ძებნის რეზულტატი:

პოლონეთმა რუსეთის საზღვართან განსათავსებლად, ამერიკული HIMARS-ის ტიპის საარტილერიო სარაკეტო სისტემა მიიღო

პოლონეთმა, რუსეთის საზღვართან განსათავსებლად, აშშ-ის მიერ წარმოებული მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემის (HIMARS) პირველი პარტია მიიღო. პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ ოფიციალური ვარშავა HIMARS-ის კიდევ ერთი პარტიის მოწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. „ეს იარაღი ჩვენი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მე-16 მექანიზებულ დივიზიაში განთავსდება. მისი ამოცანა აგრესორის შეკავება, პოლონეთისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე პოლონეთის არმიის გაძლიერება იქნება", - განაცხადა მარიუშ ბლაშჩაკმა. მედიის ცნობით, M142 HIMARS-ები პოლონეთმა 2019 წლის თებერვლის შეთანხმების ფარგლებში მიიღო.  

რუსეთის აგრესიის მაგალითი, რომელიც ვნახეთ მეზობლების წინააღმდეგ, მათ შორის საქართველოში 2008 წელს, აღარ უნდა განმეორდეს - სტოლტენბერგი

რუსეთის აგრესის მაგალითი, რომელიც ვნახეთ მეზობლების წინააღმდეგ, მათ შორის საქართველოში 2008 წელს, უნდა შეჩერდეს, განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ჩვენ არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს ომი, თუმცა როდესაც  დასრულდება, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ ისტორიის გამეორების თავიდან აცილება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთის აგრესის მაგალითი, რომელიც ვნახეთ მეზობლების წინააღმდეგ, მათ შორის საქართველოში 2008 წელს, უკრაინის ყირიმში 2014 წელს, შემდეგ უკრაინის აღმოსავლეთ დონბასში და გასულ წელს სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში - ეს უნდა შეჩერდეს. და ამ შეჩერების უზრუნველსაყოფად, ერთადერთი გზა ნაწილობრივ არის ის, რომ უკრაინას ჰქონდეს სამხედრო ძალა, რათა შეაკავოს და დაიცვას თავი რუსეთის შემდგომი აგრესიისგან, მაგრამ ასევე ჩარჩოს მოძებნა, რომელიც ხელს შეუშლის რუსეთს, ან პრეზიდენტ პუტინს, განაგრძონ ევროპის უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლა. კონკრეტულად როგორი ჩარჩო, ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თუ NATO-ს მოკავშირეები და განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, დიდი წევრები დაიწყებენ ორმხრივად უსაფრთხოების გარანტიების გაცემას უკრაინაზე, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ მე-5 მუხლთან. არ არის მარტივი ამ საკითხების გადაწყვეტის პოვნა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ძალიან ძლიერნი ვიყოთ უკრაინის მხარდაჭერაში, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა, ძლიერმა, დამოუკიდებელმა ერმა ევროპაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგი. სტოლტენბერგი: მოსკოვი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალას იყენებს, ამის მაგალითებია სისასტიკე გროზნოში, შეჭრა საქართველოში, ალეპოს დაბომბვა, ომი უკრაინაში  

ჯანმოს ევროპის ოფისმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, მოკოვში სპეციალიზებული ოფისის დახურვა გადაწყვიტა - AFP

მედიის ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისმა, მოსკოვში ჯანმოს სპეციალიზებული ოფისი დახურვა და მისი დანიაში გადატანა გადაწყვიტა. გადაწყვეტილება, რომელიც ორშაბათს გამართულ ვირტუალურ სესიაზე მიიღეს, მოჰყვა წევრების შარშანდელ მოწოდებებს იმის შესახებ, რომ ოფისი დაეხურათ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო. ჯანმოს ევროპის რეგიონი მოიცავს 53 ქვეყანას, მათ შორის რამდენიმეს ცენტრალურ აზიაში. AFP წერს, რომ წევრი ქვეყნების უმრავლესობა დათანხმდა გადაწყვეტილებას, რაც გულისხმობს ჯანდაცვის ორგანოს "არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ოფისის" დახურვას მოსკოვში, რომლის ფუნქციები გადატანილი იქნება დანიის რეგიონალურ ოფისში "არაუგვიანეს" 2024 წლის პირველი იანვრისა.  

ევროკომისია აფრთხილებს ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაგეგმილი სანქციების პაკეტი მოიცავს ზომებს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვს ეხმარებიან არსებული შეზღუდვების თავიდან აცილებაში, ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, Euronews-ი იტყობინება.  მე-11 პაკეტი ძირითადად კონცენტრირებული იქნება რუსეთის მიერ დაწესებულ ზომებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე. „ეს ძირითადად გაფრთხილებაა, რომ ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი, რომ ჩვენი სანქციით შეგვიძლია, ავკრძალოთ ამ საქონლის ტრანსპორტირება მესამე ქვეყანაში, თუ არსებობს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ეს ხდება სანქციების გვერდის ავლით“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მან არ დააკონკრეტა, თუ როგორ იმუშავებს ეს მექანიზმი, თუმცა აღნიშნა, რომ „რამდენიმე საკონტროლო პუნქტი“ შეზღუდვების აუცილებლობას ადასტურებს. რა გზავნილებით ჩავიდა ლაიენი უკრაინაში და რას გულისხმობს ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი  

ახალ ზელანდიაში, ჰოსტელში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა

ახალ ზელანდიაში, ჰოსტელში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.  მაშველებმა ათობით ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა რამდენიმე ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ველინგტონში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ზედა სართულზე გაჩნდა.  ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია.  

ავიაკომპანია „აზიმუტმა" ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო

რუსულმა ავიაკომპანიამ „აზიმუტმა" (Azimuth Airlines), რომელმაც საქართველოში ფრენა უნდა შეასრულოს, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო მას შემდეგ, რაც აღნიშნულის შესახებ ცნობა სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გაავრცელეს და მომხდარის გამო, პროტესტი დააფიქსირეს.  „ეხოკავკაზა“ წერს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ საქართველოს მთავრობას მიმართა: „შემოწმებული და გაცემული გაქვთ ნებართვა კომპანიაზე, რომელიც თავის ვებგვერდზე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს ცალკე სახელმწიფოებად ასახელებს?“ მიმართვიდან დაახლოებით, ორი საათის შემდეგ მშვენიერაძემ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „აზიმუტმა“ მითითებული ქვეყნების სიიდან, ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ამოიღო. მედიის ცნობით, „აზიმუტის" ვებსაიტზე გაკეთებულ „სქრინებში" ჩანს, რომ კომპანიას ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ მითითებული ჰქონდა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისი შესრულდება 17 მაისიდან, კვირაში შვიდჯერ. ავიაკომპანიამ უკვე დაიწყო ბილეთების გაყიდვა მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისებზე. ბილეთის მინიმალური ფასი მოსკოვიდან 17 148 რუსული რუბლია (215 აშშ დოლარი), თბილისიდან - 20 675 რუბლი (260 აშშ დოლარი).  

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტებზე ეროვნული სატყეო სააგენტოს ორი თანამშრომელი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2023 წლის აპრილის თვეში, ქრთამის აღების ფაქტებზე, სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ორი თანამშრომელი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი სამოქმედო სატყეო უბნებიდან მიწის ნაყოფიერი ფენის უნებართვოდ მოპოვებისა და გამოტანის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ქრთამის სახით მოსთხოვეს და მიიღეს ფულადი თანხები, რა დროსაც მოხდა მათი მხილება. აღნიშნულ საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მედიის ცნობით, უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 2.7 მილიონი დოლარის ქრთამის აღებისთვის დააკავეს

