ძებნის რეზულტატი:

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ჩვენი მკურნალობის სქემა აღიარებულია

ჩვენი შეთავაზებული მკურნალობის სქემა, პროცედურები და ა.შ. ყველაფერი აღიარებულია, - „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. რატი ბრეგაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება - სააკაშვილი „ჩვენთვის ძალიან ბევრი რამ თქვა, რადგან პირველ რიგში, ეს კლინიკის პრესტიჟია. ეს არის ის, რომ აღიარებული და ობიექტურად იქნა შეფასებული ის, რასაც აკეთებს კლინიკა. ჩვენთვის მთავარი ეს არის. ფაქტია, რომ ჩვენი შეთავაზებული მკურნალობის სქემა, პროცედურები და ა.შ. ყველაფერი იქნა აღიარებული, გათვალისწინებული და ჩაითვალა, რომ სააკაშვილს უტარდება ადეკვატური მკურნალობა კლინიკის პირობებში“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში აფეთქება მოხდა

თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ერთ-ერთ ბინაში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რის შედეგადაც წყლის გამაცხელებელი აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაშავებულია 65 წლამდე ქალი, რომელიც აფეთქების დროს საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა. დაშავებული გვიან ღამით სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.  დაშავებული ქალის მდგომარეობის შესახებ კლინიკას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.  

მიხეილ სააკაშვილით სპეკულაცია მისმა მეგობრებმა ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც უნდა დაასრულონ - ხუნდაძე

მიხეილ სააკაშვილის როგორც შემოყვანა, ისე მისი გაყვანის მცდელობა იყო შეცდომაზე მეტი მისთვისაც და ქვეყნისთვისაც, რადგან შესაძლო დამდგარი შედეგი საქართველოში, სტაბილურობის წინააღმდეგ იყო მიმართული, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას აღნიშნავს. რატი ბრეგაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება - სააკაშვილი „სტრასბურგის სასამართლომ გარდა იმისა, რომ დაადგინა ქართული მხარის კანონიერი ქმედება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ასევე ცხადყო რომ 27 ელჩის „მარში“ თუ „დემარში“ აბსოლუტურად საფუძვლო და უარგუმენტო იყო, რითაც ოპოზიციას სპეკულაციის საშუალება მიეცა. მიხეილ სააკაშვილის როგორც შემოყვანა, ისე მისი გაყვანის მცდელობა იყო შეცდომაზე მეტი მისთვისაც და ქვეყნისთვისაც, რადგან შესაძლო დამდგარი შედეგი საქართველოში, სტაბილურობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენთან არათუ „დემოკრატიის უკუსვლაა“, არამედ დემოკრატიის სახელით უსამართლოდ ებრძვიან სამართალს, რომელიც თავად დასავლეთში დადასტურდა. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილით სპეკულაციები მისმა „პოლიტიკურმა მეგობრებმა“ ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც უნდა დაასრულონ, რადგან ის ზიანს აყენებს დემოკრატიასაც, სამართალსაც, სტაბილურობასაც და თავად მიხეილ სააკაშვილსაც“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

სააკაშვილი, პრაქტიკულად, თავისი პოლიტიკური გარემოცვის მძევალია - ვოლსკი

მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად არის თავისი პოლიტიკური გარემოცვის მძევალი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებისა და სააკაშვილის გარემოცვის შემდგომი რეაქციის შეფასებისას განაცხადა. რატი ბრეგაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება - სააკაშვილი „სააკაშვილის პოლიტიკური გარემოცვა არა თუ ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე, არამედ ინტენსიურად მოუწოდებდა და დღესაც მოუწოდებს, რომ მან თვითდაზიანების რეჟიმი არ შეწყვიტოს, ვინაიდან ეს ეჩვენებათ ერთ-ერთ ყველაზე ქმედით მექანიზმად იმ სტრატეგიაში, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია რევოლუციურ სტრატეგიას ვუწოდებთ“, - განაცხადა ვოლსკიმ. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი ტერაშვილი გათავისუფლდა - სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 11 მაისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი ტერაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „გიორგი ტერაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაცაიში.  

რუსეთში, ბრიანსკის ოლქში ორი ვერტმფრენი და ერთი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - მედია

რუსეთის ბრიანსკის ოლქში ორი ვერტმფრენი და ერთი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. როგორც „ბიბისი“ წერს, შესაბამისი ინფორმაცია ტელეგრამის სხვადასხვა არხზე გავრცელდა. რა გახდა საფრენი აპარატების კატასტროფის მიზეზი, ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაცია არ არის.  

რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში

არჩევნები, რომელიც შესაძლოა, გადამწყვეტი გახდეს თურქეთის თანამედროვე ისტორიაში - ასე აღწერს CNN 14 მაისს დაგეგმილ კენჭისყრას თურქეთში, სადაც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე, მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას, რამაც შესაძლოა, მისი 20-წლიანი მმართველობა დაასრულოს. ამომრჩევლები თურქეთის დემოკრატიის ბედს, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრიდან სამი თვის შემდეგ გადაწყვეტენ - ტრაგედიას 50 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა დ 5,9 მილიონზე მეტი ადამიანი სამხრეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში იძულებით გადაადგილდა. არჩევნები სერიოზული ეკონომიკური კრიზისის ფონზე იმართება, რასაც ანალიტიკოსთა ნაწილი ერდოღანის მთავრობის ეროზიას უწოდებს. ანალიტიკოსები ამომრჩეველთა რეკორდულ აქტივობას პროგნოზირებენ. მოელიან „მჭიდრო რბოლას“ ერდოღანსა და მის მთავარ კონკურენტ, 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს შორის. ზოგიერთი ანალიტიკოსი იმასაც ამბობს, რომ ერდოღანმა წაგების შემთხვევაში, შესაძლოა, ძალაუფლება თავის მემკვიდრეს ბრძოლის გარეშე არ დაუთმოს. რა განსხვავებები არსებობს ერდოღანისა და ქილიჩდაროღლუს საგარეო პოლიტიკურ ხედვებში და რას ნიშნავს ეს არჩევნები დასავლეთისთვის? რას გადაწყვეტს 14 მაისის არჩევნები და რა დევს სასწორზე თურქეთისთვის? ამ საკითხებზე Europetime თურქეთში ატლანტიკური საბჭოს ყოფილ უფროს თანამშრომელს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილ მოადგილეს, მეთიუ ბრაიზას ესაუბრა. ბრაიზა მიიჩნევს, რომ ერდოღანის გამარჯვების შემთხვევაში,  ლოგიკურად, თურქეთი იგივე საგარეო პოლიტიკას გააგრძელებს, და კონცერტრირდება ურთიერთობების ნორმალიზებაზე ბევრ სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ეგვიპტე-ისრაელთან და სომხეთთან. იქედან გამომდინარე, რომ ისრაელთან და სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზება თურქეთში ერთობ პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხად მიიჩნევა, ამერიკელი დიპლომატის მოლოდინია, რომ ერდოღანი ამ მიმართულებით, ძალისხმევას გააძლიერებს. რას ნიშნავს თურქეთის ხელმძღვანელობის ცვლილება რუსეთთან ანკარის კავშირებისთვის? ერდოღანის მთავარმა კონკურენტმა რუსეთი არჩევნებში ჩარევაში დაადანაშულა. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ „თუ ვინმემ ბატონ ქილიჩდაროღლუს ასეთი ინფორმაცია მიაწოდა, ისინი მატყუარები არიან". ერდოღანმა არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე, მისი კონკურენტის განცხადებებს სამარცხვინო უწოდა. NATO-ს წევრმა თურქეთმა,  რომელსაც ალიანსში სიდიდით მეორე არმია ჰყავს, ბოლო წლებში რუსეთთან კავშირები გააძლიერა. როდესაც აშშ-ის ელჩი ანკარაში, ჯეფ ფლეიკი ქილიჩდაროღლუს ეწვია, ერდოღანი კრიტიკით გამოვიდა და ამერიკელი დიპლომატის ვიზიტს „სირცხვილი" უწოდა. ერდოღანი ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თურქეთმა აშშ-ს ამ არჩევნებით გაკვეთილი უნდა ასწავლოს. ურთიერთობა აშშ-სთან შეერთებულ შტატებთან ერდოღანს უსიამოვნება აქვს მოიერიშე თვითმფრინავების შესყიდვის საკითხის გარშემო. თურქეთი გაბრაზდა იმის გამო, რომ F35 ვერ შეიძინა, F-35-ის პროგრამაში დაბრუნების შესახებ კითხვასთან დაკავშირებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარას არ სურს პროგრამაში დაბრუნება, არამედ, მას სურს, დაიბრუნოს ის თანხა, რომელიც გადაიხადა მოიერიშე თვითმფრინავებისთვის. „ანკარა ახლა აწარმოებს საკუთარ ეროვნულ საბრძოლო თვითმფრინავს. თურქეთს ასევე სურს, გააუმჯობესოს კავშირები აშშ-სთან და ამ მიზნით შეიქმნა საჭირო მექანიზმები“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ. „ვფიქრობ, როგორც კი დასრულდება ეს არჩევნები, ჩვენ დავინახავთ, რომ აშშ-სა და თურქეთს შორის F16-ებზე გარიგება დასრულებულია, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში. ასევე ვფიქრობ, რომ თურქეთი გააგრძელებს რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლის შესრულების მცდელობას“.  თუმცა ამერიკელი დიპლომატი ქილიჩდაროღლუსგან არ ელის აშშ-სთან ურთიერთობების დათბობას. „არ მგონია, რომ ქემალ ქილიჩდაროღლუმ გააგრძელოს ძალიან თბილი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, რადგან ათწლეულების განმავლობაში მისი პარტია ხმების მოსაპოვებლად ანტიამერიკანიზმს იყენებდა“, - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო  მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე.  თურქული სახელმწიფოები „ჩვენ ასევე დავინახავთ, რომ ამ შემთხვევაში, თურქეთის საგარეო პოლიტიკა გააგრძელებს თურქული სახელმწიფოების მნიშვნელობაზე ხაზგასმას, რაც ანკარას აძლევს კოლექტიური კულტურული და ეკონომიკური ინტერესების განხორციელების საშუალებას თურქეთის აღმოსავლეთში, დიდწილად, აქ მოიაზრებიან აზერბაიჯანი და ცენტრალური აზიის ქვეყნები, თუმცა არამხოლოდ ისინი. ერდოღანის მმართველობის დროს თურქეთი რჩება ხიდად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ახლა უფრო მეტად არის ორიენტირებული აღმოსავლეთზე, მაგრამ, ასევე მზად არის, შეინარჩუნოს დასავლეთიც. ყველა ამ პოლიტიკის გაგრძელებას ველოდები, მაგრამ ერთი ცვლილება იქნება - როგორც კი ეს არჩევნები დასრულდება, ვფიქრობ, ვაშინგტონი და პრეზიდენტი ბაიდენი „F16-ის გარიგებას“ დაასრულებენ“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან.  