ძებნის რეზულტატი:
დანიის საგარეო მინისტრი: საქართველო რეკომენდაციებს თუ შეასრულებს, დანია მხარს დაუჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას
დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მსურს, გამოვიყენო შესაძლებლობა და გითხრათ, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი ქვეყნის პასუხი იქნება – დიახ. თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს შემოდგომაზე, როდესაც ვნახავთ რეკომენდაციებს ევროკომისიისგან. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული გზა ევროკავშირისკენ. ეს ყველაფერი უკავშირდება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს, შეასრულოს ეს კრიტერიუმები. საქართველო რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებზე დაფუძნებულ ამ კრიტერიუმებს თუ შეასრულებს, დანია მხარს დაუჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“. „ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, ამბიციების და მისწრაფებების რეალიზება განახორციელოს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ დანია მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე.“ - განაცხადა დანიის პირველმა დიპლომატმა საგარეო უწყების ცნობით. 14 მაისს, საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი ეწვია. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლარს ლოკე რასმუსენმა შეხვედრები ასევე გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერთან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან ერთად ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს. ამასთან, დანიის პირველი დიპლომატი საოკუპაციო ხაზს ეწვია და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.
ილია დარჩიაშვილი: არცერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით, სანქციებისთვის თავი აერიდებინა
„თითქმის ერთ წელზე მეტია, რაც ომი მიმდინარეობს და საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით, სანქციებისთვის თავი აერიდებინა“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლარს ლოკე რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მინისტრის თქმით, საქართველო პირნათლად ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აიღო. „უკვე თითქმის ერთ წელზე მეტია, რაც ეს ომი მიმდინარეობს და საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით თავი აერიდებინა სანქციებისთვის. ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი პარტნიორების წინაშე და ეს ვალდებულება შესრულება ყოველთვის, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ამ საკითხში საქართველო ძალიან ტრანსფარენტული, ღიაა და საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან და პარტნიორებთან ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას. ეს უკვე პრაქტიკაში და ფიზიკურად დადასტურდა, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ძალიან ახლო კოორდინაციაში ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან და კონკრეტულ ამ საკითხებთან, სანქციებთან მიმართებით, ძალიან ტრანსფარენტულად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
დანია და საქართველო განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას განიხილავენ
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ლარს ლოკე რასმუსენს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი ჯაბა ხმალაძე, აგრეთვე ბიზნესმენთა ჯგუფი, რომლებიც დანიის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და დანიის სამეფოს ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები, აგრეთვე თანამშრომლობა სხვადასხვა რეგიონულ ფორმატებში. ხაზი გაესვა დანიის სამეფოს მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით. საუბარი წარიმართა ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთ პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, განახლებადი ენერგეტიკა, ვაჭრობა, ტურიზმი და სხვ. დადებითად შეფასდა ის გარემოება, რომ 2023 წლის ბოლოდან ამოქმედდება პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის, რაც დადებითად აისახება ორმხრივი ეკონომიკურ კავშირებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კუთხით. აღინიშნა, რომ დიდია დაინტერესება, რათა საქართველოზე გამავალ შუა დერეფანზე გაიზარდოს ტვირთბრუნვა ევროპასა და აზიას შორის, რისთვისაც მნიშვნელოვანია შესაბამისი სატრანსპორტო – ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება. ქართულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომლებიც ამ გამოწვევის წარმატებით დაძლევისკენაა მიმართული, მათ შორისაა, ფოთის ნავსადგურის გაფართოება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია და სხვ. ასევე ყურადღება გამახვილდა განახლებად ენერგეტიკაზე. დადებითად შეფასდა რეგიონული პროექტი, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სისტემებს შავიზ ზღვის ენერგოკაბელის მეშვეობით ევროკავშირისას დააკავშირებს. მხარეებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება თანამშრომლობის გაღრმავებაზე განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. დასასრულს, მხარეებმა გამოკვეთეს პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოში დანიის საელჩოს გახსნა დადებით გავლენას მოახდენს ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.
რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილისა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ლარს ლოკე რასმუსენს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერ-მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენს დანიის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად დგამს. დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი დანიის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ენერგეტიკის, თავდაცვის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში. განიხილეს, თუ რა მიმართულებებით არის შესაძლებელი საქართველოსა და დანიას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობას. აქვე, ხაზი გაესვა საქართველოს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს. შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა თბილისში დანიის საელჩოს გახსნის მნიშვნელობას. შეხვედრას დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივი სახელმწიფო მდივანი იეპე ტრენჰოლმ-მიკელსენი, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის სპეციალური მრჩეველი კარენ კლემენტი, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი ჰენრიკ ვინსერი, დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანე ტოფტ სორენსენი, ხოლო საქართველოს მხრიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე ესწრებოდნენ.
ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების შესახებ კანონპროექტებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტები, რომლებიც ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. პარლამენტის წევრების, მამუკა მდინარაძის, გივი მიქანაძის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის მიერ წარმოდგენილი პროექტები დეპუტატებს გივი მიქანაძემ გააცნო. „ჩვენ გთავაზობთ ცვლილებებს, რომლითაც პრეზიდენტის ის უფლებამოსილება, რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული 52-ე და 53-ე მუხლებით, შენარჩუნებულია, ამიტომ, პრეზიდენტის წარმომადგენლობა იქნება უზრუნველყოფილი შერჩევით პროცესში, ცვლილებას გთავაზობთ იმ კონტექსტში, რომ უფრო გაიზარდოს საზოგადოების ჩართულობა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ღია და გამჭვირვალე პროცესების საფუძველზე წარედგინოს ერთი კანდიდატურა, რომლის დამტკიცებისთვისაც აბსოლუტურად ვიზიარებთ არსებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკას და სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ხუთი წლის ვადით მოხდეს ცესკო-ს თავმჯდომარის თუ წევრის არჩევა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი არ მოხდება აღნიშნულის განხორციელება, პრეზიდენტს უნარჩუნდება უფლებამოსილება, დანარჩენი წევრობის კანდიდატებისგან შეარჩიოს მისი შეხედულებით ერთ-ერთი და წარუდგინოს პარლამენტს განსახილველად“, – განაცხადა გივი მიქანაძემ. ცვლილებებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ასევე იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი. კანონის პროექტების თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს. ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს კი პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს. უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაში გათვალისწინებულია საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში პრეზიდენტის ერთი წარმომადგენლის ყოფნა. ამავე პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, პრეზიდენტი შესაბამის კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატს წარადგენს და კენჭი პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურას ეყრება. მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ვალდებულებას, რომელიც დღეს მოქმედი კანონმდებლობით არსებობს ცესკოს წევრების, მაგრამ არ არსებობს თავმჯდომარის მიმართ. ცვლილების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეც დაექვემდებარება შესაბამის სერტიფიცირებას. „დღეს, საშიშროება, რომ არჩევნების საბოტაჟი განხორციელდეს, იმ კანონმდებლობით, რაც გვაქვს, ძალიან მაღალია. აქედან გამომდინარე, სწორედ აუცილებლობაა ამ კანონმდებლობის მიღების. პასუხისმგებლობა კონსტიტუციის და მოქალაქეების წინაშე გააჩნია ხელისუფლებას, რომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერია და რომელიც უზრუნველყოფს, მათ შორის, არჩევნების სამართლიანად, გამჭვირვალედ და ორგანიზებულად ჩატარებას“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, სჭირდება მყარი, საიმედო, სტრატეგიული ალიანსები და პარტნიორობა
საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დროა. ხალხმა დიდი ხნის წინ ცხადად განაცხადა, რომ მას სურს ევროპული მომავალი. ისინი ამ მიზნის მიღწევასთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დანიის საგარეო მინისტრი: ჩემი ქვეყნის პოზიცია იქნება - დიახ, თქვენ მოგანიჭებენ კანდიდატის სტატუსს შემოდგომაზე დანიელი დიპლომატის თქმით, მის ვიზიტს სამი მიზანი აქვს: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა: „გუშინ ვიმყოფებოდი „ცხინვალის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე“. რუსეთის უწყვეტი „ბორდერიზაციის“ პროცესი ჰყოფს ოჯახებს. ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, სჭირდება მყარი, საიმედო, სტრატეგიული ალიანსები და პარტნიორობა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაძლიერებთ ჩართულობას ამ პერიოდში, როდესაც ჩვენი მხარდაჭერა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ამის დასტურად, დღეს ოფიციალურად გავხსნი საქართველოში დანიის საელჩოს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამის გაკეთება მე მიწევს საქართველოს თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფების მხარდასაჭერად. მეორე - ჩემი ვიზიტი, დანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის პოლიტიკოსებთან ერთად, აღნიშნავს ისტორიულად ძლიერ ორმხრივ ურთიერთობას საქართველოსა და დანიას შორის. მას შემდეგ, რაც დანიის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება გამოცხადდა, კულტურულმა, პოლიტიკურმა და ბიზნესკავშირებმა ისტორიული იმპულსი შეიძინა“, - განაცხადა მინისტრმა. რასმუსენის თქმით, დანიასა და საქართველოს შორის ძლიერი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ ერთი სიგნალი არის, რომ წელს, კოპენჰაგენსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისები დაიწყება. „ჩემი ვიზიტის მესამე მიზანი არის ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების დიდი, შეუსწავლელი პოტენციალის განვითარებაა“, - აღნიშნა მინისტრმა IPN-ის ცნობით.
