ანალიტიკა
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაატაროს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად - სახელმწიფო დეპარტამენტი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ მუშაობს იმისთვის, რომ საქართველო სრულად ინტეგრირდეს ევროატლანტიკური ერების ოჯახში და იყოს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ნაწილი. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. გამოცემასთან ოფიციალური კომენტარის დროს, ენტონი ბლინკენის უწყებაში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ მმართველობას და ამას აკეთებს ბოლო, 30 წლის განმავლობაში. სახელწმიფო დეპარტამენტში ხაზს უსვამენ, რომ შეერთებულმა შტატებმა 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოსთვის დახმარების სახით. „ამერიკელი ხალხი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მის სურვილს, იყოს თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები და ერთად ვმუშაობთ საქართველოს საერთო მიზნისთვის - ეს არის ევროატლანტიკური ერების ოჯახში სრულად ინტეგრირებული, მთლიანი, თავისუფალი საქართველო - ქვეყანა, რომელიც არის მშვიდობიანი ევროპის ნაწილი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დახმარების სახით, 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოსთვის; მოამზადა ათიათასობით ქართველი ჯარისკაცი და კიდევ ათასობით ადამიანი გაგზავნა შეერთებულ შტატებში, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. სხვა მრავალ ინიციატივასთან ერთად, ჩვენ ხელი შევუწყვეთ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ მმართველობას საქართველოში. ჩვენ ღია ვართ საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხთან მიმართებით, რომლებიც ეხება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების აუცილებლობას. დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც ჩვენ ყველამ დავინახეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აშორებს საქართველოს გაცხადებულ მიზანს - ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მაგრამ რაც მთავარია, ასუსტებს მის დემოკრატიას. ჩვენი დახმარება მიმართულია ქართველების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ჩვენ ვუსმენთ ქართველ ხალხს, რათა შეგვეძლოს განსაზღვრა, თუ სად მიდის ჩვენი დახმარება. ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან, მაგრამ ასევე ვმუშაობთ ხალხთან, რათა მივაღწიოთ ქვეყნის ყველა კუთხემდე, დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ხალხს მათი ოცნებების რეალიზებაში. ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან, რადგან ისინი მიისწრაფიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ მთავრობას ამაში“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ შავი ზღვის რეგიონში ჩართულობას ზრდის
ვაშინგტონი შავი ზღვის რეგიონისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიას მიიჩნევს. ამ ფონზე მნიშვნელოვნად თვლის შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის ამოქმედებას იქედან გამომდინარე, რომ მოსკოვის მიერ წარმოებულმა ომმა შავი ზღვის ნაწილი საომარ ზონად აქცია. ცნობილია, რომ შავი ზღვიდან რუსეთი რაკეტებს უკრაინის ქალაქებს უმიზნებს. ვაშინგტონის სტრატეგია ივნისისთვის იქნება მზად. მანამდე კი, Europetime დაინტერესდა ხსენებული თემით და შეკითხვებით მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს. უწყების ოფიციალური წარმომადგენელი გამოცემასთან ამბობს, რომ ახლა უპირველესი პრიორიტეტი რუსული აგრესიისგან უკრაინის დაცვა უნდა იყოს. „ეჭვგარეშეა, რომ შავი ზღვის რეგიონისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის მიმდინარე აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის ომმა შავი ზღვის ნაწილი საომარ ზონად გადააქცია. შავი ზღვიდან რუსული ხომალდების მიერ გასროლილი რაკეტები უკრაინის ქალაქებს მოხვდა. რუსულმა ძალებმა უკრაინის პორტები დაბლოკეს, რამაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე რთული გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია“, - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ხაზს უსვამს შავი ზღვის ზონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში NATO-ს მოკავშირეების როლს. „ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი, რუსული აგრესიისგან უკრაინის დაცვა უნდა იყოს. ამავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ისედაც მრავალმხრივი ჩართულობის გაღრმავებას რეგიონში. მოგეხსენებათ, 2022 წლის 24 თებერვლიდან, შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ გააფართოეს ჩვენი ყოფნა შავი ზღვის რეგიონში. NATO-ს მოკავშირეებს, რუმინეთს, თურქეთსა და ბულგარეთს შავი ზღვის ზონის უსაფრთხოებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ“, - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან. ასევე წაიკითხეთ: რაზე იქნება ფოკუსირებული აშშ-ის ახალი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ პოლ გობლი: შავი ზღვის სტრატეგიაში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზეც, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს, დაეხმაროს ზღვისპირა ქვეყნებს რუსული იმპერიალიზმის დამარცხებაში მეთიუ ბრაიზა: როდესაც მე ვიყავი აშშ-ის მთავრობაში, ვცდილობდით, შეგვემუშავებინა სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ, ეს იყო იქამდე, ვიდრე რუსეთი შემოიჭრებოდა საქართველოში შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის შემუშავება რა ეტაპზეა და როგორ დაეხმარება შეერთებულ შტატებს უფრო მეტად ჩართულობისთვის, ამ შეკითხვით მიმართა სენატორმა ჯინ შაჰინმა სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს საგარეო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. ბლინკენის თქმით, შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ სტრატეგიას სავარაუდოდ, ივნისისთვის შეიმუშავებს. ჯინ შაჰინი: მნიშვნელოვანია, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობდეს შავი ზღვის პარტნიორებთან და ჩამოაყალიბოს უფრო მტკიცე პოლიტიკა რეგიონის მიმართ „ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ბევრად უფრო ყოვლისმომცველ მიდგომაზე შავი ზღვის რეგიონის მიმართ. მოგეხსენებათ, ექვსი ქვეყანაა, მათგან სამი NATO-ს წევრია და სხვები, როგორიცაა უკრაინა, აშკარად მნიშვნელოვანი მეგობრები არიან შეერთებული შტატებისთვის. სტრატეგია ფოკუსირებული იქნება არამხოლოდ უსაფრთხოების ასპექტებზე, არამედ, პოლიტიკური ჩართულობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ეს საკითხები კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია დემოკრატიული მდგრადობის შენება, რადგან რთული სამეზობლოა“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. მისივე თქმით, რუმინეთმა უკვე წარადგინა თავისი შეხედულებები და გეგმები, რომლებიც აისახება შავი ზღვის ახალ სტრატეგიაში. ელჩი დეგნანი: შავი ზღვის უსაფრთხოება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ცნობისთვის, სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში უძღვება ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც უნდა განსაზღვროს აშშ-ის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონის მიმართ. 22 მარტის საკომიტეტო მოსმენისას, როდესაც სენატორი შაჰინი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიით დაინტერესდა შუა დერეფანში სწორედ საქართველოს როლს გაუსვა ხაზი და ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე. ცნობილია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს რა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია, შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. სწორედ ამაზე საუბრობდა ამერიკის ელჩი კელი დეგნანი Europetime-თან: „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის გავლით ჩრდილოეთის მარშრუტის ალტერნატივის აუცილებლობა გაჩნდა, და შეერთებული შტატები, ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთისა და ენერგიის გადაზიდვისთვის შუა დერეფნის განვითარებას მხარს უჭერს. შუა დერეფნის განვითარებისთვის რეგიონული თანამშრომლობა საჭიროა, საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ეფექტიანი ინტეგრირების ჩათვლით. შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. კონკრეტულად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს ასევე მოუტანს სამუშაო ადგილებს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს პროექტის ტენდერთან დაკავშირებით და კვალიფიციური დეველოპერსის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში წარიმართება. ამერიკული კომპანია Trammo კიდევ ერთი კარგი მაგალითია, რომელიც ხელს უწყობს სასუქის ტრანსპორტირებას უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან. გარდა ამისა, განვითარების საფინანსო კორპორაციამ 50 მილიონი აშშ დოლარის სესხით დაუჭირა მხარი ფოთის საზღვაო ნავსადგურში, პეის ტერმინალის გაფართოებას. ტერმინალის გაფართოების პროექტის შედეგად, რომელიც 2022 წლის იანვარში გაიხსნა, მისი ტვირთამწეობა გაორმაგდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს აახლოებს მიზანთან, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ჰაბი გახდეს. აშშ-ის მთავრობა ეძებს ახალ შესაძლებლობებს შუა დერეფნის მასშტაბით პარტნიორობისთვის. საქართველოში ეს ნიშნავს ახალი, ინფრასტრუქტურაში საინვესტიციო შესაძლებლობების გაჩენას და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებისთვის ჩვენი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის გაზრდას, რათა საქართველოდან და საქართველოს გავლით მიწოდებული ტვირთის ეფექტიანობა და ღირებულება გაიზარდოს. ეს ინვესტიციები და პარტნიორობა საქართველოს უფრო დიდ გლობალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას და ქართველებისთვის უფრო სარფიანად დასაქმების შესაძლებლობებს გამოიწვევს. როგორც ყოველთვის, ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს მოქალაქეებთან, მთავრობასთან და ბიზნეს საზოგადოებასთან, რათა დავეხმაროთ საქართველოს, სრულად ისარგებლოს ამ შესაძლებლობით. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უფრო ფართოდ დანერგვის გზაზე და ასევე დავეხმაროთ ქართველ მწარმოებლებს, რომ ჰქონდეთ რესურსები და უნარები, რათა გლობალურ ბაზარზე სამართლიანი კონკურენცია გასწიონ. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება ამრიგად, ამერიკის შეერთებული შტატები შუა დერეფნის განვითარების მიმართ გაზრდილ ინტერესს განიხილავს როგორც არსებითად მნიშვნელოვან შესაძლებლობას საქართველოს აყვავებული, დემოკრატიული, გლობალურად ინტეგრირებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, - განუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა Europetime-ს. ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), გენერალმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება, რომელიც მალე შემუშავდება. ეს საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. „რუსეთი და ირანი ქმნიან მდინარეების, ზღვებისა და რკინიგზის სატრანსპორტო ქსელს, რათა თავიდან აიცილონ სანქციები საქონლის ორ ქვეყანას შორის და მის ფარგლებს გარეთ გატანისას. ცხადია, ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები და დავხუროთ ყველა ის შავი ხვრელი, რომლითაც რუსეთი და ირანი შეძლებენ სანქციების პროტოკოლების დარღვევას. მაგრამ დადგება დღე, როდესაც რუსეთი და ირანი სულაც არ იქნებიან ჩვენი მტრები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ როგორ ვისარგებლოთ ამ ახალი სავაჭრო მარშრუტით. ხოლო აშშ-საქართველოს სტრატეგიას, რომელიც მალე შემუშავდება შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის, შეუძლია ამის გათვალისწინება. საქართველოში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება კი იქნება ამ სტრატეგიის მთავარი ნაწილი, რაც საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით“, - განუცხადა Europetime-ს ბენ ჰოჯესმა. ბლინკენი: ვმუშაობთ NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია ენტონი ბლინკენი: შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რეგიონში გვყავს ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო
პიტერ სტანო: აშკარაა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მკაფიო ევროპული მისწრაფებები აქვს
Europetime-თან საუბრისას, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი სპიკერი პიტერ სტანო, საქართველოში ევროკავშირისადმი მხარდაჭერის გაზრდის შესახებ უახლესი კვლევის შედეგებს აფასებს. სტანოს შეფასებით, უახლოესი კვლევა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მკაფიო მისწრაფების კიდევ ერთი დადასტურებაა. სტანომ Europetime-თან საუბრისას, ასევე შეჯამა 24 აპრილს ლუქსემბურგში გამართული შეხვედრა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა. „ბოლო გამოკითხვა მხოლოდ ხაზს უსვამს იმას, რაც მანამდეც აშკარა იყო - საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს მკაფიო ევროპული მისწრაფებები. გუშინ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლუქსემბურგში განიხილეს (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად) ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით, მაგრამ ასევე განიხილეს ქვეყანაში დემოკრატიის პრინციპების გაძლიერების აუცილებლობა და მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს მნიშვნელოვანი მუშაობა რეფორმებზე; პრიორიტეტების შესრულების პროცესში პოზიტიური სიგნალები გაუგზავნოს ბრიუსელსა და წევრ ქვეყნებს, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობის შესაფასებლად მნიშვნელოვანი იქნება“, - განუცხადა პიტერ სტანომ Europetime-ს. ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს. ქართველების 89% „სრულად“ (75%) ან „ნაწილობრივ“ (14%) უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას. ასევე წაიკითხეთ: რამ განაპირობა ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერის ზრდა და რუსეთთან შემდგომი დიალოგის მსურველთა რაოდენობის შემცირება
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ დგას საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ შემდგომი დემოკრატიული მმართველობა
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკა დგას საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ შემდგომი დემოკრატიული მმართველობა. Europetime-ის შეკითხვების საპასუხოდ, აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 7031 (c) წესის მოქმედებები, რომლის საფუძველზეც 4 ქართველ მოსამართლეს სავიზო აკრძალვა დაუწესდა, ამის ძლიერი სიგნალია. „ზოგადად, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს სამართლებრივი ქმედებების განხორციელების პროცესზე. 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031 (c) წესის მოქმედებები ძლიერი სიგნალია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ამერიკა დგას საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ გამჭვირვალობა, კორუფციასთან ბრძოლა და შემდგომი დემოკრატიული მმართველობა“, - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Europetime-ს. მისივე თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში ხელი შეუწყოს. „ჩვენ მზად ვართ, ენდემური (სისტემური, რედ.)კორუფციის დაძლევისა და მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს ხელშეწყობის გზით, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სრული ეკონომიკური და დემოკრატიული პოტენციალის რეალიზებაში“, - აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყება. მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031 (c) წესის საფუძველზე დაუწესდათ შესაბამისი ზომები. კერძოდ, 7031(c) წესი ითვალისწინებს, რომ უცხოური მთავრობების თანამდებობის პირებს, რომელთა მნიშვნელოვან კორუფციაში ან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაში მონაწილეობის შესახებ სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, ამერიკის შეერთებული შტატებში შესვლის უფლება არ ექნებათ. ეს წესი გავრცელდება მათი ოჯახის წევრებზეც. კანონი ასევე მოთხოვს, რომ სახელმწიფო მდივანმა განსაზღვროს ასეთი თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები. უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტი პირის სანქცირებას? - ამერიკის საელჩო ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს აქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებაზე პირველი ოფიციალური განმარტება 6 აპრილს გააკეთა. ისაუბრეს, თუ რა წყაროებს ეყრდნობოდა უწყება სანქცირების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებისას. „ამ კორუფციამ ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. დააზიანა საზოგადოების ნდობა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი და ოფიციალური პირებისადმი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან არის მოპოვებული, მათ შორის ღია წყაროებიდან და ძალიან სანდო ინფორმაცია გვაქვს საიმისოდ, რათა დავიჯეროთ, რომ მნიშვნელოვანი ჩართულობა იყო კორუფციაში”, - განაცხადეს უწყებაში. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ გააგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა ხელი შეუწყოს ასეთი პირებისთვის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას. შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში“. დღესვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, რომელიც 10 აპრილს შეხვდა პრემიერ-მინისტრს, განაცხადა, რომ დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ირაკლი ღარიბაშვილი: გარკვეულ ზეწოლასა და ჩარევებზე, მოსამართლეებისგან შემაშფოთებელი ინფორმაციაც მოვისმინე ცნობისთვის, აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე გადაწყვეტილებას ამერიკულ სასამართლოში გაასაჩივრებს.
პიტერ სტანოს კომენტარი აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი სპიკერი პიტერ სტანო Europetime-ს ესაუბრა. ჩვენ დავინტერესდით, რა პოზიცია აქვს ევროკავშირს აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებთან მიმართებით, აშშ-სთან პარტნიორობის კონტექსტში. „ამჟამად არ არსებობს ევროკავშირის სანქციების რეჟიმი საქართველოს მიმართ. აშშ-ის სანქციებში მოხსენიებულ ადამიანებთან დაკავშირებით, არც სანქციების შესახებ გადაწყვეტილებები არ არის მიღებული. როგორც წესი, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს სანქციების დაწესების შესახებ სხვების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ევროკავშირს აქვს საკუთარი საკანონმდებლო ჩარჩო სანქციების მიღებისთვის, რომლებიც ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ, ყოველთვის კონსენსუსის საფუძველზე განიხილება და თანხმდება“, - განუცხადა პიტერ სტანომ Europetime-ს. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
რაზე იქნება ფოკუსირებული აშშ-ის ახალი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ
Europetime-თან საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა განიხილავს, რას შეიძლება, რომ მოიცავდეს შეერთებული შტატების ახალი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ, რომელიც მალე შემუშავდება. ამერიკელი დიპლომატი ხაზს უსვამს, რომ პირველი რაზეც სტრატეგია ყურადღებას გაამახვილებს, უსაფრთხოების საკითხები იქნება. მეთიუ ბრაიზას შეფასებით, დემოკრატიული რეფორმები საქართველოში, სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი იქნება. მეთიუ ბრაიზა: როდესაც მე ვიყავი აშშ-ის მთავრობაში, ვცდილობდით, შეგვემუშავებინა სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ, ეს იყო იქამდე, ვიდრე რუსეთი შემოიჭრებოდა საქართველოში „რა თქმა უნდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრა მთავარი საკითხი იქნება. სავარაუდოა, რომ სტრატეგია ხელს შეუშლის რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო მოქმედების განხორციელებაში... ასევე, იმედი მაქვს, რომ სტრატეგია დაეხმარება საქართველოს, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში, ასევე, ხელს შეუწყობს ქვეყანას, გააძლიეროს და აღადგინოს პროგრესი ძლიერი დემოკრატიისკენ“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. მისივე თქმით, საქართველოსთვის ამ სტრატეგიის შემუშავება ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიგნალია იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მიენიჭა მოლდოვასა და უკრაინას, საქართველოს კი, რიგი რეკომენდაციების შესრულება მოუწევს მის მისაღწევად. „დარწმუნებული ვარ, შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგია დიდწილად ასევე ფოკუსირებული იქნება საზღვაო დომენის მიმართულებაზე, ახალ ოპერაციებზე შავ ზღვაზე, მონტროს კონვენციის განხორციელებაზე, რომელიც ზღუდავს სამხედრო გემების გადადგილებას. მოგეხსენებათ, თურქეთი ასრულებს მონტროს კონვენციის პირობებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო რუსეთის შესაძლებლობების შეზღუდვის თვალსაზრისით. ამდენად, ვფიქრობ, ბევრი საკითხი იქნება ამ სტრატეგიაში, პირველ რიგში - უსაფრთხოება, ასევე, დემოკრატიული რეფორმები, განსაკუთრებით საქართველოში, და რასაკვირველია, ეკონომიკური განვითარება“, - განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ Europetime-ს. შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის შემუშავება რა ეტაპზეა და როგორ დაეხმარება შეერთებულ შტატებს უფრო მეტად ჩართულობისთვის, ამ შეკითხვით მიმართა სენატორმა ჯინ შაჰინმა სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს საგარეო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. ბლინკენის თქმით, შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ სტრატეგიას სავარაუდოდ, ივნისისთვის შეიმუშავებს. ჯინ შაჰინი: მნიშვნელოვანია, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობდეს შავი ზღვის პარტნიორებთან და ჩამოაყალიბოს უფრო მტკიცე პოლიტიკა რეგიონის მიმართ „ჩვენ ორიენტირებული ვართ ბევრად უფრო ყოვლისმომცველ მიდგომაზე შავი ზღვის რეგიონის მიმართ. მოგეხსენებათ, ექვსი ქვეყანაა, მათგან სამი NATO-ს წევრია და სხვები, როგორიცაა უკრაინა, აშკარად მნიშვნელოვანი მეგობრები არიან შეერთებული შტატებისთვის. სტრატეგია ფოკუსირებული იქნება არამხოლოდ უსაფრთხოების ასპექტებზე, არამედ, პოლიტიკური ჩართულობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ეს საკითხები კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია დემოკრატიული მდგრადობის შენება, რადგან რთული სამეზობლოა“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. მისივე თქმით, რუმინეთმა უკვე წარადგინა თავისი შეხედულებები და გეგმები, რომლებიც აისახება შავი ზღვის ახალ სტრატეგიაში. ელჩი დეგნანი: შავი ზღვის უსაფრთხოება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ცნობისთვის, სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში უძღვება ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც უნდა განსაზღვროს აშშ-ის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონის მიმართ. 22 მარტის საკომიტეტო მოსმენისას, როდესაც სენატორი შაჰინი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიით დაინტერესდა შუა დერეფანში სწორედ საქართველოს როლს გაუსვა ხაზი და ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე. ცნობილია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს რა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია, შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. სწორედ ამაზე საუბრობდა ამერიკის ელჩი კელი დეგნანი Europetime-თან: „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის გავლით ჩრდილოეთის მარშრუტის ალტერნატივის აუცილებლობა გაჩნდა, და შეერთებული შტატები, ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთისა და ენერგიის გადაზიდვისთვის შუა დერეფნის განვითარებას მხარს უჭერს. შუა დერეფნის განვითარებისთვის რეგიონული თანამშრომლობა საჭიროა, საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ეფექტიანი ინტეგრირების ჩათვლით. შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. კონკრეტულად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს ასევე მოუტანს სამუშაო ადგილებს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს პროექტის ტენდერთან დაკავშირებით და კვალიფიციური დეველოპერსის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში წარიმართება. ამერიკული კომპანია Trammo კიდევ ერთი კარგი მაგალითია, რომელიც ხელს უწყობს სასუქის ტრანსპორტირებას უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან. გარდა ამისა, განვითარების საფინანსო კორპორაციამ 50 მილიონი აშშ დოლარის სესხით დაუჭირა მხარი ფოთის საზღვაო ნავსადგურში, პეის ტერმინალის გაფართოებას. ტერმინალის გაფართოების პროექტის შედეგად, რომელიც 2022 წლის იანვარში გაიხსნა, მისი ტვირთამწეობა გაორმაგდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს აახლოებს მიზანთან, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ჰაბი გახდეს. აშშ-ის მთავრობა ეძებს ახალ შესაძლებლობებს შუა დერეფნის მასშტაბით პარტნიორობისთვის. საქართველოში ეს ნიშნავს ახალი, ინფრასტრუქტურაში საინვესტიციო შესაძლებლობების გაჩენას და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებისთვის ჩვენი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის გაზრდას, რათა საქართველოდან და საქართველოს გავლით მიწოდებული ტვირთის ეფექტიანობა და ღირებულება გაიზარდოს. ეს ინვესტიციები და პარტნიორობა საქართველოს უფრო დიდ გლობალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას და ქართველებისთვის უფრო სარფიანად დასაქმების შესაძლებლობებს გამოიწვევს. როგორც ყოველთვის, ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს მოქალაქეებთან, მთავრობასთან და ბიზნეს საზოგადოებასთან, რათა დავეხმაროთ საქართველოს, სრულად ისარგებლოს ამ შესაძლებლობით. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უფრო ფართოდ დანერგვის გზაზე და ასევე დავეხმაროთ ქართველ მწარმოებლებს, რომ ჰქონდეთ რესურსები და უნარები, რათა გლობალურ ბაზარზე სამართლიანი კონკურენცია გასწიონ. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება ამრიგად, ამერიკის შეერთებული შტატები შუა დერეფნის განვითარების მიმართ გაზრდილ ინტერესს განიხილავს როგორც არსებითად მნიშვნელოვან შესაძლებლობას საქართველოს აყვავებული, დემოკრატიული, გლობალურად ინტეგრირებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, - განუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა Europetime-ს. ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), გენერალმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება, რომელიც მალე შემუშავდება. ეს საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. „რუსეთი და ირანი ქმნიან მდინარეების, ზღვებისა და რკინიგზის სატრანსპორტო ქსელს, რათა თავიდან აიცილონ სანქციები საქონლის ორ ქვეყანას შორის და მის ფარგლებს გარეთ გატანისას. ცხადია, ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები და დავხუროთ ყველა ის შავი ხვრელი, რომლითაც რუსეთი და ირანი შეძლებენ სანქციების პროტოკოლების დარღვევას. მაგრამ დადგება დღე, როდესაც რუსეთი და ირანი სულაც არ იქნებიან ჩვენი მტრები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ როგორ ვისარგებლოთ ამ ახალი სავაჭრო მარშრუტით. ხოლო აშშ-საქართველოს სტრატეგიას, რომელიც მალე შემუშავდება შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის, შეუძლია ამის გათვალისწინება. საქართველოში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება კი იქნება ამ სტრატეგიის მთავარი ნაწილი, რაც საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით“, - განუცხადა Europetime-ს ბენ ჰოჯესმა. ბლინკენი: ვმუშაობთ NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია ენტონი ბლინკენი: შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რეგიონში გვყავს ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება - პოლ გობლი
Europetime-თან საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომიდან ერთ წელს აჯამებს. პოლ გობლის შეფასებით, უკრაინაში შეჭრით რუსეთი დასუსტდა და იზოლირდა მთელი მსოფლიოსგან. ამ ფონზე კი, ანალიტიკოსის შეფასებით, ზოგიერთში არსებული შიშების მიუხედავად, დასავლეთმა ერთიანობა გამოავლინა და რუსეთი იმაზე სუსტად წარმოჩინდა, ვიდრე ბევრს ეგონა. „რუსეთი იზოლირდა და დასუსტდა თავისი შეჭრით უკრაინაში, ხოლო მოსკოვის იმედებისა და ბევრის შიშის მიუხედავად, დასავლეთი მის წინააღმდეგ გაერთიანდა. რუსეთი იმაზე ბევრად სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე ბევრს ეგონა, უკრაინამ კი, იმაზე ბევრად უფრო მეტი ქმედუნარიანობა და გმირობა გამოავლინა, ვიდრე ვინმე ელოდა წარსულის გათვალისწინებით“, - ამბობს პოლ გობლი Europetime-თან. პოლ გობლი კიევში ბაიდენის ვიზიტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტი დასავლეთის სიმტკიცეზე მიუთითებს. „დასავლეთი მტკიცედ დგას და, სავარაუდოდ, ასე იქნება სულ მცირე, მრავალი თვის განმავლობაში“, - აღნიშნავს პოლ გობლი. რაც შეეხება მეზობელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ საფრთხის დონეს, ანალიტიკოსის შეფასებით, მეტ საფრთხეს უნდა ველოდოთ, თუმცა ამის პარალელურად, ამერიკელი დიპლომატი საქართველოს მიმართ დასავლეთისგან მეტ მხარდაჭერას ელოდება. „იქნება მეტი საფრთხე, მაგრამ ასევე იქნება უფრო მეტი მხარდაჭერა დასავლეთიდან“, - ამბობს პოლ გობლი Europetime-თან. პენტაგონი: საქართველოსთვის 26 ტონა უსაფრთხოების დახმარების მიწოდება, ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება საქართველო აშშ-სგან დამატებით სამხედრო დახმარებას მიიღებს აშშ-მ საქართველოს 140 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადასცა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებულ მოლოდინებზე საუბრისას, პოლ გობლი არ ელის, რომ „ბრძოლები წელს ან მომავალ წელს დასრულდება“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა.
მაიკლ კარპენტერი: ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდით დგომას და ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებას
„საქართველოსთან ძლიერ პარტნიორობას ალტერნატივა არ აქვს, ეს პარტნიორობა განაგრძობს განვითარებას. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდით დგომას და ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებას“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო), მაიკლ კარპენტერმა ამერიკისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა. კერძოდ, როგორც ცნობილია, მდივანმა ოსტინმა განაცხადა, რომ საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და განამტკიცა საკუთარი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამასთან, დროის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. მაიკლ კარპენტერის თქმით, საქართველო - საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც ქართველი ხალხი დიდი ხანია, ევროატლანტიკური ინტეგრაციის უფრო გაღრმავების მტკიცე დამცველები არიან. „როდესაც თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილედ ვმუშაობდი (2015, 2016 და 2017 წლებში), ჩვენ განვახორციელეთ საქართველოს თავდაცვისა და მზადყოფნის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერის საფუძველზე, მკვეთრად გაიზარდა თანამშრომლობა აშშ-ის არმიასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის. საქართველო - საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც ქართველი ხალხი დიდი ხანია, ევროატლანტიკური ინტეგრაციის უფრო გაღრმავების მტკიცე დამცველები არიან. საქართველო NATO-ს ასპირანტი ქვეყანა იყო და ის ასევე ისწრაფვოდა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. მე ვერ ვისაუბრებ ევროკავშირში ჩვენი პარტნიორების სახელით, მაგრამ ვიცი, რომ აშშ წლებია, ამ მიზნებს მტკიცედ უჭერს მხარს და საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, რათა ქვეყანამ საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილება შეძლოს. არ უარვყოფ რომ ბოლოდროინდელი მონაცემები ზოგიერთ ამ რეფორმასთან დაკავშირებით, საკმაოდ არაერთგვაროვანია. განსაკუთრებით, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის, მედიაპლურალიზმისა და სამოქალაქო საზოგადოებისადმი ხელისუფლების კურსთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით. ეს ის საკითხებია, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან, რადგან არის გარკვეული შეშფოთება. მაგრამ ვხედავ, რომ საქართველოსთან ძლიერ პარტნიორობას ალტერნატივა არ აქვს და როგორც მდივანმა ოსტინმა აღნიშნა, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს (გლობალურ უსაფრთხეობაში. რედ) - საქართველოს, როგორც ერაყში, ასევე ავღანეთში ჰყავდა ბევრი, ბევრი ჯარი და ქვეყანამ დიდი მსხვერპლი განიცადა. და ჩვენ დიდად მადლიერნი ვართ ამ წვლილისთვის. ამდენად, ეს პარტნიორობა განვითარებას განაგრძობს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდით დგომას და ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებას. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია იმავე ღირებულებების ერთგულებაზე, რაზეც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, ესენია: დემოკრატია, პლურალიზმი, სამოქალაქო საზოგადოება, ღიაობა, გამჭვირვალობა და ა.შ“, - აღნიშნა მაიკლ კარპენტერმა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს
ექსკლუზივი Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი და საქართველო მალე შეძლებენ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას. გარდა ამისა, რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა რუსულ მედიასაშუალებას განუცხადა, რომ აუცილებელია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება და რუსეთი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არანაირ დიპლომატიურ ურთიერთობაზე ლაპარაკი არ შეიძლება. ელჩი დეგნანი: ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები პრეზიდენტი: არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას „რუსეთის ფედერაციაში მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე, ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს, 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მათ ძალიან გაურთულა პირობები და მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მხოლოდ მისასალმებელი იქნება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 19 იანვარს. ცნობისთვის, უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრი კასიანოვმა არ გამორიცხა უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ. კიევის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევჰენი პერებიინისმა უკრაინაში საქართველოს ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის გამო შეშფოთება გამოუცხადა. აღსანიშნავია, რომ 24 იანვარს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „შავი ზღვის პორტი სოჭში აწარმოებს მოლაპარაკებებს აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო გადაზიდვების გახსნაზე“. კრემლის მიერ კონტროლირებადი Tass-ი პორტის ოპერატორის აღმასრულებელი დირექტორის, იური ვლადიმეროვის ინფორმაციას ეყრდნობოდა, თუმცა ქართულმა მხარემ ეს ცნობა იმავე დღეს უარყო. როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა 20 იანვარს მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს
შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და ჩვენ ვაღიარებთ საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს, რომლებიც შუა დერეფნის კონცეფციას დაუჭერს მხარს. ამის შესახებ Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. კერძოდ, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. „შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენ ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს. ბლინკენმა და ჩავუშოღლუმ გადაწყვიტეს, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის გასაძლიერებლად კოორდინაცია და თანამშრომლობა გაზარდონ კონკრეტულად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს სამუშაო ადგილებს მოუტანს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა პროექტის ტენდერის მიმართულებით წინ წაიწევს. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი გარდა ამისა, განვითარების საფინანსო კორპორაციამ 50 მილიონი აშშ დოლარის სესხით დაუჭირა მხარი ფოთის საზღვაო ნავსადგურში, პეის ტერმინალის გაფართოებას. ტერმინალის გაფართოების პროექტის შედეგად, რომელიც 2022 წლის იანვარში გაიხსნა, მისი ტვირთამწეობა გაორმაგდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს აახლოებს მიზანთან, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ჰაბი გახდეს“, - აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი. მისივე განცხადებით, შეერთებული შტატები სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგულია. „შეერთებული შტატები სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგულია. საკითხების გადაწყვეტისა და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, პირდაპირი დიალოგი საკვანძოა. ჩვენ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დისკუსიების ხელშეწყობისთვის ჩართულობას პარტნიორებთან ერთად, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში, ორგანიზაციებთან ერთად ვაგრძელებთ“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, დავოსში ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიის დროს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროკომისარი იოჰანეს ჰანი და თურქეთის კერძო სექტორი საუბრობდნენ შუა დერეფნის განვითარების შესაძლებლობებზე, დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობაზე. ამასთან, როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მისაღწევად, ქვეყნებს შორის კოორდინაცია და თანამშრომლობა გაიზრდება. აქედან გამომდინარე, Europetime-თან განმარტა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რას მოიცავს ეს კოორდინაცია და რამდენად მნიშვნელოვანია დასავლური ინვესტიციები და მედიაცია როგორც მშიდობის განმტკიცების, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის. ცნობისათვის, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება, რომელიც მალე შემუშავდება. ეს საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. ანაკლიის პორტის პროექტი საქართველოსთვის ეკონომიკურ კეთილდღეობას მოიტანს და მის უსაფრთხოებასაც გააუმჯობესებს - ბენ ჰოჯესი „რუსეთი და ირანი ქმნიან მდინარეების, ზღვებისა და რკინიგზის სატრანსპორტო ქსელს, რათა თავიდან აიცილონ სანქციები საქონლის ორ ქვეყანას შორის და მის ფარგლებს გარეთ გატანისას. ცხადია, ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები და დავხუროთ ყველა ის შავი ხვრელი, რომლითაც რუსეთი და ირანი შეძლებენ სანქციების პროტოკოლების დარღვევას. მაგრამ დადგება დღე, როდესაც რუსეთი და ირანი სულაც არ იქნებიან ჩვენი მტრები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ როგორ ვისარგებლოთ ამ ახალი სავაჭრო მარშრუტით. ხოლო აშშ-საქართველოს სტრატეგიას, რომელიც მალე შემუშავდება შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის, შეუძლია ამის გათვალისწინება. საქართველოში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება კი იქნება ამ სტრატეგიის მთავარი ნაწილი, რაც საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, როგორც ჩანს, არ აცნობიერებს და არ ემხრობა ამ სახის სტრატეგიულ აზროვნებას და ინვესტიციას“, - განუცხადა Europetime-ს ბენ ჰოჯესმა. ბლინკენი: ვმუშაობთ NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია ენტონი ბლინკენი: შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რეგიონში გვყავს ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო შეგახსენებთ, ბენ ჰოჯესი სწორედ Europetime-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. კონკრეტულად, შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. „უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან აღნიშნა, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს ცდილობდნენ მსგავსი სტრატეგიის შემუშავებას, თუმცა რუსეთმა კონფრონტაცია გადაწყვიტა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამ გეგმის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ - უკრაინაში. თავის მხრივ, Europetime-თან საუბრისას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე, დევიდ მორგანი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „შავი ზღვის რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მის შესაძლო მცდელობებს, მოახდინის უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკირება“, - ამბობდა დევიდ მორგანი. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ცნობისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა, 16 ნოემბერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ჯინ შაჰინმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ ახლა, როდესაც რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში. სენატორმა ჯინ შაჰინმა კარენ დონფრიდს ჰკითხა, აქვს თუ არა რაიმე მსგავსი სტრატეგია ამერიკას. „ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონი. რა თქმა უნდა, NATO რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს სერიოზულად ეკიდება და ჩვენი ხედვაა, რომ ეს რეგიონი ახლა უფრო რთულია, ვიდრე ის იყო 2022 წლის თებერვლამდე. ვფიქრობ, არ არსებობს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვფიქრობთ რეგიონზე და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩართულობა რეგიონში, ახლა განსხვავებულია, ვიდრე ეს იყო ომამდე. თუმცა ამჟამად, აშშ კონცენტრირებულია იმაზე, რომ უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება ამ ომში, რადგანაც ეს დიდწილად, საფუძველი გახდება იმისა, თუ როგორ ვიფიქრებთ შავი ზღვის სტრატეგიაზე. მივესალმები იმას, თუ როგორ მუშაობთ თქვენს იდეებზე ამ საკითხთან დაკავშირებით და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ფოკუსირებული ვართ“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა.
რას გულისხმობს რეფორმა, რომელიც „საქართველოს რკინიგზაში“, საპარტნიორო ფონდიდან კომპანიის გასვლის შემდეგ დაიწყება
„საქართველოს რკინიგზის“ 100% „საპარტნიორო ფონდმა“ მთავრობას გადასცა. გარიგება 2022 წლის ბოლოს დასრულდა. რას ნიშნავს ეს ცვლილება და დაჩქარდება თუ არა ამ ტრანზაქციის შემდეგ დაანონსებული რეფორმა სახელმწიფო კომპანიაში? Europetime-თან ინტერვიუში, პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი დავით გოჩავა ამბობს, რომ „საქართველოს რკინიგზის“ 100%-იანი წლის მთავრობისთვის გადაცემა, კომპანიის საქმიანობაში არსებითად არაფერს ცვლის, თუ ეკონონმიკისა და ფინანსთა სამინისტროების მიერ დაანონსებული რეფორმა რეალურად არ დაიწყო. „გამოითქვა მოსაზრება, რომ იმ ფულად შენატანებს, რაც „საქართველოს რკინიგზას“, ასევე სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ „საპარტნიორო ფონდში“ მოგებიდან შეჰქონდა, ეს უწყება [საპარტნიორო ფონდი], თავისი მიზნებისთვის განკარგავდა. მაგალითად, ფულს ხარჯავდა სასტუმროების ასაშენებლად ან სხვა პროექტების განსახორციელებლად. ამას „საპარტნიორო ფონდი“ ბუნებრივია, სახელმწიფოს თანხმობის გარეშე ვერ გააკეთებდა. სამწუხაროდ, სახელმწიფოს დამოკიდებულება „საქართველოს რკინიგზის“ მიმართ არ იცვლება“, - ამბობს გოჩავა. მისივე თქმით, „საქართველოს რკინიგზაში“ რეფორმის გატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამას ევროდირექტივებიც ითვალისწინებს. „ევროდირექტივების ძირითადი მიზანია, რომ რკინიგზა კომერციულად მომგებიანი გახდეს. კომპანიის კომერციალიზაციაა მთავარი მიზანი. ამისთვის უნდა გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ერთმანეთისგან უნდა გამოიყოს სატვირთო გადაზიდვები, მგზავრთა გადაყვანა, ინფრასტრუქტურის შეთავაზება. სავაგონო შემადგენლობა უნდა იყოს სრულიად ცალკე. „საქართველოს რკინიგზა კი, ვერტიკალურად ინტეგრირებულია. მონოლითური სტრუქტურაა და კომპანიაში ეს მიმართულებები მხოლოდ ფორმალურადაა გამიჯნული“, - ამბობს დავით გოჩავა. ამასთან, აღნიშნავს, რომ კომპანიის მართვის სქემა თავისუფალი ბაზრის პრინციპებს ეწინააღმდეგება. „საქართველოს რკინიგზაში“ კერძო გადამზიდავი ვეღარ შედის, რადგან მონოპოლიური და დახურული სისტემაა. კომპანიას რეფორმა სჭირდება, აქ კი, მთავრობის მხარდაჭერა საჭირო. შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდის ფონზე, „საქართველოს რკინიგზაში“ ეფექტიანი რეფორმაა საჭირო, რადგან კომპანია გაზრდილი ტვირთბრუნვის შედეგად სარკინისგზო გადაზიდვებზე გაჩენილ მოთხოვნას ვერ პასუხობს “, - აღნიშნავს გოჩავა. როდის დაიწყება „საქართველოს რკინიგზაში“ რეფორმა? „საქართველოს რკინიგზის“ 100%-ის მთავრობისთვის გადაცემის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე, ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ „საქართველოს რკინიგზა“ სამი სახელმწიფო კომპანიიდან ერთ-ერთია, სადაც 2023 წლიდან რეფორმა უნდა განხორციელდეს. თუმცა რას გულისხმობს რეფორმა და არის თუ არა მზად „საქართველოს რკინიგზის“ ტრანსფორმაციისთვის საჭირო შესაბამისი სტრატეგია, ლევან დავითაშვილს არ დაუკონკრეტებია. ცნობილია, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების სტრატეგიის თანახმად, ეს პროცესი სამ მსხვილ კომპანიაში „საქართველოს რკინიგზაში”, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა” და „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში” უნდა დაიწყოს. ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტრატეგიაში, სამ სახელმწიფო საწარმოში განსახორციელებელი რეფორმისთვის აუცილებელი ხუთი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება დასახელდა: ● კორპორაციული მართვა; ● კომერციული მიზნები; ● კონკურენტული ნეიტრალურობა ● ფლობის პოლიტიკა; ● სტრატეგიული მართვა; „სტანდარტების დანერგვისა და მასთან დაკავშირებული კორპორაციული მართვის გაუმჯობესების მისაღწევად ხუთივე მიმართულება უნდა განხორციელდეს“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების სტრატეგიაში. პრიორიტეტული მიმართულება #1. კორპორაციული მართვა - თითოეულ სახელმწიფო კორპორაციას ეყოლება სამეთვალყურეო საბჭო მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, რომლის შემადგენლობაში შემავალ წევრებს ექნებათ შესაბამისი უნარები, ცოდნა, გამოცდილება, დამოუკიდებლობა და დრო კორპორაციის აღმასრულებელი პირების, კერძოდ, აღმასრულებელი დირექტორის ყოველდღიური საქმიანობების დამოუკიდებელი ზედამხედველობის ფუნქციის შესასრულებლად. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ანგარიშვალდებულნი იქნებიან თავიანთი ფუნქციების შესრულებაზე. პრიორიტეტული მიმართულება #2. კომერციული მიზნები - სახელმწიფო კორპორაციების მთავარ მიზნად განისაზღვრება კომერციული, მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობა. საშუალოდ, დროთა განმავლობაში მათ უნდა მიაღწიონ კერძო სექტორის მსგავსი კომერციული კომპანიების შესადარის ფინანსურ შედეგებს. თუ მეორადი მიზნის სახით, მთავრობა განიზრახავს სახელმწიფო კორპორაციების საშუალებით არაკომერციული საქმიანობების განხორციელებას, რომელიც ასევე ცნობილია კვაზი-ფისკალური აქტივობების სახელით, მთავრობამ უნდა აუნაზღაუროს მათ აღნიშნული აქტივობებზე გაწეული ხარჯები. პრიორიტეტული მიმართულება #3. კონკურენტული ნეიტრალურობა - სახელმწიფო კორპორაციები ოპერირებას კონკურენტული ნეიტრალურობის საწყისებზე მოახდენენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ ექნებათ კონკურენტული უპირატესობა და არც არახელსაყრელი მდგომარეობა სახელმწიფოს მხრიდან მათი ფლობის ან კონტროლის შედეგად. კონკურენტული ნეიტრალურობის პრინციპების გამოყენება უზრუნველყოფს სახელმწიფო კორპორაციების მხრიდან შეზღუდული ეკონომიკური რესურსების ეფექტიან გამოყენებას. პრიორიტეტული მიმართულება#4. ფლობის პოლიტიკა - განისაზღვრება სახელმწიფო საწარმოს ფლობის და დაარსების ობიექტური კრიტერიუმები. უზრუნველყოფილ იქნება სახელმწიფო კორპორაციის სტატუსის გადახედვა ამ კრიტერიუმების მიხედვით, მინიმუმ ხუთ წელიწადში ერთხელ. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოში სახელმწიფო კორპორაციების ფლობის პოლიტიკა განხორციელდება ე.წ დუალისტური მოდელის შესაბამისად. აღნიშნული მოდელის მიხედვით, აქციონერთა უფლებების განხორციელების პასუხისმგებლობა გადანაწილებულ იქნება ორ სამინისტროს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის. პრიორიტეტული მიმართულება #5. სტრატეგიული მართვა - კორპორაციული განზრახვის განაცხადი. სახელმწიფო კორპორაციებმა ყოველწლიურად უნდა შეიმუშაონ კორპორაციული განზრახვის განაცხადი (კგგ), რომელიც სამეთვალყურეო საბჭომ შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს აქციონერებს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროებს. ფინანსთა სამინისტროს სტრატეგიის თანახმად, სამ სახელმწიფო საწარმოში რეფორმა 2023-2026 წლებში უნდა განხორციელდეს. სტრატეგიის შემუშავების პროცესში საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების მიერ აქტიური კონსულტაციები განხორციელდა შემდეგ ინსტიტუციებთან: ● საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ● აზიის განვითარების ბანკი (ADB) ● მსოფლიო ბანკი (WB) ● ენერგეტიკული გაერთიანება (Energy Community) ● სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ● სს საპარტნიორო ფონდი „საქართველოს რკინიგზაში“ მოსალოდნელ რეფორმის დეტალებზე არ საუბრობენ. Europetime-ს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, რომ „საქართველოს რკინიგზაში“ დაგეგმილ რეფორმაზე დამატებით ინფორმაციას მოგვაწვდიან. რა გამოწვევების წინაშეა „საქართველოს რკინიგზა“ „საქართველოს რკინიგზის“ შესახებ ვრცელი კვლევა 2022 წლის გაზაფხულზე აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა. 2022 წლის აპრილში გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, „საქართველოს რკინიგზის“ მთავარ გამოწვევად, „ჭარბი მუშახელი, არაეფექტიანობა და ჭარბვალიანობა” დასახელდა. აზიის განვითარების ბანკის კვლევაში გამოხატულ პოზიციას ეთანხმება პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტიც. მისივე თქმით, მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორმა დავით ფერაძემ განაცხადა, რომ კომპანია „სოციალურ დაკვეთას ასრულებს და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია მუშახელის დასაქმებაა“. პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ერთი ტონა ტვირთის გადაზიდვას 7 რკინიგზელი სჭირდება, „საქართველოს რკინიგზაში“ კი ამ ფუნქციას 25 ადამიანი ასრულებს. მატარებლის სიჩქარე დაბალია და ექსპლუატაცია არაეფექტიანი“. რაც შეეხება ჭარბვალიანობის საკითხს, „საქართველოს რკინიგზამ“ ძველი ვალების დასაფარად 2021 წელს $500 მილიონიანი ვალი აიღო. კომპანიამ $500 მილიონის მწვანე ევრობონდები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 7 წლის ვადით განათავსა, რამაც სავარაუდოდ, სახელმწიფო კომპანიის ნაწილობრივ გასხვისების საკითხი 7 წლით გადაავადდა. ამასთან, 4-წლიანი პაუზის შემდეგ 2021 წელი კომპანიამ ₾52.7 მილიონის მოგებით დაასრულა. საგულისხმოა, რომ 2016 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანიამ წელი ზარალის გარეშე დახურა. დავით გოჩავას შეფასებით, „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლების ზრდა „შუა დერეფანში“ ტვირთების ტრანსფორმაციამ განაპირობა. „ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ტვირთები ტრანსკასპიური დერეფნისკენ დაიძრა. სწორედ ესაა რკინიგზის შემოსავლების ზრდის მიზეზი“, - აცხადებს გოჩავა. 2016 წელს საქართველოს რკინიგზა 65.1 მილიონი ლარის მოგებაზე გავიდა, შემდეგი წლების განმავლობაში კი ზარალს აფიქსირებდა: 2017 წელი - ზარალი ₾354.1 მლნ; 2018 წელი - ზარალი ₾716.5 მლნ; 2019 წელი - ზარალი ₾5.5 მლნ; 2020 წელი - ზარალი ₾164.6 მლნ; 2021 წელს კომპანიის ტვირთბრუნვამ 12 მილიონი ტონა შეადგინა. ფინანსური ანგარიშგების თანახმად, საოპერაციო შემოსავლები 12%-ით გაიზარდა და კომპანიამ 547.9 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება 2022 წელს, „საქართველოს რკინიგზამ“ 9 თვეში 491 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, წმინდა მოგება კი, 278 მილიონი ლარი იყო.
ანაკლიის პორტის პროექტი საქართველოსთვის ეკონომიკურ კეთილდღეობას მოიტანს და მის უსაფრთხოებასაც გააუმჯობესებს - ბენ ჰოჯესი
ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, რომ საქართველოს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებით დიდი სარგებლის მიღება შეუძლია. მისივე თქმით, პროექტის განხორციელება საქართველოს დაეხმარება თავისი პოტენციალის გამოვლენაში, გახდეს ლოგისტიკური ჰაბი რეგიონში, ასევე, ეს ხელს შეუწყობს ქვეყანას, შეასრულოს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი პორტალის როლი. „გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, აშშ და სხვა ქვეყნები განახორციელებენ ინვესტიციებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ კეთილდღეობას მოუტანს, თუმცა ამავე დროს გააუმჯობესებს უსაფრთხოებას, რადგან ბუნდესტაგი და კონგრესი უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ იმას, თუ რა ხდება აქ. ისინი უფრო მეტად დაინტერესდებიან რეგიონში სტაბულურობისა და უსაფრთხოების გარემოს მიმართულებით, მათ შორის აზერბაიჯანსა და საქართველოში“, - განუცხადა ბენ ჰოჯესმა Europetime-ს. შუა დერეფნის მნიშნელობაზე ის ამბობს, რომ თუ საქართველო ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი პორტალის ფუნქციას შეასრულებს, დიდი კომპანიები დაიწყებენ მოძრაობას აღმოსავლეთით და დასავლეთით, ევროპასა და აზიას შორის. მისივე თქმით, კონსტანცაც აშკარა სარგებელს მიიღებს. ამასთან, ეს მომგებიანი იქნება უკრაინისთვის და ასევე, სხვა ბევრი თვალსაზრისითაც. ბენ ჰოჯესის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება, რომელიც მალე შემუშავდება. ეს საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. „რუსეთი და ირანი ქმნიან მდინარეების, ზღვებისა და რკინიგზის სატრანსპორტო ქსელს, რათა თავიდან აიცილონ სანქციები საქონლის ორ ქვეყანას შორის და მის ფარგლებს გარეთ გატანისას. ცხადია, ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები და დავხუროთ ყველა ის შავი ხვრელი, რომლითაც რუსეთი და ირანი შეძლებენ სანქციების პროტოკოლების დარღვევას. მაგრამ დადგება დღე, როდესაც რუსეთი და ირანი სულაც არ იქნებიან ჩვენი მტრები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ როგორ ვისარგებლოთ ამ ახალი სავაჭრო მარშრუტით. ხოლო აშშ-საქართველოს სტრატეგიას, რომელიც მალე შემუშავდება შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის, შეუძლია ამის გათვალისწინება. საქართველოში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება კი იქნება ამ სტრატეგიის მთავარი ნაწილი, რაც საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, როგორც ჩანს, არ აცნობიერებს და არ ემხრობა ამ სახის სტრატეგიულ აზროვნებას და ინვესტიციას“, - განუცხადა Europetime-ს ბენ ჰოჯესმა. ბლინკენი: ვმუშაობთ NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია ენტონი ბლინკენი: შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რეგიონში გვყავს ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო შეგახსენებთ, ბენ ჰოჯესი სწორედ Europetime-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. კონკრეტულად, შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. „უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან. სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან აღნიშნა, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს ცდილობდნენ მსგავსი სტრატეგიის შემუშავებას, თუმცა რუსეთმა კონფრონტაცია გადაწყვიტა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამ გეგმის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ - უკრაინაში. თავის მხრივ, Europetime-თან საუბრისას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე, დევიდ მორგანი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „შავი ზღვის რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მის შესაძლო მცდელობებს, მოახდინის უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკირება“, - ამბობდა დევიდ მორგანი. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ცნობისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა, 16 ნოემბერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ჯინ შაჰინმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ ახლა, როდესაც რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში. სენატორმა ჯინ შაჰინმა კარენ დონფრიდს ჰკითხა, აქვს თუ არა რაიმე მსგავსი სტრატეგია ამერიკას. „ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონი. რა თქმა უნდა, NATO რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს სერიოზულად ეკიდება და ჩვენი ხედვაა, რომ ეს რეგიონი ახლა უფრო რთულია, ვიდრე ის იყო 2022 წლის თებერვლამდე. ვფიქრობ, არ არსებობს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვფიქრობთ რეგიონზე და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩართულობა რეგიონში, ახლა განსხვავებულია, ვიდრე ეს იყო ომამდე. თუმცა ამჟამად, აშშ კონცენტრირებულია იმაზე, რომ უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება ამ ომში, რადგანაც ეს დიდწილად, საფუძველი გახდება იმისა, თუ როგორ ვიფიქრებთ შავი ზღვის სტრატეგიაზე. მივესალმები იმას, თუ როგორ მუშაობთ თქვენს იდეებზე ამ საკითხთან დაკავშირებით და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ფოკუსირებული ვართ“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას გააგრძელებს, რათა უკრაინა დამატებითი შესაძლებლობებით უზრუნველვყოთ
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ გააგრძელებას მუშაობას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინა დამატებითი შესაძლებლობებით იყოს უზრუნველყოფილი. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა. „ჩვენ არ შეგვიძლია, კომენტარი გავაკეთოთ უკრაინის მიერ მოთხოვნილ კონკრეტულ სისტემებთან დაკავშირებულ შიდა განხილვებზე. ზოგადად კი, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის უსაფრთხოების დახმარებას, ვიდრე ეს მას დასჭირდება და გავაგრძელებთ მუშაობას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა გამოვავლინოთ საჭიროებები და მივაწოდოთ უკრაინას დამატებითი შესაძლებლობები. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის პარალელურად განვითარდა აშშ-ის სამხედრო დახმარება და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი დახმარების განსაზღვრას, რათა ის შეესაბამებოდეს ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას ახლა და მომავალში“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრი კასიანოვის თქმით, საქართველოს მიერ უკრაინისთვის „ჯაველინების“ გადაცემასთან დაკავშირებით იყო არამხოლოდ თანხმობა აშშ-ის მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.
პირველად იყო სიტყვა
სიტყვიდან დაიწყო ყველაფერი და, შესაბამისად, ინფორმაციის ყველაზე კარგი შემნახველი სწორედ სიტყვებია. დანაწევრებული მეტყველება განასხვავებს ადამიანს სხვა პრიმატებისგან და თუ გვინდა, გავიგოთ, რას ფიქრობს, რა უყვარს, რისი ეშინია, სიტყვებს უნდა დავაკვირდეთ. არის ასეთი ფილმი, The Book of Elly, დენზელ ვაშინგტონისა და უგენიალურესი გარი ოლდმენის მონაწილეობით, მოქმედება ხდება პოსტაპოკალიპტურ, ბირთვული ომის შემდგომ სამყაროში, სადაც მთავარი ბოროტმოქმედი, ყაჩაღების ბანდის მეთაური და ქალაქის თვითგამოცხადებული მმართველი, მთელი ფილმის განმავლობაში, ეძებს ბიბლიის ერთადერთ გადარჩენილ ეგზემპლარს. როცა ეკითხებიან, რატომ ეძებ ამ წიგნსო, პასუხობს - იქ სწორი სიტყვები სწერია და ხალხის მორჩილებას, რასაც ახლა იარაღითა და შიშით ვაღწევ, მერე სიტყვებით მივაღწევო. ასე იყო ყოველთვის - საჭირო და სწორად შერჩეულ სიტყვებს სხვა ადამიანების ცხოვრების შეცვლა შეუძლია, ამიტომაც მუდამ ცდილობენ მავანნი და მავანნი, სიტყვებზე კონტროლისა და ძალაუფლების მოპოვებას. ისტორიას თუ გადავხედავთ, ყველაზე ბოროტი რეჟიმები საკუთარ სახელწოდებებში ყველაზე დადებით სიტყვებს იყენებდნენ და იყენებენ. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის ჯოჯოხეთურ სახელმწიფოს სახელწოდებაში სიტყვა „დემოკრატიული“ გვხვდება. ასე იყო ორად გაყოფილი გერმანიის შემთხვევაშიც - დემოკრატიული ეწოდებოდა იმ ნაწილს, რომელსაც ყველაზე არადემოკრატიული სახელმწიფო - საბჭოთა კავშირი აკონტროლებდა. ხშირია სიტყვა „სახალხოს“ გამოყენება იქ, სადაც ხალხს ყველაზე ნაკლებად ეკითხებიან რამეს. ლოზუნგებსა და დევიზებზე აღარაფერს ვამბობ. საფრანგეთის რევოლუციაც კი „ძმობის, ერთობისა და თავისუფლების“ სახელით აჭრიდა თავებს განსხვავებულად მოაზროვნეებს. ცნობილი ანეკდოტის არ იყოს, ფსიქიატრები რომ ხუმრობენ - ვინც მოასწრებს თეთრი ხალათის ჩაცმას, ისაა იმ დღეს ექიმიო - ვინც მოასწრებს კარგი სიტყვის დასაკუთრებას, მერე ის სიტყვა იმ რეჟიმთან ასოცირდება ხოლმე ასე იცვლება სიტყვების ძალაც - საკუთარი სახელებიც კი იკარგება კონკრეტული ადამიანებისა და პოლიტიკური ძალების გამო. მაგალითად, დღეს გერმანიაში კაცს, სახელად ადოლფს, ვერ შეხვდებით. ინგლისში კი საუკუნეების განმავლობაში ერიდებოდნენ ბიჭისთვის ოლივერის დარქმევას, კრომველის გამო. საქართველოს პოლიტიკური სპექტრი კარგი მაგალითია ამ მხრივ, სააზროვნოდ და დასაკვირვებლად. მას შემდეგ, რაც ჩვენი სახელმწიფო არსებობს და რაც სიტყვები რუსეთიდან ღიად აღარ კონტროლდება, პოლიტიკური ძალები ერთმანეთს ეჯიბრებიან საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი და დადებითი ასოციაციების გამომწვევი სიტყვების დასაკუთრებაში. სიტყვა „ეროვნული“ პირველ პრეზიდენტთან და მთავრობასთან ასოცირდებოდა, ამიტომ სამხედრო გადატრიალებისთანავე ამ სიტყვის პოლიტიკაში გამოყენება, ფაქტობრივად, დასრულდა. მოქალაქეთა კავშირი, რომელმაც 10 წელი მართა საქართველო, დასამახსოვრებელი სლოგანებით არ გამოირჩეოდა - აოხრებულ, დამშეულ და დანგრეულ ქვეყანას სიტყვებისთვის არ სცხელოდა და არც თავად პარტია იწუხებდა თავს ემოციებზე თამაშით. მაქსიმუმი, რასაც „მოქკავშირი“ იყენებდა, იყო „სტაბილურობა“ და „კეთილდღეობა“, რომელთაგან პირველი რეალურად სჭირდებოდა ქვეყანას და მეორე არც ახსოვდა ვინმეს, რა იყო. მაგრამ სწორედ ამ დროს დამკვიდრდა ზოგადად პოლიტიკაში პარტიების სახელწოდებებად ემოციური მნიშვნელობის სიტყვების გამოყენება. ასე მივიღეთ ასლან აბაშიძის „აღორძინება“, ჯუმბერ პატიაშვილის „ერთობა“ და ა. შ. „ნაციონალური მოძრაობაც, ისევე, როგორც მისი წინამორბედი, უფრო ლიდერის სახელზე აკეთებდა აქცენტს, ვიდრე ემოციებზე. ამ დროს ჩნდება პირველად ასპარეზზე ბადრი პატარკაციშვილის ტელევიზია და სხვადასხვა პროექტები, საერთო სახელით „იმედი“. ასევე, 2007 წლის შემდგომ, ჟურნალისტების პარტია „ქრისტიან-დემოკრატები“ - რაც პირველი ღია აპელირებაა რელიგიაზე და, თავის მხრივ, ძალიან საშიშ პრეცედენტად შეიძლება, ჩაითვალოს. შემდეგ მოედანზე შემოდის „ქართული ოცნება“ და აქ იწყება თავდავიწყება: ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები მასობრივად იწყებენ შედინებას პოლიტიკაში და, შესაბამისად, საკუთარი მნიშვნელობების შესუსტებას: ირმა ინაშვილის პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ შემდეგ სიტყვა „პატრიოტი“-ს დატვირთვაც შეიცვალა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვა „პატრიოტი“ სააკაშვილის პერიოდში მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკების სისტემას ერქვა და სრულიად სხვა დატვირთვა ჰქონდა. ღიად პრორუსული ლევან ვასაძის „ერთობა, რაობა, იმედი“, აბრევიატურა - ერი. ოქრუაშვილის „გამარჯვებული საქართველო“ და ა. შ. რაც შეეხება „ოცნების“ პოლიტიკურ საქმიანობას, ამ 10 წლის განმავლობაში უამრავი მსგავსი სიტყვა ვნახეთ წინასაარჩევნო სლოგანებში: სიცოცხლე („სიცოცხლით სავსე ქალაქი“), ღირსება (ღირსების აღდგენის მოტივებზე მოვიდა მოქმედი პარტია ხელისუფლებაში) და ახლა უკვე ძალიან მრავალმნიშვნელოვანი, ბევრისთვის შეურაცხმყოფელიც კი - მშვიდობა. ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით შიშის გამოყენებაზე აქ არ შევჩერდები - ცალკე პოსტს იმსახურებს ეს თემა. სიტყვების ამხელა კორიანტელში, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური სპექტრი იყენებს, განსაკუთრებით ბოლო დეკადაში არ გვხვდება ერთი სიტყვა. ერთი, ერთადერთი, სრულიად ჩვეულებრივი სიტყვა, რომელსაც ჭირის დღესავით გაურბის ყველა, ვინც ხელისუფლებაშია, ან მასში მოსვლას ცდილობს. თავისუფლება. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი სიტყვა, რომელსაც რეალური ცვლილებების მოტანა შეუძლია, ვინაიდან თავისუფლება შიგნით იწყება, ადამიანში. თავისუფალი ადამიანი ცუდი ამომრჩეველია, ცუდი გადამხდელია და, რაც მთავარია, მორჩილი არაა. თავისუფალ ადამიანს ვერ მოატყუებ, ვერ შეაშინებ. და რაც მთავარია, თავისუფალ ადამიანს აქვს პასუხისმგებლობა, რომელსაც არ გაურბის. ეს პასუხისმგებლობაა ზუსტად, რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ „ხალხზე ოდნავ ზემოთ“ მყოფებს. პასუხისმგებლობა პასუხისგებას გულისხმობს საკუთარ საქციელზე და იმიტომ. ლექსო ლეკიაშვილის ბლოგი
NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება
NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითრებას მიესალმება. შესაბამისი კომენტარი NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-თან გააკეთა. „მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს, რომლებიც ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების ხელშეწყობას მოემსახურება. ეს მათ შორის მოიცავს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებას, როგორიცაა ნავსადგურის საკუთრებაში არსებული ობიექტები შავი ზღვის სანაპიროზე“, - განაცხადა NATO-ს ოფიციალურმა პირმა. ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება შავი ზღვის რეგიონისთვის კარგ საფუძველს შექმნის - ჯოზეფ ბილბო პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია NATO-ს ოფიციალური პირის თქმით, NATO-ს პარტნიორობა საქართველოსთან მყარია. „ნოემბრის ბოლოს ბუქარესტში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრნენ. ეს სამი ქვეყანა რუსეთის ზეწოლის წინაშეა და NATO მზად არის, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს, რათა გააძლიეროს მათი გამძლეობა და თავდაცვა. საქართველოსთვის, ჩვენ მზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საფუძველზე, მათ შორის სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მდგრადობისა და კიბერ სფეროებში, ასევე საქართველოს დავეხმარებით საკუთარი კიბერ შესაძლებლობების განვითარებითა და საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის პერსონალის გაზრდით“, - განუცხადა NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს. შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა. 28 ნოემბერს, ამერიკის ელჩმს კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტით რამდენიმე კვალიფიციური ოპერატორი დაინტერესდა. ინფორმაციისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.
რატომ შეიძლება თქვას საქართველოს მთავრობამ გაზსაცავის პროექტზე უარი
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა დიდი ზომის გაზსაცავის პროექტის განხორციელებაზე სავარაუდოდ, უარს იტყვის. მისივე თქმით, ამ პროექტის ნაცვლად, მთავრობა მცირე ზომის გაზსაცავის მშენებლობის შესაძლებლობაზე მსჯელობს და გაზსაცავის პარალელურად, განიხილება გათხევადებული გაზის (LNG) ტერმინალის მშენებლობის საკითხიც. Europetime-ს საქართველოს ენერგეტიკული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, ექსპერტმა მურმან მარგველაშვილმა განუცხადა, რომ შესაძლოა, ეკონომიკის სამინისტროს ამ განცხადების საფუძველი შესაბამისი კვლევებია. „რადგან ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ეს შეფასება გააკეთა, ალბათ, შესაბამისი კვლევა აქვს. თუმცა მე მივიჩნევდი, რომ საქართველოსთვის გაზსაცავს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა და ახლაც აქვს. თუ ხარ სრულად დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, სუსტი ხარ. თუ გინდა დამოუკიდებელი ქვეყანა, შესაბამისი დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების მექანიზმები უნდა შექმნა. რადგან მთავრობა უარს ამბობს დიდი გაზსაცავის პროექტზე, იმედია, რომ აქვთ შესაბამისი დასაბუთება“, - ამბობს მურმან მარგველაშვილი. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ გაზსაცავის პროექტის მშენებლობის დაფინანსებას საქართველოს მთავრობა რამდენიმე დონორისგან, მოზიდული ფულით აპირებდა. ცნობილია, რომ 2018 წელს გაფორმდა €150 მილიონი ევროს ღირებულების საკრედიტო შეთანხმება KFW-სთან. თუმცა, პანდემიის პერიოდში ამ თანხიდან €120 მილიონი მთავრობამ მიმდინარე ხარჯებზე გადაამისამართა და პროექტისთვის მხოლოდ €30 მილიონი დატოვა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, €30 მილიონი სეისმური კვლევებისა და დასაბუთებისთვის საკმარისი იყო, თუმცა ახალ რეალობაში [უკრაინის ომის ფონზე] ამხელა გაზსაცავი შესაძლოა, საქართველოსთვის აღარ იყოს საჭირო. „იმისთვის, რომ ქვეყნის გაზმომარაგება მოხდეს ორი თვის ვადით, ეს შესაძლოა, უფრო მცირე გაზსაცავით და LNG ტერმინალით განხორციელდეს, რომლის პროექტმაც მნიშვნელობა უკვე შეიძინა. რუმინეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, თურქმენეთი - ეს დერეფანი ამ კუთხით შეიძლება, საინტერესო იყოს. ჩვენ ამ ალტერნატივებიდან გამომდინარე დონორ ორგანიზაციებსა და მათ საკონსულტაციო კომპანიებს ვკითხეთ, იქნებ, რამე ალტერნატივა იყოს. ეს უფრო მოქნილი, სწორი და იაფიც იქნება“, - აცხადებს მიქაუტაძე. მისივე თქმით, საქართველოს არ აქვს იმხელა რესურსი, რომ ნახევარი მილიარდი ევრო გაზსაცავში მშენებლობაში დახარჯოს. საქართველოს მთავრობა რომ აზერბაიჯათან პარტნიორობით, თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობის პროექტზე მუშაობს, ამის შესახებ 2022 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი. „ცნობილია, რომ საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი, 2015 წელს განიხილავდნენ, ერთობლივ პროექტს, რომლის თანახმადაც, კასპიის ზღვიდან მოპოვებული გაზი, ევროპას საქართველოს გავლით უნდა მიეღო. ჩვენს ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო გაზის გათხევადება და განხორციელებულიყო ექსპორტი რუმინეთში. სამწუხაროდ, ეს პროექტი ვერ განხორციელდა“, - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში, ევროპა დაინტერესებულია მიწოდების ალტერნატიული წყაროებით. „ამიტომ, ეს პროექტი, 2022 წელს უფრო მეტად აქტუალური გახდა“. შეგახსენებთ, რომ პროექტ AGRI-ს თანახმად, რომლის განხორციელებაც 2015 წელს იგეგმებოდა, აზერბაიჯანული გაზი გაზსადენის მეშვეობით, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ყულევის ტერმინალს უნდა მიეღო, სადაც მისი გათხევადება უნდა მომხდარიყო. კონსტანცაში ტრანსპორტირების შემდეგ, გათხევადებული გაზს კვლავ ბუნებრივ აირად გარდაქმნიდნენ, რის შემდეგაც, არსებული გაზსადენებით, მისი ევროპაში ექსპორტი მოხდებოდა. პროექტის რეალიზაცია ორ ეტაპად უნდა მომხდარიყო, რაც ითვალისწინებდა 2 მილიარდი კუბური მეტრიდან 8 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას. წინასწარი მონაცემებით, პროექტის ღირებულება 1,2 მილიარდიდან 4,5 მილიარდ ევრომდე შეადგენდა. კონკრეტულად, ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე რა ბერკეტებს დაკარგავს საქართველო გაზსაცავის გარეშე და რა ეფექტს მოიტანს გათხევადებული გაზის (LNG) ტერმინალის მშენებლობა? Europetime-ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გია არაბიძემ განუცხადა, რომ დღეს გაზსაცავის მშენებლობის ფასები, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საკმაოდაა გაზრდილი, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს პროექტი ხელს უწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. „გაზსაცავი სჭირდება ყველას. ძალიან მნიშვნელოვანია და სტრატეგიულია, განსაკუთრებით მოხმარების გრაფიკებისათვის. თვითონ გაზსაცავის იდეა ხელს უწყობს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. რომ გადავიდეთ ეკონომიკურ მხარეზე, აქ უკვე გათვლებია - რა ჯდება ამ პროექტის განხორციელება. ალტერნატივად გაზის გათხევადებული ტერმინალის მოწყობა საკმაოდ კარგი პროექტია. ვფიქრობ, ამასაც შეუძლია გაზსაცავის ჩანაცვლება. აქ მთავარია ეკონომიკური გათვლები“, - ამბობს არაბიძე. ამ დრომდე არსებული გათვლებით, გაზსაცავის პროექტის საინვესტიციო ღირებულება $250 მლნ-ს აღემატებოდა, რაც ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) კრედიტებით უნდა დაფინანსებულიყო. სამშენებლო სამუშაო სამგორის სამხრეთ თაღის საბადოზე იყო დაგეგმილი. არსებული პროექტის მიხედვით, გაზსაცავში 300 მლნ კუბური მეტრი გაზის შენახვაა შესაძლებელი.
აშშ-ის მხარდაჭერა გაგრძელდება, ვიდრე კიევი რუსეთის ძალებს უკრანიდან არ განდევნის - პოლ გობლი
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის ქვეყანაში 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინა პირველად 20-21 დეკემბერს დატოვა. რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი პირველი საერთაშორისო ვიზიტით, კიევის აქტიურ მხარდამჭერ სახელმწიფოში, აშშ-ის საჰაერო ძალების ბოინგით ჩავიდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ზელენსკი თეთრ სახლში მიიღო. უკრაინის ლიდერი ისტორიული სიტყვით წარსდგა კონგრესშიც. ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც ბაიდენმა ამერიკაში წლის ადამიანი უწოდა, ახლა „შინ კარგი ამბებით ბრუნდება“. მანამდე იყო კონგრესისადმი 25-წუთიანი მიმართვა, რომელშიც ვაშინგტონისადმი სამადლობელ სიტყვასთან ერთად ზელენსკიმ აღნიშნა: „თქვენი მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია გადამწყვეტ მომენტამდე მისვლისთვის. ჩვენ გვაქვს არტილერია, დიახ, მადლიერნი ვართ. ეს საკმარისია? სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არა“. „სირთულეებისა და ბნელი სცენარის მიუხედავად, უკრაინა არ დაცემულა, ის სიცოცხლეს აგრძელებს. ეს ბრძოლა არ შეიძლება, გაიყინოს, ან გადაიდოს. ეს არ შეიძლება, იგნორირებული იყოს, იმ იმედით, რომ ვინმე სხვა დაგვიცავს“, – განაგრძო უკრაინის პრეზიდენტმა. Patriot-ის თავდაცვის კომპლექსების გადმოცემა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინის თავზე საჰაერო ფარის შესაქმნელად - ზელენსკი ზელენსკი ვაშინგტონში აშშ-ის საჰაერო ძალების ბოინგ C-40B-ით ჩავიდა კონგრესში მისვლამდე, უკრაინის ლიდერს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა აშშ-ის პრეზიდენტმა და დაუდასტურა, რომ უკრაინა მიიღებდა Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას, რასაც კიევი კრიტიკულად მნიშვნელოვნად თვლის რუსეთის მხრიდან ინფრასტრუქტურაზე გახშირებული თავდასხმის ფონზე. ბაიდენმა ზელენსკის განუცხადა, რომ ის მარტო არ არის და ყველას ესმის დღეს, რა დევს სასწორზე. ბაიდენი ზელენსკის: თქვენ აშშ-ში წლის ადამიანი ხართ Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უკრაინისთვის, ახლა განსაკუთრებით მნიშნელოვნად მიიჩნევს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი. Europetime-თან ის ამბობს, რომ ზელენსკის ვიზიტი ადასტურებს აშშ-ის მიზანს, რომ შტატები მხარს დაუჭერს კიევს, ვიდრე უკრაინის რუსეთის ძალებს არ განდევნის ქვეყნის ტერიტორიიდან. სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსის შეფასებით, ზელენსკის ჩასვლა აშშ-ში, ვიზიტის სიმბოლურ დატვირთვაზე მიუთითებს. „ამ ვიზიტს ტრანსფორმაციულს ვერ ვუწოდებ. ეს უფრო აშშ-ის განზრახვის დადასტურებაა, მხარი დაუჭიროს უკრაინას, ვიდრე ის არ განდევნის რუსულ ძალებს უკრაინიდან. მნიშვნელობა აქვს სიმბოლიკასაც; კიდევ უფრო მნიშვნელოვანია Patriot-ის ტიპის რაკეტების მიწოდება“, - ამბობს პოლ გობლი. ის მიიჩნევს, რომ ზამთრის ამინდი გაართულებს სახმელეთო შეტევებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საჰაერო თავდასხმები გახდება „დომინანტური“. „წინ გვაქვს ზამთრის დღეები, ამიტომ ახლა ფლობას იმ იარაღისა, რომელიც განსაკუთრებით კარგად მუშაობს, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. მოხარული ვარ, რომ ზელენსკი აშშ-ში ჩამოვიდა და მიიღო საჭირო მხარდაჭერა. ეს გაცილებით რთული იქნება მათთვის, ვისაც სურს, შეეწინააღმდეგოს უკრაინისთვის მეტის გაღებას, რაც კიევს აუცილებლად სჭირდება“, - მიიჩნევს სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსი. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
NATO შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს მივესალმებით
„მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს, რომლებიც ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების ხელშეწყობას მოემსახურება“, - ამის შესახებ Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა განუცხადა. NATO კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მზადაა, პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მედეგობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს. „NATO-ს საქართველოსთან მყარი პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ნოემბრის ბოლოს, ბუქარესტში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრების ესწრებოდნენ. ეს სამი ქვეყანა რუსეთის ზეწოლის წინაშეა და NATO მზადაა, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს ამ ქვეყნების მედეგობისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, რათა ამ ქვეყნებმა საკუთარი თავდაცვა უზრუნველყონ. ჩვენ მზად ვართ, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საფუძველზე გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის, მათ შორის სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მდგრადობისა და კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე, საქართველოს საკუთარი კიბერ შესაძლებლობების განვითარებითა და NATO-ს სამეკავშირეო ოფისის პერსონალის გაზრდით დავეხმარებით“, - განუცხადა NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს. NATO-ს ოფიციალური პირის თქმით, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ევროპელები დამოკიდებულნი იყვნენ რუსულ ნავთობსა და გაზზე. „რუსეთმა ენერგია იარაღად გამოიყენა და ცდილობდა, გამოეყენებინა ის ჩვენი შანტაჟის მიზნით, რათა უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერისთვის ხელი შეეშალა, მაგრამ პრეზიდენტ პუტინს ეს არ გამოუვიდა. მოკავშირეები ენერგიის მოხმარების შესამცირებლად და ენერგიის მიწოდების დივერსიფიკაციის მიზნით, უპრეცედენტო ნაბიჯებს დგამენ. ევროპაში გაზსაცავები გადავსებულია. მოკავშირეები აფორმებენ ხელშეკრულებებს თხევადი გაზის მიწოდებაზე. ასევე გადაწიეს ატომური რეაქტორების ექსპლუატაციის დრო და განაახლეს ნახშირის ელექტროსადგურები. ახლა რუსეთი გაზზე ევროპის მოთხოვნის 10% უზრუნველყოფს, უკრაინაში შეჭრამდე, ეს მაჩვენებელი 45% იყო. ეს არის ერთგვარი დამცავი ბუფერი იმისთვის, რუსეთიდან მიწოდების შეწყვეტის შემთხევაში რყევები არ მოხდეს. „დიდი შვიდეული“ (G7) ასევე დათანხმდა, შეამციროს რუსული ნავთობის ფასი, რაც კიდევ უფრო შეზღუდავს იმ შემოსავლებს, რომლებიც კრემლის ომს აფინანსებს. მოკავშირეები გააგრძელებენ ინვესტიციებს სტაბილურ და საიმედო ენერგომომარაგებაში, მომწოდებლებსა და წყაროებში. ამრიგად, პრეზიდენტ პუტინის ენერგეტიკული ბერკეტი სუსტდება“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა. შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა. რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე-იონელ ჩუკამ განაცხადა, რომ რუმინეთი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს როგორც სატრანზიტო ქვეყანა და როგორც რეგიონული ენერგოჰაბი, რომელიც ალტერნატივებს შესთავაზებს პარტნიორებს და მეგობრებს ევროკავშირში, მაგრამ ასევე მოლდოვას და უკრაინასაც. მისივე თქმით, შეთანხმება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საერთო, გრძელვადიანი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ენერგოსექტორში. „ხსენებული შეთანხმება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი საერთო, გრძელვადიანი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ენერგოსექტორში, ამ შეთანხმების ხელმოწერით ჩვენ საეტაპო მოვლენას ვქმნით იმისათვის, რომ გაიზარდოს მწვანე ენერგიის მიწოდება და მოხდეს გლობალური დათბობის შეჩერება ენერგეტიკულ სექტორში. ეს შეთანხმება მოგვცემს საშუალებას, რომ არსებული გამოწვევების დაძლევა მოხდეს ჩვენი ენერგოუსაფრთხოების კუთხითაც, ეს და სხვა ენერგოკრიზისები, რომლებიც გამოწვულია რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული ომით უკრაინაში, ასევე, კოვიდპანდემიით და ინფლაციური წნეხით, იქნება დაძლეული. ენერგოსექტორი არის მაღალი და ცვალებადი ფასების გამოწვევის წინაშე, ჩვენ რეგიონული შეთანხმება გვქონდა ენერგეტიკის მინისტრებს შორის ბუქარესტში, სექტემბერში და შევთანხმდით, რომ გამოსავალს ვიპოვიდით მიწოდების კუთხით, ჩვენი ეკონომიკები და ჩვენი დასავლეთის პარტნიორები და მეგობრები მხარს უჭერენ და ეხმარებიან ჩვენს რეგიონს, რადგან ძალიან არიან დაკავშირებულნი ჩვენთან. ამ შეთანხმებით ხდება არსებული პოტენციალის კაპიტალიზაცია ენერგორესურსების წარმოების და მიწოდების კუთხით, მოხდება ელექტოენერგიის მიწოდება და ვაჭრობა აზერბაიჯანს, ერთი მხრივ, საქართველოს და მეორე მხრივ, ევროპას შორის“, - განაცხადა ნიკოლაე-იონელ ჩუკამ.
აშშ შავი ზღვის კაბელის პროექტს მხარს უჭერს
შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერების მიერ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. NATO შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს მივესალმებით „შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერებს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც სამხრეთ კავკასიიდან შავი ზღვის გავლით, ევროკავშირში სუფთა ენერგიის ტრანსპორტირების მიზნით, 1100 კილომეტრიანი წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტის განხორციელებას ისახავს მიზნად. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, შეთანხმება „ევროკავშირს სამხრეთ კავკასიის რეგიონში პარტნიორებთან დააახლოებს და დაეხმარება ორივე რეგიონს სუფთა ენერგიის ტრანზიტის მიღწევაში“. ჩვენ ასევე მოუთმენლად ველით შედეგებს მსოფლიო ბანკის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა, რომელიც ახლა მიმდინარეობს“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა.
„შავი ზღვის კაბელის“ პროექტზე შეთანხმების შემდეგ, საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორში ინვესტიციების მოლოდინი გაჩნდა
საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის სექტორი ახალი ინვესტორების მოლოდინშია. საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორში ინვესტიციების მოლოდინი, „შავი ზღვის კაბელის“ პროექტზე შეთანხმების შემდეგ გაჩნდა. Europetime-თან ინტერვიუში ენერგეტიკის ექსმინისტრმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დავით მირცხულავამ განაცხადა, რომ „შავი ზღვის ელექტროკაბელის“ პროექტი უდიდესი მიღწევაა, როლის განხორციელებაზეც წლებია, ყველა ქართველი ენერგეტიკოსი ოცნებობდა. „შავი ზღვის კაბელის პროექტი, თავისი მასშტაბებითა და მოსალოდნელი ეკონომიკური სარგებლით, იმ პროექტების რიგშია, რომლებიც საქართველოში 2000-იანი წლების დასაწყისში განხორციელდა. მათ შორისაა „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა“ და „შაჰ-დენიზის“ პროექტი. საქართველო უდავოდ გახდება ელექტროენერგეტიკული ჰაბი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს მირცხულავა. შავი ზღვის კაბელი პროექტი - ეკონომიკა, ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოუსაფრთხოება და ინვესტიციები დავით მირცხულავა ამბობს, რომ „შავი ზღვის კაბელის პროექტი“ საქართველოს, აზერბაიჯანის და რუმინეთის ეკონომიკებისთვის უმნიშვნელოვანესია. „აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმოწერა, ბუქარესტში გაფორმებულ მემორანდუმზე ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის (აღარ იქნება საუბარი მხოლოდ ნავთობსა და გაზის ტრანზიტზე საქართველოს გავლით), დიდი პოტენციალი ათვისებული იქნება და მისი ტრანზიტი საქართველოს გავლით განხორციელდება, რაც ქვეყანას დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს“, - ამბობს მირცხულავა. მისივე თქმით, „შავი ზღვის კაბელის“ პროექტში უმნიშვნელოვანესია აზერბაიჯანის როლი, რადგან შესაძლოა, ეს პროექტი ამ ქვეყნის ძალისხმევით კიდევ გაფართოვდეს. „ალიევი იყო საქართველოში და მისი ვიზიტის 90% ეხებოდა ელექტროენერგიის ტრანზიტსა და ენერგეტიკული დერეფნის განვითარებას. მათ შორის შავი ზღვის კაბელის პროექტს და მასში აზერბაიჯანის მნიშვნელოვან მონაწილეობას. ასევე იყო საუბარი სამომავლოდ, კასპიის ზღვაში კაბელის ჩადებაზე თურქმენეთსა და აზერბაიჯანს შორის, რაც ამ პროექტს გაფართოების საშუალებას მისცემს და თურქმენული ენერგია ევროპის ბაზარზე გავა“, - ამბობს მირცხულავა. მისივე თქმით, ამ პროექტით, შესაძლოა, აღმოსავლეთის ქვეყნებიც დაინტერესდნენ. ამასთან, დღეს გახდა ცნობილი, რომ საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს. „საუდის არაბეთის კომპანია ACWA Power აზერბაიჯანში 240 მეგავატიან ენერგეტიკულ პროექტს ახორციელებს. თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ გვსურს, განვახორციელოთ უფრო დიდი ენერგეტიკული პროექტები და შევუერთდეთ აზერბაიჯანის მიერ რამდენიმე დღის წინ ხელმოწერილ შეთანხმებას ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის შესახებ", - განაცხადა საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა. „შავი ზღვის ელექტროკაბელის“ პროექტს, საქართველოშიც შემოჰყვებიან ახალი ინვესტორები“, - ამბობს მირცხულავა. „2017 წელს მორატორიუმი იყო გამოცხადებული გენერაციის ობიექტებისთვის სტიმულირების მოდელის შერჩევაზე. ეს მორატორიუმი ახლა მოხსნილია და ბუნებრივია, ეს სექტორი დააინტერესებთ ინვესტორებს. საქართველო დაიწყებს იგივე ქარის, მზისა და ჰესების პროექტების განვითარებას. „შავი ზღვის კაბელის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება 10 თვეში დასრულდება. ბუნებრივია, ჩვენი პოტენციალიც უნდა გავზარდოთ, რათა გვქონდეს საფუძველი, რომ საქართველომ გაიტანოს საკუთარი ენერგია და არამხოლოდ ტრანზიტზე იყოს დამოკიდებული“. მისივე თქმით, საქართველო ხდება ევროპის ელექტროენერგეტიკული ბაზრის მონაწილე და ქვეყანას ექნება თავისი ნიშა სამხრეთ კავკასიის რეგიონში და შემდეგ აღმოსავლეთის ქვეყნებშიც. ამასთან, ამ პროექტში მნიშვნელოვანია რუმინეთის როლი, რადგან შავ ზღვაში ჩადებული კაბელით, საქართველო რუმინეთს დაუკავშირდება და კონსტანცის პორტიდან მოხდება მიღებული ელექტროენერგიის ევროპის ბაზარზე განაწილება. პირველ ეტაპზე ელექტროენერგიას მოლდოვა და უნგრეთი მიიღებენ. უკრაინული მედიის ცნობით, არის მოლოდინი, რომ ელექტროგადამცემი ხაზი (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტი იქნება), შავი ზღვის ფსკერზე, სოფელ ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმება. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ოფიციალურად არ გაჟღერებულა საქართველოს რომელი რეგიონიდან უნდა დაწყებულიყო ელექტროგადამცემი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე განთავსება. 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა.