ძებნის რეზულტატი: პრეზიდენტი
ევროდეპუტატები საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე განცხადებას ავრცელებენ
ევროპარლამენტარების ნაწილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებით კონსტიტუცია დაარღვია. წერილით, რომელსაც ევროპარლამენტარები ანა ფოტიგა, რასა იუკნევიჩიენე, ანდრიუს კუბილიუსი და მირიამ ლექსმანი აწერენ ხელს, საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდებენ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ, რათა მთავრობის ქმედებების კონსტიტუციურობა შეისწავლოს. „პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებისაქართველოს მთავრობამ და „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ მიუხედავად მათი განცხადებებისა, ისინი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს მხარს არ უჭერენ. მთავრობა და მმართველი პარტია თავიანთი ქვეყნის შანსების, წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს, საბოტაჟს ახდენენ და მათი უნდობლობა უნდა გამოცხადდეს. იმპიჩმენტის ინიციატივა „ქართული ოცნების“ კარგად მომზადებული შეტევაა საქართველოს პრეზიდენტზე, მისი ძლიერი პროევროპული პოზიციის გამო,“ - წერენ ევროპარლამენტარები. ევროპარლამენტარები წერილში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობამ და „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ მიუხედავად განცხადებებისა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს მხარს არ უჭერენ.
ირაკლი შოთაძე: პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტების საქმესთან დაკავშირებით საუბარია კონსტიტუციის დარღვევაზე, რაც პროკურატურის კომპეტენცია არ არის
საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტების საქმესთან დაკავშირებით, საუბარია კონსტიტუციის დარღვევაზე, რაც პროკურატურის კომპეტენცია არ არის. მან ასე უპასუხა კითხვას, ხომ არ შეიძლება, ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტების საქმეზე გამოძიება დაიწყოს. „ამ შემთხვევაში საუბარია კონსტიტუციის დარღვევაზე. კონსტიტუციის დარღვევა არ არის პროკურატურის კომპეტენცია და არის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია,“ - აღნიშნა შოთაძემ. ჟურნალისტის კითხვას, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით არსებობს თუ არა რაიმე საქმე, რომელიც ახლა ძიებაშია და რა ეტაპზეა 2019 წელს შეწყალების საქმესთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება, შოთაძე პასუხობს, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დღემდე გრძელდება. კითხვაზე, შესაძლოა, რომ ზურაბიშვილი შეწყალების საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს, შოთაძე აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტზე იმუნიტეტი ვრცელდება. „ამ ფაქტზე გამოძიება გრძელდება, შემიძლია დაგიდასტუროთ. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობთ შეზღუდული არის. პრეზიდენტზე ვრცელდება იმუნიტეტი და მის მიმართ შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მისი მხრიდან ან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტი დაადასტურა,“ - განაცხადა შოთაძემ. კითხვას, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა თუ არა, რომ საკითხით გამოძიება დაინტერესდეს შოთაძე ასე პასუხობს: „ამ ფაქტზე მომავალში რატომ ვლაპარაკობთ? გიხსნით, რომ გამოძიება გრძელდება და ეს გამოძიება დაწყებულია რამდენიმე წლის წინ.“
ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა უკრაინისა და მოლდოვის დეპუტატებს დამკვირვებლის სტატუსს სთავაზობს
ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა მიიჩნევს, რომ უკრაინისა და მოლდოვის დეპუტატები, მათი ქვეყნების ევროკავშირში ოფიციალურ გაწევრიანებამდე, შეიძლება, ევროპარლამენტში დამკვირვებლების სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს. „ჩვენ შეგვიძლია, კიდევ უფრო შორს წავიდეთ და ევროპარლამენტში დამკვირვებელი დეპუტატები ჩავრთოთ - მსგავს ჟესტებს, ამ ქვეყნების საზოგადოებებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს,“ - განაცხადა მეცოლამ. ის ამ საკითხზე ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრებს გამართავს. Reuters: ევროკომისია უკრაინას დადებით რეკომენდაციას მისცემს დამატებითი პირობებით, საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის
ირანის პრეზიდენტი: ისრაელის ქმედებებმა, შეიძლება, ყველა აიძულოს, ზომები მიიღონ
ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის განცხადებით, ისრაელის ნაბიჯებმა „წითელი ხაზები გადაკვეთა“, რამაც, შეიძლება, ყველა აიძულოს, ზომები მიიღონ. „ვაშინგტონი გვთხოვს, არაფერი გავაკეთოთ, მაგრამ ისინი აგრძელებენ ისრაელის მიმართ ფართო მხარდაჭერას. შეერთებულმა შტატებმა გაუგზავნა შეტყობინებები წინააღმდეგობის ღერძს, მაგრამ მიიღო მკაფიო პასუხი ბრძოლის ველზე,“ - წერს რაისი სოციალურ ქსელში. "წინააღმდეგობის ღერძი" გულისხმობს ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების ქსელს ახლო აღმოსავლეთში და მასში „ჰამასიც“ შედის. ბაიდენმა ირანი გააფრთხილა შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.
