ძებნის რეზულტატი:

უკრაინელმა სამხედროებმა ბრიანსკში 3 რუსული შვეულმფრენი და 2 თვითმფრინავი ჩამოაგდეს - საჰაერო ძალების სპიკერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ბრიანსკში 3 რუსული სამხედრო შვეულმფრენი და 2 თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მისივე თქმით, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დაკარგეს 5 საფრენი აპარატი, რომელიც 13 მაისს ფრონტის ხაზზე საბრძოლო დავალების შესასრულებლად მიფრინავდა, რა დროსაც რუსეთის თვითმფრინავები და შვეულმფრენები „უსიამოვნებას წააწყდნენ“, - განაცხადა იური იგნატმა.  13 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში, ბრიანსკის ოლქში ორი ვერტმფრენი და ერთი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსეთმა მომხდარში ტრადიციულად უკრაინელი „დივერსანტები" დაადანაშაულა.  

თბილისში, სვანეთის უბანში დამცავი კედლის მოწყობის სამუშაოს დროს ორი მუშა დაიღუპა

თბილისში, ართვინის ქუჩაზე კედლის მოწყობის სამუშაოების დროს ფერდობის მასა ჩამოიშალა და კომპანიის ორი თანამშრომელი მოიყოლა. დაღუპულების ცხედრები ექპერტიზაზე უკვე გადაასვეენეს. ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. თბილისის მერიაში განაცხადეს, რომ ართვინის ქუჩა N67-ში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია “ოუ ნი” გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ავარიული ფერდობის მასა ჩამოიშალა და მოიყოლა კომპანიის ორი თანამშრომელი. „მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს, რამ გამოიწვია ფერდის ჩამოშლა”, - განაცხადეს მერიაში IPN-ის ცნობით.  

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია

14 მაისს, საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი ეწვია. საგარეო უწყების ცნობით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დანიის პირველი დიპლომატის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია და დანიაში საქართველოს ელჩი, ნატა მენაბდე. ვიზიტის ფარგლებში, დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ, ასევე, გაფართოებულ ფორმატში. დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. აღსანიშნავია, რომ ლარს ლოკე რასმუსენს თან ახლავს დანიელ ბიზნესმენთა დელეგაცია, გაიმართება მინისტრის და დელეგაციის შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან. ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს. ამასთან, ლარს ლოკე რასმუსენი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა  

საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა მე-20 ჯგუფი მუშაობას იწყებს

საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა მორიგი ჯგუფი მუშაობას იწყებს.  USAID-ის განცხადებით, მშვიდობის კორპუსი განაგრძობს ქართველი ხალხის სამსახურში ყოფნას და 15 მაისს 16 ახალი მოხალისის ფიცის დადების ცერემონიას მართავს. მოხალისეებს შორისაა ინგლისური ენის 13 მასწავლებელი 3 ორგანიზაციული განვითარების მრჩეველი, რომლებმაც წარმატებით გაიარეს თერთმეტკვირიანი წინა-სამსახურეობრივი ტრენინგი,მოიცავდა ქართულ ენასა და კულტურას, სამსახურთან დაკავშირებულ სპეციალიზირებულ უნარებს, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. სასწავლო პროცესის ფარგლებში, იმისათვის რომ უკეთ ადაპტირებულიყვნენ გარემოში, მოხალისეები ქართულ მასპინძელ ოჯახებში ცხოვრობდნენ შიდა ქართლში. მოხალისეობის ფიცის დადების ცერემონია გაიმართება ორშაბათს, 15 მაისს, შერატონ მეტეხი პალასში 12 საათიდან 14 საათამდე. ცერემონიას დაესწრებიან: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მასპინძელი ოჯახები, მშვიდობის კორპუსის თანამშრომლები და მშვიდობის კორპუსის ყოფილი მოხალისეები, რომლებიც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში მსახურობდნენ. „საქართველოს მთავრობის თხოვნით, მოხალისეები ჩაერთვებიან ინდივიუალური და ორგანიზაციული განვითარებისა და განათლება და ზრდა ახალგაზრდებთან ერთად მომავლისთვის პროგრამებში. ისინი ითანამშრომლებენ ადგილობრივ სკოლებსა და ორგანიზაციებთან და ხელს შეუწყობენ ახალგაზრდებში ინგლისური ენის უნარების გაუმჯობესებას, სწავლების მეთოდების განვითარებას, ახალგაზრდობის განვითარების ღონისძიებების დაგეგმვასა და ჩატარებას, ორგანიზაციული განვითარების ხეშესაწყობას, დასაქმებისა და მეწარმეობის უნარების განვითარებას. ისინი იცხოვრებენ და იმუშავებენ საქართველოს 9 რეგიონში: იმერეთში, გურიაში, კახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში“, - აცხადებენ აშშ-ის განვითარების სააგენტოში (USAID).  მშვიდობის კორპუსის შესახებ მშვიდობის კორპუსი მოხალისეების, მასპინძელი ქვეყნების თემების, პარტიორებისა და თანამშრომლებისგან შემდგარი საერთაშორისო ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრობის ხელშეწყობას. ადგილობრივი მთავრობების მოწვევით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მშვიდობის კორპუსის მოხალისეები მასპინძლებთან ერთად მუშაობენ ადგილობრივ პრიორიტეტულ საჭიროებებზე განათლების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, თემის ეკონომიკური განვითარებისა და ახალგაზრდების განვითარების საკითხებზე. მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა ქსელის წევრები ივითარებენ მომავლის ლიდერებისთვის აუცილებელ უნარებსა და ინტერკულტურულ კომპეტენციებს. მას შემდეგ რაც 1961 წელს პრეზიდენტმა კენედიმ მშვიდობის კორპუსი დაარსა, 240 000-ზე მეტმა მოხალისემ იმუშავა, მსოფლიოს 142 ქვეყანაში. საქართველოს მშვიდობის კორპუსის შესახებ საქართველოს მშვიდობის კორპუსი 2001 წელს დაარსდა საქართველოს მთავრობის მოწვევით. პირველი ჯგუფი შედგებოდა 21 მოხალისისგან, რომლებიც ინგლისურს ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად ასწავლიდნენ. 2004 წელს პროგრამა გაფართოვდა და დაიწყო ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობაც. 900-ზე მეტმა ამერიკელმა მოხალისემ იმუშავა საქართველოში და ადგილობრივ პარტნიორებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და ამერიკული კულტურა, ხოლო ამერიკელებს გააცნო საქართველოს მშვენიერი კულტურა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. სუს-ის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. 

წინასწარი შედეგებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩებნებში ერდოღანი ლიდერობს

თუქეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მის მთავარ კონკურენტს დიდი სხვაობით უსწრებს.  HaberTurk-ის ინფორმაციით, ხმების 9,1%-ის დათვლის შედეგად, 59,47%-ით ლიდერობს ერდოღანი, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი, 34,79% აქვს. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში  

იტალიისა და გერმანიის შემდეგ, ზელენსკი პარიზში ჩადის - მედია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავა. ამ ინფორმაციას AFP ავრცელებს. ფრანგულმა და უკრაინულ მხარეებს ეს ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ზელენსკი გერმანიაში 14 მაისს პირველად იმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა გერმანიის კაცლერთან, ოლაფ შოლცთან და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართა. მანამდე კი, ზელენსკი იტალიაში იმყოფებოდა. უფრო ადრე კი, ნიდერლანდებს სტუმრობდა. „ამჟამად ვმუშაობთ მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის შექმნაზე და ჩემი ვიზიტები ევროპის დედაქალაქებში ნაწილობრივ ამისკენ არის მიმართული. ვფიქრობ, წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა ზელენსკიმ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.  

ზელენსკი საფრანგეთშია

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი საფრანგეთში დაეშვა. პირველი ვიზიტიდან სამი თვის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში დაბრუნდა. „პარიზი. ყოველი ვიზიტის დროს იზრდება უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობები. ევროპასთან კავშირი ძლიერდება და რუსეთზე ზეწოლა იზრდება. მე შევხვდები ჩემს მეგობარს ემანუელს. ჩვენ განვიხილავთ ორმხრივ ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვან წერტილებს“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ზელენსკი გერმანიაში 14 მაისს პირველად იმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა გერმანიის კაცლერთან, ოლაფ შოლცთან და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართა. მანამდე კი, ზელენსკი იტალიაში იმყოფებოდა. უფრო ადრე კი, ნიდერლანდებს სტუმრობდა. „ამჟამად ვმუშაობთ მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის შექმნაზე და ჩემი ვიზიტები ევროპის დედაქალაქებში ნაწილობრივ ამისკენ არის მიმართული. ვფიქრობ, წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა ზელენსკიმ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.  

დათვლილია ხმების 47%-ზე მეტი - თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს პირველი კომენტარი

BBC-ის ცნობით, თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელმა, აჰმედ იენერმა ჟურნალისტებთან მოკლე განცხადება გააკეთა და ბოლო ოფიციალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი ინფორმაციით, თურქეთში ამ დროისთვის დათვლილია ხმების 47,08% და საზღვარგარეთ ხმების 12,60%. აჰმედ იენერმა უარყო ბრალდებები, რომ საბჭო ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებას აგვიანებს. არ უპასუხა შეკითხვებს, თუ რომელი კანდიდატი ლიდერობდა. მანამდე ოპოზიციის ლიდერმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ საბჭო გააკრიტიკა შედეგების მიწოდების დაგვიანების გამო. შედეგებთან დაკავშირებით, პერიოდულად სხვადასხვა წინასწარი მონაცემი ვრცელდება. თურქეთში ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ თავის პირველ საჯარო კომენტარში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადებისას სიჩქარე, ვიდრე დათვლა გრძელდება, ნიშნავს „ხალხის ნების“ უზურპაციას.  

რა შედეგით დასრულდა შარლ მიშელის, სომხეთის პრემიერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამმხრივი შეხვედრა ბიუსელში

შარლ მიშელი მშვიდობის მიღწევის პერსპექტივას მიესალმა  ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის საერთო საზღვრის გასწვრივ შეტაკებების სერიის ფონზე, ბრიუსელში მოლაპარაკებები გაიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან სამმხრივი შეხვედრის მასპინძლობის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორი ლიდერი იზიარებს საერთო მზადყოფნას, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა მისაღწევად. ამის შესახებ Politico წერს. „აშშ-ში ჩატარებული ბოლოდროინდელი პოზიტიური მოლაპარაკებების შემდეგ, სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, იმპულსი უნდა იყოს შენარჩუნებული, რომ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისკენ“, - განაცხადა მიშელმა. ენტონი ბლინკენი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ექნება დადებითი ეფექტი მათ საზღვრებს მიღმაც ამავდროულად, მიშელმა განაცხადა, რომ ამ ორივემ მკაფიო პროგრესს მიაღწია სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მიშელი ვარაუდობს, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, დაკავებული სამხედროების გაცვლის პროცესი შედგეს. შარლ მიშელის თქმით, ამ თემაზე პოზიციები ახლა ძალიან დაუახლოვდა ერთმანეთს, განსაკუთრებით, სარკინიგზო კავშირების გახსნასთან დაკავშირებით ნახიჩევანთან და მის გავლით. შესაბამის გუნდებს დაევალათ, დაასრულონ პრინციპული შეთანხმება და საჭირო სამშენებლო სამუშაოსთან დაკავშირებული საკითხები. „დღეს ბრიუსელში მეხუთე შეხვედრა გულწრფელი, ღია და შედეგზე ორიენტირებული იყო. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის გზაზე პროგრესზე. ლიდერები იზიარებდნენ საერთო მზადყოფნას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისთვის. სასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ განვიხილეთ პროგრესი და საზღვრის დელიმიტაციის შემდგომი ნაბიჯები. ამ კონტექსტში, ლიდერები შეთანხმდნენ სასაზღვრო საკითხებზე ორმხრივი შეხვედრების განახლებაზე. ლიდერებმა დაადასტურეს თავიანთი ცალსახა ერთგულება 1991 წლის ალმათის დეკლარაციისა და სომხეთის (29,800 კმ2) და აზერბაიჯანის (86,600 კმ2) შესაბამისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საზღვრის საბოლოო დელიმიტაცია მოლაპარაკებების გზით იქნება შეთანხმებული. მჯერა, მნიშვნელოვანია, თავი შეიკავოთ მტრული რიტორიკისაგან, გამოვიჩინოთ ლიდერობა, რათა მივაღწიოთ ორმხრივად მისაღებ გადაწყვეტილებებს. ევროკავშირს არ აქვს ფარული დღის წესრიგი. ჩვენი ერთადერთი მიზანია, დავეხმაროთ სომხეთსა და აზერბაიჯანს ყოვლისმომცველი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში. ჩვენ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ მათ ერთობლივ ძალისხმევაში. ჩვენ შევთანხმდით, რომ ბრიუსელში შეხვედრები იმდენჯერ ჩავატაროთ, რამდენიც საჭირო იქნება. ლიდერები კვლავ შეხვდებიან ბრიუსელში ივლისში. და როგორც უკვე საჯაროდ იყო გამოცხადებული, ჩვენ ასევე შევხვდებით უახლოეს მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტ, მაკრონთან და გერმანიის კანცლერ, შოლცთან ერთად კიშინოვში. მე ასევე ვაპირებ ლიდერების მოწვევას მორიგი ასეთი შეხვედრისთვის ოქტომბერში, გრანადაში EPC-ის მესამე სამიტის ფარგლებში“, - განაცხადა შარლ მიშელმა. ორი ქვეყნის დიპლომატები ვაშინგტონში ამ თვის დასაწყისში შეხვდნენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ”ხელშესახები” პროგრესია მიღწეული სამშვიდობო გარიგებისკენ მიმავალ გზაზე.  

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 15-16 მაისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიმა გაფაროვასთან გამართავს. ასევე, მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის სპეციალური სხდომაზე, რომელიც ჰეიდარ ალიევი 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.  

უკრაინა: ბახმუტში წინსვლა და მტრის განადგურება შეგვიძლია

ბახმუტის დაცვა გრძელდება და ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ უკრაინას შეუძლია წინ წაიწიოს და რუსულ ძალებს დაუპირისპირდეს, - ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა. „ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ ასეთ უკიდურესად მძიმე პირობებშიც კი შეგვიძლია წინსვლა და მტრის განადგურება. ბახმუტის დაცვის ოპერაცია გრძელდება. დაცვისთვის ყველა საჭირო გადაწყვეტილება მიღებულია“, - აღნიშნა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ზელენსკი ლონდონშია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის შემდეგ, ლონდონში ჩავიდა. „დღეს - ლონდონი. დიდი ბრიტანეთი ლიდერია, როდესაც საქმე ეხება ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას მიწასა და ჰაერში. ეს თანამშრომლობა დღესაც გაგრძელდება. ჩემს მეგობარ რიშის შევხვდები. ჩვენ ჩავატარებთ არსებით მოლაპარაკებებს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში - წერს სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი.  

ზელენსკის ვიზიტისას გამოცხადდა, რა დახმარებას გადასცემს საფრანგეთი უკრაინას

საფრანგეთი უკრაინას ათობით ჯავშანტექნიკას და მსუბუქ ტანკს, მათ შორის AMX-10RC-ს გადასცემს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. საფრანგეთი გაწვრთნის რამდენიმე ბატალიონს ათობით ჯავშანტექნიკით და მსუბუქი ტანკით, მათ შორის AMX-10RC-ით. სამხედრო დახმარების გარდა, საფრანგეთი უკრაინას სამოქალაქო დახმარებასაც უწევს, მათ შორის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და გადაუდებელ მხარდაჭერას.    

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ ხმის დათვლის შედეგები გამოაქვეყნა

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის მთავარ ოპონენტს შორის მეორე ტურის გამართვა სულ უფრო სავარაუდოა, მას შემდეგ რაც თურქეთში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დაძაბული არჩევნები გაიმართა. წერს BBC. თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ განაცხადა, რომ ერდოღანმა ხმების 49,49% მიიღო, მისმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ - 44,79%, თითქმის ყველა ხმა დათვლილია. 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. ერდოღანმა განუცხადა თავის AK-პარტიის მხარდამჭერებს ანკარაში, რომ ის მზად არის არჩევნების მეორე ტურისთვის, საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ ჯერ თვლის, რომ მაინც შეუძლია, გაიმარჯვოს. ქილიჩდაროღლუმ პირობა დადო, რომ არჩევნებს მეორე ტურში მოიგებს და რომ მისმა კონკურენტმა ხალხისგან ნდობა ვერ მიიღო. არჩევნები მზარდი ინფლაციის ფონზე და დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ ტარდება. საბოლოო შედეგები 19 მაისს გამოქვეყნდება. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.   

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო რუსეთთან ფრენების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებას ავრცელებს.   მისი მიხედვით, საქართველოს მტკიცე პოზიციაა, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ საჰაერო ხომალდებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი.   „შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსული ყველა განაცხადი, ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია თუ დოკუმენტაცია იქნება დეტალური შესწავლის და სხვადასხვა მექანიზმით გადამოწმების საგანი სანქციებთან მიმართებით.   ამასთან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ახორციელებს იმ სახელწიფოებთან კონსულტაციებს და მათი მაგალითების შესწავლას, რომლებიც იცავენ სანქციებს და ამავე დროს, აქვთ პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთის ფედერაციასთან.   გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსულია რამდენიმე ავიაკომპანიის განაცხადი საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მოთხოვნით.   ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილ თითოეულ მომართვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიების თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებით და ფრენის ნებართვები ზემოთ აღნიშნული პრინციპით იქნება გაცემული“, - აღნიშნულია განცხადებაში.   შეგახსენებთ, რუსეთის გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა. „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ცნობისთვის,10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების გადაწყვეტლებით რუსეთი ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, როგორც საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი ახლა, როცა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა.  ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.  

უკრაინა: გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტებთან 46 შეტაკება მოხდა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 46 შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებილი ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. "გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 11 სარაკეტო და 41 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი ცეცხლი 74-ჯერ გახსნეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ტაილანდის არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

ტაილანდში საყოველთაო არჩევნებში ოპოზიციური პარტიები ლიდერობენ, ამას წინასწარი შედეგები მოწმობს. CNN-ის ინფორმაციით, ხმების 98%-ზე მეტი დათვლის შედეგად სავარაუდოა, რომ „წინსვლის პარტია“, ქვეყნის პარლამენტის 500-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაში, 149 მანდატს მოიპოვებს, მეორე ადგილზე კი, პარტია „ფეუ ტაი“ იქნება 138 მანდატით, 71 ადგილს მოიპოვებს პარტია „ბუმჯაი ტაი“. ტაილანდში არჩევნები 2014 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მეორედ ჩატარდა. პრემიერ-მინისტრ, იინგლაკ ჩინავატის დემოკრატიულად არჩეული მთავრობა დაამხეს და პრაიუთ ჩან-ოჩამ თავი პრემიერ-მინისტრად გამოაცხადა.      

დიდი ბრიტანეთი უკრაინას რაკეტებს და დრონებს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას გადასცემს საჰაერო თავდაცვის სისტემის ასეულობით რაკეტას და უპილოტო საფრენ აპარატებს, რომელთა მოქმედების მანძილი 200 კმ-ზე მეტია. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ლონდონმა ეს გადაწყვეტილება ზელენსკის ვიზიტის ფონზე გამოაცხადა. სუნაკის ოფისმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთს ეწვია. უფრო ადრე კი, ზელენსკის Twitter გვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ლიდერი ვიზიტს იწყებდა გაერთიანებულ სამეფოში.  

ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში - აეროპორტების გაერთიანება

საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში. აღნიშნულის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, გვსურს, კიდევ ერთხელ განვმარტოთ. გადაწყვეტილება ვრცელდება საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტზე: შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშოროსო აეროპორტზე, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე. კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ: აეროპორტებში ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებსაც სანქციები არ შეხებიათ. განსხვავებული მიდგომა არცერთ საერთაშორისო აეროპორტს შორის არ იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.