ურთიერთობა ევროკავშირთან და დაძაბულობა საბერძნეთთან პრეზიდენტი ერდოღანი განსაკუთრებით მტკიცე და მკაცრი იყო საბერძნეთის მიმართ ბოლო წლების განმავლობაში, ის თითქოს იმუქრებოდა კიდეც სამხედრო ძალის გამოყენებით საბერძნეთის წინააღმდეგ. „ვფიქრობ, ეს არ მოხდება, თუ ქილიჩოღლუ გაიმარჯვებს“, - ამბობს ამერიკელი დიპლომატი. თუ ქილიჩდაროღლუ გაიმარჯვებს ბრაიზა ელის, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკა ნაკლებად კონფრონტაციული იქნება ევროკავშირის წევრების, განსაკუთრებით კი, საბერძნეთის მიმართ. ქილიჩდაროღლუს გამარჯვების შემთხვევაში გაგრძელდება ყველა ის საგარეო პოლიტიკური მიმართულება, რომელიც ზემოთ აღვნიშნე - ისრაელთან, სომხეთთან, ეგვიპტესთან, და არაბეთი გაერთიანებულ საამიროებთან და ასევე, საუდის არაბეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, რაზეც პრეზიდენტი ერდოღანი ორიენტირებულია. მთავარი ცვლილება კი იქნება რიტორიკის შეცვლა საბერძნეთისა და ევროკავშირის მიმართ“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. რა დევს სასწორზე? აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე დასავლეთისთვის თურქეთის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „სასწორზე დევს თურქეთის ევოლუცია - საკითხავია, დაუბრუნდება თუ არა თურქეთი ეკონომიკურ პოლიტიკას დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკით და მონეტარული პოლიტიკით. ქილიჩდაროღლუმ გასცა დაპირება,  რომ თურქეთს უფრო დემოკრატიულს გახდის. აღადგენს საპარლამენტო პოლიტიკურ სისტემას, სადაც ამდენი ძალაუფლება აღარ ექნება პრეზიდენტს. ეს იქნება უზარმაზარი ცვლილება დემოკრატიის ევოლუციისა და თურქეთის ევოლუციისთვის. და ეს მართლაც მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ევროპისთვის, რადგან თურქეთი მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული პარტნიორია, მიუხედავად ყველა დაძაბულობისა, რომელიც შეიძლება, ორმხრივ ურთიერთობებში შეიმჩნეოდეს“. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, რომელსაც Reuters-ი ეყრდნობა, არჩევნების პირველ ტურში ამომრჩევლები უფრო მეტად უჭერენ მხარს ქილიჩდაროღლუს, ერდოღანი მეორე ადგილზეა. საპარლამენტო ხმებში კი, ერდოღანის პარტია ლიდერობს.  მეთიუ ბრაიზას შეფასებთ, არჩევნები თურქეთში ნამდვილად კონკურენტულია, შედეგის პროგნოზირება კი, რთული. „ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით კი, ჩემი მეგობრები, რომლებსაც კარგად ესმით საერთაშორისო ურთიერთობები, მიიჩნევს, რომ არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია და რომ მაგალითად, ყველა აკონტროლებს ყველაფერს, არ არის დემოკრატია და არის ავტოკრატია. ეს სრულიად არასწორია, თურქეთი ძლიერი დემოკრატიაა, ამიტომ, ეს არჩევნები იქნება თავისუფალი, ალბათ, არ იქნება სამართლიანი, რადგან მთავრობას და პრეზიდენტ ერდოღანის პარტიას აქვთ შესაძლებლობა, გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი, ასევე, სახელმწიფო კონტროლირებადი მედია დებატების ფორმირებისთვის“, - ამბობს ამერიკელი დიპლომატი Europetime-თან. ანალიტიკოსთა შეფასებით, საგარეო პოლიტიკის მიმართულება ამ არჩევნებზე არ არის მთავარი მამოძრავებელი ძალა თურქი ამომრჩევლისთვის. მათ ეკონომიკური საკითხები აღელვებთ. და ის, ფაქტი, რომ თურქეთს აქვს კონფლიქტი ზოგიერთ ახლომდებარე ქვეყანასთან ან ევროპაში, ნამდვილად არ არის მათთვის დიდი პრობლემა. საშუალო თურქი ამომრჩევლისთვის გამოწვევაა ეკონომიკური საკითხები.

ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაშია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა,  სადაც გერმანელ ოფიციალურ პირებთან გამართავს შეხვედრებს.  ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია გერმანიაში მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. მისი ვიზიტის დროს გერმანიის ხელისუფლება გამოაცხადებს ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ, რომლის ღირებულებაც 2, 7 მილიარდ ევროს შეადგენს. ზელენსკის კარლოს დიდის პრემიას გადასცემენ. კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემია ევროპის გაერთიანებაში შეტანილი წვლილისთვის, პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს 1950 წლიდან გადაეცემათ.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის 25 დრონი გაანადგურეს - უკრაინა

14 მაისის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის 25 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. საჰაერო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინის ავიაციამ გასული დღის განმავლობაში 30-ზე მეტი გაფრენა განახორციელა და მტერზე 20-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელა. რუსეთში, ბრიანსკის ოლქში ორი ვერტმფრენი და ერთი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა 14 მაისისთვის არსებული ინფორმაციით, უკრაინის მოსაზღვრე ბრიანსკის ოლქში რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმ 2 მი-8 ტიპის სამხედრო შვეულმფრენი და გამანადგურებელი თვითმფრინავები - სუ-34 და სუ-25 დაკარგა. რუსული მედიის ცნობით, სავარაუდოდ, ოთხივე საფრენი აპარატის ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ. რუსი სამხედრო კორესპონდენტები წერენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ავიაჯგუფის წინააღმდეგ, ახალი ალყის ახალი ტაქტიკა გამოიყენეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.  

შსს-მ არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 4 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, 2001 წელს დაბადებული დ.ფ., 1971 წელს დაბადებული გ.ფ., 1998 წელს დაბადებული ნ.გ. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2000 წელს დაბადებული მ.კ. არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით არიან დაკავებულები. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დ.ფ., გ.ფ., ნ.გ. და მ.კ მცირეწლოვან ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდნენ. აიძულებდნენ გაეყიდათ ყვავილები და ეთხოვათ მოწყალება. მიღებულ თანხას კი თავად ითვისებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვნები არ დაემორჩილებოდნენ დაკავებულების მითითებებს, მათ სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ს სურს, საქართველო იყოს მშვიდობიანი ევროპის ნაწილი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ მუშაობს იმისთვის, რომ საქართველო სრულად ინტეგრირდეს ევროატლანტიკური ერების ოჯახში და იყოს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ნაწილი. მისივე თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ მმართველობას და ამას აკეთებს ბოლო, 30 წლის განმავლობაში. სახელწმიფო დეპარტამენტში ხაზს უსვამენ, რომ შეერთებულმა შტატებმა 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოსთვის დახმარების სახით. ჩვენი დახმარება მიმართულია ქართველების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ჩვენ ვუსმენთ ქართველ ხალხს, რათა  შეგვეძლოს განსაზღვრა, თუ სად მიდის ჩვენი დახმარება. ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან, მაგრამ ასევე ვმუშაობთ ხალხთან, რათა მივაღწიოთ ქვეყნის ყველა კუთხემდე, დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ხალხს მათი ოცნებების რეალიზებაში. ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან, რადგან ისინი მიისწრაფიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ მთავრობას ამაში“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  

გერმანიაში ზელენსკის ვიზიტის დროს, უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული - უკრაინული მედია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში ვიზიტი დაიწყო. ზელენსკი ბერლინში ფედერალურ პრეზიდენტთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. იუწყება Ukrinform-ი. უკრაინის ლიდერი ბერლინში რომიდან ჩავიდა. ეს არის ზელენსკის პირველი ვიზიტი გერმანიაში მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. გერმანული Bild-ის ცნობით, ზელენსკი აეროპორტიდან ვერტმფრენით გაფრინდა თავდაცვის მინისტრის ოფიციალურ რეზიდენციაში.  

იაპონია უკრაინას $40 მილიონის ენერგეტიკულ აღჭურვილობას გაუგზავნის

უკრაინის მთავრობასა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს შორის საგრანტო ხელშეკრულების შესაბამისად, დაახლოებით, 40 მილიოონი დოლარი გადაეცემა ეროვნულ ენერგეტიკულ კომპანია „უკრენერგოს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „საერთაშორისო მეგობრები და პარტნიორები მხარს უჭერდნენ „უკრენერგოს“ ზამთრის რთულ პერიოდში, სარაკეტო თავდასხმების შედეგების დაძლევაში, ახლა კი ეხმარებიან რუსების მიერ დაზიანებული ობიექტების სისტემატურ შეკეთებასა და მომავალი გათბობის სეზონისთვის მომზადებაში. იაპონიის მთავრობამ უზრუნველყო დიდი პაკეტი. გრძელვადიანი დახმარება ენერგოსისტემის მხარდასაჭერად“, - წერს კომპანია სოციალურ ქსელში. კერძოდ, ქვესადგურებისთვის 40 მილიოონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა იქნება შეძენილი და ის „უკრენერგოს“ გადაეცემა. წინასწარი მონაცემებით, შესყიდვების გეგმის მიხედვით, აღჭურვილობის მიწოდების დაწყება 2023 წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება და 2025 წლამდე გაგრძელდება, რაც დამოკიდებულია აღჭურვილობის წარმოების პირობებზე.  

საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

14-15 მაისს, საქართველოს ვიზიტით დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლიოკე რასმუსენი ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანიელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. შეხვედრები როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის გაიმართება. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის ფარგლებში, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამართავს. „ლარს ლიოკე რასმუსენს თან ახლავს დანიის ბიზნეს დელეგაცია, გაიმართება მინისტრის და ბიზნეს დელეგაციის შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს. ლარს ლიოკე რასმუსენი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

G7-ის ქვეყნებმა უკრაინის დახმარება $44 მილიარდამდე გაზარდეს

დიდი შვიდეულის ფინანსთა ჯგუფმა უკრაინისთვის დახმარება $44 მილიარდამდე გაზარდა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. განცხადების თანახმად, 2024 წლის დასაწყისისთვის უკრაინის დახმარება 44 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც საშუალებას აძლევს საერთაშორისო სავალუტო ფონდს, უკრაინას გამოუყოს 15,6 მილიარდი დოლარის მხარდაჭერა ოთხი წლის განმავლობაში. „ჩვენ მტკიცედ ერთგულნი ვრჩებით, გავაგრძელოთ უკრაინის გადაუდებელი მოკლევადიანი დაფინანსების საჭიროებების დაკმაყოფილება, ისევე, როგორც მისი მეზობელი და სხვა მძიმედ დაზარალებული ქვეყნების მხარდაჭერა. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, გავზარდეთ ჩვენი ვალდებულება უკრაინის საბიუჯეტო და ეკონომიკური მხარდაჭერისთვის 2023 და 2024 წლების დასაწყისისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში. ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, აშშ.  ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.  

გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გერმანიას სამხედრო, ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ასეთი მხარდაჭერა გაგრძელდება ვიდრე ეს კიევს დასჭირდება. ზელენსკის განცხადებით, მან გერმანელ კოლეგასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან განიხილა არსებული ვითარება და გერმანიასა და უკრაინას შორის ინტენსიური თანამშრომლობა განიხილა. „გერმანია გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება”, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

თბილისში გიდები აქციას მართავენ

თბილისში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ქართველი გიდების ერთი ნაწილი აქციას მართავს. ამბობენ, რომ უსამსახუროდ რჩებიან და ეს მალე ძალიან ბევრს შეუქმნის პრობლემას. მათი განცხადებით, უცხოენოვანი გიდები კანონმა უნდა დაავალდებულოს ფლობდნენ სახელწმიფო ენას და იყვნენ ამ ქვეყნის მოქალაქეები. „ეს პრობლემა პანდემიამდე გაჩნდა, მაგრამ განსაკუთრებით გამძაფრდა ბოლო ერთი წელია. ჩვენ, აქაური გიდებო ვრჩებით სფეროს მიღმა. გიდი ქვეყნის ელჩია, ის აცნობს უცხოელებს ამ ქვყნის ისტორიას, კულტურას. დღეს კი, ამ ისტორიას ძალიან ბევრი უცხოელი გიდი არასწორად ყვება და ქვეყნის იმიჯს აზიარებს“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიდი ქეთი ბურნაძე რადიო თავისუფლების ცნობით. 14 მაისს აქციაზე შეკრებილი გიდები ითხოვდნენ, რომ ყველა გიდმა და მძღოლმაც უნდა იცოდეს სახელწმიფო ენა ქართული და იყოს საქართველოს მოქალაქე და ეს განისაზღვროს კანონით. ტურიზმის შესახებ კანონზე მსჯელობა ჯერ არ დასრულებულა. ჯერ უცნობია, საბოლოოდ როგორ დარეგულირდება ამ კანონით გიდების საკითხი.  

ბახმუტის სიახლოვეს ორი რუსი პოლკოვნიკი დაიღუპა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ბახმუტთან, საბრძოლო მოქმედებებისას ორი რუსი პოლკოვნიკი დაიღუპა.­ მედია შოიგუს უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ დაიღუპნენ რუსეთის არმიის მე-4 მოტორიზებული მსროლელი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ვიაჩესლავ მაკაროვი და სამხედრო-პოლიტიკური მუშაობისთვის საარმიო კორპუსის მეთაურის მოადგილე, პოლკოვნიკი ევგენი ბროვკო. უკრაინის ძალებმა ბახმუტთან 2 კილომეტრით წინ წაიწიეს. ამბობდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე 12 მაისს. უკრაინამ პარასკევს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს დონეცკის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბახმუტის გარშემო, რომელიც თვეების განმავლობაში რუსეთთან ბრძოლის ეპიცენტრია. რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი" 2022 წლის მეორე ნახევრიდან ცდილობენ მის დაპყრობას. ქალაქის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია და იქ ომის დაწყებამდე 72 000 ადამიანი ცხოვრობდა. „მტერმა ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი განიცადა. ჩვენ ამ კვირაში ბახმუტში არცერთი პოზიცია არ დაგვიკარგავს“, - განაცხაად ჰანა მალიარმა. 14 მაისს, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ წინსვლა გრძელდება.  

უკრაინა იმედოვნებს, რომ გერმანია მხარს დაუჭერს „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციას" - ზელენსკი

უკრაინა მუშაობს „მოიერიშეების კოალიციის“ შექმნაზე და ამ საკითხში გერმანიის მხარდაჭერის იმედი აქვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკის თქმით, ევროპაში მისი ვიზიტების მიზანი ნაწილობრივ სწორედ ეს არის. „ამჟამად ვმუშაობთ მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის შექმნაზე და ჩემი ვიზიტები ევროპის დედაქალაქებში ნაწილობრივ ამისკენ არის მიმართული. ვფიქრობ, წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა მან.  

ერდოღანი ხმის მიცემის შემდეგ: კარგ მომავალს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, თურქულ დემოკრატიას

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა დაფიქსირა. მისი თქმით, კენჭისყრის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით უპრობლემოდ გრძელდება. ერდოღანმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია თურქული დემოკრატიის სიძლიერის დემონსტრირების თვალსაზრისით“. „კარგ მომავალს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, თურქულ დემოკრატიას“, - აღნიშნა თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა. მთავარმა ოპოზიციურმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ ხმა დედაქალაქ ანკარაში მისცა. „ჩვენ ყველას ძალიან გვენატრებოდა დემოკრატია. ყველას ძალიან გვენატრებოდა ერთად ყოფნა...იმედი მაქვს, რომ გაზაფხული მოვა ამ ქვეყანაში და გაზაფხული ყოველთვის გაგრძელდება“, - განუცხადა 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატმა მედიას. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში