ძებნის რეზულტატი: პრეზიდენტი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილმა EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წევრებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში EBRD-ის მხარდაჭერის საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში EBRD-ის მხარდაჭერის საკითხი განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის გზას და რეგიონში არსებულ გამოწვევებს, EBRD-ის როლს საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების პროცესში. „საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირიში გაწევრიანება ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია და ამ ევროპულ არჩევანს საზოგადოებისათვის ალტერნატივა არ გააჩნია“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.  

ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა გახდა

ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა გახდა. მისი კანდიდატურა ცოტა ხნის წინ დამტკიცდა. ნათია თურნავა ეკონომიკის ყოფილი მინისტრია. თურნავამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მას მხარი საბჭოს 7 წერვიდან 5-მა დაუჭირა, ხოლო 2-მა თავი შეიკავა. „დღეს ჩატარდა ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა და ხმათა უმრავლესობით, საბჭომ მხარი დამიჭირა და ამირჩია პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. ძალიან დიდი მადლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, მიუხედავად იმისა, დამიჭირა თუ არა რომელიმე მათგანმა მხარი, თუ თავი შეიკავა. 7 წევრიდან 5-მა მხარი დამიჭირა და 2-მა თავი შეიკავა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველას გვაერთიანებს ეროვნული ბანკის მიმართ ერთგულება, გვაერთიენბს საერთო მიზანი - ვემსახუროთ ქვეყნის ფინანსურს სტაბილურობას. ჩვენი გუნდი, ამ მიმართულებით კვლავინდებურად გააგრძელებს მუშაობას ეროვნულ ბანკში“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ნათია თურნავა 2019 წლის 18 აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო. ის ამ თანამდებობაზე 2019 წლის 18 აპრილს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დანიშნა. 9 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ნათია თურნავას შემცვლელად ლევან დავითაშვილი წარადგინა. ნათია თურნავა 2022 წლის 7 ივნისს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად 80 ხმით აირჩია. კანონში შეტანილი ცვლილებებით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის.   ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს.   „ქართული ოცნება“ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად, გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე 16 ივნისს წარუდგინა. 23 თებერვალს პრეზიდენტმა ,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო. პარლამენტმა ვეტო 13 ივნისს დაძლია.

ვოლსკი: ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე

ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე, - ამის შესახებ გადაცემაში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე საუბრისას აღნიშნა. „საზოგადოების დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებაში იმავეს ხედავს და არანაირი ევროპული პერსპექტივაზე ზრუნვა ამ გადაწყვეტილებაში არ იგრძნობა. უდიდესი სინანულით ვასუბრობ სალომე ზურაბიშვილზე, არა იმიტომ რომ დიდი ენერგია დაიხარჯა მისი პრეზიდენტად არჩევისთვის, არამედ ადამიანი, იმ მონაცემებით, რომელიც მას ჰქონდა თუნდაც განათლების, განვლილი პოლიტიკური გზის, თუნდაც ის, რომ, არის იმ ოჯახის წარმომადგენელი, რომელიც წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ გადაიხვეწა და უცებ რა მივიღეთ?! მივიღეთ ის, რაც ვიხილეთ - 26 მაისს, ვეტოებით“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ. „ეს არ არის ევროპული მომავლის მხარდაჭერა, ვინაიდან ზუსტად ვიცით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი-2“ იყო მიტაცებული ძალით და ყველაზე ყაჩაღური მეთოდით“, -   განაცხადა ვოლსკიმ „იმედის“ ეთერში. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა.  

მიშელი ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმა და მას საქართველოში დეპოლარიზაციისკენ გადადგმული არსებითი ნაბიჯი უწოდა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე საქართველოსთან დაკავშირებულ პრესრელიზშია ნათქვამი. მიშელი ასევე მიესალმა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ საქართველო აღარ შეეცდება, უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონის მიღებას. მისივე თანახმად, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, არ მიიღოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი მესამე მოსმენით, პოზიტიური ნაბიჯია. პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ყურადღება კონცენტრირებული უნდა იყოს სისტემურ მიდგომაზე. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭოს შარშანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, პოზიტიური იმპულსია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის საჭირო რეფორმებისთვის და, რომ „საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“. ნიკა გვარამია საპატიმროს დატოვების შემდეგ: სალომე ზურაბიშვილს ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია, გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, ეს მას ღირსებას მატებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა. ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. გადაწყვეტილებას წინ უძღვის ევროკომისიის ზეპირი მოხსენების გამოქვეყნება, რომელშიც მედიაპლურალიზმის ნაწილში შეუსრულებელ რეკომენდაციებზეა საუბარი. პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა. „დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.

აშშ პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას მიესალმა

ამერიკის ელჩის განცხადებით, აშშ ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება. ამის შესახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ელჩის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია პოლარიზაციისა და დაყოფის შესამცირებლად. კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს საქმე პრობლემატური იყო თავიდანვე.  „პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს იყო მისი გადაწყვეტილება. შეერთებული შტატები და სხვა პარტნიორები თავიდანვე გამოხატავდნენ შეშფოთებას ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ შეშფოთების გამოხატვა არის ის, რასაც მეგობრები აკეთებენ, როდესაც ისინი შეშფოთებულები არიან და არ ნიშნავს ჩარევას. პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეწყალების უფლებას ძალიან სერიოზულად უდგება და იღებს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა. ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება გვიან ღამით დატოვა. ზურაბიშვილმა ხსენებული გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. გადაწყვეტილებას წინ უძღვის ევროკომისიის ზეპირი მოხსენების გამოქვეყნება, რომელშიც მედიაპლურალიზმის ნაწილში შეუსრულებელ რეკომენდაციებზეა საუბარი. პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა. „დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.  

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ევროკავშირის დროშის დაწვის გამო, მოქალაქე დააჯარიმეს

22 ივნისს, ორბელიანების სასახლესთან ევროკავშირის დროშის დაწვის გამო, 1000 ლარით დააჯარიმეს მოძრაობის, „საქართველოს უპირველეს ყოვლისა“ წარმომადგენელი, ხატია ჯანაშია. ინფორმაციას რადიო თაავისუფლება ავრცელებს. ამ ფორმით გააპროტესტა მან საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. პრეზიდენტს აქტივისტებმა „მოღალატე“ და „სამშობლოს მტერი“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა „ამ დროშის გამო, სამშობლო დასავლეთში და ნაცებში გაცვალა“.  

არ მიფიქრია, რამდენად მოსალოდნელი იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ჩვენი საფიქრალია, პატიმრის უფლებები იყოს დაცული - ბრეგაძე

არ მიფიქრია, რამდენად მოსალოდნელი იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ჩვენი საფიქრალია, პატიმრის უფლებები იყოს დაცული - საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების შესახებ ტელევიზიიდან შეიტყო. „არ მიფიქრია, რამდენად მოსალოდნელი იყო პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება. ადამიანი როცა პატიმარია, ამ დროს ერთადერთზე, რაზეც ვფიქრობ ხოლმე, არის ის, რომ მისი უფლებები იყოს დაცული. ეს არის ჩვენი საფიქრალი. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხოლმე პრეზიდენტი, რომ არ მოგატყუოთ, ამაზე არ ვფიქრობ. პრეზიდენტს პრესკონფერენციაზე არ დაუსახელებია არგუმენტი, თქვა, რომ არ ისაუბრებდა. არაფერი ვიცოდი, სატელევიზიო არხით გავიგე. როგორც კი მოვიდა დადგენილება, მისი სისრულეში მოყვანა დავიწყეთ. ნებისმიერი პატიმარი როცა გადის პენიტენციური დაწესებულებიდან, ჩვენ ყოველთვის მოწადინებული ვართ, რესოციალიზაციის პროცესი სრულად ჰქონდეს გავლილი, დაუბრუნდეს საზოგადოებას და დაიწყოს ახალი ცხოვრება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ. რაც შეეხება ნიკა გვარამიას შეწყალების კავშირს საქართველოს ევროინტეგრაციასთან, კითხვის საპასუხოდ რატი ბრეგაძემ აღნიშნა: „არ მგონია, შეწყალებას და კონკრეტულ შემთხვევას კავშირი ჰქონდეს ევროინტეგრაციასთან“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა. ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება გვიან ღამით დატოვა. ზურაბიშვილმა ხსენებული გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. გადაწყვეტილებას წინ უძღვის ევროკომისიის ზეპირი მოხსენების გამოქვეყნება, რომელშიც მედიაპლურალიზმის ნაწილში შეუსრულებელ რეკომენდაციებზეა საუბარი. პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა. „დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.  

საზოგადოება პრეზიდენტისგან ელემენტარულ განმარტებას მაინც ელოდებოდა, რას შეუწყობს ხელს გვარამიას შეწყალება - ვოლსკი

გვარამიას მხრიდან დანაშაული იყო ჩადენილი და სალომე ზურაბიშვილის მიერ ასე აუხსნელად მიღებული გადაწყვეტილება იყო უსამართლო, უპატივცემულობა საზოგადოების მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. „უკანონო პატიმრობა ნამდვილად არ იყო, ჩადენილია სერიოზული დანაშაული. ვფიქრობ, სტრასბურგის სასამართლომდე არმისვლა იყო ის თემა, რისთვისაც იღვწოდნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები. დანაშაული იყო ჩადენილი და სალომე ზურაბიშვილის მიერ ასე აუხსნელად, ყოველგვარი კომენტარის გარეშე მიღებული გადაწყვეტილება იყო უსამართლო, გარდა ამისა, უპატივცემულობა საზოგადოების მიმართ, რომელიც მისგან ელემენტარულ განმარტებას მაინც ელოდებოდა, რას შეიძლება, ამან ხელი შეუწყოს, თუმცა შემდეგ დეგნანმა დააზუსტა, რომ ეს დეპოლარიზაციისთვის მოხდა. ვნახოთ, რამდენად დიდი რესურსი გამოიტანა ნიკა გვარამიამ სასჯელაღსრულების სისტემიდან დეპოლარიზაციის ამოცანისთვის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. რაც შეეხება კითხვას, როგორი მოლოდინი აქვს, წავა თუ არა გვარამია პოლიტიკაში, გია ვოლსკიმ აღნიშნა: „ყოველ შემთხვევაში, უცხოდ არ მიაჩნია, პოლიტიკაში იყო მუდმივად. უფრო რელევანტური იქნებოდა, გეკითხათ, პოლიტიკიდან გასვლის წინაპირობას თუ ხედავთო. პოლიტიკაში იყო მუდმივად, როცა იყო ტელევიზიის ხელმძღვანელი, პროკურორი. რეალურად, პოლიტიკიდან არასდროს გასულა“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა. ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება გვიან ღამით დატოვა. ზურაბიშვილმა ხსენებული გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. გადაწყვეტილებას წინ უძღვის ევროკომისიის ზეპირი მოხსენების გამოქვეყნება, რომელშიც მედიაპლურალიზმის ნაწილში შეუსრულებელ რეკომენდაციებზეა საუბარი. პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა. „დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.  

სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით პრეზიდენტი ცდება, ჩვენ პატრიოტები ვართ - პრიგოჟინი

სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით პრეზიდენტი ცდება, ჩვენ პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძვით - პრეზიდენტის მოთხოვნით, არავინ დანებდება, - ამის შესახებ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა. გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე "სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ცდება. ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძვით. პრეზიდენტის, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მოთხოვნით, არავინ დანებდება. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ისევ კორუფციაში, მოტყუებაში და ბიუროკრატიაში იცხოვროს... როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ, უკრაინასთან ვიბრძვით, ჩვენ მივდიოდით და ვიბრძოდით, მაგრამ გაირკვა, რომ საბრძოლო მასალა, შეიარაღება და ყველა ფული, რომელიც ამაზეა განკუთვნილი, ჩინოსნების ჯიბეებში ილექება", - განაცხადა პრიგოჟინმა. ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის თანახმად, რუსული "ვაგნერ ჯგუფის" მფლობელი, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც მანამდე მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ახლა ვლადიმერ პუტინს დაუპირისპირდა. ISW: „ვაგნერის“ დამფუძნებელი პრიგოჟინი ცდილობს, გააძლიეროს თავისი პოლიტიკური მისწრაფებები საქმე ეხება 10 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოხალისეთა ყველა ფორმირებას დაევალა პირველ ივლისამდე კონტრაქტის გაფორმება სამინისტროსთან „უკრაინის ომში მათი გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მიზნით“, რასაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც დაუჭირა მხარი. ახალი ბრძანების გაცემამდე „ვაგნერის“ დამფუძნებელი მწვავედ აკრიტიკებდა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა ეყრდნობოდა პუტინის ავტორიტეტს, რაც 10 ივნისის შემდეგ შეიცვალა. „პრიგოჟინის რიტორიკა გამოწვევაა რუსეთის მმართველი უფრო ფართო ფენებისთვის. 2023 წლის პირველი ივლისი, მოხალისეების მიერ კონტრაქტების ხელმოწერის ბოლო ვადა, სავარაუდოდ, დაპირისპირების საკვანძო ეტაპი იქნება“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობებში, რომელიც 15 ივნისს გამოქვეყნდა.  

პრეზიდენტი: სეპარატისტებს საშუალება არ მივცეთ, ეს მოვლენები იმისთვის, გამოიყენონ, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ უადგილო შიშები გააღვივონ

"სეპარატისტებს საშუალება არ მივცეთ, ეს მოვლენები იმისათვის გამოიყენონ, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ უადგილო შიშები გააღვივონ. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება, საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მან პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციის გაგრძელებაა აუცილებელი. „ასევე, საბჭომ უნდა განიხილოს, არსებული რეაქციები აფხაზეთსა და ცხინვალში, რათა სეპარატისტებს საშუალება არ მივცეთ, ეს მოვლენები იმისათვის გამოიყენონ, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ უადგილო შიშები გააღვივონ. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება, საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას, ეს უნდა ითქვას და უნდა გავიმეოროთ. და ბოლოს, აუცილებელია, ჩვენს პარტნიორებთან გაგრძელდეს ინფორმაციის გაცვლა და მჭიდრო კომუნიკაცია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.        

შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: გაიზიარა ჩვენი წუხილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ მიღებული ცვლილებებისთვის ვეტოს დადებით გაიზიარა მმართველი გუნდის წუხილი. რაც შეეხება ზეპარტიულობის საკითხს, შალვა პაპუაშვილის თქმით, არასწორია მიდგომა, თითქოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩეულია საპარლამენტო უმრავლესობით და ის პარტიულ ხაზს ატარებს. პაპუაშვილის თქმით, თითქოს ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არჩეულია საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან, ეს არ აძლევს პარლამენტის თავმჯდომარეს შესაძლებლობას, რომ წარუდგინოს პარლამენტს კვალიფიციური, მიუკერძოებელი კანდიდატი.  „ამ ვეტოთ ერთი რამ არის ფაქტი - პრეზიდენტმა გაიზიარა ჩვენი წუხილი. ერთადერთი რაც მან თქვა, ნაცვლად 100-ისა ხომ არ იყოს, 90, თორემ ის, რომ ზოგადად, 100 ბევრია, რომ ამან ჩიხში შეიყვანა მდგომარეობა, ამ რიტორიკიდან ჩანს, რომ პრეზიდენტი ჩვენს შეშფოთებას და წუხილს იზიარებს, ეს ერთი. მეორე, ამ წუხილიდან გამომდინარე, თუკი ვთანხმდებით იმაზე, რომ 2/3 ანუ, 100 ხმა არის ზედმეტად დიდი, ეს არის იმის რეცეპტი, რომ ჩიხში შევიდეს სიტუაცია, საჭიროა ამ ჩიხიდან გამოსავლის მოძიება. ეს გამოსავალი იყო სწორედ ის, რომელიც ჩვენ ამ კანონში ცვლილების შედეგად შევთავაზეთ საზოგადოებას, უბრალო უმრავლესობით იყოს მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის გამოსავალი. 100 იქნება თუ 90, ჩემი აზრით, ეს დიდი სხვაობას არ გვაძლევს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა. ის უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება, იუწყება RBC-Ukraine. ნაუესდა მონაწილეობას მიიღებს უკრაინის კონსტიტუციის მიღებიდან 27-ე წლისთავისადმი დაგეგმილ ღონისძიებებში.   ზელენსკისთან შეხვედრისას ნაუსედა მოახლოებული NATO-ს სამიტის დღის წესრიგს განიხილავს.    ლიდერები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებსა და ლიეტუვისა და ევროკავშირის შემდგომ დახმარებაზე.   ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჰააგიდან ჩავიდა, სადაც უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. კიევიდან ნაუსედა გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც 29 ივნისს ევროპის ლიდერები შეიკრიბებიან.

ლიეტივის პრეზიდენტის შემდეგ, კიევში პოლონეთის ლიდერიც ჩავიდა

ლიეტივის პრეზიდენტის შემდეგ, კიევში პოლონეთის ლიდერიც ჩავიდა. ანდჯეი დუდას ვიზიტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია Twitter-ზე გავრცელდა.   მანამდ, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა. ის უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება, იუწყება RBC-Ukraine. ნაუესდა მონაწილეობას მიიღებს უკრაინის კონსტიტუციის მიღებიდან 27-ე წლისთავისადმი დაგეგმილ ღონისძიებებში.   ზელენსკისთან შეხვედრისას ნაუსედა მოახლოებული NATO-ს სამიტის დღის წესრიგს განიხილავს.    ლიდერები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებსა და ლიეტუვისა და ევროკავშირის შემდგომ დახმარებაზე.   ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჰააგიდან ჩავიდა, სადაც უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. კიევიდან ნაუსედა გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც 29 ივნისს ევროპის ლიდერები შეიკრიბებიან.

ევროსაბჭო პრეზიდენტისა და ბურიჩის შეხვედრაზე: ხაზი გაესვა თანამშრომლობის „სტრატეგიულ“ მნიშვნელობას მათ შორის კანონის უზენაესობის დაცვის მიმართულებებით

ევროსაბჭო მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის მიერ საქართველოში გამართულ შეხვედრებზე ინფორმაციას ავრცელებს. მისი მიხედვით, პრეზიდენტთან შეხვედრისას სხვა საკითხებთან ერთდ საუბარი შეეხო გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს „საქართველოში კონფლიქტის შესახებ“ და შერიგების პროცესის გაგრძელებას ნდობის აღდგენის საფუძველზე. ევროსაბჭოს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა საქართველოში რეფორმების განხორციელების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და ხაზი გაუსვა თანამშრომლობის „სტრატეგიულ“ მნიშვნელობას დემოკრატიული ფასეულობების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით, იმ ფონზე, როდესაც ევროპის მასშტაბით დემოკრატიის უკუსვლის მოწმენი ვართ. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა თბილისში, ქალთა კონფერენციაზე განაცხადა, რომ „მრავალფეროვნება და გაერთიანება, რასაც ვხედავთ ევროკავშირში, ეს არის ის, რაც გვაძლიერებს, რაც გზას გვიკაფავს მშვიდობისკენ და ჩვენთვის სასურველი საზოგადოების შენებისკენ“. თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე (TWIC) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეკრებილ ლიდერ ქალებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომლის ინიციატივითაც კონფერენცია შარშან დაფუძნდა. „ეს კონფერენცია ეძღვნება მშვიდობას, უსაფრთხოებას, კონფლიქტებს და ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეუძლიათ ქალებს დღევანდელი ომის დაძაბულობის გადასალახად მსოფლიოში. ქალებს ბევრის გაკეთება შეუძლიათ. ომი და მშვიდობა ქალებზე პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს და ეს კონფერენცია მინდა მივუძღვნა უკრაინელ ქალებს, რომლებიც წელიწად-ნახევარია ბომბების ქვეშ არიან უკრაინაში“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს 30 ივნისს ეწვია.    

პრეზიდენტი: ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია წელს უკრაინელ ქალებს ეძღვნებათ, რომლებიც დღესაც ჭურვვების ქვეშ არიან

მინდა, დღევანდელი დღე მივუძღვნა უკრაინელ ქალებს, სადაც წელიწადზე მეტია იბომბება ქვეყანა - შემდეგ წელს ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე ვისაუბრებთ, როგორ ვაშენოთ ახალი ინიციატივებით მშვიდობა მსოფლიოში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენციის გახსნისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, კონფერენცია მიეძღვნება კონფლიქტს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას და იმას რისი გაკეთებაც ქალებს შეუძლიათ იმისთვის, რომ განმუხტონ და გააუმჯობესონ გლობალური სიტუაცია. „მინდა, თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე მობრძანებისათვის, პირადად გადაგიხადოთ მადლობა ყველას - ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს, ჩვენს ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს. ეს არის კონფერენცია, რომელიც ეძღვნება მშვიდობას, უსაფრთხოებას, კონფლიქტებს და ყველაფერს, რისი კეთებაც ქალებს შეუძლიათ დღევანდელი დაძაბულობების - მსოფლიოში მიმდინარე ომების დასაძლევად. ქალებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. ქალებზე, რა თქმა უნდა, ომები და მშვიდობა უშუალოდ ახდენს ზემოქმედებს და მინდა, ეს მეორე კონფერენცია უკრაინელ ქალებს მივუძღვნა, რომლებიც დღესაც, წელიწადნახევარის შემდეგაც, უკრაინაში ჭურვების ქვეშ არიან. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს, თბილისის ქალთა მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე განვიხილავთ, როგორ უნდა ავაშენოთ ახალი მშვიდობა ახალ სამყაროში“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.  

პრეზიდენტი: ძალადობა არის შიშის და სისუსტის პირველი ნიშანი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ის, რაც დღევანდელ დღეს ხდება - „ძალადობა არის პირველი ნიშანი შიშის და სისუსტის“. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის გამოწვევა იდენტობის წინააღმდეგ. „ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ის, რაც დღევანდელ დღეს ხდება. მინდა, გამოვეხმაურო ამ საკითხს, რომ ყოველივე ძალადობა არის სრულიად მიუღებელი, როცა ქვეყანას, როგორც ახსენეთ, გააჩნია ევროპული წარსული, ტოლერანტობის თავის უძველესი ტრადიცია და ევროპული მომავალი, რისიც მჯერა და ამაში ვერავინ, ვერანაირ ეჭვს ვერ შეიტანს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენთვის გლობალურად უკადრისი საქციელი. არ შეიძლება, ამ ფორმით გავუსწორდეთ ერთმანეთს, არ შეიძლება ერთიმეორეს აუტანლობა, არ შეიძლება, ვერ მოისმინო სხვისი კრიტიკა, ზოგჯერ მძაფრი, ზოგჯერ გაუმართლებელი, ზოგჯერ უხეში, მაგრამ მოსმენა ყოველთვის შეიძლება, ან გატარება, ამიტომ, გაატარე თუ ვერ მოისმენ. ეს არის გამოწვევა ჩვენი ქართველობის, ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ, ბევრს მოაქვს თავი, რომ კულტურას წარმოადგენენ. კულტურა საქართველოსი იყო ზრდილობა და უნდა იყოს ზრდილობა, ამით მოვედით აქამდე, რომ შეგვეძლო ეს ზრდილობა, თუნდაც ზოგჯერ მტერთან როცა იყო ქვეყანაში. ეს ყველაფერი არის ჩვენი ძალა. ძალადობა არის პირველი ნიშანი შიშის და სისუსტის“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან პანელური დისკუსიისას.  

პრეზიდენტი მმართველ გუნდს ქალთა კონფერენციაზე არდასწრების გამო აკრიტიკებს

ძალიან მიკვირს, რომ უმრავლესობიდან, მმართველი პარტიიდან, მთავრობიდან, პარლამენტიდან, არავინ არ იკადრა, რომ აქ მოსულიყო, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას. პრეზიდენტს უკვირს, რომ „ერთ ადამიანს მაინც არ გაუჩნდა ინტერესი, რომ საქართველოში შედგეს „ასეთი მაღალი დონის კონფერენცია“ - სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ეს არის მარტივი დეპოლარიზაცია“. პრეზიდენტის განმარტებით, დიდი დეპოლარიზაცია „პატარ-პატარა ნაბიჯებისგან“ შედგება. სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „არ აქვს მნიშვნელობა, მოგწონს თუ არა პრეზიდენტი და მისი აზრები, შენს ქვეყანას პატივი უნდა სცე“. „ეს ხომ სალომე ზურაბიშვილის ღონისძიება არ არის?! ეს არის საქართველოში გამართული ძალიან მაღალი დონის ქალთა კონფერენცია, რომელიც ტარდება ამ ან სხვა ფორმით ბევრ ქვეყანაში და რომელიც, მგონი, ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და შენს ქვეყანას ზოგჯერ უნდა სცე პატივი. კარგი, პრეზიდენტი არ მოგწონს, აღარ მოგწონს, არ აქვს მნიშვნელობა. პრეზიდენტი არის ამ შემთხვევაში მხოლოდ ინსტიტუტი და არა პიროვნება, ადამიანი, რომლის აზრები შეიძლება, მოგწონდეს ან არ მოგწონდეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

პრეზიდენტი განმარტავს, რატომ „არ მოხერხდა“ მისი ჩასვლა უკრაინაში

საქართვეოლოს პრეზიდენტმა განმარტა, რატომ ვერ მოხერხდა მისი ჩასვლა უკრაინაში. „არ მოხერხდა და ალბათ, სხვა მოვლენებმა იქონიეს გავლენა - რიტორიკის პრობლემები ევროკავშირთან, ხელისუფლების რიტორიკა - ამან ნეგატიურად იმოქმედა“, - ამბობს ზურაბიშვილი. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მისი და ზელენსკის ადმინისტრაციების ურთიერთობა გრძელდება. სალომე ზურაბიშვილი უკრაინულ მედიასთან: დღესაც მზად ვარ, ჩავიდე უკრაინაში - თუ შეტყობინებას გადასცემთ, ხვალვე შემიძლია, ჩამოვიდე „რაც შეეხება უკრაინაში ჩასვლას, ყველამ იცის, რომ მე ჩამოვიყვანე აქ ზელენსკი. ევროკავშირში ავიწყდებათ, რომ ჩვენი „ტრიოცაა“ შექმნილი. გვეუბნებოდნენ, „ტრიოს“ ნუ „აწვებით“, რადგან აღმოსავლეთის პარტნიორობა არსებობს და ეს არის მთავარი ფორმატიო. მაგრამ ის ფორმატი ცოტა შერყეულია, რადგან ბელარუსი რა ფორმატში უნდა იყოს, გაუგებარია. ამიტომ, ეს ურთიერთობები გრძელდება. ჩემი ჩასვლა არ მოხერხდა და ალბათ, სხვა მოვლენებმა იქონიეს გავლენა. მე რომ უკრაინაში ჩავდივარ, საქართველო ჩადის, ეს პერსონალური ჩასვლა არაა. რიტორიკის პრობლემები რაც გვაქვს ევროკავშირთან, ხელისუფლების რიტორიკა - ამან ნეგატიურად იმოქმედა. ჩვენი კულტურა იყო, რომ შენი მეგობარი როცა ომშია, მასთან არაფერს არჩევ, მის გვერდით დგახარ. ეს არის ჩემი პოზიცია და მგონია, რომ ეს უნდა იყოს ხელისუფლების პოზიცია“, - განაცხადა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა სანქციების გვერდის ავლის საკითხზე განაცხადა, რომ საჭიროა დამატებითი თანამშრომლობა, რათა „შავი ხვრელები“ არ გაჩნდეს. „სანქციებთან დაკავშირებით საგანგაშო მდგომარეობა არ არისო, რაც დასკვნა [სანქციების კოორდინატორებისგან] მივიღეთ, მაგრამ დასრულებული არაფერია. სანქციების პრობლემა ისაა, რომ ყოველდღიური ზედამხედველობა და ყოველდღიური გამკაცრება უნდა. ამიტომ ალბათ, საჭირო იქნება დამატებითი ტრენინგები, დამატებითი თანამშრომლობა. როგორც ვიცი, შემოგვთავაზეს დამატებითი თანამშრომლობა, რათა დაგვეხმარონ, რომ შავი ხვრელები და საგანგაშო მდგომარეობა არ გაჩნდეს. საჰაერო მიმოსვლა, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, რაც საყურადღებოა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტს ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, არის თუ არა საქართველო დღეს უფრო ძლიერი თავდაცვისუნარიანობის კუთხით, ვიდრე უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე იყო, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამ კითხვაზე დუმილს ამჯობინებს.  

პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებაზე: ეს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია

„გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებით მივიღე… არ არის საჭირო, ვიღაცებმა გამომიგზავნონ ნიკა გვარამიას ნათქვამები ჩემზე... მახსოვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მას პანელური დისკუსიის დროს ჰკითხეს ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე. „არავის წინაშე არ ვარ ანგარიშვალდებული და ეს გაიგო თავის დროზე სააკაშვილმა, ახლა დღევანდელმა მთავრობამაც“, - აღნიშნა პრეზიდენტმა და განმარტა, რომ პრეზიდენტი არჩევის დღიდან არის ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მთლიანად საზოგადოების, რომელიც შეიძლება, იყოს დაპირისპირებული. ზურაბიშვილის თქმით, მას ჰგონია, რომ დღეს პოლიტიკური ელიტა (ორივე მხარეს) უფრო დაპირისპირებულია საკუთარი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. „რაც ვნახე რეაქციები, (ნიკა გვარამიას შეწყალებაზე“, რედ.), ვერ ვნახე, რომ ამან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის, მის ინტერესებშია და ამიტომ მივიღე. არ მივიღე იმიტომ, რომ მსიამოვნებდა და რთული არ იყო და ისიც მინდა გითხრათ, რომ ყველა გადაწყვეტილება შეწყალებაზე არის ძალიან რთული, ძალიან მტკივნეული... და არ არის საჭირო, ვიღაცებმა ყოველდღიურად გამომიგზავნონ ნიკა გვარამიას ნათქვამები ჩემზე... კარგად მახსოვს და მე თუ შევიწყალე, შევიწყალე ამ მეხსიერებითაც, მახსოვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ჩემზე ვინ რა თქვა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან მიანიშნა „პარლამენტარზე, რომელიც მზად არის, ასევე უხამსად მოიხსენიოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, სტრატეგიული მოთმინება არის პრეზიდენტისთვის ყველაზე საჭირო. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ პოლარიზაციის გაღრრმავებაზე გვარამიას შეწყალებას არ უმოქმედია. ზურაბიშვილის განმარტებით, ქვეყანა ისედაც პოლარიზებულია მაქსიმალურად, ამის მაგალითად მან პრემიერის გუშინდელი გამოსვლა მოიყვანა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ასე მიმართოს პრემიერმა საკუთარ ხალხს და დეპუტატებს.  

პრეზიდენტი: ყურადღებით ვადევნებ თვალს, რაც კინოსექტორში ხდება, ეს არის საბჭოთა წესების გაგრძელება

პრეზიდენტი კინოცენტრთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. „ყურადღებით ვადევნებ თვალს იმას, რაც ხდება და არამხოლოდ კინოსექტორში - ესაა გაგრძელება საბჭოთა წესების, რომლიდანაც არ გამოვსულვართ არცერთი რეჟიმის პირობებში“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში როცა ხელისუფლება გრძნობს, რომ მისი მხარდაჭერა შერყეულია და არჩევნების მოგება გარანტირებული აღარაა, ამას ვერ ეგუებიან და „იწყება თავდავიწყება“. „მე კონსტიტუციით ვარ ყველა უფლების დაცვის გარანტორი, ამიტომ ეს ყველაფერი მეხება და ძალიან ყურადღებით ვადევნებ თვალს იმას, რაც ხდება და არამხოლოდ კინო სექტორში. ეს არის გაგრძელება იმ საბჭოთა წესების, რომლიდანაც არ გამოვსულვართ და არ გამოვსულვართ არც ერთი რეჟიმის დროს. ვიღაცამ არ მოიტანოს ახლა ის, რომ მანამდე, წინა ხელისუფლება ამაში იყო უმწიკვლო და დღეს არის... არ მთავრდება ეს, როგორც კი ხელისუფლება შედის თავის მმართველობის იმ პერიოდში, როცა გრძნობს, რომ შეიძლება მისი ლეგიტიმურობა, ხალხში მხარდაჭერა ცოტა შერყეულია, რაც ბუნებრივია დემოკრატიულ სისტემაში. არ არსებობს დემოკრატიული ქვეყანა მსოფლიოში, სადაც მთავრობა და ხელისუფლება თუ არის რამდენიმე წელი ხელისუფლებაში, ჩადის მისი რეიტინგი, ჩვენთან ვერ ეგუებიან ამას, რომ რეიტინგი ჩადის, გარანტირებული აღარ არის არჩევნების მოგება და მერე იწყება თავდავიწყება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.