ძებნის რეზულტატი: პრეზიდენტი

პრეზიდენტი: საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა Twitter-ე წერს: „რუსული კანონის” წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი აქციები თბილისში. „სპეცრაზმელები” წყლისა და გაზის ჭავლებით მზადყოფნაში არიან, ევროპული მომავლის დამცველი მოქალაქეების წინააღმდეგ დაიწყონ მოქმედება. მიმდინარეობს დაკავებები. საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს!“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა  

პრეზიდენტი ხელისუფლების ქმედებას „დესტაბილიზაციის რუსულ სტრატეგიად“ აფასებს

პრეზიდენტი "დესტაბილიზაციის რუსულ სტრატეგიას" უწოდებს ე.წ. „უცხოური აგენტების კანონის" მიღების მცდელობას პროტესტის ფონზე. „ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა,“ - ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შექმნილ ვითარებას. ის ხელისუფლების ქმედებას დესტაბილიზაციის რუსულ სტრატეგიად აფასებს. „თბილისში მასობრივი პროტესტის მეორე დღე რუსული კანონის წინააღმდეგ. ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა - დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია,“ - განაცხადა პრეზიდენტმა სოციალურ პლატფორმა X-ზე განთავსებული პოსტით. ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს სრულად ვერ მოესწრო  

პრეზიდენტი: ვინ გადაწყვიტა, რომ ეს კანონი ხელახლა უნდა შემოღებულიყო, ეს არის მთავარი კითხვა გამჭვირვალობის შესახებ

საქართველოს პარლამენტში "აგენტების კანონის" პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში გამოიყენებს მის წინააღმდეგ ვეტოს დადების უფლებას იმის მიუხედავად, რომ "მმართველ პარტიას" აქვს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა. პრეზიდენტის განმარტებით, მისი ვეტო იქნება ხალხის ხმისა და სურვილის გამოხატულება, რომელიც მტკიცედ ეწინააღმდეგება მასიური, მშვიდობიანი პროტესტით "აგენტების კანონს." სალომე ზურაბიშვილი ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ არსებობს კითხვა, ვინ და სად გადაწყვიტა "აგენტების კანონის" უკან დაბრუნება. „შეშფოთება მთავარი საგანი ის არის, რომ ეს პუტინის კანონის ზუსტი ასლია, რომელიც 2012 წელს მიიღეს და თანდათან გაიზარდა და განვითარდა. ეს არის კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის წინააღმდეგ, მედიის საქმიანობის წინააღმდეგ და ეს არის კანონი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, ევროპის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას, ჩვენი ეკონომიკის განვითარებას უკანასკნელ 30 წელზე მეტია. ამიტომ ეს ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს. შარშან იგივე კანონი მასიური დემონსტრაციების შედეგად იქნა უარყოფილი და მისი მიღება ვერ მოხდა. ამჯერად, ამ კანონის თავიდან გამეორება პირდაპირ პროვოკაციას წარმოადგენს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილმა ამავე ინტერვიუში აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული დაფინანსების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალეა. პრეზიდენტის შეფასებით. „რაც არ არის გამჭვირვალე ეს არის კორუფცია ხელისუფლების მაღალ დონეზე.“ „თქვენ იცით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს, ძალიან მკაცრი წესები აქვთ, როდესაც ისინი ფინანსდებიან, მათი მხარდაჭერის გამჭვირვალობის მხრივ. ეს ნათელია. ამ დეტალების პოვნა ყველას შეუძლია. რაც არ არის გამჭვირვალე ეს არის კორუფცია ხელისუფლების მაღალ დონეზე. იგი გადაწყვეტილებების მიღებისას გამჭვირვალე არ არის, განსაკუთრებით ამ გადაწყვეტილების შესახებ, კანონის ხელახლა შემოტანის შესახებ, როდესაც ყველა ჩვენმა ევროპელმა პარტნიორმა განაცხადა, რომ ეს ეწინააღმდეგება ევროკავშირში მომავალ ინტეგრაციას. ვინ გადაწყვიტა, რომ ეს კანონი ხელახლა უნდა შემოღებულიყო, ამ გადაწყვეტილების მიღება საქართველოში მოხდა თუ ჩვენს საზღვრებს გარეთ, მოსკოვში? გამჭვირვალობის შესახებ ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც ქართველები სვამენ, დიდი რაოდენობით ქართველი სვამს. დღეს უკვე მასიური დემონსტრაციების მესამე დღეა, მშვიდობიანი დემონსტრაციების და მე მოვუწოდებ ხელისუფლებას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აგრესიას არ მიმართოს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანების შანსების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ „ეს არის კანონი, რომელიც ხელისუფლების ზოგიერთი წევრის განზრახვას ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ხელი შეუშალონ.“ „მაგრამ ის, რაც ქუჩებში ხდება, გვაჩვენებს, რომ ხალხს ამ მიმართულებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. მთავარი ამოცანა 26 ოქტომბერს, არჩევნებთან ერთად იქნება და ასევე, ეს კანონი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის ხელის შეშლის საშუალებაც არის. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება, რადგან საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობა საუკუნეების მანძილზე ჰქონდა გადაწყვეტილი,“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და განმარტა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. „მე კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ, ისევე როგორც ყველა სხვა კანონის შემთხვევაში ვაკეთებ. რადგან ეს მხოლოდ ერთი არ არის, ეს არის მთელი სტრატეგია, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. ჩემი ვეტო პარლამენტში დაძლეული იქნება, სადაც უმრავლესობას ეს შეუძლია. მაგრამ ჩემი ვეტო ხალხის ხმაა და ამ ხმის გაგონება ხმამაღლა და ნათლად მოხდება,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, ორი დღის განმავლობაში ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია დღესაც იგეგმება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზემიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები  

პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხარეს - 83 დეპუტატი, რომლებმაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ, პროტესტის მესამე ღამეს“ აცხადებს, რომ ხალხი ყოველთვის იმარჯვებს. „რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ ღირსეული პროტესტის მესამე ღამე! ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხარეს - 83 დეპუტატი, რომლებმაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს. ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!“ წერს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, მესამე დღეა, ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია ახლაც მიმდინარეობს. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები  

პრეზიდენტი: პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!

„პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!“ - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.პრეზიდენტის თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტი დღეს არ სრულდება.„პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა! ხალხმა სიმშვიდისა და შემართების მაგალითი ყველას მოგვცა! დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!" - განაცხადა პრეზიდენტმა. რა ვითარებაა მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც პროტესტის მონაწილეებმა გადაინაცვლეს

ქემერონის შემდეგ, ტრამპს პოლონეთის პრეზიდენტი შეხვდა

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჯეი დუდა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. დონალდ ტრამპმა პოლონეთის პრეზიდენტს ნიუ-იორკში, Trump Tower-ში უმასპინძლა. დონალდ ტრამპმა და ანჯეი დუდამ NATO-ს წევრების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდის საკითხი და უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილეს, თუმცა დეტალები არ გასაჯაროებულა. „მან ფანტასტიკური სამუშაო გასწია და ის ჩემი მეგობარია. ჩვენ ერთად ოთხი შესანიშნავი წელი გავატარეთ. ჩვენ პოლონეთს მხარს ბოლომდე ვუჭერთ,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა ანჯეი დუდასთან შეხვედრისას. ტრამპის კამპანიამ მცირე ინფორმაცია გაავრცელა შეხვედრის შესახებ, მაგრამ განაცხადა, რომ მათ განიხილეს დუდას წინადადება NATO-ს ქვეყნებისთვის, გაეზარდათ თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტამდე - პოზიცია, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე გაასაჯაროვა გასულ თვეში Washington Post-ის სტატიაში. სტატიაში დუდა ამბობდა, რომ „რუსეთის იმპერიალისტური ამბიციები და აგრესიული რევიზიონიზმი უბიძგებს მოსკოვს NATO-სთან პირდაპირი დაპირისპირებისკენ“ და რომ NATO მზად უნდა იყოს საფრთხესთან გასამკლავებლად. ტრამპის კამპანიამ გაასაჯაროვა საკითხები, რომლებიც აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ქემერონთან შეხვედრაზე განიხილა  

პრეზიდენტი: საქართველოს მოსახლეობა არასდროს მისცემს საშუალებას აშკარად პრორუსულ მთავრობას, კვლავ მის მთავრობად დარჩეს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნათელია ის, რომ საქართველოს მოსახლეობა არასდროს მისცემს საშუალებას მთავრობს, რომელიც აშკარად პრორუსულია, კვლავ მის მთავრობად დარჩეს, რადგან ეს ეწინააღმდეგება მის ძირითად ეგზისტენციალურ არჩევანს, რომელსაც საქართველო მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის აკეთებს და რომელიც არ შეიცვლება. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანებას და ეს არჩევანი არასდროს შეცვლილა. „ჩვენ ვართ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და ძალიან ახლოს ვართ მოლაპარაკებების დაწყების პროცესთან, რომელიც უკრაინამ და მოლდოვამ უკვე დაიწყეს. ყველა ქართველი თავს ევროპელად გრძნობს, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი, გასული 30 წლის განმავლობაში მუდმივად, აცხადებს, რომ სურს ევროკავშირსა და ატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანება. ეს არის ის, რაც ვერაფერმა შეცვალა, ვერც ომმა, ვერც ტერიტორიის ოკუპაციამ - მოსახლეობის სიმტკიცე ურღვევია და არ შეიცვლება და სწორედ ეს სიმტკიცე მიგვიყვანს არჩევნებზე წელს ოქტომბერში და დარწმუნებული ვარ, რომ გასული წლის მსგავსად, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, წელს მივიღებთ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. პრეზიდენტის შეფასებით, ეს არის რუსული კანონი, ეს არის პუტინის კანონის ზუსტი ასლი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მიიღეს სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განადგურების მიზნით. მისი თქმით, შარშან, ეს კანონი ვერ მიიღეს და ჩვენ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი საქართველოს მოსახლეობის პროტესტის წყალობით. „ახლა ჩვენ ერთი ნაბიჯით მიახლოებული ვართ ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან წლის ბოლოს, შესაძლოა, მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და რუსეთმა დაიწყო ჰიბრიდული სტრატეგია და ცდილობს, შეგვაჩეროს ამ გზაზე და მათ აშკარად ეხმარება დღევანდელი ხელისუფლება,“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. კითხვას, რას მოიმოქმედებს ის, თუკი საქართველოს ხელისუფლება კანონპროექტს დაამტკიცებს, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ შეუძლია, ვეტო დაადოს კანონპროექტს, მაგრამ ეს უფრო სიმბოლური ვეტო იქნება, რადგან მმართველ პარტიას ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა ექნება. „ასე რომ, ახლა მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ყურადღების მიქცევა, რადგან კანონი ჩვენი პარტნიორების, საქართველოში მოქმედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წინააღმდეგაც არის მიმართული. ეს არის ნამდვილად გეოპოლიტიკური ომი, არა სამხედრო ომი, როგორსაც თქვენ ახლა უკრაინაში ხედავთ, არამედ, სხვა ტიპის, „რბილი“ ომი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.  

პრეზიდენტი: არჩევნების თემა იქნება: რუსეთი თუ ევროპა

„რასაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ვხედავთ, არის, მასობრივი, მაგრამ ძალიან მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რომელშიც ბევრი ახალგაზრდა მონაწილეობს. დარწმუნებული ვარ, გაგრძელდება,“ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში. მისი თქმით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა არჩევნების გზით უნდა მოიპოვოს. „ეს უნდა გახდეს სტრატეგია და უნდა იყოს მიმართული მომავალ არჩევნებზე. ჩვენ აღარ გვჭირდება ამ ქვეყანაში გადატრიალებები, რადიკალური გადაწყვეტილებები, ეს ქვეყანა უნდა დარჩეს სტაბილური და ჩვენი გზა ევროპისკენ არჩევნებში უნდა მოვიგოთ. არჩევნების თემა იქნება: რუსეთი თუ ევროპა და ეჭვი არ მეპარება, რას აირჩევს საქართველო,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.  

პრეზიდენტი: არჩევნები გადამწყვეტი იქნება, რომ თავიდან მოვიშოროთ არა ოცნება, არამედ, ქართული კოშმარი

ხელისუფლებაში მყოფ პარტიას, ,,ქართულ ოცნებას“ ძალიან ორაზროვანი კავშირი აქვს მოსკოვთან. ის ბრალს სდებს ევროპას, რომ თითქოს, მას სურს საქართველოს ომში ჩათრევა. თქვენთვის მომავალი საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება? ამ შეკითხვას უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France info-სთან ინტერვიუში. „გადამწყვეტი იქნება იმისათვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა ოცნება, არამედ ქართული კოშმარი, რადგან საქართველოსთვის ყველაფერი, რაც არ არის მისი გზა ევროპისკენ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კონსოლიდაციისკენ კოშმარია. კითხვას: როგორც ეს 2008 წელს პეკინის ოლიმპიური თამაშების დროს იყო, შიშობთ, რომ ზაფხულში, პარიზის ოლიმპიადის დროს კიდევ იქნება რუსეთის თავდასხმა თქვენს ქვეყანაზე, პრეზიდენტი პასუხობს: „იცით, რუსეთთან დაკავშირებით არასოდეს უნდა თქვა არასოდეს. მაგრამ დღეს ნათელია, რომ რუსეთის სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით ცოტა სხვანაირია, ეს ჰიბრიდული ომის სტრატეგიაა პროპაგანდისა და ხელისუფლებაზე ზეწოლის მეშვეობით, რათა მათ მიიღონ რუსული კანონები, ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე რუსი მიგრანტების შემოდინების მეშვეობით. ჩვენ ჰიბრიდულ ომში ვართ, რომელსაც წინააღმდეგობას ვუწევთ, მაგრამ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს.“ როგორც ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით აღნიშნა, ხელისუფლებას რუსული სტრატეგია აქვს, რაც ევროპელ პარტნიორებთან „ჭადრაკის თამაშია“ საქართველოსთვის კურსის შესაცვლელად. „ჩვენ ევროპის კართან ვართ და ამ დროს ძლიერდება რუსეთის მხრიდან ზეწოლა, რაც გასაკვირი არ არის, ზეწოლა ძლიერდება კანონის მეშვეობით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერისა და დაფინანსების წინააღმდეგ პუტინის კანონის ასლია. ეს რუსული სტრატეგიაა. ეს ჭადრაკის თამაშია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ევროკავშირთან იმისათვის, რომ საქართველოს კურსი შეაცვლევინონ. გუშინ მე პარლამენტის თავმჯდომარემ უცხოური ძალის აგენტი მიწოდა, რადგან მე გამოვაცხადე ჩემი სურვილი, დამედო ვეტო ამ კანონზე, მაგრამ მოსახლეობა მედგრად დგას. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის შეძლებს უკან დაახევინოს მთავრობას, რომელმაც ეს კანონი ერთ წელიწადში მეორედ შემოიტანა სავარაუდოდ, მოსკოვის მოთხოვნით, მაგრამ ამ მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი: რუსეთს სურს, აქ დაწეროს ისტორია, რომელსაც ვერ წერს უკრაინაში

გასული წლის ნოემბერში თქვენმა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის ოფიციალური სტატუსი მოიპოვა. ეს უდავოდ გამარჯვებაა, პირველი ეტაპია, ვნახოთ, რა თქვა შარლ მიშელმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა: „ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის საპასუხოდ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა გასული წლის დეკემბერში. გასაგები რომ იყოს, ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებს, მის გაწევრიანების ტრაექტორიას და საქართველოს ევროკავშირისგან უფრო დააშორებს ვიდრე დაახლოებს“. ამის შიში გაქვთ თქვენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში თქვენი ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანებისთვის სახიფათოა? ამ შეკითხვას უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France info-სთან ინტერვიუში. „რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, ისევე როგორც სხვა კანონების მთელი სერია, რომელიც დიდი სისწრაფით მიიღება ახლა ხელისუფლების მიერ და რომლებიც ეწინააღმდეგება იმას, რასაც ევროკავშირი გვთხოვს, რათა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების დადასტურება მოხდეს. ამიტომ ვამბობ, რომ  ეს რუსული სტრატეგიაა. ეს ჭადრაკის თამაშია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ევროკავშირთან იმისათვის, რომ საქართველოს კურსი შეაცვლევინონ. საქართველო კავკასიის შუაგულში მდებარეობს, კავკასია საქართველოთი განისაზღვრება და ეს განსაზღვრავს ასევე სომხეთის მომავალსაც, სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთს სურს, აქ დაწეროს ისტორია, რომელსაც ვერ წერს უკრაინაში, ცხადია, სხვა საშუალებებით, მაგრამ ჩვენც გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. აქ ნამდვილი პოლიტიკური გავლენების თამაშია, რომელშიც საქართველოს მოსახლეობა ძალიან მკაფიოდ ამბობს და ხედავთ კადრებში ახალგაზრდებს, ამ ქვეყნის ყველა ახალგაზრდა ამ კანონის წინააღმდეგაა,“ ამბობს სალომე ზურაბიშვილი.  

პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ ქმედებებზე: ერთადერთი შესაძლო პასუხი არის ის, რომ ისინი არიან რუსეთის ზეწოლის, ან გავლენის ქვეშ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია, LN24-თან სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. მინდა, თქვენი რეაქცია გაგვიზიაროთ ამ კადრებთან დაკავშირებით, ქუჩაში გამოსული ათასობით ქართველი ცდილობს მათი ბრაზი და წინააღმდეგობა გამოხატოს უცხოური გავლენის კანონის წინააღმდეგ. საქართველოს დამოუკიდებლობიდან და ბევრად უფრო ადრეც, საუკუნეებით უფრო ადრე, მაგრამ განსაკუთრებით დამოუკიდებლობის შემდეგ, ყველა გამოკითხვა გვიჩვენებს რომ საქართველოს მოსახლეობის 80 %-ზე მეტს სურს ევროპული მომავალი, ევროინტეგრაცია და ყველაფერს აკეთებს ამ მიმართულებით, ამიტომ გასაოცარი არ არის ეს [გამოსვლები], რადგან ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ და როგორც ევროპელი ლიდერები გვპირდებიან, თუ დავაკმაყოფილებთ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს, წლის ბოლოს გვექნება საშუალება დავიწყოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. და სწორედ ამ დროს არის მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის ყველაზე აშკარაა ეს რუსული კანონი, ეს კანონი, რომელიც პუტინის მიერ რუსეთში მიღებული კანონის ასლია, რომელიც პირდაპირ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც წარმოდგენილი არიან საქართველოში და ქვეყანას წლების განმავლობაში დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებაში, კულტურის, განათლების სფეროებში ეხმარებიან. ეს ქვეყანა 30 წლის განმავლობაში ევროპელების და ამერიკელების ყურადღებას და მხარდაჭერას იღებდა. ესაა მიზანში ამოღებული და გასაკვირი არ არის, რომ ერთი მხრივ, რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები ულოცავენ საქართველოს ხელისუფლებას ამ კანონს, და ამის საპირისპიროდ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, როგორც ევროპელები, ისე ამერიკელები აპროტესტებენ და შეშფოთებული არიან ამ კანონის მიღების პროცესით. თქვენ ევროკავშირში გაწევრიანებისათვის აუცილებელ პირობებზე, გასატარებელ რეფორმებზე საუბრობდით. ეს კანონი კატასტროფაა ქვეყნისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან სრულიად შეუსაბამოა? ეს კანონი შეუსაბამოა, ამას ამბობენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას უარი თქვას მასზე. ჩვენ სხვა რეკომენდაციებიც უნდა დავაკმაყოფილოთ და ამ მიმართულებითაც არ არის არანაირი ხილვადი პროგრესი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და მოსახლეობას აქვს განცდა, რომ არაფერი არ კეთდება, ან პირიქით, ყველაფერი კეთდება, რომ ხელი შეეშალოს ამ პერსპექტივას, ამ შესაძლებლობას, რომელიც გვეძლევა  ბევრად უფრო ადრე, ვიდრე საქართველო ამას იმედოვნებდა და რომ ეს შესაძლებლობა მათ ერთმევათ. თუ ეს ვინმეს ინტერესებს ემთხვევა, ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესებია. რუსეთი ხედავს, რომ კავკასია ხელიდან ეცლება - დღეს საქართველო, და სომხეთი, უფრო და უფრო მეტად, რომელიც ევროპისკენ იყურება. რუსეთს სურს, სრული კონტროლი ჰქონდეს შავ ზღვაზე, უკრაინაზე, ჩვენს ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მას სურს ახალი სამხედრო პორტის გახსნა შავ ზღვაზე. კარგად ჩანს, რომ  რუსული სტრატეგია საქართველოს ევროპაში შესვლის შეჩერებასა და მის ევროპაში დამკვიდრების ხელშეშლას გულისხმობს, რისი წყალობითაც ქვეყანას ექნებოდა უსაფრთხოება, რომელსაც დემოკრატიული თანამეგობრობის წევრობა მოუტანდა. ამ ათასობით მანიფესტანტების კადრების გარდა, ასევე ვნახეთ ქაოსის კადრები, თუ როგორ ურტყამს უმრავლესობის დეპუტატს ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში, რაც შემდეგ პარლამენტარებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამის კადრის თავიდან არიდება გენდომებოდათ სავარაუდოდ, განსაკუთრებით ევროკავშირის წინაშე. ძალიან სამწუხაროა, ეს ასახავს იმ დიდ დაძაბულობასა და პოლარიზაციას, რომელიც ქვეყანაშია. სხვათა შორის, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული 9 რეკომენდაციიდან ერთ -ერთი რეკომენდაცია ამ პოლარიზაციის შემცირებაა. ეს საკითხი ჩემთვის შემაშფოთებელია, ჩემი მანდატის დასაწყისიდან ვცდილობდი სწორედ ამ პოლარიზაციის შემცირებას და ახლაც ვცდილობ გავაერთიანო პოლიტიკური პარტიები ერთი პლატფორმის ირგვლივ, რაც სწორედ ევროკავშირის მოთხოვნას უპასუხებდა იმისათვის, რომ წლის ბოლოს ჩვენ წარვდგეთ როგორც ქვეყანა, რომელმაც დააკმაყოფილა ამ რეკომენდაციების მთავარი ნაწილი, რომელიც ასევე ეხება სამართლის სფეროს რეფორმას, კორუფციას, დეოლიგარქიზაციას. ჩვენ მთელი პროგრამა გვაქვს და ეს პროგრამა უნდა გავითავისოთ და წინ წავიდეთ ჩვენი დიდი მეზობლის ინტერესების მიუხედავად, რომელიც ძალიან კმაყოფილი ჩანს, როდესაც ხედავს, რომ საქართველოს პარლამენტი იღებს კანონს, რომელიც არის რუსული კანონის იმიტაცია. თქვენ თქვით, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროპული გზის მომხრეა, მაგრამ მან მოიყვანა ხელისუფლებაში პარტია ,,ქართული ოცნება“, რადგან ის ამბობდა, რომ სურდა საქართველოს ევროპისკენ წაყვანა, და გააკეთა კიდევაც ეს. რატომ არის ასეთი შემობრუნება დღეს? ეს ძალიან რთული ასახსნელია. სწორედ ამ უმრავლესობამ შეიტანა კონსტიტუციაში მუხლი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც მის ძალაუფლებაშია, რომ ხელი შეუწყოს ამ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. და ისევ ეს პარტია დღეს აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რომ ხელი შეუშალოს ამ ინტეგრაციას. ერთადერთი შესაძლო პასუხი არის ის, რომ ისინი არიან რუსეთის ზეწოლის, ან გავლენის ქვეშ, რომელიც არის ერთადერთი, რომელსაც არანაირი ინტერესი არ აქვს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების დაჩქარებაში. თქვენ ისევ აპირებთ ვეტოს დადებას და შეუძლიათ თუ არა მათ ამ ვეტოს გადალახვა? დიახ, დიახ მე ვაპირებ ვეტოს დადებას, რადგან ეს მოსახლეობის სურვილთან ჩემი სოლიდარობის გამოხატვის საშუალებაა და დიახ, მათ შეუძლიათ მისი გადალახვა. ამისთვის იმავე რაოდენობის ხმებია საჭირო, რაც კანონის მისაღებად პირველ მოსმენაზე, და რა რაოდენობაც უდავოდ ექნებათ მეორე და მესამე მოსმენაზე, რადგან ვხედავთ, რომ ეს პარტია დღეს პოზიციონირდება როგორც ერთიანი პარტია, არანაირი განსხვავებული ხმა არ არსებობს და ისინი აუცილებლად გადალახავს ვეტოს, მაგრამ ჩვენი ხმა უფრო შორს მიდის. როგორც გითხარით, მე ვცდილობ პლატფორმის განვითარებას პოლიტიკურ პარტიებთან ერთად. ოქტომბერში ჩატარდება არჩევნები, რომელიც ნამდვილი პასუხი იქნება იმაზე, რაც დღეს საქართველოში ხდება, სადაც დაისმება კითხვა ევროპა, ან რუსეთი და ამ საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა შეძლებს გააკეთოს არჩევანი იმაზე, თუ რომელ მხარეს სურს წასვლა. ეს არჩევნები ნამდვილად გადამწყვეტი მომენტი იქნება თქვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის? ეს გადამწყვეტი მომენტი იქნება, ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი, რადგან ჩვენ მუდმივად გადამწყვეტი მომენტები გვაქვს. ეს გადამწყვეტი მომენტი იქნება და მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ მოსახლეობამ, ქართველმა ახალგაზრდობამ იცის თუ საით მიდის და იცის საით უნდა წასვლა.  

ახალგაზრდებმა მსვლელობით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს

ახალგაზრდებმა, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ იყვნენ შეკრებილები, მსვლელობით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ გამორიცხული არ არის, მათთან შესახვედრად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდეს. ადმინისტრაციასთან შეკრებილები სკანდირებენ: "წინ ევროპისკენ", "არა რუსულ კანონს", "საქართველო." აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს. ამ წუთისთვის ათონელის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.  

აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ

აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლიდან სანაპიროს გავლით მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან „არა რუსულ კანონს“, „საქართველო“ სკანდირებენ. მთავრობის ადმისტრაციასთან შესრულდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები.  

პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს: არ მეშინია, თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპულიც, დემოკრატიულიც, რაც მთავარია დამოუკიდებელი და ძალიან ქართული

„არ მეშინია, თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპულიც, დემოკრატიულიც, რაც მთავარია დამოუკიდებელი და ძალიან ქართული -ამ გზას გავივლით ერთად! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს, რომლებიც პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ, მადლობას უხდის. „ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს შენი ქვეყნის ახალგაზრდობა, ქვეყნის მომავალი, რომ მადლობის სათქმელად მოდის პრეზიდენტის სასახლესთან. მეც მადლობას გიძღვნით, რომ ხართ თავისუფალნი და ღირსეულნი, ძლიერნი და მართალნი. არ მეშინია, თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპულიც, დემოკრატიულიც, და რაც მთავარია დამოუკიდებელი და ძალიან ქართული. ამ გზას გავივლით ერთად!“ - წერს ზურაბიშვილი.  

პრეზიდენტი მმართველი პარტიის მიერ მოწყობილ „საყოველთაო შეკრებას“ „პუტინის სტილის“ აქციად აფასებს

„გუშინ, მასობრივი სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე „რუსული კანონის“ წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. დღეს, „პუტინის ტიპის“ მოქმედება: საჯარო მოხელეები თბილისში „ავტობუსებით გადაჰყავთ“ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების მისასალმებლად. ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა!“ - წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.  

პრემიერმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა

საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მისი წინა გამომსვლელი, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. „ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე ჩემი წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის. კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს,“ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  პრეზიდენტმა ქართულ ჯარს მიმართა: დღეს ამუშავდნენ შავ-ბნელი ძალები, დღეს კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას პრეზიდენტისადმი მიმართვის შემდეგ, პრემიერმა საქართველოს თავდაცვის ძალების 33 წლისთავზე ისაუბრა. „ყველას გილოცავთ ამ დღეს, რომელსაც განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნავთ. ეს დღე გეკუთვნით თქვენ, თითოეულ მამაც და პროფესიონალ სამხედროს, რომლებიც იცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, მშვიდობას და თავისუფლებას. ჩვენი ჯარი ყოველთვის ურყევად იდგა ქვეყნის თავისუფლების და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. ქედს ვიხრი ყველა მებრძოლის ხსოვნის წინაშე, ვინც გმირულად სამშობლოს დასაცავად დაეცა, თუ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. მათი სიმამაცე, პატრიოტიზმი და სიმტკიცე ის ღირებულებებია, რომლებსაც თავდაცვის ძალები ეფუძნება. მინდა ეს დღე მივულოცო ყველა ვეტერანს და მადლობა ვუთხრა მათ სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის. თავდაცვის ძალების დღეს ვულოცავ ჩვენს დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლებს, ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ვალია მაქსიმალურად დავუჭიროთ მათ მხარი და დავაფასოთ მათი თავგანწირვა. ჩვენს ჯარზე, სამხედროებზე ზრუნვა და მათი ღვაწლის კიდევ უფრო დაფასება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ვალდებულებაა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით, რომელიც ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ჯარი არის ის დიდი ოჯახი, რომელსაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის და აერთიანებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულია ჯარის მზადყოფნის გაძლიერება, თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვა და მოდერნიზებული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა. ამ გზაზე ეროვნულ ძალისხმევასთან ერთად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და გაძლიერებისკენ მიმართული მრავალწლიანი ღირებული მხარდაჭერისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ასევე ქმნის მყარ საფუძველს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რაც რეგიონში არსებული გართულებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო დიდი შემართებით, მაღალი მზადყოფნის დონითა და მოტივაციით, წარმატებით აგრძელებს ქართული ჯარის მხედრულ ტრადიციებს და საამაყო მემკვიდრეობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების იუბილეს და გისურვებთ გამარჯვებებს. გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოს,“განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

პრეზიდენტი: საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, ვინ არის მტერი და ვინ - მოყვარე

პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ქართულ ჯარს მიმართა და განაცხადა, რომ „დღეს ამუშავდნენ შავ-ბნელი ძალები, დღეს კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას.“ სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „ვიღაცებს სურთ, რომ „საქართველოს ოცდაათწლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად.“ სალომე ზურაბიშვილის თქმით, „იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა რაც იმის უარყოფა, რომ დედა-დედაა და მამა-მამაა!“ მანვე აღნიშნა, რომ ევროპულ პერსპექტივას, რომლის ირგვლივაც 30 წელზე მეტია, გაერთიანებულია საზოგადოება, „ამ ერთ მიზანს აქამდე, არავინ აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ.“ „მივესალმები საქართველოს ჯარს, მის რიგითებს, კაპრალებს, სერჟანტებს, ოფიცრებს, გენერლებს. მივესალმები პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თავდაცვის მინისტრს და თავდაცვის ძალების მეთაურს. მივესალმები დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მივესალმები ქართველ ხალხს, ვინც დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობს საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! მივმართავ ჯარს, რომლის მთავარსარდლობას ამაყად ვატარებ! მოგმართავთ ქართულ ჯარს, როგორც ქვეყნის საგუშაგოზე მდგარს და ჩვენს საიმედო ფარს. დღეს მოვედი თქვენთან, რამეთუ თქვენ ხართ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის სიმბოლო. ამ მიზანს ემსახურებით 33 წელია, იმავე მიზანს, რომელსაც ემსახურებოდა დამოუკიდებელი საქართველოს ჯარი 1918-1921 წლებში, ემსახურებოდნენ იუნკერები, რომელსაც საუკუნეების მანძილზე უკლებლივ ყველა საქართველოს გუშაგი ემსახურებოდა და რამაც მოგვიყვანა დღემდე! მოგმართავთ თქვენ, რამეთუ დღეს ამუშავდა შავ-ბნელი ძალები და ცდილობენ ის ქვეყანა, რომელიც ვერ დააჩოქეს, ვერც ეთნიკური კონფლიქტების გამოწვევით, ვერც ძმათა შორის დაპირისპირების გაჩაღებით, ვერც პირდაპირი ომით და ოკუპაციით ვერ დაიმორჩილეს, დღეს კიდევ ერთხელცდილობენ საზოგადოების გახლეჩვას. მტერმა კარგად იცოდა და იცის, რომ საქართველოს სისუსტეს მხოლოდ საზოგადოებაში ბზარის გაჩენა იწვევს. 30 წელზე მეტია, რაც ეს ქვეყანა და მისი საზოგადოება ერთი მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული, ევროპული პერსპექტივა, როგორც ერთადერთი ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, იდენტობის, მრავალფეროვნების, ტოლერანტობის, მშვიდობისა და განვითარების გზა. ამ 33 წლის განმავლობაში არაერთი კრიზისი, ვნებათაღელვა, განსხვავებული პოლიტიკური მოძრაობები იყო, თუმცა ამ ერთ მიზანს აქამდე, არავინ აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ. საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე; ვინ ცდილობდა ჩვენს განადგურებას და ვინ დაგვეხმარა ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვის ძალები. საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის რატომ ვიბრძოდით საერთაშორისო მისიებში, რამეთუ ჩვენი წვლილი და ღირსეული კონტრიბუცია შეგვეტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. რამდენი ჩვენი ჯარისკაცი ღირსეულად ემსხვერპლა ამ საკაცობრიო მიზანს - ტერორიზმთან ბრძოლას. დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი ოცდაათწლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად“, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტიურაში, თუ კონფრონტაციაში. ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა! ჩვენ, და პირველ რიგში თქვენ, ყველამ კარგად ვიცით და არა მხოლოდ უკანასკნელი 30 წლის მაგალითზე, თუ ვინ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის მოუსვენარი მტერი, ვინ ებრძოდა XIX საუკუნიდან დაწყებული ქართულ ენას, ვინ ებრძოდა გამუდმებით ქართულ ეკლესიას და სარწმუნოებას და ვინ ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ყოველივე მცდელობას. იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა რაც იმის უარყოფა, რომ დედა-დედაა და მამა-მამაა! ვინ, თუ არა ქართულმა ჯარმა, იცის - ვინ ჩაგვიტარა წვრთნები, ვინ მიიღო ჩვენი სტუდენტები სხვადასხვა სამხედრო აკადემიაში, ვინ გაგვამხნევა როცა გვიჭირდა, როცა გვჭირდებოდა აღჭურვა და სხვა მრავალი რამ და დღესაც ვინ დგას ჩვენ გვერდში. სწორედ იმ დროს, როცა ქვეყანა გზაგასაყარზეა და ყველაზე ეგზისტენციალური არჩევანი უნდა გააკეთოს - იყოს ან არ იყოს, რამეთუ თავისუფლების გარეშე ყოფნა არსებობა არაა. ჩვენ ყველას გვევალებ,ა მოვძებნოთ გზა ერთიანობის, ვაჩვენოთ გამძლეობა, მხნეობა, შემართებოს და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი, ხოლო ვინც თესავს დაპირისპირებას და პროვოკაციას, ის საკუთარი ჯარის და სამშობლოს წინააღმდეგიც არის, ვინც ქადაგებს ერთობას ის ქვეყნის მომავალზე, ახალგაზრდობაზე დებს ფსონს! მინდა, თქვენ მადლობა მოგახსენოთ წარსულისთვის და ხვალინდელი გამარჯვებისთვის. თქვენი და ჩვენი გამარჯვება არა ომზე, არამედ მშვიდობაზე გადის, მშვიდობიანი საქართველო მხოლოდ ევროპის წიაღში და თანასწორუფლებიან თანამეგობრობაში მოიაზრება. თქვენ ამ მომავლის სადარაჯოზე დგახართ! გაუმარჯოს საქართველოს ჯარს, თავდაცვის ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს!გაუმარჯოს იმ გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენობას და თავისუფლებას შეეწირა! მათი ხსოვნა უკვდავია! გაუმარჯოს ყველას, ვინც საუკუნეების მანძილზე იქ იდგა, სადაც თქვენ დღეს დგახართ, ვისაც სწამდა ის, რაც თქვენ დღეს გწამთ და ვინც დაიცავს ხვალინდელ ძლიერ, ერთიან, ევროპულ საქართველოს!“ განაცხადა პრეზიდენტმა.  

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: იარლიყზე ფოკუსირება არ შეესაბამება ევროკავშირის მიდგომას

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისარს ვერა იუროვას შეხვდა. ამასთან დაკავშირებით, იუროვამ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა. „ჩვენ ასევე განვიხილეთ უცხოური აგენტების კანონი საქართველოში.  „უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით სწორი მიდგომაა - ფოკუსირება გამჭვირვალობაზე. საქართველოსთვის შთამაგონებელი უნდა იყოს ევროკავშირი. სანქციაზე/იარლიყზე/აქტორების შეზღუდვაზე ფოკუსირება არ შეესაბამება ევროკავშირის მიდგომას,” – წერს იუროვა. გარდა ამისა, ევროკომისარმა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვამ ბრიუსელში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს უმცირესობების დაცვას, როგორიც არის ლგბტქ ადამიანები და არ გაუღოს კარი დისკრიმინაციას ან უხეშ რიტორიკას ამ ადამიანების წინააღმდეგ. „ვფიქრობ, ჩემი მხრიდან მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა კვლავ იმის თქმა, რომ ევროკომისია დაჟინებით მოითხოვს ძლიერ სასამართლო სისტემას პროკურატურის სისტემას, რომელსაც შეუძლია გამოიძიოს და სამართლებრივი დევნა განახორციელოს ორგანიზებული დანაშაულის, ანტიკორუფციული სქემების და ა.შ. ვფიქრობ, არ გაჰკვირვებია ჩემგან კიდევ ერთხელ გამეორება, რომ ეს არის მთავარი რამ, რაზედაც ფოკუსირებული ვართ. ჩვენ ასევე განვიხილეთ არასამთავრობოების გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებული საკითხები და ლგბტქ პირთა მდგომარეობა და დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება. ჩემი მოვალეობაა, ასეთ სიტუაციებში მინისტრებს ვუთხრა, რომ ასეთი რაღაცების გაკეთება შეიძლება, ევროკავშირის პრინციპებიდან გადახვევა იყოს. საქართველომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს უმცირესობების დაცვას, როგორიც არის ლგბტქ ადამიანები და არ გაუღოს კარი დისკრიმინაციას ან უხეშ რიტორიკას ამ ადამიანების წინააღმდეგ,“ - განაცხადა ევროკომისარმა. მან გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ურჩია, გადახედოს ევროკავშირის დირექტივას. „მე ვურჩიე მინისტრს, გადახედოს ჩვენს დემოკრატიის დაცვის დირექტივას, რომელიც ასევე მიზნად ისახავს საგარეო დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდას, მაგრამ მჯერა, რომ ევროკავშირი გეგმავს ამის გაკეთებას ისე, რომ არ მოახდინოს სტიგმატიზირება და უცხოური აგენტის იარლიყის მიწებება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ჩვენი დირექტივის მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ რა კანონს იღებს ვისი ფულისთვის. განსხვავება ევროპულ და ქართულ კანონმდებლობას შორის არის ის, რომ ჩვენ არ განვსაზღვრავთ სუბიექტებს, როგორიცაა, არასამთავრობო ორგანიზაციები. საუბარია ევროპის ერთიან ბაზარზე მოქმედ სუბიექტებზე და ჩვენ გვინდა, ვიცოდეთ კონტრაქტები მესამე ქვეყნის მთავრობებთან და არა უბრალოდ გარედან შემოსული ფული. ეს არის დიდი განსხვავება,“ - განაცხადა იუროვამ. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საგარეო უწყებამაც. მისივ ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა და მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები. აღინიშნა, რომ 2023 წლის დეკემბერში მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე იყო პასუხი ქართველი ხალხის ცივილიზაციურ არჩევანსა და ხელისუფლების ძალისხმევაზე, იყოს ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი. „ილია დარჩიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას ისახავს მიზნად. ასევე, მიმოიხილა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტის იმპლემენტაციის პროცესი და მიღწეული შედეგები. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ევროპული ღირებულებების და ევროკავშირში ინტეგრაციის  გზაზე ნაკისრი ვალდებულებების ერთგულია. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის თაობაზე. მინისტრმა ისაუბრა ქართული მხარის არგუმენტების შესახებ, ხოლო ვიცე-პრეზიდენტმა, თავის მხრივ, აღნიშნა ის გამოწვევები, რამაც აქტუალური გახადა თავად ევროკავშირში მსგავს მექანიზმებზე საუბრის დაწყება. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ  რთულ ჰუმანიტარულ გარემოზე. ილია დარჩიაშვილმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მზაობა თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ახლა მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესის მიღწევაა,“ წერს საგარეო უწყება. ბრიუსელში ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალური სხდომა იმართება, რომელშიც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.  

პრეზიდენტი შს მინისტრს მოუწოდებს, დაუყონებლივ შეწყვიტოს „შიშველი ხელებით მოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა“

პრეზიდენტი შს მინისტს მიმართავს, „დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა.“ „მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველ ხელებით მოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა. მივმართავ სახალხო დამცველს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა შეწყდეს ყოველგვარი უსაფუძლო და უადგილო სპეცდანიშნულების ძალების ქმედებები. ნათლად ჩანს, რომ აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, წესრიგს არაფერი ემუქრებოდა. სირცხვილია, შენს ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია, სირცხვილია, საეწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ ვნების კვირის დროს!“ აცხადებს პრეზიდენტი.  

"გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება" - პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამჯერად სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლას და წერს, რომ "სრულიად გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და არაპროპორციული" ძალის გამოყენება მიმდინარეობს თბილისში, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.“ "სრული პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება. ქართველ ხალხს მშვიდობიანი პროტესტის უფლება წაართვეს," - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე. სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.