3 მილიონი დოლარის ქრთამის აღებისთვის, უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზევი დააკავეს. ამის შესახებ უკრაინული მედია ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალურ ანტიკორუფციულ პროკურატურაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. მისივე თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ვსევოლოდ კნიაზევმა, ქრთამი აიღო პირებისგან, რომლებიც ოლიგარქ კონსტანტინ ჟევაგოს ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდნენ. ზენაეს სასამართლოში დაადასტურეს, რომ გამოაშკარავდა მასშტაბური კორუფცია, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობისა და მოსამართლეების მიერ არასათანადო სარგებლის მიღების სქემა. ვსევოლოდ კნიაზევი უკრაინის უზენაეს სასამართლოს 2021 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს. ცნობისთვის, 19 აპრილს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ წინა ინსტანციების გადაწყვეტილება შეცვალა და ჟევაგოს პოლტავის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის აქციების 40%-ზე მეტი დაუბრუნა. განახლება: უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ოფიციალურად დაადასტურეს ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ვსევოლოდ კნიაზევის დაკავება. კნიაზევი ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი.  

NYT: სანქციების მიუხედავად, რუსეთში შეტანილია მილიონობით დოლარის ღირებულების ავიანაწილები

გამოცემა The New York Times რუსეთის საბაჟოს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სანქციათა მიუხედავად, შარშან რუსეთში შეტანილ იქნა ათობით მილიონი დოლარის ღირებულების, დასავლეთის წარმოების ნაწილები თვითმფრინავებისთვის  მისივე თანახმად, თვითმფრინავების ნაწილები გაეგზავნათ რუსეთის იმ ავიაკომპანიებს, რომლებსაც სანქციები ეხება, მათ შორის „აეროფლოტს", „რასიას", „პაბედას", „ურალს", UTair-ს და S7 Airlines-ს. საბაჟოს მონაცემებზე დაყრდნობით ჟურნალისტები წერენ საავიაციო ნაწილების მიწოდების ხუთ ათასზე მეტ შემთხვევაზე, რომლებიც მოიცავს როგორც ჩვეულებრივ ხრახნებს, ისე კომპანია Honeywell-ის საავიაციო ძრავების ამამუშავებელ მოწყობილობებს. კერძოდ მიწოდება ხდება ყალბი შუამავალი მყიდველების მეშვეობით - პროდუქციის დიდი ნაწილი იგზავნებოდა ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, თურქეთი, ჩინეთი და მალდივის კუნძულები. ერთ-ერთი ამგვარი სქემის ორგანიზატორები შესაძლოა, აშშ-ში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები ოლეგ ფაცულია და მისი ბიზნესპარტნიორი ყოფილიყვნენ. NYT-ის თანახმად, ისინი გასულ კვირაში დააკავეს აშშ-ის საექსპორტო კონტროლის დარღვევისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით. გამოძიების ინფორმაციით, მათ 2022 წლის მაისში დაიწყეს შემუშავება სქემის, რომლითაც აშშ-ში წარმოებული სათადარიგო ნაწილები საექსპორტო შეზღუდვების გვერდის ავლით უნდა გაგზავნილიყო. სტატიაში ნათქვამია, რომ მიწოდეა ხდება ფლორიდაში, თურქეთსა და რუსეთში დაფუძნებული კომპანიების ქსელის მეშვეობით.

პენტაგონმა დაადასტურა, რომ გერმანიაში, უკრაინული ეკიპაჟების მოსამზადებლად, Abrams-ის ტიპის 31 ტანკი ჩავიდა