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1.2 მილიონი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა - საქსტატი
2023 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 1.2 მილიონი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მოგზაურების უდიდესი ნაწილი, 48.7%, 31-50 წლის იყო. ასევე, ინფორმაციის თანახმად, მოგზაურების სრული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.1 მილიონი შეადგინა, რაც ასევე 2.1-ჯერ მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. „2023 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 873.3 ათასს მიაღწია, რაც 2.0-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საერთაშორისო ვიზიტორების 79.8% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. ექსკურსანტების წილმა 15.9% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.3% როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი იყო”, - ნათქვამია ინფორმაციაში. ასევე, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ვიზიტორების ყველაზე დიდი ნაწილი, 220,7 ათასი ადამიანი, რუსეთის ფედერაციიდან ეწვია. „საქსტატის“ ცნობით, ვიზიტორების უმრავლესობა თბილისსა და აჭარაში იმყოფებოდა. „2023 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 220.7 ათასი ადამიანი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 25.3 % შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 17.6%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 15.0%-იანი წილით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში. განხორციელებული ვიზიტების 79.4% განმეორებითი ხასიათის იყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ზელენსკი სუნაკს ხვდება
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა უკრიანის ლიდერი მიიღო. ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის შემდეგ, ლონდონში ჩავიდა. „დღეს - ლონდონი. დიდი ბრიტანეთი ლიდერია, როდესაც საქმე ეხება ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას მიწასა და ჰაერში. ეს თანამშრომლობა დღესაც გაგრძელდება. ჩემს მეგობარ რიშის შევხვდები. ჩვენ ჩავატარებთ არსებით მოლაპარაკებებს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში - წერს სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი.
2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 17.3 პროცენტამდე შემცირდა - საქსტატი
2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2021 წელთან შედარებით 3.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.3 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ცნობით, 2022 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წელთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 51.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 42.9 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.1 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 2.4 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 2.0 და 3.2 პროცენტული პუნქტით და 44.1 პროცენტს და 41.5 პროცენტს შეადგენს. ამასთან, გასულ წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.9 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში წინა წელთან შედარებით შემცირებულია 3.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.5 პროცენტული პუნქტით. უწყების მონაცემებით, 2021 წელთან შედარებით 2022 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია მცხეთა-მთიანეთის, შიდა-ქართლის და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონებში, შესაბამისად 6.2, 5.3 და 5.2 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2022 წელს 2021 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 3.5 პროცენტული პუნქტით. საქსტატის ინფორმაციით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 41.5 პროცენტს, ხოლო კაცებში 64.0 პროცენტს შეადგენდა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში 1.0 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო კაცებში – 1.1 პროცენტული პუნქტით. ამასთან, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში, შესაბამისად 2.1 და 3.1 პროცენტული პუნქტით. 2022 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (47.4 პროცენტი), ხოლო ყველაზე დაბალი, ტრადიციულად 65+ ასაკობრივ ჯგუფშია (3.6 პროცენტი), რის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი.
პუტინი უბრალოდ არაფერს გასცემს, ამიტომ, მთავარი კითხვაა, რატომ გასცემს პუტინი ამ „საჩუქარს“ საქართველოსთვის ახლა - ელჩი დეგნანი
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქართველების უმრავლესობა უფრო მეტად ბედნიერი იქნებოდა, პუტინს რუსული ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რომ გაეყვანა. „მე ვფიქრობ, მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, რატომ აძლევს პუტინი ამ „საჩუქარს“ საქართველოს ახლა“, - აღნიშნავს ელჩი დეგნანი. „მე მესმის, რატომ აქვთ ქართველებს კითხვის ნიშნები რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით - ვფიქრობ, აქ კითხვა იმაში მდგომარეობს, რატომ აძლევს პუტინი ამ საჩუქარს საქართველოს ახლა. მე ვფიქრობ, ქართველების უმრავლესობა უფრო მეტად ბედნიერი იქნებოდა, რომ პუტინს რუსული ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან გაეყვანა, შეესრულებინა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და უკან წაეღო აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება. ეს იქნებოდა რეალური ჟესტი, რომელსაც ექნებოდა მნიშვნელობა საქართველოსთვის. პუტინი საზღაურის გარეშე არაფერს გასცემს, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია კითხვის დასმა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გასცემს ის ამას ნაცვლად ისეთი რაღაცისა, რაც იქნებოდა ნამდვილად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რაც იქნებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმება და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება“, - განაცხადა კელი დეგნანმა. კითხვას, აშშ თავის მხრივ, განიხილავს თუ არა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებსა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას, ელჩმა აღნიშნა, რომ პირდაპირი ფრენები კომერციული საკითხია. „საქართველოსთან პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით, რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდით. ეს კომერციული გადაწყვეტილებაა, რომელსაც ავიაკომპანია უნდა დათანხმდეს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ და ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა“, - განაცხადა კელი დეგნანმა. შეგახსენებთ, რუსეთის გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა. „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ცნობისთვის,10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების გადაწყვეტლებით რუსეთი ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, როგორც საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი ახლა, როცა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია
რატომ დაეთანხმა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის შემოთავაზებას, რომ რამდენიმე ავიაკომპანიამ ხვალიდან რეისები განახორციელოს და სანქცირების გარდა, არსებობს თუ არა უსაფრთხოების საფრთხე საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ევროპული ავიაკომპანიები აღარ ეხმარებიან რუსულ ავიაკომპანიებს, რომ სათადარიგო ნაწილები მიაწოდონ, მედიის ამ შეკითხვას, ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა უპასუხა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ლეგიტიმური შეშფოთება არსებობს. „არ მინახავს ინფორმაცია, რომელ ავიახაზებს მისცეს შემოსვლის უფლება. ეს მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს დადგენა, არიან თუ არა ისინი სანქცირებული. არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება, არიან თუ არა ისინი სანქცირებული თვითმფრინავები, აქვთ თუ არა სათანადო ნაწილები, აქვთ თუ არა შესაბამისი ტექნიკური მომსახურება. ეს არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ლეგიტიმური შეშფოთება, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს“, - აღნიშნა ელჩმა. ელჩისთვის გაუგებარია, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე „საჩუქარს“ ქვეყნიდან, რომელიც არის სასტიკი აგრესორი. „განსხვავება ამჟამინდელ სიტუაციასა და 2019 წელს შორის არის ის, რომ რუსეთი კვლავ შეიჭრა უკრაინაში და გააჩაღა სასტიკი, სისხლიანი ომი უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ, ბავშვების, სკოლების, საავადმყოფოების, კორპუსების წინააღმდეგ. ეს არის რუსეთის უპრეცედენტო შეჭრა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე, უკრაინის იდენტურობისა და სუვერენიტეტის აღმოსაფხვრელად. ეს არის მთავარი, რაც მოხდა 2019 წლის შემდეგ. არ ვიცი, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე ჟესტს, „საჩუქარს ქვეყნიდან“, რომელიც არის სასტიკი აგრესორი. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც უნდა დაისვას“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა. შეგახსენებთ, რუსეთის გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა. „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ცნობისთვის,10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების გადაწყვეტლებით რუსეთი ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, როგორც საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი ახლა, როცა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. როგორც ცნობილია, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ, რომლებიც ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
კეზერაშვილმა და მისმა გარემოცვამ თავი უნდა დაანებონ ისრების სხვისკენ მიმართვას - წულუკიანი
კეზერაშვილმა და მისმა გარემოცვამ თავი უნდა დაანებონ სხვისკენ ისრების მიმართვას და პასუხი გასცენ კითხვებს, რომლებიც მათთან დაკავშირებით არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე კომენტირებისას განაცხადა. აქტიურად ვმუშაობთ, რომ „ქოლცენტრები“ მაქსიმალურად დაიხუროს და აღარ იფუნქციონიროს საქართველოში - გომელაური აღმაშენებლის გამზირზე, სავარაუდოდ, „ქოლ-ცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს „დღემდე ვიცით ერთი ყველაზე დიდი სკანდალური საქმე, ეს არის კეზერაშვილის ქოლცენტრი, რომლის არსებობა და დანაშაულებრივი ხასიათი რომელიმე ქართულმა მედიამ ან ქართველმა პოლიტიკოსმა კი არ დაადასტურა, არამედ „ბიბისის“ საგამოძიებო ჟურნალისტურმა პროექტმა. ასევე ვნახეთ, რომ ჩვენი პროკურატურა სხვა ქვეყნის პროკურორებთან ერთად, მასშტაბურ გამოძიებას აწარმოებს, როგორ დანაშაულებრივად და უნამუსოდ გაძარცვეს ევროპელი პენსიონრები კეზერაშვილმა და მისმა ამფსონებმა, უკანონოდ დაეუფლნენ მათ თანხებს. შესაბამისად, ალბათ კეზერაშვილმა და მისმა გარემოცვამ, ვინც ამ ქსელში იყო ჩაბმული, თავი უნდა დაანებონ ისრების სხვისკენ მიმართვას, პასუხი გასცენ მათთან მიმართებით არსებულ სამართლებრივ კითხვებს. ცოტა პასუხისმგებლობა იქონიოს იმ ტელევიზიამაც, რომელიც კეზერაშვილის მიერ ევროპელი პენსიონრებისგან მოპარული ფულით ფინანსდება, როდესაც ცდილობს, სხვა დაადანაშაულოს იმაში, რაც თავად ჩაიდინა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე, თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, საქართველოს საარჩევნო უბნებზე საკუთარი პოზიცია 600-ზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა.„ჰაბერთურქის“ ცნობით, ამომრჩევლების 63,58%-მა ხმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს მისცა, მეორე ადგილზე კი, თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 31,34%-ით გავიდა. აღსანიშნავია, რომ ერდოღანმა 2018 წლის არჩევნებიც წააგო საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე. პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის მთავარ ოპონენტს შორის მეორე ტურის გამართვა სულ უფრო სავარაუდოა, მას შემდეგ რაც თურქეთში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დაძაბული არჩევნები გაიმართა. წერს BBC. თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ განაცხადა, რომ ერდოღანმა ხმების 49,49% მიიღო, მისმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ - 44,79%, თითქმის ყველა ხმა დათვლილია. 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. ერდოღანმა განუცხადა თავის AK-პარტიის მხარდამჭერებს ანკარაში, რომ ის მზად არის არჩევნების მეორე ტურისთვის, საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ ჯერ თვლის, რომ მაინც შეუძლია, გაიმარჯვოს. ქილიჩდაროღლუმ პირობა დადო, რომ არჩევნებს მეორე ტურში მოიგებს და რომ მისმა კონკურენტმა ხალხისგან ნდობა ვერ მიიღო. არჩევნები მზარდი ინფლაციის ფონზე და დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ ტარდება. საბოლოო შედეგები 19 მაისს გამოქვეყნდება. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.
1-ელი იანვრიდან - 31 მარტის ჩათვლით, ყველა პარტიამ ჯამში 640 569 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ პოლიტიკური შემოწირულებების სტატისკიკას აქვეყნებს და განმარტავს, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან - 31 მარტის ჩათვლით, ყველა პარტიამ ჯამში, 640 569 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან თითქმის ნახევარი - 300 000 ლარი მმართველ პარტიაზე მოდიოდა, მეორე ადგილზე იყო „ლელო საქართველოსთვის“ 201 000 ლარით, ხოლო მესამეზე – „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 84 299 ლარით. „საანგარიშო პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ თითქმის იმდენივე შემოწირულება მიიღო, რამდენიც ყველა სხვა პარტიამ ჯამურად, თუმცა ეს დონორების სიმრავლის ხარჯზე არ მომხდარა — მმართველ პარტიას სულ 8 დონორი ჰყავდა, რომლებმაც პარტიის სასარგებლოდ მსხვილი თანხები გაიღეს. 8 დონორიდან 6 ბათუმელი ბიზნესმენია, აქედან ერთ-ერთის, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძის კომპანიები რეგულარულად იგებენ მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს. 2023 წლის 28 თებერვალს ორმა ბათუმელმა ბიზნესმენმა რომან გუნდაძემ და ზაურ სალვარიძემ ჯამში 80 000 შეწირეს მმართველ პარტიას. ორივე პირი არაერთი კომპანიის მეწილეა. გუნდაძის 100%-იან საკუთრებაში არსებულმა შპს BS METAL GROUP 1.2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერების გამარჯვებულია და 350 000 ლარის გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები აქვს მიღებული. სალვარიძეს 2021 წელს 60 000 ლარი ჰქონდა მმართველი პარტიისთვის შეწირული, ხოლო გუნდაძეს 2020 და 2021 წლებში ჯამში 20 000 ლარი, მანამდე კი, 2012 წელს მაშინდელ მმართველ პარტიასთან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული ორგანიზაციის „საქართველო არ იყიდება“ სასარგებლოდ 10 000 ლარი ჰქონდა გაღებული. 2023 წლის პირველ მარტს ბათუმელმა ბიზნესმენებმა რამაზ ბერიძემ, დავით ნაგერვაძემ (რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქე), ნუკრი დოლიძემ და გიორგი ქიძინიძემ „ქართულ ოცნებას“ ჯამში 180 000 ლარი შეწირეს. მათგან ყველაზე საინტერესო ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი ნუკრი დოლიძეა, რომელზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ადრეც არაერთხელ წერდა. ნუკრი დოლიძემ 1 მარტს მმართველ პარტიას 50 000 ლარი შეწირა, მას 2021 წელს უკვე აქვს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 60 000 ლარი გაღებული, ხოლო 2012 წელს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულ ორგანიზაციას „საქართველო არ იყიდება“ 10 000 ლარი შეწირა. მისი კომპანიები „ბონდი-2009” და „მონოლითი-2005” აჭარაში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ერთ-ერთი ძირითადი განმახორციელებლები არიან და ჯამში 230 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერებში არიან გამარჯვებული, მათ შორის 45 მილიონამდე ღირებულების კონტრაქტები 2023 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში აქვს მიღებული. ნუკრი დოლიძის შვილი, ლევან დოლიძე 2019-2020 წლებში ინფრასტრუქტურის საკითხებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად მუშაობდა, 2021 წლის განმავლობაში მუნიციპალური საცხენოსნო კლუბის დირექტორად, ხოლო 2022 წლიდან ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეა. 2021 წელს ლევან დოლიძეს მმართველი პარტიისთვის 5000 ლარი აქვს შეწირული. დოლიძეების კომპანიებს უპირობო აუქციონებისა და ბათუმის მუნიციპალიტეტთან დადებული ნასყიდობის კონტრაქტების საფუძველზე ათასობით კვადრატული მეტრი უძრავი ქონება აქვთ სახელმწიფოსგან მიღებული. გარდა ამისა, ნუკრი დოლიძის ძმა, მერაბ დოლიძე, რესტორან „აჭარული სახლის“ მესაკუთრეა, რომელსაც გამარტივებული შესყიდვებით 300 000 ლარზე მეტი ღირებულების პირდაპირი კონტრაქტები აქვს მიღებული. 10 000 ლარი შეწირა „ქართულ ოცნებას“ თამაზ თამაზაშვილმა, რომელიც პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია. ეს თამაზაშვილის მიერ მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაღებული მე-14 შემოწირულება იყო, ჯამში მას 78 000 ლარზე მეტი აქვს პარტიისთვის შეწირული“,-აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამასთან, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ამავე პერიოდში მმართველი პარტიის დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 21 000 ლარის ღირებულების პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს, წარსულში კი, მათ სულ 2 მილიონი ლარის პირდაპირი შესყიდვები აქვთ მიღებული.
ელჩი დეგნანი აშშ-სთან პირდაპირ ფრენებზე: კომერციული საკითხია, ჩვენ მხარს დავუჭერთ
ელჩმა დეგნანმა უპასუხა კითხვას, აშშ განიხილავს თუ არა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებსა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას, ელჩმა აღნიშნა, რომ პირდაპირი ფრენები კომერციული საკითხია. „საქართველოსთან პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით, რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდით. ეს კომერციული გადაწყვეტილებაა, რომელსაც ავიაკომპანია უნდა დათანხმდეს და, რათქმა უნდა, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ და ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ, გახსნან რეისები და უვიზო რეჟიმი ამერიკიდანაც
თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია
თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ თბილისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა განაცხადა. თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა „მეხანძრე მაშველების დროული რეაგირების შედეგად, დროულად მოხდა ხანძრის ლოკალიზება. ვინაიდან, არსებობდა ხანძრის უფრო დიდ მასშტაბზე გავრცელების საშიშროება. შესაბამისად, ხანძარიც დროულად იქნა ლოკალიზებული და ამ ეტაპზე როგორც მოგახსენეთ, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დაშავებულებზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს. ფართობსა და ხანძრის გავრცელების ალბათობას დაადგენს შესაბამისი სამსახური“, – განაცხადა ლევან მუსელიანმა.
