საზოგადოება

რუსეთმა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობა განაახლა

რუსულმა ხომალდმა განაახლა დანიის ტერიტორიულ წყლებში გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 2019 წლის დეკემბერში ვაშინგტონმა დააწესა სანქციები გაზსადენზე, რის შედეგადაც შვეიცარიული კომპანია იძულებული გახდა, მილების ჩალაგება შეეწყვიტა. ამის შემდეგ, ბალტიის ზღვაში მილების ჩალაგება მოსკოვმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა. ამ ეტაპზე, რუსეთის უმსხვილესი კომპანია და ბუნებრივი აირის მწარმოებელი "Gazprom"-ის მიერ დაწყებული პროექტის თითქმის 90% დასრულებულია. 19 იანვარს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა გემ „ფორტუნასა“ და მისი მფლობელის, კომპანია „კავეტე-რუს“-ის წინააღმდეგ. დანიის ტერიტორიულ წყლებში მილსადენების ჩალაგება 120 კილომეტრზე, გერმანიაში კი 28 კილომეტრზეა დარჩენილი. Gazprom-მმა განცხადება ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მამართ არსებულ რისკებზე რამდენიმე დღის წინ გააკეთა. მათი თქმით,"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მილსადენი პოლიტიკური წნეხის გამო სხვადასხვა წინაღობას აწყდება. "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე მუშაობისას ვისმენთ ბევრ პოლიტიკურ კრიტიკას, რომლებიც განპირობებულია პოლიტიკური სიტუაციის ცვლილებით. ყველაფერი ეს ზიანს აყენებს მილსადენის პროექტზე მუშაობის პროცესს",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ჩინეთში, შახტიდან 9 მუშის ცხედარი ამოასვენეს

აღმოსავლეთ ჩინეთში, შანდუნის პროვინციაში, ოქროს მომპოვებელი შახტიდან ცხრა მუშის ცხედარი ამოასვენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 21 მუშა შახტაში ორი კვირის წინ ჩავიდა, თუმცა, 10 იანვარს, უცნობი მიზეზით მომხდარი აფეთქების გამო, შახტიდან ამოსასვლელი ჩაინგრა და ისინი მიწის ზედაპირიდან 600 მეტრის სიღრმეში აღმოჩნდნენ. გუშინ, 24 იანვარს მაშველებმა 11 მუშის ზედაპირზე ამოყვანა შეძლეს. ერთი მუშის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.

მიხეილ სარჯველაძე: საკანონმდებლო ინიციატივით, რვა ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით შეიცვლება მიდგომა

"საკანონმდებლო ინიციატივით, რვა ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით შეიცვლება მიდგომა", - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ. სარჯველაძემ ბიუროს სხდომაზე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. „წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებულია .ე.წ. დოზირების საკითხის ახლებულად დარეგულირება რვა ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით,დღეს მოქმედი კანონის მიხედვით ,მცირე და დიდი ოდენობა გაიგივებულია ერთმანეთთან, შესაბამისად ეს იწვევს იმას, რომ პრაქტიკაში რეალურად როდესაც სხვადასხვა დოზით ნარკოდანაშაულის ჩადენა (მოხმარებასთან დაკავშირებული), ეს რა თქმაუნდა გასაღებას არ უკავშირდება, ასეთ შემთხვევაში ადგილი აქვს ერთგვაროვან მიდგომას, რაც უსამართლოა ხშირ შემთხვევაში, არათანაბარ მიდგომას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ეს ინიციატივა, რომელიც განხილულ იქნა ჯერ კიდევ იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით ნარკოდანაშაულთა მებრძოლ უწყებათაშორის კომისიის ფარგლებში და, შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ამ რვა ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით შეიცვლება მიდგომა. შესაბამისად, მას გაუჩნდება მცირე ოდენობა და შესაბამისი იქნება უკვე სისიხლისსამართლებრივი პოლიტიკა ამ კატეგორიის ნივთიერებებთან მიმართებაში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ლანდსბერგი: რუსეთში აქციების მონაწილეთა დაკავების გამო, ევროკავშირმა გლობალური სასანქციო რეჟიმის მექანიზმი უნდა აამოქმედოს

„რუსეთში აქციების მონაწილეთა დაკავების გამო, ევროკავშირმა გლობალური სასანქციო რეჟიმის მექანიზმი უნდა აამოქმედოს", – ეს განცხადება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. მინისტრის თქმით, ევროკავშირის გზავნილი უნდა იყოს მკაფიო და ნათელი, რომ ევროპა ადამიანის უფლებების დარღვევას არ შეეგუება. „უპირველესად, ჩვენ განვიხილავთ რუსეთში ალექსეი ნავალნის გარშემო შექმნილ სიტუაციას. პირადად მე მგონია, რომ რუსეთში ცვლილებების მოლოდინი არსებობს, ეს იგრძნობა და სწორედ ამიტომ ნერვიულობს პუტინი, სწორედ ამიტომ დააკავა 3 500-ზე მეტი ადამიანი ქუჩაში და ამიტომ არის დაკავებული ნავალნი, შემდეგ მისი მეუღლეც. ჩვენი გზავნილი უნდა იყოს ნათელი და მკაფიო, რომ მსგავსი რამ მიუღებელია. ევროკავშირს აქვს ეფექტური მექანიზმი, ევროკავშირის გლობალური სასანქციო რეჟიმი, რომლის გამოყენება აუცილებელია, რათა ნათელი იყოს ჩვენი გზავნილი, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებს, სადაც უნდა მოხდეს ეს – მინსკში, მოსკოვსა თუ ჰონგ კონგში, ევროკავშირში არ შევეგუებით“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. როგორც ლანდსბერგისმა აღნიშნა, დღესვე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ევროკავშირის მეზობელი სახელმწიფოებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდების საკითხსაც. „ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირის სამეზობლოსთვის „COVID-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამაზე იმსჯელებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს პარტნიორებს აღმოსავლეთით და სამხრეთით, ასევე დასავლეთ ბალკანეთში ვუთხრათ, რომ ჩვენ მათ დასახმარებლად მზად ვართ. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, როდესაც ჩვენ მიზნად ვისახავთ პარტნიორების დახმარებას, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად გვაქვს ვაქცინები, რომელთაც მათ მივაწვდით“, – განაცხადა ლანდსბერგისმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის რამდენიმე ქალაქში ნავალნის მხარდამჭერი აქციები იმაღტება. პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებენ.

თეა წულუკიანი: დიდი ძალისხმევის შედეგად შევიძინეთ ის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც იმედი მაქვს, ჩვენ თაობას მისცემს საშუალებას ქვეყანა გააერთიანოს

" ჩვენ პირველად დიდი ძალისხმევის შედეგად შევიძინეთ ის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც იმედი მაქვს, ჩვენ თაობას მისცემს საშუალებას ქვეყანა გააერთიანოს", - პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა. მან ევროპული სასამართლოს მიერ 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქართველ საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ მოგებული დავა მიულოცა. „ჩვენს ქვეყანას და საქართველოს ჯარისკაცებს ყველას, ვინც აგვისტოს ომის მსხვერპლი იყო, მივულოცო ის დიდი გამარჯვება, რაც 21 იანვარს ევროპულ სასამართლოში დადგა. ჩვენ პირველად დიდი ძალისხმევის შედეგად შევიძინეთ ის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც იმედი მაქვს, ჩვენ თაობას მისცემს საშუალებას ქვეყანა გააერთიანოს. თუ ეს ვერ მოხდება სხვადასხვა მიზეზთა გამო, მომავალ თაობებს აქვთ ის დოკუმენტი, რომელიც მათ ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობისთვის ბევრად აადვილებს. ძალიან კარგია, რომ ამჟამად, პარლამენტის თავმჯდომარე და კომიტეტის თავმჯდომარეები ვმსჯელობთ იმაზე თუ რა ძალისხმევა იქნა გაწეული ამ დავის დასაცავად რუსეთის წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში, როგორ იმუშავეს უწყებებმა, იქნება ეს პროკურატურის ტიტანური შრომა, სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტრო. რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტრო, რომლის გარეშეც იუსტიციის სამინისტროს მაშინ გაგვიჭირდებოდა ამ დავაზე კოორდინაცია და ჩვენი დიპლომატები და სხვა უწყებები. მათ მოვუსმინოთ თუ რა კეთდებოდა, როგორ კეთდებოდა. რადგან დავა უკვე დასრულებულია საზოგადოებას უფლება აქვს, რომ გაერთიანებული კომიტეტების ფორმატში ეს ინფორმაცია მიიღოს. ევროპულ სასამართლოზე ბევრი რამ არის საზოგადოებისთვის მოსაყოლი და კომიტეტები ამ პროცესს კონკრეტულ ფორმას მისცემენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაარღვია.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარედ ჰენდრიკ დამსი მეორე ვადით აირჩიეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარედ მეორე ვადით ბელგიელი დეპუტატი ჰენდრიკ დამსი აირჩიეს. ჰენდრიკ დამსი ამ თანამდებობაზე პირველად 2020 წელს იყო არჩეული. ის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიებში 2007 წლიდან მონაწილეობს. 2020 წლის აგვისტოდან დამსი „ფლამანდიელი ლიბერალ დემოკრატების“ პოლიტიკურ ჯგუფს ხელმძღვანელობს.

საქართველოს პარლამენტთან აქციაა

ამ წუთებში, სამოქალაქო აქტივისტები საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით, პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების აზრით, ქვეყანა არ უნდა იყოს "დაკონსერვებული" და მთავრობამ ტრანსპორტის მოძრაობა უნდა აღადგინოს. გარდა ტრანსპორტის აღდგენისა, ისინი ითხოვენ კომენდანტის საათის გადაწევას 21:00 საათიდან 00:00 საათამდე. შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან აქცია კომენდანტის საათის დროსაც გამართეს.

ავღანეთიდან ქართველი სამხედროების როტაციის პროცესი დასრულდა

თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში “მტკიცე მხარდაჭერის მისია” წარმატებით დაასრულა. ბატალიონი სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა შალამბერიძე დახვდნენ. მათ სამხედროებს მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონი ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას” 6 თვის განმავლობაში ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. ქვედანაყოფის ძირითად ამოცანას ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა. მე-13 ქვეითი ბატალიონი როტაციის წესით 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ჩაანაცვლა და უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა.

ელისო ბოლქვაძეს იუნესკოს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიენიჭა

იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრე აზულემ, ცნობილ ქართველ პიანისტს საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, ელისო ბოლქვაძეს, მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიანიჭა კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის და იუნესკოს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერისთვის. მოცემული სტატუსი ელისო ბოლქვაძეს მიენიჭა 2015 წლის 22 იანვარს პარიზში და გახდა ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი- პირველი ხელოვანი საქართველოდან. იუნესკოს საპატიო ტიტულს ფლობს მსოფლიოში გამოჩენილი 55-მდე ხელოვანი. მათ შორის არიან სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მეჰრიბან ალიევა, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, ვლადიმერ სპივაკოვი, ხუაკინ კორტესი, ჟორდი სავალი, პლასიდო დომინგო და სხვა. ელისო ბოლქვაძის შემოქმედება და საქველმოქმედო მოღვაწეობა აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით.მან არაერთხელ მიიღო მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში და გაეროს საერთაშორისო ღონისძიებებში. გამოჩენილმა პიანისტმა საქართველოში დააარსა ფონდი « ლირა », რომლის მთავარი მიზანია ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობა. მან ასევე 2013 დააფუძნა « ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი »,რომელიც მნიშვნელოვან კულტურულ პლატფორმად იქცა ქართული ხელოვნების პოპულარიაზაციისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად. ელისო ბოლქვაძეს 2016 წელს მიენიჭა საფრანგეთის ლეგიონის კავალერის ორდენი ხელოვნების სფეროში საფრანგეთის სახელწიფოს მიერ .

გიორგი გახარია კაია კალასს: დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული  პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა წარმატებით განვითარდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, კაია კალასს ესტონეთის პირველ ქალ პრემიერად დანიშვნას ულოცავს. საქართველოს მთავრობის მეთაური მილოცვას Twitter-ის ოფიციალკურ გვერდზე აქვეყნებს. გახარიას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ქვეყნებს შორის არსებული უნიკალური პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა კვლავ წარმატებით განვითარდება. „ესტონეთის პირველ ქალ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ვულოცავ კაია კალასს. მოუთმენლად ველი თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული უნიკალური პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა კვლავ წარმატებით განვითარდება“, - წერს გიორგი გახარია. შეგახსენებთ, რომ ესტონეთის ისტორიაში პირველად, ქვეყნის მთავრობას ქალი, კაია კალასი უხელმძღვანელებს.

პროექტი, რომლის მიხედვით, საქართველოში მხოლოდ ჯანმოს მიერ აღიარებული ვაქცინა შემოვა, პარლამენტში დაინიცირდა

„საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა პროექტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მხოლოდ ჯანმოს მიერ აღიარებული ვაქცინა შემოვა", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მიმდინარე კვირაში, საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიის ფარგლებში შეიკრიბება. პარლამენტი სრულად უჭერს მხარს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას, რომელიც შემუშავდა და განხორციელდება მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. შესაბამისად, პარლამენტში უკვე დაჩქარებული წესით დაინიცირდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრისთვის ან მკურნალობისთვის, შესაძლებელი იქნება მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინის შემოტანა. ამასთან, ჩატარებული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლებენების ან გართულებების განვითარების შემთხვევაში, სახელმწიფო, კანონით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებასა და რებილიტაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრევენციული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენები გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის თუ დაწესებულების დაშვებული შეცდომით“ - განაცხადა მდინარაძემ.

NDI: მოსახელობის 46% პრემიერ-მინისტრის, ხოლო 15% პრეზიდენტის საქმიანობას აფასებს დადებითად

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას საქმიანობას გამოკითხულთა 46% აფასებს დადებითად, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კი 15%. პრეზიდენტის მსგავსად, გამოკითხულთა 15% დადებითად აფასებს პარლამენტის საქმიანობასაც. კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პანდემიის გამო, კვლევის მეთოდად სატელეფონო ინტერვიუ პირველად შეირჩა. კვლევის ფარგლებში, სულ 2 053 სატელეფონო ინტერვიუ შედგა, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

ჩინეთ-ინდოეთის საზღვართან მესაზღვრეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ჩინეთ-ინდოეთის საზღვართან მესაზღვრეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ინფორმაციას BBC ავრცელებს. დაპირისპირება ჩრდილო სიკიმთან მოხდა. ინდოელი მესაზღვრეების თქმით, "მცირედი ინციდენტს" ჰქონდა ადგილი, რომელიც მალევე აღმოიფხვრა. ორ ქვეყანას შორის სადავო ტერიტორიის დახლოებითი ფართობი 2,500 კილომეტრია, რომელიც ბუტანსა და ნეპალს შორისაა მოქცეული. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სადავო საზღვარზე სიტუაცია რამდენიმე თვის წინ დაიძაბა, როდესაც ორი ქვეყნის მესაზღვრეებს შორის შეტაკებას 20 ინდოელი მესაზღვრე ემსხვერპლა.

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახელოების 31%-ის შეხედულებებთან ახლოს დგას "ქართული ოცნება", 5%-თან "ნაციონალური მოძრაობა"

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც დეკემბერში ჩატარდა, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ასეთია „ქართული ოცნება". 5%-ის აზრით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". რაც შეეხება სხვა პარტიებს ("პატრიოტთა ალიანსი"; "სტრატეგია აღმაშენებელი"; "გირჩი"; "ევროპული საქართველო"; "ლელო"; "ლეიბორისტული პარტია") ჯამურად გამოკითხულთა 9%-ის შეხედულებებთანაა ახლოს. ამასთან, ამავე კითხვაზე გამოკითხულთა 24%-მა პასუხისგან თავი შეიკავა, 25%-მა კი არც ერთი პარტია არ დაასახელა. კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

დანიაში ახალი რეგულაციების გაპროტესტებისთვის 240 აქტივისტი დააკავეს

დანიის მასშტაბით სახელმწიფოსი მხრიდან დაწესებულ დამატებით შეზღუდვებს მოსახლეობისგან პროტესტი მოჰყვა, რა დროსაც პოლიციამ 240 აქტივისტი დააკავა. მოსახლეობის მხირდან პროტესტი ახალ გამკაცრებულ რეგულაციებს მოჰყვა, მათ ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა გააპროტესტეს. აქტივისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიდნენ, რამდენიმე მაღაზია დაარბიეს და პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ. სამართალდამცავებს აქციის დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებაც მოუწიათ, ადგილობრივი მედიის ცნობით აქციები ქვეყნის მასშტაბით 10 ქალაქში გაიმართა. რამდენიმე ქალაქში პოლიციას სამხედროების დახმარებაც დასჭირდათ, სიტუაციის გასანეიტრალებლად.

NDI: გამოკითხულთა 41% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებოდა, ასევე 41% აცრაზე უარს ამბობს

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 41% ამბობს, რომ კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებს. თუმცა, აცრის გაკეთებას ასევე 41% აპირებს. კვლევის მიდევით, კაცები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე ქალები. ამავე დროს, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები უფრო მეტად არიან თანახმა აცრის გაკეთებაზე, ვიდრე საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ადამიანები. ივნისთან შედარებით, აცრის გაკეთების მსურველთა რაოდენობა 3%-ით გაიზარდა. აღნიშნული კვლევა, NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ, 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიებისგამოკლებით).

NDI: გამოკითხულთა 60% თვლის, რომ საქართველოს მთავრობა პანდემიას ეფექტურად უმკლავდება

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა, 60% თვლის, რომ საქართველოს მთავრობა პანდემიას ეფექტურად უმკლავდება. თუმცა, საზოგადოების 39 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაზეცუდი ჯერ კიდევ წინ არის. აღნიშნული კვლევა, NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ, 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიებისგამოკლებით).

მექსიკის პრეზიდენტი კორონავირუსით დაინფიცირდა

მექსიკის პრეზიდენტი ანდრე მანუელ ლოპეზ ობრადორი კორონავირუსით დაინფიცირდა, ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ვირუსით ინფიცირების შესახებ პრეზიდენტმა განცხადება დედაქალაქში ჩასვლის შემდეგ გაავრცელა. ობრადორი მისთვის დამახასიათებელ ტურზე იმყოფებოდა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, სანამ ინფიცირების შესახებ ინფორმაციას საჯაროდ გაავრცელებდა. მექსიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია პანდემიის განმავლობაში, ქვეყანა ინფიცირების განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს ებრძვის. პრეზიდენტს ხშირად აკრიტიკებდნენ, რადგან საჯაროდ პირბადის ტარებაზე უარს აცხადებდა. ობრადორის თქმით, მას ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს და თავს კარგად გრძნობს.

თბილისის მერია15-მდე ოჯახს ყოფილი სპორტული კოლეჯის შენობის დაცლისკენ მოუწოდებს

თბილისის მერია 15 ოჯახს გაფრთხილებას აძლევს. თუ სოციალურად დაუცველები და დევნილები ჩუბინაშვილის 52 ნომერში მდებარე ყოფილი სპორტული კოლეჯის შენობას არ დატოვებენ, მერია რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს მიმართავს. მერიაში აცხადებენ, რომ ოჯახებმა გაფრთხილება უკვე მიიღეს და ისინი ამ შენობაში უკანონოდ არიან შეჭრილები. ამასთან, მერიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნულ მოქალაქეებს შესთავაზებენ სოციალური პროგრამებით დახმარებას. "თბილისის მერია მზად არის სხვა შეჭირვებული ოჯახების მსგავსად, თბილისში ყველა არსებული სოციალური პროგრამით დაეხმაროს აღნიშნულ ოჯახებს. ასევე, ვუქირავოთ ბინები, რათა ხელი არ შეეშალოს უმნიშვნელოვანეს სოციალურ პროექტს, "ცენტრ პოინტის" დაზარალებულების დახმარებას და მათთვის იმ კუთვნილი ფართების გადაცემას, რომელსაც მრავალი წელია უიმედოდ ელოდნენ ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ზემოაღნიშნულ ოჯახებს, მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებული პირობების შესაბამისად, დაუყონებლივ დაიწყონ ქონების და ფართების დაცლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც ძალიან სამწუხარო იქნება, მოგვიწევს მივმართოთ შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის," - განაცხადა თბილისის მერიის წარმომადგენელმა. 15 ოჯახი დახმარებას ითხოვს, მათი განცხადებით, თავის დროზე ისინი აქ ხელისუფლებამ შეასახლა და წლების განმავლობაში ელოდებოდნენ ფართების დაკანონებას.

NDI: მოსახელობის 59% ეკონომიკის ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

NDI-ის ახალი კვლევის შედეგად, მოსახლეობის უმრავლესობას, საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგომი პრობლემებიდან ყველაზე მეტად უმუშევრობა აწუხებს. სწორეს უმუშევრობას ასახელებს გამიკითხულთა 59 %. შემდეგ მოდის გაზრდილი ფასები და სიღარიბე. მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ამბობს, რომ უმუშევარია, რაც 2020 წლისაგვისტოს კვლევის შედეგებს ემთხვევა. მაშინ ეს მაჩვენებელი შვიდი პროცენტით გაიზარდა,რაც, სავარაუდოდ, კორონავირუსის ეკონომიკურ გავლენას უკავშირდება. მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი ამბობს, რომ 2016 წელთან შედარებით ეკონომიკურად უკეთესად არის, 32პროცენტმა თქვა, რომ უარესად არის, ხოლო 45 პროცენტი ფიქრობს, რომ მათი სიტუაცია უცვლელი დარჩა. 4 აღნიშნული კვლევა, NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ, 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიებისგამოკლებით).