ძებნის რეზულტატი:

ზელენსკის თქმით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტში რჩებიან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბახმუტი რუსეთს არ დაუკავებია და უკრაინული ჯარები ქალაქში რჩებიან. მის კომენტარს უკრაინული მედია ავრცელებს. მისი თქმით, ყველა სამხედრო მოსამსახურემ იცის, როგორ მოიქცეს და ხელი შეუშალოს მტრის მიერ ხალხის ტყვეობაში ჩაგდებას. „დღეის მდგომარეობით, ბახმუტი რუსეთის ფედერაციის მიერ არ არის ოკუპირებული. ამ სიტყვების ორი ან სამი ინტერპრეტაცია არ არსებობს“, - განუცხადა ჟურნალისტებს იაპონიაში ვიზიტად მყოფმა ზელენსკიმ.  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს განაცხადა, რომ მათი ქვედანაყოფები ბახმუტში არიან და ისინი აგრძელებენ რამდენიმე შენობის დაკავებას ქალაქში.  

„ჯეოქეისი“ - საქართველოს არ აქვს დასათმობი არც ტერიტორია და არც საგარეო ორიენტაცია

ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ განცხადებით, საქართველოს არ აქვს დასათმობი არც ტერიტორია და არც საგარეო ორიენტაცია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფება არამხოლოდ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული, არამედ ერთმანეთზე დამოკიდებული პრინციპებია. „ანალიტიკურ ცენტრს „ჯეოქეისი“ სურს, გამოეხმაუროს საზოგადოების ცალკეული წევრების მიერ იმგვარი დისკუსიის ინიცირების მცდელობას, რომლის შეგნებული მიზანი თუ უნებლიე შედეგია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორს შორის არჩევანის გაკეთება. პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება არამხოლოდ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული, არამედ, ერთმანეთზე დამოკიდებული პრინციპებია. არც საქართველოს კონსტიტუცია და არც ქართველი ერის ნება არ მოიაზრებს რომელიმე მათგანის ეჭვქვეშ დაყენების შესაძლებლობას. ამდენად, ხსენებული ფუძემდებლური პრინციპები ხელშეუხებელია და განხილვას არ ექვემდებარება. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ამგვარი ჰიპოთეტური დილემის წინაშე საზოგადოების დაყენებას არანაირი ფაქტობრივი და რაციონალური წინაპირობა არ გააჩნია. კერძოდ, ერთი მხრივ, ამგვარი არჩევანის გაკეთებას, არც საქართველოს დასავლელი პარტნიორები ითხოვენ საქართველოსგან და მეტიც, არც თავად საოკუპაციო ძალის მხრიდან გაცხადებულა, ან ახლა ან ოდესმე, თითქოს რუსეთის ფედერაცია მზად იყო ან არის ხელი აიღოს საქართველოს ოკუპაციასა და მცოცავ ანექსიაზე, საქართველოს მხრიდან რაიმე საგარეო პოლიტიკური დათმობის სანაცვლოდ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი მოლოდინი ამ უკანასკნელი შესაძლებლობის შესახებ, უკეთეს შემთხვევაში, გულუბრყვილობაა. ამდენად, ხსენებული ტიპის დისკუსიის ინიცირების მცდელობა, რომელიც, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება როგორც ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოს გაცხადებულ ნებას, ხოლო, მეორე მხრივ, ფაქტობრივ საფუძვლებსა და რაციონალურ წინამძღვრებს მოკლებულია, ჩვენი მხრიდან ფასდება, როგორც სახელმწიფოს დამაზიანებელი, მავნებლური ქმედება. საქართველოს არ აქვს დასათმობი არც ტერიტორია და არც საგარეო ორიენტაცია, ხოლო კერძო ინიციატივის მქონე პირებს შეუძლიათ თავისუფლად მიიღონ გადაწყვეტილება იმის დათმობის შესახებ, რაც პირადად მათ ეკუთვნით, როგორც საკუთრების, ისე ორიენტაციის ნაწილში“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.  