მოლდოვამ დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლის პროცედურა დაიწყო
მოლდოვა დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლას აპირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ 15 მაისს განაცხადა, რომ მოლდოვას შეუძლია დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გასვლა. პარლამენტის ხელმძღვანელის თქმით, ის აპირებს სამართლებრივი პროცედურის დაწყებას, რომელიც საშუალებას მისცემს მოლდოვას, "პირველი ნაბიჯი გადადგას თანამეგობრობიდან გასვლისთვის". „როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვაცხადებ, რომ დავიწყე დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან მოლდოვას გასვლის პროცედურა“, - განაცხადა გროსუმ და აღნიშნა, რომ ინიციატივა უკვე განიხილა პრეზიდენტ მაია სანდუსთან. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დსთ-ს დამფუძნებელმა რუსეთმა უკრაინაზე ბარბაროსული თავდასხმა წამოიწყო, არ შეიძლება, ამ ორგანიზაციას თანამეგობრობა ეწოდოს.
იანვარ-მარტში საქართველოში შემოსული ყოველი მეოთხე ვიზიტორი, რუსეთის მოქალაქე იყო
საქსტატის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოსული ვიზიტორების რიცხვი (873,3 ათასი), წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, გაორმაგებულია. მათი უდიდესი ნაწილი რუსეთის მოქალაქე იყო და უსწრებდა როგორც ევროკავშირის ყველა ქვეყნიდან, ისე საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან (ცალ-ცალკე) შემოსული მოქალაქეების რაოდენობას. საქსტატის ინფორმაციით, ვიზიტორების უმრავლესობა, 50,2 პროცენტი, 31-50 წლამდე ადამიანი იყო, ქალები კი, ვიზიტორების 34,2 პროცენტი. საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთი - 220,7 ათასი (25,3%); თურქეთი - 216,4 ათასი (17,6%); სომხეთი - 182,5 ათასი (15%). შეგახსენებთ, რუსეთის გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა. „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ცნობისთვის,10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების გადაწყვეტლებით რუსეთი ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, როგორც საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი ახლა, როცა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
WP: პრიგოჟინმა კიევს რუსეთის ჯარების პოზიციების გამხელა შესთავაზა
„ვაგნერის“ დაქირავებული ჯგუფის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა, სავარაუდოდ, უკრაინას შესთავაზა რუსული ჯარების ადგილმდებარეობის გამხელა ბახმუტის მიმდებარე ტერიტორიიდან უკრაინული ძალების გაყვანის სანაცვლოდ, იტყობინება Washington Post 15 მაისს, აშშ-ის დაზვერვის გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით. ორმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა ვაშინგტონ პოსტს ანონიმურობის პირობით დაუდასტურა, რომ პრიგოჟინი "რამდენჯერმე" იყო კონტაქტში უკრაინის დაზვერვის დირექტორატთან. თუმცა, უკრაინამ უარყო პრიგოჟინის შეთავაზება "არაერთხელ", რადგან ოფიციალური პირები "არ ენდობიან პრიგოჟინს და ფიქრობდნენ, რომ მისი წინადადებები შეიძლებოდა არაგულწრფელი ყოფილიყო". „ვაგნერსა“ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბულობა იანვრიდან გაძლიერდა. 5 მაისს პრიგოჟინი დაიმუქრა ბახმუტიდან „ვაგნერის“ ძალების 10 მაისამდე გაყვანით, რადგან „საკმარისი საბრძოლო მასალის არარსებობის შემთხვევაში“ მისი ჯარები „დაისჯებოდნენ უაზრო სიკვდილით". 9 მაისს პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ მას აცნობეს, რომ ვაგნერის ძალები ჩაითვლებოდნენ „სამშობლოს მოღალატეებად", თუ ისინი პოზიციებს მიატოვებდნენ.