ძებნის რეზულტატი:

გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართულებით რეკომენდაციების შესასრულებლად ყველაფერს ვაკეთებთ - შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებით ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ერთი წლის პერიოდში ვაჩვენოთ მაქსიმალური პროგრესი და ეს ასეც არის, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმების ვალდებულებების შესრულების (DCFTA) მიმართულებით. ასევე, არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა გვაქვს, რომელსაც პარლამენტი ამ მიმართულებით განიხილავს. არაერთ ღონისძიებას ვატარებთ, რომ მაქსიმალურად ვაჩვენოთ პროგრესი. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი და ვფიქრობთ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. იმედია, ეს ასეც იქნება, საქართველო, მთლიანად ქართველო ერი ველით ამას“, – განაცხადა შამუგიამ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

„თბილისი პრაიდის“ კვირეული წელს 1-8 ივლისს გაიმართება

„თბილისი პრაიდის“ კვირეული წელს 1-8 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი პრაიდი“ სოციალურ მედიაში ავრცელებს. განცხადების თანახმად, წელს, „თბილისი პრაიდის“ კვირეული პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური ხასიათის დახურულ ღონისძიებებს მოიცავს, მათ შორის საერთაშორისო ლგბტქი კონფერენციასა და „პრაიდის“ ფესტივალს. „სიყვარულს ვერ დაამარცხებ! „თბილისი პრაიდის“ ყოველწლიური კვირეული 1-8 ივლისს ბრუნდება! ტრადიციულად, ივლისის დასაწყისში ვუერთდებით ღირსებისა და სიამაყის თვეს, რომელიც მთელს მსოფლიოში აღინიშნება. პრაიდის კვირეული ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისთვის ერთმანეთის დანახვის, გაერთიანების, თავისუფალი თვითგამოხატვისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის უნიკალური შესაძლებლობაა. „პრაიდის“ კვირეულის ჩატარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პოლიტიკურია საქართველოში, სადაც ქვიარ მოძრაობის გავლენიანი მოწინააღმდეგეები გამიზნულად უშლიან ხელს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თესავენ სიძულვილს და ავრცელებენ პუტინისტურ იდეოლოგიას. გვჯერა, რომ 2023 წლის „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ჩატარებით: გავაძლიერებთ თემს; ავამაღლებთ საზოგადოების ცნობიერებას; უფრო აქტიურად მოვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას; შემოვიკრებთ მხარდამჭერებს სხვადასხვა სფეროდან; წარმოვაჩენთ ლგბტქი კულტურასა და ისტორიას. წელს, „თბილისი პრაიდის“ კვირეული მოიცავს პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური ხასიათის დახურულ ღონისძიებებს, მათ შორის საერთაშორისო ლგბტქი კონფერენციასა და „პრაიდის ფესტივალს“. შემოგვიერთდით! მიიღეთ მონაწილეობა 2023 წლის „პრაიდის კვირეულში“ და მხარი დაუჭირეთ ქვიარ ადამიანების ღირსეულ ცხოვრებასა და თანასწორობას საქართველოში. #სიყვარულსვერდაამარცხებ“, - ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, „ღირსების მარში სოლიდარობისთვის" - ამ სლოგანით 2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები „პრაიდის კვირეულის“ გამართვას გეგმავდნენ, თუმცა მსვლელობის დაწყებამდე რუსთაველის გამზირზე კონსერვატიულმა ჯგუფებმა ტერიტორია დაიკავეს. მათ მედიის წარმომადგენლებზე და გამვლელებზე ფიზიკურად იძალადეს. სხვადასხვა ბრალდებით შსს-მ 27პირი დააკავა. საქმეს 56 დაზარალებული ჰყავს, მათ შორის, 47 ჟურნალისტია.  

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გამოტანილი 40 მლნ დოლარიდან 17.1 მლნ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე გასაყიდად სებ-მა 40 მლნ. აშშ დოლარი გამოიტანა. საქართველოს ეროვნულმა ბანკის ინფორმაციით, აუქციონზე გაიყიდა 17 100 000 აშშ დოლარი. სებ-ი აღნიშნავს, რომ საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6330 შეადგინა.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6335 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6335 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6396 ლარი იყო. "შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0061 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8376 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8278 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0098 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

რუსეთის ომი უკრაინაში სტრატეგიული მარცხია - ბლინკენი

რუსეთის ომი უკრაინაში სტრატეგიული მარცხია, რაც ქვეყნის გავლენასა და ინტერესებს მომავალი წლების განმავლობაში შეამცირებს , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „ეჭვგარეშეა, რუსეთი დღეს მნიშვნელოვნად უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრამდე იყო – სამხედრო, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით“, - აღნიშნა ბლინკენმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის ვიცე-პრემიერს, ჟოლტ შემიენს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. განიხილეს, თუ რა მიმართულებით არის შესაძლებელი აღნიშნული კავშირის კიდევ უფრო გაღრმავება. აღინიშნა, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის გამორჩეული ურთიერთობების დასტურია გასულ წელს ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც საქართველო-უნგრეთის მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს ჩარჩოს წარმოადგენს. მთავრობის მეთაურმა ჟოლტ შემიენს მადლობა გადაუხადა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას უნგრეთის ვიცე-პრემიერის კაბინეტის უფროსი პიტერ იენიკი, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო, ხოლო საქართველოს მხრიდან, ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.  

რუსეთმა კონტრშეტევა უნდა იგრძნოს - ზელენსკი

კონტრშეტევა კინო არ არის, მთავარია, ის რუსეთმა დაინახოს და იგრძნოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის პრეზიდენტთან, ალან კარისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ეს კინო არ არის, ჩემთვის რთულია, თქმა, როგორ დაინახავთ თქვენ კონტრშეტევას. მთავარია, ის რუსეთმა დაინახოს და არა მხოლოდ დაინახოს, არამედ იგრძნოს. განსაკუთრებით იმ ჯარებმა, რომლებსაც ოკუპირებული აქვთ ჩვენი ტერიტორია. ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, სწორედ ეს არის კონტრშეტევის შედეგი. როდესაც ის დაიწყება, თქვენ მიხვდებით, რომ ეს ხდება“, - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

არც USAID-ი და არც აშშ-ის სხვა სააგენტო არ ახორციელებს საქართველოს სასმელი წყლის უსაფრთხოებაზე მონიტორინგს - „USAID საქართველო“

საქართველოს სასმელი წყლის უსაფრთხოებაზე მონიტორინგს არ ახორციელებს და წყლის ხარისხის შესახებ საჯარო კონსულტაციებს არ აკეთებს არც USAID და არც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სხვა სააგენტო, - ამის შესახებ ნათქვამია „USAID საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „USAID-ისთვის ცნობილი გახდა დეზინფორმაციის შესახებ, თითქოს ჩვენ გვაქვს ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებული სასმელი წყლის ხარისხის შესახებ. USAID-ი არ ფლობს მსგავს ინფორმაციას და არც რაიმე სახის რჩევებს გასცემს ამ თემაზე. არც USAID-ი და არც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სხვა სააგენტო არ ახორციელებს საქართველოს სასმელი წყლის უსაფრთხოებაზე მონიტორინგს და არ აკეთებს საჯარო კონსულტაციებს წყლის ხარისხის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.  

ენტონი ბლინკენი: ბევრს სჯეროდა, რომ რუსეთს ჰყავდა მეორე უძლიერესი არმია მსოფლიოში, თუმცა ვხედავთ, უკრაინაშია მეორე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში, "სტრატეგიული მარცხია". ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი დღეს „მნიშვნელოვნად უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე იყო“. რუსეთის ომი უკრაინაში სტრატეგიული მარცხია - ბლინკენი "ბევრს სჯეროდა, რომ რუსეთს ჰყავდა მეორე უძლიერესი არმია მსოფლიოში, თუმცა დღეს ბევრი ხედავს, რომ მას ჰყავს მეორე არმია უკრაინაში", - აღნიშმა ბლინკენმა.   

შსს: პარლამენტთან აქციაზე სამი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს. უწყება აღნიშნავს, რომ სამივე პირი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად არის დაკავებული. ცნობისათვის, რამდენიმე დღეა, პარლამენტთან აქტივისტები მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას მართავენ. გუშინ პოლიციამ გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავა, როდესაც ის კარვის გაშლას ცდილობდა. სასამართლომ მას 2-ათას ლარიანი გირაო დააკისრა. 2 ივნისს პარლამენტის შენობის წინ დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე და რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შეფასებით, დაკავება მოხდა „სრულიად თვითნებურად, უკანონოდ და მკვეთრად აგრესიული მანერით“.

თხევადი გაზის ნაკადები ევროპაში ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს

ევროპის ქვეყნებმა მაისში თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) რეკორდული მოცულობის იმპორტი განახორციელეს, რასაც Gas Infrastructure Europe-ის (GIE) მონაცემები ადასტურებს. კერძოდ, იმპორტირებულია 12 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი თხევადი ბუნებრივი აირი. იანვრიდან რეგიონმა ჯამში 56,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო. წინა მაქსიმალური შედეგი 2023 წლის აპრილში იყო მიღწეული.

ერდოღანის ინაუგურაციას საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დაესწრება

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით ანკარაში საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ელჩის თქმით, ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალს დაესწრება მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ლიდერი. „თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით ანკარაში საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. გაიმართება ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალი, რომელსაც დაესწრება მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ლიდერი. მათ შორის აღსანიშნავია აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ბულგარეთის პრეზიდენტი, მონტენეგროს პრეზიდენტი, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები. ასევე, შუა, ცენტრალური აზიის და შორეული აზიის ქვეყნების ლიდერები. როგორც მოგეხსენებათ, თურქეთი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, ჩვენი მეგობარი ქვეყანა და ასევე სტრატეგიული მოკავშირე“, - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაცია დღეს გაიმართება.  

ზელენსკის თქმით, უკრაინა კონტრშეტევის დასაწყებად მზადაა

უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად კონტრშეტევის დასაწყებად მზადაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Wall Street Journal-თან განაცხადა. მას მტკიცედ სჯერა, რომ უკრაინა წარმატებას მიაღწევს. "არ ვიცი, რამდენი ხანი დაგვჭირდება, მაგრამ ვაპირებთ ამის გაკეთებას და მზად ვართ”, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

დრონების გერმანელმა მწარმოებელმა უკრაინაში ოფისი გახსნა

სადაზვერვო დრონების გერმანმა მწარმოებელმა, Quantum Systems-მა უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულების შესანარჩუნებლად და ტექნიკური და ლოგისტიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, უკრაინაში ცენტრი გახნსა. ამის შესახებ კომპანიამ განაცხადა. ცენტრი ხელს შეუწყობს უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორების მომზადებას, სათადარიგო ნაწილების შესყიდვასა და სარემონტო მომსახურებას. მაისის ბოლოს, უკრაინამ კომპანიას Vector-ის ტიპის 300 სადაზვერვო თვითმფრინავი შეუკვეთა. 

"გამანადგურებლების კოალიციაში" უკვე რვა ქვეყანა გაერთიანდა - ერმაკი

"მოიერიშე თვითმფრინავების კოალიცია“ უკვე რვა ქვეყანას მოიცავს და უკრაინა მის გაფართოებაზე მუშაობს.ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა. "ჩვენ ვმუშაობთ მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის გაფართოებაზე", - განაცხადა ერმაკმა უკრაინული მედიის ცნობით.  უფრო ადრე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას, რათა საბრძოლო თვითმფრინავების კოალიციის ჩამოყალიბება ოფიციალურად, რამშტეინის ფორმატში დაგეგმილ მომდევნო შეხვედრაზე, ამერიკულ მხარესთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდეს. 

ერდოღანმა პრეზიდენტის ფიცი დადო

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრეზიდენტის ფიცი დადო.  შესაბამისი ცერემონია პარლამენტში გაიმართა.  სააგენტო Anadolu-ს ცნობით, მოგვიანებით, საპრეზიდენტო კომპლექსში გაიმართება საზეიმო ცერემონია, რომელსაც 81 ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალური პირები, მათ შორის 50 სახელმწიფოს მეთაური, 13 პრემიერ-მინისტრი, ასევე, პარლამენტის და მინისტრების დონეზე წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის NATO-ს  წარმომადგენლები დაესწრებიან. თურქეთში იმყოფება საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით.  თურქეთის პრეზიდენტი ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას შაბათს გამოაცხადებს. ოფიციალური შედეგების მიხედვით, ერდოღანმა არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა ხმების 52,18%-ით, ხოლო ოპოზიციის კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ 47,82% მიიღო.  

პუტინი სამხრეთ აფრიკაში, სამიტზე მიიწვიეს

მიუხედავად მისი დაპატიმრების საერთაშორისო ორდერისა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სამხრეთ აფრიკაში სამიტზე მიიწვიეს.  მიწვევა გაეგზავნა BRICS-ის სახელით ცნობილი ჯგუფის სახელმწიფოების მეთაურებს - კერძოდ, ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერებს. BRICS-ის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას, სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნალედი პანდორმა განაცხადა, რომ სამიტი იოჰანესბურგში, 22-დან 24 აგვისტომდე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ჰააგაში, მარტში, პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. პეროდულად ვრცელდებოდა ცნობები, რომ პუტინის დაკავების თავიდან აცილების მიზნით, სამხრეთ აფრიკის ლიდერები რუსეთთან მოლაპარაკებებს მართავდნენ. ასევე გავრცელდა ცნობა, რომ სამრეთ აფრიკა აპირებდა სასამართლოს იურისდიქციიდან გასვლას, თუმცა იოჰანესბურგმა ეს ცნობა უარყო. 

ნიკოლ ფაშინიანი თურქეთში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩავიდა 

15-წლიანი პაუზის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი თურქეთს სამუშაო ვიზიტით პირველად ეწვია.  პრემიერ-მინისტრს თან ახლავს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ერევნის სპეციალური წარმომადგენელი ანკარასთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში, რუბენ რუბინიანი.მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელს აეროპორტში სომხეთთან დიალოგში თურქეთის სპეციალური წარმომადგენელი სერდარ კილიჩი დახვდა. სომხეთის ლიდერი თურქეთში თითქმის 15 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა.

ამერიკის საელჩო 2 ივნისს დაკავებულებზე: განსხვავებული აზრის მიუღებლობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ღირებულებებთან

აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება იმ პირთა საქმეებს, რომლებიც 2 ივნისს, პარლამენტის წინ, მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს. შესაბამის განცხადებას საელჩო Facebook-ზე ავრცელებს. "მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ შეუერთდეს", - ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.   

ერდოღანი: "თურქეთის საუკუნე" დაიწყო

"თურქეთის საუკუნის“ დაწყებით, თურქეთის აღმავლობის გზა ახლა ჩვენს წინაშეა, განაცხადა შაბათს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. "თურქეთის საუკუნე დაიწყო და ჩვენი ქვეყნის ზრდის კარი გაიხსნა", - განაცხადა ერდოღანმა საპრეზიდენტო კომპლექსში ინაუგურაციის ცერემონიაზე, რომელსაც 81 ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ესწრებიან.  "გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მუსტაფა ქემალის პრინციპი – „მშვიდობა სახლში, მშვიდობა მსოფლიოში“, პრაქტიკაში განვახორციელოთ, ამას გავაკეთებთ ჰუმანიტარული დიპლომატიის გავლენის სფეროს გაფართოებით.  „ჩვენ ჩავეხუტებით 85 მილიონი ადამიანს განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებების, წარმომავლობის, აღმსარებლობისა თუ სექტისა. არ დავკარგავთ ჩვენი საყვარელი ერის ნდობას საკუთარი თავის, პარტიისა და ალიანსის მიმართ. გავაგრძელებთ მუშაობას და მსახურებას თურქეთისთვის. როგორც არასდროს, თურქეთს სჭირდება, 85 მილიონი ადამიანი იყოს ერთიანი და დაკავშირებული, როგორც კედლის აგურები. გვჯერა, რომ რესპუბლიკის 100 წლისთავზე თურქეთს დიდი ჩახუტება სჭირდება. გეპატიჟებით, რომ დაიწყოთ ძმობის მობილიზაცია ჩვენს 81 პროვინციაში. დღეს არის დღე, ვიყოთ ერთი, ერთად და გავამყაროთ ჩვენი ათასწლოვანი ძმობა. დღეს ჩვენი შვილების ნათელი მომავლის დაცვის დღეა. გვერდზე გადავდოთ საარჩევნო პერიოდის წყენა. თუ წყენაა, მოდით, ვიპოვოთ შერიგების გზა. ყველამ ვიკისროთ თურქული საუკუნის მშენებლობის ტვირთი. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს დემოკრატიას ლიბერტარიანული, სამოქალაქო და ყოვლისმომცველი კონსტიტუციით, მისი ამჟამინდელი კონსტიტუციისგან გადარჩენით, რომელიც გადატრიალების შედეგი იყო. გპირდებით, ხუთი წლის განმავლობაში მთელი ძალით ვიმუშავებთ თურქეთის რესპუბლიკის დიდებისა და ღირსების დასაცავად, რეპუტაციის ასამაღლებლად და მისი სახელის მსოფლიოში განდიდებისთვის“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.