კულტურა

როგორ მიულოცა მსოფლიომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა. მნიშვნელოვანი თარიღი არაერთმა ქვეყანამ მოგვილოცა. ამ დღეს ქვეყნების ნაწილმა მნიშვნელოვანი შენობები და დაწესებულებები საქართველოს დროშის ფერებში გაანათა. კანადაში საქართველოს საელჩოს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ტორონტოს მერიამ პირველად საქართველოს დროშა აღმართა. ტაშკენტში, ცნობილი სასტუმრო “უზბეკეთი” საქართველოს დროშის ფერებში განათდა... დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრი. 26 მაისს, თბილისის დროით 15:00 საათზე, საქართველოს დროშა აღმართეს ბრისტოლის მერიასთან ბრისტოლის ახლად არჩეულმა ლორდ მერმა სტივ სმიტმა, ლორდ ლეიტენანტმა ფიჩის გოლდინგმა, ქალაქის შერიფმა სიუ დევისმა, ბრისტოლსა და სამხრეთ დასავლეთ ინგლისში საქართველოს საპატიო კონსულმა დერეკ პიკაპმა, თბილისი-ბრისტოლის ასოციაციის წევრებმა და ბრისტოლის სავაჭრო გილდიის წევრმა ჯეინ ოკლენდმა. ფრანკფურტში ზაარბრიუკენის მერიის სამრეკლოს მეშვეობით შესრულდა ქართული პოპულარული სიმღერა აკაკი წერეთლის ლექსზე, „სულიკო“. შესრულების პარალელურად გაშვებული იქნა საჰაერო ბუშტები საქართველოს დროშის ფერებით. დუბლინის ლორდ მერის რეზიდენცია განათებულია ქართული დროშის ფერებში. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ვილნიუსის ცენტრალურ „ლუკიშკიოს“ მოედანზე გაიშალა საქართველოს დროშა და საქართველოს დროით 17:10 საათზე (1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დრო) შესრულდა საქართველოსა და ლიეტუვის ეროვნული ჰიმნები. არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, პირველად ორმხროვი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საპატივცემლოდ, აბუ-დაბის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის სათაო ოფისის შენობა, თბილისის დროით 19:00-20:00 საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ათენის ერთ-ერთი ცენტრალური მოედნის (ომონია) შადრევანი, საქართველოს საელჩოს თხოვნის საფუძველზე, ათენის მერიის მიერ პირველად განათდა საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში. კვიპროსის დედაქალაქში, ნიქოსიაში, საქართველოს დროშის ფერებით განათდა Eleftheria square-ი და ქალაქის მერიის შენობა. იერუსალიმის კედლები საქართველოს დროშის ფერებით განათდა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, სოფიას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობა, კულტურის ეროვნული სასახლე განათებული იქნა საქართველოს დროშის ფერებში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში პირველად საქართველოსა და სერბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არსებობის ისტორიაში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქ. ბელგრადის მთავარი ღირსშესანიშნაობები: "ავალას" სატელევიზიო ანძა, ქალაქის ორი მთავარი ხიდი - "ადა" და "ბრანკო", ქალაქის ცენტრში მდებარე "სლავიას" შადრევანი, ბელგრადის მთავარი ფოსტის ისტორიული შენობა, ხოლო ქალაქის ცენტრალურ შენობაზე- ალბანეთის სასახლეზე გამოისახა საქართველოს დროშები. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დოჰას შერატონის სასტუმროს ისტორიული შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებში განათდა თურქეთის დედაქალაქის - ანკარის მთავარი სიმბოლო „ათაქულეს კოშკი“.

ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო, ევროპა ნოსტრას პრიზი გადაეცა

„ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, ევროპა ნოსტრას პრიზი მუცოს რეაბილიტაციის პროგრამის საერთაშორისო აღიარების შემდგომ ვარძიის კომპლექსის კონსერვაციის პროგრამას ერგო“, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფონდ „ქართუსთან“ და იტალიის გეოლოგიური კვლევის ინსტიტუტთან ერთად, მთავრობამ დროის მოკლე ინტერვალში უზრუნველყო კლდეში ნაკვეთი კომპლექსის სტრუქტურული მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება. „დღეს ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო/ევროპა ნოსტრას პრიზი, ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროგრამის საერთაშორისო აღიარების შემდგომ, ამჯერად უკვე ვარძიის კომპლექსის კონსერვაციის პროგრამას ერგო. ევროკომისიისა და ორგანიზაცია ევროპა ნოსტრას კონკურსში საქართველოდან წარდგენილი სანომინაციო განაცხადი გახდა კონსერვაციის კატეგორიის ერთ-ერთი გამარჯვებული სხვა 8 ნომინანტთან ერთად, რომლებიც სამაგალითო მიღწევებად დასახელდა. უმნიშვნელოვანეს პარტნიორებთან - ფონდ „ქართუსთან“ და იტალიის გეოლოგიური კვლევის ინსტიტუტთან ერთად, ჩვენმა მთავრობამ დროის მოკლე ინტერვალში უზრუნველყო კლდეში ნაკვეთი კომპლექსის სტრუქტურული მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება. წარმატებულმა საპილოტე პროექტმა საფუძველი ჩაუყარა "კლდეში ნაკვეთი მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას", რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში სხვა მსგავსი ძეგლების გადარჩენას“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში.

მანქანების იდუმალი სასაფლაო ფასანაურში - შთამბეჭდავი ფოტოები ქართველი ფოტოგრაფის ობიექტივში

ალბათ ძალიან ცოტაა ადამიანი, რომელსაც გაუგია, რომ ფასანაურთან მდებარეობს ადგილი, სადაც ერთი შეხედვით, თითქოს დროა გაჩერებული. აქ მანქანების სასაფლაო მდებარეობს. ეს უცნაური ადგილი ფოტოგრაფებისთვის ერთგვარი თავგადასავალია, სადაც შეუძლიათ შთამბეჭდავი ფოტოები გადაიღონ. ადგილზე ნახავთ გასული საუკუნის მოდურ მოდელებს. მანქანებს ერთი რამ აქვთ საერთო, მათი გამოყენება უკვე შეუძლებელია. მანქანების რაოდენობა ასეულს აღწევს, მათ ყველას ერთი მფლობელი ექიმი ჯიმშერ პატაშურია. წლების წინ დაწყებული ჰობი, სერიოზულ კოლექციად აქცია. მის კოლექციაში ნახავთ 1938 წელს გამოშვებული ოპელს, ბე-ემ-ვეს - ეს მანქანები უკვე ანტიკვარად ითვლება. ამჯერად მანქანების იდუმალი სასაფლაო, ფოტოგრაფ დავით თაბაგარის ფოტოობიექტივში მოხვდა.

ოზურგეთში ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გაიხსნა

დღეს არის მართლაც დიდი ზეიმი. ოზურგეთს ამშვენებს ეს უნიკალური თეატრი, რომელიც 150 წელს ითვლის, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სრულად რეაბილიტირებული ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თეატრი გარემონტდა უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით და ფონდი „ქართუს“ დახმარებით. „მე მინდა ყველას მოგესალმოთ. მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, თეატრის და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ოზურგეთის საზოგადოებას. მე მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ ყველას. დღეს არის მართლაც დიდი ზეიმი. ოზურგეთს ამშვენებს ეს უნიკალური თეატრი, რომელიც 150 წელს ითვლის. ეს სილამაზე, ეს დიდებული თეატრი, როგორც ბატონმა ვასილმა აღნიშნა, გარემონტდა უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით და ფონდი „ქართუს“ დახმარებით. მე მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენ სულ ახლახანს მოედნის მეორე მხარეს სიმბოლურად გავხსენით სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრის სტელა, ბატონი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის. კიდევ ერთხელ მოვიგონეთ ეს დიდებული ადამიანი. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ მართლაც გამორჩეული ხალხი და გურია მინდა განსაკუთრებულად გამოვყო გამორჩეული ნიჭიერებით. ბატონი ანზორ ერქომაიშვილის ფენომენი სწორედ კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რაოდენ გამორჩეული მხარეა გურია და გურული ხალხი. მე მინდა ყველას მოგეფეროთ დიდი სიყვარულით, სითბოთი და პატივისცემით. დიდი მადლობა, გილოცავთ კიდევ ერთხელ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. რეაბილიტაციის შედეგად, ოზურგეთის თეატრი ულტრათანამედროვე ხმის და განათების სისტემებით აღიჭურვა. მასში განთავსებულია ორი სრულფასოვანი სცენა, რადიო სტუდია რადიო სპექტაკლების ჩასაწერად; შენობა მორგებულია თანამედროვე სტანდარტებს, მასში ფუნქციონირებს მსახიობთათვის საგრიმიორო, სარეკვიზიტორო, სადურგლო საამქროები, აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. თეატრში არის სხვადასხვა სარეპეტიციო სივრცე, ხმის ჩამწერი სტუდია, ოთახები მუზეუმისთვის, სამხატვრო სადეკორაციო - სახელოსნოსთვის, მცირე დარბაზი - ექსპერიმენტული სცენა, რომელსაც დამოუკიდებლად ფუნქციონირება შეუძლია; შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. თეატრს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ახლად რეაბილიტირებულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოდგენას - ,,მონატრება- ნუ გააღვიძებ“ დაესწრო, რომელიც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა.

2021 წლის 26 მაისს მთვარე სრულად დაბნელდება - ასტრონომიური მოვლენა, რომელსაც უამრავი ადამიანი ელოდება

2021 წელი არის წელი, როდესაც ზევით უნდა აიხედოთ! უამრავი საოცარი ასტრონომიური მოვლენა მოხდება, თუმცა მთვარის მთლიანი დაბნელება მოხდება 26 მაისს. მთვარის სრული დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც დედამიწა სრულყოფილად შეესაბამება ხაზს მთვარესა და მზეს შორის, ის ქმნის ჩრდილს, რომელიც მთვარეს ანიჭებს მოწითალო-მონარინჯისფრო ელფერს (ამიტომ მთვარის მთლიანი დაბნელება სისხლის მთვარეებად მოიხსენიება). ეს ციური მოვლენა ხილული იქნება წყნარი ოკეანის მთელ ნაწილში და აღმოსავლეთ აზიის, იაპონიის, ავსტრალიის და დასავლეთ ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილებში, რომელიც სავარაუდოდ დაიწყება დღის 1:46 საათზე. მთვარე დედამიწის ჩრდილის ბნელ ნაწილში შევა დაახლოებით 2:45 საათზე და თუ გსურთ თვალი ადევნოთ მთვარის ზედაპირს, მთლიანად დაფარული დედამიწის დაჩრდილულ არეს, ამის შესაძლებლობა დღის 4:11-დან 4:26 საათამდე გექნებათ. დაბნელება მთლიანობას 15 წუთზე ნაკლებ დროში მიაღწევს, ასე რომ დარწმუნდით, რომ არ გამოტოვებთ მას, რადგან 2024 წლამდე უნდა დაელოდოთ, რომ ამჯერა დმზის სრული დაბნელება იხილოთ. იმ ქვეყნებს კი ვისაც საშუალება არ გვაქვს ეს საოცარი სანახაობა პირადად ვნახოთ, სხვადასხვა ასტრონომიურ პლატფორმაზე გვექნება შესაძლებლობა ონლაინ ვუყუროთ. მთვარე ზოგადად მოქმედებს ადამიანების გუნება-განწყობაზე და ასტროლოგებს თუ დავუჯერებთ 20-26 მაისამდე მოსახლეობაში აგრესია მოიმატებს და სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.

ისტრია - ზღაპრული ადგილი, სადაც ულამაზესი პეპლების ბაღი შეგიძლიათ ნახოთ

ისტრია - ულამაზესი ნახევარკუნძულია ტურიზმის მოყვარულებისთვის. მდებარეობს ადრიატიკის ზემო ნაწილში ტრიესტის ყურესა და კვარნერის უბეს შორის. ნახევარკუნძული სამი ქვეყნის ხორვატიის, სლოვენიის და იტალიის შემადგენლობაში შედის. ისტრია ჩრდილოეთ ადრიატიკის უდიდესი მწვანე ოაზისია. სანაპირო და კუნძულები დაფარულია ფიჭვის ტყით და ადვილად ამოსაცნობი მწვანე მაჩიით. მაკიას ძირითადი ნიმუშებია ნუშის, მუხის და მარწყვის ხეები. ნახევარკუნძულის 35 პროცენტი დაფარულია ტყეებით. ისტრია ნამდვილი დღესასწაულია მოგზაურებისთვის. მისი ზღვის შენაკადები მიედინება ღრმა ველებსა და ხეობებზე, რომლებიც მოგვაგონებს უძველეს ადგილობრივ ლეგენდებს გიგანტების შესახებ. მოძრავი ბორცვები გადაჰყურებს მინდვრებსა და ხეობებს პატარა ქალაქებით, რომლებიც განლაგებულია მწვერვალებზე, ისინი ძველ ნახატებს მოგვაგონებს. ნახევარკუნძულზე ულამაზესი ხედები იშლება: თეთრმწვერვალიანი მთები, ხორბლის აყვავებული მინდვრები, პლატოები, ხეობები, ვენახები და ზეთისხილის ბაღები მთის პირას და ბოლოს ზღვა. Istria-ს შეცნობისას შეამჩნევთ უფრო და უფრო მომხიბლავ დეტალებს: ეკლესიის ფასადებსა და პორტალებს, პატარა სოფლის ხეივნებს თავისი სპეციფიკური არქიტექტურით, ყვავილოვან ალუბლებს. აქ ყველაფერი გულთბილი და მეგობრულია: ბუნება, ქალაქები და ხალხი. ბუნებრივი ატრაქციონები ისტრიის ნახევარკუნძულმა შეძლო ნამდვილი და ორიგინალური ბუნებრივი ღირებულებების შენარჩუნება. ბუნებრივი საგანძურის დაცვა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. დღევანდელი ახალი თაობებისათვის დაუწერელი კანონი გახდა - შეინარჩუნონ უდაბნო, მზეზე დაცვარული ბორცვები, წინა პლანზეა წამოწეული აყვავებული ხმელთაშუაზღვის გამწვანება, ადრიატიკის ზღვის დაჩრდილული ტყეები.... ეწვიეთ ამფითეატრს ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი ძეგლი, ყველა ღირსშესანიშნავი ტურის საწყისი და დასასრულია ამფითეატრი, რომელსაც ხალხში პულას არენას უწოდებენ. ის ერთ დროს გლადიატორების ბრძოლების ადგილი იყო. იგი აშენდა ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში იმპერატორ ვესპასიანეს დროს, რომში, ბრწყინვალე კოლიზეუმთან ერთად. ცხენზე ჯირითი ბუნებისა და თავგადასავლების მოყვარულები ნამდვილი მონდომებით იმოგზაურებენ და აღმოაჩენენ ამ შუაზღვისპირეთის ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნაობების სილამაზეს. ცხენების ცენტრები და რანჩოები, მათი კეთილშობილი და გულწრფელი ცხენებით საშუალებას მოგცემენ როგორც დამწყებებს, ასევე უფრო გამოცდილ მხედრებს მოაწყოთ ლაშქრობები და სხვადასხვა აქტივობები ბუნებაში საცხენოსნო სკოლასთან ერთად. სანაპირო და პლაჟები თუ აირჩევთ დამალულ ბორცვებს თეთრი კენჭებით, პატარა ან უფრო დიდ ყურეებს ან კლდოვან სურნელოვან რიფებს. სუფთა და ისტორიული პლიაჟები ნამდვილად ბუნების საოცრებაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრის აღბეჭდვა ნახატებში მარტივი იყო, ვიდრე სიტყვებით აღწერა თქვენ უბრალოდ უნდა იფიქროთ მასზე და ის თქვენ თვალწინ დაგიდგებათ. ესტუმრეთ პეპლების ბაღს პეპლების ბაღი მდებარეობს ეიას ეკოლოგიურ ცენტრში და გარშემორტყმულია ჯადოსნური ზღაპრული ხისგან, რომელიც მოიცავს ასწლოვან მუხის ხეს, რომელსაც ნონო უწოდებენ. Eia არის ბეილსა და კრმედეს შორის ხელშეუხებელი ბუნების არეალში და აქვს უამრავი ეკოლოგიური პროექტი და არაჩვეულებრივი შენობები, როგორიცაა ჩალისგან დამზადებული სახლი, მიწის თიხის სამზარეულო და ინდური საუნა, ასევე პეპლების ბაღი.

ნინო სუხიშვილი: ქართული თეატრი კახი კავსაძის გარეშე დაობლდა

„ქართული თეატრი კახი კავსაძის გარეშე დაობლდა“ - ამის შესახებ ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორმა ნინო სუხიშვილმა რუსთაველის ეროვნულ თეატრთან ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. „კახი კავსაძე ძალიან დიდი პიროვნება, დიდი მსახიობი, დიდი ადამიანი, ჩემი ოჯახის ყველა წევრის მეგობარი იყო. ძალიან დიდი ტკივილია მთელი ერისთვის, ქვეყნისთვის, ქართული თეატრისთვის, ოჯახისთვის უდიდესი დანაკლისია. ძალიან დიდ ადამიანებს, ვკარგავთ, კახი კავსაძე საუკუნის ადამიანი იყო, განუმეორებელი პიროვნება და მსახიობი. ქართული თეატრი კახი კავსაძის გარეშე დაობლდა, ძალიან ძნელი წარმოსადგენია", - აცხადებს ნინო სუხიშვილი. კახი კავსაძე 2021 წლის 27 აპრილს გარდაიცვალა. მსახიობს საბურთალოს სასაფლაოზე მისი მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდზე დაკრძალავენ.

22 აპრილს მსოფლიოში დედამიწის დღე აღინიშნება

დედამიწის დღე ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. 1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება. საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.

14 ყველაზე ლამაზი ციხესიმაგრე ევროპაში იდუმალი ისტორიებით

ამ ციხესიმაგრეებში სტუმრობისას აუცილებლად ჩაიძირებით წინა საუკუნეები ევროპაში. აღმოაჩენთ მეფეების ცხოვრებას, ისტორიებს მაშინ ასე მოდურ ვენდეტაზე, ევროპული ტერიტორიების ისტორიას, ომების, ერებისა და რეგიონებისა და იმ ოჯახთა ისტორიებს, რომლებმაც შექმნეს ევროპა. აღმოაჩინე ყველაზე ლამაზი ციხესიმაგრეები ევროპაში. პენის სასახლე ( The Palace of Pena) სინტრა-პორტუგალია სინტრას გორაკებში მდებარე პენის პარკი და სასახლე მეფე ფერდინანდ II-ის შემოქმედების ნაყოფია, რომელიც მე-19 საუკუნის რომანტიზმის გამოხატულებაა პორტუგალიაში. ის მანუელინისა და მავრიტანული სტილის არქიტექტურის ნაზავია. სასახლე ისეა აშენებული, რომ მისი დანახვა პარკის ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი. გარშემო შემოსაზღვრულია ტყით და მდიდრული ბაღებისგან, ხუთასზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ხისგან, რომელიც დედამიწის ყველა კონტინენტიდან არის წამოღებული. ალკაზის ციხე სეგოვია-ესპანეთი სეგოვიას ალკაზარი (სიტყვასიტყვით სეგოვიას ციხე) არის ქვის ნაგებობა, რომელიც მდებარეობს ესპანეთის ძველ ქალაქ სეგოვიაში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სასახლე ესპანეთში თავისი ფორმის მიხედვით - გემის მშვილდის მსგავსი. ალკაზარი თავდაპირველად ციხედ იყო აშენებული, თუმცა მას მოუწია სამეფო სასახლის, სახელმწიფო ციხის, სამეფო საარტილერიო კოლეჯისა და სამხედრო აკადემიის ფუნქციაც შეესრულებინათ შემდგომ წლებში. ეს სასახლე უოლტ დისნეის კონკიას სასახლის შთაგონების წყაროა. ციხესიმაგრე ქარში რავადინოვო-ბულგარეთი ქარზე შეყვარებული სასახლე ზღაპრებიდან მარმარილოს ზღაპრული სტრუქტურითა და სახეცვლილი კირქვითაა ნაგები, არქიტექტორის გეორგ ტუპალოვის მიერ. ადგილი, სადაც სასახლეა აშენებული, უნიკალური კლიმატია. აქ ხშირად ქრის ქარი, მზეშიც კი. სოფლის მახლობლად, ტრიალ მინდორზე გეორგი ტუპალოვმა გადაწყვიტა თავისი ბავშვობის ოცნება სინამდვილედ ექცია და ააშენა სასახლე, რომლის მსგავსიც მხოლოდ ზღაპრებში არსებობს. არქიტექტორის გადაწყვეტილებამ, სოფელ რავადიოვი ყველაზე მიმზიდველი ტურისტულ ადგილად აქცია. 2013 წელს უოლტ დისნეიმ სასახლის მაკეტი გამოიყენა თავისი ფილმის, მძინარე მზეთუნახავის შესაქმნელად. ნოიშვანშტაინის ციხესიმაგრე ბავარია-გერმანია მეფე ლუდვიგ II- ის გარდაცვალებიდან შვიდი კვირის შემდეგ, 1886 წელს, ნოიშვანშტაინი გაიხსნა საზოგადოებისთვის. მორცხვმა მეფემ ეს სასახლე საზოგადოებრივი ცხოვრებისგან თავის დასაღწევად ააშენა - ახლა კი უამრავი ადამიანი მიდის რომ ნახონ მეფის პირადი თავშესაფარი. დღეს ნოიშვანშტაინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ევროპაში ტურისტებისთვის. ყოველწლიურად 1,4 მილიონი ადამიანი სტუმრობს მეფის ციხეს. ზაფხულში დღეში დაახლოებით 6000 ვიზიტორი დადის ოთახებში, რომლებიც განკუთვნილი იყო ერთი ადამიანისთვის. ჰოენცოლერნის სასახლე ადენ-ვიურტემბერგი - გერმანია პირველი პერსონალური ცნობარი ჰოენცოლერნის სახლის შესახებ 1061 წლით თარიღდება ("Wezil et Burchardus de Zolorin"). ციხის კომპლექსი ("Castro Zolre") პირველად ახსენეს 1267 წელს. იმ დროსთვის სასახლე უნდა ყოფილიყო უზარმაზარი და მხატვრულად გაფორმებული კომპლექსი. თუმცა 1423 წელს ციხე მთლიანად განადგურდა. კონვის ციხე კონვი-უელსი შუა საუკუნეების ციხე უელსის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს. იგი ააშენა ედვარდ I- მა, უელსის დაპყრობის დროს, 1283-1289 წლებში. იუნესკო მიიჩნევს, რომ კოვი არის ევროპაში მე -13 საუკუნის ბოლოსა და მე -14 საუკუნის დასაწყისის სამხედრო არქიტექტურის საუკეთესო მაგალითი და იგი კლასიფიცირებულია როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. მართკუთხა ციხე აგებულია ადგილობრივი და იმპორტირებული ქვით. მდებარეობს სანაპიროს ქედზე და თავდაპირველად გადაჰყურებს მდინარე კონუის. ელცის ციხე ვიერშემი - გერმანია 850 წელზე მეტია რაც ელცის ციხე სტუმრებს იღებს. აქ აუცილებლად გექნებათ განცდა რომ შუასაუკუნბეებია და ბუნებას კი ადამიანის ხელი არ შეხებია. ჩამბორდის ციხესიმაგრე ჩამბორდი-საფრანგეთი 1519 წელს სოლონის რაიონის ჭაობიან დაბლობთან, გარეული ღორით სავსე ტყის პირას, ფრანსუა I- მა, ახალგაზრდა მეფემ, ბრძანა სასახლე აეშენებინათ. ჩამბორის შატოში მეფე მუდმივად არ აპირებდა ცხოვრებას. მხოლოდ რამდენიმე კვირას ატარებდა ხოლმე სასახლეში. იგი ასევე ყველაზე მნიშვნელოვან სტუმრებს სწორედ ჩამბორდის სასახლეში ხვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შატო ფრანსუა I - ის დროს არ დასრულებულა, ის იმ პერიოდის ნაგებობებიდან ერთ-ერთი შენობაა, რომელიც გადარჩა თავდაპირველი დიზაინის ძირითადი ცვლილებების გარეშე. კულზიანის ციხე მეიბოლი-შოტლანდია Culzean Castle არის გვირგვინი ნაციონალური ტურიზმის შოტლანდიაში. მე -18 საუკუნის ბოლოს ცნობილმა არქიტექტორმა რობერტ ადამმა თავისი სავაჭრო ნიშნით ნეო კლასიკურ სტილში გადააკეთა ეს გრანდიოზული კლდის მწვერვალი. ეილი დონანის ციხე ჰაილენდსი-შოტლანდია შოტლანდიური ციხე, ფოტოგრაფებისთვის ყველაზე საყვარელი ადგილია. მე-18 საუკუნის დასაწყისში დანგრეული შენობა დაახლოებით ორი საუკუნის შემდეგ აღადგინეს, მთელი თავისი ბრწყინვალებით. ახლა ის კლან მაკრეის შტაბია. უინძორების სასახლე უინძორი-ინგლისი უინძორის ციხე არის ყველაზე ძველი და უდიდესი ციხე მსოფლიოში. ის მისი უდიდებულესობის დედოფლის ოფიციალური რეზიდენცია გახლავთ და ციხის მდიდარი ისტორია თითქმის 1000 წელს ითვლის. ციხე მოიცავს დაახლოებით 5 ჰექტარ ტერიტორიას , მასში შედის: • სამეფო კოლექციის საგანძურით აღჭურვილი ბრწყინვალე სახელმწიფო ბინები • წმინდა გიორგის სამლოცველო (ინგლისის ერთ – ერთი ულამაზესი საეკლესიო ნაგებობა და 10 მონარქის სამარხი) • დედოფალ მარიამის თოჯინების სახლი, შედევრი მინიატურულ სტილში • ნახატების გალერეა, რომელშიც გამოფენაა წარმოდგენილი კორვინის სასახლე ჰუნედოარა - რუმინეთი კორვინის ციხე 1446 წელს ააგეს. მშენებლობა დაიწყო ჯონ ჰუნიადის დაკვეთით, რომელსაც სურდა ჩარლზ I-ის მიერ აშენებული ციხესიმაგრე გადაეკეთებინა. ჩენონსოს ციხე ჩენონსო - საფრანგეთი სამეფო რეზიდენცია განსაკუთრებული ადგილია არა მხოლოდ ორიგინალური დიზაინის, კოლექციების სიმდიდრის, ავეჯისა და დეკორაციების წყალობით, არამედ ბედით, რადგან ამ ციხეს მართავდნენ და იცავდნენ ქალები, რომლებიც ისტორიაში შევიდნენ. ჰოჰენვერფენის ციხე ვერფენი - ავსტრია ჰოჰენვერფენის ძლევამოსილი ციხე 900 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სალზახტალის ხეობის თავზე 155 მეტრის სიმაღლის კლდის სვეტს ეყრდნობოდა. იქ ყველაზე კარგად შემონახული თავდაცვითი ნაგებობები და ოთახებია მთელ კონტინენტზე. საუკუნეების განმავლობაში ციხემ უთვალავი თავდასხმას და ალყას გაუძლო.

NASA "პერსევერანსის“ გამოგზავნილ ახალი ფოტოებ აქვეყნებს - ცისარტყელა მარსზე

მარსმა­ვა­ლი "პერ­სე­ვე­რან­სი“ წი­თელ პლა­ნე­ტა­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბას აგ­რძე­ლებს და დე­და­მი­წა­ზე საინ­ტე­რე­სო ფო­ტო­ებს აგზავ­ნის. მის მიერ გადაღებული ფოტოებით წარდმოგდენა გვექმნება როგორ გამოიყურება პლანეტა მარსი. მარსმავალის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ერთ-ერთი ბოლო ფოტო კი გან­სა­კუთ­რე­ბით შთამბეჭდავი აღ­მოჩ­ნდა, ვი­ნა­ი­დან მას­ზე ცი­სარ­ტყე­ლა ჩანს. სა­ზო­გა­დო­ე­ბაში ფოტოებმა კითხვის ნიშნები გააჩინა, თუ რამდენად რეალური იყო, რომ მარსზე ცისარტყელა გაჩენა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იმასაც წერ­დნენ, რომ NASA-მ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა რომ ფო­ტო­ე­ბი რე­ა­ლუ­რი არ იყო. ამე­რი­კის კოს­მო­სურ­მა სა­ა­გენ­ტომ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა და გან­მარ­ტა, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, რომ მარსზე ცი­სარ­ტყე­ლა წარ­მო­იქ­მნას. “ბევ­რმა იკი­თხა: არის ცი­სარ­ტყე­ლა მარსზე? არა, ცი­სარ­ტყე­ლას წარ­მოქ­მნა იქ შე­უძ­ლე­ბე­ლია. ცი­სარ­ტყე­ლა წარ­მო­იქ­მნე­ბა წყლის წვე­თე­ბი­დან არეკ­ლი­ლი შუ­ქით, მაგ­რამ მარსზე არ არის საკ­მა­რი­სი წყა­ლი კონ­დენ­სა­ცი­ის­თვის და იქ თხე­ვა­დი სა­ხით წყლის არ­სე­ბო­ბის­თვის ძა­ლი­ან ცივა", - გან­მარ­ტა­ვენ ნა­სა­ში და აცხა­დე­ბენ, რომ ფო­ტო­ზე ასე­თი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა მა­შინ ჩნდე­ბა, რო­დე­საც კა­მე­რის ობი­ექ­ტივს ხვდე­ბა სი­ნათ­ლე კონ­კრე­ტუ­ლი კუ­თხით. ნა­სას რო­ბო­ტი, მარსმა­ვა­ლი "პერ­სე­ვე­რან­სი“, 18 თე­ბერ­ვლი­დან "წი­თელ პლა­ნე­ტა­ზე“ იმ­ყო­ფე­ბა და გეგ­მის მი­ხედ­ვით, და­ახ­ლო­ე­ბით 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მარ­სის ზე­და­პი­რის ნა­წილს მო­ივ­ლის. რო­ბოტ­მა უკვე გა­მოგ­ზავ­ნა არა­ერ­თი ფოტო.

აღმოაჩინეთ 10 საუკეთესო ეროვნული პარკი ევროპაში - იმოგზაურეთ europetime-თან ერთად

გიყვართ ბუნება, ტყეები, ტბები, ფლორა და ფაუნა? - მაშინ გამოგვყევით და აღმოაჩინეთ ყველაზე ლამაზი ეროვნული პარკები ევროპაში. დაივიწყეთ ხალხმრავლობა, პლაჟები, დიდი ქალაქები, შოპინგი და დაისვენეთ ეროვნულ პარკებში 1. პლიტვიცის ტბები, ხორვატია პლიტვიცის ტბების ეროვნული პარკი მისი სპეციფიკური გეოლოგიის, გეომორფოლოგიისა და ჰიდროლოგიის გამო, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ობიექტია მსოფლიოში. დოლომიტური კლდის გარდა, აქ დომომიტური ჩანართები და მეზოზოური კირქვები ჭარბობს. 2.შვეიცარიის ეროვნული პარკი, შვეიცარია-გერმანია შვეიცარიის ეროვნული პარკი გერმანიაში, საქსონიის თავისუფალ შტატში, დედაქალაქ დრეზდენის მახლობლად მდებარეობს. იგი მოიცავს ელბის ქვიშაქვის მთების გერმანული ნაწილის გულს 93,5 კმ 2 ფართობზე, რომელსაც საქსონიის შვეიცარია ეწოდება. 3. დოლომიტის ალპები, იტალია დოლომიტები - მთის მწკრივია, რომელიც მდებარეობს იტალიის ჩრდილო – აღმოსავლეთით. ისინი ქმნიან სამხრეთ კირქვის ალპების ნაწილს და ვრცელდებიან მდინარე ადიჟიდან დასავლეთით პიავას ხეობამდე აღმოსავლეთით. 4. ველური ტაიგა, ფინეთი Wild Taiga მოიცავს ბუნებრივი უდაბნოს ტერიტორიას, რომელსაც ადამიანის ხელები არ შეხებია. იდეალურია ცხოველების დასათვალიერებლად და ფოტოგრაფებისთვის. აქ შეგიძლიათ ნახოთ მურა დათვი, ტყის ირემი, მფრინავი ციყვი, თახვები და ზოგიერთი დიდი მტაცებელი ფრინველი. 5. ეკრინები, საფრანგეთი ეკრინის პარკი საფრანგეთის მეხუთე ეროვნული პარკია. ის ალპებში მდებარეობს და მოიცავს ეკრინის მასივის დიდ ნაწილს. 6. დურმიტორი, მონტენეგრო დურმიტორის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი მონტენეგროში. შეიქმნა 1952 წელს მოიცავს დურმიტორის მთიან მასივს, მდინარე ტარის კანიონს და კომარნიცის პლატოს ზემო ნაწილს. საერთო ფართობი — 390 კმ². 1980 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. 7. ტრიგლავი, სლოვენია ტრიგლავი - სლოვენიის ერთადერთი ეროვნული პარკია. პარკს ეწოდა ტრიგლავის სახელი, რომელიც უდიდესი მწვერვალია სლოვენიაში (2864 მ). სახელი ტრიგლავის წარმოშობა გაურკვეველია. ტრიგლავი - სამთავიანს ნიშნავს. 8. სოომაა, ესტონეთი სოომაას ეროვნული პარკის ფლორა და ფაუნა დაუჯერებლად ლამაზია. ქ ცხოვრობენ დიდი რაოდენობით თახვები, რომელთა ნაკვალევით თითქმის ყველგან შეგხვდებათ. თახვის გარდა, აქ საკმაოდ გავრცელებულია წყლის მოსიყვარულე კიდევ ერთი პატარა არსება - წამი. 9. ორდესა, ესპანეთი ორდესას ეროვნულ პარკში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ხეობები, საძოვრები და მდინარეები, რომლებიც მდებარეობს მონტე პერდიდოს ძირში, ეს გახლავთ უმაღლესი მწვერვალი (3,355 მეტრი) ესპანეთის ამ ნაწილში. საკუთარი ფეხით შეგიძლიათ მოინახულოთ კოლა დე კაბალოს ლეგენდარული ჩანჩქერი. 10. სარეკი, შვედეთი სარეკის ეროვნული პარკი შვედეთში, ლაპლანდიის პროვინციაში, იოკმოკის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. პარკი პოპულარულია მოგზაურთა და მთამსვლელთა შორის, მაგრამ არაკომფორტულია დამწყებთათვის.ეროვნულ პარკს უხეში წრიული ფორმა აქვს საშუალოდ 50 კმ დიამეტრით. პარკში ასევე არის მონიშნული ბილიკები და მხოლოდ ორი ხიდი, მაგრამ არაა არანაირი საცხოვრებელი. გარდა ამისა, ეს ტერიტორია მთელს შვედეთში ყველაზე წვიმიანია, რაც მოგზაურებს გარემო პირობებზე დამოკიდებულს ხდის. პარკში დაუთვლელი, უცნობის რაოდენობის ნაკადულია, რომლებზე გადასვლაც გამოცდილების გარეშე სახიფათოა. ზღვის დონიდან 1 800 მეტრზე მდებარეობს პორტეს ობსერვატორია, რომელიც ადრეულ 1900-იან წლებში აშენდა. საერთო კამში, პარკში სულ 100 მყინვარია.

მერაბ ნინიძე ახალ გერმანულ სერიალში გადაიღეს

ცნობილი ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე გერმანული ტელეარხი ZDF-ის მინისერიალში „ექიმი ბალუზი“ მთავარ, ექიმის როლს თამაშობს. 6-სერიანი დრამის პრემიერა 1 აპრილს შედგა. ქართველი მსახიობი არაერთ ცნობილ ფილმსა და ტელესერიალში თამაშობდა. ოსკარის მფლობელი ფილმი „არსად აფრიკაში“ მის კარიერაში შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი გარდამტეხი აღმოჩნდა, სადაც ის მთავარ როლს ასრულებდა. კანის საიუბილეო 70-ე კინოფესტივალზე იყო წარდგენილი კიდევ ერთი ფილმი „იუპიტერის მთვარე“ სადაც ნინიძემ ასევე მთავარ როლი შეასრულა. მთავარი როლი ითამაშა „ემის“ ჯილდოლს მფლობელ ტელესერიალ Mcmafia-შიც მერაბ ნინიძე ასევე გამოჩნდა ყველაზე გაუხმაურებულ სერიალის Homeland -ის ბოლო სეზონშიც. სულ ცოტა ხნის წინ გადაიღეს კიდევ ერთ ახალ სერიალში, სადაც პარტნიორობას უწევდა ცნობილ მსახიობს, ბენედიქტ კამბერბეტჩის მერაბ ნინიძე 1965 წლის 3 ნოემბერს თბილისში დაიბადა. დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (გიზო ჟორდანიას სახელოსნო). თეატრალურ სცენაზე მისი დებიუტი ჯერ კიდევ 1980 წელს შედგა — 15 წლის ასაკში მან რობერტ სტურუას სპექტაკლში „რიჩარდ III" პრინც ედუარდის როლი ითამაშა. 1992 წელს ნინიძე დიდ ბრიტანეთში გადავიდა, საიდანაც 1995 წელს ვენაში (ავსტრია) გაემგზავრა, სადაც ის ამ დრომდე ცხოვრობს და მუშაობს. კინოში მისი დებიუტი 1984 წელს შედგა თენგიზ აბულაძის „მონანიებაში", სადაც მან აბელ არავიძის შვილიშვილის როლი შეასრულა.

რენესანსის 10 გენიალური მხატვარი და მათი შედევრები

მე -14 -17 საუკუნეებით დათარიღებული აღორძინების ხანა ევროპული ისტორიის ის პერიოდია, რომელსაც დიდი კულტურული განვითარება ჰქონდა. რენესასნის ეპოქა შედევრების ახალი დაბადება იყო, რომელიც დაიწყო იტალიაში და გავრცელდა მთელს ევროპაში, რამაც დიდი ცვლილებები გამოიწვია ხელოვნებაში და გავლენა მოახდინა დასავლურ ცივილიზაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ რენესანსის პერიოდში უამრავი კულტურული სფერო განვითარდა, ის მაინც ცნობილია ყველაზე დიდი მხატვრული მიღწევებით, რომლებმაც უდიდესი გავლენა მოახდინეს შემდგომ ევროპულ ხელოვნებაზე. Europetime მოგიყვებათ რენესანსის 10 ყველაზე ცნობილ მხატვარზე და მათ შედევრებზე. 10. ტინტორეტო - 1518 წლის ოქტომბერი - 1594 წლის 31 მაისი იტალიელი მხატვარი წარმოშობით ვენეციიდან, რენესანსის პერიოდში ცხოვრობდა. სწორედ ვენეციურმა სკოლამ მისცა სტიმული, რომ ნახატებში ნათელი ფერები და განათების ეფექტები გამოეყენებინა. ვენეციურმა სტილმა დიდი გავლენა მოახდინა დასავლური მხატვრობის შემდგომ განვითარებაზე. ტიციანთან და ვერონეზესთან ერთად, ტინტორეტო იყო ერთ – ერთი სამი ვენეციური გიგანტის წარმომადგენელი, რომელიც აღორძინების ხანაში ცხოვრობდა. ტინტორეტო ძალიან ინდივიდუალისტი მხატვარი იყო, რომლის ტექნიკა და ხედვა მისი კარიერის განმავლობაში განვითარდა. მისმა ექსპერიმენტებმა სინათლესა და სივრცესთან დაკავშირებით მიაღწია საოცარ ხარისხს მის ნამუშევრებში. ტინტორეტო ითვლება გვიან რენესანსის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრად. შედევრი: ბოლო ვახშამი (1594 წე;ო) 9. ტიციანი - 1488/1490 - 1576 წლის 27 აგვისტო ტიციანი იყო XVI საუკუნის ვენეციური სკოლის ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვარი. ის იყო მრავალმხრივი მხატვარი. ხატავდა პორტრეტებს, ლანდშაფტებს და მითოლოგიური და რელიგიური გმირებს. თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ტიციანმა ექსპერიმენტები ჩაატარა მრავალფეროვან ფერწერაში. ტიციანის მიერ ფერების და ხატვის მეთოდების გამოყენებამ, განსაკუთრებით ფუნჯის შეხებამ დიდი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ გვიანი იტალიური რენესანსის მხატვრებზე, არამედ დასავლეთის ხელოვნების მომავალ თაობებზე. მისმა თანამედროვეებმა ტიციანი შეაფასეს, როგორც "მზე მცირე ვარსკვლავების ფონზე". იგი დღესაც ერთ-ერთ ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მხატვრად ითვლება. შედევრი: ურბინოს ვენერა (1538 წელი) 8. ალბრეხტ დიურერი - 1471 წლის 21 მაისი - 1528 წლის 6 აპრილი ალბრეხტ დიურერი იყო ბრწყინვალე გერმანელი მხატვარი. მან კარიერა დაიწყო მაიკლ ვოლგემუტის შეგირდად. ჯერ კიდევ ოცდაათი წლის ასაკში დიურერმა სახელი გაითქვა ევროპაში, როგორც ხეზე ჭრის დიდოსტატმა. დიურერი მეგობრობდა მისი დროის უდიდეს იტალიელ მხატვრებთან, მათ შორის რაფაელთან და და ვინჩთან. მის მიერ კლასიკური მოტივების შემოტანამ ხელოვნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გერმანიის რენესანსში. ალბრეხტ დიურერი ითვლება აღორძინების ხანის უდიდეს გერმანელ მხატვრად. შედევრი: მელენკოლია I (1514 წელი) 7. ჰიერინომუს ბოხი - 1450 - 1516 წლის 9 აგვისტო ჰოლანდიელი მხატვარი, რომელმაც პირველად დახატა ადამიანისთვის გაუგებარი ინოვაციური არსებები. მისი ხელოვნება ცნობილია იმით, რომ შეიცავს გროტესკულ ადამიანებს, ცხოველებს, მონსტრებსა და ადამიანისთვის უცნობ ფანტასტიკურ არსებებს. დღეს ჰიერონიმუს ბოხი განიხილება, როგორც ხელოვნების სამყაროს ერთ-ერთი პირველი ხედვით გენიოსად და უკიდურესად ინდივიდუალისტ მხატვარად. შედევრი: მიწიერი სიამოვნების ბაღი (1515) 6. ჯოტო დი ბონდონე - 1267 - 1337 წლის 8 იანვარი XIV საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი იტალიელი მხატვარი, ადრეული რენესანსის პერიოდში. ჯოტომ რევოლუცია მოახდინა დასავლურ ხელოვნებაში იმ დონემდე, რომ მას თითქმის შვიდი საუკუნის განმავლობაში პატივს სცემდნენ, როგორც ევროპული მხატვრობის მამას. ჯოტოს ნახატები ცნობილია იმით, რომ პირველები არიან, ვინც ოსტატურად გამოხატეს ადამიანური ჟესტები, სახეები, მწუხარება და ბუნების ერთგულება. მისი ფრესკული ციკლი სკროვეგნის სამლოცველოზე განიხილება, როგორც რენესანსის უმაღლესი მიღწევა და დასავლეთის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედევრი. შედევრი: იუდას კოცნა (1306 წელი) 5. სანდრო ბოტიჩელი (1445 - 1510 წლის 17 მაისი) ბოტიჩელი ადრეული იტალიური რენესანსის უდიდესი ჰუმანისტი მხატვარი იყო. მან ეკუთვნის მითოლოგიური და რელიგიური გმირების ფართო სპექტრი და ასევე რამდენიმე პორტრეტი. ბოტიჩელის მიზანი იყო თავისი ნამუშევრების საშუალებით სილამაზისა და სათნოების აღბეჭდვა. ქალღმერთი ვენერა, რომელიც ამ თვისებებს წარმოადგენს, მის ბევრ ცნობილ ნამუშევარში ჩანს. ბოტიჩელის ხელოვნება ცნობილია ვიზუალური ბრწყინვალებითა და დეკორატიული ხარისხით, რაც არ მოიპოვება აღორძინების ეპოქის მომდევნო მხატვრების ნახატებში. შედევრი: ვენერას დაბადება (1486) 4. დონატელო (სიცოცხლის ხანგრძლივობა: 1386 - 1466 წლის 13 დეკემბერი) იტალიელი დონატელო თავის მეგობართან, ცნობილ არქიტექტორ ფილიპო ბრუნელესკისთან ერთად გაემგზავრა რომში და შეისწავლა ძველი რომაული ნანგრევები, რაც მანამდე არც ისე დეტალურად იყო შესწავლილი. დონატელომ და ბრუნელესკიმ დიდი და დიდი გავლენა მოახდინეს რენესანსის ხელოვნებასა და არქიტექტურაზე. დონატელომ განსხვავებული მიმართულება მისცა დასავლურ ქანდაკებას, რომლითაც იგი ჩამოშორდა გავრცელებულ გოთურ სტილს, რომელიც გამოირჩეოდა მრუდე ხაზებითა და გამოხატული სახის გარეშე, კლასიკურ სტილს დრამატული გამოხატულებით და დეტალური რეალიზმით. დონატელო ადრეული რენესანსის წამყვანი მოქანდაკე იყო და მან შექმნა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქანდაკებები, მათ შორის ბრინჯაოს დავითი და გატამელატას საცხენოსნო ქანდაკება. შედევრი: ბრინჯაოს დავითი (1440-იანი წლები) 3. რაფაელი - 1483 წლის 6 აპრილი - 1520 წლის 6 აპრილი იტალიური რენესანსის მხატვარი, რომელმაც ვიზუალური ხელოვნების მწვერვალს მიაღწია. რაფაელ ურბინო, ლეონარდო და ვინჩისთან და მიქელანჯელოთან ერთად, ქმნის მაღალი რენესანსის დიდოსტატების სამებას. რაფაელი, ალბათ, ყველაზე პოპულარული მხატვარი იყო რენესანსის პერიოდში და XIX საუკუნის ბოლომდეც კი, მის ნამუშევრებს უფრო მეტად სცემდნენ პატივს, ვიდრე სხვა მხატვრებს. იგი ითვლებოდა ისტორიული მხატვრობის საუკეთესო ნიმუშად. მიუხედავად იმისა, რომ მიქელანჯელოსა და ლეონარდოს პოპულარობამ მას შემდეგ აჯობა, რაფაელი დღემდე ითვლება ისტორიაში უდიდეს მხატვრად. ის იყო ემოციის ყველაზე რეალისტურად გამოსახვის დიდოსტატი, რითაც გააცოცხლა ნახატები. მისი მრავალი ნახატი, მათ შორის შედევრი, ათენის სკოლა, რენესანსის ხელოვნების ქვაკუთხედებად ითვლება. შედევრი: ათენის სკოლა (1511) 2. მიქელანჯელო - 1475 წლის 6 მარტი - 1564 წლის 18 თებერვალი მას იტალიური რენესანსის გენიოსს უწოდებენ, რომელიც ერთდროულად ნიჭიერი იყო ფერწერაში, არქიტექტურაში, პოეზიასა და ინჟინერიაში. თუმცა, ის პირველ რიგში იყო უდიდესი მოქანდაკე. მას სიცოცხლეშიც კი ღვთიურს უწოდებენ. მისი გარდაცვალების შემდეგ, საუკუნეების მანძილზე ბაძავდნენ ხელოვნები. მიქელანჯელო, ალბათ, ყველაზე გავლენიანი ფიგურაა დასავლეთის ხელოვნების ისტორიაში, რომლის ნამუშევრებმა ფერწერაში, ქანდაკებაში და არქიტექტურაში შეუდარებელი გავლენა მოახდინა ხელოვნების განვითარებაზე. მის მიერ შექმნილი დავითის ქანდაკება დასავლეთში ყველაზე ცნობილია. მისი ფრესკები კი სიქსტეს კაპელაზე მნახველს აღფრთოვანებულს ტოვებს. და მისი წმინდა პეტრეს ბაზილიკა არის რენესანსის არქიტექტურის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი. შედევრი: დავითი (1504) 1. ლეონარდო და ვინჩი - 1452 წლის 15 აპრილი - 1519 წლის 2 მაისი იტალიელი ხელოვანი, ლეონარდო და ვინჩი იყო რენესანსის იდეალური ადამიანი, უნივერსალური გენიოსი, რომელიც სხვათა შორის იყო მხატვარი, მათემატიკოსი, ინჟინერი, არქიტექტორი, ბოტანიკოსი, მოქანდაკე და ანატომიის სპეციალისტი. ანატომიის, ბოტანიკისა და გეოლოგიის დეტალური ცოდნა დაეხმარა მას ისტორიაში ყველაზე ცნობილი შედევრების შექმნაში. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ხელოვნების სფეროში, მათ შორის იყო სფუმატოს სახელით ცნობილი მხატვრული ტექნიკა, რომლის პიონერადაც ლეონარდო განიხილება. და ვინჩიმ დახატა მონა ლიზა, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნახატი. შედევრი: მონა ლიზა (1517)

ლაუტერბრუნენი - ყველაზე განსხვავებული სოფელი შვეიცარიაში, სადაც ადამიანები ბედნიერებას ეძებენ

ლაუტერბრუნენი არის იდილიური სოფელი, რომელიც მდებარეობს შვეიცარიის ალპებში, წარმოუდგენლად ლამაზ ხეობაში. თოვლიანი მწვერვალები, მაღალმთიანი ჩანჩქერები და უხეში ხეობები, სადაც შეგიძლიათ იხილოთ თვალწარმტაცი ხედები. გაუდაბნოებული სოფელი მთელი წლის მანძილზე პოპულალურია. მაგრამ, თუ გაზაფხულზე ან ზაფხულში გაემაგზავრებით ნახავთ თოვლიან მწვერვალებს. როდესაც ზამთარი მოდის, ღრმა მწვანე მდელოები თოვლივით იფარება და ბორცვების მიმდებარედ კურორტები ბიზნესისთვისაა გახსნილი. 1. ფრენა ხეობის ზემოთ ლაუტერბრუნენში პარაშუტისტები მთელი მსოფლიოდან მოგზაურობენ რომ გადმოხტნენ მისი ციცაბო ფერდობიდან. თუ თვლით, რომ ეს თქვენთვის ექსტრემალურია, მაშინ შეგიძლიათ პროფესიონალის მომსახურებიტ ისარგებლოთ, რომელიც თქვენს მაგივრად გააკონტროლებს პარაპლანს. ხეობიდან ფრენები ყველაზე სცენური და დრამატულია მსოფლიოში. 2. ლაშქრობა ლაუტერბრუნენი მოლაშქრეების ოცნებაა. აქ ასობით სალაშქრო და სასეირნო ადგილია ყველა შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის. ზოგადი წესია, რომ რაც უფრო რთულია ლაშქრობა, ჯილდოც უკეთესი იქნება. მაგრამ ხეობის ფსკერზე მსუბუქი სეირნობაც კი შთამბეჭდავ სანახაობებს გვპირდება. ახლომახლო გასეირნებისას ვნახავთ თოვლით სავსე ტბებს, ძროხებს, მთის თხებს, გადავივლით მთის ქოხებს, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ცხელი შოკოლადი ულამაზესი ხედით. 3. გაისეირნეთ Lauterbrunnen ასევე ცნობილია მთის ველოსიპედებით და იქ შესანიშნავი გზაა დიდი მანძილის დასაფარად. გაითვალისწინეთ, რომ ხეობის მხარეები ძალიან ციცაბოა და, სავარაუდოდ, არ არის შესაფერისი სუსტი ან მოყვარული ველოსიპედისტებისთვის, თუმცა სტეკლბერგის ხეობის ბოლომდე მშვიდი სიარულისთვისაც კი დაჯილდოვდებით. თუ კი მეტი გამოწვევა გინდათ, შეგიძლიათ თქვენი ველოსიპედი წაიყვანოთ გონდოლაში, ახლომდებარე სოფელ მიურენამდე. 4. იარეთ ჩანჩქერის უკანა მხარეს ალაუტერბრუნენის ხეობის კედლებზე რამდენიმე ჩანჩქერი იშლება, ზოგი უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე სხვები. Staubbachfall არის ხეობაში მოკლე სასეირნო გზა,რომელიც წყლის მიღმა გაგიყვანთ. Trümmelbachfäll ხეობაში კიდევ ერთ პოპულარულ ჩანჩქერს ნახავთ, რომელიც არანაკლებ მომაჯადოებელია. Staubbachfall- მდე სიარული შეიძლება ოდნავ მოლიპულ იყოს, ამიტომ ბილიკის დასაწყისში აიღეთ სალაშქრო ჯოხები, რათა წონასწორობა შეინარჩუნოთ. 5. დააგემოვნეთ საუკეთესო ყველის ფონდიუ ცოტა რამ არის კულინარიაში იმაზე უკეთესი ვიდრე ვიდრე ტრადიციული შვეიცარიული ყველის ფონდიუს მირთმევა. Lauterbrunnen– ში და მის შემოგარენში ამ სიმბოლური კერძის მისართმევად რამდენიმე ადგილია, მაგრამ განსაკუთრებით გემრიელია მთაგორიან სოფელ მიურენში გასეირნების შემდეგ. რესტორნებისა და სასტუმროების უმეტესობას მენიუში აქვს ყველის ფონდი. 6. უყურეთ მზის ჩასვლას 2600 მეტრიდან თუ სიარული არ გეზარებათ და ძალა გეყოფათ, აუცილებლად აისეირნეთ მწვერვალზე, საიდანაც შთამბეჭდავი სანახაობა გელოდებათ. თუ სიარული არ შეგიძლიათ, მაშინ გონდოლათი სცადეთ ბედი, მაგრამ 2600 მეტრიდან მზის ჩასვლის ყურება, დაუჯერებელი სანახაობაა. და ბოლოს... Lauterbrunnen არის ადგილი, რომელიც დაგიტოვებთ შვეიცარიისა და მისი ბუნებრივი სილამაზის შიშის განცდას. თქვენი ინტერესების მიუხედავად, Lauterbrunnen ყველას მოხიბლავს, ვინც ამ პატარა სოფელს ეწვევა.

5 არქიტექტურულად გამორჩეული ქალაქი ევროპაში, სადაც შეგიძლიათ მატარებლით იმოგზაუროთ

Europetime წარმოგიდგენთ საინტერესო მასალების ციკლს, სადაც ახლოს გაგაცნობთ ევროპის ქვეყნებსა და ქალაქებს. ამჯერად არჩევანი 5 არქიტექტურულად გამორჩეულ ქალაქზე შევაჩერეთ, სადა მოგზაურობა მატარებლის საშუალებით შეგიძლიათ. მოგზაურობისას სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად ნახავთ ევროპის რამდენიმე რკინიგზის სადგურს, რომელთაგანაც ბევრი კულტურული საგანძურია 1. ბარსელონა, ესპანეთი როდესაც მოგზაურობის მოყვარული ადამიანი ბარსელონასა და არქიტექტურაზე დაფიქრდება, აუცილებლად გაახსენდება ორი რამ: მოდერნიზმი და ანტონიო გაუდი. აქ ჩამოთვლილი სხვა ქალაქების უმეტესობის მსგავსად, ბარსელონას ხიბლიც სცილდება საინტერესო არქიტექტურას. სინამდვილეში, ის ალბათ "ევროპის ტოპ 10 რჩეული ქალაქის" სიაშია. ეს არის დინამიური, კრეატიული და არქიტექტურულად დამოუკიდებელი ქალაქი. არ გამოტოვოთ გაუდის გამორჩეული სიზმრების მსგავსი შენობები, განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ცნობილი, დაუმთავრებელი „საგრადა ფამილიას ტაძარი“. ბარსელონასკენ მიმავალ გზაზე, რამდენიმე საათით შეჩერდით ქალაქ ჟირონასთან რამდენიმე საათით, რათა დატკბეთ ძველი ქალაქის არქიტექტურით. 2. ვიჩენცა, იტალია რომს აქვს არქიტექტურული სტილი, რომლებიც ათასწლეულებს მოიცავს, მაგრამ, თუ გეზი ევროპისკენ აიღეთ და მოგწონთ პატარა ქალაქების ხიბლი, აუცილებლად მოინახულეთ ვიჩენცა. ვიჩენცას ხშირად უწოდებენ "პალადიოს ქალაქს" ერთი კაცის მნიშვნელოვანი მიღწევის გამო. ანდრეა პალადიო იყო რენესანსის ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტორი. ის, ალბათ, ყველაზე გავლენიან ფიგურად რჩება დასავლურ არქიტექტურაში. მის მიერ აშენებული ულამაზესმა სამოქალაქო შენობებისა და ვილების წყალობით ვიჩენცა საუკუნეების მანძილზე იკავებს ღირსეულ ადგილს არქიტექტურულ რუკაზე. 3. პრაღა, ჩეხეთი მართალია, მოგზაურებს ყოველთვის ხიბლავთ ჩეხეთის პატარა ქალაქების არქიტექტურა, მაგრამ პრაღა ყოველთვის გამორჩეულია. ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს ქალაქს და ის კიდევ იმით არის გამორჩეული, რომ მეორე მსოფლიო ომს შედარებით ნაკლები ზიანით გადაურჩა, ვიდრე ახლომდებარე ქალაქები. აქ მდებარეობს მრავალფეროვანი კარგად შემონახული ნაგებობები. ძველ ქალაქში გასეირნებას ხვდებით, რომ რვა საუკუნის ისტორიასთან გაქვთ შეხება. 4. სტრასბურგი, საფრანგეთი აღმოსავლეთ საფრანგეთში და გერმანიის მახლობლად ულამაზესი ქალაქი სტრასბურგი მდებარეობს. ქალაქის ისტორია ძველია, მაგრამ უკეთ შეიძლება გავიგოთ მისი შენობების შესწავლით. სტრასბურგში მდებარეობს წმინდა სტეფანეს ეკლესიის საძვალე, რომელიც V საუკუნის რომაული ბაზილიკის ნაშთებს ინახავს. სტრასბურგის ისტორიული ცენტრი, გრანდ ილე, არქიტექტურული საგანძურის დიდ ნაწილს ინახავს. გრანდ ილე პირველი ქალაქის ცენტრი იყო, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს. ძნელია გამოგრჩეთ სტრასბურგის ბრწყინვალე ტაძარი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია ევროპაში მაღალი გოთური სტილისა. მხოლოდ ერთი წუთით აარიდეთ თვალი ტაძარს და გაისეირნეთ შუა საუკუნეების მერქნით აშენებულ სახლებში, რომლებიც გრან-ილის პატარა საფრანგეთის მიდამოებში მდებარეობს. სტრასბურგის სარკინიგზო ხაზი მატარებლების მთავარი დამაკავშირებელია გერმანიასა და პარიზს შორის. 5. ტოლედო, ესპანეთი ტოლედო შესანიშნავად შემონახული შუა საუკუნეების ქალაქია. არქიტექტურული ნამუშევრები ძირითადად მე -13 და მე -14 საუკუნეებით თარიღდება. ქალაქში თავის დროზე ერთგვარი მექა იყო მხატვრებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგების წარმომადგენლების. ელ გრეკომ თავისი შესანიშნავი ნამუშევრების დიდი ნაწილი სწორედ ტოლედოში ცხოვრებისას შექმნა მისი შედევრები ავსებს უზარმაზარი საკათედრო ტაძრის საიდუმლოებას. ალკასარის ციხე ესპანეთის ძალების კიდევ ერთი გამორჩეული ნაშთია. აუცილებლად გაატარეთ თუნდაც ერთი ღამე ტოლედოში და ბოლომდე აღიქვით მისი უნიკალური გარემო.

გურამ დოჩანაშვილი 82 წლის გახდა

26 მარტს ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერლის გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა. ის დღეს 82 წლის გახდა. თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერლის მთავარი თემებია სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვა. გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს. თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედის ყველაზე ცნობილია ნაწარმოებებია: ,,სამოსელი პირველი", ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" და სხვა. დოჩანაშვილს 2010 წელს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია საბა, ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“. ასევე, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია რომანისათვის „ბრმად ყოფილზე“.

ევროკავშირის პრიზზე თანამედროვე არქიტექტურაში საქართველოდან 8 პროექტია ნომინირებული

ევროკავშირის თანამედროვე არქიტექტურის პრიზზე საქართველოდან 8 პროექტია ნომინირებული. ევროკავშირის პრიზი თანამედროვე არქიტექტურაში ყოველ მეორე წელს ტარდება და გამორჩეულ არქიტექტურულ ნამუშევრებს აჯილდოებს ევროპის მასშტაბით. პრიზი მიზნად ისახავს, აამაღლოს ცნობიერება ხარისხიანი არქიტექტურისა და მის მიერ მოქალაქეთა კეთილდღეობასა და ევროპული ქალაქების/სოფლების მდგრად განვითარებაში შეტანილი წვლილის შესახებ. იხილეთ საქართველოდან ნომინირებული პროექტების ფოტოები:

იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი: პანდემიის მიუხედავად ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მაინც ჩატარდება

პანდემიის მიუხედავად ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მაინც ჩატარდება, ინფორმაციას Japan Times-ი ავრცელებს. ოლიმპიური თამაშების ჩატარების შესახებ თამაშების ორგანიზატორთა კომიტეტის პრეზიდენტმა იოშირო მორიმ განაცხადა. "მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ვირუსის თვალსაზრისით, ოლიმპიური თამაშები მაინც გაიმართება",- განაცხადა მორიმ. ორგანიზატორები და მთავრობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ შესაძლებელია ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება. იაპონია განსაკუთრებულად მაღალი ინფიცირების მაჩვენებელს ებრძვის. ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა ოსაკას, ჰიოგოს, კიოტოს, აიტის, გიფუს, ფუკუოკასა და ტოტიგის პრეფექტურებში 7 თებერვლამდე იქნება ძალაში. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) მოელის, რომ ტოკიოს თამაშების გახსნის ცერემონიაზე დაახლოებით 6 ათასი სპორტმენი მიიღებს მონაწილეობას. თავდაპირველი გეგმით, გახსნის საზეიმო ცერემონიაზე მონაწილეობა უნდა მიეღო დაახლოებით 200 ქვეყნის 11 000 სპორტსმენს და დელეგაციების სხვა წევრებს, მაგრამ კორონავირუსის გამო, ცერემონიის მასშტაბების შემცირება გადაწყდა. „სპორტსმენთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თამაშებზე მუშაობის გასამარტივებლად, აუცილებლად მივიჩნევთ თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიების მონაწილეთა რაოდენობის გადახედვას, ასევე იმას, აღლუმის მონაწილეები რა გზით შევლენ სტადიონზე," - ნათქვამია ტოკიო-2020-ის განცხადებაში.

იტალიის უმეტეს რეგიონში შეზღუდვები შემსუბუქდება

იტალიის უმეტეს რეგიონში შეზღუდვები შემსუბუქდება, ინფორმაციას სააგენტო Wanted In Rome-ი ავრცელებს. იტალიის ყველა რეგიონი, ხუთის გარდა, „ყვითელ“ ზონად გამოცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის საათებში მუშაობას განაახლებენ ბარები და რესტორნები და შემსუბუქდება მგზავრობასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები. აპულია, სარდინია, სიცილია, უმბრია და ბოლცანო "ნარინჯისფერი ზონაშია", მათ ახალი შემსუბუქებული ზომები არ ეხებათ. ამ ეტაპზე ქვეყანას არც ერთი "წითელი ზონა" (მაღალი რისკი) არ აქვს.

The Courier: გავრცელდა ფილმის ტრეილერი, სადაც მთავარ როლს მერაბ ნინიძე ასრულებს

Lionsgate-მა გამოაქვეყნა, The Courier-ის ოფიციალური ტრეილერი, სადაც მთავარ როლებს ჰოლივუდის ვარსკვლავი ბენდედიქტ ქამბერბეჩი და ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე თამაშობენ. ფილმი დაფუძნებულია ბრიტანელი ბიზნესმენის გრევილ ვინის შესახებ გადაღებულ ნამდვილ ამბავზე. მერაბ ნინიძე ფილმში, ოლეგ პენკოვსკის, საბჭოთა კავშირის ოფიცრის როლი შეასრულა. ფილმის პრემიერა 18 თებერვალს გაიმართება.