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ გერმანიაში, უკრაინული ეკიპაჟების მოსამზადებლად, Abrams-ის ტიპის 31 ტანკის ჩავიდა. თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროების გადამზადება რამდენიმე კვირაში დაიწყება. „შემიძლია დავადასტურო, რომ 1A1 Abrams-ის ტიპის 31 სასწავლო ტანკი გერმანიის გრაფენვერის სასწავლო ცენტრში ჩავიდა, რათა უკრაინული სატანკო ეკიპაჟის შემდგომი წვრთნისთვის მოამზადონ. მოსალოდნელია, რომ ეკიპაჟები ჩამოვლენ და დაიწყებენ წვრთნას მომდევნო რამდენიმე კვირაში", - აღნიშნა რაიდერმა. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინაში ტანკების გაგზავნის შესახებ იანვარში განაცხადა. უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებისთვის საჭირო ამერიკული „აბრამსის“ ტიპის ტანკები გერმანიაში, დაგეგმილზე ადრე ჩავიდა. იუწყებოდა რამდენიმე დღის წინ უკრაინული მედია Sky News-ზე დაყრდნობით. Abrams-ის ტანკები უკრაინას შემოდგომის დასაწყისში გადაეცემა - ოსტინი თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა სენატში, სამხედრო ბიუჯეტთან დაკავშირებით გამართული მოსმენის დროს განაცხადა, რომ ამერიკული Abrams-ის ტანკები უკრაინას შემოდგომის დასაწყისში გადაეცემა. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ ტანკების მიწოდების დასაჩქარებლად, პროგნოზი ასეთია - შემოდგომის დასაწყისი“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. მისი განცხადებით, უკრაინელ სამხედროებს უკვე აქვთ „წვდომა“ Abrams-ის რამდენიმე ტანკზე, რათა დაიწყონ ეკიპაჟების მომზადება იმ ტანკებისთვის, რომლებიც მოგვიანებით ჩამოვლენ. პენტაგონი იმედოვნებს, რომ დაპირებული ტანკების უკრაინაში ჩასვლამდე ეკიპაჟები მზად იქნებიან მათ სამართავად. პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 9 მაისამდე ამერიკამ უკრაინას, 36.9 მილიარდ დოლარზე მეტის მოცულობის სამხედრო დახმარება გაუწია.  

უკრაინა აცხადებს, რომ 49 შეტევა მოიგერია

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ფრონტის ძირითადი მიმართულებებით - ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით, მოწინააღმდეგის 49 შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „ქალაქ ბახმუტისთვის „ცხელი“ შეტაკებები გრძელდება. ქალაქის წინააღმდეგ შეტევითი მოქმედებების გარდა, ოკუპანტები წარუმატებლად ცდილობდნენ წინსვლას ივანოვსკოეს დასახლების მიმართულებით“, - აცხადებენ გენშტაბში. მათივე ცნობით, მოწინააღმდეგის დაბომბვის შედეგად დონეცკის ოლქის რამდენიმე დასახლება დაზარალდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

სუნაკი უკრაინას ჰპირდება, რომ დიდი ბრიტანეთი „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის“ მთავარი ნაწილი იქნება

დასავლეთისთვის უფრო მოწინავე მოიერიშე თვითმფრინავების მოწოდება რჩება ზელენსკის ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. რიში სუნაკისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სუნაკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი იქნება „კოალიციის ქვეყნების ძირითადი ნაწილი", რომელიც უზრუნველყოფს ასეთ მხარდაჭერას. გაერთიანებული სამეფო უკრაინელი მფრინავების საბაზისო მომზადების ახალ პროგრამას დაიწყებს. „ჩვენს ინტერესშია უკრაინის წარმატება“, - აღნიშნა სუნაკმა. ზელენსკიმ „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის“ შექმნის საკითხზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დიდი ბრიტანეთიდან დააანონსა. უკრაინის პრეზიდენტი იტალიაში, გერმანისა და საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ, 15 მაისს ჩავიდა ლონდონში. „ამჟამად ვმუშაობთ მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის შექმნაზე და ჩემი ვიზიტები ევროპის დედაქალაქებში ნაწილობრივ ამისკენ არის მიმართული. ვფიქრობ, წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა ზელენსკიმ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. შეგახსენებთ, 15 მაისს, ზელენსკის ვიზიტისას გამოცხადდა, რა დახმარებას გადასცემს საფრანგეთი უკრაინას. საფრანგეთი უკრაინას ათობით ჯავშანტექნიკას და მსუბუქ ტანკს, მათ შორის AMX-10RC-ს გადასცემს. საფრანგეთი გაწვრთნის რამდენიმე ბატალიონს ათობით ჯავშანტექნიკით და მსუბუქი ტანკით, მათ შორის AMX-10RC-ით. სამხედრო დახმარების გარდა, საფრანგეთი უკრაინას სამოქალაქო დახმარებასაც უწევს, მათ შორის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და გადაუდებელ მხარდაჭერას.  

მაკრონი ამბობს, რომ მოიერიშე თვითმფრინავებისთვის უკრაინელი პილოტების მოსამზადებლად, „კარი ღიაა“

საფრანგეთმა „კარი გაუღო“ უკრაინელი მფრინავების გადამზადებას მოიერიშე თვითმფრინავებისთვის, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 15 მაისს ინტერვიუში, რომელსაც Le Monde-ს ციტირებს. ტრენინგი „შეიძლება, დაიწყოს ახლა", - განუცხადა მაკრონმა TF1 მაუწყებელს და აღნიშნა, რომ ის შეიძლება, „რამდენიმე სხვა ევროპულ ქვეყანასთან ერთდ ჩატარდეს.  „ვფიქრობ, ამერიკელებთან დისკუსიები მიმდინარეობს“, - აღნიშნა მაკრონმა სხვა დეტალების დაზუსტების გარეშე. შეგახსენებთ, 15 მაისს, ზელენსკის ვიზიტისას გამოცხადდა, რა დახმარებას გადასცემს საფრანგეთი უკრაინას. საფრანგეთი უკრაინას ათობით ჯავშანტექნიკას და მსუბუქ ტანკს, მათ შორის AMX-10RC-ს გადასცემს. საფრანგეთი გაწვრთნის რამდენიმე ბატალიონს ათობით ჯავშანტექნიკით და მსუბუქი ტანკით, მათ შორის AMX-10RC-ით. სამხედრო დახმარების გარდა, საფრანგეთი უკრაინას სამოქალაქო დახმარებასაც უწევს, მათ შორის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და გადაუდებელ მხარდაჭერას. ასევე აღსანიშნავია, რომ ზელენსკიმ „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის“ შექმნის საკითხზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დიდი ბრიტანეთიდან დააანონსა. უკრაინის პრეზიდენტი იტალიაში, გერმანისა და საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ, 15 მაისს ჩავიდა ლონდონში. „ამჟამად ვმუშაობთ მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის შექმნაზე და ჩემი ვიზიტები ევროპის დედაქალაქებში ნაწილობრივ ამისკენ არის მიმართული. ვფიქრობ, წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა ზელენსკიმ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.  

ყაზახეთი და ევროკავშირი სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით, ოფიციალურ კონსულტაციებს იწყებენ

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მურატ ნურტლეუ ევროკომისარს საშინაო საქმეთა საკითხებში, ილვა იოჰანსონს შეხვდა. ყაზახეთის საგარეო უწყების ცნობით, მოლაპარაკების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ ოფიციალური კონსულტაციების დაწყებაზე ყაზახეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ. იოჰანსონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია ყაზახეთთან ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებით და მოწოდებულია, გააფართოოს კონტაქტები მოქალაქეებს შორის. კომისრის თქმით, ყაზახეთსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განზომილებაა რეგულარული კულტურული და ჰუმანიტარული გაცვლის შენარჩუნება. საგარეო უწყება განმარტას, რომ 2017 წლიდან ყაზახეთმა ცალმხრივად შემოიღო უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს მოქალაქისთვის, რათა ბიზნეს თანამშრომლობა, ტურიზმი და ადამიანების კონტაქტები განავითარონ.  

გუდამაყრის ხეობაში მაშველებმა დაკარგული ტურისტის ცხედარი იპოვეს

გუდამაყრის ხეობაში მაშველებმა დაკარგული ტურისტის ცხედარი იპოვეს.  გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ლიეტუვის მოქალაქეა.  გუშინ, ჯომარდობის დროს, ორი ტურისტი მდინარე არაგვმა გაიტაცა. კიდევ ერთი დაკარგული ტურისტის ცხედარს მაშველებმა გუშინ მალევე მიაკვლიეს. დუშეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის, დავით მელიქიშვილის ინფორმაციით, მდინარეზე ნავით სულ 11 ადამიანი ეშვებოდა. მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია და გამოძიება მიმდინარეობს.  

ოკუპირებული აფხაზეთის სახალხო კრების ყოფილი დეპუტატი თურქეთის პარლამენტში აირჩიეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სახალხო კრების ყოფილი დეპუტატი თალიხ ხვატიში (ოზჯანი) თურქეთის პარლამენტის დეპუტატად აირჩიეს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ასტამურ ლოგუამ განაცხადა. თალიჰ ხვატიში ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, დუზჯეში, ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ წარადგინა. პარტიამ, რომელსაც საპრეზიდენტო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ ხელმძღვანელობს, საპარლამენტო არჩევნებში, ამ ოლქში ხმების 22,63% მოიპოვა და პარლამენტში ერთი დეპუტატის შეყვანა შეძლო, კიდევ ორი ​​ადგილი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის წარმომადგენლებს ერგო. ხვატიში 2007 წლიდან იყო ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის წევრი სოხუმის No1 ოლქიდან.  

უკრაინა: ოკუპანტებმა დონეცკისა და ხარკოვის ოლქებში, სულ მცირე, 6 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და 5 დაჭრეს

გასულ დღეს, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკისა და ხარკოვის ოლქებში სულ მცირე, 6 ადამიანი მოკლეს და 5 დაჭრეს სარაკეტო თავდასხმების შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.  უკრაინა აცხადებს, რომ 49 შეტევა მოიგერია "15 მაისს რუსმა თავდამსხმელებმა დონეცკის რეგიონის ქალაქ ავდიივკას 4 მაცხოვრებელი მოკლეს. გარდა ამისა, ოკუპაციის დროს მოკლული ერთი ადამიანის ცხედარი იქნა აღმოჩენილი სოფელ ბოგოროდიშინეში. კიდევ ოთხი სამოქალაქო პირი დაიჭრა დონეცკის ოლქში," - წერს კირილენკო Telegram-ზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

უპრეცედენტო ფორმულირება - საფრანგეთმა NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად, დეკლარაციას მოაწერა ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 15 მაისს მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც პარიზი NATO-ში გაწევრიანებისკენ უკრაინის სვლას მხარს უჭერს. მანამდე, უკრაინული მხარის ცნობით, ზელენსკისა და მაკრონის შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. Europetime დაინტერესდა, რას მოიცავს ეს დეკლარაცია და რა ახალი ჩანაწერი გაჩნდა დოკუმენტში იმ ფონზე, რომ კიევი მას უპრეცედენტო ფაქტად მიიჩნევს. დეკლარაციაში წერია, რომ NATO-ს ფარგლებში საფრანგეთი აგრძელებს ფოკუსირებას უკრაინის პირდაპირ მხარდაჭერაზე - საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინა-NATO-ს კომისიას, როგორც შემდგომი გაძლიერებისა და გაფართოებისთვის პლატფორმას, რომ უკრაინამ ბუქარესტის დეკლარაციის შესაბამისად წაიწიოს წინ, ევროატლანტიკური ოჯახისკენ. იმ ფონზე, რომ უკრაინა NATO-ში გაწევრიანების საგზაო რუკას ითხოვს, 15 მაისს მიღებული დეკლარაცია განსაზღვრავს უკრაინის გზას სრულუფლებიანი წევრობისკენ, მაგრამ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ეტაპით, რომლითაც კიევი ახლა არ არის კმაყოფილი. როგორც ცალკე პუნქტი, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ „უკრაინა და საფრანგეთი მოუთმენლად ელიან ამ საკითხების მოგვარებას NATO-ს სამიტზე, ვილნიუსში, 2023 წლის ივლისში“. დოკუმენტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ და აღნიშნა, რომ „დეკლარაციის დამტკიცება მსგავსი ფორმულირებით ადრე უბრალოდ, შეუძლებელი იყო“. „საფრანგეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ევროატლანტიკურ ოჯახამდე მისასვლელად, მათ შორის უსაფრთხოების საერთო ინტერესების ხელშესაწყობად". საფრანგეთი და უკრაინა მოუთმენლად ელიან ამ საკითხების მოგვარებას NATO-ს სამიტზე ვილნიუსში 2023 წლის ივლისში. საფრანგეთთან დამტკიცებულმა ერთობლივმა დეკლარაციამ საშუალება მისცა უკრაინას, გააძლიეროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხმა ევროატლანტიკური მიმართულებით. საფრანგეთთან ასეთი დეკლარაციის მიღების ფაქტი და თან მსგავსი ფორმულირებით, ადრე უბრალოდ შეუძლებელი იყო დღეს კი საფრანგეთი გახდა მე-18 სახელმწიფო, რომელთანაც ერთობლივი განცხადებები გვაქვს NATO-ში გაწევრიანების შესახებ“, - ამბობს ჟოვკვა. კიევი ამ ნაბიჯს მნიშვნელოვნად თვლის იქედან გამომდინარე, რომ საფრანგეთი ევროკავშირის და NATO-ს დამფუძნებელი სახელმწიფო, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ავტორიტეტი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა და უდიდესი სამხედრო ძალაა ევროკავშირში. ამ შაბათ-კვირას ევროპის დედაქალაქებში მოგზაურობის ფარგლებში, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსგავსი ფორმულირებით დეკლარაციები მიიღო იტალიისა და გერმანიის ლიდერებთანაც. უკრაინის პრეზიდენტი იტალიაში, გერმანისა და საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ, 15 მაისს ჩავიდა ლონდონში. „იტალია, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი... ჩვენ ვბრუნდებით სახლში ახალი თავდაცვის პაკეტებით. მეტი ახალი და ძლიერი იარაღი ფრონტის ხაზისთვის, მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა, მეტი დაცვა ჩვენი ხალხისთვის, მეტი დაცვა რუსეთის ტერორისგან. ყველა შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი მშვიდობის ფორმულა და ახლა უფრო დიდიფ ჩვენი პარტნიორების მზადყოფნა, დაიცვან უკრაინის ფორმულა. უფრო მეტია ჩვენი გაწევრიანების მხარდაჭერა ევროკავშირში, მეტია იმის გაგება, რომ უკრაინის გაწევრიანება გარდაუვალია. ასე რომ, ამ დღეების მთავარი შედეგებია: ახალი იარაღი უკრაინისთვის - ჩვენი გამარჯვება ახლოსაა!“ - განაცხადა ზელენსკიმ ტურნეს დასასრულს, 15 მაისის საღამოს. რას ელის კიევი ვილნიუსის სამიტისგან უკრაინა NATO-ში გაწევრიანების საგზაო რუკას ითხოვს. 28 აპრილის ინტერვიუს დროს, მიხაილო პოდოლიაკი, ვილნიუსის სამიტში მონაწილეობის ერთადერთ პირობას ასახელებდა. „ვილნიუსის სამიტში უკრაინის ინტენსიური მონაწილეობის ერთადერთი პირობაა NATO-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების კონკრეტული ლოგისტიკური ზუსტი გეგმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის... ჩვენ გვინდა, მივიღოთ კალენდარული გეგმა, თუ როდის ვიქნებით ალიანსში - რამდენი დრო დაგვჭირდება გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურების, ან გაწევრიანების ლოგისტიკური გეგმის გასავლელად“, - ამბობდა პოდოლიაკი. მისივე თქმით, ყველას ესმის, რომ მიღების პროცედურები ომის დროს ვერ წარიმართება, მაგრამ როგორც კი ომი უკრაინის პირობებით დასრულდება, უკრაინა ძალიან მოკლე დროში უნდა გაწევრიანდეს NATO-ში.  „მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი ნათლად არის გაწერილი ალიანსში გაწევრიანების ბიუროკრატიულ პროცედურასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პოდოლიაკმა. ის მიიჩნევს, რომ საგზაო რუკა უკრაინის გაწევრიანების პროცედურასთან დაკავშირებით, ზუსტად ვილნიუსში უნდა ჩამოყალიბდეს. 20 აპრილს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ვილნიუსში სამიტისგან პოლიტიკურ მიწვევას ელოდება. ეს პირადად განუცხადა ზელენსკიმ NATO-ს გენდმივანს, რომელიც კიევში პირველად ჩავიდა ომის დაწყების შემდეგ და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. სტოლტენბერგის თქმით, ყველა მოკავშირე თანხმდება უკრაინის გაწევრიანებაზე, მაგრამ ახლა NATO-ს მთავარ ფოკუსშია უკრაინის გამარჯვება. უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი საჯარო დებატების საგანი გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინის საზღვრებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე. კერძოდ, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო უარი იყო, კრემლი ითხოვდა გარანტიებს აღმოსავლეთით NATO-ს არგაფართოების შესახებ. 28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. NATO-ს მიერ სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო -2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი დროებით დაიხურა

დღეიდან გაურკვეველი ვადით დაიხურა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი. „საქართველოს რკინიგზაში“ განაცხადეს, რომ ქართულმა მხარემ ცნობა მიიღო სარკინიგზო ხაზის "მარაბდა-კარწახის" მონაკვეთის მშენებელი კონტრაქტორისგან. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. „ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის „მარაბდა-კარწახის" სარკინიგზო მონაკვეთზე მშენებელი კონტრაქტორი კომპანიის, "დსს აზერბაიჯანის რკინიგზების ფილიალი საქართველოში", ოფიციალური წერილის თანახმად, 15 მაისის 00:00 საათიდან შეიზღუდა სარკინიგზო მიმოსვლა. მატარებელთა მოძრაობის შეწყვეტის მიზეზი არსებულ მონაკვეთზე გენერალური კონტრაქტორის მიერ მშენებლობის ტემპების დაჩქარება და შემჭიდროებულ ვადებში პროექტის დასრულებაა“, - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“. გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის, თურქეთისა და თურქმენეთის პირველ სამმხრივ სამიტზე განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი დამატებით 100 მლნ დოლარით დაფინანსდება. BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალია ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე). ასევე წაიკითხეთ:ილჰამ ალიევი: ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი: ჩვენ ვმუშაობთ ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთბრუნვის გაზრდაზე რა გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის $100 მილიონიანი ინვესტიცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებზე

კარგია, რომ რუსულმა ავიაკომპანიამ აფხაზეთი და ცხინვალი ამოიღო სიიდან, სადაც ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იყვნენ ნახსენები - ვოლსკი

კარგია, რომ რუსულმა ავიაკომპანიამ აფხაზეთი და ცხინვალი ამოიღო იმ სიიდან, სადაც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იყვნენ ნახსენები, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ავიაკომპანია „აზიმუტმა" ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო „მთავარია, კომპანიები არ იყოს სანქცირებული. ადამიანი, რომელიც დღეს რუსეთის ბიუჯეტიდან იკვებება, ის რომ ამ კომპანიის სანქცირებაზე საუბრობს, ეს შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც დღეს გაგვაჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო. რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის წინააღმდეგ, 14 მაისს პეტიცია გავრცელდა, რომელსაც მოქალაქეები აწერენ ხელს. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, რომელიც 15 მაისს გავრცელდა, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებს ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.  „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.