ძებნის რეზულტატი:
რატომ ითხოვს რუსეთის დუმის დეპუტატი, რომ „აზიმუტს“ ლიცენზია ჩამოერთვას
რუსეთის დუმის, დეპუტატი ზურაბ მაკიევი რუსეთის გენერალურ პროკურორსა და საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს მიმართავს. მას სურს, გადაამოწმონ ინფორმაცია ავიაკომპანია „აზიმუტის“ მიერ „აფხაზეთისა“ და „სამხრეთ ოსეთის“ სარეგისტრაციო ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოღების შესახებ. ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში კი, ითხოვს შესაბამისი ზომების მიღებას, საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს კი მიმართავს, შეუჩეროს ლიცენზია „აზიმუტს“. მისივე თქმით, „შემოსავლების გაზრდის მსურველი კომპანიის“ ქმედებამ შესაძლოა, გააჩინოს უარყოფითი პრეცედენტი და „ხვალ კომერციული სარგებლის მიღების გამო, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობიდან ამოიღონ ყირიმი, დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები“, - მიმართავს დუმის დეპუტატი რუსეთის გენერალურ პროკურორსა და საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს. ზურაბ მაკიევი, რომელიც თბილისში დაიბადა, რუსეთის დუმაში პარტია „ედინაია როსიას“ და ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიას წარმოადგენს. ავიაკომპანია „აზიმუტმა" ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს „ჯორჯიან ეარვეისი“ იწყებს ქართველი ხალხი ყოველთვის იჩენს სოლიდარობას უკრაინის მიმართ. ერთი მტერი გვყავს, რომელიც 90-იანი წლებიდან, შემდეგ კი 2008 წელს კლავდა ქართველებს, ხოლო 2014 წლიდან უკრაინელებს კლავს. ჩვენი ერებისთვის ეს ეგზისტენციალური მტერია. მაგრამ ზოგიერთები, როგორც ჩანს, ცდილობენ, არ შეიმჩნიონ კიევის სარაკეტო დაბომბვები, განადგურებული მარიინკა, ბუჩაში, ირპინში, იზიუმში მოკლულები, გატაცებული ბავშვები… ზოგიერთს, როგორც ჩანს, გორის ტრაგედია დაავიწყდა. შესაძლოა, ვიღაცას ჰგონია, რომ ეს მას არ ეხება და ტერორისტებთან და მკვლელებთან ურთიერთქმედება ნორმალურია. ცრუ პოზიციაა, ისტორია ყველაფერს საკუთარ ადგილს მიუჩენს“, - წერს ერმაკი. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას. „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
უკრაინის ძალებმა ბახმუტთან დაახლოებით, 20 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია დაიბრუნეს - ოფიციალური პირი
ბოლო დღეებში უკრაინელმა ჯარებმა აღმოსავლეთ ქალაქ ბახმუტის გარშემო, დაახლოებით, 20 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნეს. ქალაქში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. „ბოლო რამდენიმე დღეში ჩვენმა ჯარებმა გაათავისუფლეს დაახლოებით 20 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია ბახმუტის გარეუბანში, ჩრდილოეთითა და სამხრეთით. ამავდროულად, მტერი გარკვეულწილად წინ მიიწევს თავად ქალაქ ბახმუტში და მთლიანად ანადგურებს ქალაქს არტილერიით“, – წერს ჰანა მალიარი სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, მტერს აქვს უპირატესობა პერსონალის და იარაღის რაოდენობით. ამასთან, უკრაინელი სამხედროების მოქმედებების შედეგად, მტრის ძალები გასული ზაფხულიდან ბახმუტის რაიონში გეგმების განხორციელებას ვერ ახერხებენ.
გერმანიამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კიდევ 34 პიკაპი გადასცა
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინელ სამხედროებს ბოლო სამი კვირის განმავლობაში კიდევ 34 პიკაპი გადასცა, - RBC-Ukraine-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის საელჩო Twitter-ზე წერს. „მობილურობა მნიშვნელოვანი ფაქტორია უკრაინის თავდაცვისუნარიანობისა და სტაბილურობისთვის. უკრაინის უსაფრთხოების ძალების გასაძლიერებლად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასული სამი კვირის განმავლობაში კიდევ 34 პიკაპი გამოყო", - აცხადებენ საელჩოში. 14 მაისს, გერმანიამ უკრაინისთვის 2,7 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
საელჩოები მოუწოდებენ ხელისუფლებას, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, ხმა აიმაღლონ სიძულვილის, დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ
საელჩოები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, საყოველთაოდ დაიცვან ადამიანის უფლებები, ხმა აიმაღლონ სიძულვილის, დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ, იმუშაონ ლგბტქი+ თემებთან და უზრუნველყონ მათთვის ადამიანის უფლებებით სრულად სარგებლობა. ასევე მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, რომ სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა შეუსაბამოს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს. შესაბამის ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის საელჩოები, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი. „ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT) კიდევ ერთხელ მივესალმებით მრავალფეროვნებას და სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში. ლგბტქი+ ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან შევიწროებას, დისკრიმინაციას და სტიგმატიზაციას, აწყდებიან მტრულ დამოკიდებულებასა და ძალადობას. მათ არ აქვთ შესაძლებლობა იცხოვრონ ღირსეულად, როგორც ქართული საზოგადოების თავისუფალმა და თანასწორმა წევრებმა. ჩვენ მივესალმებით საქართველოში უმცირესობათა უფლებების დასაცავად გაძლიერებულ საზოგადოებრივ მხარდაჭერას – 2015 წლიდან გაორმაგდა მათი რაოდენობა, ვინც აცხადებს, რომ დაცული უნდა იყოს ლგბტქი+ პირთა უფლებები.[1] ასევე მივესალმებით სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამოხატვის გამო ადამიანთა დისკრიმინაციისგან დაცვას, რასაც 2014 წლიდან უზრუნველყოფს საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. ჩვენ ვაღიარებთ სხვადასხვა სამთავრობო უწყებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ძალისხმევას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრული დაცვის უზრუნველსაყოფად. თუმცა გვაშფოთებს, რომ ძალისხმევის მიუხედავად, ამ მიმართულებით წინსვლა შეფერხდა. ახლად მიღებული ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტები, კერძოდ, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022−2030 წლებისთვის, საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია და ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია, არ შეიცავს მექანიზმებს ლგბტქი+ პირთა დაცვისა და ჩართულობის გაძლიერებისთვის. ზოგიერთი საჯარო მოხელის, პოლიტიკოსის, მედიისა და სასულიერო პირის მხრიდან სტიგმატიზაცია, დისკრიმინაციული გამონათქვამები და სიძულვილის ენა ხელს უწყობს ლგბტქი+ პირების მეტად შევიწროებას და საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს. ბოლო წლებში მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარა ლგბტქი+ პირების წინააღმდეგ, მათ შორის 2021 წლის ივლისის პრაიდ კვირეულის დროს, ძალადობის აშკარად წამქეზებელ და ჩამდენ ადამიანთა უმრავლესობა. ეს კიდევ უფრო ზღუდავს ლგბტქი+ პირთა შესაძლებლობას გამოიყენონ მშვიდობიანი შეკრების უფლება. საზოგადოების რომელიმე წევრის გარიყვა აძლიერებს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ უთანასწორობასა და უსამართლობას, რაც აფერხებს საქართველოს დემოკრატიის შემდგომ განვითარებას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, საყოველთაოდ დაიცვან ადამიანის უფლებები, ხმა აიმაღლონ სიძულვილის, დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ, იმუშაონ ლგბტქი+ თემებთან და უზრუნველყონ მათთვის ადამიანის უფლებებით სრულად სარგებლობა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა შეუსაბამოს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს. დაიცვას ლგბტქი+ პირთა უფლებები და ხელი შეუწყოს ინკლუზიური საზოგადოების განვითარებას, რომელშიც ყველა შეძლებს უსაფრთხოდ და თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ თავთან და ცხოვრების წესთან დაკავშირებით. როგორც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და მხარდამჭერები, ჩვენ მზად ვართ, ქართველ პარტნიორებთან ერთად, განვაგრძოთ მუშაობა ამ მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნულია განცხადებაში. 17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წლის 17 მაისის ლგბტ აქციის დარბევის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ საქართველოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი გამოაცხადა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ.
ჩინეთმა უცხოურ საელჩოებს უკრაინის მხარდაჭერის ნიშნების ჩამოხსნისკენ მოუწოდა - მედია
ჩინეთმა უცხოურ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მოუწოდა, არ გამოიყენონ თავიანთი შენობების გარე კედლები „პოლიტიკური პროპაგანდისთვის“, რაც, როგორც ჩანს, გულისხმობს უკრაინის მხარდაჭერის ნიშნებსაც. ამის შესახებ იაპონური სააგენტო Kyodo წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ცნობით, ამ ნაბიჯს ევროპისა და სხვა რეგიონების დიპლომატების ნეგატიური რეაქცია მოჰყვა და არცერთმა მათგანმა არ მოხსნა აბრები. Kyodo-ს ერთ-ერთმა რესპონდენტმა განაცხადა, რომ არ არსებობს გონივრული მიზეზი იმისა, რომ სახელმწიფოს ხელი შეეშალოს თავისი განზრახვების გამოხატვაში. სააგენტოს თანახმად, პეკინში ბევრმა საელჩომ უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნადდაკიდა უკრაინის დროშის შემცველი აბრები და ჩინურ და ინგლისურ ენებზე წარწერები. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 10 მაისით დათარიღებული შეტყობინებაში ნათქვამია, რომ საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, დაიცვან ჩინეთის კანონები და დადგენილებები, თუმცა პეკინი პატივს სცემს დიპლომატიურ იმუნიტეტს ვენის კონვენციასთან შესაბამისობაში.
რუსეთთან პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქცია Georgian airways-ის ოფისთან გაგრძელდა
„არა რუსულ ფრენებს" - ამ ლოზუნგით, პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა Georgian airways-ის ოფისთან გადაინაცვლეს. რუსეთთან პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო მოძრაობის წევრები და რიგითი მოქალაქეები აქციას სახელწოდებით, „რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ" მართავენ და რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ. კომპანია "Georgian airways"-ის ოფისთან პოლიციაა მობილიზებული. თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს „ჯორჯიან ეარვეისი“ იწყებს პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას. „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
რუსეთის შეტევითი პოტენციალი ამოწურულია - ბუდანოვი
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შეტევითი პოტენციალი სრულიად ამოწურულია. მისივე შეფასებით, თავდაცვითი შესაძლებლობები კვლავ ძლიერია. „ის [შეტევითი პოტენციალი] სრულიად ამოწურულია, მათ ახლა დაცვისთვის აქვთ სერიოზული პოტენციალი. ეშელონირებული, სწორი, ძლიერი დაცვა ააშენეს. მაგრამ ეს უკვე ის რუსული არმია აღარ არის, რომელსაც სერიოზული შეტევითი ოპერაციების ჩატარება შეეძლო”, - განაცხადა ბუდანოვმა. ბუდანოვის თქმით, რუსეთის დაჯგუფება, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ქმედებებში იღებს უშუალო მონაწილეობას, სამხედროების დაახლოებით 370 000, ეროვნული გვარდიის 20 000 და გასამხედროებული ფორმირებების 7 000 ადამიანს ითვლის.
რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენას, უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი ქართულად გამოეხმაურა
მსოფლიო ახდენს რუსეთის იზოლაციას, რათა აიძულოს ის დაასრულოს ომი, მაგრამ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარს მოსკოვში აგზავნის , - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინსიტროს პრესსპიკერმა, ლეგ ნიკოლენკომ Twitter-ზე ქართულად დაწერა. მისივე შეფასებით, კრემლი შედეგით კმაყოფილია. ანდრი ერმაკი: როგორც ჩანს, ზოგიერთს გორის ტრაგედია დაავიწყდა „მსოფლიო ახდენს რუსეთის იზოლაციას, რათა აიძულოს იგი დაასრულოს ომი, მაგრამ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარს მოსკოვში აგზავნის. მაშინ, როცა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია კვლავ დაუსჯელი რჩება. კრემლი კი ასეთი შედეგით აღფრთოვანებულია”, - წერს ნიკოლენკო. თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს „ჯორჯიან ეარვეისი“ იწყებს 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას. პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
უკრაინამ დიდი ბრიტანეთის მიერ მიწოდებული შორი დისტანციის ფრთოსანი რაკეტების გამოყენება დაიწყო - CNN
ოფიციალური პირები არ აკონკრეტებენ როდის და რა მიზნებისთვის გამოიყენეს უკრაინელმა სამხედროებმა რაკეტები. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, წერს CNN. რეზნიკოვი დიდი ბრიტანეთიდან რაკეტების მიწოდებაზე: ციკლონი მოძრაობს და თან შტორმები მოაქვს დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას მიაწოდა იარაღი, რომელსაც შეუძლია, მიაღწიოს სამიზნეებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. Storm Shadow მხოლოდ მცირედით ჩამოუვარდება აშშ-ის მიერ წარმოებულ ATACMS-ის სისტემას, რომელსაც უკრაინა დიდი ხანია, ითხოვს. ასეთ რაკეტებს შეუძლიათ, მიაღწიონ რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ კიევი გაერთიანებული სამეფოს მთავრობას დაჰპირდა, რომ არ გამოიყენებდა მათ რუსეთის შიგნით სამიზნეების დასარტყმელად. ამის ნაცვლად, უკრაინა აცხადებს, რომ ის გამოიყენებს შორ დისტანციურ იარაღს ყირიმში და უკრაინის აღმოსავლეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამეთაურო ცენტრებზე, მიწოდების ხაზებზე, საბრძოლო მასალისა და საწვავის საცავებზე თავდასხმისთვის. შეგახსენებთ, გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას მიაწოდა ფრთოსანი რაკეტები Storm Shadow, რაც სამხედროებს აძლევს შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობას რუსული ძალების წინააღმდეგ მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ. CNN-ს დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ Storm Shadow არის შორი დისტანციის ფრთოსანი რაკეტა სტელს კონსტრუქციით, ერთობლივად შემუშავებული დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ, რომელიც, როგორც წესი, გაშვებულია ჰაერიდან, მოქმედების რადიუსი - 250 კმ-ზე (155 მილზე) მეტი. დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს შეიძენს კრიტიკულად, Storm Shadow-ს აქვს დიაპაზონი, რომ დაარტყას ღრმად რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს აღმოსავლეთ უკრაინაში.
კომპანიის განცხადება: შორს ბინძური ხელები „ჯორჯიან ეარვეისისგან“
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ თანამშრომლების ღია წერილს აქვეყნებს. ტექსტი „ოპონენტების“ მიმართ მწვავე ეპითეტებით გამოირჩევა. „ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად მოვისმინეთ „ჯორჯიან ეარვეისის“ მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები რუსეთის მიმართულებით ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.ავიაკომპანიის წინააღმდეგ დაწყებულია ბინძური კამპანია, სრულიად დაუმსახურებლად "გვამკობენ" მიუღებელი ეპითეტებით. ყველაზე გულსატკენი არის ჩვენს პატრიოტულ გრძნობებზე მოყენებული თავდასხმა. მოღალატეებს გვეძახიან, რატომ ფიქრობთ რუსეთის მიმართულებით რეისების შესრულებაზეო. ყველა ამ უსაფუძვლო ბრალდების ავტორის გასაგონად გვსურს განვაცხადოთ, რომ სახელმწიფოებს შორის სავიზო რეჟიმის დაწესება ან მოხსნა, საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტა ან აღდგენა რომელიმე ავიაკომპანიის პრეროგატივა არ არის, ამას სახელმწიფოები წყვეტენ. რუსეთთან პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქცია Georgian airways-ის ოფისთან გაგრძელდა ჩვენ პოლიტიკური ორგანიზაცია არ ვართ, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ. ჩვენ ქართველი ხალხის დაკვეთა უნდა შევასრულოთ და საქართველოს მოქალაქეებს რა მიმართულებით ექნებათ მგზავრობის სურვილი, იმ მიმართულებებს უნდა მოვემსახუროთ. ქართველი ხალხის სამსახურში დგომის გარდა სხვა პოლიტიკა ჩვენ არ გაგვაჩნია“, - აღნიშნულია განცხადებაში. ჩვენ ქართველი ხალხის ინტერესებს ომის პირობებშიც ვემსახურებოდით და მშვიდობის პირობებშიც მოვემსახურებით. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „ჯორჯიან ეარვეისი“ ის ავიაკომპანიაა, რომლის დამფუძნებლები და თანამშრომლები ახდენდნენ აფხაზეთის ომის დროს ცეცხლმოკიდებული სოხუმიდან ბავშვების, ქალების, მოხუცებისა და დაჭრილების ევაკუაციას და გარდაცვლილი მებრძოლების გადმოყვანას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად“. „ბევრი მათგანი შეეწირა ამ საქმეს. ამიტომ, უნამუსობა, უტიფრობა და უსამართლობაა, როდესაც ქვეყნის მოღალატეს უწოდებ იმ ხალხს, რომლებსაც საომარ ოპერაციებში მონაწილეობისთვის და იქ გამოჩენილი თავდადებისთვის სახელმწიფო ჯილდოები აქვთ მიღებული. 2008 წლის ომის დროს „ჯორჯიან ეარვეისი“ იყო ერთადერთი ავიაკომპანია, რომელმაც არ შეწყვიტა ფრენები და საქართველოში ჩამოიყვანა ასობით უცხოელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, რომლებმაც მთელ მსოფლიოს აჩვენეს ქართველი ხალხის იმჟამინდელი ტრაგედია. მივმართავთ პროვოკატორებს, ამასაც ქვეყნის ღალატად აფასებთ?! თუმცა, თქვენისთანა გარეწრებისგან ესეც არ იქნება გასაკვირი. განცხადებაში ხაზს უსვამენ, რომ „ჯორჯიან ეარვეისში“ ამჟამადაც დასაქმებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი გმირები“. „სამარცხვინოა, როცა ჩვენს კომპანიას ვინმე უბედავს მოღალატის დაძახებას! შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ამ ბინძური კამპანიის უკან დგას ის მართული ძალები, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული გრანტების გასამართლებლად, მზად არიან, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესის წინააღმდეგ წავიდნენ. ჩვენ გვწამს ბრძენი ქართველი ხალხის, რომელიც საღად შეაფასებს შექმნილ ვითარებას და დადგება სიმართლის მხარეს. სიმართლე კი ერთია - „ჯორჯიან ეარვეისი“ იყო, არის და იქნება საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების სამსახურში მდგომი ავიაკომპანია. მოვუწოდებთ პოლიტიკას მიტმასნილ და ორ გროშზე დაგეშილ ავაზაკებს, ჩვენ მტრის არტილერიას, ტანკებსა და სამხედრო თვითმფრინავებს არ შევუშინებივართ და მით უმეტეს, ვერ შეგვაშინებენ თქვენისთანა კომიკური არარაობები. ავიაკომპანიის წინააღმდეგ არც კი გაიფიქროთ რაიმე პროვოკაცია, თორემ მიიღებთ კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს პასუხს“, - ნათქვამია განცხადებაში.
გერმანული HENSOLDT-ი კიევს კიდევ ექვს საჰაერო თავდაცვის რადარს მიაწვდის
გერმანული HENSOLDT-ი კიევს საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, კიდევ ექვს TRML-4D მაღალი ხარისხის რადარს მიაწვდის. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახურში იტყობინება. 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების შეკვეთის ფარგლებში, რადარები უკრაინას მიეწოდება წლის მეორე ნახევარში, მანამდე კი, უკრაინელი ოპერატორებს მოამზადებენ. მწარმოებელს უკრაინისთვის ასეთი ტიპის რამდენიმე რადარი უკვე მიწოდებული აქვს.
Wondernet Express Investment Group-ის მხარდაჭერით, ლენტეხში ფესტივალი - ,,Svanseti Lentekhi 2023'' ჩატარდა
13 მაისს, Wondernet Express Investment Group-ის მხარდაჭერით, მუსიკის, ხელოვნებისა და კულინარიის ფესტივალი - ,,Svanseti Lentekhi 2023'' გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თემები - ჩოლური, ლენტეხი, ხელედი, რცხმელური, ხოფური, ჩიხარეში და ჟახუნდერი, რომლებმაც საკუთარი მხარის სახასიათო კულინარიული და რეწვის ნიმუშები წარმოადგინეს. ფესტივალი ასევე მოიცავდა ლიტერატურას, პოეზიას, ფოლკლორს, განსაკუთრებით, სვანურ ფოლკლორს. მუსიკალურ და ლიტერატურულ ნაწილს მოიცავდა: ნიაზ დიასამიძე და 33ა - მიჟე ნარი; KORDZ - ლაშხეთი; მწვანე ოთახი - ლაგუშედა; სუხიშვილები - ლილე; სალიო. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება სვანურ, ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან კოლაბორაციით ჩატარდა. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართა ინკლუზიური თეატრი „კონტაქტი“-ს წარდგინება - დაჯილდოება. ლიტერატურულ ნაწილს დავით ტურაშვილი და რატი ამაღლობელი უძღვებოდნენ. წამყვანმა და დამსწრე საზოგადოებამ განსაკუთრებულად აღნიშნეს და პატივი მიაგეს ლეგენდარულ ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას, მის როლსა და მნიშვნელობას ქართული ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციის საქმეში. დიდი მაესტროს ხსოვნის საპატივცემულოდ, ფესტივალის სახელით, სიმბოლური ჯილდო გადაეცა მის მეუღლეს, ქალბატონ ლალი სეთურიძე-ერქომაიშვილს, რომელმაც თავის ემოციურ სიტყვაში, ისაუბრა ბატონი ანზორის განსაკუთრებულ სიყვარულზე, სვანეთის და სვანური ფოლკლორის მიმართ. გულწრფელი მადლიერება გამოხატა ფესტივალის იდეის ავტორის, ფინანსური მხარდამჭერის, ბიზნესმენ და მეცენატ დიმიტრი აბდუშელიშვილის მიმართ. ფესტივალის ორგანიზატორები იმედს გამოთქვამენ, რომ ფესტივალი ,,სვანსეტი ლენტეხი 2023'' თავის წვლილს შეიტანს ლენტეხის განვითარების საქმეში, უკეთ წარმოაჩენს მის ტურისტულ, გასტრონომიულ, სპორტულ, ლიტერატურულ თუ ფოლკლორის კუთხით არსებულ რესურსს, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ,,სვანსეტი ლენტეხი 2023''.
დუდა: წლებია, საქართველოს მხარდამჭერი ვარ., მხარს ვუჭერ ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკას
იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წელიწადში იქნებით ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ რეიკიავიკში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი გაიხსნა. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუმცა დეკემბერში ამ გადაწყვეტილების მიღებას თავად მხარს დაუჭერს. „მთლიანობაში, მე მხარს ვუჭერ საქართველოს. წლებია, საქართველოს მხარდამჭერი ვარ. მხარს ვუჭერ ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკას. პოლონეთი ევროკავშირში 2004 წელს გაწევრიანდა და ჩემი აზრით, ევროკავშირის კარი ღია უნდა იყოს ახალი წევრებისთვის, ახალი კანდიდატებისთვის და საქართველო მათ შორის ერთ-ერთია“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა, რომლის კომენტარსაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
ვედანტ პატელი რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებზე: საჭიროების შემთხვევაში გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი კომენტარი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს შორის დაგეგმილ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა, როგორ ხედავს აშშ პროცესს და არის თუ არა რისკები აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს „ჯორჯიან ეარვეისი“ იწყებს პრესსპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პირდაპირი ავიარეისები მზარდი შეშფოთების საგანია არამხოლოდ შეერთებული შტატების და დასავლეთის სხვა ქვეყნებისთვის, არამედ კომპანიებისთვისაც იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს აეროპორტებში მოემსახურებიან სანქციების ქვეშ მყოფ თვითმფრინავებს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მაშინ, როცა მთელი დასავლური სამყარო რუსეთს დაშორდა, მასთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის. ავიამიმოსვლა უკვე 19 მაისიდან განახლდება და მოსალოდნელია თუ არა სანქციები, ვედანტ პატელმა ამ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ შეშფოთება მკაფიოდ გამოხატეს და მკაფიოდ განაცხადეს ისიც, რომ რუსულ თვითმფრინავებს აკრძალული აქვთ აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში შესვლა. ამიტომ, სიტუაციას ყურადღებით დააკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ნაბიჯებს გადადგამენ. „ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი შეშფოთება ხსენებული საკითხის მიმართ. ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ ასევე გადავდგით ნაბიჯები, რომ აგვეკრძალა რუსული თვითმფრინავების ჩვენს საჰაერო სივრცეში შესვლა, ისევე, როგორც ეს ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ გააკეთა. ყურადღებით გავაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს“, – აღნიშნა ვედანტ პატელმა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ასევე ჰკითხეს, აქვს თუ არა რაიმე გზავნილი საქართველოში აქციების მონაწილეებისადმი, რომლებიც რუსეთთან პირდაპირ ავიამიმოსვლას აპროტესტებენ. პატელმა უპასუხა, რომ უკვე ნათქვამს ვერაფერს დაამატებდა. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას. პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
ინდოეთის ოკეანეში ჩინური ნავი ჩაიძირა
ინდოეთის ოკეანეში ჩინური სათევზაო ნავი ჩაიძირა. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს. დაკარგულია ეკიპაჟის ყველა, 39 წევრი. ბორტზე 17 ჩინელი, 17 ინდონეზიელი და 5 ფილიპინელი წევრი იყო. ჩინური მაუწყებლის ცნობით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ჩატარების განკარგულება გასცა.შემთხვევის ადგილზე ავსტრალიიდან და რამდენიმე სხვა ქვეყნიდან სამძებრო-სამაშველო ჯგუფები ჩავიდნენ. ჩინეთმა ოპერაციაში დასახმარებლად ორი ხომალდი განათავსა.
ბელგია F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის უკრაინელი პილოტების გაწვრთნას გეგმავს
ბელგია მზადაა, უკრაინელ პილოტებს ამერიკულ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე წვრთნები ჩაუტაროს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, F-16 ტიპის თვითმფრინავების საკითხი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელგიისა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრებთან, ალექსანდრ დე კროოსა და მარკ რუტესთან შეხვედრებზე განიხილა.„თვის დასაწყისში ჰააგაში გამართულ სამიტზე, F-16-ების საკითხი ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დროს განიხილეს. ვთქვით, რომ მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია პილოტების მომზადება", - ციტირებს თავის მხრივ, ბელგიური გამოცემა პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებას." ჩვენ გვჭირდება საბრძოლო თვითმფრინავები და მადლობას ვუხდით მოკავშირეებს ამ მიმართულებით მუშაობისთვის. კერძოდ, ბელგიამაც დაადასტურა მზადყოფნა პილოტების მომზადებისთვის", - წერს ამასთან უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრი ერმაკი სოციალურ ქსელში.
ევროპის საბჭოს სამიტისადმი ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს - ღარიბაშვილი
ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტისადმი ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს... ეს არის ჩვენი არჩევანი, რომელიც შეუცვლელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეიკიავიკში განაცხადა, სადაც პრემიერი ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტში მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საუბარი იქნება იმ გამოწვევებზე, რომლებიც მთელი ევროპის კონტინენტზეა შექმნილი. „მე მექნება პატივი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ აღვნიშნო ყველა იმ რეფორმის, ყველა იმ წარმატებული საქმიანობის შესახებ, რომელიც ჩვენმა მთავრობამ ბოლო 10 წლის განმავლობაში განახორციელა. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება კიდევ ერთხელ საუბარი იმ გამოწვევებზე, რომლებიც არის შექმნილი მთელი ევროპის კონტინენტზე. ჩვენ გვექნება შიდა გამოწვევებზე საუბარი და ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან წარმატებული შეხვედრებიც. გარდა სიტყვით მიმართვისა, მე მექნება ძალიან ბევრი შეხვედრა, ორმხრივი შეხვედრები. ჩვენი მთავარი გზავნილი არის შემდეგი, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქართველი ხალხი, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის ჩვენი არჩევანი, რომელიც არის შეუცვლელი, რომელიც არის ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის არჩევანი. შესაბამისად, ჩემი გზავნილი კიდევ ერთხელ იქნება შემდეგი, რომ აუცილებელია ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული სტატუსი, ვინაიდან ეს იქნება გზავნილი ევროპის მხრიდან, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის მისამართით, ჩვენი ქვეყნის მისამართით, და ჩვენ სხვა, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებას არ ველოდებით, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი, დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. თუ რეალურად ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სურთ, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლარიზაცია, იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა ევროპის მიმართულებით, რა თქმა უნდა, მე ველი, რომ წლის ბოლოს ჩვენ გვექნება კანდიდატის სტატუსი. ეს არის ჩემი პასუხი“,- განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტში, რომელიც რეიკიავიკში იმართება. საკონფერენციო ცენტრ Harpa-ში, სადაც ღონისძიება ტარდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სამიტის მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა კატრინ იაკობსდოტირიმ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა უმასპინძლეს. ირაკლი ღარიბაშვილი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებთან ერთად გახსნით სესიას დაესწრო. პრემიერ-მინისტრი რეიკიავიკში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
Azimuth-მა სარეგისტრაციო ფორმიდან ქვეყნის გრაფა სრულად ამოიღო
რუსულმა ავიაკომპანია Azimuth-მა, რომელიც 19 მაისიდან საქართველოსთან ფრენებს დაიწყებს, სარეგისტრაციო ფორმიდან ქვეყნის გრაფა ამოიღო. რეგისტრაციისას ან ბილეთის ყიდვისას, შესაძლებელია დოკუმენტის ან პირადი ნომრის ჩაწერა, საბუთის გამცემი ქვეყნის მითითების გარეშე. ამის შესახებ Эхо кавказа წერს. მედია წერს, რომ მანამდე რუსეთის დუმის დეპუტატმა ზურაბ მაკიევმა რუსეთის გენერალურ პროკურორსა და საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს მიმართა, გადაემოწმებინა ინფორმაცია ავიაკომპანია "აზიმუტის" მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სარეგისტრაციო ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოღების შესახებ. დუმის დეპუტატი "აზიმუტისთვის" ლიცენზიის ჩამორთმევაც მოითხოვა. 16 მაისს, ავიაკომპანია „აზიმუტმა" ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო, რასაც მოჰყვა რუსეთის დუმის დეპუტატის უკმაყოფილება და მოთხოვნა, რომ „აზიმუტს“ ლიცენზია ჩამოერთვას. უკვე, 16 მაისის საღამოს კი, სარეგისტრაციო ფორმიდან ქვეყნის გრაფა საერთოდ ამოიღო.
რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში, მაგალითია ტაივანისთვის, თუ როგორ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა უფრო დიდ არმიას - ოსტინი
უკრაინის წინააღმდეგობა რუსული აგრესიისადმი მნიშვნელოვანი გაკვეთილი გახდა ტაივანისთვის, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია, უფრო მცირე ჯარებს წარმატებით დაიცვან თავი უფრო დიდი ძალისგან. უკრაიული მედიის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სამშაბათს, 16 მაისს, სენატი მოსმენაზე განაცხადა. „ერთ-ერთი ასეთი გაკვეთილი არის ის, რომ ასიმეტრიული შესაძლებლობებითა და ასიმეტრიული ტაქტიკითა და ტექნიკით, მცირე ძალებს შეუძლიათ, მართლაც კარგი სამუშაო გასწიონ უფრო დიდი ძალებისგან თავის დასაცავად“, - განაცხადა ოსტინმა. უკრაინული მედიის თანახმად, ოსტინმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა ტაივანს ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს, როგორც ეს გაკეთდა უკრაინასთან.
19 აპრილის შეთანხმებაც თავიდან ბოლომდე ანომალია იყო, აღარ დავუშვებთ - კობახიძე
რეალურად, არ არსებობს არცერთი, ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიის თუ სხვა რეკომენდაცია, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ითხოვს იმ წესის შენარჩუნებას, რომელიც დღეს არის დადგენილი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით განაცხადა. მან 19 აპრილის შეთანხმება და საარჩევნო კოდექსში არსებული წესი ანომალიებად შეაფასა და აღნიშნა, რომ კონკრეტულად ცესკოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ანომალიის მიზანი საბოტაჟის შექმნა იყო. „რა თქმა უნდა, 19 აპრილის შეთანხმებაც თავიდან ბოლომდე იყო ანომალია. ეს იყო უხეში და ღია მცდელობა, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ შეცვლილიყო ხელისუფლება, ანომალიაც არ იყო. ეს არის ის სახელი, რაც უნდა დაერქვას ძალიან ღიად, 19 აპრილის შეთანხმებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვთქვით ანულირების შემდეგ, რომ აღარასდროს ასეთ შეთანხმებას აღარ მოვაწერთ ხელს - ანომალიაზე აღარასდროს წავალთ. რაც უფრო მეტად მიიღებ ანომალიას, მით უფრო მეტად მოგახვევენ თავს ახალ-ახალ ანომალიებს, ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში ანომალიებზე უარი უნდა ითქვას. კონკრეტულად, ცესკოსთან დაკავშირებული ანომალიის მიზანიც იყო საბოტაჟი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ევროკავშირის ელჩი: სამწუხაროა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ყველა ვალდებულება არ შესრულდა ცნობისთვის, 2022 წლის, ივლისში, ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ თავი ამოწურა. თავად შეთანხმება მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და ძალაუფლების განაწილება პარლამენტში. ევროპული საბჭოს და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივ წერილში ნათქვამი იყო, რომ ეს შეთანხმება გამარჯვებაა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის და ის გზას უხსნის ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.