ძებნის რეზულტატი:

რა საკითხები განიხილეს შალვა პაპუაშვილმა და ილჰამ ალიევმა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. პარლამენტის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის მემკვიდრეობას აზერბაიჯანის ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და სამხრეთ კავკასიური სტრატეგიული პროექტების განვითარებაში. აგრეთვე, პარლამენტის თავმჯდომარემ ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და მისი პირადი წვლილისთვის საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საქმეში. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა. ყურადღება გამახვილდა ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ვაჭრობის და სხვა სფეროებში. ხაზი გაესვა ვაჭრობის ე.წ. შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობას ორი ქვეყნის და ევროპის ენერგო უსაფრთხოებისთვის. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. მხარეებმა გამოხატეს რეგიონული მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა. შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა  

ირაკლი ღარიბაშვილი ისლანდიაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ისლანდიაში გაემგზავრა. ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც რეიკიავიკში გაიმართება. სამიტის მონაწილეებს ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.  

საელჩოს გახსნით, დანია კიდევ ერთ მკაფიო სიგნალს უგზავნის ქართველ ხალხს, რომ ჩვენი მხარდაჭერა თქვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართ, ურყევია - მინისტრი

15 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საქართველოში დანიის საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში. ლარს ლოკე რასმუსენის განცხადებით, დანიის სამეფოს საელჩოს გახსნა საქართველოში კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ დანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა და ისე ახლოს არის კანდიდატის სტატუსის მიღებისგან, როგორც არასდროს.  „ჩვენ გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოსნაირი დემოკრატიული და წარმატებული პარტნიორის ყოლა ჩვენივე ინტერესებშია. საელჩოს გახსნით, დანია კიდევ ერთ მკაფიო სიგნალს უგზავნის ქართველ ხალხს იმის შესახებ, რომ ჩვენი მხარდაჭერა თქვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართ, ურყევია. მიხარია, რომ აქ ისტორიული მომენტის დროს ვართ, როდესაც საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა და ისე ახლოს არის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან, როგორც არასდროს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ ყველას დაგვანახა, რომ მშვიდობა და თავისუფლება მყიფეა და დაცული უნდა იყოს. მან აჩვენა, რომ ჩვენ, ვისაც გვჯერა ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უფლებების, უნდა ვიყოთ უფრო განუყრელი, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა რასმუსენმა. თავის მხრივ, ილია დარჩიაშვილმა სიტყვით მიმართა დამსწრეებს და ისაუბრა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, პარლამენტის წევრებისა და ბიზნესდელეგაციების საქართველოში ვიზიტისა და საელჩოს გახსნის მნიშვნელობაზე. „დანიის სამეფოს გახსნის გადაწყვეტილება კარგად ასახავს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ დინამიკას, რომელიც წლების მანძილზე ვითარდებოდა და მიაღწია თავის ყველაზე აქტიურ ფაზას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რეზიდენტი საელჩო კიდევ უფრო გააძლიერებს დანიის კვალს რეგიონში და ჩვენს თანამშრომლობას არსებითად ახალ დონეზე აიყვანს. ჩვენ მოუთმენლად ველით უფრო მეტ დანიას საქართველოში მისი წარმოუდგენელი ღირებულებების, საუკეთესო პრაქტიკისა და მდიდარი კულტურის მეშვეობით“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა , საელჩოს გახსნის ცერემონიაზე საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის განახლებული პირდაპირი ფრენების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირდაპირი ფრენები კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს და ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებას.  „მსურს მივესალმო დანიის პარლამენტის წევრებსა და ბიზნესდელეგაციის წარმომადგენლებს. მათი ვიზიტი საქართველოში ჩვენი მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. იმედი მაქვს, განახლებული პირდაპირი ფრენები კიდევ უფრო გააძლიერებს სავაჭრო-ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და კულტურულ კავშირებს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

არ შეიძლება, ცესკოს თავმჯდომარე მუდმივად ექვსი თვით იყოს არჩეული - ვოლსკი

არ შეიძლება, ცესკოს თავმჯდომარე მუდმივად ექვსი თვით იყოს არჩეული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების შესახებ კანონპროექტებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა „პრეზიდენტს იმის რესურსი აქვს, საკითხზე კონსულტაციები მაინც გამართოს. ცესკო-ს საქმიანობაზე კარგი გამოცდილება, საერთაშორისო შეფასებები როცა არსებობს, პრეზიდენტის მხრიდან არასწორი პოლიტიკური ნაბიჯია ამის დაუფასებლობა, დაუნახაობა და მცდელობის გარეშე დატოვება, იქნებ, შეთანხმება მოხდეს. არ შეიძლება, ცესკო-ს თავმჯდომარე მუდმივად ექვსი თვით იყოს არჩეული, როცა მის წინაშე სერიოზული ამოცანებია. ყველა არჩევნებზე ცესკომ მაღალი კვალიფიკაცია აჩვენა, რაც მისასალმებელია. ადამიანი ამ თანამდებობაზე დანიშვნას როცა იმსახურებს და აქცენტების გადატანას ცდილობ, თურმე ოპოზიციის გარეშე ცესკო ვერ უნდა დაკომპლექტდეს და ამავე დროს, მობილიზებულია, საბოტაჟი გაუწიოს პროცესს, ამას სხვა პოლიტიკური კულტურა სჭირდება. ოპოზიციამ ეს ამ დრომდე ვერ გამოიჩინა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. „საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ცესკო-ს თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. 10 მაისს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ცესკო-სთან დაკავშირებულ კანონპროექტს, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.  

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან: რუსეთი საქართველოს სუვერენულ მიწას იტაცებს

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკკე რასმუსენი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან. მასთან ახლდა საქართველოში დანიის ელჩი, ტოფტ სორენსენი და დელეგაცია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან და პარლამენტიდან. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, ვიზიტის დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთოხების კუთხით განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრ რასმუსენს ჰქონდა საშუალება, თავად ენახა, თუ რა უარყოფითი გავლენა აქვს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე ღობეების და სათვალთვალო კოშკურების მსგავს „ბორდერიზაციის“ ნიშნებს. „დანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს. რუსეთი თანდათანობით იტაცებს საქართველოს სუვერენულ მიწას. ტრაგიკულია იმის მოსმენა, თუ როგორ ჰყოფს ეს ყველაფერი ოჯახებსა და სოფლებს. დანია გააგრძელებს ჩვენს დახმარებას ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელშესაწყობად“,  - განაცხადა ლარს ლოკკე რასმუსენმა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა განმარტეს, რომ ვითარებას აუარესებს გადაკვეთის პუნქტების დახურვა საოკუპაციო ხაზის გადასწვრივ რეგულარული მოძრაობისთვის, თვის პირველი ოცი დღის განმავლობაში. მათ ხაზი გაუსვეს, რომ მისია აგრძელებს გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენისკენ მოწოდებას ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, რაც ადგილობრივ მოსახლეობას მისცემს უფრო უსაფრთხოდ ცხოვრების და საკუთარი საარსებო წყაროების უკეთ უზრუნველყოფის შესაძლებლობას. საგარეო საქმეთა მინისტრმა რასმუსენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დანიის ურყევი მხარდაჭერა და მადლიერება მისიის საქმიანობის მიმართ. ინფორმაციისთვის, დანია მისიაში თანამშრომელთა მოვლინებით ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს და წარმოდგენილია, მისიაში ამჟამად მომსახურე დანიის თხუთმეტი მოქალაქით, რომელთა ნაწილი ჩვენს რეგიონალურ ოფისებში არიან დამკვირვებლები.  

300-400 მილიონი დოლარის ეფექტს ველოდებით ტურიზმის ნაწილში, რასაც შეიძლება, „ფრენების ეფექტი“ დავარქვათ - დავითაშვილი

დიპლომატიური ურთიერთობების კუთხით, ჩვენ ვართ ძალიან მკაფიოდ უკომპრომისოები, იმიტომ რომ ოკუპაცია ჩვენს ურთიერთობებში არის პრობლემა , - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ერთი მილიონი თანამემამულე გვყავს რუსეთში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმოსვლა გაადვილდეს - ირაკლი ღარიბაშვილი „რაც შეეხება იმას თუ რა შეიცვალა - 2008 წელს საქართველოს რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომი ჰქონდა. რუსეთის ოკუპაცია. რუსეთი ოკუპანტად რჩება და პოლიტიკურ ნაწილში, რა თქმა უნდა, რთულია, რომ ჩვენ დღეს განსხვავებულ სიტუაციაზე ვისაუბროთ. ეს სიტუაცია ჩვენთვის 2008 წლიდან ასეთია და არა 2019 წლიდან. ასე რომ ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურ ნაწილში, დიპლომატიური ურთიერთობების კუთხით, ჩვენ ვართ ძალიან მკაფიოდ უკომპრომისოები, იმიტომ, რომ ოკუპაცია ჩვენს ურთიერთობებში არის პრობლემა, რაც შეეხება კომერციულ ნაწილს, აქაც ვართ თანმიმდევრულები და ჩვენ ამაზე არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება“, -აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესრულებაზე უარის თქმა არაპრაგმატული იქნებოდა. „ჩვენც დაახლოებით 300-400 მილიონი დოლარის ეფექტს ველოდებით ტურიზმის ნაწილში, რასაც შეიძლება „ფრენების ეფექტი“ დავარქვათ. დაახლოებით, მილიარდამდე იყო 2019 წელს ტურიზმის შემოსავალი რუსეთის ფედერაციიდან. ჩვენ ვილაპარაკოთ ჩვენს გადაწყვეტილებებზე, ჩვენს მოტივებზე. მე არ შევალ, მით უმეტეს, პუტინის მოტივაციაში. როგორ უნდა გითხრათ ახლა მე. ეს ხომ არასერიოზული მსჯელობა იქნება ჩემი მხრიდან. ჩვენ თანმიმდევრული ვართ როგორც ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყვეტილებებში და ნაბიჯებში, ისე საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილში. ჩვენთვის მთავარ ამოცანად რჩება ევროკავშირში საბოლოო სრულყოფილი წევრობა, მათ შორის, ჩვენი წევრობის გზაზე ჩვენი სტატუსის პროგრესი და ამ კუთხით, მინდა გითხრათ, რომ მუშაობა ძალიან, ძალიან თავდადებით და მაღალი პროფესიონალიზმით მიდის. როცა ვსაუბრობთ ევროკავშირში წევრობაზე ეს დამოკიდებულებაშია უამრავი მოთხოვნის შესრულებასთან“, - განაცხადა დავითაშვილმა. ინფორმაციისთვის, 2020 წლის აღწერით, რუსეთში 114 ათასამდე ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს.  

უახლოეს ხანებში ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი პაკეტი გვექნება - დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს უახლოეს ხანებში ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი პაკეტი ექნება. „ჩვენ თანმიმდევრული ვართ როგორც ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებში, ისე საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილში. დღეს არაერთი განცხადება იყო ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობის, ჩემი კოლეგების მხრიდან, რომ ჩვენთვის მთავარ ამოცანად რჩება ევროკავშირში საბოლოო, სრულყოფილი წევრობა, მათ შორის წევრობის გზაზე ჩვენი სტატუსის პროგრესი. ამ კუთხით მიმდინარეობს მუშაობა ძალიან თავდადებით და მაღალი პროფესიონალიზმით. როდესაც ვსაუბრობ ევროკავშირის წევრობაზე, ეს დამოკიდებულებაშია უამრავი მოთხოვნის შესრულებასთან. ეს გულისხმობს საკანონმდებლო, ნორმატიული აქტების დაახლოებას და მათ იმპლემენტაციას. ამ პოლიტიკის შემუშავებაში საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, საქართველო ალბათ ყველაზე მოწინავეა, რადგან ჩვენ გვყავს მაღალი პასუხისმგებლობის, მაღალი კომპეტენციის მქონე საჯარო სექტორი და საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები. ამიტომ მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ამ პროცესშია ჩართული და მუშაობს. არ შეიძლება, ჩვენმა თანმიმდევრულმა პოლიტიკამ არ მოიტანოს შედეგი, რადგან სხვა შემთხვევაში ევროკავშირი არ იქნება ის ევროკავშირი, რაც ჩვენ ყველას გვინდა – სამართლიანობაზე დაფუძნებული გაერთიანება, და დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნება სამართლიანი, სწორი შეფასება. პერსპექტივის მიღების შემდეგ მუშაობა გაათმაგებულია. რადგან ჩვენ არ ვართ დღეს კანდიდატი და პარტნიორი ქვეყნები არიან კანდიდატები, კი არ შენელდა პროცესი, პირიქით, ეს პროცესი უფრო გააქტიურებულია. რეგულარულად მაქვს ინფორმაცია ჩემი სამინისტროდან, რა ინტენსიური მუშა პროცესი მიდის ბრიუსელთან და რამდენად ინტენსიურია კომუნიკაციები, ჩასვლა-ჩამოსვლა, შეხვედრები, განხილვები, კონკრეტული დეტალები. არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ უახლოეს ხანებში საზოგადოება ნახავს სრულიად ახალ პაკეტს, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის, რომელიც უკვე თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს ქვეყანას დარგობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით. ეს არ არის ევროპული პერსპექტივის მქონე, ეს არის უფრო მეტი სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის. ძალიან მალე ჩვენ ამაზე გვექნება კომენტარები, იქნება საერთო თანამშრომლობის ახალი დღის წესრიგი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ზელენსკიმ „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის“ შექმნის საკითხზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დააანონსა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა განიხილეს „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის“ შექმნის საკითხი, რომლის ფარგლებში უკრაინას თანამედროვე გამანადგურებელ თვითმფრინავები უნდა მიეწოდოს.  ამის შესახებ ზელენსკიმ ლონდონში სუნაკთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის „ძალიან მნიშვნელოვანი თემა უკრაინისთვის, რადგან კიევი ვერ აკონტროლებსცას“. „„ჩვენ გვინდა, შევქმნათ საბრძოლო თვითმფრინავების კოალიცია და მე ძალიან დარწმუნებული ვარ ამაში. ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე და [...] მალე მოისმენთ რამდენიმე, ვფიქრობ, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ცოტა მეტი ამაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტი იტალიაში, გერმანისა და საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ, 15 მაისს ჩავიდა ლონდონში. „ამჟამად ვმუშაობთ მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის შექმნაზე და ჩემი ვიზიტები ევროპის დედაქალაქებში ნაწილობრივ ამისკენ არის მიმართული. ვფიქრობ, წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა ზელენსკიმ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.  

ევროკავშირმა სპარსეთის ყურის რეგიონში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

ევროკავშირის პირველ სპეციალურ წარმომადგენლად სპარსეთის ყურის რეგიონში ლუიჯი დი მაიო დაინიშნა. ახალი სპეციალური წარმომადგენლის ამოცანები იქნება ევროკავშირის ძლიერი, ყოვლისმომცველი და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარება რეგიონის ქვეყნებთან. ლუიჯი დი მაიო მოვალეობის შესრულებას პირველი ივნისიდან შეუდგება, საწყისი მანდატი 21 თვე იქნება. დი მაიო იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2019 წლიდან 2022 წლამდე იკავებდა.  

რუსეთთან პირდაპირი ფრენების დროს სანქცირებული ბორტები და კომპანიები არ დაიშვებიან - დავითაშვილი

რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად შეწყვიტა ფრენები 2019 წელს და ასევე ცალმხრივად განაახლეს ფრენები, ჩვენ უკვე მივიღეთ მომართვები გასული კვირის ბოლოს რამდენიმე ავიაკომპანიისგან, მათ შორის ქართულისგან, საკმაოდ ინტენსიური მუშაობა გვქონდა ექსპერტებთან ერთად, რათა შეგვესწავლა, როგორი პრაქტიკა არსებობს რუსეთთან ფრენების კუთხით, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 300-400 მილიონი დოლარის ეფექტს ველოდებით ტურიზმის ნაწილში, რასაც შეიძლება, „ფრენების ეფექტი“ დავარქვათ - დავითაშვილი „ჩვენ ვეფუძნებით ყველაზე უფრო მკაცრ მიდგომას, რომელსაც ის ქვეყნები იყენებენ, რომელთაც რუსეთთან ფრენები აქვთ. ეს არის რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება, რაც ითვალისწინებს, რომ არც სანქცირებული ბორტები და არც კომპანიები არ იქნებიან დაშვებულნი ამ ქვეყნის ბაზარზე. ევროკავშირს აქვს ე.წ. შავი სია, რომლებიც არიან სანქცირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფრენების უსაფრთხოება და ჩვენი გადაწყვეტილებები უნდა იყოს თანხვედრაში „იკაოს“ მოთხოვნებთან. ამიტომ, ბორტები, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ტექნიკურ ინფორმაციაზე, კვალიფიციურ შეკეთებასა და სერვისზე, საქართველოს სივრცეში ვერ იფრენენ. ჩვენ ყველა იმ კომპანიას და ბორტს, რომლებიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, საშუალებას მივცემთ, ფრენები განახორციელონ. დღეისთვის მოთხოვნა არის როგორც თბილისის, ისე ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებებზე. საზოგადოებაში ცალსახა განწყობები არ არის. განსხვავებული აზრებია. კონკრეტული ჯგუფების ღელვა გასაგებია, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილს შეიძლება, საკმაოდ დიდ შეღავათს აძლევდეს პირდაპირი ფრენები. ამას აქვს სოციალური მნიშვნელობა, რადგან ეთნიკურად ქართველები, რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ვერ სარგებლობდნენ პირდაპირი მიმოსვლით. ეს მათ სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს“, – განაცხადა მინისტრმა. ერთი მილიონი თანამემამულე გვყავს რუსეთში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმოსვლა გაადვილდეს - ირაკლი ღარიბაშვილი ინფორმაციისთვის, 2020 წლის აღწერით, რუსეთში 114 ათასამდე ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს. ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­უქ­მა. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­მოს­ცა. პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ვი­ზო რე­ჟი­მი 15 მა­ი­სი­დან გა­უქ­მდე­ბა. ამას­თან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვაც მოხ­სნა.  

ოკუპანტებმა სოფელ ერგნეთის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ 14 მაისსაც დააკავეს.  

საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების განხორცილებას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განხორცილებას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს. დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. 300-400 მილიონი დოლარის ეფექტს ველოდებით ტურიზმის ნაწილში, რასაც შეიძლება, „ფრენების ეფექტი“ დავარქვათ - დავითაშვილი "საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 15 მაისს გაიცა.ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე, შესრულდება მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით", - ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში. ერთი მილიონი თანამემამულე გვყავს რუსეთში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმოსვლა გაადვილდეს - ირაკლი ღარიბაშვილი ინფორმაციისთვის, 2020 წლის აღწერით, რუსეთში 114 ათასამდე ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს. რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­უქ­მა. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­მოს­ცა. პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ვი­ზო რე­ჟი­მი 15 მა­ი­სი­დან გა­უქ­მდე­ბა. ამას­თან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვაც მოხ­სნა. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების გადაწყვეტლებით რუსეთი ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, როგორც საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი ახლა, როცა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა.  ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

საოკუპაციო ძალების მიერ 14 მაისს უკანონოდ დაკავებული გიორგი მეგრელიშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 14 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი მეგრელიშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. გიორგი მეგრელიშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად. ოკუპანტებმა სოფელ ერგნეთის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ 15 მაისსაც დააკავეს - სუს-ი  

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, 2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა. უწყების ინფომაციით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დამატებით უნდა განხორციელდეს იმ ბავშვების ჩარიცხვა, რომელთაც 6 წელი 16 სექტემბრიდან 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. „მოგეხსენებათ, პირველკლასელთა რეგისტრაციის მიმდინარეობისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შევიდა ცვლილება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებით. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დამატებით უნდა განხორციელდეს იმ ბავშვების ჩარიცხვა, რომელთაც 6 წელი 16 სექტემბრიდან 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 15 მაისის N 543304 ბრძანების მიხედვით პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შემდეგნაირად განისაზღვრა: გახანგრძლივდა ამჟამად მიმდინარე II ეტაპი – მეორე ეტაპზე რეგისტრაცია 2023 წლის 19 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა: ა) და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში; ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია; გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა. 2023 წლის 22-23 მაისს დამატებით განხორციელდება რეგისტრაცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, რომლებიც რეგისტრაციის პირველი ეტაპისთვის თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში ვერ დარეგისტრირდნენ სკოლებში. პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს. პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 2023 წლის 24 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა, ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრი. იმ ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ, რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ. III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 8 ივნისს დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 26 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. IV ეტაპი – 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე). მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ეგვიპტურმა და ნორვეგიულმა კომპანიებმა ევროპაში განახლებადი ენერგიის ექსპორტზე შეთანხმება გააფორმეს

ეგვიპტის ელექტროგადამცემმა (EETC) და ნორვეგიულმა Scatec-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ეგვიპტიდან ევროპაში განახლებადი ენერგიის ექსპორტის შესახებ იტალიის გავლით, ამის შესახებ ნათქვამია ეგვიპტის მთავრობის ოფისის განცხადებაში. „პრემიერ-მინისტრი, მოსტაფა მადბული დაესწრო EETC-სა და ნორვეგიულ კომპანია Scatec-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას, რომლის მიზანიც ეგვიპტესა და ევროპას შორის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის შესწავლის დაწყება და განახლებადი ენერგიის ეგვიპტიდან ევროპაში იტალიის გავლით ექსპორტია“, - ნათქვამია მოხსენებაში. ეგვიპტის ელექტროენერგიის და განახლებადი ენერგიის მინისტრმა მოჰამედ შაკერმა აღნიშნა, რომ EETC-სა და Scatec-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა გაფორმდა ეგვიპტესა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში. ეგვიპტემ და ნორვეგიამ გასული წლის აპრილში მოაწერეს შეთანხმებას რამდენიმე პროექტზე, რომელიც განახლებადი ენერგიის განვითარებაში თანამშრომლობის გაძლიერებას გულისხმობს.  

რა ეღირება დოლარი და ევრო 16 მაისს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5395 ლარი ეღირება, ევრო – 2.7617 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1756 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5458 ლარი ღირდა, ევრო – 2.7805 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1998 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 16 მაისს შევა ძალაში.  

ვულოცავთ ყველა თავდადებულ მოსამართლეს, რომელიც მუშაობს დამოუკიდებელი სასამართლოს შენებისთვის - ამერიკის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ქართველ მოსამართლეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. შესაბამისი ტექსტი საელჩომ Facebook-ზე განათავსა. „ვულოცავთ ყველა შრომისმოყვარე, თავდადებულ მოსამართლეს, რომელიც მუშაობს კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და დამოუკიდებელი სასამართლოს შენებისათვის საქართველოში. თქვენ ემსახურებით თქვენს ქვეყანასა და საზოგადოებას ღირსეულად და პატიოსნად, ატარებთ რა მართლმსაჯულების მიუკერძოებლად აღსრულების მძიმე ტვირთს. ჩვენ მივესალმებით ყველაფერს, რასაც აკეთებთ საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.   

„საჩუქარი პუტინისთვის" - უკრაინა ჩეხეთიდან ახალ დახმარებას მიიღებს

პროექტის - „საჩუქარი პუტინისთვის" ფარგლებში, ჩეხეთში უკრაინისთვის RM-70 სისტემის და რაკეტების შესაძენად, 2,3 მილიონ დოლარს აგროვებენ. სარაკეტო გამშვები უკრაინას სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში მიეწოდება. „ჩვენ მოვახერხეთ 2,300,000 აშშ დოლარის შეგროვება ჩეხური RM-70 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვებისა და მისთვის 365 რაკეტის შესაძენად. სულ რაღაც ორ თვეში 19165 ფიზიკურმა პირმა და კომპანიამ შეიტანეს წვლილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც პროექტის Twitter გვერდზე განთავსდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტრთან აქცია - „უარი რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენაზე" მიმდინარეობს. თბილისში, პარლამენტის შენობის უკან აქცია მიმდინარეობს ორი მოთხოვნით. დემონსტრაციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე და შემოიღოს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. „ფრენების აღდგენა ეს არის ლახვარი უკრაინელების ზურგში, ეს არის ევროპისგან დაშორება და არის რუსეთთან დაახლოება", - განაცხადა აქციის მონაწილე კახა წიქარიშვილმა რადიო თავისუფლების ცნობით.  პარტია „ლელოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე კი აცხადებს, რომ „საქართველოს მოსახლეობას აქვს ნათლად ჩამოყალიბებული საკუთარი პოზიცია, რაც ნიშნავს იმას, რომ არ უნდა მეტი რუსი საქართველოში. არ უნდა თუნდაც პირდაპირი ფენები თბილისსა და მოსკოვს შორის. მარტივი გამოსავალია ამ ყველაფრიდან - უარი ეთქვას რუსეთს პირდაპირ ფრენებზე". რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის წინააღმდეგ, 14 მაისს პეტიცია გავრცელდა, რომელსაც მოქალაქეები აწერენ ხელს. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, რომელიც 15 მაისს გავრცელდა, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებს ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.  „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

თბილისში, მთაწმინდის რაიონში კაცი დაჭრეს

თბილისში, ზუბალაშვილების ქუჩაზე კაცი დაჭრეს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, პირი ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი. შსს-ს ცნობით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 118-ე მუხლით - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით მიმდინარეობს. გამოძიება ასევე მიმდინარეობს 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვას გულისხმობს. ქართული სატელევიზიო მედისაშუალებების ცნობით, დაჭრილს, რომელსაც ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვს.