებთ, 29 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.  

BBC-ის ფაქტები, სადაც კეზერაშვილია ნახსენები, მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია - ვოლსკი

ფაქტები, სადაც ნახსენებია კეზერაშვილის გვარი, მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. რას წერს BBC მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, რომელშიც დავით კეზერაშვილია მოხსენიებული „არ შეიძლება, წინასწარ ილაპარაკო დანაშაულზე, როდესაც სასამართლოს მიერ არ არის დადასტურებული, მაგრამ ფაქტია, ეს არ იყო უბრალო ჟურნალისტური გამოძიება. ჩვენ არ ვეყრდნობით მხოლოდ „ბიბისის“ მაღალ საერთაშორისო რეიტინგს. ეს არის გამოძიება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, თანაც ხორციელდებოდა გამოძიების პარალელურად, რომელსაც ატარებდა მაღალი კომპეტენციის მქონე საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი. ასე რომ, ფაქტები რაც დაიდო, სადაც ნახსენებია კეზერაშვილის გვარი, რასაკვირველია, არის მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელი. განსაკუთრებით იმ პოლიტიკოსების, ცალკეული პიროვნებების ან თუნდაც მედიასაშუალებების მიერ, რომლებიც ფინანსდებიან ამ კონკრეტული წყაროდან. ახლო პერიოდში ამ ფულს შეიძლება უკვე ოფიციალურად დაერქვას ბინძური ფული. მით უმეტეს, რომ ბინძური ფული უკვე არსებობს ამ გაერთიანებაში, მედიისა და პოლიტიკოსების გაერთიანებაში და მისი წარმოშობა უკავშირდება სახელმწიფოს, კონკრეტულად ჯარის ბიუჯეტის ძარცვას“, – აღნიშნა ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხთან.  

გერმანია რუსეთის ბირთვული სექტორის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს უჭერს

გერმანიის მთავრობა ევროკავშირის მე-11 სანქციებში რუსეთის ბირთვული სექტორის შეტანას მხარს უჭერს, განაცხადა გერმანიის ეკონომიკურ საკითხებში და კლიმატის დაცვის ფედერალურმა მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა DPA-სთან ინტერვიუში. ბირთვული ტექნოლოგია ძალიან მგრძნობიარე სფეროა და აქ რუსეთი ვეღარ ჩაითვლება სანდო პარტნიორად, მიიჩნევს მინისტრი. მისივე განცხადებით, რუსეთის ფედერაცია იყენებს თავის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას ზეწოლის განსახორციელებლად. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენჯერმე მოუწოდა ევროკავშირს, კომპანია „როსატომის“ წინააღმდეგ დააწესოს სანქციები. Plitico წერდა, რომ რუსეთის ბირთვული სექტორისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგი უნგრეთი და საფრანგეთი არიან. „უნგრეთი ამას არ უშვებს, რადგან მისი ატომური ელექტროსადგურები „როსატომს“ ეკუთვნის და ამბობენ, რომ ისინი ქვეყნის ელექტრომომარაგებისთვის საჭირო ენერგიის 50 პროცენტს აწარმოებენ“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა დიპლომატმა. საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა მედიასთან განაცხადა, რომ „რუსულ საწვავს მრავალი ბირთვული ელექტროსადგური იყენებს“.  

აშშ უკრაინას 4,9 მილიარდის საბიუჯეტო დახმარებას გამოუყოფს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, უკრაინას სექტემბერში კიდევ 4,9 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო დახმარება გამოუყოს მსოფლიო ბანკის მექანიზმების მეშვეობით, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ვაშინგტონმა ადრე დაამტკიცა ამ მიზნებისთვის 18 მილიარდი დოლარის გადარიცხვა. „ეს დაფინანსება, ევროკავშირის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერასთან ერთად, საშუალებას მისცემს მთავრობას, უზრუნველყოს აუცილებელი სერვისები თავისი მოქალაქეებისთვის“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ამავდროულად, სააგენტო თვლის, რომ უკრაინის აღდგენისთვის საჭირო დაფინანსების მასშტაბის მიღწევა შესაძლებელია „მხოლოდ კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, ინვესტიციების სტიმულირებისთვის“.