ეკონომიკა
ევროკავშირში, ელექტრომობილების გაყიდვებმა პირველად გადააჭარბა საწვავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვებს
Reuters-ის ცნობით, დეკემბერში, ევროკავშირში, ელექტრომობილების გაყიდვებმა პირველად გადააჭარბა საწვავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვებს. დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა მათიას შმიდტმა აღნიშნა, რომ „დაახლოებით ნახევარი ათწლეული დასჭირდება, რომ ეკოლოგიურად სუფთა მანქანებმა საწვავზე მომუშავე მოდელებს სრულად გადაუსწრონ, მაგრამ ეს მაინც დასაწყისია.“ გასულ თვეში, ევროკავშირში ყველა რეგისტრაციის 22.6% წმინდა ელექტრომობილებმა შეადგინა, რაც ოდნავ აღემატება ბენზინზე მომუშავე ავტომობილებს, რომელთა რაოდენობაც 22.5%-ს შეადგენდნენ. ჰიბრიდები (მათ შორის, plug-in ჰიბრიდები, რომლებსაც მხოლოდ აკუმულატორის ენერგიით შეზღუდული მანძილის გავლა შეუძლიათ) ყველაზე დიდ ჯგუფად [44%] რჩება.
ოქროს ფასი რეკორდულად მაღალია
ოქროს ფასმა რეკორდულად მოიმატა და უნციაზე 5,100 დოლარს გადააჭარბა. ფასზე ბოლო კვირის განმავლობაში რეკორდული პიკი დააფიქსირა და ოქროს ღირებულება წელს უკვე 18 პროცენტზე მეტით გაიზარდა. გლობალური დაძაბულობის ზრდის, ასევე, ცენტრალური ბანკისა და საცალო ვაჭრობის ძლიერი მოთხოვნის გამო, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ოქროს ფასი წელს კიდევ უფრო გაიზრდება 6000 დოლარამდე. რაც შეეხება ვერცხლს, მისი ფასი 4.8 პროცენტით გაიზარდა, 107.903 აშშ დოლარამდე.
ალიევი: აზერბაიჯანი გაზის ექსპორტს 16 ქვეყანაში ახორციელებს, მათგან 10 არის ევროკავშირის წევრი
აზერბაიჯანი გაზის ექსპორტს 16 ქვეყანაში ახორციელებს, მათგან 10 არის ევროკავშირის წევრი. ამის შესახებ პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა. „აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ფლობს ენერგორესურსებს და ექსპორტს ახდენს სხვა ქვეყნებში. რეგიონის სხვა ქვეყნები - მრავალი წლის განმავლობაში საქართველო და ახლა სომხეთი - აზერბაიჯანიდან ენერგორესურსების იმპორტს ახორციელებენ. ჩვენი ენერგეტიკული თანამშრომლობა ევროპასთან და ევროკავშირთან იზრდება. „ჩვენ უკვე ვახორციელებთ ბუნებრივი აირის ექსპორტს 16 ქვეყანაში, რომელთაგან 10 ევროკავშირის წევრია. გაზის მილსადენების გეოგრაფიული დაფარვის მიხედვით, აზერბაიჯანი მსოფლიოში პირველ ადგილზეა, განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 20 იანვარს დავოსში Euronews-თან ინტერვიუში. მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს აქვს ბუნებრივი რესურსები, სატრანსპორტო სისტემა და თანამედროვე მილსადენები. „ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს ბევრ ევროპულ ქვეყანასთან და ეს საშუალებას აძლევს მათ, გააძლიერონ თავიანთი ენერგეტიკული უსაფრთხოება. ჩვენთვის ეს არის შესაძლებლობა, გავყიდოთ ჩვენი რესურსები პრემიუმ ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გაზს მხოლოდ ევროპაში არ ვყიდით, ბოლო დროს მისი ექსპორტი სირიაშიც დავიწყეთ. თუმცა ფასის თვალსაზრისით, საუკეთესო ბაზარი, რა თქმა უნდა, ევროპული ბაზარია,“ - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანმა ავსტრიისა და გერმანიისთვის გაზის მიწოდება საქართველოს გავლით დაიწყო
აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია „სოკარმა“ გერმანიასა და ავსტრიაში ბუნებრივი აირის მიწოდება დაიწყო, განაცხადა კომპანიამ პარასკევს, რაც მის მიერ მომარაგებული ევროპული ბაზრების რაოდენობის გაზრდის პარალელურად ხდება. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. აზერბაიჯანულ გაზზე მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც ევროპამ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შეწყვეტა სცადა. კომპანიის განცხადებით, სამხრეთ და ცენტრალური ევროპის ბაზრებზე გაზის მიწოდება სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული სეგმენტის, ტრანსადრიატიკული მილსადენის მეშვეობით დაიწყო და ტრანსპორტირებული გაზის მნიშვნელოვანი მოცულობის გაყიდვით, აზერბაიჯანი აზერბაიჯანული გაზის ექსპორტში მომდევნო მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს. ივნისში კომპანიამ გერმანულ SEFE-სთან 10-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რაც ყოველწლიურად 1.5 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდებას გულისხმობს. „მიწოდებები, რომლებიც იტალიის გავლით, ავსტრიასა და გერმანიაში ხორციელდება, კიდევ უფრო აფართოებს აზერბაიჯანული გაზის გეოგრაფიულ მასშტაბს ევროპაში. ამ ახალი ბაზრებით, აზერბაიჯანული გაზის იმპორტიორი ქვეყნების რაოდენობა 16-მდე გაიზარდა,“ - ნათქვამია SOCAR-ის განცხადებაში. TAP-მა წელს თავისი გამტარუნარიანობა კიდევ 1.2 მილიარდი კუბური მეტრით გაზარდა. SOCAR-ის წყაროს ცნობით, ავსტრიას წელიწადში 1 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზი მიეწოდება. ცნობისთვის, აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში ტრანსადრიატიკული მილსადენის (TAP) მეშვეობით 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. მილსადენის საწყისი სიმძლავრე წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრი იყო, თუმცა შესაძლებელია მისი გაზრდა 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე წელიწადში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანმა და ევროკომისიამ შეთანხმებას მიაღწიეს ევროპაში გაზის მიწოდების გაორმაგების შესახებ 2027 წლისთვის. დღემდე TAP-მა ევროპას 54.3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა. 2025 წელს აზერბაიჯანმა 51.5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გამოიმუშავა. ამ პერიოდში გაზის ექსპორტმა სულ 25.2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. აქედან 12.8 მილიარდი კუბური მეტრი ევროპას მიეწოდა, 9.6 მილიარდი კუბური მეტრი – თურქეთს (მათ შორის, 5.6 მილიარდი TANAP-ის მეშვეობით), 2.3 მილიარდი კუბური მეტრი – საქართველოს და 0.5 მილიარდი კუბური მეტრი – სირიას.
ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარებისთვის $300 მილიონს მიიღებს
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტომ (MIGA), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა (AIIB) და Standard Chartered-მა ყაზახეთის ეროვნულ რკინიგზის ოპერატორს, შუა დერეფნის განვითარებისთვის 300 მილიონი აშშ დოლარი გამოუყვეს. ამის შესახებ IFC-ის მმართველმა დირექტორმა მახტარ დიოპმა სოციალურ პლატფორმაზე დაწერა. დიოპმა აღნიშნა, რომ თანხები გამოიყოფა ალმატის გარშემო 130 კილომეტრიანი ელექტროფიცირებული რკინიგზის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის. შემოვლითი გზა, სავარაუდოდ, ალმატის გარშემო საცობებს 40 პროცენტზე მეტით შეამცირებს, მიწოდების დრო კი, 24 საათამდე შეამცირდება და გაუმჯობესდება ტვირთების ნაკადები ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის (TCTC) გასწვრივ, რომელიც ასევე ცნობილია როგორც შუა დერეფანი - სახმელეთო გზა, რომელიც ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას კასპიის ზღვასთან და შემდეგ ევროპასთან აკავშირებს. დაფინანსება მოიცავს IFC-ის 50 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიციას, AIIB-ის 150 მილიონ აშშ დოლარამდე სესხს და 100 მილიონ აშშ დოლარამდე სესხს, რომელიც მხარდაჭერილია MIGA-ს შეთავაზებული გარანტიით. 2024 წელს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის სატვირთო გადაზიდვები 62%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 4.5 მილიონ ტონას მიაღწია. 2025 წელს ამ მარშრუტზე სატვირთო გადაზიდვები, სავარაუდოდ, 5.2 მილიონ ტონამდე გაიზრდება, საიდანაც 4.2 მილიონი ტონა გაივლის მარშრუტში მონაწილე ქვეყნებს. ამ მოცულობიდან 2.5 მილიონი ტონა მშრალი ტვირთი იქნება (96,000 TEU), ხოლო 1.7 მილიონი ტონა - ნავთობი. 2027 წლისთვის შუა დერეფნის გამტარუნარიანობამ შესაძლოა, წელიწადში 10 მილიონ ტონას მიაღწიოს, რაც გააძლიერებს აზერბაიჯანის სატრანზიტო პოტენციალს და შექმნის პირობებს ინფრასტრუქტურაში ახალი ინვესტიციების მოსაზიდად. ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გავლით სატვირთო გადაზიდვების სამიზნე პროგნოზი 2030 წლისთვის 11.4 მილიონი ტონაა.
აზერბაიჯანიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, ნავთობპროდუქტების მორიგი პარტია გაიგზავნა
9 იანვარს, აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთში ნავთობპროდუქტების მეორე პარტია გაგზავნა. ტვირთი მოიცავს 1742 ტონა 95 RON ბენზინს და 956 ტონა დიზელის საწვავს. ტვირთი სომხეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტით ჩავა. გასულ თვეში, ბაქოდან სომხეთში 1220 ტონა 95 RON ბენზინით დატვირთული პირველი სატვირთო მატარებელი გაიგზავნა. გადაზიდვები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის 2025 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანიდან სომხეთში საქონლის ტრანზიტზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. დღეს, 11 იანვარს,11 ბილაჯარის სადგურიდან ბოიუკ კასიკის მიმართულებით, 18 ვაგონისგან შემდგარი მატარებელი გავიდა, რომელიც 979 ტონა AI-92 საავტომობილო ბენზინით იყო დატვირთული. ტვირთი სომხეთში, საქართველოს გავლით გადაიგზავნება. ბაირამოვის თქმით, აზერბაიჯანიდან სომხეთში, საქართველოს გავლით საწვავის ექსპორტზე ტარიფების საკითხი გადაიჭრა
ბაირამოვის თქმით, აზერბაიჯანიდან სომხეთში, საქართველოს გავლით საწვავის ექსპორტზე ტარიფების საკითხი გადაიჭრა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მიერ სომხეთში, საქართველოს გავლით აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ექსპორტისთვის შემოთავაზებული საწყისი ტარიფი შეუსაბამო იყო, ტარიფების საკითხი გადაიჭრა და კომპანიებს შორის, ბაზარზე დაფუძნებული ტარიფები შეთანხმდება.“ „ქართული მხარის მიერ შემოთავაზებული ტარიფი ძალიან მაღალი იყო. ამან აზერბაიჯანულ მხარეს კითხვები გაუჩინა, რადგან შეთავაზება არ შეესაბამებოდა არსებულ პრაქტიკას. თუმცა როგორც კი საქართველოს ხელმძღვანელობამ საკითხის შესახებ შეიტყო, ისინი ჩაერივნენ და სიტუაცია შეიცვალა. ტარიფების საკითხი მოგვარდა და კომპანიებს შორის ტარიფები ბაზრის პირობების შესაბამისად შეთანხმდება,“ - აღნიშნა ბაირამოვმა 2025 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე. მანამდე საქართველოს რკინიგზაზე სატვირთო გადაზიდვების ტარიფებთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თუ ეს საკითხი არ მოგვარდება, ბიზნესი ტვირთის იმპორტ-ექსპორტისთვის ალტერნატიული გზების ძიებას დაიწყებს. ამასთან, მან რუსეთს მოუწოდა, სასწრაფოდ აღადგინოს სომხეთში რკინიგზის ის მონაკვეთები, რომლებიც აზერბაიჯანისა და თურქეთის საზღვრებამდე გადის. კერძოდ, ფაშინიანი სომხეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე იერასახიდან ნახიჩევანამდე, ანუ აზერბაიჯანის საზღვრამდე, ასევე, დასავლეთ სომხეთში მდებარე ახურიკიდან თურქეთის საზღვრამდე გამავალი სარკინიგზო მონაკვეთების სრულ აღდგენას მოითხოვს. ასევე, ფაშინიანი რუსული მხარისგან აღმოსავლეთ სომხეთში მდებარე იჯევანიდან დასავლეთ აზერბაიჯანის ღაზახამდე გამავალი სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენაზეც აპირებს მოთხოვნის წაყენებას. აზერბაიჯანიდან სომხეთში საქართველოს გავლით ნავთობპროდუქტების პირველი პარტია გაიგზავნა
ანაკლიის პორტის პროექტში სახელმწიფოს არსებული წილი ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა
ანაკლიის საზღვაო ნავსადგური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია საუბარი. დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნავსადგური, უწყებას 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაეცა. „შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით, უსასყიდლოდ, პირდაპირი გადაცემის ფორმით, არსებობის ვადით გადაეცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება“მ- ვცდილობთ 18 დეკემბრით დათარიღებულ განკარგულებაში. ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ტვირთის მიღება მთავრობამ 2029 წლიდან დააანონსა. ამასთან, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის მიხედვით, პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გათვალისწინებული ხარჯი, ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით 100 მლნ ლარით შემცირდა და 50 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობის ტენდერში ბელგიურმა Jan De Nul-მა გაიმარჯვა
საქართველო ბიტკოინის ყველაზე დიდი რეზერვების მქონე სახელმწიფოების ათეულშია
2025 წლის 18 ნოემბრის მონაცემებით, საერთო ჯამში, ტოპ 10 ქვეყანა ფლობს 518,500 BTC-ს - 47.7 მილიარდ დოლარს, რაც კრიპტოვალუტის მთლიანი ღირებულების დაახლოებით 2.5%-ს შეადგენს. ბიტკოინის წამყვანი მფლობელია შეერთებული შტატები, რომლის ღირებულება 18.2 მილიარდი დოლარია, 198,012 BTC-ს. მას მოსდევს ჩინეთი (194,000 BTC) და გაერთიანებული სამეფო (61,245 BTC). ბიტკოინის მფლობელთა ტოპ ქვეყნები: აშშ — 198,012 BTC და 18.2 მილიარდი დოლარი ჩინეთი — 194,000 BTC და 17.83 მილიარდი დოლარი დიდი ბრიტანეთი — 61,245 BTC და 5.63 მილიარდი დოლარი უკრაინა — 46,351 BTC და 4.26 მილიარდი დოლარი ბჰუტანი — 11,286 BTC და 1.04 მილიარდი დოლარი სალვადორი — 7,475 BTC და 687.16 მილიონი დოლარი ფინეთი — 90 BTC და 8.27 მილიონი დოლარი საქართველო — 66 BTC და 6.07 მილიონი დოლარი
აზერბაიჯანიდან სომხეთში საქართველოს გავლით ნავთობპროდუქტების პირველი პარტია გაიგზავნა
აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების პირველი პარტია სომხეთში ხუთშაბათს, 18 დეკემბერს ბილაჯარის სადგურიდან გაიგზავნა. Report-ის ცნობით, 1220 ტონა AI-95 საავტომობილო ბენზინი, რომელიც 22 ვაგონში ჩაიტვირთა, ხუთშაბათ საღამომდე „აზერბაიჯანის რკინიგზის“ (ADY) სატვირთო მატარებლით აღსტაფის რაიონში მდებარე ბოიუკ-კესიკის სადგურზე გადაიგზავნება. შემდეგ ტვირთი საქართველოს ტერიტორიის გავლით, ტრანზიტით სომხეთში გადაიზიდება. აზერბაიჯანული სააგენტო APA წერს, რომ აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერ შაჰინ მუსტაფაევსა და სომხეთის ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანს შორის 28 ნოემბერს გაბალაში გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების თანახმად, დღეს SOCAR-ის მიერ წარმოებული AI-95 ბენზინის 22 ვაგონი გადაიზიდება. „აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების სომხეთში ექსპორტს მხოლოდ კომერციული ხასიათი აქვს და ბენზინი საერთაშორისო ბაზრის ფასების შესაბამისად გაიყიდება. მინდინარე წლის 5 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ პარტნიორი ქვეყნებისგან მიიღო თხოვნა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის ერთჯერადი ტრანზიტის განხორციელებაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზას დაუყოვნებლივ დაევალა, აღნიშნული ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელოს,“ - წერს აზერბაიჯანული მედია და მიუთითებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს „სამშვიდობო დღის წესრიგი მხოლოდ დეკლარაცია არ არის, არამედ, ის პრაქტიკაშიც ხორციელდება.“ „აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ექსპორტი სომხეთში ასახავს სამშვიდობო პროცესში ეკონომიკური დივიდენდების კონცეფციას და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების დამყარებისკენ. ეს ასევე ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას და მომავალში ქვეყნებს შორის კავშირების გაფართოებას,“ - წერს APA.
საქართველო და სერბეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს იწყებენ
საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებები იწყება - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას სერბეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა იაგოდა ლაზარევიჩმა მოაწერეს ხელი. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე მხარეებმა ბელგრადში გამართულ საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომაზე იმსჯელეს. ამავე ინფორმაციით, ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელების მხრიდან აქცენტი გაკეთდა მოლაპარაკებების დაწყების დაჩქარების საჭიროებაზე, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. როგორც ერთობლივი განცხადების ტექსტშია აღნიშნული, ის მოიცავს ეკონომიკური პარტნიორობასთან დაკავშირებული საკითხების ყოვლისმომცველ ერთობლიობას, რომელიც ფარავს საქონლით ვაჭრობას და ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა სფეროებს. „აღნიშნული თანამედროვე და მომავალზე ორიენტირებული ჩარჩო ახალ შესაძლებლობებს შექმნის ორივე ქვეყნის ექსპორტიორებისთვის. ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობისა და ვაჭრობის შემდგომი გაფართოების აუთვისებელი პოტენციალის გათვალისწინებით, აუცილებელია თანამშრომლობის გააქტიურება ქართველ ექსპორტიორებსა და სერბეთის წამყვან დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებს შორის. ალკოჰოლური სასმელები, ფარმაცევტული პროდუქცია და შესაფუთი მასალები იმ პერსპექტიულ საექსპორტო სექტორებს შორისაა, რომლებშიც ჩვენ ვხედავთ კომერციული კავშირების გაფართოებისა და ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაზრდის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს," - ნათქვამია ინფორმაციაში. საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 2026 წლის პირველ ნახევარში გაიმართება.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტი 7%-ით გაიზარდა
2025 წლის აგვისტოში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ნავთობის ექსპორტი საშუალოდ, დღეში 551 000 ბარელს შეადგენდა (bpd). აგვისტოში, ივლისთან შედარებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტი დღეში 7%-ით, 34 000 ბარელით გაიზარდა. 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით, მიმდინარე წლის აგვისტოში BTC-ით ნავთობის ტრანსპორტირება 3%-ით, 18 000 ბარელით შემცირდა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი 2006 წლის 13 ივლისს გაიხსნა. მისი სიგრძე 1 768 კმ-ია: 443 კმ აზერბაიჯანში, 249 კმ საქართველოში და 1 076 კმ თურქეთში.
აზერბაიჯანმა ერთწლიანი პაუზის შემდეგ, დანიაში ნავთობის ექსპორტი განაახლა
აზერბაიჯანმა გასული წლის შემდეგ პირველად განაახლა ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი დანიაში. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. 2025 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში აზერბაიჯანმა დანიაში ექსპორტზე გაიტანა 88,200 ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომელთა ღირებულება ბიტუმოვანი ქანებისგან 49.7 მილიონ დოლარს შეადგენს. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ცნობით, გასულ წელს აზერბაიჯანიდან დანიაში ნავთობი ექსპორტზე არ გაუტანიათ.
BP აზერბაიჯანისთვის, საქართველოსა და თურქეთისთვის მილსადენის ოპერატორის როლის გადაცემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს - მედია
BP მოლაპარაკებებს აწარმოებს ბაქო-სუფსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენების ოპერატორის ფუნქციების გადაცემაზე აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი სამთავრობო უწყებებისთვის. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მოლაპარეკებების შესახებ ინფორმაცია Report-ს BP Azerbaijan-მა დაადასტურა. კომპანიამ აღნიშნა, რომ არსებული მილსადენების მართვის შეთანხმებების თანახმად, ნავთობისა და გაზის მილსადენების ოპერატორის როლი წინასწარ განსაზღვრულია და მისი გადაცემა დაგეგმილია შესაბამის სამთავრობო ან სახელმწიფო ორგანოსთვის, შეთანხმებულ ვადებში. „ამ შეთანხმებების საფუძველზე, 2021 წელს სამხრეთ კავკასიის მილსადენის ოპერაციები გადაეცა SOCAR-ს როგორც აზერბაიჯანში, ასევე, საქართველოში. ანალოგიურად, ეს შეთანხმებები ითვალისწინებს დასავლეთის ექსპორტის მილსადენის (ბაქო-სუფსა) და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ოპერატორის ფუნქციების გადაცემას აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი ორგანოებისთვის წინასწარ შეთანხმებულ ვადებში,“ - განაცხადა BP-მ. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, რომელიც 2006 წლის 13 ივლისს გაიხსნა, 1768 კმ-ზეა გადაჭიმული, საიდანაც 443 კმ აზერბაიჯანშია, 249 კმ საქართველოში და 1076 კმ თურქეთში. BTC Co.-ს აქციონერები არიან: BP (30.1%), SOCAR (32.97%), MOL (8.9%), TPAO (6.53%), Eni (5%), TotalEnergies (5%), Itochu (3.4%), Inpex (2.5%), ExxonMobil (2.5%) და ONGC (BTC) Limited (3.1%). ბაქო-სუფსას მილსადენი, რომელიც განკუთვნილია აზერი-ჩირაგ-გუნაშლის ბლოკიდან ნავთობის ტრანსპორტირებისთვის, ექსპლუატაციაში შევიდა 1999 წლის აპრილში. მილსადენი მოიცავს 837 კმ-ს, მათ შორის 775 კმ ახალ 21 დიუმიან (530 მმ) მილს და 55 კმ რეაბილიტირებულ მონაკვეთებს, რომელთა გამტარუნარიანობა წელიწადში 7 მილიონ ტონაზე მეტია (145,000 ბარელი დღეში). ამ მარშრუტზე ოპერაციები შეჩერდა 2022 წლის გაზაფხულზე და ამჟამად აზერბაიჯანული ნავთობის მთელი ექსპორტი BTC მილსადენის მეშვეობით ხორციელდება.
ევროკავშირმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის სტატუსი მიანიჭა
ევროკომისიამ 235 საზღვრისპირა ენერგეტიკულ პროექტს საერთო ინტერესის პროექტების (PCI) და ორმხრივი ინტერესის პროექტების (PMI) სტატუსი მიანიჭა - ეს 2023 წლის შემდეგ მეორე ასეთი სიაა. შერჩეულ პროექტებს ევროკავშირის დაფინანსების მისაღებად განაცხადის შეტანა შეეძლებათ. 2022 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, რომელიც მოიცავს შავი ზღვის ქვეშ 1000 მეგავატიანი წყალქვეშა ენერგეტიკული კაბელის მშენებლობის გეგმებს, რომლის სიგრძე 1195 კილომეტრია. ეს კაბელი აზერბაიჯანსა და საქართველოში გამომუშავებულ მწვანე ელექტროენერგიას რუმინეთში გადასცემს, ხოლო შემდგომ ტრანსპორტირებას უნგრეთსა და ევროპის დანარჩენ ნაწილში მოახდენს, რაც გააძლიერებს ევროპის წვდომას კავკასიის რეგიონიდან განახლებად ენერგიაზე. ბულგარეთმაც გამოთქვა ინტერესი პროექტში მონაწილეობის მიმართ. 2024 წლის სექტემბერში, რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორმა „ტრანსელექტრიკამ“, საქართველოს გადამცემი სისტემის ოპერატორმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, აზერბაიჯანის ენერგოკომპანია „აზერენერჯიმ“ და უნგრეთის ენერგოკომპანია „MVM“-მა შავი ზღვის ქვეშ წყალქვეშა კაბელის გაყვანისთვის ერთობლივი ფირმა შექმნეს.
მარტა კოსი აცხადებს, რომ შუა დერეფნის სატრანზიტო გამტარუნარიანობა, სავარაუდოდ, 2030 წლისთვის გასამმაგდება
შუა დერეფანში ტვირთების გადაზიდვა 2022 წლიდან დღემდე ოთხჯერ გაიზარდა და 2030 წლისთვის შესაძლოა, კიდევ სამჯერ გაიზარდოს, თუ სწორი ინვესტიციები განხორციელდება გამტარუნარიანობის გაზრდისა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად, განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ტაშკენტში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნისა და დაკავშირებადობის ინვესტორთა ფორუმზე, იტყობინება Trend-ი. კოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ საიმედო სატრანსპორტო მარშრუტებს დერეფნის გასწვრივ ყველა ქვეყნისთვის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური უპირატესობები მოაქვს. „ყველამ მწარე გამოცდილებით ვისწავლეთ, რომ ზედმეტი დამოკიდებულება დაუცველს გვხდის. ტრანსპორტში, ციფრულ და ენერგეტიკულ კავშირგაბმულობაში ინვესტიციები მეტ ვარიანტს ქმნის და ამცირებს ზეწოლის რისკს. ჩვენ გვჭირდება სანდო, გრძელვადიანი ალტერნატივა ჩრდილოეთ დერეფნისთვის,“ - აღნიშნა კოსმა. 26-27 ნოემბერს, კომისრებმა მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირი-ცენტრალური აზიის მესამე ეკონომიკურ ფორუმსა და ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნისა და დაკავშირებადობის ინვესტორთა ფორუმში, რომელსაც უზბეკეთის მთავრობა და ევროკავშირი მასპინძლობდნენ. „ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საიმედო მარშრუტები გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გამარჯვებაა“ - მარტა კოსი
„ზანგეზურის დერეფნის“ მშენებლობა 2030 წლისთვის დასრულდება“ - თურქი მინისტრი
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ მშენებლობა 2030 წლისთვის დასრულდება. CNN Türk-თან მანვე განაცხადა, რომ „თურქეთი შუა დერეფნის (ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. „ამჟამად, ჩვენ არ შეგვიძლია სასურველი მოცულობის ტვირთის გადაზიდვა, თუმცა ყოველდღიურად ვზრდით ამ პოტენციალს ბაქოს, თბილისისა და კასპიის ზღვის გავლით მარშრუტებით. „ზანგეზურის დერეფანი“ კი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გამტარუნარიანობის გაზრდაში,“ - განაცხადა მინისტრმა. ურალოღლუმ აღნიშნა, რომ „ზანგეზურის“ დერეფანი გახდება უმოკლესი მარშრუტი, რომელიც თურქულ სახელმწიფოებსა და შორეულ აღმოსავლეთს დააკავშირებს. „აზერბაიჯანი ნახჭევანიდან სომხეთის საზღვრამდე რკინიგზას აგებს. ჰორადიზიდან ბაქომდე მონაკვეთი უკვე დასრულების პირასაა. ამ მარშრუტზე იმუშავებს როგორც რკინიგზა, ასევე საავტომობილო ტრანსპორტი,“ - აღნიშნა მინისტრმა. „ზანგეზურის დერეფანი“ TRACECA-სთვის ძალიან მნიშვნელოვანი მარშრუტია“ - გენერალური მდივანი ფაშინიანის თქმით, ტერმინი „ზანგეზურის დერეფანი“ „კონფლიქტის ნარატივთან ასოცირდება“
აზერბაიჯანის გავლით, სომხეთში ყაზახური ხორბლის პირველი პარტია გაიგზავნა
აზერბაიჯანის გავლით ყაზახური მარცვლეულის სომხეთში ტრანსპორტირება ოფიციალურად დაიწყო. Report-ის ცნობით, ყაზახეთიდან ხორბლის 15 ვაგონისგან შემდგარმა ტვირთმა 5 ნოემბერს აზერბაიჯანის საზღვარი გადაკვეთა და საქართველოსკენ მიემართება. იალამა-ბილაჯარი-ჰაჯიგაბული-ბოიუკ კასიკის მარშრუტით გადაზიდული ტვირთი სომხეთის დალარიკის სადგურზე გაიგზავნება რუსეთიდან ჩამოსული 15 ვაგონის შემდეგ. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყაზახეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე შეზღუდვები მოიხსნა. აზერბაიჯანული APA-ს ცნობით, 15 სატვირთო ვაგონი, რომელიც რუსული ხორბლით იყო დატვირთული, სომხეთის დალარიკის სადგურზე აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ჩავიდა, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთის პირდაპირ გადაზიდვის პირველი შემთხვევა იყო 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
ყაზახეთმა შესაძლოა, სომხეთის გავლით თურქეთში ახალი სავაჭრო მარშრუტი გახსნას
ყაზახეთმა შესაძლოა, სომხეთის გავლით თურქეთში ახალი სავაჭრო გზა გახსნას. ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა და ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სომხეთის გავლით ეს ახალი სავაჭრო გზა ყაზახეთს თურქეთის პორტებთან პირდაპირ წვდომას მისცემს. „ამჟამად ჩვენ აზერბაიჯანის გავლით საქართველოს შავი ზღვის პორტებისკენ მივდივართ. ახალი გზა [აზერბაიჯანის] ნახიჩევანში [ანკლავში] შესვლის საშუალებას მოგვცემს, შემდეგ კი, პირდაპირ თურქეთში, მის საზღვაო პორტებში,“ - განაცხადა ყაზახმა ოფიციალურმა პირმა. აღსანიშნავია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამჟამად ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
კასპიის ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა სავარაუდოდ, ზაფხულში დაიწყება
ყაზახეთიდან აზერბაიჯანამდე კასპიის ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის სამუშაოს დაწყება მომავალი წლის ზაფხულში იგეგმება. ამის შესახებ მედიას აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ სამედინ ასადოვმა განუცხადა. ასადოვის თქმით, პროექტის სრულად დასრულება და ექსპლუატაციაში გაშვება 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება. კაბელის გაყვანილობის ზღვის ფსკერის მონაკვეთის მარშრუტის ანალიზი უკვე დასრულებულია და პროექტის განმახორციელებელი კომპანია მალე პროექტის ოპერატორებს სრულ ანგარიშს წარუდგენს. კაბელის წარმოებაც დაიწყო და მისი დასრულება 2026 წლის ზაფხულისთვის იგეგმება. ასადოვმა აღნიშნა, რომ კაბელი კასპიის ზღვაზე გადამკვეთი ძირითადი ციფრული დერეფნის მნიშვნელოვან სეგმენტს შექმნის. „როგორც ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტრო, ჩვენ ვაგრძელებთ პროექტის ოპერატორების მხარდაჭერას. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს საკომუნიკაციო რგოლი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის რეგიონულ ცენტრად გარდაქმნაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაში,“ - აღნიშნა სამედინ ასადოვმა. აზერბაიჯანი და ყაზახეთი კასპიის ზღვის ფსკერზე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის მშენებლობას იწყებენ