საზოგადოება

NDI: ევროკავშირის წევრობას მოსახლეობის 80% უჭერს მხარს, NATO-ს 74%

NDI-ის ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 80% მხარს უჭერს საქართველოს წევრობას ევროკავშირში, NATO-ს 74%. აღნიშნული კვლევა, NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ, 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიებისგამოკლებით).

გერმანია სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს

გერმანია კორონავირუსისა და მისი ახალი შტამის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საზღვარზე კონტროლს კიდევ უფრო ამკაცრებს. აღნიშნულ ინფორმაციას Euroweeklynews-ი ავრცელებს. უსაფრთხოების ზომები უკვე გაძლიერდა აეროპორტებში. პოლიციას მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან გერმანიაში ჩასული მგზავრების დეტალური კონტროლი დაევალა. როგორც ცნობილია, კოვიდუარყოფითი ტესტის წარდგენის გარდა, მგზავრები შემოწმებას თვითმფრინავის ბორტზევე გაივლიან. აღსანიშნავია, რომ გერმანია პირველი ქვეყანა გახდება ევროკავშირში, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ ანტისხეულებს გამოიყენებს. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებამ ანტისხეულების ე.წ. მონო-კლონური კოქტეილის 200 ათასი დოზა შეიძინა და მას უახლოეს კვირაში საუნივერსიტეტო საავადმყოფოებში შეიტანენ. ანტისხეულების კოქტეილით მკურნალობის მეთოდს შეერთებულ შტატებში ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის ავადმყოფობისას მიმართეს

სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან აქცია კომენდანტის საათის დროსაც გამართეს

სამოქალაქო აქტივისტების ნაწილმა, რომლებიც ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ, პარლამენტთან აქცია კომენდანტის საათის დროსაც გამართეს. დაუმორჩილებლობის მსვლელობა, რომელიც გუშინ საღამოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო, კვლავ პარლამენტთან, საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულებით დასრულდა. საკანონმდებლო ორგანოსთან აქტივისტების ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში დარჩა. შეგახსენებთ, აქტივისტებმა საღამოს 21:00 საათზე დაუმორჩილებლობის აქცია პარლამენტთან დაიწყეს, საიდანაც "ქართული ოცნების" ოფისისკენ, შემდეგ კი შს სამინისტროს შენობამდე გამართეს მსვლელობა, მოგვიანებით კი, კვლავ პარლამენტთან განთავსებულ კარვებში დაბრუნდნენ. მათ არჩევნების გაყალბება, დაწესებული შეზღუდვები და ირაკლი ფანგანის პატიმრობა გააპროტესტეს, რომელიც ბათუმში დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზეა დაკავებული დევნისა და ხულიგნობის მუხლით.

195 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 323, საიდანაც: 3 223 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 623, აჭარაში - 226, იმერეთში - 611. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 706 პირი, მათ შორის, თბილისში - 317, აჭარაში - 55, იმერეთში - 171. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 195 პირი, მათგან თბილისში - 145, აჭარაში- 1, იმერეთში - 25. 402 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 203 - თბილისში, 131 - აჭარაში, 20 - იმერეთში. 3 698 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 515 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 205, აჭარაში - 107, ხოლო იმერეთში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 24 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 871 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 709 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 364 პირი, აჭარაში - 1 125, იმერეთში - 1 846. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 298 ადამიანს დაუდასტურდა, 1 311 კი გამოჯანმრთელდა.

ესტონეთის ისტორიაში პირველად, ქვეყნის მთავრობას ქალი უხელმძღვანელებს

ესტონეთის ისტორიაში პირველად, ქვეყნის მთავრობას ქალი, კაია კალასი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. ესტონეთის ორმა უდიდესმა პოლიტიკურმა პარტიამ კვირას დადო შეთანხმება ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ. ოპოზიციური მემარჯვენე ცენტრისტული „რეფორმის პარტიის“ და მმართველი მემარცხენე „ცენტრის პარტიის“ საბჭოები დათანხმდნენ სამთავრობო კაბინეტში შესვლას, რომელსაც დანიშნული პრემიერ-მინისტრი და „რეფორმის პარტიის“ თავმჯდომარე, კაია კალასი უხელმძღვანელებს. 15-წევრიან მთავრობაში კალასის პრემიერ-მინისტრის პოსტის გარდა, ორივე პარტიას უნდა ჰქონდეს შვიდი პორტფელი, რომელიც 101 ადგილიან რიგიკოგუს პარლამენტში უმრავლესობას მიიღებს. მიმდინარე თვის დასაწყისში, ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა, რომელიც კალასის კაბინეტის დანიშვნას უახლოეს დღეებში აპირებს, განაცხადა, რომ ესტონეთში კორონავირუსული მდგომარეობის გაუმჯობესება და პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვითარების კუთხით ნაბიჯების გადადგმა ახალი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. კაია კალასი იურისტია. ის ევროპარლამენტის დეპუტატი იყო. კაია კალასი არის „რეფორმის პარტიის“ დამფუძნებლის, სიმ კალასის შვილი. სიმ კალასი კი ესტონეთის პრემიერ-მინისტრი და ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარი იყო. ესტონეთში მთავრობის ფორმირების საკთხი მას შემდეგ დადგა, რაც „ცენტრის პარტია“ კორუფციულ სკანდალში გაეხვა. პრემიერ-მინისტრ, იური რატასის მთავრობა 13 იანვარს გადადგა.

ინფიცირების 298  შემთხვევიდან  107 თბილისში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 107 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 44, ქვემო ქართლი - 13, შიდა ქართლი - 19, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 32, კახეთი - 26, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 298 ადამიანს დაუდასტურდა, 1 311 კი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსი  კიდევ 298 ადამიანს დაუდასტურდა, 1 311  გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 868 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 686 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 182 PCR ტესტით. ტესტის შედეგად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 298 ადამიანს დაუდასტურდა, 1 311 კი გამოჯანმრთელდა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 253 816 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 243 396. გარდაიცვალა 3 071 პაციენტი.

ბოლო 24 საათში საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსით 3 071 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 298 ადამიანს დაუდასტურდა, 1 311 კი გამოჯანმრთელდა.

მექსიკის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

მექსიკის პრეზიდენტს, მანუელ ლოპეს ობრადორს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად მექსიკის პრეზიდენტი Twitter-ში ავრცელებს. „სამწუხაროდ, გაცნობებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ვარ. სიმპტომები მსუბუქია, მაგრამ უკვე მკურნალობა დავიწყე. როგორც ყოველთვის, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ამ სიტუაციიდან ყველანი გამოვალთ“, - წერს პრეზიდენტი.

ისრაელის მთავრობა დავიდ ბენ-გურიონის აეროპორტის ფუნქციონირებას ერთი კვირით შეაჩერებს

ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის შემოტანის თავიდან აცილების მიზნით, ისრაელის მთავრობა დავიდ ბენ-გურიონის აეროპორტის ფუნქციონირებას ერთი კვირით შეაჩერებს. აღნიშნულ ინფორმაციას Timesofisrae-ი ავრცელებს. ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა უცხოურ თვითმფრინავს ისრაელის საჰაერო სივრცეში შესვლა ან ბენ-გურიონის აეროპორტში დაშვება ეკრძალება. გამონაკლისი იქნება სატვირთო და საგანგებო სამსახურების თვითმფრინავებისა და იმ თვითმფრინავებისთვის, რომლებიც ისრაელის საჰაერო სივრცეში დაშვების გარეშე შევლენ. გარდა ამისა, ისრაელიდან ფრენები დაშვებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მგზავრობა მკურნალობას, სამუშაოს, იურიდიულ პროცედურებს, ოჯახის წევრის გარდაცვალებასა და ბინადრობის ერთი პუნქტიდან მეორეში გადაადგილებას უკავშირდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის საჰაერო სივრცეს ჰერმეტულად დალუქავს. „ჩვენ ჰერმეტულად ვხურავთ ქვეყანას. მიმდინარე კვირის განმავლობაში კიდევ ერთი მილიონი მოქალაქე გაივლის ვაქცინაციას“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. აღნიშნული შეზღუდვა 26 იანვრიდან 31 იანვრამდე იმოქმედებს.

მედია: ბაიდენი ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე ტრამპის მიერ დაწესებულ აკრძალვას გააუქმებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე დონალდ ტრამპის მიერ დაშვებულ აკრძალვას გააუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, Abcnews-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონია 25 იანვარს თეთრ სახლში გაიმართება და მას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი დაესწრება. სენატში გამართულ მოსმენებზე თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე აკრძალვის გაუქმებას მხარს უჭერს. ცნობისთვის, 2017 წლის 26 აგვისტოს დონალდ ტრამპმა ტრასგენდერებისთვის სამხედრო სამსახურის გავლაზე აკრძალვის ბრძანება გასცა. 2018 წლის მარტში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც აშშ-ის არმიაში ზოგიერთ ტრანსგენდერს მსახურებას კრძალავს. 2020 წლის 22 იანვარს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნება დართო თავისი პოლიტიკა აღასრულოს და ქვეყნის სამხედრო სამსახურში ზოგიერთი ტრანსგენდერის მსახურება აკრძალოს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. როგორც ცნობილია, მიწისძვრის ეპიცენტრი თიანეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 29 კმ-ში, სოფელ ლუთხუბთან იყო. 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 04:12 საათზე დაფიქსირდა.

გერმანია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ ანტისხეულებზე დაყრდნობით შექმნილ მედიკამენტს გამოიყენებს

გერმანია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ ანტისხეულებზე დაყრდნობით შექმნილ მედიკამენტს გამოიყენებს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გერმანია გახდება პირველი ქვეყანა ევროკავშირში, რომელიც მკურნალობას ამ მეთოდს მიმართავს. იენს სპანის განცხადებით, სწორედ ეს მედიკამენტი გამოიყენეს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკურნალობის პროცესში. მედიკამენტები გერმანიის საუნივერსიტეტო საავადმყოფოებს მომავალი კვირიდან დაურიგდებათ. გერმანიის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ეს მეთოდი ხელს შეუწყობს მაღალი რისკის მქონე პაციენტების დაცვას საწყის ეტაპზე სერიოზული გაუარესებისგან. გერმანიამ უკვე შეიძინა მედიკამენტების 200 000 დოზა და მის გამოყენებას შემდეგი კვირიდან დაიწყებს. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს კორონავირუსის დადასტურების შემდეგ ექსპერიმენტალური წამალი გაუკეთდა, სახელწოდებით- REGN-COV2, რომელიც ამერიკულმა კომპანია Regenor-მა შეიმუშავა.

ბათუმში გუშინ მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით ერთი ადამიანი დააკავეს

ბათუმში გუშინ მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით ერთი ადამიანის დაკავებას "ნაციონალურ მოძრაობაში" ადასტურებენ. მათი თქმით, დაკავებული "ალტერნატივას" წევრია. შეკრებილები ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, ბულვარის ტერიტორიაზე 16 სართულიანი შენობის მშენებლობა დაუშვებელია და კანონს ეწინააღმდეგება, რადგან ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. „ის წამოვიდა პროვოკაციაზე, ჩვენთან ძალიან ახლოს მოვიდა და იცოდა, რომ ჩვენთან მოსვლა არ შეიძლებოდა. ჩავლეიშვილი შთამომავლობით კორუმპირებულია. რაც მოხდა, გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ჯდება“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ჯელალ ქიქავამ. ირაკლი ჩავლეიშვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს.

ბათუმში მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დევნისა და ხულიგნობის მუხლებით დაიწყო

ბათუმში გუშინ მომხდარ ინცინდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებმა ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს. შეკრებილები ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, ბულვარის ტერიტორიაზე 16 სართულიანი შენობის მშენებლობა დაუშვებელია და კანონს ეწინააღმდეგება, რადგან ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. „ის წამოვიდა პროვოკაციაზე, ჩვენთან ძალიან ახლოს მოვიდა და იცოდა, რომ ჩვენთან მოსვლა არ შეიძლებოდა. ჩავლეიშვილი შთამომავლობით კორუმპირებულია. რაც მოხდა, გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ჯდება“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ჯელალ ქიქავამ. ირაკლი ჩავლეიშვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს.

Flydubai საქართველოში ფრენებს განაახლებს

28 იანვრიდან Flydubai განაახლებს ფრენებს საქართველოს მიმართულებით. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. საქართველო საერთაშორისო ფრენებს პირველი მარტიდან განაახლებს. მინისტრი, ნათია თურნავას თქმით, ფრენების განახლებატურისტული სეზონის განახლების ერთ-ერთი პირველი ეტაპია. სააგენტოს თქმით, ფრენები კვირის განმავლობაში ორჯერ შესრულდება. Flydubai ამჟამად 95 მიმართულებით დაფრინავს. ნათია თურნავას თქმით, იმის მოლოდინი, რომ 1-ლი თებერვლიდან ცხოვრება პანდემიამდელ რეჟიმს დაუბრუნდება, არ უნდა იყოს. „ჩვენც და საზოგადოებასაც არ ჰქონდა ამის მოლოდინი, არც არასდროს გვითქვამს, რომ 1-ლი თებერვლიდან ყველაფერი აღდგება და ცხოვრება დაუბრუნდება პანდემიამდელ რეჟიმს. ხომ გესმით, რომ ეს შეუძლებელია. პანდემია ჯერ არ დამარცხებულა. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია, ისე, რომ არ დავარღვიოთ ის პოზიტიური ტენდენცია ინფიცირებულთა დღიური რაოდენობის კლების, რაც დღეს გვაქვს. მოლოდინი იმისა, რომ ყველაფერი აღდგება 2018-2019 წლის რეჟიმში, რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს.

თურქეთის მთავრობამ თავდაცვის ძალებს ტექნიკური ხელსაწყოები გადასცა

საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ ლაზერული მანძილმზომები და საინჟინრო ხელსაწყოების ნაკრები გადასცა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისროს პრესსამსახური ავრცელებს. საინჟინრო აღჭურვილობისა და ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში “გაიმართა. ცერემონიის ფარგლებში საქართველოს მხრიდან თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა, ხოლო თურქეთის მხრიდან - სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს ხელი. ტექნიკური საშუალებები საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო საინჟინრო ქვედანაყოფებში გადანაწილდება და მათ წინაშე დასმული დავალებების ეფექტიანად შესრულებას შეუწყობს ხელს.

ნიდერლანდების აეროპორტში აზიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნარკოკარტელის ხელმძღვანელი დაიჭირეს

ჩინური წარმოშობის კანადის მოქალაქე, ცე ჩი ლოპზე საერთაშორისო ძებნა ავსტრალიას ჰქონდა გამოცხადებული. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კრიმინალური სინდიკატის წევრი ნიდარლანდების აეროპორტში დაიჭირეს. ეჭვმიტანილი მამაკაცის ნარკოკარტელი სავარაუდოდ აზია-წყნარი ოკეანეთის ნარკოტიკების ბაზარზე დომინირებს. ცე ჩი ლოპზე-ს ნარკოტიკებით ვაჭრობის წლიური ბრუნდა 70 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ჰოლანდიის პოლიციის სპიკერმა თომას ალინგმა თქვა, რომ ეჭვმიტანილი "პოლიციის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე" ამსტერდამის შიპჰოლის აეროპორტში, ინციდენტის გარეშე დააკავეს. ავსტრალიის ხელისუფლება ცე ჩი ლოპს ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდა.

AstraZeneca-ს თქმით, ვაქცინის დოზების მიწოდების ტემპი ევროპაში მოსალოდნელზე დაბალი იქნება

ბრიტანული ვაქცინის მწარმოებელი ფირმის, AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზების მიწოდება ევროპაში შეფერხებების გარეშე ვერ მოხერხდება. AstraZeneca მეორე ევროპული კომპანიაა, რომელმაც ვაქცინის მიწოდების პრობლემებზე გააკეთა განცხადება, პირველი ეს გერმანულმა კომპანია Pfizer-მა გააკეთა. ბრიტანულ კომპანიას ჯერ არ აქვს ნებართვა პრეპარატის მიწოდებაზე ევროკავშირის მხრიდან, თუმცა როგორც მოსალოდნელია მათ ავტორიზაციას ევროპული მარეგულირებელი 29 იანვარს მიანიჭებს. AstraZeneca– ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის თანხმობის მიღების შემთხვევაში „საწყისი მოცულობები უფრო დაბალი იქნება ვიდრე მოსალოდნელია“, თუმცა დოზების მიწოდების პროცესი პირველ დღეებში არ დაყოვნდება. კომპანიის თქმით, შეფერხება "ევროპული მიწოდების ჯაჭვის წარმოების ადგილზე მოსავლიანობის შემცირებით" არის გამოწვეული.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საერთაშორისო საზოგადოებას დამატებით წონიან არგუმენტს აძლევს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი გამოეხმაურა და რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის საქმეზე დამატებით წონიან არგუმენტს აძლევს საერთაშორისო საზოგადოებას, რათა მათ რუსეთისგან მოითხოვონ შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. რუსეთი უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო ვალდებულებებს“, - წერს ნედ პრაისი. 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.