კალაძე ჩინეთში გამართულ ფორუმზე: რადგან ღონისძიებაზე მოწვეული იყო რუსეთის პრეზიდენტი, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ პროექტზე უარი ვთქვათ, „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ მნიშვნელოვანია
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჩინეთში გამართული ფორუმის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ შესახებ ისაუბრა, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც ესწრებოდა. კითხვას, შედგა თუ არა აღნიშნულ ფორუმზე დავითაშვილსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირადი კომუნიკაცია, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს არის სიცრუე. „სიცრუეა, რომ მათ შორის პირადი კომუნიკაცია შედგა. ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას? ავრცელებთ თქვენ. საზოგადოება არ შეიყვანოთ შეცდომაში და დაანებეთ ტყუილებზე საუბარს თავი. ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია. პროექტი „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტი უდგას სათავეში, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, ქვეყნისთვისაც საინტერესოა. შესაბამისად, მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობაც აუცილებელია. რადგან ამ ღონისძიებაზე მოწვეული იყო რუსეთის პრეზიდენტი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ პროექტზე უარი ვთქვათ. აქ საუბარია ქვეყნის მომავალზე და იმაზე, რომ ჩვენმა ეკონომიკამ მეტი ბენეფიტი მიიღოს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მსგავს ფორმატებში შეხვედრები ალბათ მომავალშიც იქნება. საქართველო იქნება იქ, სადაც ყოველთვის გავატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, სადაც დაცული იქნება აქ მცხოვრებთა ინტერესები,“ - განაცხადა თბილისის მერმა. რაც შეეხეება ლევან დავითაშვილს, მან 28 ოქტომბერს, არ უპასუხა „მთავარი არხის“ კითხვას, შეექმნა თუ არა უხერხულობა ვლადიმერ პუტინთან ერთად ღონისძიებაზე დასწრებისას. დავითაშვილისა და პუტინის ერთ ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ. მისი შეფასებით, „კონფერენციებს ახასიათებს, რომ მას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები.“ ჟურნალისტის კითხვას არის თუ არა დისკმოფორტი, როცა კონფერენციას ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელიც ესწრება, ირაკლი ქარსელაძემ უპასუხა: „დისკომფორტი არის, როდესაც ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, დისკომფორტი და უფრო მეტიც არის. იმისთვის ვშრომობთ, იმისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანა გაძლიერდეს და მშვიდობიანად დაიბრუნოს ეს ოკუპირებული ტერიტორიები.“
საგზაო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი: შუა დერეფნის ქვეყნებმა ინფრასტრუქტურა უნდა გააფართოონ
შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებმა უნდა გააფართოონ ინფრასტრუქტურა, რათა ტვირთების ნაკადის შენარჩუნება შეძლონ. ამის შესახებ საგზაო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა განაცხადა. „ამჟამად ვაკვირდებით ინტერესის ზრდას შუა დერეფნის მიმართ და დერეფნის გავლით ტვირთების ნაკადის მიმართ. თუმცა, მთავარი საკითხი დამოკიდებულია დერეფნის წევრი ქვეყნების სატვირთო ნაკადის მართვაზე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ტვირთის შეუფერხებლად გადაადგილებაზე, პორტებში შემოსული ტვირთის მოკლევადიან ტრანზიტსა და ტვირთის ნაკადზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის რეაგირებაზე. კომპანიები გამოიყენებენ შუა დერეფანს, თუ საქონლის ტრანსპორტირება უფრო სწრაფი და უსაფრთხო იქნება,“ - IRU-ს პრეზიდენტმა რადუ დინესკუმ. დინესკუს თქმით, დერეფნის წევრმა ქვეყნებმა უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები. „მათ შეუძლიათ, ისარგებლონ აზერბაიჯანის გამოცდილებით ამ საკითხში. ზოგადად, თუ ელექტრონული TIR და ECMR სისტემები გამოიყენება შუა დერეფანში, საზღვრებზე ლოდინის დრო შეიძლება, შემცირდეს და მეტი ტვირთის ტრანსპორტირება მოხდეს,“ - განაცხადა დინესკუმ. საგზაო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირი, შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდისთვის ხელშეწყობას გეგმავს. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
პრეზიდენტი: დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად პარლამენტს, მოვუწოდებ სპიკერს, მიიღოს უმკაცრესი ზომები
საქართველოს პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს ქალ დეპუტატებს, რომლებიც დღეს მმართველი გუნდის წევრების მხრიდან შურაცხმყოფელი სიტყვების სამიზნეები იყვნენ. პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც „დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ.“ „მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად საქართველოს პარლამენტს. მინდა, სრული სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ქალებს, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და პროტესტი გამოაცხადეს. მიმაჩნია, რომ ეს სრულიად მიუღებელია, სიტყვებიც არ არის, რომ ეს მიუღებელია, ეს ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტისთვის. მე არ ვიცი, რა კანონი ვინ უნდა მიიღოს უხამსობაზე... თუ ეს არ არის უხამსი სიტყვები, მე არ ვიცი, რა არის. მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ, რადგან თუ ეს არ გააკეთა, მაშინ თვითონ აკარგვინებს სახეს საქართველოს პარლამენტს. მე მგონი, უნდა იმოქმედოს სწრაფად და მოახდინოს რეაგირება!“ წერია პრეზიდენტის განცხადებაში.
პრეზიდენტი: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს დიდი ალბათობით მივიღებთ
ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატიის დღის აღსანიშნად სხვადასხვა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებს უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და მათ შეკითხვებს უპასუხა. საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო დიდი ალბათობით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამ სტატუსის არმოცემა, რუსეთისთვის ერთგვარი საჩუქრის გაკეთებას ნიშნავს და ეს საქართველოს პარტნიორებმაც კარგად იციან. „პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ რამდენიმე დღეში არ გადაწყდება ჩვენი ევროპული მომავალი. რამდენიმე დღეში ველოდებით კომისიის დასკვნას, რომელიც ასახავს რეკომენდაციების მათ შეფასებას - რამდენად შესრულდა, არ შესრულდა. ჩემი მოლოდინით იქნება და მე არაფერი შიდა ინფორმაცია არ გამაჩნია იმიტომ, რომ ამაზე არავინ ბოლომდე არაფერს ამბობს. ჩემი შეხედულებაა, რომ ჩვენ დიდი ალბათობით, მივიღებთ სტატუსს, ყოველ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ მე ყველაფერი გავაკეთე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, არ მინდა, მეტი ვილაპარაკო იმაზე ვინ მეტი გააკეთა და ვინ ნაკლები. იმედი მაქვს, რომ ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ ამას მივაღწევთ იმიტომ, რომ მემგონი ჩვენმა პარტნიორებმა კარგად გაიგეს, რომ ჩვენთვის ამ კანდიდატურის არმოცემა, რუსეთისთვის ერთგვარი საჩუქრის გაკეთებას ნიშნავს და ამისი სურვილი არ არსებობს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას ძალიან ხაზგასმით, რომ არ შეიძლება წინასწარ იმის ძახილი, რომ უთუოდ მოგვცემენ. მე მაქვს იმედი, მაქვს რწმენა, რომ ჩვენ აქეთკენ მივდივათ და ეს უნდა იყოს წარმატებული, მაგრამ არ არის სწორი და არც არ არის ეთიკური, ვიტყოდი, ამის ძახილი, როცა ოცდაშვიდმა ქვეყანამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ყველა ქვეყნის გადაწყვეტილებას აქვს დიდი მნიშვნელობა და ერთმაც რომ თქვას უარი, ეს იქნება უარი. ამის მიმართ იმის თქმა რომ ას პროცენტიანად გარანტირებულია, არის ან არ ცოდნა იმ სისტემის ან არასწორი,“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის შეფასებით, სტატუსზე უარი უზარმაზარი უიმედობის საფუძველი გახდება. „თუ არ მივიღეთ, რაც დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება... რომ არ მივიღოთ, ეს იქნება უზარმაზარი უიმედობის საფუძველი. რაც არ ვიცი რით უნდა დავძლიოთ. ძალიან რთული იქნება და რთული იქნება ყველაზე მეტად იმ ახალი თაობისთვის, რომელიც ამას ელოდება და რომლის ახლო და ხანგრძლივი მომავალი ამაზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ, თუ მივიღეთ, პირიქით ეს იქნება იმ იმედის საფუძველი, რომელიც მერე მობილიზაციაში გადაიქცევა, რის გარეშეც ჩვენ სერიოზული და თავისუფალი არჩევნები არ გვექნება. ჩვენ უნდა მოვამზადოთ არჩევნები, ჩვენ სერიოზულად უნდა ჩავებათ. დრო მოვიდა, რომ დიასპორა სხვანაირად ჩაერთოს ამ არჩევნებში, შორიდან არ გვიყუროს და თქვან რომ თქვენ ასე და ისე უნდა მოიქცეთ. არა, მოქცევა და ჩართვა ნიშნავს, რომ მონაწილეობა უნდა მიიღო ამ არჩევნებში, მაგრამ პირველი და აუცილებელი წინაპირობა ამ ყველაფრის არის ის, რომ ხალხი იმედიანად იყოს, მობილიზებული იყო, გვჯეროდეს რომ შეგვიძლია, ყველაფერი გავაკეთოთ და ყველაფერს მივაღწევთ,“ - განაცხადა ზურბიაშვილმა. პრეზიდენტის შეფასებით, არ შეიძლება, რომ ევროპული ცივილიზაციის სივრცის გარეთ დავრჩეთ. „ამ სივრცის გარეთ დარჩენა ნიშნავს დაუცველობას, ნიშნავს მართლაც მარტო ყოფნას, ნიშნავს იზოლაციას. ეს ძალიან რთულია, მით უმეტეს დღეს. შეიძლება, ვიფიქროთ, რომ წარსულშიც ასე იყო, მაგრამ წარსულში სხვა ტიპის ბალანსი არსებობდა და ჩვენ ამას რაღაცნაირად ვეჭიდებოდით,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი პარლამენტზე: ვიდრე მეორე პალატა არ იქნება, ადგილობრივი თვითმმართველობა რეალურად არ გვექნება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორპალატიანი პარლამენტის შექმნის მომხრეა. მისი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს „რეალური თვითმმართველობა.“ „მე ვწუხვარ ერთი რამის გამო, რომ არასოდეს ამ ქვეყანაში არ ყოფილა გახსნილი დისკუსია, ნამდვილი დისკუსია იმის შესახებ თუ რომელი რეჟიმი - საპარლამენტო, საპრეზიდენტო, ნახევრად საპრეზიდენტო იქნებოდა საქართველოსთვის. ეს სრული დისკუსია არც პარლამენტში არ ჩატარებულა. მე ვიყავი მონაწილე იმ საკონსტიტუციო კომისიის და პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ეს პრობლემა მოგვყვება პირველივე დღიდან, ვიტყოდი პირველი რესპუბლიკიდანაც ერთგვარად. ჩვენ ვცვლით რეჟიმებს და კონსტიტუციებს იმის მიხედვით თუ რა არ მოგვეწონა წინა მმართველებისგან, თუ პრეზიდენტი არ მოგვწონდა და თუ ზე-პრეზიდენტობდა, მაშინ გვინდა საპარლამენტო, ახლა პარლამენტი...შეიძლება, გუშინდელი და გუშინწინდელი ძახილების მერე ჩავთვალოთ რომ არ მოგვწონს ასეთი უხამსობა და გადავწყვიტოთ, რომ სხვა სისტემა გვირჩევნია. ეს არის ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი საკითხი, როგორც კიდევ ბევრი საკითხი გვაქვს კონსტიტუციაში. მე მაგალითად მიმაჩნია, ეს ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, რომ ჩვენ ორი პალატა გვჭირდება, ამიტომ, ვიდრე მეორე პალატა არ იქნება, არ გვექნება ადგილობრივი თვითმმართველობა რეალურად. დღესვე უნდ შეიქმნას, თეორიულად ვამბობ კიდევ ერთხელ, და ახლავე უნდავ ვუთხრათ და ვაჩვენოთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რა იქნება მათი ადგილი იქ და დავტოვოთ მათი ადგილი ღიად, მაგრამ სისტემა შევცვალოთ იმისთვის, რომ მივცეთ ამ ქვეყანას მეტი პოლიტიკური განვითარების საშუალება. 2006 წლიდან ვფიქრობდი ამას და არაფერი არ შეიცვალა. თუ არა ადგილობრივი დემოკრატია და თვითმმართველობა, თუ იქიდან არ წამოვიდნენ ახალი პოლიტიკოსები, მაშინ ვიტრიალებთ ამ წრეზე,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტს წევრ ქვეყნებს ძალიან მალე შევთავაზებთ
ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მალე შესთავაზებენ. შესაბამისი განცხადება ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „ჩვენმა სანქციებმა ძლიერ იმოქმედა რუსეთის ეკონომიკაზე. ძალიან მალე წევრ ქვეყნებს სანქციების მე-12 პაკეტს შევთავაზებთ. იქნება ახალი სიები, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს მათ, ვინც მონაწილეობს სამხედრო შეჭრასა და ქვეყნის ოკუპაციაში, ბავშვების სასტიკ გატაცებაში, ყალბ ამბების გავრცელებაში, და ასევე ჩართულია პროპაგანდაში,“ - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე
უნგრეთის პრეზიდენტი სოლიდარობის ნიშნად ისრაელს ეწვია
უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი ისრაელს ეწვივა. უნგრეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ისრაელში "სოლიდარობის ვიზიტით“ ჩავიდა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელს. ახლა შეხვედრას ვმართავ ისრაელის პრეზიდენტ, ისააკ ჰერცოგთან, რის შემდეგაც შევხვდები “ჰამასის“ მიერ დაკავებული უნგრელი მძევლების ოჯახებს," - განაცხადა ნოვაკმა. უნგრეთის პრეზიდენტამდე სოლიდარობის გამოსახატავად ისრაელს ეწვივნენ ევროპის რამდენიმე ქვეყნის ლიდერები, ასევე აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი არ დაუშვებს ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერ აქციებს. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.
პრეზიდენტი: ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს "ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ სახეს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოფელ კირბალის მიმდებარედ მომხდართან დაკავშირებით აცხადებს, რომ “ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს "ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ სახეს.“ „ღრმად აღშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო. ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს "ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ სახეს. სასწრაფოდ მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომლებიც უხეშად და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას,“ წერს პრეზიდენტი. სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
უკრაინას სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა და არა მორიგი გაყინული კონფლიქტი - ევროკომისიის პრეზიდენტი
ევროკავშირმა უნდა განაგრძოს ჩართულობა, რათა მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან უკრაინის მშვიდობის ფორმულის მიმართ უფრო მეტი მხარდაჭერა უზრუნველყოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე გააკეთა. „მე ვიცი, რომ ეს რთული სამუშაოა, მაგრამ არსებითად, საბოლოო ჯამში, მთელი მსოფლიო ისარგებლებს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მისია,“ - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება გრძელვადიანი უსაფრთხოება. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს მდგრადი სამხედრო ძალა, რომელსაც შეუძლია, დაიცვას უკრაინა ახლა და შეაჩეროს რუსული აგრესია მომავალში, რათა „ისტორია არ განმეორდეს.“ ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის გარდა, აუცილებელია უკრაინის დახმარება საჰაერო თავდაცვისა და საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაში. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ასევე მოიცავს კიბერ და კოსმოსურ შესაძლებლობებს. 2022 წლის თებერვლიდან უკრაინამ ევროკავშირის ქვეყნებიდან 82 მილიარდ ევროზე მეტი დახმარება მიიღო. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე
პრეზიდენტი ხელმოწერების კამპანიას იწყებს: ხვალ შევიკრიბებით, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში
რუსეთის აგრესიაზე პასუხია ის, რომ საქართველო შევა ევროპულ ოჯახში. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. „არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია “რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა.“ ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება საუკუნეების განმავლობაში. ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, მის განცხადებებს რომ ვითომ არის ერთსულოვანი და ჩვენი მეგობარი. რეალურად, როგორ იქცევა ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის ერთი - ეს არის ევროპა, მშვიდობა და მშვიდობა ევროპაში, ჩვენ სხვა პერსპექტივას არ ვუყურებთ და არც გვჯერა. ძალიან გასაკვირია, თუ საქართველოში ვინმეს შეიძლება, სჯეროდეს მომავლის რუსეთთან ერთად, რუსეთისკენ შემყურე. ვინმეს სჯეროდეს, წავიდეს და რამე ისწავლოს რუსეთში და რომელიმე ორგანიზაცია ჩადიოდეს და იმედი ჰქონდეს, რომ რაღაც მშვიდობიან მოლაპარაკებებს ჩაატარებს რუსეთთთან. ჩვენი მომავალი არის ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ევროპაში“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მან ხვალ, 8 ნოემბერს, 8 საათზე შეკრება დააანონსა. მისი თქმით, ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით გეგმავდნენ შეკრებას, თუმცა ღონისძიების არსი მაინც არ შეიცვლება. „ხვალ იქნება ევროკომისიის დასკვნა, რომელიც არ არის ჯერ გადაწყვეტილება, მაგრამ ეს დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვგეგმავდით ხვალ, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე დიდ ღონისძიებას და დიდ კონცერტს. შევიკრიბებით არა ზეიმისთვის, რადგან ზეიმი იქნება მაშინ, თუ მივიღეთ ჩვენ პასუხი დეკემბერში, არამედ იმისთვის, რომ დაგვეწყო ხელმოწერების დიდი კამპნაია, რომელშიც ყველანი ვიქნებით ჩართული. ჩვენი საზოგადოება დღეს უნდა იყოს ერთიანი – დიდი ინიციატივა, დიდი მობილიზაცია, დიდი აქტიურიობა და ხვალ იქნება ამ დღის საწყისი, რადგან რუსეთმა სცადა, კიდევ შეგვიცვალოს დღის ჩვენი წესრიგი. ჩვენ დღეს მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება არანაირი კონცერტი. ჩვენ შევცვალეთ ხვალინდელი ღონისძიების სახე, მაგრამ არა მისი არსი. ხვალ შევიკრიბებით და ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში და გვექნება დიდი გზავნილი ევროპისკენ. ევროპას ვეტყვით და გავაგზავნით ევროპაში ჩვენს ხმას. ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ. არ იქნება კონცერტი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ შევიკრიბებით და დავიწყებთ, როგორც ვაპირებდით, ხელმოწერების კამპანიას, რამეთუ რუსეთი ვერასოდეს ვეღარ შეგვიცვლის დღის წესრიგს. ეს არის ჩვენი წარსულიდან მაგალითი, რომელიც მოგვყვება, რომ საქართველომ თავისი გზა არასოდეს შეცვალა და ჩვენ ამ გზას არ შევცვლით. ეს არის ქართველი ხალხის ნება და ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ყველა გატაცებულ ადამიანზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ძალიან მძიმე ბედზე. ჩვენი პასუხია, რომ ჩვენ შევალთ ევროპაში და იქ გვექნება ის, რაც ეკუთვნის საქართველოს – იმ ევროპულ ოჯახში ერთად ყოფნის და მშვიდობიანად ყოფნის მომავალი. ხვალამდე, 20:00 საათზე ჩვენ შევიკრიბებით და ეს იქნება ჩვენი ხმა ევროპაში,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
პრეზიდენტი ევროპელ დიპლომატებს: არ შეიძლება, საქართველოს უარი ეთქვას სტატუსზე, რადგან ყოველდღიურად, ასეთ რთულ ვითარებაში უწევს ქართველ ხალხს ცხოვრება
შეხვედრა, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, კირბალში მომხდარ ფაქტზე საუბრით დაიწყო. ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები არ იცვლება და ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის ევროპა და ევროპული მომავალი, ასეთ რთულ ვითარებაში. პრეზიდენტის განცხადებით, ევროკომისიის ხვალინდელი დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილება, რომელსაც დეკემბერში ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ. არ შეიძლება, საქართველოს უარი ეთქვას სტატუსზე, რადგან ყოველდღიურად, ასეთ რთულ ვითარებაში უწევს ქართველ ხალხს ცხოვრება. „ევროპას უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა, ვიკრიბებით ხვალ, რომ საზოგადოების ყველა წევრმა საკუთარი ნება გამოხატოს,” - აღნიშნა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
ევროკომისიის პრეზიდენტი: საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებები მთავრობამ უფრო მეტად უნდა გაითავისოს
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „სრულად უჭერს მხარეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის გულწრფელ სურვილს, გაწევრიანდეს ევროკავშირში“ და „ევროკავშირისადმი ეს მისწრაფებები უფრო მეტად უნდა გაითავისოს ელისუფლებამ.“ ფონ დერ ლაიენის თქმით, საქართველომ ბოლო თვეების განმავლობაში „გადადგა ნაბიჯები ევროკავშირთან ჩართულობის გასაძლიერებლად და რეფორმების განსახორციელებლად“, მათ შორის მიიღო კანონები გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მართალია, საქართველოში წარმოდგენილია სასამართლო რეფორმა, თუმცა „ჯერ კიდევ საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „ჰოლისტური“ რეფორმა“. მან ახსენა, რომ საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი და სამოქმედო გეგმა ვენეციის კომისიას გაუზიარა დასკვნის მისაღებად. „შემუშავდა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია და მუშავდება სამოქმედო გეგმა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ძლიერი მრავალპარტიული პოლიტიკური კონსენსუსის შექმნა ხელს შეუწყობს პოლარიზაციის მოგვარებას და დააჩქარებს მის ევროპულ გზას,“ - განაცხადა ლაიენმა რადიო თავისუფლების ცნობით. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა რა სამუშაოს შესრულებას ელოდება ევროკომისია საქართველოსგან - რას მოიცავს 9 ნაბიჯი
პრეზიდენტი პრემიერის ვიზიტის პარალელურად პარიზში ჩადის
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარიზში ჩადის. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის მშვიდობის ფორუმზე პანელში მიიღებს მონაწილეობას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან ერთად. „დავესწრები ამ ფორუმს, როგორც იყო დაგეგმილი და იმის გათვალისწინებით თუნდაც, რომ როგორც ახლა დაიგეგმა, პრემიერიც დაესწრება. ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიეთ, გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა,“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლის წინ შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. პრემიერი ემანუელ მაკრონის მიწვევით საფრანგეთში გაემგზავრა
პრეზიდენტი: ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ოკუპაციას
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ომის, ოკუპაციის და სხვა ზეწოლის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა თავისი თქვა, თავისი გზა აირჩია. ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ეს არის ჩვენი პასუხი ოკუპაციას, ეს არის ჩვენი პასუხი ყველა იმ უღირსობაზე, ეს არის ყველას გამარჯვება,“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა. მან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ასევე მიულოცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებსაც. „გილოცავთ! გილოცავთ ჩემო თანამემამულეებო, გილოცავთ აქ, საქართველოში და თქვენ, ვინც საზღვრების მიღმა ხართ. გილოცავთ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს, რამეთუ, ერთი რამ ნამდვილად ვიცი, ჩვენი ევროპული მომავალი, თქვენი ევროპული მომავალიც არის. გილოცავთ, რამეთუ ეს დღე თქვენ გეკუთვნით, ეს დღე საქართველოს მიღწევაა. დღეს ნამდვილად მიხარია. დღეს ყველას ერთად გვიხარია. ეს დღე ჩვენი წინაპრების არის, ვინც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების, დემოკრატიის და წინსვლისთვის იბრძოდა და სიცოცხლე შესწირეს. ეს დღე აუცილებლად ილიასია, დღეს მისი დაბადების დღეა. ეს დღე აკაკისია, ნიკოსი, ვაჟასი, სულხან-საბასი, ერეკლესი ... არ შემიძლია ყველა ჩამოვთვალო. ეს დღე არის ჩვენი ყველასი, ვინც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით იზიარებდა ამ უდიდეს მისწრაფებას, რომ საქართველო იმ ცივილიზებული ოჯახის წევრი ყოფილიყო, რასაც ჰქვია ევროპული ცივილიზაცია, ევროპული კულტურა, ჩვენი კულტურის და იდენტობის საფუძველზე. ეს დღე ზვიადის და მერაბის არის. ეს დღე ასევე ზურაბ ჟვანიასია. ყველა ამ ქვეყნის მეთაურისა, რომელმაც ამ დიდ საოცნებო საქმეში თავისი წვლილი შეიტანა. ყველაზე უფრო მეტად, ეს დღე თქვენი დღეა, რამეთუ ქართველი ხალხის ურყევი ნების გამოხატვაა, ლხინსა და ჭირში, ომის და ოკუპაციის და სხვა ზეწოლის მიუხედავად ქართველმა ხალხმა თავისი თქვა, თავისი გზა აირჩია, აღარ უყოყმანია ამ გზაზე. ვიცით, რომ ეს გზა ჩვენი კულტურის, იდენტობის, ჩვენი დაცულობის, მშვიდობის და ტერიტორიული გამთლიანების ერთადერთი გზაა. სხვა გზა კი მონობამდე და ჩვენი თავის დაკარგვამდე მიდის, ეს ქართველ ხალხს არ ესწავლება. ეს დღე არანაკლებად იმათი დღეა, ვინც ამ ქვეყნის სადარაჯოზე იდგა და ამ დღეს ვერ დაესწრო. ვინც ამ ქვეყნის უსამართლო და ტრაგიკულ ოკუპაციას ემსხვერპლა. ყველას დღეა. ამ შეუპოვარ სამშობლოს სიყვარულზე დგას ჩვენი წარსულიც და მომავალიც. ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ეს არის ჩვენი პასუხი ოკუპაციას, ეს არის ჩვენი პასუხი ყველა უღირსობაზე, ეს არის ყველას გამარჯვება, ვინც ამას ებრძოდა, ვინც ამას გაუმკლავდა და დღევანდელ დღეს აქ არიან სინამდვილეში, ისინი ამ დღისთვის იბრძოდნენ. მინდა წუთიერი დუმილით ვაგოთ პატივი, მათი ხსოვნა იყოს ამ დღეს, ამ სიხარულში ჩვენთან ერთად,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა რა სამუშაოს შესრულებას ელოდება ევროკომისია საქართველოსგან - რას მოიცავს 9 ნაბიჯი
საქართველოს პრეზიდენტი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა, რომელიც 10-11 ნოემბერს გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს. „ხვალ საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან ალან ბერსესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პანელის მუშაობაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავს ,,From Multicrisis to Multiconflicts: how to stop the vicious circle,“ იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში 8 ნოემბერს გაემგზავრა. სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას, 8 ნოემბერს განაცხადა, რომ 9 ნოემბერს მიემგზავრება პარიზში, სადაც მშვიდობის ფორუმი ტარდება და რომელსაც პრემიერი დაესწრება. „ნებსით თუ უნებლიეთ პრივეს გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა,“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა. „რაც შემეხება მე, პირადად, რასაც ვაკეთებდი აქამდე, იმას გავაკეთებ და გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას. ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი. მონაწილეობა უნდა მივიღო შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც განიხილავს კრიზისებს და კონფლიქტებს,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი: ევროკომისიამ პოლიტიკურად ძალიან ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს გარკვეულწილად აიძულებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას, ერთ ევროპულ სიხშირეზე იყვნენ
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ France 24-თან. ინტერვიუს თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. _ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ აღნიშნავდით გუშინ ამ გამარჯვებას - ეს თქვენი სიტყვებია, ქართველებთან ერთად, რომლებიც ათასობით შეიკრიბნენ თბილისში. უპირველეს ყოვლისა, რა განცდას იწვევს თქვენში ევროკავშირში გაწევრიანების ეს პროექტი? ეს პროექტი არის პერსპექტივა საქართველოსთვის, ერთადერთი პერსპექტივა, უსაფრთხოების პერსპექტივა, პერსპექტივა იმისა, რომ ქვეყანა ამ ევროპული ერთიანობის, დემოკრატიის ნაწილი იყოს, რის გარეშეც საქართველომ იცის, რომ ის მარტო რჩება რუსეთის წინაშე. ვფიქრობ, რომ დღეს დემოკრატიისა და ევროპასთან ღირებულებების გაზიარების გარდა, სიღრმისეული მოტივაციაა იმის ცოდნა, რომ საქართველო არ შეიძლება დარჩეს მარტო, იზოლირებული ამ უფრო და უფრო ტურბულენტურ მსოფლიოში და რომელშიც რუსეთმა აჩვენა და ისევ და ისევ ყოველდღიურად უკრაინაში აჩვენებს, თუ რაოდენ იმპერიალისტურია ის. საქართველო მაქსიმალურად უნდა მიუახლოვდეს ევროპას და ამის აღნიშვნა ხდებოდა გუშინ. რუსეთისგან დასაშორებლად… რუსეთისგან თავის უკეთ დასაცავად. ამ ახალ სტატუსზე ევროკომისიამ გასულ წელს უარი გითხრათ. ბრიუსელმა მოგცათ 12 რეკომენდაცია, რომელთაგან მხოლოდ 3 იყო შესრულებული. ფავორიტიზმს აქვს ადგილი ბრიუსელის მხრიდან? ასეთი რამ უკვე მომხდარა. მე არ დავასახელებ ქვეყნებს, სადაც რეკომენდაციები სრულად არ შესრულებულა, მაგრამ ვფიქრობ, ბრიუსელი აცნობიერებს, რომ ერთი მხრივ, არის იმ პროგრესის შეფასება, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყო საქართველოში, და ასევე არის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რაც ასევე გასათვალისწინებელია. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა (რაც 27 ქვეყნის მიერ დეკემბერში გადაწყდება) საქართველოს წითელი ხაზის მიღმა დატოვებდა, ნაცრისფერ ზონაში, რაც ძალიან საშიში იქნებოდა რეგიონის სტაბილურობისთვის, შავი ზღვის სტაბილურობისთვის და უმიზეზო წახალისება, საჩუქარი იქნებოდა რუსეთისთვის. _ეს ასევე სასჯელი იქნებოდა ქართველებისთვის, რომლებიც როგორც ვნახეთ… ქართველებისთვის ეს უდიდესი იმედგაცრუება იქნებოდა, რადგან მათ აქვთ განცდა, რომ იმსახურებენ ევროპაში შესვლას მათი წარსულის, ღირებულებების, 30 -წლიანი განვლილი გზის გამო. იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართველებს მუდმივად სურდათ ევროპა და აცხადებდნენ ამას ოკუპაციის, 2008 წლის ომის, რუსეთის მხრიდან მრავალი ზეწოლის მიუხედავად. გუშინწინ, ამ შესანიშნავი ამბის გამოქვეყნების წინა დღეს, ჩვენ ვგლოვობდით, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ზონაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოკლეს რუსული ტყვიით და მეორე მოქალაქე გაიტაცეს. საერთაშორისო მსოფლიოსთვის ეს ჩვეული რამაა, ჩვენ მუდმივად ამ რეჟიმში ვცხოვრობთ და მიუხედავად ამისა, საქართველო ბანაკს არ იცვლის და ევროპისკენ იყურება, რადგან ვიცით, რომ ეს ჩვენი ერთადერთი მომავალია. _გაერთიანების თქვენი მოთხოვნა ფორმულირებული იყო უკრაინის და მოლდოვის მოთხოვნასთან ერთად. მოლდოვა თქვენზე უფრო სწრაფად მიიწევს წინ, რადგან მან მიიღო ევროკავშირის მწვანე შუქი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებზე. თქვენ გული დაგწყვიტათ ამ დაშორებამ? ეს დაშორება გასულ წელს დაიწყო, როდესაც ჩვენ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. იყო გარკვეული იმედგაცრუება, მაგრამ ყველამ იცის და აღიარებს, რომ იქ არ ვიქნებოდით, სადაც ვართ, რომ არ ყოფილიყო უკრაინა, უკრაინელების ბრძოლა და გარკვეულწილად ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩვენ არამარტო ვიღებთ…. გუშინ საღამოს მე დავურეკე პრეზიდენტ ზელენსკის და მაია სანდუს, რათა მიმელოცა ორივესთვის და მადლობა გადამეხადა პრეზიდენტ ზელენსკისთვის, რომ მან გარკვეულწილად დააჩქარა ეს პროცესი, მისი ნებისგან დამოუკიდებლად, რუსეთის აგრესიის შედეგად. საკუთარი, ჩვენი და ევროპის თავისუფლებისთვის მათმა ბრძოლისუნარიანობამ გამოიწვია ის, რომ ვართ იქ, სადაც ვართ უფრო ადრე, ვიდრე ეს ევროპული კალენდრით იყო გათვალისწინებული. მან დააჩქარა ევროპული კალენდარი. _ეს დამატებითი ნაბიჯია. როგორც თქვენ თქვით, ახლა საჭიროა 27 წევრი ქვეყნის დასტური. ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართველებმა უნდა გაატარონ მნიშვნელოვანი რეფორმები. ვნახეთ, რომ მოსახლეობა აშკარად ევროპისკენაა მიმართული, მაგრამ ქართული მთავრობა უფრო და უფრო ღიად პრორუსულია. როგორც აღვნიშნეთ იყო თქვენი გადაყენების მცდელობა, მთავრობა იძულებული გახდა სასწრაფოდ გაეხმო ,,უცხოელი აგენტების შესახებ“ რუსული კანონის მსგავსი კანონპროექტი. არ გეშინიათ, რომ საქართველოს მთავრობა ხელს შეგიშლით ამ რეფორმების ბოლომდე განხორციელებაში? ეს დამოკიდებული იქნება მოსახლეობაზე. ჩვენ დემოკრატიულ სისტემაში ვართ, ხალხის ხმა, ხალხის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ შევკრიბე გუშინ, არა მხოლოდ აღსანიშნავად, რადგან არ ვიცოდით აღსანიშნავი ამბავი იქნებოდა თუ არა, არამედ ხელმოწერების კამპანიის დასაწყებად, რამაც 15 დეკემბრამდე უნდა მიგვიყვანოს. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე, რათა ევროკომისიისთვის გვეჩვენებინა, რომ საქართველოს მთლიანი მოსახლეობა გულშემატკივრობს ევროპისკენ მიმავალ ამ გზას. მთავრობები იცვლება და მოსახლეობა რჩება. 2024 წელი არჩევნების წელია, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის თვეში ჩატარდება, შეიძლება, ვიხილოთ ევოლუცია, მაქსიმალურად სტაბილური და მშვიდი, რომელიც მიგვიყვანს კოალიციურ მთავრობასთან. _პრორუსულად მიჩნეულმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ახალი სტატუსი ისტორიული გამარჯვება იყო. გაგაკვირვათ ამან? გამახარა. ის დღეს საფრანგეთში იმყოფება და ესწრება მშვიდობის ფორუმს, ხვდება პრეზიდენტ მაკრონს. ამან [განცხადებამ] მე გამახარა, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკომისიამ პოლიტიკურად ძალიან ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს გარკვეულწილად აიძულებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას ერთ ევროპულ სიხშირეზე იყვნენ. ვნახოთ…. ვფიქრობ, რომ სტატუსი, რომელსაც იმედია, წლის ბოლოს მივიღებთ, იქნება არა სტატუსი მონიჭებული საქართველოსთვის როგორც “საბოლოო ანგარიშსწორება“, არამედ როგორც „strings attached", უფრო მეტი და უფრო ძლიერი კავშირი ევროპასთან, ევროპის მეტი ჩართულობა. ევროპა უნდა იყოს ჩვენთან ერთად, ეტაპობრივად, შემდეგ ეტაპამდე. იმედი მაქვს, რომ იქნება თუ გვექნება დემოკრატიული არჩევნები, ეს საშუალებას მისცემს, წარმოიშვას ახალი კოალიცია, ამ შემთხვევაში, შევასრულებთ ყველა პირობას, რომ ჩვენ გავხსნათ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ერთი წელი გვაქვს დაგვიანება უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ეს წელი უნდა ავინაზღაუროთ და ამისათვის ევროპა ჩვენს გვერდით უნდა იყოს. _როდისთვის ფიქრობთ ამ პროექტის დასასრულამდე მიყვანას? ვფიქრობ, პროცესია მნიშვნელოვანი. ის, თუ რას ვგრძნობთ. მოსახლეობამ გუშინ კარგად იგრძნო, რომ ჩვენ ამ გზაზე მარტონი არ ვართ. ეს რთული პროცესია. გაწევრიანებაზე და წევრი ქვეყნის იურიდიულ სტატუსზე უფრო მნიშვნელოვანია ევროპულ ოჯახში ყოფნა და ის, რომ გარეთ არ ვიყოთ დატოვებული. ეს არის ფუნდამენტური. _ქართული მთავრობის ეს პრორუსული პოზიციონირება შესაძლებელია ასევე გავლენას ახდენს თქვენს მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ, რომელიც რუსეთთან ომში იმყოფება.. სლოვაკეთის ახლადარჩეულმა პრორუსულმა პრემიერმა ფუკომ შეწყვიტა უკრაინისათვის იარაღის მიწოდება. ხომ არ შიშობთ, რომ საქართველო იგივე გზით შეიძლება, წავიდეს? ჩვენ არ ვაწვდით იარაღს უკრაინას, ცხადი მიზეზების გამო, სტრატეგიული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ორი ოკუპირებული ტერიტორია გვაქვს, არის რაღაცები, რისი უფლებაც არ შეგვიძლია, მივცეთ საკუთარ თავს და ამასთან დაკავშირებით მე მთავრობისგან განსხვავებული შეხედულება არ მაქვს. მაგრამ მე, ისევე როგორც მოსახლეობა, უფრო ღიად ვუცხადებ სოლიდარობას უკრაინას, რაც ვთვლი, რომ აუცილებელია, რადგან ჩვენ გვაქვს მსგავსი ისტორია, წარსული და დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ერთნაირი მომავალი ევროპაში. ეს სოლიდარობა აუცილებელია და თუ თქვენ ჩამოხვალთ თბილისში, ამ სოლიდარობას ყველგან დაინახავთ უკრაინული დროშების სახით, რომლებიც ისევე მრავლადაა, როგორც ქართული და ევროპული დროშები. _ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ პარიზში იმყოფებით ,,პარიზის მშვიდობის ფორუმის“ ფარგლებში. რა აზრის ხართ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე, მოუწოდებთ თუ არა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისკენ? მე არაფრისკენ არ მოვუწოდებ. ეს არ არის ჩემი როლი. მე განადგურებული ვარ მიმდინარე მოვლენებით. ჩვენ საუკუნოვანი სოლიდარობა გვაკავშირებს ისრაელთან და კარგად გვესმის, რომ ისრაელი გრძნობს მუქარას და მისი ტერიტორიის შენარჩუნება სუვერენულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ტერორიზმი დაუშვებელია და ამავდროულად, ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომელსაც დღეს ვხედავთ არის ტრაგიკული, დრამატული და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს დრამატული სიტუაციები და მე არ შემიძლია, არ დავინახო ბავშვები… ღაზაში… …იმ მდგომარეობაში, რაც თქვენ აჩვენეთ. ყოველდღიურად ვხედავთ სიტუაციის დამძიმებას და ვფიქრობ, ყველამ ერთად უნდა იპოვოს გამოსავალი.