პოლიტიკა

მედია: უზბეკეთი ავღანეთის ახალ მთავრობას მიესალმება

უზბეკეთი ავღანეთის დროებით მთავრობას მიესალმება, - ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, Anadolu ავრცელებს. "ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება პირველი ნაბიჯი ქვეყანაში ყოვლისმომცველი ეროვნული შეთანხმების, მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. როგორც გამოცემა წერს, სამინისტრომ გამოხატა მზადყოფნა განავითაროს "კონსტრუქციული დიალოგი" და "პრაქტიკული თანამშრომლობა" ახალ მთავრობასთან, რომელიც ჩამოყალიბდა თალიბანის მიერ. ამავე თემაზე: „თალიბანმა“ ავღანეთის ახალი მთავრობა დააკომპლექტა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაარსებიდან 30 წელი გავიდა

9 სექტემბერი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაარსების დღეა. თავდაცვის სამინისტროს დაარსებიდან 30 წელი გავიდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით „არმი ჰოლში“ საზეიმო ღონისძიება გაიმართა. "თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უწყების თანამშრომლებს თავდაცვის სამინისტროს დაარსების დღე მიულოცა, სამინისტროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, 25 ან მეტი წლის ნამსახურების მქონე თანამშრომლებს და თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს ფულადი ჯილდო გადაეცათ. დღესვე, ჯუანშერ ბურჭულაძემ 20 დან 25 წლამდე ნამსახურების მქონე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომლები და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები მადლობის სიგელით დააჯილდოვა. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას, 1991 წლის 9 სექტემბრის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა. დოკუმენტის მიხედვით საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული არმიის ჩამოყალიბება და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა დაევალა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თურქეთის პრეზიდენტი აშშ-ს ეწვევა

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეერთებულ შტატებს 19-22 სექტემბერს ეწვევა. ვიზიტის დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

საქართველო პორტუგალიაში პირდაპირი ფრენების დაწყებაზე TAP Air Portugal-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს

საქართველოს პორტუგალიასთან პირდაპირი ავიარეისების დაწყება სურს. მოლაპარაკებები პორტუგალიის ეროვნულ ავიაკომპანია TAP Air Portugal-სთან მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ცნობლია, მარიამ ქვრივიშვილი პორტუგალიის ეროვნული ავიაკომპანიის TAP Air Portugal პრეზიდენტს შეხვდა. "დავიწყეთ მოლაპარაკება პორტუგალიიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე. საქართველოს ავიაციის სექტორის შტამბეჭდავი აღდგენის ტემპი და ტურიზმის სექტორის უდიდესი პოტენციალი - პოზიტიურ მოლოდინების გვიქმნის პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე", - წერს მარიამ ქვრივიშვილი Facebook-ზე.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი: ევროპაში ავღანელი ლტოლვილების ადგილი არ არის

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ ევროკავშირში ავღანელი ლტოლვილებისთვის "ადგილი ნამდვილად არ იყო". ამის შესახებ მან ავსტრიის კანცლერთან სებასტიან კურცთან და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ედუარდ ჰეგერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. ჩეხეთის ლიდერი ვარაუდობს, რომ უკეთესი იქნება "იპოვონ გამოსავალი, რომელიც მათ ავღანეთში დარჩენის საშუალებას მისცემს". "ერთი ვარიანტია თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკება, როგორც წარსულში გავაკეთეთ, მაგრამ არა მგონია ეს კარგი გამოსავალი იყოს. უკეთესი ვარიანტი არის გამოსავალი, რომელიც საშუალებას მისცემს ავღანელ ხალხს, ავღანეთში დარჩნენ",- განაცხადა ანდრეი ბაბიშმა. როგორც Euronews-ი წერს, 2016 წელს ევროკავშირმა დადო "მიგრაციის ხელშეკრულება" თურქეთთან, სადაც ანკარამ პირობა დადო, რომ ხელს შეუშლიდა მილიონობით, ძირითადად სირიელი, ლტოლვილის გაქცევას ევროპაში დაფინანსების სანაცვლოდ, რომელიც მას 3 მილიონზე მეტი ემიგრანტის განსახლებაში დაეხმარებოდა. ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 18 მილიონ ევროს გამოყოპფს ავღანელების დასახმარებლად ავღანეთის მეზობელ ქვეყნებში. "ჩვენ შევეცდებით შევამსუბუქოთ მათი ტანჯვა, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ 2015 არ უნდა განმეორდეს. ჩვენ წინააღმდეგი ვართ, არალეგალური მიგრაციისა და ჩვენ ვებრძვით კონტრაბანდისტებს". - განაცხადა კურცმა. ცნობისთვის, 2015 წელს დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი შემოვიდა ევროპაში ახლო აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან და აზიიდან. ამავე თემაზე: ანტონიო გუტერეში: ახლა, ისე, როგორც არასდროს, ავღანელ ბავშვებს, ქალებსა და კაცებს სჭირდებათ მხარდაჭერა ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი „თალიბანს“ უნდა ესაუბროს, რადგან მათ ომი მოიგეს

დავით ზალკალიანმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სომეხ კოლეგას, არარატ მირზოიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი, როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი, ასევე ურთიერთობები სავაჭრო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ტურიზმის, კულტურის და განათლების სფეროში. ასევე გაეცანით: სომხეთს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს

ილია მეორემ აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას უმასპინძლა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოს საპატრიარქოში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენთა დელეგაციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს, როგორც მეგობარი ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხს. „სტუმრებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე წამოჭრილი თითოეული პრობლემა და წუხილი აუცილებლად იქნება მიწოდებული აშშ-ის შესაბამისი უწყებებისადმი; ამასთან, დასძინეს, რომ ისინი ძალ-ღონეს არ დაიშურებენ „ქართულ-ამერიკული მეგობრობის განვითარებისა და გაღრმავებისათვის“. შეხვედრის დასასრულს უწმინდესმა და უნეტარესმა კონგრესმენებსა მადლობა გადაუხადა ყურადღებისათვის, თანადგომისა და მხარდაჭერისათვის, დალოცა ისინი და ბრძანა: „ღმერთი იყოს მფარველი და მაკურთხებელი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოსი“. კონგრესმენებმა მადლობა გადაუხადეს უწმინდესსა და უნეტარესს გულთბილი მიღებისათვის. კონგრესმენთა დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ კონგრესმენები: ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი), ასევე, აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს საპატიო კონსული ქ. სან-დიეგოში მელორ წიფურია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროკავშირი: „თალიბანის“ დროებითი მთავრობა არც ინკლუზიურს ჰგავს და არც წარმომადგენლობითს

ევროკავშირის განცხადებით, „თალიბანის“ მიერ დაკოლპლექტებული ახალი მთავრობა არც ინკლუზიურია და არც წარმომადგენლობითი. მისივე თანახმად, ასეთი ინკლუზიურობა და წარმომადგენლობითობა მოსალოდნელია მომავალი გარდამავალი მთავრობის შემადგენლობაში, მოლაპარაკებების შედეგად. „ეს არ ჰგავს არც ინკლუზიური და არც წარმომადგენლობით მთარობას. მაშინ, როდესაც ავღანეთი ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ახლა მთავრობაში ამ მრავალფეროვნებას დავინახავდით, „თალიბანმაც“ ამის პირობა დადო რამდენიმე კვირის წინ“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც პრესსპიკერ პიტერ სტანოს სახელით გავრცელდა. ცნობისთვის, „თალიბანმა“ ავღანეთის ახალი მთავრობა დააკომპლექტა. დროებით მთავრობას მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი მოლა ჰასან ახუნდი უხელმძღვანელებს, რომელიც გაეროს მიერ შავ სიაშია შეყვანილი.„თალიბანმა“ შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა სარაჯუდინ ჰაქანი, რომელიც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ძებნილთა სიაშია.

ამერიკელმა კონგრესმენებმა და ეკონომიკის მინისტრმა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის საკითხი განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უცვლელი სტრატეგიული პარტნიორია და ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს, ამ პარტნიორობის თვისობრივად ახალ დონეზე გადაყვანისთვის. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ქართული მხარის მზაობას, აშშ-სთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებასა და გაღრმავებაზე, ისევე, როგორც სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განვითარებაზე. ამასთან, საუბარი შეეხო საქართველოში ამერიკული ინვესტიციებისა და ბიზნესების პერსპექტივებს. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის საკითხი და კონგრესმენებს მოლაპარაკებების პროცესის დაწყებისთვის მხარდაჭერისთვის მიმართა. ნათია თურნავამ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა აშშ-ის მიერ საქართველოს ეკონომიკის სექტორში მიმდინარე სხვადასხვა პროექტის ძლიერი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხარდამჭერ პროგრამებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ ქვეყნის განვითარებაში. „გვქონდა კარგი შესაძლებლობა, ამერიკელ კონგრესმენებთან გვესაუბრა იმ პერსპექტივებზე, რაც ამერიკა-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს გააჩნია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მათ შორის ეკონომიკურ სფეროში, ძალიან ბევრს გვეხმარება ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის ჩვენი უცვლელი, ძალიან ძლიერი მხარდამჭერი და მართლაც სტრატეგიული პარტნიორი", - განაცხადა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა, რომ კოვიდპანდემიის მიუხედავად მიმდინარე წლის შვიდ თვეში ამერიკა-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 21%-ით გაიზარდა, ხოლო საქართველოდან აშშ-ში ექსპორტის ზრდამ 127%-ს მიაღწია. აღინიშნა, რომ დღესდღეობით ქართულ ბაზარზე საკმაოდ წარმატებულადაა წარმოდგენილი 300-მდე ამერიკული კომპანია. „თუმცა, ეს არ არის საკმარისი, გაცილებით ბევრის გაკეთება შეგვიძლია და რა თქმა უნდა, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია, ამერიკული ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში. ამასთან უნდა ითქვას, რომ ამერიკული კომპანიების მიერ დღემდე საქართველოში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. უნდა ითქვას ისიც, რომ ამერიკის შერთებული შტატები ტრადიციულად ლიდერობს ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ტოპ-ათეულში, ასევე ინვესტიციების თვალსაზრისით და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეგვიძლია უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ. კონგრესმენები წარმოადგენენ კონგრესის სხვადასხვა კომიტეტს და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის" თანასპონსორები არიან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ამერიკის შეერთებულ შტატებში გიორგი ციკოლია და ამერიკა-საქართველოს თანამეგობრობის ასოციაციის ხელმძღვანელი მელორ წიფურია. ამავე თემაზე: ექსკლუზივი: კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა საქართველოში ვიზიტით მყოფი კონგრესმენები თავისუფალ ვაჭრობის და პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების საკითხებით ინტერესდებიან

მადლენ ოლბრაიტი საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხით დაინტერესდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარე მადლენ ოლბრაიტთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ამ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისივე ცნობით, მადლენ ოლბრაიტმა ირაკლი ღარიბაშვილს ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარემ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლენ ოლბრაიტს პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში. პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობის არჩევნებს რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდებოდეს, რათა არცერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩეს. ონლაინ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არჩევნებამდე საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი დამკვირვებლები ესტუმრებიან, რომლებიც ადგილზე იმუშავებენ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ონლაინ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ლიდერები და ყოფილი დიპლომატები. ცნობისთვის, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ამავე თემაზე: ადგილობრივ არჩევნებს NDI-ის და IRI-ის საერთაშორისო მისიები შეაფასებენ NDI საქართველოში ადგილობრივი არჩევნებისთვის საერთაშორისო საარჩევნო პროგრამას იწყებს

ახალი კანონპროექტი პუტინს თავდაცვის ყველა ოპერაციის კონტროლის უფლებას აძლევს

რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო სათათბიროს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის უფლებამოსილებებს აფართოებს და თავდაცვის ყველა ოპერაციის კონტროლის უფლებას აძლევს. პრეზიდენტის თანხმობის გარეშე განხორციელებული გარიგებები განიხილება, როგორც „ბათილი“. კანონპროექტის თანახმად, „კომპანიები, რომლებიც უშუალოდ აწარმოებენ იარაღს ან ჩართულნი არიან იარაღის წარმოებაში, ასევე, კომპანიები, რომლებიც მონაწილეობენ პროდუქციის მიწოდებაში, ან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ თავდაცვის უზრუნველყოფაში, პრეზიდენტის კონტროლის ქვეშ მოექცევა. ასეთი კომპანიების სრულ ჩამონათვალს მთავრობა განსაზღვრავს. სახელმწიფო კორპორაციები Roscosmos-ი და Rostec-ი ცალკე განიხილებიან. ამ უკანასკნელებს ეკრძალებათ უცხოური ინვესტორებისთვის ნებისმიერი აქტივის გაყიდვა, რომელიც სტრატეგიულად ითვლება.

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მზადაა, განაგრძოს აქტიური მედიაციის როლი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნდობის აღსადგენად, რაც მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის

„ნიკოლ ფაშინიანს დავუდასტურე მზადყოფნა, საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი იმისთვის, რომ აღდგეს ნდობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომელიც მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ FacebooK-ში წერს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სომხეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის და ზოგადად, რეგიონის სტაბილურობას. „თბილისში ვმასპინძლობ საქართველოს დიდ მეგობარს, ჩემს კოლეგას, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. კიდევ ერთხელ მივულოცე პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის სტაბილურობას, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სტაბილურობას და ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის და ზოგადად, რეგიონის სტაბილურობას. ჩვენი საერთო ხედვაა, რომ ჩვენი რეგიონი ეტაპობრივად გარდავქმნათ ახალი შესაძლებლობების, განვითარების და მშვიდობის რეგიონად.ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე. ჩვენ ეს რამდენიმე ხნის წინ საქმით დავამტკიცეთ. საქართველოს, კერძოდ ჩემი მედიაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ძალისხმევით, ჩვენ, სამი ქვეყნის ლიდერმა მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც უკავშირდებოდა სომეხი ტყვეების დაბრუნებას სამშობლოში და ასევე, აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის, რუკების გადაცემას. ეს წარმატებული პრეცედენტი ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების მისაღწევად. დღეს ნიკოლ ფაშინიანს კიდევ ერთხელ დავუდასტურე სრული მზადყოფნა, საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი იმისთვის, რომ აღდგეს ნდობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ახალი იდეები და ერთად განვახორციელოთ ახალი პროექტები”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი. ამავე თემაზე: რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა შეხვედრისას ნიკოლ ფაშინიანი: სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში უამრავი კონფლიქტი და საშიშროებაა. ჩვენ ვცდილობთ, ერთმანეთს დავეხმაროთ

კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა

Europetime-მა ამერიკელი კონგრესმენი ალექს ქსავიერ მუნი ექსკლუზიურად ჩაწერა. კონგრესმენმა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. „მე ვფიქრობ, ეს კარგი პერსპექტივაა, რადგან თავისუფალი ვაჭრობა არის ის, რაც უკვე ხდება მსოფლიოში. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობა კარგი შესაძლებლობაა“, - განუცხადა ალექს ქსავიერ მუნმა Europetime-ს. რაც შეეხება პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების საკითხს, განსაკუთრებით დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მაგალითად, პორტებში. ალექს ქსავიერ მუნი აცხადებს, რომ ეს ამერიკის ინტერესებშია. „მე ვფიქრობ, რომ ამერიკის ინტერესებშია, მსოფლიოს ინტერესებშია ასეთი ინვესტიცია“, - აღნიშნა ამერიკელმა კონგრესმენმა Europetime-თან. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი კონგრესმენები ამ თემებზე 7 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე ელჩსაც ესაუბრნენ. „კმაყოფილი დავრჩი, როცა ვნახე, რომ დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, კერძოდ, ასიგნებების კომიტეტმა, მიიღო შესწორება, რომელშიც საუბარია საქართველოს მხარდაჭერაზე, მსგავსად „საქართველოს მხარდამჭერი აქტისა“, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ, რათა საქართველოს მხარი დავუჭიროთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და ასევე, მხარი დავუჭიროთ კარგ საერთაშორისო ურთიერთობებს. კერძოდ კი, გავაგრძელოთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ძალისხმევის და მეტი თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერა. ჩვენს ელჩთან ვისაუბრეთ ფინანსური კორპორაციის განვითარებისა და მისი ოფისის გახსნის შესაძლებლობის შესახებ, რათა აშშ-დან მეტი ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობა და ეკონომიკური განვითარება წახალისდეს“, - განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა. საქართველოში მეტი პირდაპირი ამერიკული ინვესტიციის წახალისების აუცილებლობას გაუსვა ხაზი სენატორმა რობ პორტმანმა, როდესაც მისივე კოლეგა ჯინ შაჰინთან ერთად ივნისში სტუმრობდა საქართველოს და Europetime-ს ექსკლუზიურად ესაუბრა. „ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, მაგრამ ასევე გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა. საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, მეორე - რუსეთი. შეერთებულ შტატებს ძალიან მცირე ნაწილი უჭირავს და ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ გავზარდოთ უფრო მეტი მიწოდების ჯაჭვი საქართველოდან ამერიკაში ან მეტი ექსპორტი ამერიკაში და პირიქით. ეს არის ის, რაზეც პირადად ვიმუშავებ, რადგან მე პირადად ვიყავი ჩართული ვაჭრობის საკითხებში, როგორც შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი. იმედი მაქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შეგვიძლია“, - აღნიშნა სენატორმა რობ პორტმანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. Europetime-მა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერიც ექსკლუზიურად ჩაწერა, როდესაც ამერიკელი მაღალჩინოსანი საქართველოს ასევე ივნისში ეწვია რეგიონული ტურნეს ფარგლებში. ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი. „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა. მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია. რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ. ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი კონგრესმენების დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). კონგრესმენები ასევე წარმოადგენენ სხვადასხვა კომიტეტს. ამავე თემაზე: საქართველოში ვიზიტით მყოფი კონგრესმენები თავისუფალ ვაჭრობის და პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების საკითხებით ინტერესდებიან

კონგრესმენი ალექს მუნი: საქართველო შესანიშნავი პარტნიორი იყო სამხედრო ოპერაციებში

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა კონგრესმენმა, ალექს მუნმა დღეს კონგრესის ასიგნებების კომიტეტის მიერ მიღებული შესწორებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კონგრესმენმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „კმაყოფილი დავრჩი, როცა ვნახე, რომ დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, კერძოდ, ასიგნებების კომიტეტმა, მიიღო შესწორება, რომელშიც საუბარია საქართველოს მხარდაჭერაზე, მსგავსად „საქართველოს მხარდამჭერი აქტისა“, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ, რათა საქართველოს მხარი დავუჭიროთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და ასევე, მხარი დავუჭიროთ კარგ საერთაშორისო ურთიერთობებს. კერძოდ კი, გავაგრძელოთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ძალისხმევის და მეტი თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერა. ელჩთან ვისაუბრეთ ფინანსური კორპორაციის განვითარებისა და მისი ოფისის გახსნის შესაძლებლობის შესახებ, რათა აშშ-დან მეტი ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობა და ეკონომიკური განვითარება წახალისდეს“, - განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა. მისი თქმით, ამერიკული მხარისთვის ცნობილია, რომ საქართველო ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით და მუშაობს ევროპელ პარტნიორებთან. „რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს - ჩვენ გვჭირდება მეგობრები მსოფლიოს ამ ნაწილში. საქართველო შესანიშნავი პარტნიორი იყო სამხედრო ოპერაციებში. ვიზიარებთ საქართველოს შეშფოთებას და წუხილს. დედაჩემი კუბელია და კომუნისტებმა მათი ქვეყანა დაიპყრეს, ჩვენ ვიცით, რომ ახლა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ამის გამო ძალიან შეშფოთებული ვართ“, - აღნიშნა კონგრესმენმა, ალექს მუნმა. ამერიკელმა კონგრესმენმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მალე, კიდევ ერთხელ ეწვევა. „საქართველოში ჩემს ორ კოლეგასთან ერთად ვიმყოფები, რათა შევხვდე ჩვენს მეგობრებს. თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ეს ჩემი მეორე ვიზიტია საქართველოში, პირველად ორი წლის წინ, ადამ კინზინგერთან ერთად ვეწვიე თქვენს ქვეყანას და იმედი მაქვს, რომ მალე დავბრუნდები. ჩვენ ვართ აშშ-საქართველოს ასოციაციის სტუმრები, რომელიც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის კარგ ურთიერთობებს“, - განაცხადა ალექს მუნმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზი და პარლამენტის სასახლეში განთავსებული საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩამოგდებული სტრატეგიული ბომბდამშენი ფრთის ნაწილი დაათვალიერეს. საქართველოს პარლამენტის ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები საქართველოში ვიზით მყოფ აშშ-ის კონგრესის დელეგაციას დღეს შეხვდნენ. პარლამენტის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაღრმავებაზე, ამერიკის კონგრესში საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერებაზე და ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის წლევანდელ რედაქციაზე, სადაც საქართველოს ცალკე ქვეთავი ეთმობა. „სტუმრები დაინტერესდნენ სამომავლო თანამშრომლობით, იმისთვის, რომ ამერიკის კონგრესში რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბდეს და საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა. მისი თქმით, ვაშინგტონში ვიზიტების დროს ქართული მხარე ეცდება, რომ ამერიკასთან ურთიერთობაში უფრო მეტს მიაღწიოს. გიორგი ხელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ჯორჯიის შტატის კონგრესმენის, ოსტინ სკოტის რედაქციით გამოქვეყნდა ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის წლევანდელი რედაქცია, რომელშიც განსაკუთრებული ცალკე ქვეთავი საქართველოს ეთმობა. „დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა, მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებაში, რეგიონული მშვიდობის, შავი ზღვის უსაფრთხოების და დემოკრატიული გამძლეობის თვალსაზრისით“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. აშშ-ის კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, ირაკლი ბერაია, გიორგი ხელაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი.

საქართველოს პარლამენტის წევრები აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები საქართველოში ვიზით მყოფ აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაღრმავებაზე, ამერიკის კონგრესში საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერებაზე და ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის წლევანდელ რედაქციაზე, სადაც საქართველოს ცალკე ქვეთავი ეთმობა. "სტუმრები დაინტერესდნენ სამომავლო თანამშრომლობით, იმისთვის, რომ ამერიკის კონგრესში რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბდეს და საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდეს", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა. მისი თქმით, ვაშინგტონში ვიზიტების დროს ქართული მხარე ეცდება, რომ ამერიკასთან ურთიერთობაში უფრო მეტს მიაღწიოს. გიორგი ხელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ჯორჯიის შტატის კონგრესმენის, ოსტინ სკოტის რედაქციით გამოქვეყნდა ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის წლევანდელი რედაქცია, რომელშიც განსაკუთრებული ცალკე ქვეთავი საქართველოს ეთმობა. "დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა, მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებაში, რეგიონული მშვიდობის, შავი ზღვის უსაფრთხოების და დემოკრატიული გამძლეობის თვალსაზრისით", - განაცხადა საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზი და პარლამენტის სასახლეში განთავსებული საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩამოგდებული სტრატეგიული ბომბდამშენი ფრთის ნაწილი დაათვალიერეს. "აშშ-ის კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, ირაკლი ბერაია, გიორგი ხელაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. თავდაცვის მინისტრმა და ამერიკელმა კონგრესმენებმა რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოების გარემო და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები განიხილეს აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია ხვალ საქართველოს ეწვევა ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ საქართველო-აშშ-ის შორის ურთიერთობები, ვაჭრობის სფერო - რა საკითხებს განიხილავენ საქართველოში ვიზიტისას კონგრესმენები კონგრესმენი ალექს მუნი: გვაწუხებს რუსეთიდან მომდინარე აგრესია. საქართველოსთან მუშაობას ვაგრძელებთ, რომ აქ მდგომარეობა უსაფრთხო და დაცული იყოს სამხედრო კომიტეტმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც 2022 ფისკალური წლისთვის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს

საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერთან რეგიონული თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს პირისპირ შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხები. ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის სამომავლო პოტენციალის გამოყენებისა და განვითარების მნიშვნელობას. ამავე თემაზე: ნიკოლ ფაშინიანი საქართველოშია ნიკოლ ფაშინიანი: სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში უამრავი კონფლიქტი და საშიშროებაა. ჩვენ ვცდილობთ, ერთმანეთს დავეხმაროთ რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი და სომხეთის საერთო რეგიონულ მიზანს სამ სიტყვაში ჩავატევდი - მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა

რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა შეხვედრისას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ კონფერნციაზე იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას განიხილა. "განვიხილეთ საკითხები, რომელიც უკავშირდება ეკონომიკას, ვაჭრობას, ტრანსპორტს, დაკავშირებადობას, მათ შორის მასშტაბური პროექტების თაობაზეც ვისაუბრეთ, რომელიც ბატონ პრემიერს აქვს. შევეხეთ ტურიზმს, ენერგეტიკას, კულტურას, განათლებას - ეს ის საკითხებია, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და რომელზედაც ჩვენ აბსოლუტური თანხვედრა გვაქვს. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს საინტერესო სატრანზიტო პოტენციალი. ამის თაობაზეც გვქონდა ჩვენ განხილვა. სრულად უნდა იყოს გამოყენებული, ათვისებული ყველა ის პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს გააჩნია. მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონში, სადაც არაერთი კონფლიქტი მოხდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, სავსე იყო და ჯერ კიდევ არის მოუგვარებელი კონფლიქტებით, ჩვენი საერთო ხედვა და ძალისხმევა უნდა იყოს ის, რომ ეს რეგიონი ეტაპობრივად გარდავქმნათ ახალი შესაძლებლობების, განვითარების და მშვიდობის რეგიონად. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ხედვა და ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში ორი ქვეყნის მთავრობის წევრებთან ერთად გაგრძელდა. ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში. გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრაში ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებთან ერთად მონაწილეობდნენ: სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი სერენ პაპიკიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, სომხეთს რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციების და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, ხოლო, საქართველოს მხრიდან: ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე. ამავე თემაზე: ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი და სომხეთის საერთო რეგიონულ მიზანს სამ სიტყვაში ჩავატევდი - მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა ნიკოლ ფაშინიანი საქართველოშია

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი და სომხეთის საერთო რეგიონულ მიზანს სამ სიტყვაში ჩავატევდი - მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა

ჩვენი და სომხეთის საერთო რეგიონულ მიზანს სამ სიტყვაში ჩავატევდი - მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშიანიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სტაბილურობას. „ჩემთვის დიდი პატივია ნიკოლ ფაშინიანის მასპინძლობა საქართველოში. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ბატონ პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება, რომელიც მან რამდენიმე თვის წინ მოიპოვა. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ დაიწყოს ახალი ერა სომხეთისა და სომეხი ხალხისთვის. მე გავეცანი ბატონი პრემიერის ახალ ხედვას, რომელიც სომხეთის განვითარებას და სომეხი ხალხის კეთილდღეობას უკავშირდება. რა თქმა უნდა, ყარაბაღის ომი ჩვენი რეგიონისთვის იყო რთული გამოწვევა, მაგრამ ახლა, გავეცანი რა ბატონი პრემიერის ახალ ხედვას, მჯერა, რომ აღნიშნული გამოწვევა გარდაიქმნება ახალ შესაძლებლობად. შესაძლებლობად, რომელიც მოუტანს კეთილდღეობას სომხეთსა და სომეხ ხალხს. რა თქა უნდა, ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სტაბილურობას. და ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად რეგიონის სტაბილურობასთან. შესაბამისად, ჩვენს საერთო რეგიონულ მიზანს სამ სიტყვაში ჩავატევდი - მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც რეგიონის სამივე ქვეყანას გვაერთიანებს. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე. ჩვენ ეს რამდენიმე ხნის წინ საქმით დავამტკიცეთ. რამდენიმე თვის წინ ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ საქართველოს, კერძოდ ჩემი მედიაციით, ბატონი პრემიერის უშუალო მონაწილეობით, მონდომებით, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ძალისხმევით, ჩვენ, სამმა ქვეყანამ, სამმა ლიდერმა მოვახერხეთ და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც უკავშირდებოდა სომეხი ტყვეების დაბრუნებას სამშობლოში და ასევე, აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის, რუკების გადაცემას. ეს წარმატებული პრეცედენტი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ. ასე რომ, მე პრემიერს კიდევ ერთხელ დავუდასტურე სრული მზადყოფნა იმისა, რომ საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი იმისთვის, რომ აღდგეს ნდობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის საფუძველთა საფუძველია. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ახალი თანამშრომლობის იდეები, ახალი პროექტები. განვიხილეთ საკითხები, რომელიც უკავშირდება ეკონომიკას, ვაჭრობას, ტრანსპორტს, დაკავშირებადობას, მათ შორის მასშტაბური პროექტების თაობაზეც ვისაუბრეთ, რომელიც ბატონ პრემიერს აქვს, ტურიზმს, ენერგეტიკას, კულტურას, განათლებას - ეს ის საკითხებია, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და რომელზედაც ჩვენ აბსოლუტური თანხვედრა გვაქვს. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს საინტერესო სატრანზიტო პოტენციალი. ამის თაობაზეც გვქონდა ჩვენ განხილვა. სრულად უნდა იყოს გამოყენებული, ათვისებული ყველა ის პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს გააჩნია. მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონში, სადაც არაერთი კონფლიქტი მოხდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, სავსე იყო და ჯერ კიდევ არის მოუგვარებელი კონფლიქტებით, ჩვენი საერთო ხედვა და ძალისხმევა უნდა იყოს ის, რომ ეს რეგიონი ეტაპობრივად გარდავქმნათ ახალი შესაძლებლობების, განვითარების და მშვიდობის რეგიონად. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ხედვა და ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას",- განაცხდა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამავე თემაზე: ნიკოლ ფაშინიანი საქართველოშია

შარლ მიშელმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა დაადასტურა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტი Twitter-ზე წერს. პუტინთან სატელეფონო საუბრისას შარლ მიშელმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა დაადასტურა. "პრეზიდენტ პუტინთან ერთად ავღანეთში ბოლოდროინდელი მოვლენები და უფრო ფართო რეგიონზე მათი გავლენა განვიხილეთ. ევროკავშირი და რუსეთი რეგიონის სტაბილურობის ინტერესს იზიარებენ. ჰუმანიტარული კატასტროფის პრევენცია, ტერორიზმთან და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლა და ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა, მათ შორის ქალების, გოგონებისა და უმცირესობების უფლებები - პრიორიტეტია. უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა დავადასტურე. ასევე ვისაუბრეთ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივებზე", - წერს შარლ მიშელი.

ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვინახავს შეწუხება და გაბრაზება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ 100 დღის განმავლობაში ხელს არ აწერდა შეთანხმებას და უარს ამბობდა

„ჩვენ არ გვინახავს შეწუხება და გაბრაზება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ 100 დღის განმავლობაში ხელს არ აწერდა და ამ შეთანხმების ხელმოწერაზე უხეში ფორმით უარს ამბობდა. ეს მათი მხრიდან შეცდომა იყო, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტს „ნაციონალური მოძრაობამ“ 100 დღის განმავლობაში არ მოაწერა ხელი და შედეგად პოლარიზაციის დასრულება გამორიცხული იყო. ასეთ დროს კი მათ ალტერნატივა აღარ დარჩათ. ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება შეთანხმების ანულირება იყო. „ჩვენ არ გვინახავს შეწუხება და გაბრაზება, როდესაც 100 დღის განმავლობაში არ აწერდა ხელს „ნაციონალური მოძრაობა“ და უხეში ფორმით ამბობდა უარს ამ შეთანხმების ხელმოწერაზე. ეს იყო შეცდომა მათი მხრიდან. ჩვენ ასეთ ნაბიჯზე წავედით, ისე რომ ამის არავითარი საფუძველი ობიექტურად არ არსებობდა, გარდა ამ საბოტაჟისა, რაც იყო ნეგატიური მოვლენა ოპოზიციის მხრიდან. არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, იყო თავისუფალი და კონკურენტული. არაფერი გვაიძულებდა ჩვენ ამ შეთანხმების ხელმოწერას. ამის მიუხედავად, ჩვენ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ და მთავარი მხარე, ვინც უნდა ყოფილიყო ამ შეთანხმების ოპოზიციის მიმართულებით... პოლარიზაციის დასრულება იყო ამ შეთანხმების ამოცანა და თუ ჩვენ გვინდა დოკუმენტის საფუძველზე პოლარიზაცია დავასრულოთ, ბუნებრივია, (პოლიტიკურად დაპირისპირებული) ორი მხარე უნდა აწერდეს ხელს. 100 დღის განმავლობაში რომ ერთი მხარე არ აწერს ხელს და შენ ხარ ერთადერთი მხარე, პოლარიზაციის დასრულება კი არის გამორიცხული, ასეთ დროს ჩვენ ალტერნატივა არ დაგვრჩა. ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება იყო შეთანხმების ანულირება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, გაუგებარი იყო, როდესაც დოკუმენტის ანულირების შემდგომ პარტნიორები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერას მიესალმნენ. ასევე გაეცანით: კარლ ჰარცელი საკონსტიტუციო ცვლილებაზე: მესამე წარუმატებლობა ამ ორი თვის განმავლობაში ამერიკის საელჩო საკონსტიტუციო ცვლილებაზე: მმართველი პარტიის კიდევ ერთი გატეხილი პირობა "ნაციონალურმა მოძრაობამ" შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერა