ეკონომიკა

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7172 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7179 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.07 თეთრი შეადგინა. "გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7963 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7910 ლარსშეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.53 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1460 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.1922 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 15 ნოემბრიდან შევა ძალაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

მიმდინარე წელს საგარეო ვალი ჩამოსცდება 40%-იან ნიშნულს - ხუციშვილი

მიმდინარე წელს საგარეო ვალი ჩამოსცდება 40%-იან ნიშნულს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. „როგორც იცით, საგარეო ვალის მოცულობა, რომელმაც გადააჭარბა 60%-იან ნიშნულს, გასულ წელს და უკვე მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად მოხდა მისი შემცირება. მიმდინარე წელს საგარეო ვალი ჩამოსცდება 40%-იან ნიშნულს და დაახლოებით 39,5%-ის ფარგლებში იქნება. დაახლოებით 20 პროცენტული პუნქტით იქნება შემცირება, რაც ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელოვნად მოხდა ამ მიმართულებით კონსოლიდაცია“, - განაცხადა ხუციშვილმა.  

ერდოღანი, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერებთან გაზის ჰაბის შექმნის საკითხს განიხილავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაზის ჰაბის შექმნის საკითხს, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერებთან დეკემბრის დასაწყისში, აშხაბადში ვიზიტისას განიხილავს. აზერბაიჯანული გაზი თურქეთის, როგორც ენერგო ჰაბის განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს - ერდოღანი ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა ინდონეზიაში G20-ის სამიტზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება „რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა ოფიციალურმა პირებმა, უკვე გააკეთეს განცხადებები თურქეთში ენერგეტიკული ჰაბის შექმნასთან დაკავშირებით. იმ ნაბიჯების წყალობით, რომელიც იგეგმება, თურქეთი ბუნებრივი აირის განაწილების ცენტრი გახდება. გაზის ჰაბის შექმნის საკითხის განხილვა მომავალი თვის დასაწყისში თურქმენეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, აშხაბადში ვიზიტისას იგეგმება. იმედი მაქვს, რომ დადებით შედეგს მივაღწევთ“, - განაცხადა ერდოღანმა.  ასევე წაიკითხეთ:  „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის  

ბიტკოინის ღირებულება $16 ათასამდე დაეცა

დღეს დილით, ბიტკოინის ფასი 5%-ით თითქმის $16 ათასამდე დაეცა. ამის შესახებ Report-ი კრიპტოვალუტის უმსხვილესი ბირჟის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. გაკოტრებული კრიპტო ბირჟის FTX-ის გარშემო არსებული კრიზისის ფონზე, ბიტკოინი ცდილობს $16,000-იანი ზღვარი შეინარჩუნოს. გასული სამშაბათიდან კრიპტოვალუტის ფასი $20,56 ათასიდან დაეცა და მთლიანობაში ღირებულების 20%-ზე მეტი დაკარგა, ხოლო კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია $1 ტრილიონზე მეტიდან $800 მილიარდამდე დაეცა.  

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ასტანამ ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის საგზაო რუკა შეიმუშავა

2023 წლის პირველი იანვრიდან, ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ალიხან სმაილოვი ადასტურებს. „უკვე მიღწეულია შეთანხმება პირველი იანვრიდან 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ტრანსპორტირების შესახებ. ვმუშაობთ ამ მაჩვენებლის 6-6,5 მილიონ ტონამდე გაზრდის მიმართულებით“, - განაცხადა სმაილოვმა. მისივე თქმით, ყაზახეთმა ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის საგზაო რუკა შეიმუშავა. სმაილოვის თქმით, ბაქოს პორტის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შესაძლებელი იქნება ბაქო-სუფსის და ბაქო-ბათუმის ნავთობსადენებით.  

ნიგერია და მაროკო, მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალქვეშა გაზადენის პროექტს განიხილავენ

  მაროკოს სამეფოს დედაქალაქ რაბატში, ნიგერიისა და მაროკოს წარმომადგენლებმა, მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალქვეშა გაზსადენის „ნიგერია-მაროკოს“ პროექტი განიხილეს. პროექტის ღირებულება $90.10 მილიარდია. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. ამ სტრატეგიული პროექტის განხილვაში მავრიტანიის,მაროკოს, ნიგერიის, სენეგალის და სამხრეთ აფრიკის ეკონომიკური გაერთიანების წევრი ქვეყნები მონაწილეობდნენ. ყველამ ინდივიდუალური პრეზენტაცია წარმოადგინა. სხვა დეტალები არ გასაჯაროებულა.  

9 თვეში თურქეთის ეკონომიკაში, $9,3 მილიარდის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა

მიმდინარე წლის ცხრა თვეში თურქეთის ეკონომიკაში $9 მილიარდ 282 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) განხორციელდა. ოფიციალური სტატისტიკით, თურქეთში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ იანვარ-სექტემბერში 9 მილიარდ 282 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო წლიური თვალსაზრისით 12,8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. პირდაპირი ინვესტიციების ყველაზე დიდი შემოდინება თურქეთში 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ესპანეთიდან დაფიქსირდა - $1,5 მილიარდი. მას მოსდევს შვეიცარია ($636 მილიონი) და ნიდერლანდები ($601 მილიონი). ეკონომიკის სფეროებს შორის, მიმდინარე წლის სამი კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა საფინანსო და სადაზღვევო სექტორში დაფიქსირდა, სადაც წლის დასაწყისიდან ინვესტირებულია მთელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35 პროცენტი. მას მოსდევს გადამამუშავებელი მრეწველობა (23 პროცენტი) და საბითუმო/საცალო ვაჭრობა (21 პროცენტი). პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინვესტიციო სამსახურის ხელმძღვანელმა ბურაქ დადლიოღლუმ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თურქეთშიდადებითი დინამიკაა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ჯერ კიდევ ვერ შეძლეს პანდემიის შედეგების დაძლევა და გლობალური რისკების მინიმუმამდე დაყვანა. „თურქეთს აქვს ძლიერი და სტაბილური საინვესტიციო გარემო, რაც უცხოელი ინვესტორების ყურადღებას იპყრობს“, - განაცხადა დადლიოღლუმ.  

ლევან დავითაშვილი: საქართველოს ავიაცია მომავალი წლიდან სრულად აღდგება და განვითარებას ევროპული მაღალი სტანდარტების შესაბამისად გააგრძელებს

ევროპასთან ინტეგრაციის პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ინსტიტუციური ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში, მათ შორის ევროკონტროლში საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ავიაციის განვითარებისთვის, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და განვითარების მინისტრმა ევროკონტროლის (ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია – EUROCONTROL ) გენერალურ დირექტორთან შეხვედრის კომენტირებისას. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილი ევროკონტროლის გენერალურ დირექტორს ემონ ბრენანს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ვახტანგ მახარობლიშვილმა. მხარეებმა საქართველოსა და ორგანიზაციას შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში არსებული და სამომავლო ურთიერთოების, მათი განვითარების შესახებ იმსჯელეს. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მომავალი წლიდან საქართველო ევროკონტროლის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო კონკრეტული საკითხების განხილვა პარტნიორებთან – ევროკონტროლის ხელმძღვანელობასთან. „საქართველოს ავიაციის აღდგენა ინტენსიურად მიმდინარეობს და მომავალი, 2023 წლიდან პროგნოზირებულია, რაშიც საერთაშორისო პარტნიორებიც გვეთანხმებიან, რომ ის სრულად აღდგება 2019 წელთან მიმართებაში და გააგრძელებს განვითარებას ევროპული მაღალი სტანდარტების შესაბამისად იმისთვის, რომ ბაზარი იყოს კონკურენტუნარიანი, მდგრადი და მომავალში ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ამასთან, ევროკონტროლის გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოსთან შესანიშნავი თანამშრომლობის რეჟიმში მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. „მინდა აღვნიშნო, რომ შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკის მინისტრთან, სადაც განვიხილეთ საქართველოს თანამშრომლობა ევროკონტროლთან, ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება ევროპელ გადამზიდველებს, აეროპორტებს და ა.შ.მომავალში ჩვენ ვაპირებთ ასევე აქტიურად ვითანამშრომლოთ. ვიმედოვნებთ, რომ თბილისსა და საქართველოს სხვა აეროპორტებში უფრო მეტ ევროპელ გადამზიდველს ვიხილავთ“, – განაცხადა ემონ ბრენანმა. ევროკონტროლი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის მასშტაბით საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხო და უწყვეტი მართვის უზრუნველყოფის მიმართულებით საქმიანობს. საქართველო ორგანიზაციის წევრი 2014 წელს გახდა.  

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7179 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7261 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.82 თეთრი შეადგინა. "გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7910 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7114 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 7.96 თეთრი შეადგინა. უცვლელი დარჩა თურქული ლირა, რომელიც 0.1465 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.1903 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 12 ნოემბრიდან შევა ძალაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

ცნობილია, რა რაოდენობის გაზი გაიტანა აზერბაიჯანმა ევროპაში

2022 წლის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანმა ევროპაში 9,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა. ცნობილია, რა რაოდენობის გაზი გაიტანა აზერბაიჯანმა ევროპაში ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა. 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, თურქეთში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტმა 6,9 მილიარდი შეადგინა, საქართველოში - 2 მილიარდი კუბური მეტრი. შაჰბაზოვმა აღნიშნა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზის ექსპორტი 17,4 პროცენტით გაიზარდა.   

FAO: სურსათის იმპორტის ხარჯები მსოფლიოში, რეკორდულ $1,94 ტრილიონამდე გაიზრდება

2022 წელს სურსათის იმპორტის გლობალური ხარჯები 10%-ით გაიზრდება და რეკორდულ $1,94 ტრილიონ შეადგენს. ეს ზეწოლას მოახდენს მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ბევრად ნაკლები პროდუქტის ყიდვას შეძლებენ. FAO-ს თანახმად, ზრდა არაპროპორციულად მოქმედებს ეკონომიკურად დაუცველ ქვეყნებზე. ეს პროცესი მოსალოდნელია მომავალ წელსაც გაგრძელდეს, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი სოფლის მეურნეობის მიწოდების მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდება. „ეს გამაფრთხილებელი ნიშნებია სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით “, - ნათქვამია FAO-ს პროგნოზში. FAO-მ აღნიშნა, რომ სურსათის იმპორტი დაბალ შემოსავლიან ქვეყნებში 10%-ით შემცირდება. „იმპორტიორებს უჭირთ მზარდი საერთაშორისო ხარჯების დაფინანსება, რამაც შესაძლოა, მათი მდგრადობა მაღალი საერთაშორისო ფასების მიმართ შეასუსტოს“, - ნათქვამია FAO-ს პროგნოზში. სურსათის მსოფლიო ფასებმა რეკორდულ დონეს 2022 წლის მარტში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ფასები გარკვეულწილად შემცირდა, 2021 წლის ნიშნულზე მაღალია.  

თურქეთი და ალჟირი, ნავთობისა და გაზის საბადოების მოძიების მიზნით, ერთობლივ კომპანიას ქმნიან

თურქეთი და ალჟირი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ერთობლივ კომპანიას ქმნიან. კომპანია გაზისა და ნავთობის საბადოებს, ძირითადად ალჟირში მოიძიებს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა Anadolu Agency-ს განუცხადა.  მინისტრის თქმით, ერთობლივ საწარმოს ალჟირის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანია Sonatrach და თურქული ნავთობკომპანია Turkish Petroleum (TP) შექმნიან. თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, ასევე მიღწეულია შეთანხმება თურქეთსა და ალჟირში, სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტების ერთობლივი მუშაობის წახალისებისა და მხარდაჭერის ზომებზე.   

McDonald’s-ი ბელორუსიდანაც გადის

McDonald’s-მა ბელორუსის ბაზრის დატოვება გადაწყვიტა. პარალელურად, სწრაფი კვების ობიექტები, რუსული ბრენდის „ვკუსნო ი ტოჩკას“ ქვეშ გააგრძელებენ მუშაობას. ამის შესახებ RBC-Ukraine კომპანიის პრესრელიზზე დაყრდნობით იუწყება. McDonald’s რუსეთის ბაზარს საბოლოოდ ტოვებს „მაკდონალდსის სწრაფი კვების რესტორნები, რომლებიც KSB Victory Restaurants Unitary Enterprise-ის კონტროლის ქვეშაა, მუშაობას Vkusno-i Tochka ბრენდის ქვეშ დაიწყებენ", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ამავდროულად, კომპანია პირობას დებს, რომ შეინარჩუნებს ყველა სამუშაო ადგილს. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციამ სწრაფი კვების რესტორნების ქსელი „ვკუსნო ი ტოჩკა“ მას შემდეგ შექმნა, რაც McDonald’s-მა რუსული ბაზარი დატოვა და ბიზნესი სრულად გაიყიდა. რუსეთში „ვკუსნო ი ტოჩკა“-ს ბრენდით, პირველი რესტორნები 12 ივნისს გაიხსნა.  

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, გლობალური დონის წარმატებული ენერგოპროექტია

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, გლობალურ დონეზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული პროექტია.  ყაზახეთი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტს იწყებს ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, 11 ნოემბერს სამარყანდში, თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის IX სამიტზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ UTC განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ერთობლივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას: „სასარგებლო იქნება თურქეთის საინვესტიციო ფონდის სწრაფად დაარსება. მე მჯერა, რომ ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას.” თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება UTC ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში. 1768 კმ სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის BTC მილსადენი ექსპლუატაციაშია 2006 წლის ივნისიდან. ამჟამად, BTC მილსადენს აზერბაიჯანიდან გადააქვს ნავთობი აზერი-ჩირაგ-გუნაშლიდან (ACG) და კონდენსატი შაჰ-დენიზიდან. გარდა ამისა, მილსადენი ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენს თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან. ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე  

რუსეთი ეკონომიკურ მაჩვენებლებს მალავს

რუსეთის ხელისუფლება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის ოფიციალური სტატისტიკის გასაიდუმლოებას განაგრძობს.  საბაჟო და საბანკო სტატისტიკის, ოქროსა და სავალუტო რეზერვების, ფედერალური ბიუჯეტისა და ნავთობის წარმოების შესახებ მონაცემების გასაიდუმლოების შემდეგ, კრემლმა ელექტროენერგიის მოხმარების მონაცემებზე გრიფი „საიდუმლო“ დააწესა. ელექტროენერგიის მოხმარების მონაცემები არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რომელიც მთელ ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას ასახავს. 2022 წლის ოქტომბერში, რუსეთის ფედერაციაში ელექტროენერგიის მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა.  ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მოხმარება ყოველ მეორე რეგიონში დაეცა: ცენტრის ენერგოსისტემაში მაჩვენებელი შემცირდა დაახლოებით 3%-ით, სამხრეთის ენერგოსისტემაში - 2,7%-ით, შუა ვოლგაში - 2%-ით, ჩრდილო-დასავლეთში - 1,7%-ით. ხოლო ურალის ენერგეტიკულ სისტემაში - 0,4%-ით. აღმოსავლეთისა და ციმბირის ენერგოსისტემებში მოხმარება გაიზარდა 2,9%-ით.   

ნიდერლანდების სამეფომ ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა

საქართველო და ნიდერნადების სამეფო მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების თაობაზე შეთანხმდნენ. შესაბამის მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დელეგაციის ნიდერლანდების ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.   ნიდერლანდების სამეფო წამყვანი საზღვაო სახელმწიფოა და ამ დროშით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფლოტი დაცურავს. მეზღვაურებს, რომელთაც სერტიფიკატები საქართველოში აქვთ აღებული, საშუალება ექნებათ, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ფლოტში დასაქმდნენ. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, მოლაპარაკება მემორანდუმის გაფორმების თაობაზე ნიდერლანდურ მხარესთან რამდენიმე წელია, აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ქართველ მეზღვაურებს უკვე 73 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტში შეუძლიათ დასაქმება, რომელთა შორისაა ევროკავშირის წევრი 20 ქვეყანა.

ყაზახეთი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტს იწყებს

2023 წლის პირველი იანვრიდან ყაზახეთი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს დაიწყებს. როგორც Trend-ი იუწყება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ალიჰან სმილოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს „გვაქვს შეთანხმება, რომ მომავალი წლის პირველი იანვრიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეშვეობით 1,5 მილიონი ტონა ნავთობი გადავიტანოთ. მომავალში ტრანზიტის მოცულობა 6-6,5 მლნ ტონამდე გაიზრდება. ყაზახეთის მთავრობამ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული მარშრუტი შეიმუშავა, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის რკინიგზის შესაძლებლობების თვალსაზრისით, TCO-მ ახლა შეიძინა და გააორმაგა ვაგონების რაოდენობა და უკვე დაწყებულია საპილოტე გადაზიდვები სარკინიგზო ტრანსპორტით ბათუმისა და უზბეკეთის მიმართულებით“, - განაცხადა სმილოვმა. მისივე თქმით, ყაზახეთის მთავრობამ ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის სპეციალური საგზაო რუკა შეიმუშავა. „გარდა ამისა, საუბარია ბაქო-სუფსა და ბაქო-ბათუმის მიმართულებებზე, სადაც ყაზახეთს საკუთარი ტერმინალი აქვს. ასევე განიხილება სარკინიგზო მიმართულება ატირაუდან ბათუმისკენ და უზბეკეთისკენ. ყველა ამ მიმართულებით ახლა მიმდინარეობს მუშაობა ამ სფეროებში ნავთობის ექსპორტის პოტენციალის გაფართოებისა და გაზრდის მიზნით“, - განაცხადა სმილოვმა.  მისივე თქმით, „მეზობელი ქვეყნებიდან კოლეგები ამ საკითხს გაგებით ეკიდებიან და სრული მხარდაჭერას უცხადებენ, ისინი მზად არიან უზრუნველყონ ყაზახეთს სატრანზიტო შესაძლებლობები და თანამშრომლობისთვისაც მზად არიან“.  ყაზახეთი მსოფლიოში მე-11 ადგილზეა ნავთობის მოპოვებით - 1,7 მილიონი ბარელი დღეში. ამ მოცულობის 89% ექსპორტზე გადის, ხოლო უმეტესი ნაწილი - ნოვოროსიისკში მიმავალი მილსადენით. გასულ წელს, ყაზახეთიდან ნავთობის უმსხვილესი მყიდველი იყო იტალია (17,9 მილიონი ტონა), შემდეგ - ნიდერლანდები (8,2 მილიონი ტონა) და საფრანგეთი (4,5 მილიონი ტონა). 1768 კმ სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის BTC მილსადენი ექსპლუატაციაშია 2006 წლის ივნისიდან. ამჟამად, BTC მილსადენს აზერბაიჯანიდან გადააქვს ნავთობი აზერი-ჩირაგ-გუნაშლიდან (ACG) და კონდენსატი შაჰ-დენიზიდან. გარდა ამისა, მილსადენი ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენს თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან. ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე  

ავტოკონცერნი Mazda რუსეთის ბაზარს ტოვებს

იაპონური ავტოკონცერნი Mazda რუსეთში საქმიანობას წყვეტს. ავტოკონცერნი, თავის წილს ვლადივოსტოკში, ერთობლივ საწარმო Sollers Auto-ს გადასცემს. იაპონური ავტომწარმოებელი Infiniti რუსეთის ბაზარს ტოვებს გარიგება სიმბოლური ღირებულებისაა და 1 ევროს მოიცავს. შეთანხმების საფუძველზე, იაპონური ავტომწარმოებლი თავის აქციებს მომდევნო 3 წლის განმავლობაში დაიბრუნებს. Ford-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის ბაზრიდან Infiniti-ი, Mercedes-Benz-ი, Ford-ი და სხვა კომპანიები გავიდნენ. Mercedes Benz-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს ექსპერტების შეფასებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში ვტომობილების ბაზარი კრიზისშია. რუსეთში მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები 63%-ით შემცირდა ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ავტომობილების გაყიდვები ოქტომბერში თითქმის 63%-ით შემცირდა. ზოგიერთი ბრენდის გაყიდვები კი 90%-ზე მეტით დაეცა.  

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7261 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7328 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.67 თეთრი შეადგინა. "გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7114 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7446 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.32 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1465 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.1028 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 11 ნოემბრიდან შევა ძალაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

ლევან დავითაშვილი: ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით, საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია

„ევროპა ეძებს ალტერნატიურ ენერგომომარაგების წყაროებს, ალტერნატიულ მარშრუტებს ზოგადად ევროპის ეკონომიკისთვის, ალტერნატიულ დაკავშირებას აზიასთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან - ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას შეუძლია  მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორის როლი შეასრულოს“, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელიც ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და თავს ევროკომისიაში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.  მისივე თქმით, საქართველოს ამ თანამშრომლობისთვის კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს. „ამაზე ვისაუბრეთ ევროკომისრებთან შეხვედრაზე, ასევე  ტრანსპორტისა და ენერგეტიკის   სფეროში თანამშრომლობაზე და განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც დღეს აქტუალურია მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში და ევროპაში“, - აღნიშნა დავითაშვილმა.  ეკონომიკის მინისტრის თქმით, შეხვედრებზე აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ისეთივე საინტერესო უნდა იყოს, როგორც საქართველოსთვის არის ევროკავშირი მნიშვნელოვანი. „ევროკომისრებთან ასევე ვისაუბრეთ  იმ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან - ჩვენს ქვეყანას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.