ძებნის რეზულტატი:
ზელენსკი აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრაზე: ჩვენი გამარჯვება გადამწყვეტი იქნება ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებული შტატების კონგრესის სენატის ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა, მათ შორის ჯოზეფ მანჩინს, ლიზა მურკოვსკის და მარკ კელის. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა Telegram-ზე გააკეთა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის დელეგაციის წევრებს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება გააცნო და მისი განვითარების პერსპექტივები გაუზიარა. მხარეებმა განიხილეს შეერთებული შტატების დახმარების შემდგომი მიმართულებები და ამ კუთხით კონგრესის როლი. „ჩვენ ვიბრძვით საერთო ღირებულებებისთვის - თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის. ჩვენი გამარჯვება გადამწყვეტი იქნება ევროპასა და მთელ მსოფლიოში ვითარების განვითარებისთვის. ასეთი ყოვლისმომცველი მხარდაჭერის გაგრძელება - თავდაცვითი და ფინანსური - არის აგრესორზე ჩვენი გამარჯვების გარანტია“, - წერს ზელენსკი.
შმიგალი ოსტინს აშშ-ში შეხვდა
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი 12 აპრილს პენტაგონში აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს შეხვდა, იტყობინება აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო. შმიგალმა Twitter-ზე დაწერა, რომ ეს იყო „მნიშვნელოვანი შეხვედრა", რომელიც ფოკუსირებული იყო უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლებასა და უკრაინის „მომავალი შესაძლებლობების" გაძლიერების გზებზე. მან ასევე მადლობა გადაუხადა ამერიკელ ხალხს რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მოყოლებული უკრაინის მხარდაჭერისთვის. უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლების საკითხი დაკავშირებულია მოახლოებულ კონტრშეტევასთან, რომელსაც ბევრი თვლის, რომ ომში გადამწყვეტი მომენტი იქნება. 16 მარტს ოსტინმა განაცხადა, რომ „უკრაინას დასაკარგი დრო არ აქვს“ კონტრშეტევის წინ, როდესაც საქმე ეხებოდა ჯარისკაცებისთვის საჭირო იარაღის მოპოვებას და წვრთნას. შეგახსენებთ, რომ ოსტინი უხელმძღვანელებს რამშტაინის მე-11 სამიტს, რომელიც ოფიციალურად ცნობილია როგორც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი. ამ ფორმატში მორიგი შეხვედრა 21 აპრილს გაიმართება. რამშტაინის სამიტები იმართება კიევის მოკავშირეების ძალისხმევის კოორდინაციის მიზნით, რათა უკრაინის სამხედრო დახმარება იყოს უზრუნველყოფილი.
მსოფლიო ბანკი უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად $200 მილიონს გამოუყოფს
უკრაინა მსოფლიო ბანკისგან 200 მილიონი დოლარის გრანტს მიიღებს. თანხები ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება. ამის შესახებ RBC-Ukraine პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ტელეგრამ არხზე დაყრდნობით იუწყება. „დღეს მსოფლიო ბანკმა გამოაცხადა 200 მილიონი დოლარის გრანტის შესახებ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის პროექტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, პროექტის მასშტაბების გაფართოებასთან ერთად გათვალისწინებულია პარტნიორებისგან დამატებითი დაფინანსების მიღება 300 მილიონ დოლარამდე ოდენობით გრანტებისა და სხვა სახის შენატანების სახით. „უკრაინის აღდგენა წელს იწყება და ენერგეტიკა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. მსოფლიო ბანკიდან შემოსული თანხები მოხმარდება ელექტროქსელისა და სითბოს მიწოდების სისტემების აღდგენას კიევში, ხარკოვში, ნიკოლაევში, სუმიში და ჩერნიგოვის რეგიონის ქალაქებში“, - წერს შმიგალი.
Ukraerorukh არ იზიარებს Eurocontrol-ის პროგნოზს, რომ უკრაინის საჰაერო სივრცეში შეზღუდვები 2029 წლამდე შენარჩუნდება
უკრაინის საჰაერო მიმოსვლის სახელმწიფო საწარმო, Ukraerorukh არ იზიარებს Eurocontrol-ის პროგნოზს, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე 2029 წლამდე დაკეტილი დარჩება. სახელმწიფო კომპანია აცხადებს, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე ომის დასრულების შემდეგ გაიხსნება. 11 აპრილს, საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპულმა ორგანიზაციამ (Eurocontrol) გამოაქვეყნა შვიდწლიანი პროგნოზი, რომელიც მოიცავდა უკრაინის საჰაერო სივრცეზე შეზღუდვების ალბათობას 2029 წლამდე. 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, უკრაინამ მთლიანად დახურა თავისი საჰაერო სივრცე სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის. Ukraerorukh მიხედვით, ისეთი ორგანიზაციების პროგნოზები, როგორიცაა Eurocontrol, მნიშვნელოვან წონას ატარებს და გამოიყენება ევროპის ქვეყნების მიერ საჰაერო ნავიგაციის მომსახურების საფასურის ყოველწლიური გაანგარიშებისას. „ამ მიზეზით, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ Eurocontrol არ აწარმოებს და არ იყენებს სამხედრო პროგნოზებს, ანალიზს ან ვარაუდებს საკუთარი პროგნოზების შესაქმნელად. მიუხედავად რუსეთის მიერ წაროებული ფართომასშტაბიანი ომისა, უკრაინა სრულად ემზადება მის საჰაერო სივრცეში ფრენების აღდგენისთვის", - წერს Ukraerorukh განცხადებაში უკრაინული მედიის ცნობით.
მიხეილ სააკაშვილს პოლონეთში, ლეხ კაჩინსკის სახელობის პრომეთეს ჯილდო გადაეცა
საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პოლონეთმა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელობის პრომეთეს ჯილდო გადასცა. ინფორმაცია სააკაშვილის Facebook გვერდზე გავრცელდა. ჯილდო სააკაშვილის დედას გიული ალასანიას გადასცეს. ღონისძიება ვარშავაში, სმოლენსკის ტრაგედიის 13 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა.
უკრაინის პრემიერმა პენტაგონის ხელმძღვანელს საბრძოლო თვითმფრინავის მიწოდება სთხოვა - CNN
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მოლაპარაკება გამართა პენტაგონის ხელმძღვანელთან ლოიდ ოსტინთან და დასავლური F-16-ის მიწოდების დაწყება ითხოვა. CNN იუწყება, რომ ამის შესახებ უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა. უკრაინის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, პენტაგონში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან შეხვედრის დროს შმიგალმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს და პირადად მას სამხედრო დახმარებისთვის. მხარეებმა უკრაინის შემდგომი საჭიროებები განიხილეს და შმიგალმა ოსტინს უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდება სთხოვა. „უკრაინელმა ჯარისკაცებმა დაამტკიცეს, რომ ყველაზე თანამედროვე იარაღის მოკლე დროში ათვისება და ბრძოლის ველზე მისი ეფექტურად გამოყენება შეუძლიათ. უფრო სწრაფი გამარჯვებისთვის უკრაინას ასევე მეტი იარაღი სჭირდება: საჰაერო თავდაცვა, მძიმე არტილერია და აღჭურვილობა, ნაღმმტყორცნები და საბრძოლო მასალა”, - განაცხადა დენის შმიგალმა. ოსტინმა არ გააკეთა კომენტარი კონკრეტულ თხოვნებზე, მაგრამ პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები გააფართოვებს უკრაინისთვის იარაღის წარმოებას.
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, დავით ქუჩუკიანი საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, დავით ქუჩუკიანი საქართველოში ჩამოასვენეს. ქართველი მებრძოლი უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყებიდან იბრძოდა. ის 4 აპრილს ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა.ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 42 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
უკრაინა: ოკუპანტებმა ლიმანსა და ბახმუტის მიმართულებებით 45-ზე მეტი შეტევა განახორციელეს
ლიმანსა და ბახმუტის მიმართულებებით 45-ზე მეტი შეტევა განახორციელეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. "ლიმანის მიმართულებით, რუსემა წინსვლა სცადეს ბელოგოროვკას ტერიტორიაზე. პარალელურად, მათ დაბომბეს ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვსკოეს, ნევსკოეს, კუზმინოსა და ბელოგოროვკას დასახლებები, ასევე დონეცკის ოლქის ტორსკისა და სპორნოეს დასახლებები", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. დღევანდელ დღეს უკავშირდება ზიარების საიდუმლოს დაწესება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება ტარდება. ამასთან, დიდი ხუთშაბათის კიდევ ერთი მსახურება 12 სახარების წაკითხვაა.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. "ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი - დაახლოებით 180 590; ტანკი - 3 646; ჯავშანტექნიკა - 7 053; საარტილერიო სისტემა - 2 777; სარაკეტო სისტემა - 535; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 283", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
სასაზღვრო პოლიციას ევროკავშირის მხარდაჭერით სპეციალური აღჭურვილობა და ავტომანქანები გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას დაკვირვების სისტემები, მაღალი გამავლობის ავტომანქანები და ავტობუსები გადაეცა. ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ დაკვირვების თანამედროვე სისტემები, რომლებიც საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე განთავსდა, მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახმელეთო საზღვრის დაცვის მიმართულებას, გააუმჯობესებს სასაზღვრო მონაკვეთების კონტროლის შესაძლებლობებს, რაც, თავის მხრივ, დანაშაულების გამოვლენასა და აღკვეთას შეუწყობს ხელს. მისივე ინფორმაციით, აღჭურვილობის გადაცემა პროექტების - „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, პასუხისმგებლობისთვის და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის (SAFE) - ინტეგრირებული საზღვრის მართვა“ და "საზღვრისა და მიგრაციის მართვის ქმედება საქართველოსთვის (BMMAG)" ფარგლებში, მიგრაციის საერთაშირისო ორგანიზაციის (IOM) ხელშეწყობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭრით განხორციელდა. აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი - ნიკოლოზ შარაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში - პაველ ჰერჩინსკი და მიგრაციის საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი დაესწრნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მესაზღვრეებს მადლობა გადაუხადა ერთგული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ საზღვრის ინტეგრირებული მართვის გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მინისტრის მოადგილემ ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს - პაველ ჰერჩინსკისა და მიგრაციის საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელს - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს მხარდაჭერისა და მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობისთვის. „ევროკავშირი აქტიურად განაგრძობს საქართველოში საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესის მხარდაჭერას, რაც საზღვრის მართვის სისტემების განვითარებას და მოდერნიზებას გულისხმობს. აღნიშნული პროექტების მიზანია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება ინტეგრირებული საზღვრის მართვისა და მიგრაციის მიმართულებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული სათანადო ხელშეკრულებებისა და სამოქმედო გეგმების, განსაკუთრებით ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად“, - აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში. ვახტანგისში სასაზღვრო პოლიციას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღჭურვილობა გადავეცით, რომელიც მის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ჩვენ გვინდა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დაცვასა და დანაშაულთან, მათ შორის ნარკოტრეფიკთან, ბრძოლაში დავეხმაროთ. სწორედ ამიტომ გადავეცით ჩვენ ამ კონკრეტულ სასაზღვრო პუნქტს ტექნიკური აღჭურვილობა და მანქანები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო საზღვარს უფრო დაცულსა და უსაფრთხოს გახდის“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
საერთაშორისო პარტნიორები უკრაინას გრძელვადიანი ფინანსური დახმარების სახით $115 მილიარდს გამოუყოფენ - დენის შმიგალი
საერთაშორისო პარტნიორები უკრაინას გრძელვადიანი ფინანსური დახმარების სახით 115 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფენ. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის აღდგენის სამუშაო უკვე იწყება და უკრაინის სწრაფი აღდგენის პროექტებს 2023 წელს 14 მილიარდი დოლარი სჭირდება. ვაშინგტონში შმიგალი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის აღდგენისთვის რესურსების მობილიზებაა. „საერთაშორისო პარტნიორები უკრაინას 115 მილიარდი აშშ დოლარის გრძელვადიან მხარდაჭერას გაუწევენ. ეს არა მხოლოდ უზრუნველყოფს ჩვენს ფინანსურ სტაბილურობას, არამედ მკაფიო სიგნალს გაუგზავნის რუსეთს, რომ უკრაინის მოკავშირეები დაგვეხმარებიან იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება სრულ გამარჯვებამდე“, - აღნიშნა დენის შმიგალმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინა მსოფლიო ბანკისგან 200 მილიონი დოლარის გრანტს მიიღებს. თანხების გამოყენება იგეგმება ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის.
ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტის ახალი მოდელი გამოსცადა - Reuters
Reuters-ი სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტის ახალი მოდელი გამოსცადა. რაკეტა ფხენიანის ახლომდებარე ტერიტორიიდან გაუშვეს და მან დაახლოებით, 1000 კმ მანძილი დაფარა. სამხრეთ კორეამ მომხდარი „მძიმე პროვოკაციად შეაფასა“. ქვეყნის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ მჭიდრო კოორდინაციაში არიან მთავარ მოკავშირესთან, შეერთებულ შტატებთან. ფაქტი დაგმო თეთრმა სახლმაც. იაპონიის თავდაცვის მინისტრის, იასუკაზუ ჰამადას განცხადებით კი, რაკეტა იაპონიის ტერიტორიაზე არ ჩავარდნილა. რაკეტის გაშვების გამო, იაპონიის ხელისუფლებამ კუნძულ ჰოკაიდოს მოსახლეობას ევაკუაციისა და თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა, თუმცა გაფრთხილება ცოტა ხნის შემდეგ გააუქმა.
მარნეულის მუნიციპალიტეტში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით შსს-მ 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის მუნიციპალიტეტში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 3 პირი დააკავა. „ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამი პირი: 2003 წელს დაბადებული ა.ბ., ამავე წელს დაბადებული გ.ო და 2002 წელს დაბადებული ე.კ. პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა.ბ.-მ მიმდინარე წლის 12 აპრილს, მარნეული - სადახლოს საავტომობილო მონაკვეთზე, ავტომობილით გადაადგილებისას ავარიული სიტუაცია შექმნა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მას ავტომობილის გაჩერებისკენ მოუწოდეს. სამართალდამცველების მოწოდებას მძღოლი არ დაემორჩილა. გზა განაგრძო მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმართულებით, თუმცა, ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, მოცურდა და გადაბრუნდა. ა.ბ.-მ და ავტომობილში მასთან ერთად მყოფმა პირებმა გ.ო.-მ და ე.კ.-მ სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დააზიანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილი. ინციდენტისას შემთხვევის ადგილზე შეიკრიბა ადგილობრივთა ნაწილი, რომლებმაც სამართალდამცველებს ინციდენტში მონაწილე პირების დაკავებაში შეუშალეს ხელი და მათ ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული მძღოლი და მისი ორივე მგზავრი პოლიციამ მალევე დააკავა. პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობილია კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც მზადაა, პუტინი დააკავოს
ავსტრიის მთავრობაში ევროკავშირისა და კონსტიტუციის საკითხებში მინისტრმა კაროლინ ედშტადლერმა დაადასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დააპატიმრებენ იმ შემთხვევაში, თუ ის ქვეყანაში ეწვევა. ავსტრიაში ჩასვლის შემთხვევაში პუტინს დააკავებენ მისი თქმით, ავსტრია შეასრულებს თავის ვალდებულებებს საერთაშორისო და სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად. მანამდე ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, განახორციელოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში. პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაპატიმრება უკვე შესაძლებელია იმ ქვეყნებში, რომლებმაც რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინეს. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება გერმანია იყო პირველი, რომელმაც განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში პუტინს დააკავეს. ამის შემდეგ, ვლადიმერ პუტინის დაკავების მზადყოფნა ბრაზილიამაც გამოთქვა.
კელი დეგნანმა უპასუხა შეკითხვას, განიხილავს თუ არა აშშ დავით კეზერაშვილის სანქცირებას
განიხილავს თუ არა აშშ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სანქცირებას - მედიის ამ შეკითხვას უპასუხა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა. „ჩვენ წინასწარ არ ვაცხადებთ სანქციებს. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიება, რათა მიაწოდონ ასეთი ინფორმაცია საზოგადოებას, რომელიც ღია და დახურული წყაროებიდან არის მოპოვებული, რაც ქმნის საფუძველს ამ ტიპის ზომებისთვის. ცხადია, ჩვენ თავადაც ვაწარმოებთ ზედმიწევნით პროცესს, რათა შევაფასოთ ინფორმაცია, ვიდრე რაიმე ნაბიჯს გადავდგამთ. BBC-ს მსგავსი გამოძიება მნიშვნელოვანი კომპონენტია. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, თავად გამოიძიოს ამგვარი ბრალდებები და თავად აწარმოოს გამოძიება. ეს იმ ტიპის ინფორმაციაა, რომელიც შესაძლოა, ამ ყველაფრის ნაწილი იყოს“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
2022 წელს ხორბლის წარმოება, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 15.8%-ით გაიზარდა - საქსტატი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს ხორბლის წარმოებამ 157.4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 15.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. „2022 წლის განმავლობაში წარმოებულია 127.9 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 14.2 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით სიმინდის და კარტოფილის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები შემცირდა. გაიზარდა ხორბლის, ქერის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.9 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ - 2.4 ტონა/ ჰა, სიმინდის - 2.1 ტონა/ჰა, კარტოფილის - 11.7 ტონა/ჰა, ბოსტნეულის - 11.0 ტონა/ჰა, აქედან პომიდვრის მოსავლიანობაა 12.7 ტონა/ჰა, კიტრის 13.2 ტონა/ჰა, ხახვის 7.8 ტონა/ჰა, ნივრის 3.7 ტონა/ჰა, კომბოსტოს საშუალო მოსავლიანობამ კი შეადგინა 32.2 ტონა ერთ ჰექტარზე. წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 211.8 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს უტოლდება. თუმცა საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი გაიზარდა 4.5%-ით და შეადგინა 67.1 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 2.0%-ით და შეადგინა 144.7 ათასი ჰექტარი შეადგინა. ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 76.9 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 55.5 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 27.2 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 16.8 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 9.5 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 14.4 ათას ჰექტარს შეადგენდა. წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანაში წარმოებულია 87.9 ათასი ტონა თესლოვანი ხილი, რაც 1.9 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში წარმოებულია ასევე 69.7 ათასი ტონა კურკოვანი ხილი (წინა წელთან შედარებით 5.6 პროცენტით მეტია), 42.2 ათასი ტონა კაკლოვანი ხილი (21.7 პროცენტით ნაკლებია), 17.3 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი (25.1 პროცენტით ნაკლებია), 53.1 ათასი ტონა ციტრუსი (13.8 პროცენტით ნაკლებია). გარდა ზემოთქმულისა აღსანიშნავია, რომ 2022 წელს წარმოებულია 279.8 ათასი ტონა ყურძენი, რაც 3.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს“, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იანვარ-მარტში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 783.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - საქსტატი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 783.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22.1 პროცენტით მეტია. "სავაჭრო ბრუნვის მოცულობიდან ექსპორტი 1 461.5 მლნ. აშშ დოლარი იყო(გაიზარდა 24.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 3 322.3 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 21.0 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-მარტში 1 860.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.9 პროცენტია", - ნათქვამია ინფორმაციასი.
ელჩი დეგნანი: რა ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული, შედეგი იგივეა, განსაზღვრული პირები და მათი უახლოესი ოჯახის წევრები ვერ შეძლებენ აშშ-ში შესვლას
„თუ საქართველოს მთავრობას სურს, დამოუკიდებლად დაიწყოს გამოძიება ამ ბრალდებებზე, ბევრი ინფორმაცია ცნობილია და ცნობილი იყო წლების განმავლობაში, მჯერა, რომ სანდო გამოძიება იგივე შედეგებამდე მივა“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მედიის შეკითხვა ეხებოდა ტერმინ სანქციის გამოყენებას და გარკვეული მოსამართლეების მიერ აშშ-ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას. „რა ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული, შედეგები ერთნაირია, ვიზის შეზღუდვის განსაზღვრა ნიშნავს, რომ განსაზღვრული პირები და აშშ-ის მოქალაქეობის არმქონე მათი უახლოესი ოჯახის წევრები ვერ შეძლებენ აშშ-ში შესვლას. რაც შეეხება ინფორმაციის გაზიარებას, ამის საფუძველია საინფორმაციო წყაროების მრავალფეროვნება, მათ შორის არის საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია. თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს, დაიწყოს საკუთარი გამოძიება ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, ინფორმაციის უმრავლესობა ცნობილია და წლების განმავლობაში ფართოდ იყო ცნობილი. და დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება, იგივე შედეგებამდე მივა“, – განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან. შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში“. დღესვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, რომელიც 10 აპრილს შეხვდა პრემიერ-მინისტრს, განაცხადა, რომ დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ირაკლი ღარიბაშვილი: გარკვეულ ზეწოლასა და ჩარევებზე, მოსამართლეებისგან შემაშფოთებელი ინფორმაციაც მოვისმინე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებაზე პირველი ოფიციალური განმარტება 6 აპრილს გააკეთა. ისაუბრეს, თუ რა წყაროებს ეყრდნობოდა უწყება სანქცირების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებისას. „ამ კორუფციამ ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. დააზიანა საზოგადოების ნდობა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი და ოფიციალური პირებისადმი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან არის მოპოვებული, მათ შორის ღია წყაროებიდან და ძალიან სანდო ინფორმაცია გვაქვს საიმისოდ, რათა დავიჯეროთ, რომ მნიშვნელოვანი ჩართულობა იყო კორუფციაში”, - განაცხადეს უწყებაში. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ გააგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა ხელი შეუწყოს ასეთი პირებისთვის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას. ცნობისთვის, აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე გადაწყვეტილებას ამერიკულ სასამართლოში გაასაჩივრებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკა დგას საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ შემდგომი დემოკრატიული მმართველობა. Europetime-ის შეკითხვების საპასუხოდ, აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 7031 (c) წესის მოქმედებები, რომლის საფუძველზეც 4 ქართველ მოსამართლეს სავიზო აკრძალვა დაუწესდა, ამის ძლიერი სიგნალია. „ზოგადად, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს სამართლებრივი ქმედებების განხორციელების პროცესზე. 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031 (c) წესის მოქმედებები ძლიერი სიგნალია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ამერიკა დგას საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ გამჭვირვალობა, კორუფციასთან ბრძოლა და შემდგომი დემოკრატიული მმართველობა“, - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Europetime-ს. მისივე თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში ხელი შეუწყოს. „ჩვენ მზად ვართ, ენდემური (სისტემური, რედ.)კორუფციის დაძლევისა და მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს ხელშეწყობის გზით, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სრული ეკონომიკური და დემოკრატიული პოტენციალის რეალიზებაში“, - აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყება. მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031 (c) წესის საფუძველზე დაუწესდათ შესაბამისი ზომები. კერძოდ, 7031(c) წესი ითვალისწინებს, რომ უცხოური მთავრობების თანამდებობის პირებს, რომელთა მნიშვნელოვან კორუფციაში ან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაში მონაწილეობის შესახებ სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, ამერიკის შეერთებული შტატებში შესვლის უფლება არ ექნებათ. ეს წესი გავრცელდება მათი ოჯახის წევრებზეც. კანონი ასევე მოთხოვს, რომ სახელმწიფო მდივანმა განსაზღვროს ასეთი თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები. უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტი პირის სანქცირებას? - ამერიკის საელჩო ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს აქვეყნებს
ელჩი დეგნანი განმარტავს, რაზე გამახვილდა ყურადღება სანქციების კოორდინატორისა და მინისტრ ლაშა ხუციშვილის შეხვედრაზე აშშ-ში
ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან განმარტა, რაზე იყო ფოკურისრებული ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილისა სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის შეხვედრა, რომელიც აშშ-ში გაიმართა. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. „სანქციების კოორდინატორთან ფინანსთა მინისტრის შეხვედრას რაც შეეხება, ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ, ინფორმაციის გაცვლისთვის საქართველოზე გამავალი სავაჭრო ნაკადების საკითხზე. ძალიან კარგი თანამშრომლობა გვქონდა საქართველოს ხელისუფლებასთან, საბაჟო და შემოსავლების სამსახურებთან, სასაზღვრო პოლიციასთან და ყველასთან, ვინც წლების განმავლობაში ახლო პარტნიორები არიან. გვქონდა ტრენინგები, უზრუნველვყოფდით აღჭურვილობას და ყველაფერი ეს დადასტურდა, რომ განსაკუთრებით ღირებულია სწორედ ახლა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია იმის მონიტორინგი, რა ხდება საქართველოს საზღვრებს მიღმა. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან ამ კრიტიკულ დროს. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და სანქციების კოორდინატორის შეხვედრა ფოკუსირებული იყო სწორედ ამაზე, რადგან როდესაც მიმდინარეობს რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ, სულ უფრო მეტს ვსწავლობთ, როგორ ცდილობს რუსეთი სანქციების და ექსპორტის კონტროლის რეგულაციების თავის არიდებას, რომელიც არის დაწესებული არამხოლოდ აშშ-ის, არამედ ევროკავშირის, იაპონიის და ბრიტანეთის მიერ. ასე რომ, ეს არის ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ გაგრძელდეს ინფორმაციის გაზიარება და გაძლიერდეს კონტროლი, რათა შეწყდეს იმ საქონლის გადაადგილება, რომელიც გამოყენებულია რუსეთის ომის მანქანის მიერ უკრაინის წინააღმდეგ“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.