ძებნის რეზულტატი:
ლავროვის შვილი აქ არ უნდა ჩამოვიდეს - ვოლსკი
არ უნდა ჩამოვიდეს ლავროვის შვილი აქ, არ უნდა ჩამოვიდეს პოზნერი და არ უნდა ჩამოვიდეს მიხალკოვი, რომელსაც ეახლა და ქედმოხრით ელაპარაკებოდა სააკაშვილი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. პრეზიდენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორი ქვეყნების სიებით იხელმძღვანელოს საზღვარზე, რომ არავინ შემოვიდეს, ვინც სანქცირებულია „ლავროვი არის ერთ-ერთი ლიდერი იმ აგრესორი ქვეყნის, რომელიც ჩვენი ხელმოწერით გაირიცხა ევროპული სტრუქტურებიდან, ფორმატებიდან, გადაეცა ჰააგის ტრიბუნალს. ახლახან რეიკიავიკში ხელი მოვაწერეთ რეზოლუციას, რომ რეესტრი შედგეს, რა ზარალი მიაყენა უკრაინას რუსეთმა, რომ შემდეგ ამას მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება და ა.შ. ძალიან მკაფიო, ჩამოყალიბებული და ხისტი პოზიცია გვაქვს. მოვიგეთ ჰააგა, მოვიგეთ სტრასბურგი. როცა მამისთვის შვილს სთხოვ პასუხს, ის თავაწეულობა, ის მხარგაშლილობა, რაც ქართველს ახასიათებს, ქართულ საზოგადოებას ახასიათებს, მის ტრადიციასა და ყოფას, ამასთან დაკავშირებით სუსტად გამოვიყურებით. ევროპულობას და ჩვენს პოზიციას ის ამტკიცებს, რაც მოგიყევით. ცუდია, არ მომწონს, არ უნდა ჩამოვიდეს ლავროვის შვილი აქ. არ უნდა ჩამოვიდეს პოზნერი და არ უნდა ჩამოვიდეს მიხალკოვი, რომელსაც ეახლა და ქედმოხრით ელაპარაკებოდა სააკაშვილი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს 19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფებოდა. მედიაში ამ ცნობის გასაჯაროების შემდეგ, ადგილზე საპროტესტო აქცია გაიმართა. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 22 მაისიდან იწყება
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2023 წლის 22 მაისს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. „2023 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ ჩარიცხვის ახალი მიდგომა, რომელიც 2021 წლიდან ამოქმედდა, უზრუნველყოფს პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობას, პროფესიულ განათლებაში. ამასთან, ითვალისწინებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ინდივიდუალურ საჭიროებებს. 2023 წელს, გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა, რაც, საბაზო განათლების მქონე პირებს, საშუალებას აძლევს, პროფესიულ განათლებასთან ერთად, მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც. აღნიშნული პროგრამების დასრულების შედეგად, გაიცემა პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან და სურვილის შემთხვევაში, უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას ქმნის. რეგისტრაცია ასევე მიმდინარეობს დუალური მიდგომით განხორციელებულ პროგრამებზე. დუალური მიდგომა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კომპანიას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას გულისხმობს. პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, კონკრეტულ კომპანიაში“, - აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 2023 წელს შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალი და რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ პორტალზე - vet.emis.ge. „პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: info@emis.ge“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულდა
რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულდა. თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა რუსთაველის გამზირზე განაცხადა, დღევანდელი აქცია სიმბოლურად სწორედ გმირთა მოედანზე დასრულდება. „ჩვენ თუ ბევრი აქტიური მოქალაქე არ გავხდით, ბევრი ქართული ხმა არ გავაგონეთ ამ რუსულ ხელისუფლებას, ისე გამორიცხულია ყველაფერი. ამიტომ ჩვენი ხვეწნა, მუდარა არის ის, რომ ყველა გახდეს ამ ქვეყნის მცველი. ყველა გახდით ამ ქვეყნის ჯარისკაცი“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები. სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს 19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფებოდა. მედიაში ამ ცნობის გასაჯაროების შემდეგ, ადგილზე საპროტესტო აქცია გაიმართა. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.
რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მსოფლიოს 90-ზე მეტ კომპანიას შეეხება - ლაიენი
ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში 90-ზე მეტ კომპანიას შეეხება, - ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. "გამანადგურებელთა კოალიცია" დაიბადა, F-16 "ცუდი ბიჭების" დასამარცხებლად შეიქმნა - ოლექსი რეზნიკოვი „ჩვენ სერიოზულად ვაპირებთ სანქციების გვერდის ავლის აღკვეთას. ამიტომ მე-11 პაკეტში ჩავრთეთ 90-ზე მეტი კომპანია მთელს მსოფლიოში, გვაქვს მკაფიო მტკიცებულებები, რომ ისინი სანქციებს არღვევენ, ანუ ევროკავშირიდან პირდაპირ აწვდიან რუსეთს სანქცირებულ საქონელს მესამე ქვეყნების გავლით", - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.
არიან ქვეყნები, რომლებიც ყველანაირი შეზღუდვის გარეშე რუსულ საჰაერო ხომალდებს, მათ შორის სანქცირებულებსაც ემსახურებიან - ირაკლი ქარქაშაძე
აღსანიშნავია, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც ყველანაირი შეზღუდვის გარეშე რუსულ საჰაერო ხომალდებს, მათ შორის სანქცირებულებსაც ემსახურებიან, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა. პრეზიდენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორი ქვეყნების სიებით იხელმძღვანელოს საზღვარზე, რომ არავინ შემოვიდეს, ვინც სანქცირებულია „საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ის გზა, რომელიც აირჩია ჩვენმა საავიაციო ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, არის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი, რომელიც არსებობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც ჯერ კიდევ არის შენარჩუნებული პირდაპირი ფრენები. ეს იმას ნიშნავს, რომ არცერთი სანქცირებული საჰაერო ხომალდი და არცერთი ავიაკომპანია ბაზარზე დაშვებული არ იქნება“, - აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ "იმედის" ეთერში. სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს 19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფებოდა. მედიაში ამ ცნობის გასაჯაროების შემდეგ, ადგილზე საპროტესტო აქცია გაიმართა. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.
ზელენსკი: პარტნიორებთან კოორდინაციით, ახალ ნაბიჯებს ვამზადებთ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “დიდი შვიდეულის” ქვეყნების ლიდერებთან გამართული შეხვედრების შემდეგ ვიდეომიმართვაში, ახალი ნაბიჯები დააანონსა. უკრაინის პრეზიდენტმა ამავე მიმართვაში ისაუბრა სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან შეხვედრებზე, კერძოდ იტალიის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან და გერმანიის კანცლერთან მოლაპარაკებებზე. „იაპონიაში “შვიდეულის” სამიტამდე შეხვედრებისა და მოლაპარაკებების პირველი დღეა. პოზიციების კოორდინაციას ვახდენთ პარტნიორებთან, ახალ ნაბიჯებს ვამზადებთ. თავდაცვა: იარაღი, საჰაერო თავდაცვის სისტემები, ავიაგამანადგურებლები - რაც შეიძლება მეტ ქვეყანას და ლიდერს ვიყოლიებთ გვერდით უკრაინისთვის. მშვიდობის ფორმულა. უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიანი პროგრამები, ფინანსები და ეკონომიკა”, - განაცხადა ზელენსკიმ.
იტალია განიხილავს უკრაინელი სამხედრო მფრინავების მომზადების შესაძლებლობას - მელონი
იტალია თავის მოკავშირეებთან ერთად განიხილავს უკრაინელი საჰაერო ძალების მფრინავების დასავლური ტიპის სამხედრო თვითმფრინავებზე მომზადების შესაძლებლობას. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომელიც იაპონიაში G7-ის სამიტში მონაწილეობდა. „ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ჯერ არ მიგვიღია და რომელსაც ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვაფასებთ“, - განაცხადა იტალიის პრემიერმა და კომენტარი გააკეთა უკრაინელი მფრინავების F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე მომზადების შესაძლებლობის შესახებ. ამავდროულად, მელონიმ აღნიშნა, რომ იტალიას არ ჰყავს F-16 მოიერიშე თვითმფრინავები ექსპლუატაციაში, ამიტომ, მისი მთავრობა ვერ შეძლებს უკრაინისთვის მის მიწოდებას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სადაც „დიდი შვიდეულის“ სამიტი მიმდინარეობს, ჯორჯია მელონთანაც გამართა შეხვედრა. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ისა და მისი ლიდერის, ჯო ბაიდენის „ისტორიულ გადაწყვეტილებას“ მიესალმა. სწორედ ამ სიტყვებით შეაფასა ზელენსკიმ „თვითმფრინავის კოლაციისადმი“ შტატების მხარდაჭერა. დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.