რა საკითხები განიხილეს ფუმიო კიშიდამ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იაპონიის პრემიერთან გამართა მოლაპარაკებები. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრს G7-ის სამიტში მონაწილეობის მოწვევისთვის. „ახლა გადამწყვეტი მომენტია უკრაინაში მშვიდობისა და წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის მომავლისთვის. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ჰქონდეს შესაძლებლობა, მოისმინოს უკრაინის ხმა ჰიროსიმაში“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იაპონიას 7,6 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების პაკეტისთვის, რომელიც მანამდე გამოიყო. ზელენსკიმ იაპონიის პრემიერ-მინისტრს ფრონტზე არსებული ვითარება გააცნო და მადლიერება გამოხატა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკისთვის იაპონიის მხარდაჭერის მნიშვნელობას. ზელენსკიმ და კიშიდამ განიხილეს შემდგომი ნაბიჯები უკრაინის დასახმარებლად იაპონიის მთავრობის მხრიდან, კერძოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების მატერიალური და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. მხარეები შეთანხმდნენ უკრაინის აღდგენის შესახებ უკრაინულ-იაპონური კონფერენციის ჩატარებაზე და ამ პროცესში კერძო ბიზნესის ჩართვაზე. ორმა ლიდერმა განიხილა იაპონური ინვესტიციების შესაძლებლობა წყალბადის, ლითიუმის ბატარეების, ავტომობილების და ენერგეტიკული აღჭურვილობის წარმოებაში, ასევე, ესტაკადების და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა იმედოვნებს იაპონიის მხარდაჭერას უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში.  

ახლა გადამწყვეტი მომენტია უკრაინაში მშვიდობისა და წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის მომავლისთვის - ზელენსკი

„ახლა გადამწყვეტი მომენტია უკრაინაში მშვიდობისა და წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის მომავლისთვის. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ჰქონდეს შესაძლებლობა, მოისმინოს უკრაინის ხმა ჰიროსიმაში“, - ამის შესახებ უკრინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, იაპონიაში, „დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრისას განაცხადა. კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტმა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, ფუმიო კიშიდას G7-ის სამიტზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა. რა საკითხები განიხილეს ფუმიო კიშიდამ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ მხარეები შეთანხმდნენ უკრაინის აღდგენის შესახებ უკრაინულ-იაპონური კონფერენციის ჩატარებაზე და ამ პროცესში კერძო ბიზნესის ჩართვაზე. ორმა ლიდერმა ასევე  განიხილა იაპონური ინვესტიციების შესაძლებლობა წყალბადის, ლითიუმის ბატარეების, ავტომობილების და ენერგეტიკული აღჭურვილობის წარმოებაში, ასევე, ესტაკადების და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა იმედოვნებს იაპონიის მხარდაჭერას უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში.  

მოლდოვაში, ევროკავშირის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია ჩატარდა

ათიათასობით ადამიანმა კვირას მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში, ევროკავშირთან მჭიდრო კავშირების მხარდასაჭერად აქცია გამართა. პოლიციის შეფასებით, აქციაში 75 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. 21 მაისის ღონისძიებას, რომელიც პრეზიდენტ მაია სანდუს ხელშეწყობით გაიმართა, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის გარდა, ზოგიერთი პროევროპელი დეპუტატის კრიტიკაც მოჰყვა. მათი შეფასებით, ეს იყო სამთავრობო რესურსების არასათანადო გამოყენება. შეკრებას, რომელზეც ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა გამოვიდა, რამდენიმე დღით უსწრებდა წინ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს, რომელიც პირველი ივნისისთვის არის დაგეგმილი. სანდუს სურს, ამ სამიტზე მიიღოს დაპირება, რომ მოლდოვა მალე დაიწყებს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს გაწევრიანების თაობაზე.  

სუნაკი: ჩინეთი მსოფლიოს უსაფრთხოების ყველაზე დიდ გამოწვევაა 

ჩინეთი წარმოადგენს მსოფლიოს უდიდეს გამოწვევას უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, მაგრამ სხვა წამყვანი ეკონომიკები არ უნდა შეეცადონ მისგან სრულად გამოყოფას, განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა კვირას, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების სამიტის შემდეგ. „ჩინეთი ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდ გამოწვევას უქმნის გლობალურ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. ისინი სულ უფრო ავტორიტარულები არიან ქვეყნის შიგნით და შეუპოვარნი  - საზღვარგარეთ", - განუცხადა სუნაკმა ჟურნალისტებს G7 სამიტის შემდეგ იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში. სუნაკმა განმარტა, რომ დიდი ბრიტანეთი და „დიდი შვიდეულის“ სხვა ქბეყნები გამოიყენებენ საერთო მიდგომას ჩინეთის მიერ წარმოქმნილ გამოწვევებზე საპასუხოდ. „დიდ შვიდეულთან ერთად ჩვენ ვიღებთ ზომებს, რათა ჩინეთმა არ გამოიყენოს ეკონომიკური იძულების პოლიტიკა სხვა ქვეყნების სუვერენულ საქმეებში ჩარევისთვის“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.  

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარედ დაკავებული 17-ვე პირი თავისუფალია

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული 17 პირიდან, 17-ვე თავისუფალია. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მათგან ორ მონაწილეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. დანარჩენ 14-ის სასამართლო პროცესი კი, დაცვის მხარის მოთხოვნის საფუძველზე გადაიდო. როგორც ადვოკატები განმარტავდნენ, მათ ვერ შეძლეს საქმის მასალების და მტკიცებულებების დროულად გაცნობა. „ყვარლის ტბაზე“ დაკავებული 14 პირის საქმეზე გურჯაანის სასამართლო 19 ივნისს, 13:00 საათზე იმსჯელებს. 19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფებოდა. მედიაში ამ ცნობის გასაჯაროების შემდეგ, ადგილზე საპროტესტო აქცია გაიმართა. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება. 20 მაისს, საღამოს,სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქორწილი არ გაიმართება, რადგან ოჯახი, რომელიც ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას აპირებდა, წასულია“. საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო ბრიფინგით გამოემაურა ინფორმაციას საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების სტუმრობასა და კახეთში, საქორწინო წვეულების მოწყობის მცდელობას და ხელისუფლებას მოუწოდა, პარტნიორი ქვეყნებიდან სასწრაფოდ შემოიტანონ სანქცირებულთა სიები, რითაც საზღვარზე იხელმძღვანელებენ.    

ზელენსკიმ იაპონელი ხალხისადმი მიმართვისას, უკრაინაში ომის შედეგად განადგურებული ქალაქები, ჰიროსიმას შეადარა

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მტერი ბირთვულ იარაღს არ იყენებს, უკრაინის ქალაქების ნანგრევები, რომლებიც მთლიანად დაიწვა რუსული ბომბებითა და არტილერიით, მსგავსია იმისა, რაც შეიძლება, ჰიროსიმის მშვიდობის მემორიალურ მუზეუმში ნახოთ. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმი ზელენსკიმ იაპონელი ხალხისადმი მიმართვისას გააკეთა. მისი სიტყვებით, კაცობრიობამ ძალიან გრძელი გზა გაიარა და სისხლიან დაპირისპირებაში მრავალი სიცოცხლე დაკარგა. ზელენსკის თქმით, უკრაინელები რომ არ იყვნენ ასეთი მამაცები, მათ წინააღმდეგ რუსული გენოციდი წარმატებას მიაღწევდა. უკრაინის ლიდერის თქმით, ჰიროსიმა ახლა აღდგენილი ქალაქია. უკრაინა ასევე ოცნებობს, აღადგინოს თავისი ყველა ქალაქი და სოფელი, რომლებიც ახლა ნანგრევებშია. „ჩვენ ვოცნებობთ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებაზე. როგორც ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი ჩრდილოეთი ტერიტორიები, რომლებიც რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული, ასევე უნდა დავიბრუნოთ უკრაინის აღმოსავლეთი და სამხრეთი ტერიტორიები. ჩვენ ვოცნებობთ ჩვენი ხალხის დაბრუნებაზე, რომლებიც ახლა რუსეთის ტყვეობაში არიან. ესენი არიან სამხედრო ტყვეები, მშვიდობიანი მოქალაქეები, დეპორტირებული მოზრდილები და გატაცებული ბავშვები. ჩვენ ვოცნებობთ გამარჯვებაზე! ჩვენ ვოცნებობთ მშვიდობაზე ჩვენი გამარჯვების შემდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.  

უკრაინელებმა მტერს ბახმუტთან უკან დაახევინეს - სახმელეთო ძალები

უკრაინის სახმელეთო ჯარების მესამე თავდასხმის ბრიგადამ, ბახმუტის მახლობლად, მტერს 700 მეტრით უკან დაახევინა. ამის შესახებ ბრიგადის პრესსამსახური იტყობინება. აღნიშნულია, რომ უკრაინული ძალების მიერ ადრე აღებული პოზიციების დაბრუნების მცდელობისას რუსული 72-ე ბრიგადის შენაერთები განადგურდა. „მხოლოდ გუშინდელი ბრძოლების დროს ლიკვიდირებულია 23 დამპყრობელი, ხოლო 40-ზე მეტი დაიჭრა. ასევე განადგურდა მტრის სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ტანკები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.   

უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინაში ფართომასშტაბიანი საჰაერო განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტელეგრამზე ავრცელებს. უკრაინელებმა მტერს ბახმუტთან უკან დაახევინეს - სახმელეთო ძალები როგორც ცნობილია,  საჰაერო განგაშის მაუწყებელი სიგნალის ხმა ისმოდა ჟიტომირის, ვინიცას, კიევის, ჩერნიგოვის, სუმის, პოლტავას, ჩერკასის, კიროვოჰრადის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, მიკოლაივის, ოდესის, ხერსონის, ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქებში. "ფაშისტები. ტერორისტები. არაადამიანები. მაგრამ თავდაცვის ძალების წყალობით ჩვენ გავუძელით თავდასხმას. დეტალები მოგვიანებით. სერიოზულად მოეკიდეთ საომარი მდგომარეობის წესებს", - დაწერა "ტელეგრამზე" დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

უკრაინელებმა 20 დრონი და 4 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს - საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ დნიპროზე წუხანდელი თავდასხმისთვის გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის 16 რაკეტა და 20 უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 20-ივე დრონი და 4 ფრთოსანი რაკეტა. დარტყმები განხორციელდა სამხედრო და ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, მოწინააღმდეგემ კასპიის და აზოვის ზღვების რაიონებიდან და კურსკის ოლქიდან, ტუ-95 და ტუ-22 ტიპის ბომბდამშენებიდან ისროლა 9 ფრთოსანი რაკეტა, ოკუპირებული ყირიმიდან - 2 ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერი“ და ასევე, 5 საზენიტო-მართვადი რაკეტა - ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა სამხრეთ და ჩრდილოეთ მიმართულებებიდან განხორციელდა. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, რუსეთის თავდასხმის შედეგად, ქალაქ დნიპროსა და დნიპროს რაიონში დაიჭრა 8 ადამიანი. დაზიანებულია სამაშველო სამსახურის შენობები, საწარმო, 3 კერძო და 9 მრავალსართულიანი სახლი, საბავშვო ბაღი, მაღაზია და ათეულობით ავტომანქანა.  

პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ადამიანებით ვაჭრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს მათივე ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ტაილანდის რესპუბლიკაში განთავსებული ერთ-ერთი დასაქმების სააგენტო, ტაილანდის რესპუბლიკის სამ მოქალაქეს ბათუმში, სილამაზის სალონში, მასაჟისტის პოზიციაზე დასაქმებას დაჰპირდა. დაზარალებულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როგორც დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელი უცხო ქვეყნის მოქალაქე დახვდა და ნაცვლად ბათუმისა, დაზარალებულები მოტყუებით ჩაიყვანა ზესტაფონში, მოათავსა ისინი მის დროებით სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ჩამოართვა პასპორტები და დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს აიძულებდა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალური მომსახურება გაეწიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს ისაკუთრებდა და თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ჩეხეთის პრეზიდენტი მსოფლიოს მოუწოდებს, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის დამარცხების მიზნით

ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა საჯარო მოწოდებით მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას, არ დათმოს ძალისხმევა უკრაინაში რუსეთის დამარცხებისთვის და აღნიშნა, რომ ამ მიზნის მოტივაცია გარკვეული ისტორიული გამოცდილება უნდა გახდეს. პაველმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთზე გამარჯვება იქნება „უარი საერთაშორისო წესრიგის საფუძვლების შეცვლაზე“. მან მოუწოდა არ გაიმეორონ წარსულის შეცდომები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არამხოლოდ ჩეხები ებრძვიან ომის შედეგებით გამოწვეულ ყოველდღიურობის სირთულეებს. უკრაინული მედიის თანახმად, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასევე აღიარა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანობის შენარჩუნება ხდება და გახდება უფრო დიდი გამოწვევა.  

საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა პირთა ჯგუფი, რომელიც ხის მასალის შეძენა-რეალიზაციას კანონდარღვევით ეწეოდა

საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა შვიდი პირი, რომელიც ხის მასალის შეძენა-რეალიზაციას კანონდარღვევით ეწეოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა ჯამში დაახლოებით 200 000 ლარის ზიანი. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე, პასუხისგებაში შვიდი პირი მიეცა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, წინასწარი შეთანხმებით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ხის მასალის თითქოსდა რეალიზაციის თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს დღგ-ს ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომში გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად. დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა ჯამში დაახლოებით 200 000 ლარის ზიანი. გამოძიების ამ ეტაპზე, ზიანის დაფარვის სახით, ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურებულია 70 000 ლარი. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები მიყენებული ზიანის სრულად დაფარვის უზრუნველსაყოფად. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 185-ე და 218-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით“, ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.  

დიდი ბრიტანეთი: უკრაინაზე დარტყმების განხორციელების მიზნით, რუსეთი ახალ „ელიტარულ“ ავიაჯგუფს ქმნის

რუსეთი, დიდი ალბათობით, უკრაინაზე დარტყმების განხორციელების მიზნით, ახალ „ელიტარულ“ ავიაჯგუფს ქმნის, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული. უკრაინელებმა მტერს ბახმუტთან უკან დაახევინეს - სახმელეთო ძალები "ქვედანაყოფი, სახელწოდებით „შტორმი“, სავარაუდოდ, მოიცავს Su-24 FENCER და Su-34 FULLBACK ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენების მინიმუმ ერთ ესკადრონს და თავდასხმის ვერტმფრენების ესკადრონს", - ნათქვამია ანგარიშში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

ზელენსკისგან მივიღე მყარი გარანტია, რომ F16-ებს რუსეთის გეოგრაფიულ ტერიტორიაზე არ გამოიყენებენ - ბაიდენი

ზელენსკისგან მივიღე მყარი გარანტია, რომ ისინი არ გამოიყენებენ F16-ებს რუსეთის გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. უკრაინელებმა მტერს ბახმუტთან უკან დაახევინეს - სახმელეთო ძალები აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN ზელენსკი: მივესალმები აშშ-ის და პრეზიდენტ ბაიდენის ისტორიულ გადაწყვეტილებას „დიდი შვიდეულის ყველა წევრი ჩვენს მოკავშირეებთან ერთად განვაგრძობთ უკრაინის ეკონომიკური, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების მიმართულებით მხარდაჭერას. ბატონ ზელენსკისგან მივიღე მყარი გარანტია, რომ ისინი არ გამოიყენებენ F16-ებს რუსეთის გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, თუმცა უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის დანაყოფების წინააღმდეგ მათი გამოყენება შეუძლიათ“, - განაცხადა ბაიდენმა. დიდი ბრიტანეთი: უკრაინაზე დარტყმების განხორციელების მიზნით, რუსეთი ახალ „ელიტარულ“ ავიაჯგუფს ქმნის ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

რუსეთისთვის სანქციების დაწესება გამოიწვევს საპირისპირო სანქციებს, რაც საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე შედეგებს მოიტანს - ვოლსკი

რუსეთისთვის სანქციების დაწესება გამოიწვევს საპირისპირო სანქციებს, რაც საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე შედეგებს მოიტანს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ რადიკალური ოპოზიციის მიერ ყვარლის ტბასთან გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა. „ეს არის ამორალური საქციელი და მიმართულია იმ გეგმის განვითარებისკენ, რასაც ჰქვია რევოლუციური პროცესის, დაპირისპირების ორგანიზება საქართველოში. რუსეთის ფედერაციისთვის დღეს სანქციების დაწესება გამოიწვევს საპირისპირო სანქციებს, რაც რასაკვირველია, საკმაოდ მძიმე შედეგებს მოიტანს საქართველოსთვის. ჩვენ ჩვენი ინტერესებიდან გამოვდივართ. ვფიქრობთ, რომ ჩვენი თანამემამულეებისთვის, თანამოქალაქეებისთვის პირდაპირი ფრენების აღდგენა არის ის, რაც აუცილებელია მათთვის“, - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ 20 მაისს, დილიდან მიმდინარეობდა. ისინი სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქციაზე ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა, ადგილზე ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 16 პირი. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, მან პირობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ „წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად, დღეს ქორწილი აღარ ჩატარდება“. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტუაცია აქაც დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და გიორგი ლომიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ საგარეჯოს პოლიციასთან სიმღერა „მიშა მაგარიას“ ჩართეს.  

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში 28 წლის კაცი დაჭრეს.  გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე დაწყებული კონფლიქტის დროს ელნურ ქასიმოვს თანასოფლელმა ცივი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენა.   შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.  

ოპოზიციის წარმომადგენელთა ქმედებები ფარისევლურია - კახა კალაძე

მათი ყველა განცხადება, ყველა ქმედება არის ფარსი, ფარისევლური და ორმაგი სტანდარტის შემცველი, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ყვარელში პროტესტთან დაკავშირებით ჟუნალისტის კითხვას. რუსეთისთვის სანქციების დაწესება გამოიწვევს საპირისპირო სანქციებს, რაც საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე შედეგებს მოიტანს - ვოლსკი „ჩვეულებრივი ფარისევლები არიან, ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია, გადახედეთ, წლების წინ რა განცხადებებს აკეთებდნენ და დღეს როგორი აღშფოთებული არიან. თვითონ აღიარებენ ამას და პირდაპირ კომენტარებშიც არ ერიდებიან საუბარს, ამბობენ, თითქოს მაშინ პოლიტიკური და გეოპოლიტიკური კუთხით სხვა ვითარება იყო, არ ვიცი, რა ვითარებაზე საუბრობენ, 2008 წელს ომი იყო და დავკარგეთ ტერიტორიები, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა ყოფილიყო, თუმცა თურმე მაშინ, ომის შემდეგ შესაძლებელი ყოფილა რუსების ჩამოსვლა, ბიზნესის კეთება, ვნახეთ, რა განცხადებებს აკეთებდნენ ადამიანები. უბრალოდ მაშინ უთხრეს, უბრძანეს, რომ ასე უნდა მოქცეულიყვნენ, დღეს უბრძანეს, რომ უნდა იყვნენ გაბრაზებული, ამ თამაშს თამაშობენ, ეს ძალიან მარტივია“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ 20 მაისს, დილიდან მიმდინარეობდა. ისინი სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქციაზე ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა, ადგილზე ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 16 პირი. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, მან პირობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ „წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად, დღეს ქორწილი აღარ ჩატარდება“. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტუაცია აქაც დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და გიორგი ლომიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ საგარეჯოს პოლიციასთან სიმღერა „მიშა მაგარიას“ ჩართეს.  

ვიზის შემოღება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა და სხვა, არის სანქცია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა ესკალაციაზე მიდის რუსეთთან - პაპუაშვილი

ვიზის შემოღება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა და სხვა, არის სანქცია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა ესკალაციაზე მიდის რუსეთთან - ის, ვინც გვეუბნება, რომ სანქცია უნდა დავაწესოთ რუსეთის მიმართ, არ გვაძლევს უსაფრთხოების და ეკონომიკური დაცულობის გარანტიას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. რუსეთისთვის სანქციების დაწესება გამოიწვევს საპირისპირო სანქციებს, რაც საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე შედეგებს მოიტანს - ვოლსკი როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, თავად ოპოზიციამაც აღიარა, რომ სანქციების დაწესება საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. "ნებისმიერი ასეთი ქმედება, რაც არის ვიზის შემოღება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა და სხვა, არის სანქცია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა ესკალაციაზე მიდის რუსეთთან. ესკალაცია გულისხმობს, რომ ისეთ სპირალში შევდივართ, რომლის შედეგების წინასწარი განჭვრეტა შეუძლებელია. შესაბამისად, როდესაც ამის საპირისპიროდ აწესებ სანქციებს მოსალოდნელია, რომ საპასუხო ზომები, კონტრსანქციები იქნება, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას შეექმნება საფრთხე და ეკონომიკურ კეთილდღეობას. ის, ვინც გვთავაზობს რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას, ასევე ვიზის დაწესებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას, საჰაერო სივრცის ჩაკეტვას, სინამდვილეში გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავრისკოთ და უნდა შევიდეთ რუსეთთან ესკალაციაში, შესაბამისად, შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში. მნიშვნელოვანია, რომ ის, ვინც გვეუბნება, რომ სანქცია უნდა დავაწესოთ რუსეთის მიმართ, არ გვაძლევს არც უსაფრთხოების გარანტიას, არც ეკონომიკური დაცულობის გარანტიას. ჩვენ გვაქვს გარკვეული მდგომარეობა რუსეთთან, მათ შორის ის, რომ ჩვენ შეწყვეტილი გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა. ნებისმიერი დამატებითი სანქციების დაწესება ესკალაციას ნიშნავს. ამ რისკის წინაშე არ დავაყენებთ ჩვენს მოქალაქეები. ჩვენი მოქალაქეები ამ პოლიტიკას ემხრობიან და იზიარებენ, ეს დადასტურდა როგორც სხვადასხვა გამოკითხვით, ასევე ბოლო შუალედური არჩევნებით, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ უფრო მეტი ხმა მიიღო ვიდრე 2021 წელს“,-აღნიშნა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ 20 მაისს, დილიდან მიმდინარეობდა. ისინი სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქციაზე ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა, ადგილზე ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 16 პირი. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, მან პირობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ „წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად, დღეს ქორწილი აღარ ჩატარდება“. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტუაცია აქაც დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და გიორგი ლომიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ საგარეჯოს პოლიციასთან სიმღერა „მიშა მაგარიას“ ჩართეს.