რომის პაპმა, უკრაინაში სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელი დანიშნა
რომის პაპმა ფრანცისკემ, უკრაინაში სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელად კარდინალი ზუპი დანიშნა. უკრაინული მედიის ცნობით, წმიდა საყდრის პრესსამსახურმა დაადასტურა ეს ინფორმაციას 20 მაისს, რითაც ხაზი გაუსვა რომის პაპის ვალდებულებას რეგიონში დაძაბულობის შემსუბუქებისკენ. „რომის პაპმა ფრანცისკემ კარდინალ მატეო ზუპის მიანდო მისიის ხელმძღვანელობა, სახელმწიფო სამდივნოსთან შეთანხმებით, რომელიც ხელს უწყობს უკრაინის კონფლიქტში დაძაბულობის განმუხტვას, იმ იმედით, რომ ამით შეიძლება, დაისახოს მშვიდობის გზები, რაც არასოდეს მიუტოვებიათ წმინდა მამებს“. „ვატიკანი მიზნად ისახავს, გამოიყენოს კარდინალ ზუპის დიპლომატიური უნარები, რათა ხელი შეუწყოს დაძაბულობის დეესკალაციას და გზა გახსნას უკრაინაში გრძელვადიანი გადაწყვეტისკენ“, - წერს უკრაინული მედია. პრეზიდენტ ზელენსკის 13 მაისს, იტალიაში ვიზიტის დროს, ვატიკანში 40 წუთის განმავლობაში ესაუბრა რომის პაპი ფრანცისკე, ზელენსკი პირველად შეხვდა რომის პაპს 2020 წლის შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, რომის პაპმა ფრანცისკემ ზელენსკის ზეთისხილის რტოს პატარა ქანდაკება აჩუქა, რომელიც მშვიდობის სიმბოლოა.
აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ქართველი მოსამართლეები ქალ მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ
11-15 მაისს მაროკოს ქალაქ მარაკეშში 1000-ზე მეტი ქალი მოსამართლე 72 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, ქალ მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის (IAWJ) 86-ე კონფერენციას დაესწრო. წლევანდელ კონფერენციას აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, ოთხი ქართველი მოსამართლე ესწრებოდა. ამერიკის საელჩოს ცნობით, მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს კონცეფციაზე, „მეტი ქალი მოსამართლე: მეტი სამართლიანობა“ და აღნიშნეს, რომ ლიდერ ქალ მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა ყველა მოქალაქისთვის უფრო მეტ სამართლიანობას უზრუნველყოფს. „მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, გენდერულად დაბალანსებული სასამართლო სისტემა აქვს, კვლავაც პრობლემად რჩება ქალი მოსამართლეების მცირე რაოდენობა ხელმძღვანელ თანამდებობებზე. აშშ-ის მთავრობა აგრძელებს გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების ზრდის მხარდაჭერას ყველა დონეზე და ხელისუფლების ყველა შტოს ქვეშ. სასამართლო სისტემის განვითარების ხელშეწყობა, რომელიც წაახალისებს ქალებს, მეტი როლი შეასრულონ სასამართლოს მართვასა და მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაში – ჩვენი პრიორიტეტია. ეს კონფერენცია იყო შესანიშნავი შესაძლებლობა ქართველი ქალი მოსამართლეებისთვის, ყოფილიყვნენ ქალ მოსამართლეთა მსოფლიო ქსელის ნაწილი და ემსჯელათ საერთო გამოწვევებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასამართლო სისტემას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზებაში“, - აცხადებენ საელჩოში.
ბაიდენმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას, უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა. ლიდერების მოლაპარაკებები ჰიროსიმაში, დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში გაიმართა. მისი განცხადებით, პაკეტი შეიცავს მეტ საბრძოლო მასალას, არტილერიას, მანქანებს და სხვა სახის დახმარებას, რაც უკრაინელებს ბრძოლის ველზე გააძლიერებს. ჯო ბაიდენის თქმით, აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველყოფას. ახალი პაკეტის ღირებულება $375 მილიონს შეადგენს.
ილია მეორე: გვიახლოვდება ყველა ქართველისათვის და საქართველოს ყველა მოქალაქისათვის გამორჩეული თარიღი - 26 მაისი
„გვიახლოვდება ყველა ქართველისათვის და საქართველოს ყველა მოქალაქისათვის გამორჩეული თარიღი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, – 26 მაისი, მინდა, დღესვე წინასწარ მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ღმერთმა თვისი მოწყალებით დაიცვას სრულიად საქართველო, ყოველი თქვენგანი“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წერილშია ნათქვამი. „გვიახლოვდება ყველა ქართველისათვის და საქართველოს ყველა მოქალაქისათვის გამორჩეული თარიღი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, – 26 მაისი, ეს მოვლენა 1918 წელს მოხდა და მას ერთი წლით უსწრებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება. ამ ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტით საქართველომ 100 წელზე მეტი ხნის წინ გაუქმებული ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის სუვერენიტეტი დაიბრუნა და დამოუკიდებელი, თვითმმართველი სახელმწიფო გახდა. ეს იყო ჟამი საერთო-სახალხო დიდი სიხარულისა და ზეიმისა, რომელსაც ჩვენც ამ გრძნობით აღვნიშნავთ, მაგრამ დღეს გვინდა გავიხსენოთ სხვა მოვლენებიც. როგორც ცნობილია, ქვეყნის დამოუკიდებლობამ მხოლოდ 1921 წლამდე გასტანა, თუმცა ხალხს დიდი მუხტი მისცა და თავისუფლებისათვის ბრძოლის სულისკვეთებით განმსჭვალა; ამიტომაც იყო, რომ, როდესაც ბოლშევიკებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, ჩვენი საზოგადოება, მთელი საქართველო მათ ძალმომრეობით რეჟიმს თავიდანვე დაუპირისპირდა და მისგან გათავისუფლებას მთელი მონდომებით ცდილობდა. ხალხის მხედრულ დარაზმვასა და აჯანყებისათვის მზადებას ქაქუცა ჩოლოყაშვილთან და სხვებთან ერთად უძღვებოდა შესანიშნავი მამულიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ტექსტის ავტორი, თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თანამონაწილე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) დისშვილი, კოტე (კონსტანტინე) აფხაზი (შერვაშიძე). მაგრამ მოღალატემ შეთქმულნი გასცა. ზუსტად 100 წლის წინ თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, ჩეკისტებმა დახვრიტეს ჩვენი ხალხის საუკეთესო ნაწილის გამორჩეული წარმომადგენლები, სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი სამხედრო ცენტრის 15-ვე წევრი. ესენი იყვნენ: 1. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, სამხედრო ცენტრების ხელმძღვანელი, გენერალი კოტე აფხაზი; 2. გენერალური შტაბის წევრი, გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი; 3. გენერალი ვარდენ წულუკიძე; 4. პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი; 5. პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი; 6. პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი; 7. პოლკოვნიკი ალექსანდრე მაჭავარიანი; 8. პოლკოვნიკი დიმიტრი ჩრდილელი; 9. როტმისტერი სვიმონ (სიმონიკა) ბარგატიონ-მუხრანელი; 10. როტმისტერი ფარნაოზ ყარალაშვილი; 11. ლეიტენანტი ლევან (ლელო) კლიმიაშვილი; 12. სამხედრო მოხელე ნიკოლოზ ზანდუკელი; 13. იასონ კერესელიძე; 14. სვიმონ ჭიაბრიშვილი; 15. ივანე ქუთათელაძე. კოტე აფხაზის ბოლო სიტყვები იყო: „ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს“. ჩვენმა ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა იცოდნენ ამ გმირთა სახელები, საბჭოთა ათეისტური რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოსთვის შეწირულთა ისტორია, რადგან ეს წარსული ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი დღევანდელობის საფუძველია. ღმერთმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს კონსტანტინე შერვაშიძეს (კოტე აფხაზს) და მის თანამებრძოლთა უკვდავ სულებს და საქართველოსთვის თავდადებულ ყველა მამულიშვილს, ხოლო მათი შთამომავალნი მშვიდობით აკურთხოს. მინდა, დღესვე წინასწარ მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ღმერთმა თვისი მოწყალებით დაიცვას სრულიად საქართველო, ყოველი თქვენგანი, – როგორც საქართველოში მცხოვრებნი, ისე, სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფნი. ღმერთმა მშვიდობა და სულიერი სიხარული მოგმადლოთ“, – ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.
კახა კალაძე: არ ვიცი ლავროვის სიძე იყო თუ სხვა ადამიანი, მაგრამ თუ არ დაურღვევიათ „ოკუპაციის შესახებ“ კანონი, სრული უფლება ჰქონდათ, საქართველოში შემოსულიყვნენ
„არ ვიცი ლავროვის სიძე იყო თუ სხვა ადამიანი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია ერთი რამ, ამ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა დარღვეული “ოკუპაციის შესახებ“ კანონი. შესაბამისად, თუ ამ ადამიანებს არ ჰქონდათ აღნიშნული კანონი დარღვეული, მათ სრული უფლება ჰქონდათ შემოსულიყვნენ საქართველოში", - თბილისის მერი, კახა კალაძე კალაძე სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ცალკეული პირები სპეკულირებენ, რაც ორმაგი სტანდარტია. „ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, ესენი არიან ფარისევლები, საერთოდ არანაირი დემოკრატია, ქვეყნის არავითარი სიყვარული, უბრალოდ, ძალიან დიდი დაშორებაა ამ ადამიანებსა და ზოგადად, დემოკრატიულ ღირებულებებს შორის. ესენი გახლავთ ადამიანები, ვინც ქვეყანას გარკვეული წლების განმავლობაში მართავდნენ, ჩვენ გვახსოვს ამ ადამიანების განცხადებები 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც ღიად მოუწოდებდნენ რუსებს ჩამოსულიყვნენ, საქართველოში ემოგზაურათ, ბიზნესი ეკეთებინათ. ასევე, გვახსოვს ოფიციალური წერილები ომიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც იწვევდნენ რუსებს საქართველოში ჩამოსასვლელად. დღეს ვისმენთ მათ განცხადებებს. ესენი არიან ჩვეულებრივი ფარისევლები, სპეკულირებენ. ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ნახოს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი“, - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ 20 მაისს, დილიდან მიმდინარეობდა. ისინი სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქციაზე ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა, ადგილზე ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 16 პირი. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, მან პირობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ „წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად, დღეს ქორწილი აღარ ჩატარდება“. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტუაცია აქაც დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და გიორგი ლომიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ საგარეჯოს პოლიციასთან სიმღერა „მიშა მაგარიას“ ჩართეს.
ოჯახის წევრის სანქცირება უხეშად ეწინააღმდეგა ადამიანის უფლებების სტანდარტებს - კობახიძე
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი სპეკულაციებში დაადანაშაულა. კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა კონკრეტული თემა ისე გამოიყვანა, თითქოს, „მან მოსთხოვა შინაგან საქმეთა მინისტრს, ქორწილის მეორე დღის ჩაშლა და ეს მოთხოვნა გაითვალისწინა შინაგან საქმეთა მინისტრმა“. „მინდა გითხრათ, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის ქორწილი იყო, რომელიც თავად გამოირჩევა ომის საწინააღმდეგო გზავნილებით. რუსეთის კონკრეტულ მოქალაქეს, ბანერი უდევს საკუთარ Faceboook-ზე, რითაც გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში. ამ კაცის ქორწილის ჩაშლა საქართველოში [პრეზიდენტმა] განიხილა, როგორც ქართველი ხალხის გამარჯვება. ასევე მინდა გავიხსენო, რომ ქორწილის ჩაშლა, მით უმეტეს იმ ადამიანის, რომელსაც კონკრეტული დანაშაული არ აქვს საქართველოში, ჩვენს კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენაა. თქვენ იცით, რომ თავის დროზე „სტუმარ-მასპინძელი“ ვაჟა-ფშაველამ მე-19 საუკუნეში დაწერა. მაშინ მსოფლიოში შედარებით ნაკლებად ცივილიზებული იყო საზოგადოება და მათ შორის ეხებოდა საქართველოსაც, ბევრად მეტი სალომე ზურაბიშვილი და ელენე ხოშტარია ცხოვრობდა საქართველოში, ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ „სტუმარ-მასპინძელი". მინდა საზოგადოებას ვთხოვო დააკვირდეს მოვლენებს, ვინ რა დონეზე ავლენს სიბნელეს. რაც შეეხება ქვეყნის დატოვებას, ამაზეც გააკეთა ზურაბიშვილმა სპეკულაციური განცხადება. ისე გამოიყვანა, თითქოს, მან მოსთხოვა შინაგან საქმეთა მინისტრს ქორწილის მეორე დღის ჩაშლა და ეს მოთხოვნა გაითვალისწინა შინაგან საქმეთა მინისტრმა. რეალურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერც მოაწყობს და ვერც ჩაშლის ქორწილს. ეს იყო პრეზიდენტის სპეკულაციური განცხადება. სინამდვილეში, კონკრეტულმა სტუმრებმა გადაწყვიტეს, დაეტოვებინათ ის ლოკაცია, სადაც პროტესტი იმართებოდა. შეიძლება, ჰქონდათ კომუნიკაცია, მაგრამ კომუნიკაციის შინაარსი არ იყო მოთხოვნის დაყენება ქორწილის მეორე დღეს ჩაშლის თაობაზე და გათვალისწინება", - აღნიშნა კობახიძემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, „უნდა ითქვას, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს სახელმწიფო ქვეყანაში კონკრეტული ადამიანების შემოსვლის დროს, საქართველო არ არის მიერთებული სანქციებს, ჩვენ არ გვაქვს დაწესებული სანქციები რუსეთის ფედერაციისთვის, ამის მიზეზები არაერთხელ განიმარტა, არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ კანონი. მთავარი კრიტერიუმი არის რა თქმა უნდა, ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა-არ დარღვევა“. მისი თქმით, ამ შემთხვევაში თუ არ იყო დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, საბაჟო სამსახურს არ ჰქონდა საფუძველი, რომ კონკრეტული პირები არ შემოეშვა საქართველოში. „დანარჩენზე შესაბამისი უწყებები გასცემენ პასუხს, მაგრამ თქვენც გირჩევთ თავიდან ბოლომდე იხელმძღვანელოთ ოკუპაციის შესახებ კანონით, რომელიც არის მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი თითოეული უწყებისთვის. პერსონების სანქცირებასთან დაკავშირებით მინდა, განვმარტო ორი რამ. პირველი, როდესაც ჩვენ არ ვუერთდებით სანქციებს ამაში იგულისხმება მათ შორის პერსონალური სანქციებიც, ანუ ჩვენ არ ვუწესებთ რუსეთის ფედერაციას სანქციებს. ამაში იგულისხმება პერსონალური სანქციების არდაწესებაც. ეს არის ძალიან მკაფიო პოზიცია ჩვენი მხრიდან. მეორე, თეორიულადაც რომ განვიხილოთ პერსონალური სანქცირება ვინმესი რამის გამო, ეს შეიძლება შეეხებოდეს, როცა საქართველოზეა საუბარი, სამართლებრივ სახელმწიფოზე, მხოლოდ იმ ადამიანზე, რომლებსაც გარკვეული დანაშაულებრივი ქმედება აქვთ უშუალოდ ჩადენილი. არ შეიძლება, სანქცია ეხებოდეს ზოგადად ოჯახის წევრს. ეს მიდგომა უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. მე ვარ ადამიანის უფლებების სპეციალისტი გერმანიაში, მაქვს თავის დროზე ნასწავლი ეს სფერო და პირდაპირ თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ ოჯახის წევრის სანქცირება უხეშად ეწინააღმდეგა ადამიანის უფლებების სტანდარტებს. ეს არის რბილი შეფასება“, – განაცხადა კობახიძე.
გაბონში, 2 მაისს გატაცებული ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გათავისუფლებული მეზღვაურები სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან. მათ მგზავრობას დამსაქმებელი კომპანია უზრუნველყოფს. „ქართველი მეზღვაურები ცენტრალური აფრიკის, გაბონის ტერიტორიულ წყლებში, ღუზაზე მდგომი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 2 მაისს გაიტაცეს. მას შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩო და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად. სამხრეთ აფრიკაში საქართველოს კონსული მუდმივ კონტაქტზე იყო ასევე პრეტორიაში გაბონის საელჩოსა და დამსაქმებელ კომპანიის წარმომადგენლებთან", - აცხადებენ საგარეო უწყებაში“. ქართველი მეზღვაურები ტყვეობიდან 21 მაისს გაათავისუფლეს. 2 მაისს, გაბონში გატაცებული მეზღვაურები უკვე ნიგერიაში არიან და სამედიცინო შემოწმებას გადიან. პირველადი მონაცემებით, ორივე მეზღვაური თავს კარგად გრძნობს და რამდენიმე დღეში სამშობლოში დაბრუნდებიან. "საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მადლობას უხდის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამხრეთ აფრიკაში, ეთიოპიაში, ნიუ-იორკის შტატში და სინგაპურში საქართველოს გენერალურ საკონსულოებს, ასევე გემთმფლობელ კომპანიას და ყველა ჩართულ მხარეს, რომელთა ერთობლივი მუშაობის შედეგად წარმატებით განხორციელდა მეზღვაურების უსაფრთხო გამოხსნა ტყვეობიდან", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
მარკ ცუკერბერგის ქონება $44 მილიარდით გაიზარდა
Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის ქონება წელს, დაახლოებით 44 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც ყველაზე შედეგიანი მაჩვენებელია „ბლუმბერგის“ მილიარდერთა სიაში. მისი წმინდა ქონება 89,9 მილიარდ დოლარამდე ავიდა. პარასკევს, Bloomberg News-მა დაწერა, რომ Meta-ს Instagram პლატფორმა მომდევნო თვეში, ქსელში Twitter-ის კონკურენტის გაშვებას გეგმავს. აპლიკაცია ამჟამად ტესტირებას გადის.
ზელენსკის გზავნილები G7-ის ლიდერებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ G7-ის ლიდერებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ გლობალური უსაფრთხოების გასაძლიერებლად, დემოკრატიის მკაფიო გლობალური ლიდერობაა საჭირო. იაპონიაში, სამდღიან სამიტზე გამოსვლისას, ზელენსკიმ ლიდერებს განუცხადა, რომ უკრაინასთან თანამშრომლობამ სხვა ქვეყნებს აჩვენა, თუ როგორი იქნება პასუხი, თუ ერთი ქვეყანა გადაწყვეტს მეორე ქვეყანაში შეჭრას. „და რაც უფრო მეტს ვითანამშრომლებთ თქვენთან, მით ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ მსოფლიოში ვინმე სხვა რუსეთის გიჟურ გზას გაჰყვეს", - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო ახლა მიდის რუსეთის შესაძლებლობების კიდევ უფრო შემცირებისკენ იმ ფონზე, რომ უფრო მეტი დასავლელი ლიდერი გამოთქვამს მზადყოფნას, მოამზადონ უკრაინელი მფრინავები F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე. „როცა ჩვენი პილოტები გაიცნობენ F-16-ს და როცა ეს მებრძოლები ჩვენს ცაზე გამოჩნდებიან, ეს მნიშვნელოვანი იქნება არამხოლოდ უკრაინისთვის. ეს იქნება ისტორიული მომენტი ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების მთელი არქიტექტურისთვის“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა. ჰიროსიმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სამიტს მასპინძლობს. ჰიროსიმაში, ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებთან, მათ შორის ჯო ბაიდენთან გამართა მოლაპარაკებები. გადაწყდა, რომ კიევის მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კი, გაძლიერდება.
როგორც მოქალაქისთვის, სრულიად გასაგებია, რაც ქორწილის თუ შეკრების ირგვლივ მოხდა - სახალხო დამცველი
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მისთვის გასაგებია ის პროტესტი, რომელიც 20 მაისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების საქართველოში ვიზიტს მოჰყვა. ამის შესახებ იოსელინმა სტრასბურგში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა. „როდესაც შენი ქვეყანა არის ოკუპირებული, ასეთი ვიზიტები, განსაკუთრებით, როდესაც მაღალი თანამდებობის პირების შვილები ჩამოდიან, განსაკუთრებული სენსიტიურობით აღიქმება. სრულიად გასაგები არის იმ ადამიანების აღშფოთება, რომელიც მივიდნენ და პროტესტი გამოხატეს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა რადიო თავისუფლების ცნობით. 19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფებოდა. მედიაში ამ ცნობის გასაჯაროების შემდეგ, ადგილზე საპროტესტო აქცია გაიმართა. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება. 20 მაისს, საღამოს,სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქორწილი არ გაიმართება, რადგან ოჯახი, რომელიც ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას აპირებდა, წასულია“. საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო ბრიფინგით გამოემაურა ინფორმაციას საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების სტუმრობასა და კახეთში, საქორწინო წვეულების მოწყობის მცდელობას და ხელისუფლებას მოუწოდა, პარტნიორი ქვეყნებიდან სასწრაფოდ შემოიტანონ სანქცირებულთა სიები, რითაც საზღვარზე იხელმძღვანელებენ.
გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების დრო დადგა - გუტერეში
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა კვირას განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების დრო დადგა. იაპონიაში, ჰიროსიმაში გამართულ პრესკონფერენციაზე გუტერესმა აღნიშნა, საჭიროა გაეროს უშიშროების საბჭოსა და ბრეტონ-ვუდსის სისტემის რეფორმირება, რადგან ისინი აღარ შეესაბამება თანამედროვე რეალობას. მისივე თქმით, ეს ინსტიტუტები შეესაბამებოდა მსოფლიო წესრიგს მათი ფორმირების დროს 1945 წელს. „გლობალური ფინანსური არქიტექტურა მოძველებდა, ის დისფუნქციური და უსამართლოა“, - განაცხადა გუტერეშმა.
ადამიანებით ვაჭრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ლ.ლ. დააკავეს. დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმის ერთ-ერთ სილამაზის სალონში დასაქმებას დაჰპირდა ტაილანდის რესპუბლიკის მოქალაქეებს - 1987 წელს დაბადებულ ი.ჩ.-ს, 1985 წელს დაბადებულ ტ.ჯ.-ს და 1984 წელს დაბადებულ პ.ს.-ს, რომლებიც აღნიშნული მიზნით საქართველოში ჩამოვიდნენ. ლ.ლ.-მ ისინი მოტყუებით წაიყვანა ქალაქ ზესტაფონში, თავის დროებით სარგებლობაში არსებულ სახლში, ჩამოართვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მათ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა. პოლიციამ, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ. ლ. ბრალდებულის სახით დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ ჩამორთმეული პასპორტები, იძულებითი სექსუალური მომსახურების შედეგად მიღებული თანხა, ასევე, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობას (ტრეფიკინგი)“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
"ჯორჯიან ეარვეისი" პრეზიდენტს პასუხობს და მას პერსონა ნონ გრატად აცხადებს
„ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორი, თამაზ გაიაშვილი მისი კომპანიის მიმართ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბოიკოტს პასუხობს და აცხადებს, რომ მას პერსონა ნონ გრატად აცხადებს. გაიაშვილის თქმით, ვიდრე პრეზიდენტი „ქართველი ხალხის წინაშე" ბოდიშს არ მოიხდის, ბორტზე არ დაუშვებენ. თამაზ გაიაშვილის საპასუხო წერილს „იმედი“ ავრცელებს. "იმ დროს, როდესაც ქალბატონი სალომე პარიზის ქუჩებში დასეირნობდა, ქართველი მფრინავები ხანძარმოდებულ აფხაზეთში დაფრინავდნენ და სამშობლოს ერთიანობის იდეას ეწირებოდნენ. იმ დროს კი, როდესაც 2008 წლის ტრაგედიის შემდეგ მსოფლიოს ყველა ავიაკომპანიამ უარი თქვა ორად გახლეჩილ საქართველოში ფრენების განხორციელებაზე, ქართველი ავიატორები, მიუხედავად სალიზინგო და სადაზღვევო კომპანიების კატეგორიული წინააღმდეგობისა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფრინავდნენ და პოლიტიკოსები, დიპლომატები და ჟურნალისტები ჩამოჰყავდათ, რამაც ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად იხსნა იზოლაციისგან. ამდენ უბედურებას სასწაულებრივად გადარჩენილი ავიაკომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული ეს შტურმი უსინდისობაა და სხვა არაფერი, მითუმეტეს, იმ პრეზიდენტისგან, რომელსაც ერთპროცენტიანი რეიტინგიც კი არ გააჩნია", - წერს თამაზ გაიაშვილი. მან, ასევე უპასუხა პრეზიდენტის კომენტარს იმაზე, რომ "ჯორჯიან ეარვეისი" არის "კომპანია, რომელიც სულ სარგებლობს სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს". გაიაშვილის მტკიცებით, მისი კომპანია პანდემიის დროს გაკოტრების პირას მივიდა და არაფერი მიუღია სახელმწიფოსგან. „გასაკვირია, თუ რატომ იხარჯება მილიონები საქართველოს ბიუჯეტიდან იმ ქალბატონის ყოვლად უმიზნო ვოიაჟებისთვის საზღვარგარეთის ქვეყნებში, ვისაც ცხოვრების არცერთ მონაკვეთში საქართველოსთვის სასიკეთო არაფერი გაუკეთებია. იგი დღესაც ავადსახსენებელ გახარიას სიტყვებს იმეორებს, რომ ავიაკომპანია პანდემიის დროს ვითომ მდიდრდებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა ისიც კი არ იცის, რომ პანდემიის დროს კომპანია გაჩერებული იყო და გაკოტრების რეჟიმში იმყოფებოდა, დღეს კი რეაბილიტაციის რეჟიმშია. ეს იმ დროს, როდესაც სახელმწიფოთა პრეზიდენტებმა უზარმაზარი თანხები ჩაასხეს ეროვნული ავიაკომპანიების გადარჩენის საქმეში", - ამბობს გაიაშვილი. 20 მაისს გამართულ ბრიფინგზე, რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს" ბოიკოტს უცხადებს. მან მოქალაქეებს მოუწოდა, მისი ბოიკოტი მათაც გაიზიარონ.